შესავალი სიტყვა


მიწისას მოიუბნებს ეს წიგნი და არა ცისას. მიწიერთა შვებად შთენილიყოს იგი. სამძიმო და შემაძრწუნებელია აქ ნასიტყვი. დიდი მოცნების მაძებნიერთა ღვაწლისმძლეობის საწყაულად შეიდვას იგი, რომელ არს აღნაქუსი მზარავი საგრობისა.

უცნობელი ძველი ღმერთების ენითაა გადმოცემული საამწიგნოდ ზმული. ამა ღმერთებმა ოდენ ენა დატოვეს თავის ნაკვალევად. ენა ენიგმა და ენა ენერგემა, უსახელო ღმერთების ქარაგმა, ენა თავად ღმერთი. მისით მოიმცნობენ ურთიერთში ზეციერნი და ქვესკნელიერნი. ესე ენა ენამი ენდეს მყოვარ ჟამ, მისით განისიტყვოს მოაქამდე უსიტყველი.

ენაო ფესვუცნობო, შენს შესხმად ყოფილიყოს ღამეულ ჟამს ესე განწიგნებული. ოფაზი ქართულით ვაქართულე და ვააზატე უყიერი საცნავ-სავარამონი. მოსაფონად ექმნეს იგი ამ ენის კაცთადმი მომღებ უცნობელ ღმერთებს, რომელნიც იმარხავენ მის დაფარულს.

სევდის სპეკალით მოვთვალავ ამა აღნაქუსს. ვთქვა პორფირენი და ალშეღებული ებანითა ვუებნო ცნობის ვარამს. განვაყმენ შრტო ხმელიერი და ვხენ სიჩჩოება სულისა, სიორძილი რიტორებისა. ხე ახოვანი, კენარ-ვარჯოვანი, ჟამთა დამკრები, ცის საქანელს რქენდეს და იყოს იგი შემტყობარად შემმეცნეთათვის.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 111 other followers

%d bloggers like this: