ფორმაცია და ცივილიზაცია, მეხუთე თავი


მეხუთე თავი

თანამედროვე ნეოლიბერალიზმსა და გლობალიზმზე საუბრისას არ შეიძლება არ შევეხოთ იუდაისტური მესიანიზმის პრობლემას.
ხორხე ბორხესი თავის ლექციაში ბუდიზმის შესახებ აღნიშნავს, რომ ძალზე ძნელია რელიგიის, განსაკუთრებით იმ რელიგიის, განმარტება, რომლის აღმსარებელიც არა ხარ.
ბორხესს აქ შეიძლება დავეთანხმოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც განვიხილავთ არააბრამიტულ რელიგიებს. ინდუიზმი და მისგან გამოსული ბუდიზმი უცხო სულიერი ტრადიციაა მისთვის, ვინც აღიზარდა აბრაამიტული რელიგიებით ფორმირებულ კულტურულ სივრცეში. ასეთ ადამიანს ისე არ უნდა უჭირდეს ამ რელიგიათა შესახებ მსჯელობა, როგორც მას გაუჭირდება ინდუიზმისა და ბუდიზმის შესახებ აზრის გამოთქმა.
ვიცით რა თორა და წინასწარმეტყველთა წიგნები, ჩვენ გვიადვილდება სამივე აბრაამიტული რელიგიის გაგება-განმარტება. ამაში ხელს არ შეგვიშლის მათ მიერ ერთმანეთის სრული უარყოფა და განუწყვეტელი მტრობა ერთმანეთთან.
ვედებისა და უპანიშადების ცოდნა კი ვერ დაგვეხმარება ბუდიზმის გაგებაში, მით უმეტეს, რომ აბრაამიტულ რელიგიათაგან განსხვავებით, როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, ბუდიზმი არ მტრობდა ინდუიზმს, არ დევნიდა მას მაშინაც კი, როდესაც ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინენტის სახელმწიფო რელიგია იყო იმპერატორ აშოკა მაურიას დროს (ძვ.წ.273-239 წწ.) და ბრაჰმანიზმმა მრავალი პოზიცია დათმო. მაურიების დინასტიის დაცემის შემდეგ, შუნგებისა და კანვების დინასტიების დროს, დაიწყო ინდოეთის რევედიზაცია, ბრაჰმანიზმის დიდი აღორძინება. ადრე დაკარგულ პოზიციათა დაბრუნებისას, ბრაჰმანებს არ დაუწყიათ ბუდიზმის დევნა. შუნგები და კანვები ისეთივე თავგამოდებული ბრაჰმანისტები იყვნენ, როგორი თავგამოდებული ბუდისტიც იყო მეფე აშოკა. ასეთი რელიგიური მგზნებარების მიუხედავად, შუნგები და კანვები ბუდიზმსა და ჯაინიზმსაც სწყალობდნენ. ის, რაც ინდუისტურ და ბუდისტურ ქვეყნებში იყო წესი, აბრაამიტული რელიგიების ქვეყნებში იყო გამონაკლისი.
იუდაისტური მესიანიზმის საკითხი თითქოს აღარ უნდა იყოს აქტუალური სეკულარულ, რადიკალურად ეკონომოცენტრულ და მატერიალისტურ თანამედროვეობაში, მაგრამ პირიქით არის. იუდაიზმის საკითხი დღეს უაქტუალურესია და ის უმჭიდროეს კავშირშია ნეოლიბერალიზმის პლანეტარულ მისწრაფებებთან.
ახლა მიღებულია, როდესაც ლიბერალ-დემოკრატი შაბლონურად ახდენს იმის საჯაროდ კონსტატირებას, რომ იგი ანტისემიტიზმის მგმობელია. არავინ კითხულობს, თუ რამდენად ესმის ამ ლიბერალს ანტისემიტიზმი, რა აზრით არის ის ანტისემიტიზმის მგმობელი – დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე მითითებით, თუ ქრისტიანობაზე მითითებით? ამას არ არკვევენ და ასე დაჯარდა უამრავი ლიბერალი, რომელთა მიერ ანტისემიტიზმის გმობა ჩალის ღეროებია და მეტი არაფერი.
თუ ადამიანი ანტისემიტიზმს გმობს, გამოდის, რომ ის იუდოფილი თუ არა, ზოგადად პროსემიტი მაინც არის. ასე კი არ ხდება. ანტისემიტიზმის მამხილებელი ლიბერალი კაცი იუდაიზმისა და იუდეველთა მიმართ არანაირი გულითადი მოპყრობით არ გამოირჩევა. თუ ეს ასეა, რასაც ყველგან ვხედავთ, აბა, რა რჯის მას, როდესაც ანტისემიტიზმს გმობს? ასეთი კაცისთვის იუდაიზმი და იუდეველნი არის რაღაც ერთ-ერთი მოვლენა მოვლენათა დიდ პლურალისტურ კონგლომერატში. იუდაიზმი და იუდეველნი კი ერთ-ერთი მოვლენა კი არა, არამედ ერთადერთი მოვლენაა, რომელიც სხვა მოვლენებზე მაღლა დგას და რომელიც დემოკრატიის არშინით ვერ გაიზომება. იუდეველი ჭეშმარიტად განსაკუთრებული და საკვირველი ადამიანია.
ის, რომ რამდენიმე დასავლეთევროპული ქვეყანა ანტიისრაელურ, შესაბამისად პროპალესტინურ პოზიციაზე დგას, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ქრისტეს გულისათვის ხდება.
ვინც ანტისემიტია ევროპასა და რუსეთში, უნდა გაირკვეს, რაში გამოიხატება მისი ანტისემიტობა იმის გარდა, რაც ბევრჯერ თქმულა თითქმის საუკუნის წინ კარლ ლუგერის (1844 – 1910), იულიუს ლანგბენის (1851-1907) ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენის (1855-1927), ასევე ერნსტ მორიც არნდტის, ლუდვიგ ფრიდრიხ იანის, მანამდე ევროპელ სქოლასტიკოსთა და დემონოლოგთა მიერ. რაში გამოიხატება ჩვენს ევროპელ და რუს თანამედროვეთა ანტიიუდაიზმი გარდა იმისა, რომ ებრაელებს ამხელენ მსოფლიო ფინანსური ძალაუფლების ფლობაში?
მოხდა მრავალი რევოლუცია, დიდი ომი. უახლოესი წარსულის დიდი მოვლენა იყო საბჭოთა იმპერიის დაშლა. თუ ებრაელთა მიმართ სულ ერთი და იგივე ბრალდებები ისმის მრავალი თაობის ცხოვრების განმავლობაში, მაშინ გამოდის, რომ გოი ბრიყვია, სულმდაბალია და ყველა იმ თვისებითაა შემკული, როგორც თალმუდშია გადმოცემული. გამოდის, რომ ებრაელზე ჭკვიანი არავინ ყოფილა. ეს ანტიიუდაისტური ბრალდებანი და მხილებანი საბოლოოდ ყოველთვის იმას ადასტურებს, რისი აღიარებაც ანტიიუდაისტებს ჯიუტად არ სურთ. სახელდობრ იმისა, რომ ებრაელი განსაკუთრებულია, რომ ებრაელთა გარეშე დასავლეთის ცივილიზაციის წარმოდგენა შეუძლებელია. თუ ებრაელობა, ანტიიუდაისტთა განსჯის თანახმად, უდაბლესი რასა, უბოროტესი ხალხი, ყოველივე მანკიერების მატარებელია, მაშინ შეუძლებელია მის შესახებ საუბარი და მისი მხილება ასეთი განუწყვეტელი იყოს საუკუნეთა მანძილზე. რაც უდაბლესი და მანკიერია, შეუძლებელია ის იყოს მუდმივი მხილების, გმობის, ამავე დროს დაცინვის საგანი. მის შესახებ, წესით, ერთხელ ან რამდენიმეჯერ ამბობენ და შემდეგ დიდი-დიდი მას ზოგჯერ ახსენებენ. უდაბლესსა და მანკიერს მტრობა არ სჭირდება.
არაფერი ისე შეუვალად არ გვიმტკიცებს იუდაისტური მესიანიზმის განსაკუთრებულობასა და მისი არსებობის სრული უფლების შესახებ, ვიდრე მთელი ეს თანამედროვე, ინტერნაციონალური, აკადემიური ანტიიუდაიზმი და დაუსრულებელი ბრალდებანი ებრაელთა მიერ ღმერთის მკვლელობის შესახებ.
მხოლოდ მხილებანი, რაოდენ უდავო და სწორიც არ უნდა იყოს ისინი, არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ გოი ამ მხილებათა შემდეგ ისევ ისეთი რჩება სხვა გოებთან ურთიერთობაში, როგორიც მანამდე იყო. ქრისტიანად ყოფნა თუ ძალუძს გოის? თუნდაც მაშინ, როდესაც ის გამარჯვების დიდებითაა შემკული? აი, ებრაელს კი შეუძლია მოსეს რჯულის მიმდევრად დაშთენა, მაშინაც კი, როდესაც ის დამარცხებული, არაადამიანურად დამცირებული და დევნილია. თუ ეს ასეა, რაც იუდაიზმის მაღალი ტრაგიზმით აღვსილი ისტორიიდან ვიცით, აქვს თუ არა ებრაელს უფლება იყოს მოსეს რჯულის მიმდევარი და ვის აქვს მორალური უფლება და ის სიმართლე, რომ დაგმოს მოსეს რჯული?
ლიბერალთათვის სავალდებულო სტანდარტულ ზოგადობად ქცეული გამოთქმა «ანტისემიტიზმი ჩემთვის მიუღებელია», არაფერს ნიშნავს. ჩვენი დროის განათლებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს თავისი დამოკიდებულება იუდაიზმთან. დღეს ცხადი გახდა, რომ ქრისტიანული თეოლოგიის ყველა განსჯა და მტკიცება იუდაიზმის უპერსპექტივობის შესახებ არასწორი გამოდგა. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ქრისტიანობამ დიდი დამარცხება განიცადა. ეს ფაქტი გვიბიძგებს უკუვაგდოთ იუდაიზმის ჩვეული შეფასებები და სხვაგვარად შევხედოთ მას.
არის კიდევ ასეთი მომენტი: ებრაელთა შესახებ წერას ერიდებიან ხოლმე, რათა თავიდან აიცილონ ანტისემიტიზმის ბრალდება და თავს აფარებენ ფრაზებს მშვიდობიანი თანაარსებობისა და ქრისტიანული სიყვარულის შესახებ. აქედანაც ჩანს, რომ საკითხის შესახებ არ უფიქრიათ, არ შეუძლიათ საკუთარი პრინციპის დაცვა და პირველივე სიძნელის წარმოშობისთანავე იმალებიან. არ უფიქრიათ იმიტომ, რომ არ აღელვებთ ის, რის დამცველებადაც საკუთარი თავი მიაჩნიათ. ლიბერალი თუ ასეთი გულმოდგინე ქრისტიანია, როგორც ის ყოველთვის ამტკიცებს, მაშინ უკვე ასეთი გულმოდგინება, თუ ის ჭეშმარიტია, უნდა აიძულებდეს XX – XXI საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ ადამიანს, დაუფიქრდეს და ჩაუღრმავდეს იუდაიზმის პრობლემას, ქრისტეს ტრაგედიას. თუ ლიბერალი ამ საკითხთა გააზრებაში ეყრდნობა საეკლესიო დოგმებს, მაშინ ის ლიბერალად როგორღა რჩება? მას სურს, რომ ლიბერალიც იყოს და ეკლესიის დოქტრინის დამცველიც.
პლურალიზმზე მითითებით ანტისემიტიზმის გმობა გულისხმობს იმას, რომ დემოკრატიის პირობებში ისრაელიტებსაც აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი ინტერპრეტაცია ჭეშმარიტების შესახებ და ამ ინტერპრეტაციის შემეცნებისას არაა საჭირო ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა. მაგრამ განსაკუთრებულ მოვლენას _ იუდაიზმს, შემეცნებისას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება.
აქვე შემდეგიც უნდა გაირკვეს: იმ ცნობილმა ნაცისტებმა, ვინც დენაციფიკაციის შემდეგ უარყვეს თავისი ნაცისტური წარსული, ის უარყვეს პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით, თუ მათ შეიგნეს, რომ ევროპელ ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული ნაცისტური კამპანია ყოვლად გაუმართლებელი იყო? შეუძლებელი იყო ებრაელებზე იმის თქმა, რომ ისინი უნტერმენშებისა და კულტურის მომსპობი ერი იყვნენ. უნტერმენშების ერს შეუძლებელია შეექმნა უდიდესი ინტენსივობის ის სულიერი ტრადიცია, რომლიდანაც გამოვიდა ქრისტიანობა და ისლამი, რომელმაც დასავლური კულტურის ისტორიას წარუშლელი კვალი დაატყო. ნაცისტური არიელობის თეორია და ფიურერისტული მესიანიზმი კი ჩაფლავდა.
რას ფიქრობდა ჰაიდეგერი დენაციფიკაციის შემდეგ ნაციონალ-სოციალიზმის შესახებ? მას არასოდეს დაუგმია თავისი ნაცისტური წარსული და მისი ცნება Kehre (შემობრუნება) აქ ბევრს არას გვეუბნება. არის კი 1945 წლის შემდგომი ჰაიდეგერის ფილოსოფია ყოველივე იმ საუკეთესოს შეფარული და ერთობ გენიალური გადარჩენა, რაც ნაციზმს გააჩნდა? ჰუსერლის ებრაულ გენიას დაუპირისპირდა ჰაიდეგერის გერმანული გენია, რომელიც დაეთანხმა ნაცისტური ანტისემიტიზმის არგუმენტაციასა და მიზნებს და მან ფილოსოფიური პაექრობა თავისი დიდი მასწავლებლის პოლიტიკურ დევნად აქცია. გასაკვირია, რომ ისეთმა მასშტაბურმა და ღრმა მოაზროვნემ, როგორიც ჰაიდეგერი იყო, განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა იუდაიზმსა და ებრაელებში. ნაცისტ ანტიიუდაისტებს ჰაიდეგერი ყველაფერში მხარს უჭერდა.
თუ ნაციზმი არიული წარმოშობის პოსტულირებას ახდენდა, მაშინ ის უთუოდ ბრაჰმანიზმს ან ზოროასტრიზმს უნდა დაახლოვებოდა. შესაბამისად, ნაცისტებს უნდა ეფიქრათ ინდოელებსა და ირანელებთან დაკავშირებაზე. ნაცისტ მეცნიერთა აღმოსავლეთით, ასევე სკანდინავიური და ძველგერმანული მითებით დაინტერესება მიზნად ისახავდა იმას, რომ ფორმაციულ თეორიაში, ინდუსტრიალიზმის დექრისტიანი ზებულ ეპოქაში, ასევე ნაცისტურ გლობალიზმში შეეტანათ მითის ელემენტები. ეს იყო «მესამე გზის» თეორიის ნეოპაგანისტური ინტერპრეტაცია. ამ მიზნით იღვწოდნენ «ანენერბე» და სხვა ორგანიზაციები. მითის ასეთი პოლიტიკური აქტუალიზება უპრეცედენტო მოვლენა იყო განმანათლებლობასა და ერთიან ფორმაციულ კონსტრუქციაში. ნაცისტები ცდილობდნენ, რომ ნორდულ-არიული დამპყრობლობა ყოფილიყო მითიდან გამომავალი და ჰიერატული. ქრისტე არიულ ღვთაებად გამოცხადდა და ითქვა, რომ იგი არასოდეს ყოფილა ებრაელი. ნაცისტ ორიენტალისტთა, ენათმეცნიერთა, გეოპოლიტიკის თეორეტიკოს თა, სოციოლოგთა და სხვათა მტკიცებით, გეზი სწორად იყო აღებული. განმანათლებლობისა და ფორმაციონისტული დიხოტომიის (კაპიტალიზმი – სოციალიზმი) ნაცისტური ვერსია, მათ თანახმად, ახალ პერსპექტივას პოულობდა.
ყოველივე ამას, მისი აკადემიური დონის მიუხედავად, ექსტრემისტული ანტიიუდაიზმი სათავეშივე აზრს უკარგავდა. ისე იყო საკითხი დაყენებული, რომ გერმანული, ფიურერისტული კულტურის აღორძინების წინაპირობად ებრაელთა გაჟლეტა მიიჩნეოდა.
არიული წარმოშობის პოსტულირებამ ნაცისტებს ხელი არ შეუშალა იაპონელებთან შეკავშირებაში. ეს იმ დროს, როდესაც ევროპელი რასისტების მიერ, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, იაპონელები ბარბაროსებად მიიჩნეოდნენ. არიელობის თეორია და ანტიიუდაიზმი ის სისულელე იყო, რომელმაც დაღუპა ყოველივე ის საუკეთესო, რაც ნაციონალ-სოციალიზმში იყო.
ნაცისტური იდეოლოგიის ცნება ჭელტგესცჰიცჰტლიცჰე მისსიონ (მსოფლისტორიული მისია) თავისი არსებობით XX საუკუნის 10-20-იანი წლების სიონისტთა განაზრებებისაგან იყო დავალებული. ფიურერისტული მესიანიზმი იუდაისტური მესიანიზმის კალკირება იყო.
დღეს ასეთ მისიაზე ამერიკელები ლაპარაკობენ. ნაცისტებისა გან განსხვავებით, ამ დროს, ისინი ბიბლიაზე მიუთითებენ. თავისუფალი ბაზრის აბსოლუტიზაციამ ახალ იერუსალიმსა და სახარებისეულ იმპერიას უნდა ჩაუყაროს საფუძველი. Geopolitics-ს ბევრი საერთო აღმოაჩნდა Geopolitik-ასთან. ამის განხილვას ნაციზმისა და ბოლშევიზმის მხილებაში დაოსტატებული პოსტსაბჭოთა დროის პოლიტოლოგები თავს არდებენ.
Lიცჰტვოლკ (შუქოსანი ხალხი) გერმანელები კი არა, არამედ ებრაელები იყვნენ მაშინაც კი, როდესაც ისინი ევროპის გეტოებში ცხოვრობდნენ. გერმანელები კი მაშინაც არ იყვნენ შუქოსანი ხალხი, როდესაც გერმანია, XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებით იმოსებოდა და უდიდეს კულტურულ აღმავლობას განიცდიდა. Lichtvolk -ის იდეის, რომელსაც კაბალისტიკასა და ხასიდიზმში აქვს ფესვები, მითვისება გერმანელთა მიერ, მათი ქვეყნისათვის წყევლად იქცა.
ჰაიდეგერმა კი ამის დანახვა არ ისურვა. საინტერესოა, როგორ იყენებდნენ ჰაიდეგერის ნაცისტი მიმდევრები ფენომენოლოგიას. ფატალურად დაუკავშირდა და შეეჯახა ერთმანეთს ებრაული და გერმანული იდეები. გერმანელი ერი ებრაელთათვის უახლესი დროის ყამალეკად იქცა. უდიდესი დამცირებისა და მსხვერპლის საფასურად ისრაელის სახლი გერმანულ გლობალიზმთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა.
უცნაურია შემდეგი ვითარება: როგორც ჰაიდეგერის გაკიცხვა არ ეგების მისი ანტისემიტობის გამო, ასევე არ ეგების იუდაისტური მესიანიზმისა და სიონიზმის განსჯა ჩვეულებრივი პოზიციიდან, ფილისტერი ლიბერალის თვალსაწიერიდან. ასე, მაგალითად, განსჯიან ფრანგულ ნაციონალიზმსა და მესიანიზმს, ინგლისურ რასიზმსა და იმპერიალიზმს და ა.შ.
ერთადერთი ხალხი, ვის შესახებაც სრული საფუძ ვ ლი ან ობ ითა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ იგი არის ხალხი-ღმერთი, არის ისრაელის ხალხი.
ებრაელთა უნიკალობის შესახებ აღნიშნავდა მარტინ ბუბერი [6.206, 209].
კარლ იასპერსი მარტინ ჰაიდეგერს 1949 წლით დათარიღებულ წერილში სწერდა: «… მე თქვენ ბრალს არ გდებთ, ვინაიდან თქვენი ქცევა ამ მსოფლიო კატასტროფაში იმყოფება არა იმ დონეზე, რომელიც დასაშვებს ხდის მორალი ზე ბას» [7.241].
მესამე რაიხის ცნობილი ანტიიუდაისტის, ჰაიდეგერის «ყოფიერება და დრო» უხილავი, მტკიცე ძაფებით მაინც იუდაისტურ პრობლემატიკას უკავშირდება, რომელიც ექსისტენციალიზმში ფილოსოფიურადაა გააზრებული. იობის წიგნი კირკეგორთან რაციონალიზმის შეზღუდულობის მაჩვენებელია ფილოსოფიაში.
იუდაიზმი უმძიმესი ტვირთია ადამიანისათვის. რჩეულია ის ხალხი, რომელსაც ამ ტვირთის ზიდვა შეუძლია. განეშორება ღმერთი მას, თუ იგი ვეღარ ზიდავს ამ ტვირთს და სხვა ხალხთან წავა. ჭეშმარიტ იუდეველად ყოფნა ზეადამიანობაა. მხოლოდ ასეთი გარემო თუ წარმოშობდა ქრისტეს და მის მოწაფეებს. მათი ეთიკური ექსტრემიზმი იუდაიზმის ახლებური გაგრძელებაა. იაკობსა შორის იშვა უდიდესი ინტენსივობის სულიერი ტრადიცია, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სხვა ხალხების მიერ შექმნილი მეცნიერება, ფილოსოფია, კულტურა. ამ ტრადიციამ იდეურად შეამზადა კრომველის რევოლუცია. ინგლისელთა ამერიკაში გადასახლებას იდეურად განამტკიცებდა ბიბლიის პურიტანული ინტერპრეტაციები. მათზე მიუთითებენ დღეს ამერიკელი ნეოკონსერვატორები, რომელნიც ქვეყნის რეპურიტანიზაციას ცდილობენ.
დღეისათვის ევროპული რევოლუციონიზმის ფრანგულმა და გერმანულმა ვერსიებმა უკანა პლანზე გადაიწიეს და წინ გამოვიდა მისი ანგლოსაქსური ვერსია, რომელიც ყოველმხრივ ამართლებს განმანათლებლობის პოლიტიკურ ნულიფიკაციას, იდეურად ასაბუთებს გლობალისტურ Gleichschaltung-ს. ფრანგულ ან გერმანულ რევოლუციონიზმს გაუჭირდებოდა კაპიტალის ძალაუფლების ბიბლიაზე მითითებით გამართლება, ანგლოსაქსურ რევოლუციონიზმს კი ეს არ უჭირს. იგი საუბრობს ახალ იერუსალიმზე, რომელიც კაპიტალმა უნდა შექმნას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განმარტება მკითხველს დაეხმარება იუდაიზმის საკითხის გააზრებაში. მასში გარკვევა არის ის საჯილდაო ქვა, რომლის დაძლევის მიხედვით შეიცნობა მოაზროვნე და თანამედროვეობაში ღმერთის პრობლემაზე მოფიქრალი ადამიანი. იმპროვიზაცია და სიმულაცია აქ მხოლოდ გაუგებრობებს წარმოშობს. ინტელექტუალური სიზანტე და სიმხდალე იუდაიზმის გაგებაში მიუტევებელია. იუდაიზმი ადამიანისაგან ყოველთვის მის შესაძლებლობათა ზღვარს ითხოვს და გაცილებით მკაცრია, ვიდრე ქრისტიანობა. ებრაელი ფილოსოფოსი ანდრე ნეერი აღნიშნავს, რომ «მსოფლიო უფრო მეტად საჭიროებს იუდაიზმს, ვიდრე იუდაიზმი – მსოფლიოს» [8.98].
არც ერთ სხვა ხალხს, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი სახელმწიფო და უცხო ქვეყნებში მრავალი საუკუნე ცხოვრობდა, არ მიუღია ისეთი ცხოველი მონაწილეობა მისთვის მტრული დასავლური ცივილიზაციის შექმნაში, როგორც ეს ებრაელებმა გააკეთეს ევროპაში, რუსეთსა და ამერიკაში. აშქენაზები (ევროპელი ებრაელები) მონაწილენი იყვნენ ახალი დროის ევროპის ყველა დიდი ისტორიული მოვლენისა. ამავე დროს იუდაიზმმა შეინარჩუნა დისტანცია დასავლურ ცივილიზაციასთან ურთიერთობაში. მან არ განიცადა ისეთი სეკულარიზება, როგორც ქრისტიანობამ.
ეს ორსახოვნება, როდესაც ორივე სახე ექსტრემიზმამდე და გროტესკამდეც კი არის მისული, ებრაელებს დღემდე ახასიათებთ. ებრაელებს მიუძღვით უდიდესი წვლილი როგორც კაპიტალიზმის, ასევე სოციალიზმის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ისინი იყვნენ როგორც საარაკო მევახშენი და მჩოდარნი, ასევე უდიდესი სოციალისტები.
მხოლოდ ამ ისტორიული ვითარების მხედველობაში მიღებით გახდება გასაგები ის, რომ იუდაიზმი არის კიდეც და არც არის დაკავშირებული დასავლურ ცივილიზაციასთან და მის უახლეს ტენდენციებთან. იუდაიზმი დღეს ჩართულია გლობალიზმის ნეოკონსერვატიულ პროექტში, ის მისი იდეური ინსპირატორია, მაგრამ, ამავე დროს, მისგან შორს მდგომია.
XX საუკუნის 10-30-იანი წლების სიონისტთა რადიკალური განცხადებები, რაზეც დღეს ანტისემიტები თავის მსჯელობათა დასადასტურებლად მიუთითებენ ხოლმე, წარმოშვა ევროპის ხალხების რასისტულმა სიძულვილმა ებრაელთა მიმართ, რომელიც ქრისტესა და ზნეობის სახელით იყო გამართლებული. არაფერში შეცვლილა ანტისემიტთა (მათ ბანაკში შედის პოსტსაბჭოთა პერიოდში წარმოშობილი ათობით ქრისტიანულ-ფუნდამენტალისტური ჯგუფი და ორგანიზაცია) არგუმენტაცია საუკუნენახევრის განმავლობაში. სისულელეა იმის მტკიცება, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ისრაელი მოინანიებს და ქრისტეს სწავლებას შეუდგება. კი, მაგრამ, რომელ სწავლებას – პროტესტანტიზმს, კათოლიკობას თუ მართლმადიდებლობას? არსებითი აქ ისაა, რომ ისრაელის გაქრისტიანების შემთხვევაში, სიძულვილი ებრაელთა მიმართ მაინც იარსებებს, ისევე, როგორც ევროპაში არსებობდა სიძულვილი გაქრისტიანებულ ებრაელთა მიმართ. ქრისტეს ჯვარცმის მომიზეზება ებრაელთადმი სიძულვილის გასამართლებლად არის თავის მოტყუება. ქრისტიანი უკვე ძალზე დიდი ხანია აღარავინაა. ებრაელებზე ზნეობრივი ვინაა მათ მამხილებელთაგან? თუ ანტისემიტი სეკულარისტია, მაშინ რატომ ვერ იკავებს იგი თავს და ებრაელებს ღმერთის მკვლელობაში ამხელს? განა სეკულარისტისათვის, შესაბამისად ლიბერალისათვის, სულ ერთი არაა ქრისტეც და ანტიქრისტეც, თეიზმიც და ათეიზმიც?
როგორც სეკულარისტი (ლიბერალი) ანტისემიტი, ასევე რელიგიური ანტისემიტი ებრაელებს ბრალს სდებენ «სოციალიზმის სატანური თეორიის» შექმნაში. 1988-90 წლების დისიდენტებიცა და უნივერსიტეტის წარმომადგენელნიც კი პრესაში ამხელდნენ ებრაული წარმოშობის სოციალისტებსა და ბოლშევიკებს. მარქსის მასწავლებლის, მოშე ჰესის (1812-75) სახელი, როგორც ავაზაკის სახელი, ისე ისმოდა. ეს თავისებური ნებადართული ანტისემიტიზმი იყო. ის ჰგავდა შემდეგ ფაქტს: სპეციალურ ლიტერატურაში თორასა და წინასწარმეტყველთა წიგნების მეცნიერული (ისტორიოგრაფიული, ლინგვისტური) ანალიზი ხშირად ანტისემიტიზმის გამოვლინებად გადაქცეულა. მკვლევართ აღუნიშნავთ, რომ შესაქმის ბიბლიური ამბავი უაზრობაა, წინასწარმეტყველნი მატყუარები იყვნენ და სხვა ამგვარები. ანტისემიტიზმი ხშირად შემოსილა მეცნიერული ობიექტურობით.
სადღეისოდ ყოფილი დისიდენტები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები «კაპიტალიზმის სატანური სისტემის» შექმნაში კვლავ ებრაელებს სდებენ ბრალს. ვინ დააყენა საკითხი, თუ როგორ შეიძლება ერთმა ხალხმა ერთმანეთის საწინააღმდეგო სისტემები შექმნას? როგორ არიან ებრაელები აქაც და იქაც?
ნიკოლაი ბერდიაევი აღნიშნავდა, რომ მარქსი და როტშილდი შეურიგებელი მტრები არიან და მარქსის ანტისემიტიზმი აბათილებს ლეგენდას ებრაელთა მსოფლიო შეთქმულებაზე.
ვკითხოთ ანტისემიტს: თუ შენ ებრაელებს ბრალს სდებ როგორც სოციალიზმის, ასევე კაპიტალიზმის სისტემათა შექმნაში, რატომ არ გაფიქრებს ეს და არ იწყებ იუდაიზმის უფრო უკეთ შემეცნებას, ვიდრე ეს ეკლესიამ გასწავლა? რატომ მიგაჩნია შენ, რომ იუდაიზმი ქრისტიანობის შემამზადებელია და სხვა არაფერი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ დასრულდა? სხვა რა გაგიგია ამ ცხოვრებისა, რომ იუდაიზმს საბრალდებოდ ეპოტინები? განა ებრაელთა ბრალია, რომ პოსტსაბჭოთა სინამდვილე ასეთია? რატომ არ მეოხეყოფა ამ სინამდვილეში მცხოვრებ ადამიანს ბოლშევიკთა დაცემის შემდეგ აღორძინებული ქრისტიანობა მცირედში მაინც?
პოსტბოლშევიკურ დროში ქრისტიანობა დამარცხდა და იგი დამარცხდა არა ებრაელთა ხრიკებისა და სიონისტთა შეთქმულების გამო. ორიათასწლოვანი მძიმე და დაუნდობელი დავის შემდეგ თორამ გაიმარჯვა სახარებაზე. გლობალისტთა და ანგლოსაქს კალვინისტ მესიანისტთა დამარცხების შემდეგაც, მასთან დაკავშირებული იუდაიზმი გააგრძელებს ისტორიულ სვლას.
ქრისტიანობა არის უდიდესი ცილისწამება იუდაისტებად დაშთენილ ებრაელთა მიმართ, ფარისეველთა მიმართ, რომელთაც ჟამთა სიავეში დაიცვეს მოსეს რჯული. გასაოცარია ის, რომ ეკლესიამ ასე იოლად გააუქმა იუდაიზმი, რასაც ებრაელთა მცირერიცხოვნებაც უწყობდა ხელს, და მისი უზურპაცია მოახდინა, აქცია რა თორა და წინასწარმეტყველთა წიგნები სახარების ისტორიულ წანამძღვრად. პლატონი კი, ეკლესიის მიერ ქრისტეს წარმართ წინასწარმეტყველად იქნა მიჩნეული.
ნიცშეს «ანტიქრისტე» პროფეტულად ისმის ჩვენს ავ დროებაში. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ნაშრომი რომელიმე ებრაელ ფილოსოფოსს დაეწერა. დღემდე არ შეწყდებოდა ებრაელთა მხილება და წყევლა. ეს ნაშრომი სიონისტური შეთქმულების კიდევ ერთ დადასტურებად ჩაითვლებოდა.
«ანტიქრისტეს» $$24-27-ში ნიცშეს მიერ ებრაელთა და ქრისტიანობის შესახებ გამოთამული აზრი ნაცისტებისათვის ერთ-ერთი ავტორიტეტული დასაყრდენი იყო ებრაელებთან, კათოლიკეებსა და პროტესტანტებთან ბრძოლაში.
გენიალურმა ნიცშემ ვერ გაიგო იუდაიზმის მნიშვნელობა და ვერ დაინახა, რომ მოსეს რჯულმა ებრაელს ზეადამიანური იმპერატივები წაუყენა. ნიცშეს ზეადამიანი წარმართია. ამ დიდ მოაზროვნეზე მისმა თანამედროვე ანტისემიტიზმმა მაინც მოახდინა გავლენა. რაღა უნდა ვთქვათ ევროპელ უბრალო ადამიანებზე.
ჩვენ, პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისში და მანამდე, 1989-90 წლებში უამრავ შეღავათს ვაძლევდით ქრისტიანობას, რომლის ანტიბოლშევიზმი ფალსიფიკატორობა იყო და ქრისტეს გულისათვის ძალზე ბევრ რამეზე ვხუჭავდით თვალს. ჩვენ მოტყუებულნი აღმოვჩნდით. ქრისტიანობა მხოლოდ პოლიტიკური ინსტიტუტების დანამატია.
როგორი იქნება დასავლეთის ისტორია, თუ მასში აღარ იქნება იუდაისტური მესიანიზმი? ახლა ებრაელებს აქვთ საკუთარი სახელმწიფო და როგორი უნდა იყოს ამის შემდეგ მათი მონაწილეობა დასავლეთის დიდი იდეების შექმნაში? ებრაელთაგან დაიწყო ქრისტიანობა და მათვე დაასრულეს ის კაპიტალის ძალაუფლების აბსოლუტიზაციით. ებრაული გენიის ორივე პირმშომ – სოციალიზმმა და კაპიტალიზმმა დაასრულეს თავიანთი არსებობა. რისი შექმნა შეუძლია გლობალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის მარცხის შემდეგ ებრაულ გენიას ან ჩრდილოეთ ამერიკაში, ან ევრაზიაში? იუდაიზმი ვერ იქცევა მსოფლიო რელიგიად. როგორ უნდა გაგრძელდეს საკაცობრიო ორთოიდული დრო? ინდუისტურ და ბუდისტურ კულტურებს, მათი სიდიდის მიუხედავად, არ ძალუძთ ევრაზიაში ისტორიის შექმნა. მითითებანი ჩინეთზე, როგორც მომავალ მსოფლიო დომინანტზე, გადაჭარბებული და უსაფუძვლოა. რჩება მხოლოდ ისლამური კულტურა, რომელიც უფრო ახლოს დგას იუდაიზმთან, ვიდრე ქრისტიანობა. რამდენად შეუძლია იუდაიზმს თანამედროვე ისლამურ მოძრაობაში მონაწილეობა? ისლამურ-იუდაისტური კულტურული სიმბიოზის მაღალი პრეცედენტი ამ ორი რელიგიის ურთიერთობაში უკვე იყო.
თავად ებრაელი მოაზროვნენი უფრთხიან ხოლმე გლობალიზმისა და იუდაიზმის კავშირის შესახებ მსჯელობას, რათა თავიდან აიცილონ ანტისემიტური ინტერნაციონალის ახალ ბრალდებათა ნიაღვარი. მიიჩნევენ თუ არა ებრაელები, რომ ამერიკული მესიანიზმი საუკეთესო საშუალებაა იუდაიზმის მიზანთა აღსრულებისათვის? თუ ისრაელიანთა მოლოდინი და მათი რჯული წინასწარმეტყველთა დროიდან ვიდრე დღემდე სხვა არა ყოფილა რა, თუ არა ამერიკულ ჰეგემონიზმთან თანაზიარობა და კაპიტალის ძალაუფლების ადეპტობა, მაშინ არაფერი ისეთი არ ყოფილა აბრაამის, იაკობის, დავითის ღმერთი. შეუძლებელია, რომ იუდაისტური მესიანიზმის ფინალი იყოს გლობალური ლიბერტარიზმი და აბსოლუტური ბაზარი. შეუძლებელია სავახშო თეურგია იუდაიზმის შესახებ უაპელაციო დასკვნათა გამოტანის საფუძველს გვაძლევდეს. ამერიკა ჭაშP-ისათვის (თეთრი ანგლოსაქსი პროტესტანტებისათვის) არის აღთქმული მიწა და არა გლობალისტი ამერიკელი ებრაელებისათვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ისრაელის სახელმწიფო. გავიხსენოთ, რომ ამერიკული კომუნისტური მოძრაობა ებრაელთაგან შედგებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელები იწყებენ როგორც შტატების, ასევე ფედერალურ ხელისუფლებაში მოსვლას და შესაბამისად, კომუნიზმისაგან განდგომას. 60-70-იან წლებში მარქსიზმის პოპულარიზაციას ამერიკელ ახალგაზრდობაში ეწეოდნენ ჰერბერტ მარკუზე და ფრანკფურტის სკოლის სხვა წარმომადგენელნი.
იუდაიზმი ის ტრადიციონალიზმია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეეხო საბუნებისმეტყველო მესიანიზმი და ათეისტური სეკულარიზმი, ყოველივე ის, რაც მოდერნს უკავშირდება. იუდაისტი მიწის ერთგულია. ისრაელი უკავშირდება მიწის (ერეც) ცნებას. მოსეს რჯული მიწის ღვთისმეტყველებაა. მხოლოდ იუდაიზმმა განამტკიცა სწავლება ადამიანის არსების ექსტრემალური გეოცენტრულობის შესახებ, რაც არ არის ინდუიზმსა და ბუდიზმში. ეს სწავლება უშუალოდ უკავშირდება ორთოიდული დროის იდეას. ევროპული საბუნებისმეტყველო მესიანიზმი ასევე ამ სწავლებას უკავშირდება.
ვინც დაკვირვებია, დაგვეთანხმება, რომ ებრაული მისტიკა რადიკალურად განსხვავდება ინდუისტური და ბუდისტური მულტიპლანეტარული, პოლითეისტური მისტიკისაგან. ებრაული მისტიკა ისეთივე მკაცრია, როგორც თორა. მიწა არის მიწისაგან შექმნილი ადამიანის აკვანიც და კუბოც. მიწაზე აღსრულდება ღვთის ჩანაფიქრი და კაცი მიწაზე არის ღვთის საქმის თანამონაწილე. ადამიანი საფრენი ტექნიკის არნახულად განვითარების მიუხედავად, ყოველთვის გეოცენტრულ არსებად დარჩება. ის ვერ გადავა სადმე სხვა პლანეტაზე. ანდრე ნეერის სიტყვით რომ ვთქვათ, იუდაიზმი არის გეოთეოლოგია. თუ დღეს იუდაიზმი რადიკალურად თალასოკრატიულია, მაშინ რჯულის პროფანაციასთან გვაქვს საქმე. აქ სიძნელის წინაშე ვდგებით. ნომადური, ფლიბუსტერული კაპიტალის აბსოლუტიზაცია გულისხმობს მიწის იდეის პრინციპულ გაუქმებას. აღთქმული მიწა აღარ არის ღირებული. ფულის თეურგიას არაფერში არგია ღვთის მიწის იდეა. ამ მიწაზე ღვთის კონკრეტული ყოფნა (შჰინა) ბაზრის ადეპტისათვის არაფერს ნიშნავს. იუდაიზმის ჩრდილოამერიკული ინტერპრეტაცია ახერხებს გლობალისტურ ლიბერტარიზმთან მჭიდროდ დაკავშირებასა და მის იდეურ ინსპირატორობას. რადიკალური მონეტარიზმის პროექტში, მილტონ ფრიდმენის დებულებათა ექსტრემიზების საქმეში, მონაწილეობს არა იუდაიზმი, არამედ იუდაიზმის ერთ-ერთი ასპექტი. ეს ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს.
ყოველგვარ აზრს მოკლებულია ქრისტიან ფუნდამენტალისტთა პერიოდულ გამოცემებში დამკვიდრებული შეხედულება, რომ ებრაული დიასპორის ახლანდელი ფინანსური ძლიერება ანტიქრისტეს მოსვლას ემსახურება, ბოლო ჟამს კი ებრაელები ქრისტიანობაზე მოექცევიან და მონანიებას დაიწყებენ ქრისტეს ჯვარცმის გამო. ისრაელი არასოდეს მოექცევა ქრისტეს რჯულზე. მას ეს არაფერში წაადგება. იგი თავის მესიანიზმს იცავს. ისრაელი აღარ იქნება ისრაელი, ქრისტეს რომ შეუდგეს. ჩაქრება დავითის ვარსკვლავი, თუ იუდეველი რაბის ნაზარეთიდან ღმერთად სცნობს. შემმეცნებლისათვის უდიდესი მოვლენა არის სწორედ მოსეს რჯულის ასეთ არაადამიანურ ვითარებაში გამოტანჯვა და დღემდე მოტანა. იუდეველი ვერ იქნება როგორც გოი. იუდეველნი ვერ იქნებიან მარადიული ხალხი (ამ ოლამ), თუ ისინი ქრისტესა და მის მოციქულებს სცნობენ.
ქრისტიანი ფუნდამენტალისტები ისრაელის არსებობაში, ასევე იმაში, რომ იგი ამერიკის მოკავშირეა, ხედავენ სატანურ აზრს, რაც, ცხადია, კიდევ ერთი დიდი გაუგებრობაა. ასეთი მდარე ღვთისმეტყველება ბევრჯერ მოგვისმენია და ბევრჯერაც მოვისმენთ. თუ ისრაელი სატანური ქვეყანაა, მაშინ მასთან მებრძოლი პალესტინელები ღვთის განზრახვას უნდა ასრულებდნენ და ისინი მუსულმანები არ უნდა იყვნენ. ასეთი ღვთისმეტყველების თანახმად, ქრისტიანი ფუნდამენტალისტი უნდა საუბრობდეს იმ დროის დადგომაზე, როდესაც პალესტინელები ქრისტეს რჯულზე მოექცევიან. ამ ღვთისმეტყველებაში ხშირად წავაწყდებით ისეთ უაზრო ფრაზებს, როგორიცაა «სიონისტების ებრაული რასა», «თალმუდისტ მასონთა სატანური გეგმები» და მისთანები.
შეუძლებელია საუბარი იუდაიზმის ღრმა კრიზისსა და სიცარიელეზე მაშინ, როდესაც ეს რელიგია, რელიგიათაგან ყველაზე უარეს პირობებში ნამყოფი, დღემდე მოვიდა. ის მრავალი საუკუნე არსებობდა საკუთარი მიწისა და პოლიტიკური ინსტიტუტების გარეშე. ისიც ითქმის, რომ თორადან სახარებაზე გადასვლა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, მეტი ჰუმანიზმი. სად და რაში გამოვლინდა ქრისტიანობის მეტი კაცთმოყვარეობა?
განმანათლებლობამ და რევოლუციონიზმის თეორიამ საზოგადოებრივი ხელშეკრულების იდეის შექმნით, წინ წამოსწიეს იუდაისტური სამართლიანობის პრინციპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული სიყვარულის იდეა თვით ქრისტიანულ გარემოში უარიყო. მეფე, როგორც ღმრთის მოადგილე სახელმწიფოში, არაა სიყვარულის ღირსი. სამართლიანობა სიყვარულზე უმეტესია. ასე იყო ინგლისის და შემდეგ კონტინენტის რევოლუციებში. ებრაელთა გარეშე რევოლუციების წარმოდგენა კი შეუძლებელია.
სარტრი თავის ესეში «განაზრებები ებრაელთა საკითხის შესახებ» აღნიშნავს, რომ ებრაელი ათეისტები, რომლებთანაც მე მისაუბრია, მეუბნებოდნენ, რომ ისინი კამათობდნენ ქრისტიანულ ღმერთთან. სარტრის თანახმად, ათეისტი ებრაელები არა თალმუდს ებრძოდნენ და არა რაბინი იყო მათთვის რელიგიის მსახური, არამედ – კიურე [ 9.159 ].
სარტრის მიერ მოყვანილი ეს ფაქტი კარგად გვიჩვენებს იმას, რომ იუდაიზმს რევოლუციონიზმისა და მოდერნის გავლენა ისე არ შეხებია, როგორც დასავლურ ცივილიზაციას. ამ უკანასკნელმა დაგმო საკუთარი წარსული დეკარტის რაციონალიზმის, სამეცნიერო მესიანიზმის, განმანათლებლობისა და რევოლუციების პერიოდში. ამის სრულად გააზრება ბევრი რამის გაგებაში გვეხმარება. ძნელია პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რა არის დასავლეთი ტექნიკისა და ლიბერალიზმის გარდა და მათ გარეშე?
სულ სხვა იყო ებრაელთა საკუთარი რევოლუცია, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნას. დავიდ ბენ გურიონი 1944 წელს აღნიშნავდა, რომ ებრაელთა რევოლუცია მხოლოდ სისტემის წინააღმდეგ კი არა, არამედ განსაკუთრებული ხალხის განსაკუთრებული ხვედრის წინააღმდეგ არის მიმართული [6.343].
ებრაელი ხალხი ერთადერთია, რომელსაც აქვს უფლება ჰქონდეს ეთნოთეოლოგია. ამ ეთნოთეოლოგიის ერთ-ერთი მხარე კითხვის ასე დასმაში გამოიხატება: «და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე?» (მესამე ეზრა, 6, 59).
გალილეველ მოძღვარს რომ მიჰქონდა, იმ ჯვარზე უმძიმესია იუდაიზმის ტვირთი. ის კიდევ უფრო დამძიმდა ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის შემდეგ. თორა და წინასწარმეტყველთა წიგნები, მთლიანად ებრაული საღვთო წერილი პირველი და უდიდესი წიგნია და როდესაც ამას ამბობენ ბიბლიაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძველი აღთქმის ტექსტს ეხება. პოსტმოდერნის ფილოსოფიამ დაშალა ქრისტიანობის ტექსტი, მაგრამ თორასა და წინასწარმეტყველთა წიგნების ტექსტებს ის ვერასდროს დაშლის. ახალ აღთქმად წოდებული ტექსტი, ოთხი სახარება და მოციქულთა საქმენი იუდაიზმის ორიგინალური სიტყვაკაზმული ინტერპრეტაცია უფროა, ვიდრე საღვთო ტექსტი. არ ვიცით ის მოტივები, რომელთა მიხედვითაც სწორედ ეს ოთხი სახარებაა კანონიკურად მიჩნეული და არა სხვებიც. თვით ნაზარეთელ რაბის არაფერი დაუწერია და სახარებები მისი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ დაიწერა, რომელნიც ძველი აღთქმის მცირე დანამატად მოჩანან. არ ვიცით რა ჭეშმარიტად ქრისტეს ნათქვამია და რა კიდევ მახარებლებისა. რამდენიმე ათეული სახარება ან გადამალეს, ან მოსპეს, რასაც ეკლესია სულიწმინდის ჩაგონებით ხსნის. რატომ არაფერი ვიცით სხვა მოციქულთა, მაგალითად, სიმონ-პეტრეს ან იუდას სახარებებზე? აპოკრიფულ სახარებათა ავტორები რომ წერდნენ ქრისტეზე, როგორ გავიგოთ, მათ ეს სულიწმინდის კარნახით დაწერეს, თუ თავისი მახსოვრობის ძალით?
სახარებას იუდაიზმის ნებისმიერი გზით უარყოფის სურვილი დაუსახავს მიზნად და ამის გამო ის ხარვეზიანია. ქრისტიანობა გაჩნდა უარყოფისა და მტრობის, წყევლისა და დევნის ნიადაგზე. იუდაიზმისაგან განსხვავებით, ქრისტიანობას არა აქვს საკუთარი ნიადაგი. იგი იუდაიზმის უარყოფითა და მის დებულებათა მითვისების გზით იმკვიდრებდა თავს. ადრეული ქრისტიანობა და ადრეული ამერიკული პროტესტანტიზმი უარმყოფლურ სულისკვეთებაში ერთმანეთს მოჰგავან.
ბუდიზმსაც არა აქვს საკუთარი ნიადაგი და ბუდამ არ დაუშვა ბრაჰმანებთან შეჯახება. არსად არ ამხელს ბუდა ბრაჰმანებს და არ კამათობს მათთან ისე, როგორც ქრისტე – ფარისევლებთან. ბუდას არ სურდა ქიშპისა და უარყოფის სულისკვეთებით დაემძიმებინა თავისი მოძღვრება ხსნის შესახებ. იუდაისტური მოძულეობა ბაალების მესავთა სიძვის ხალხების მიმართ, ქრისტემ თვით იუდაიზმის წინააღმდეგ მიმართა.
ჭაბუკი ქრისტეს ცხოვრება ბნელით მოცულია. ეზოთერულ სწავლებებში გამოითქმის აზრი, რომ მან ტიბეტში დაჰყო მრავალი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ბუდისტ მოძღვრებს ემოწაფებოდა. მიუთითებენ ხოლმე ბუდისტურ და ქრისტიანულ ღვთისმსახურებათა გარკვეულ მსგავსებებზე. მაგრამ ქრისტე, თალესის ან პითაგორას მსგავსად, სასწავლებლად უცხოეთში ვერ ივლიდა. იუდაისტური გარემოთი არის გამსჭვალული ქრისტეს ქადაგებანი. მას არაფერი უთქვამს სამყაროს აგებულების ან მეცნიერების შესახებ, როგორც ამას აკეთებდნენ თალესი და პითაგორა.
ებრაელის აზრი რელიგიურ განცდებზეა მიმართული. ამის გამო ის გულგრილად ეკიდებოდა ეგვიპტურ თუ ასირიულ მეცნიერებებს. ეგვიპტელთა და ასირიელთა ღმერთები უძლურნი აღმოჩნდნენ. ამ ხალხებმა ვერ შექმნეს სულიერი ტრადიცია და აღიხოცნენ. თავის დროზე კი ისინი დიდად მძლავრობდნენ. მრავალჯერ იხილეს უფლის სასწაული უცხო ხალხების მეფეებმა და ქურუმებმა, მაგრამ არ მოქცეულან იუდაიზმზე. მოციქულთაგან განსხვავებით, იუდაისტები არ მოუწოდებდნენ სხვებს, რომ მოსეს რჯულს შესდგომოდნენ და დაეგმოთ ბაალები. იუდაისტები შეიძლება გახდნენ ერთეული ადამიანები და არა ხალხები. ეს მოსეს რჯულის პარადოქსია. გამონაკლისი არიან ადრეული ისლამის დროინდელი ხაზარები, რომელთა სახაკანოს (VII – VIII სს.) რელიგია იყო იუდაიზმი. ამის მიუხედავად ისინი აღიხოცნენ. მოსეს რჯული კვლავ ერთადერთი ხალხის რელიგიად დარჩა. ებრაელები ძრწოლის მომგვრელ სიმარტოვესა და მეტაფიზიკურ ობლობას განიცდიან მსოფლიოს ხალხებს შორის. ასეთი სიმარტოვისა და ობლობის განცდა მხოლოდ იუდეველის ხვედრია. ამის გამო შესაქმე იუდეველთათვის სხვაგვარი აზრის მქონეა, ვიდრე – გოებისათვის. ასევე აბრაამისაგან ნაშობი, ებრაელთა სისხლისმიერი უმცროსი ძმები, არაბები, არიული წარმოშობის ირანელებთან ერთად, ისრაელისათვის ყამალეკად ქცეულან. ამის რაციონალურად ახსნა ძნელია. ეს არის თანამედროვე ისტორიის დიდი იგნორამუს (არ ვიცით), მაგრამ ის არ უნდა მივიჩნიოთ იგნორაბიმუს-ად (არასოდეს გვეცოდინება).
ისლამურმა (სუნიტურმაც და შიიტურმაც) რადიკალიზმმა უნდა გააუქმოს ლოზუნგი «სიკვდილი ისრაელს!» ისლამურმა მოძრაობამ პოსტსაბჭოთა ეპოქაში მცდარად უნდა მიიჩნიოს აზრი, რომ ისრაელი ამერიკასთან ერთად სატანის ბანაკს წარმოადგენს. იუდაიზმი ისლამმა თავის მოკავშირედ უნდა დასახოს. ლოზუნგი «სიკვდილი ისრაელს!» ისლამის ისტორიულ მერმისს დიდ საფრთხეს უქმნის და აგონიაში მყოფ დასავლურ ცივილიზაციას სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ასეთი ლოზუნგი ისლამურ სამყაროს უიდეო ძალისა და რიცხოვნების დემონსტრაციად აქცევს. მტერი ისრაელი კი არა, არამედ დასავლეთია, რასაც ყველაზე უკეთ ამჟამად ერაყის ომი წარმოაჩენს. ისრაელი, როგორც აღმოსავლური ქვეყანა არ იმყოფება დიდი პოლიტიკის დაძაბულ არეალში, დასავლურ ვექტორულ დროში, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
ეს გავრცელებული მოწოდება «სიკვდილი ისრაელს!» უთუოდ უნდა უარიყოს, რათა გლობალურმა ისლამმა მოიძიოს დიდი პერსპექტივა და გააგრძელოს ვექტორული დრო, შესაბამისად ისტორია. დასავლური ცივილიზაციის ყირანი დგება. ისლამური აზრი კი უნდა ემზადებოდეს დიდი მისიის ტვირთვისათვის. ისტორიული, ვექტორული დრო აბრაამიტული რელიგიების, იუდაიზმისა და ისლამის სივრცეში უნდა დარჩეს და ის არამც და არამც არ უნდა გადავიდეს ინდუისტურ და ბუდისტურ ვესტერნიზებულ ცივილიზაციებში.
რუსეთმა, როგორც სოციალისტური რევოლუციონიზმისა და ქრისტიანობის დამცველმა, როგორც ბიზანტიური იდეის მემკვიდრემ სრული მარცხი განიცადა და ისიც, დასავლეთთან ერთად იქცა ტექნიკისა და მედიაკრატიული სიყალბის მოიმედე უიდეო ძალად. ჩვენ დიდხანს მოველოდით რუსეთის დიდ წამოწყებას და ამ დროს ბევრს ვითმენდით ახალი მომავლის გულისათვის. რუსულმა ბიზანტიზმმა კატასტროფით დაასრულა თავისი არსებობა. ეს ქრისტიანობის კიდევ ერთი დამარცხებაა. სახელმწიფოს (რფ-ს) დაცემა კი მხოლოდ დროის საქმეა. რუსთა თაობების დიდი საქმისათვის თავგანწირვა და ჭირთათმენა თავად რუსებმა აბუჩად აიგდეს და იოლად გაიყიდნენ სამომხმარებლო კომფორტსა და შოუბიზნესზე.
მანქანამ და კაპიტალმა გაიმარჯვა ქრისტიანულ ღმერთზე, მაგრამ მანქანა და კაპიტალი ვერასოდეს გაიმარჯვებს აბრაამის, იობის, მუჰამედის ღმერთზე. გლობალიზაცია დასავლური ცივილიზაციის უკანასკნელი დიდი გაბრძოლებაა. იგი ისლამის სულიერად გატეხვისა და მისი მოწამვლისათვის ყველაფერს აკეთებს. ქრისტიანობა დაიწყო როგორც მონების, მეძავების, ქალაქელი ბოგანოების რელიგია და ის დასრულდა, როგორც ბანკირების, PR-მენეჯერების, პარლამენტარებისა და პრეზიდენტების რელიგია.
ისლამი არასოდეს სდებდა ბრალს იუდაიზმს ისე, როგორც ამას ქრისტიანობა აკეთებდა. ისლამსა და იუდაიზმს შორის მშვიდობის დამყარებას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საღვთო მნიშვნელობა აქვს. იუდეველმა ისლამურ აღმოსავლეთში უნდა ჰპოვოს თავის უნართა გამოვლენის შესაძლებლობა. ისტორია დასავლეთისათვის დასრულდა, მაგრამ არა ისლამისათვის. ებრაულმა გენიამ ცხოველი მონაწილეობა უნდა მიიღოს ფორმაციულ-ცივილიზაციური სინთეზის შექმნაში. ეს, რა თქმა უნდა, რთული გზაა, მაგრამ განა რომელიმე გზა ყოფილა იოლი იუდეველთათვის? ახლანდელ დროს ახალი, რელიგიური მარქსი ესაჭიროება.
აქ ერთ პარადოქსზე გავამახვილებთ ყურადღებას: წინა ორ, XIX და XX საუკუნეებში ებრაელი მოაზროვნეები სოციალისტურ და კაპიტალისტურ პრაქტიკებში მონაწილეობდნენ როგორც საკუთარი ქვეყნის არამქონენი. შეუძლიათ კი მათ მომავლის დიდი იდეების შექმნა მაშინ, როდესაც არსებობს ისრაელის სახელმწიფო?
ისლამი ეთანხმება იუდაიზმს იმაში, რომ ღმერთს არ შეიძლება ჰყავდეს ძე და ასეთი აზრის დაშვება მკრეხელობაა. კაცღმერთის იდეა ელინურია და არა იუდაისტური. ქრისტეს პირველი მოწაფეები აღარ არიან ებრაელები, არამედ ქრისტიანები არიან. მოციქულთა ებრაული წარმოშობა დავიწყებას ეძლევა. ტიტანური ძალისხმევა სჭირდებოდა იმას, რომ ებრაელებს I – IV საუკუნეებში არ ერწმუნათ ქრისტეს მქადაგებლებისა. ებრაელებს რომ მიეღოთ ქრისტიანობა, ისინი გაქრებოდნენ. ქრისტე კი ამას ვერ შეაჩერებდა.
ქრისტეს მოვლინების შემდეგ წუთისოფელი ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. იუდაისტური მესიის მოსვლის შემდეგ კი სამყარო უნდა გასხივოსნდეს. ამაზე არსებითი ისაა, რომ იუდეველმა არ სცნო ქრისტე ცოდვათა გამომსყიდველად და ამიტომ, ქრისტიანისაგან განსხვავებით, მას ისევ აწევს ღვთის წყევლა პირველშობილი ცოდვის გამო. იუდეველმა უარი თქვა თავისი ცოდვის სხვის მიერ გამოსყიდვაზე. იუდეველი ეულად დარჩა გაქრისტიანებული ხალხების დიდ საკრებულოში და თორას კითხვა გააგრძელა.
ქრისტიანობამ ანტიკურობასთან ბრძოლას წინა აზიაში რამდენიმე საუკუნე მოანდომა. ევროპის ბარბაროსთა შორის ის ისე გავრცელდა, რომ ამ ბარბაროსმა ხალხებმა, ეგვიპტელი, ლიბანელი, სირიელი, მესოპოტამიელი კულტურული ხალხებისაგან განსხვავებით, არა უწყოდნენ რა ქრისტესა და ფარისევლებს შორის, იუდეველებსა და მოციქულთა შორის, ადრეულ ქრისტიანებსა და რომაელებს შორის არსებულ კოლიზიათა შესახებ. ქრისტიანობამ თავისთვის ხელსაყრელი ბნელი გარემო ჰპოვა ევროპაში, სადაც სახარებისეულ რეფლექსიასა და ღრმა ფსიქოლოგიზმს, ისრაელისაგან განსხვავებით, წინ ვერაფერი აღუდგა. ერი, რომლის წიაღში შეიქმნა იობის წიგნი, წინასწარმეტყველთა ქადაგებანი, ქრისტეს სიტყვას ისე იოლად ვერ იწამებდა, როგორც ევროპელი და რუსი ბარბაროსები. ესე იგი, მათ ქრისტიანობა მიიღეს ყოველგვარი კრიტიკული რეფლექსიისა და შედარებითი განსჯის გარეშე. ჯერ დღეს არ უწყიან ევროპის ხალხებმა იუდაიზმის შესახებ და 15-17 საუკუნის წინ რა იქნებოდა, თქმა არ უნდა.
ევროპის ბარბაროსთა შორის რომ ანტიკური კულტურა ყოფილიყო გავრცელებული, ქრისტიანობას ფეხის მოკიდება გაუჭირდებოდა. ესპანელ მისიონერთა მიერ ინდიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელება ჰგავს ევროპელ ბარბაროსთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას. ისლამი ისე გავრცელდა კულტურულ ინდოეთში, რომ ინდოელებმა არ იცოდნენ ისლამის ქრისტიანობასა და იუდაიზმთან ბრძოლის პერიპეტიები, განსხვავებით სირიის, ეგვიპტის, მესოპოტამიის, ბიზანტიის ხალხებისაგან. ასევე გავრცელდა ისლამი და მოგვიანოდ ქრისტიანობა აფრიკის ტომებს შორის.
და კიდევ ერთ არსებით ვითარებას უნდა გაესვას ხაზი: იუდაიზმი რომ პროზელიტური რელიგია ყოფილიყო და მისიონერ რაბინებს მთელ დუნიაზე ევლოთ, ქრისტიანობა ვერ გავრცელდებოდა ისე, როგორც ის არის გავრცელებული. იუდაიზმის არაპროზელიტურმა ხასიათმაც განაპირობა თორას ქრისტესეული ინტერპრეტაციის გავრცელება.
ყველა ხალხის თანასწორობა ქრისტეს წინაშე, ის, რომ არა არს ურიაება, არცა წარმართება, არამედ ყველანი ერთნი იყვნენ ქრისტეში, საბოლოოდ აუქმებდა თორას. ქრისტეში ყველა ხალხის ერთიანობა დედამიწაზე იმპერიული უნივერსალიზმის სახით უნდა გამოხატულიყო. სხვაგვარად შეუძლებელიც იყო და ეს გვიჩვენა ქრისტიანობის ისტორიამ. ამ უნივერსალობაში კი ქრისტეს შემდგარი ებრაელები აღარ იქნებოდნენ ებრაელები და ქრისტიანულ იმპერიაში მცირე ხანში ყველას დაავიწყდებოდა ისინი. დღეს კი ახსოვთ ებრაელები იმიტომ, რომ მათ არ სცნეს ღმერთად ის, ვინც ყველამ სცნო. გალილეველმა მოძღვარმა გააუქმა სწავლება ებრაელთა ღვთივრჩეულობის შესახებ. ქრისტიანულმა თეოლოგიამ კი ბრალი დასდო ებრაელებს, რომ მათ სურდათ მსოფლიო ძალაუფლება და ყველა ხალხზე ბატონობა. ამის დასადასტურებლად ძველი აღთქმიდან მოჰყავთ ხოლმე ამონარიდები. ეს ყველაზე გავრცელებული ბრალდებაა ებრაელთადმი. მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, იუდაიზმი ვერ გაძლებდა უმძიმეს პირობებში. იუდაიზმი არ იქნებოდა იუდაიზმი, რომ მისი საბოლოო მიზანი ყველა ხალხზე ბატონობა და მსოფლიო ძალაუფლების მოპოვება ყოფილიყო. ამის დანახვა კი ქრისტიანმა თეოლოგებმა, ეკლესიის დიდმა მამებმა, პატრიარქებმა და პაპებმა არ ისურვეს.
ვკითხოთ თანამედროვე ქრისტიან თეოლოგებს: ისრაელის სახელმწიფო რომ აღდგა 1948 წელს, ეს ღმერთის ნებით არის? თუ ისრაელის აღდგენა ქრისტეს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა? თუ ჰო, მაშინ, ქრისტიანული ღვთისმეტყველების მიხედვით, ისრაელის აღდგენა სატანისეული მოვლენაა. ასეთი აზრის დაშვება კი სისულელეა. ასეთი სიძნელის გამო ეს საკითხი არ განიხილება ხოლმე.
ებრაელები სძულთ იმის გამო, რომ მათ შეძლეს მოსეს რჯულის დაცვა და ამით დაამტკიცეს მრავალი ქრისტიანული დებულების უსაფუძვლობა, რომ რაბი ნაზარეთიდან სულაც არ ყოფილა ის, როგორც მის შესახებ სახარება იუწყება. იქნებ ქრისტე ჭაბუკობაში მოგზაურ ანტიკურ ფილოსოფოსებთან, მაგალითად, პირონისტებთან ან კინიკოსებთან განისწავლა? იქნებ იგი სოფისტებს ემოწაფებოდა? მის ქადაგებებში არის რაღაც სოკრატული. ამის გარდა, მის მიერ ფარისეველთა მხილება ანტიკურ პარესიასტობას უფრო ჰგავს, ვიდრე რაბის შესაფერის საქციელსა და ბჭობას.
ნუ დავივიწყებთ, რომ ახალ აღთქმაში ბოლოს კვლავ ძველი აღთქმის სულმა გაიმარჯვა და თავის დროზე არაკანონიკურად მიჩნეული «გამოცხადება», რომელიც წინასწარმეტყველთა წიგნების ქრისტიანიზებული რედაქციაა, ბიბლიის დამასრულებელ ნაწილად იქცა. აქვე ვიკითხოთ: წინასწარმეტყველთა ტრადიცია შეწყდა, თუ იაკობსა შორის კვლავ მოევლინებიან წინასწარმეტყველნი?
