Fate of Therion

Fate of Therion is a book of a great terrify and sorrowful think. It’s written by fire of Prometheus spirit and tells about travel and strangeness of insurgent philosophical idea to being in torture. Here continues that discussion between Man and God that canceled in Job’s Book. The author of this book wanted that meditations given here, be heard the first time in old Georgian language, which is the remote language of strangers. Items of this book: Gog’s warrior, Overpowering of Job, Phenomenology of Judah and etc are masterpieces of prose and philosophical reflection. There was never said anywhere such thing. This book will make furor in whole world and it can light volcanic torch in seeking hearts.
Porphyrius

Advertisements

ნუ წაიკითხავს თერიონის ვარდს…

აუცილებლად მიმაჩნია რამდენიმე განმარტების გამოთქმა. თერიონის ვარდი ნიშნავს აპოკალიფსური მხეცის ბედისწერას. ტო მეგა თერიონ (ბერძ.), ძველი სატანაელი, მამა ჯანყისა და მწდე შემეცნებისა არის აპოკალიფსური ცენტრული პერსონა. ვარდი არის არაბული სიტყვა და ძველ ქართულში მას აქვს სვისა და ბედის, ეტლის მნიშვნელობა.
პორფირე (პორფირიუსი) არის ჩემი ფილოსოფიური სახელი. თერიონის ვარდში არის პერსონაჟი -წითლოსანი, რომელიც ხშირად ავტორის იგივურია. წლები გავიდა და ამ პატარა წიგნის მნიშვნელობა ძალზე ცოტამ გაიგო. ბევრ მწერალს და ფილოსოფოსს შევატყობინე მისი გამოსვლა და ყურიც არ შეუბერტყავთ. შევატყობინე ასევე ლიტერატურის კრიტიკოსებს და ხმა არ გაუღიათ. ესენი სხდებიან სტუდიებში და თავისი თავის წარმოჩენაზე არიან გამეცადინებულნი. დაცინვაში, ქილიკსა და ღრეჭაში უებროები არიან, აზროვნებაში კი ნოლი. ჩემი სუფიური იგავები ერთმა ანონიმმა ტუალეტის ქაღალდს შეადარა. ეს მეილით მომწერა. კიდევ სხვა ანონიმებმა საძაგლობები მომწერეს. ნუ დამცინით! ნუ იგლიჯებით და ნუ იჭაჭებით ბოღმით! ვერასოდეს ვერ მოხვალთ ჩემამდე!
ნუ წაიკითხავს თერიონის ვარდს ის, ვისაც საკუთარი გულსუსტობა და ცნობის უღონობა კულტურით შეუნიღბავს და ვისთვისაც ღმერთი მისივე თავმოთნეობის სამეოხოა.
ეს წიგნი მისთვისაა, ვინც არ გაურბის მდაღავ და წყეულ კითხვებს. ძველი ქართულით განსიტყვებული ძველი საფიქრალი. წიგნი ვულკანი, როგორიც არსად დაწერილა. ამ წიგნის ყოველი თავი საკვირველი და საზარელია.
პორფირე

დასაწერი მაქვს

ბლოგის მკითხველები მეკითხებიან, რის დაწერას ვაპირებ. ჩამოვთვლი:
1) ჰუსერლის არითმეტიკის ფილოსოფია და კარლ ვაიერშტრასის გავლენა მასში;
2) გოთლობ ფრეგეს პოლემიკა ჰუსერლთან;
3) ჯონ ნეშის თეორიის ფილოსოფიური ასპექტები;
4)გეორგ კანტორის მოდელი;
5) ლეონარდ ეილერი და თანამედროვეობა;
6) ამებიდან აინშტაინამდე და აინშტაინიდან ბიომექანოიდამდე (ხელოვნური ინტელექტის პრობლემა);
7) ევგენიკა, რობოტული აუგმენტაცია და კიბერანთროპოსის ერა
აღარაფერს დავწერ საქართველოს ჭირზე. ქვეყანა, სადაც ამდენი პოლიტიკური მეძავი და კლოუნია, არაფრის თქმას არ აქვს აზრი, თუნდაც სულ დაიქცეს ყველაფერი.

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეალიები

                            

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“,  N 2 (218) 2018.   

ანოტაცია: სტატიაში განხილულია აზერბაიჯანის ეკონომიკური დინამიკა, დარგების განვითარება,  ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება  და მისი ურთიერთობა საგარეო სავაჭრო პარტნიორებთან.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის ზრდის ტემპი, აზერბაიჯანის გრძელვადიანი სუვერენული რეიტინგი, საგარეო ვალი, აჩგ, შაჰ-დენიზის და აბშერონის საბადოები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

პერსონალიები: ევლია ჩელები, ჰეიდარ ალიევი, ილჰამ ალიევი, ელმარ მამედიაროვი, სვანტე კორნელი, ძმები ნობელები, ელმან რუსტამოვი, რუფატ ყულიევი, ვუგარ ბაირამოვი, აღა-ქერიმ ჰაჯიევი, შაჰინ მუსტაფაევი.

ფაილის მოცულობა – 9 გვ. Continue reading “აზერბაიჯანის ეკონომიკური რეალიები”

რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე

ფაილის მოცულობა – 8 გვ.

თავს მოვალედ ვრაცხ, თანამოაზრესა და უმცროს კოლეგას, თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრს, გეგი კუხალეიშვილს მხარი დავუჭირო და რეცენზიით გამოვეხმაურო მის სადებიუტო,  ერთობ ნონკონფორმისტულ, მწვავედ კრიტიკულ და ქარიშხლის მომასწავებელ ნაშრომს „ლიბერალიზმი – რელიგიის ჩამნაცვლებელი ოპიუმი“.  სამ ნაწილად დასახსრულ,  67-გვერდიან ნაშრომში ძალუმად სჭვივის 22 წლის ავტორის  ნიცშესეული და ნემეზისური სულისკვეთება. მის აღშფოთებას ჰბადებს ის სავალალო გარემოება, რომ ლიბერალიზმი გადაიქცა მონისტურ სისტემად და რეპრესიულ იდეოლოგიად. საუკუნის მეოთხედია ჩვენ ვისმენთ ქართველი ლიბერალების მონოლოგს. დიალოგი მათსა და არალიბერალურ დასს შორის ვერ განხორციელდა. Continue reading “რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე”