იკა ქადაგიძის შემოქმედებისათვის

Posted in Uncategorized on November 2, 2014 by porphyrius

 
წიგნები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებ, არის ქართული სულისა და ქართული კერის გადარჩენისათვის ბრძოლა საყოველთაო კონფორმიზმისა და რენეგატობის გარემოში. ვისაც წაუკითხავს იკა ქადაგიძის პროზა, პოეზია და პუბლიცისტიკა, მას მყისვე თვალში ეცემა ქალბატონი ავტორის მისაბაძი მებრძოლი ნაციონალიზმი.
Continue reading

ეროვნული იდეების დამარცხების მიზეზებისათვის

Posted in Uncategorized on September 16, 2014 by porphyrius

*ამ წერილმა თავის დროზე მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი შინაარსი ეხება ეროვნული იდეებისა და ეროვნული მოძრაობის დამარცხების მიზეზებს. ის დავწერე რედაქტორის თხოვნით, რომელსაც სურდა, რომ 1999 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ანალიტიკური წერილი დამეწერა. კრიტიციზმისა და ნონკონფორმისტული კითხვების გამო, ქართველი დისიდენტების უვიცობის წარმოჩენის გამო, ის გადაკეთებული და შემცირებული სახით მაინც გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ახალი 7 დღე“ (4-10 ნოემბერი, 1999 წ.).  დისიდენტების კრიტიკა გავაგრძელე ჩემ კრებულში – ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები (2005 წ.). 15 წელი გავიდა „ახალ 7 დღეში“ ამ წერილის გამოქვეყნებიდან. გადავხედე მას და გუშინ დაწერილს ჰგავს. ისევ იგივე მეორდება დღესაც, რაზეც ამ წერილშია საუბარი. აქ დაყენებული საკითხები ისევ ისე პასუხგაუცემელია ამდენი მარცხიანი წლის გასვლის მიუხედავად. დღეისათვის, 2014 წლის შემოდგომისათვის, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა ვერ შექმნეს საკუთარი, ქართული იდეა. ვერ შექმნეს პოლიტიკური დასი. ამდენმა მარცხმა, ამდენმა სირცხვილმა მათ ვერაფერი შეაგნებინა. ისინი დარჩნენ გასული საუკუნის 90-იან წლებში და ისევ იმ დიდად დაძველებულ და უაზროდ ქცეულ არგუმენტაციას იყენებენ, რაც გამოიყენებოდა 90-იანი წლების დამდეგს. წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება სრულად. Continue reading

ფიქრები ლევან ბებურიშვილის წიგნზე

Posted in Uncategorized on July 29, 2014 by porphyrius

     
ახალგაზრდა ავტორის, სალიტერატურო კრიტიკოსის, ლევან ბებურიშვილის ნაშრომი „მწერლობის „მოთვინიერება“ გრძელდება“ (გამომც. „მერიდიანი“, თბ., 2012, 136 გვ.), კრიტიკული აზრის დიდად განმაცხოველებელია იმ გარემოში, სადაც კრიტიკა ძლივს ღიმღამობს. ფილოლოგ ავტორს ხელი მოუკიდია იმ საკითხისათვის, რაზეც ჩვენში ან დუმილს ამჯობინებენ, ან მის ქებას შესდგომიან, ან ყასიდად იმხილებიან. 22 წლის ავტორი, ამჟამად დოქტორანტი, ამ წიგნში წერს საქართველოს წყლულებზე. ლევან ბებურიშვილი კრიტიკის ადიდაში აძვრენს იმას, რასაც ქართველი ლიბერალები თავისუფალი მოაზროვნეების მისაბაძ ინტელექტუალურ მონაპოვრად მიიჩნევენ და რაც სინამდვილეში ქვეყნის სირცხვილია. ამ წიგნში ჩანს ქართული მწერლობის ბედზე დაფიქრებული კრიტიკოსის ნემეზისი (აღშფოთება) იმ უმსგავსობათა გამო, რაც წლების მანძილზე გაფესვდა და ღვარძლად მოედო სამწერლო სარბიელს. Continue reading

            კიდევ ერთხელ ქურდებზე -3.3

Posted in ქურდებზე on July 8, 2014 by porphyrius

წერილი მესამე

*პირველად გამოვიდა გაზეთში „ახალი მერიდიანი 44“ (12 – 14 დეკემბ., 2001, N 27).    გაზეთში სტრიქონების გამუქება რედაქციისეულია. წინამდებარე ტექსტი შესწორებულია. Continue reading

კიდევ ერთხელ ქურდებზე- 3.2

Posted in ქურდებზე on July 8, 2014 by porphyrius

წერილი მეორე

*პირველად გამოვიდა გაზეთში „ახალი მერიდიანი 44“ (5 – 7 დეკემბ., 2001, N 24). წინამდებარე ტექსტი შესწორებულია.

იმდენად დიდი იყო საზოგადოებაზე ქურდული კონტრკულტურის გავლენა, რომ მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა დაუჭერდნენ თუ არა ისინი მხარს ქართული დისიდენტურის ანტისაბჭოურ გამოსვლებს და ეროვნულ მოძრაობას 90-იანი წლების დასაწყისში. ხელისუფლების ოფიციალურ პერიოდულ ორგანოშიც კი აღინიშნა ერთხელ, რომ ქურდები მხარს უჭერდნენ ეროვნულ მოძრაობას. Continue reading

 კიდევ ერთხელ ქურდებზე – 3.1

Posted in ქურდებზე on July 8, 2014 by porphyrius

წერილი პირველი

*ეს სამნაწილიანი პუბლიკაცია პირველად გავიდა გაზეთში „ახალი მერიდიანი 44“ (3- – 5 დეკემბ., 5 – 7 დეკემბ., 12 -14 დეკემბ.,  2001, N 23, 24, 27) შეცვლილი სათაურით – „ქურდული კონტრკულტურის შესახებ“. ზოგგან სტრიქონები მუქი შრიფტით რედაქციამ გამოყო. წინამდებარე ტექსტი შესწორებულია. Continue reading

ქურდული კონტრკულტურის შესახებ – 1

Posted in Uncategorized on June 22, 2014 by porphyrius

წერილი პირველი

*პირველად გამოვიდა ყოველკვირეულ გაზეთში „მერიდიანი 44“  (17 – 24 იანვარი, 2001, N 2). გაზეთში მუქშრიფტიანი ადგილები რედაქციისეულია. წინამდებარე ტექსტი შესწორებულია.    Continue reading

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 112 other followers