ძველი აღთქმის დიადმა სულმა სხვადასხვა გაქანებით გამოავლინა თავი წმინდა წერილის პროტესტანტ ინტერპრეტატორებში, განმანათლებელ ათეისტებსა და რევოლუციონერებში, სოციალიზმის თეორეტიკოსებში. იუდაიზმის სიმძიმის გამო მრავალი ევროპელი ებრაელი უარს ამბობდა მასზე და გაქრისტიანებისა თუ ასიმილირების გზით ცდილობდა მისი შემაძრწუნებელი საკითხებისაგან თავის დახსნას. ისეთი ებრაელებიც იყვნენ, რომელთაც სძულდათ იუდაიზმი და ისრაელიანები. ისინი იუდაიზმის საწინააღმდეგო ეკლესიის მამათა არგუმენტებს სრულად იზიარებდნენ, ან კიდევ ათეისტურ პოზიციაზე დგომით ცდილობდნენ იუდაიზმის, როგორც წარსულის გადმონაშთისა და ცრურწმენის უარყოფას.
და მაინც ეულად ბრწყინავდა დავითის ვარსკვლავი იუდაიზმისადმი სიძულვილის მრუმე ზეცაზე. ისრაელიანები მესიას მოელოდნენ. როდესაც მცირერიცხოვანმა ხალხმა იუდაიზმის სიმძიმე იტვირთა, მან იცოდა, რომ თავს სიძულვილისათვის სწირავდა. ამ სიმძიმის ტარება იუდეველს სხვა ხალხებისაგან გამორჩეულობისა და თავისი ხალხის განსაკუთრებულობის განცდას ანიჭებდა. ღმერთსა და იუდეველს შორის დიალოგიც არის და დავაც. ღმერთმა უნდა მოუსმინოს ებრაელს, რომელიც მასთან დავობს შესაქმის უხეირობის გამო. სხვას ღმერთი არ მოუსმენს.
გოებიც ჰბაძავენ ებრაელებს, რაც ებრაელთა დამანგრეველ ირონიას იწვევს. როდესაც გოი ვერ ახერხებს სულიერი დისციპლინის დაცვას, ის კვლავ სიძულვილით აღივსება ხოლმე ებრაელთა მიმართ. იგი მათგან თავის მართლებას მოითხოვს რჯულის გამო, იუდაური საესავის გამო, რომელსაც გოიმ თანამედროვეობაზე მითითებით ანაქრონიზმი და ფანატიზმი უწოდა.
გოის სიძულვილს იუდეველი სიძულვილითვე პასუხობს. ეს კრეაციული სიძულვილია, რომელიც არ იცის არც ერთმა სხვა რელიგიამ. ასეთი სიძულვილი საკუთარი თავისათვის უფრო მეტის მოთხოვნას ნიშნავს. მან არ იცის მიტევება და შეღავათი საკუთარი ნამოქმედარისათვის. ასეთი სიძულვილის მტვირთველი საკუთარი სისუსტის გამო მიტევებას არავისგან მოელის. სიძულვილი გოისადმი სულ სხვაა, ვიდრე ბრაჰმანის სიძულვილი ჩანდალას მიმართ. ისეც მოხდა, რომ გოისადმი სიძულვილი მივიდა მისთვის განწმენდასა და ხსნაზე საერთოდ უარის თქმამდე. ინდუიზმს არ ამხელენ ჩანდალათადმი სიძულვილის გამო. ისრაელიანების მცირერიცხოვნება კი თორასა და თალმუდის მოყივნებას აიოლებს.
გოი სულიერად ხეიბარია, მისი მოძულე იუდეველის თანახმად. გოის არ შეუძლია შესაქმის გასხივოსნებისათვის მუშაკობა. იუდეველი ეულად მუშაკობს. მას სურს, რომ გოიც მუშაკობდეს, მაგრამ ხედავს, რომ გოი უძლურია საამისოდ. ის არაა ღმერთის ღირსი. გოი სიხარულის ყიჟინას სცემს ებრაელის დაცემის გამო. გოი ყოველთვის შურით აღვსილია მასზე ებრაელის სულიერი და ინტელექტუალური აღმატებულების გამო. სიმარტოვემ წარმოშვა აზრი, რომ იუდეველის მოკვლა ნიშნავს ღმერთს დაარტყა. ძნელია ამის გაგება მისთვის, ვინც აღიზარდა რესენტიმენტულ პუბლიცისტიკაზე, ვინც მიჩვეულია მორალურ პოზიორობასა და ყველაფრის ფემინიზაციას. ინდუიზმში ბრაჰმანის სიცოცხლის ხელყოფა ღმერთების რისხვასა და დიდ სასჯელს იწვევს. იუდაიზმში კი მთელი ხალხია მიჩნეული ყველა ხალხის ბრაჰმანად.
იუდეველის რისხვა გოისადმი ისეთივეა, როგორც მოსეს რისხვა უდაბნოში მიმავალი თავისი ხალხის სიმდაბლისა და სულმოკლეობის გამო. იუდეველებია ერთადერთი ხალხი, რომელმაც საკუთარი დაცემა საღვთო ტექსტში დაუფარავად ასახა. არც ერთ სხვა რელიგიაში ასე არაა. ვედებსა და უპანიშადებში ვერ ვნახავთ ძველ არიელთა ასეთ რეფლექსიას. ბავშვებად ჩანან ვედური და ზოროასტრული არიელები ისრაელიანების რელიგიურ გენიასთან შედარებით. იობის წიგნის შექმნა მხოლოდ ისრაელში შეიძლებოდა.
სახარებამ თორადან გადაიღო ასეთი მისწრაფება. არაა მიჩქმალული ის, რომ ქრისტეს პირველი მოწაფენი მოძღვარის მიერ ნათქვამ იგავებს ვერ არკვევდნენ. ისიც აღნიშნულია სახარებაში, რომ მოწაფენი მერყეობდნენ რწმენაში და მოძღვარი მათ ამის გამო საყვედურობდა. არც ისაა დამალული სახარებაში, რომ მოწაფეებმა ძილს მისცეს თავი, როდესაც მოძღვრის მოთხოვნით ფხიზლად ყოფნა ჰხამდა. ასეთი ამბები მრავლადაა.
იუდაიზმმა, ქრისტიანობისაგან განსხვავებით, არ იცის ბერმონაზვნობა, სხეულის გვემა და ასკეტიზმი. სააქაო ცხოვრებაზე ზრუნვა იუდეველის მოვალეობაა. ამ საკითხში ისლამი მთლიანად იმეორებს იუდაიზმს. ქრისტიანობამ ეს ვითარება წარმოაჩინა როგორც იუდაიზმისა და ისლამის მანკიერება და შესაბამისად, ქრისტიანობა ორივე რელიგიის სიყალბეს ამტკიცებდა. ისინი მას სულიერებას მოკლებულ, ამქვეყნიური მიზნების განმახორციელებელ სწავლებებად მიაჩნდა.
ქრისტიანი მამები, რომელნიც იუდაისტურ მესიანიზმს მსოფლიო ძალაუფლების მოპოვების იდეად წარმოაჩენენ, არ ხედავენ იმას, რომ თუ ღმერთი, იუდაისტური წერილის თანახმად, ყოვლისმომცველი და ყოვლადძლიერია, მაშინ ის არ შეიძლება იყოს ერთი ხალხის, იუდეველების ღმერთი. იუდაისტმა, ცხადია, ეს იცის. მან კი არ მიიტაცა ეს ღმერთი და მისი მფარველობა სამუდამჟამოდ დაიკანონა, არამედ იგი რჯულთამებრ ცხოვრებით ხდება ღირსი ყოვლადძლიერი ერთის კურთხევისა და წყალობისა. იუდეველს თავისი თავი მიაჩნია ღმერთის ღირსად, ყველა ხალხზე უმეტესად. იუდეველს ეს რომ შეთვისებული არ ჰქონოდა, მაშინ მის წერილში არ იქნებოდა გადმოცემული უღირსი მეფეების, წინაპართა უკეთურების ამბები. წინასწარმეტყველთა წიგნები გამსჭვალულია ვარამით, რომ ღმერთმა მიატოვა თავისი ხალხი ცოდვათა სიმრავლის გამო.
საკუთარი ცოდვიანობისა და უღირსობის ასეთი დამტანჯველი შეგნება არ ასახულა, მაგალითად, ბიზანტიურ რელიგიურ ლიტერატურაში ან XII-XIV საუკუნეების კათოლიკურ წიგნებში. აქ არის მრავალი კომპილაცია, ეპიგონობა, სტანდარტად ქცეული მითითებანი წინასწარმეტყველთა გამონათქვამებზე.
იუდაიზმის მოსაყივნებლად იმის მტკიცება, რომ, ქრისტეს თანახმად, ყველა ხალხი თანასწორია, თანასწორობას კი არ ამკვიდრებს, არამედ ყველას ათავისუფლებს რელიგიური ცხოვრების სიმძიმისაგან. ყველას თანასწორობის პირობებში ქრისტიანები ყველანი მხოლოდ პირობითად არიან. ისტორიამ გვიჩვენა, რომ ქრისტეს შემდგარ ხალხებს შორის მაინც ჩნდება მისწრაფება, რომ სწორედ ესა და ეს ხალხია ქრისტიანულ საკრებულოში გამორჩეული და ყველაზე წინ მიმავალი. სხვა ხალხები ამ ერთს უნდა ედგნენ კვალში. ამ მისწრაფებამ წარმოშვა ფრანგული, ესპანური, ინგლისური, რუსული მესიანიზმები. ავგუსტინემ ეს ადრეული ქრისტიანობის დროიდანვე გაიაზრა. თუ ეს ყველაფერი ცნობილია, მაშინ ერთობ უნდა გვიჭირდეს იმის მტკიცება, რომ ქრისტე იუდეველებმა იმიტომ არ მიიღეს მესიად, რომ მათ მსოფლიოს ხალხებზე გაბატონება სურდათ. ისტორიამ ისიც გვიჩვენა, რომ ფარისეველთა მოძღვრებამ გაიმარჯვა ნაზარეთელი რაბის სიბრძნეზე. ბოლშევიზმის დამარცხების შემდეგ პოსტსაბჭოთა აზროვნებამ მესიანიზმი საერთოდ დაგმო და მრავალგზის ხაზი გაესვა იმას, რომ დემოკრატიას არ სჭირდება მესიანისტური პრეტენზიები. ლიბერალებმა მოისურვეს ქრისტე მისი მესიანიზმის გარეშე. ამის შესახებ გაცხოველებულმა ლაპარაკმა წლები წაიღო. ქრისტეს წარმოდგენა მესიანიზმის გარეშე ძნელია. დემოკრატებმა კი ქრისტე მიტინგებზე, არჩევნებზე, საპარლამენტო დებატებზე მოსიარულე, ყველასათვის საყვარელ სუბიექტად აქციეს. ბედის ირონია კი იმაში მდგომარეობდა, რომ მცირე ხანში ამერიკელებმა განაცხადეს საკუთარი მესიანისტობის შესახებ, რომლის თანახმად, ამერიკელები არიან ის ჭეშმარიტი და ხალხებს შორის პირველი ქრისტიანები, რომელთაც ყველგან შეაქვთ დემოკრატიის ნათელი. 1990-93 წლებში გამეტებით გვიმტკიცებდნენ, რომ შეუქცევადი დემოკრატიული პროცესები მიზნად ისახავდა მთელ მსოფლიოში ყველა ხალხის თანასწორობას. აღარ გაიგებოდა ვინ ვის ეჯიბრებოდა ახალი ყაიდის არტისტობაში. ლიბერალთა მტკიცებების საპირისპიროდ კი ისტორიამ კვლავ სხვაგვარად განსაჯა და უცერემონიოდ დაუმუწა პირი მათ, ვინც ყველა ტრიბუნას ტუტუცობით იკლებდა.
