თამაზ ჩხენკელი, რეცენზია


ალბათ არსად, არც ერთ ენაზე არ დაწერილა ისეთი წიგნი, როგორიც არისთერიონის ვარდი. ეს არის მეტაფიზიკური მძვინვარებით შექმნილი ნაწარმოები, სადაც დაყენებულია საზღვრითი ფილოსოფიური და რელიგიური პრობლემები.

ეს წიგნი აცნაურებს ადამიანის უძლიერეს ამბოხს და მის დაჟინებულ სწრაფვას დაიცვას მიწა ზეცის წინაშე. პორფირესთან კონცენტრირებული და ურთიერთგადაჯაჭვულია თემები, რომელთაგან თითოეული იმსახურებს გულმოდგინე და სიღრმისეულ განხილვას.

წიგნი ძველი ქართული ენის ინტონაციებით და ფორმებით არის აღბეჭდილი, რაც უჩვეულოა ქართული ფილოსოფიური აზროვნებისათვის და რაც, თუმც აძნელებს ნაწერის აღქმას, მაგრამ განსაკუთრებულ ტონალობას ანიჭებს და ახალ შუქზე წარმოგვიდგენს ფრაზობრივ კონსტრუქციებს.

გავიმეორებ: ეს წიგნი უთუოდ უნდა გახდეს ღრმა და გულმოდგინე განსჯის საგანი.

თამაზ ჩხენკელი

2009

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s