განმანათლებლობის სოციალისტურ და კაპიტალისტურ ვერსიებს თალმუდის კატეგორიებში თუ გადავიყვანთ, მაშინ ჩვენთვის ნათელი გახდება მრავალი ისეთი ვითარება, რომელთაც უწინ ვერ ვამჩნევდით. გოიმ ვერ შეძლო განმანათლებლობის პრინციპების დაცვა. გოი იგივე დარჩა, რაც იყო განმანათლებლობამდე. ახლა ასე დგება საკითხი: ებრაელებმა საყოველთაო ახალი სეკულარული მოძღვრება უნდა შექმნან, თუ მხოლოდ რჩეულ გოითა შორის, ოქროს მილიარდისა და პლატინის მილიონის ფარგლებში გააგრძელონ განმანათლებლობა? თუ განმანათლებლობა გრძელდება მხოლოდ ოქროს მილიარდის საზღვრებში, რომელიც მხოლოდ ქონების ფლობის გამო არის რჩეულად მიჩნეული, მაშინ განმანათლებლობას ეს ოქროს მილიარდიც ძალზე მალე დაასრულებს. ოქროს მილიარდის (დასავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და მათი რამდენიმე სატელიტი ქვეყნის) საზღვრებში განმანათლებლობის ჩაკეტვა იუდაიზმისათვის უკანასკნელი შესაძლებლობაა დასავლურ ცივილიზაციაში. ისლამური აღმოსავლეთის გარდა იუდაიზმს ასპარეზი აღარ რჩება. იუდაიზმის სეკულარულ იდეებს არ მიიღებენ არც ბუდისტური, არც ინდუისტური ცივილიზაციები. ისინი თავად ცდილობენ საკუთარი რელიგიური იდეების დასავლეთში გავრცელებას. დგება დრო, როდესაც დასავლეთმა უნდა აირჩიოს ან ისლამი, ან ბუდიზმი და ინდუიზმი.
ოქროს მილიარდი მალე განახევრდება. ნახევარი კვლავ განახევრდება. ებრაელი მარტო რჩება დასავლელი შერცხვენილი ხალხების ზღვაში. ვისთან ერთად უნდა იღვაწოს მან საგანმანათლებლო ნათელის შესაკრებად? ახალი ფორმაციულ-ცივილიზაციური გლობალური იდეა თორას თეორიისა და თალმუდის ფენომენოლოგიის გარეშე ვერ წარმოიშობა, მაგრამ ვისთან და როგორ იკამათებენ ებრაელი მოაზროვნენი, თუ აღარ იქნება ქრისტიანობა?
სოციალიზმის დამარცხებამ კაპიტალიზმს არ მოუტანა გამარჯვება. ახალი გენია არის საჭირო, რომელიც თანამედროვეობის ილუზიებსა და იდეურ სიძნელეებში სწორ გეზს აღმოაჩენს. გლობალიზაციის მომხრე ებრაელები კაპიტალიზმისა და დასავლეთის საბოლოო დისკრედიტაციას უწყობენ ხელს.
ვერნერ ზომბარტი (1863 -1941) ებრაელებს კაპიტალიზმის უმთავრეს ფაქტორად მიიჩნევდა. ზომბარტი კაპიტალიზმის წყაროს კათოლიციზმში ეძებდა. მის გარდა რელიგიისა და კაპიტალიზმის კორელაციის საკითხებს იკვლევდნენ მაქს ვებერი (1864 – 1920), გეორგ ზიმელი (1858 – 1918), ასევე მაიკლ ნოვაკი და სხვები. ვებერისეული der Geist des Kapitalismus (კაპიტალიზმის სული), მკვლევარის თანახმად, ადრეულ ბურჟუათა შორის, პროტესტანტულ გარემოში წარმოიშვა. ამ გარემოში ებრაელებმა მალევე გამოიჩინეს თავი და კაპიტალიზმის ავანგარდში მოექცნენ. ერთი მხარეა ებრაელთა საიგავო სიხარბე და სიძუნწე, რის შესახებაც აღნიშნულია ჯერ კიდევ ფირდოუსის «შაჰნამეში», უფრო გვიან ვოლფრამ ფონ ეშენბახის «პარციფალში», შექსპირის «ზაფხულის ღამის სიზმარში» და ა.შ. მეორე მხარეა უდიდესი სწრაფვა მსოფლიოს გარდაქმნისაკენ, მრავალი საუკუნის მანძილზე მსოფლიოს ხალხების მასწავლებლობა რჯულის საკითხებში.
ერნსტ ბლოხის ძველი მეგობარი გეორგ ზიმელი ებრაელი იყო. ზიმელის გამოკვლევას კაპიტალსა და ბურჟუაზიაზე ეწოდება «ფულის ფილოსოფია» (1900 წ.). ამ ნაშრომში, ჩვენი აზრით, მარქსის «კაპიტალის» გავლენა ჩანს. ზიმელი ფულის საკითხს განიხილავს ებრაელთა საქმიანობასთან მჭიდრო კავშირში. ფული შეადგენს ებრაელთა სიმდიდრეს [10.284], (იხ. ასევე გვ.285, 287). ზიმელის ვრცელი და მძიმე მსჯელობანი ეხება იმას, თუ რატომ შეძლო საზოგადოების ერთმა ნაწილმა ფულის დაგროვება. ფინანსური და ეკონომიკური განვითარება, ზიმელის თანახმად, კულტურის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. ზიმელის ძიებანი ახლებურ განვითარებას გერმანულ ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში იძენენ. ზიმელის, როგორც კაპიტალიზმის კრიტიკოსის იდეები, გამოძახილს პოულობენ ნეომარქსისტებთან.
რელიგიისა და კაპიტალიზმის ურთიერთობებს იკვლევდა ასევე პიტერ ლუდვიგ ბერგერი, რომელმაც ფენომენოლოგიური მეთოდის გამოყენებით ყურადსაღები კონცეპცია შექმნა. ბერგერი XX საუკუნის 70-იანი წლების ნეოკონსერვატიზმის ცნობილი წარმომადგენელია. იგი საზოგადოების ყოვლისმომცველ სეკულარიზაციას ეწინააღმდეგებოდა და რელიგიის მეშვეობით ცდილობდა უმწვავესი სოციალური პრობლემების გადაჭრას.
ჩვენ დასაწყისში ვთქვით, რომ ფორმაციული თეორიის ლიბერალი უარმყოფელნი მიუთითებდნენ ხალხთა თვითმყოფადობასა და ტრადიციებზე, რომელიც, მათი თქმით, დათრგუნა ფორმაციონისტულმა იძულებამ. ფორმაციონიზმის ასეთ უარყოფაში ბოლშევიზმი იგულისხმებოდა და მიუთითებდნენ ხალხების კომუნისტურ ნიველირებაზე. პოსტსაბჭოთა სინამდვილემ კი კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხალხების უმრავლესობას არანაირი თვითმყოფადობა და ტრადიციები არა აქვთ. მრავალ მათგანს თავადვე მოსწყინდა მრავალწლიანი პოზიორობა და არტისტული ყვირილი. ისინი ცდილობენ შეეკედლონ მდიდარ ქვეყნებს. ამ ხალხების არტისტული ყვირილის გამო მდიდარ ქვეყნებში გული არავის აუჩუყდა.
არც ერთმა რასისტულმა და ევგენიკურმა თეორიამ არ წარმოაჩინა ასე დაუფარავად და დაუნდობლად ხალხების უუნარობა, როგორც კოსმოპოლიტურმა ნეოლიბერალიზმმა და თავისუფალი ბაზრის თანდათანობითმა აბსოლუტიზაციამ. საბაზრო ევთანაზია და ფულის ევგენიკა მრავალ ხალხს უარს ეუბნება საგანმანათლებლო პროექტში მათ მონაწილეობაზე. ფულის ევგენიკა ამ ხალხებს არასრულფასოვან, ყოვლად უმაქნის პოპულაციად მიიჩნევს. ის მათ სთავაზობს დემოკრატიას განმანათლებლობის გარეშე, რაც სხვა არა არის რა, თუ არა PR -ტექნოლოგიების დიქტატი, ბაზრის სრული თავისუფლებისა და კომპრადორიზმის ლეგიტიმაცია. ასეთ რამეს რასისტული თეორიები ვერ წარმოიდგენდნენ.
ფულის ევგენიკა ხალხებს უმტკიცებს, რომ განმანათლებლობის პარადიგმა მხოლოდ დასავლელ ადამიანს ეკუთვნის და ამ პარადიგმის საყოველთაობა უზარმაზარ მორალურ და ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რომელიც ძალზე ხშირად ვერ ამოიგება. აი, ამაშია ნეოლიბერალური გლობალიზაციის ის სიმართლე, რომლის უარყოფა დღეს ერთობ ძნელი გამხდარა. გლობალიზაციისა და ფულის ევგენიკის ამ სიმართლესთან შებრძოლება ჩვეული ანტირასისტული, სოციალისტური, პაციფისტური თუ კონტრკულტურული არგუმენტებით შეუძლებელი ხდება. ეს მორალური და ფინანსური დანახარჯები სწორედ ხალხების სიმდაბლის გამო ვერ ამოიგება. ადამიანთა უდიდესი ნაწილი საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სულიერი შესაძლებლობების მქონეა. ეს არაფრის მაქნისი მასა დიდ ტვირთად აწევს სისტემასა და რეჟიმებს. ეს ადამიანები არ იცვლებიან რევოლუციებისა თუ ომების შედეგად. ისინი თაობიდან თაობაში ერთნაირად თვალთმაქცნი და ტუტუცნი არიან.
საგანმანათლებლო მიღწევათა გავრცელება ხელს უწყობს ასეთი ადამიანების კატასტროფული ტემპით რეპოპულაციას. ისინი საგანმანათლებლო პროექტის შემდგომი განხორციელებისათვის უდიდეს ხელის შემშლელ ფაქტორად იქცევიან. ამ ადამიანებს საბაზრო რენტაბელობა და გლობალიზმი, როგორც თანამედროვე ნეომალთუსიანელობა, ართმევს ადამიანურ სტატუსს და ისინი გადაჰყავს ცხოველთა კატეგორიაში.
გლობალიზმი არის დასავლელი რაციონალისტი და ტექნოსოფოსი ადამიანის დიდი დავა ქრისტიანულ ღმერთთან და მისეულ სიყვარულის იდეასთან. გლობალიზმი არის კაპიტალისტთა რევოლუციონერობა და ქრისტიანული ღმერთისათვის ყოველგვარ შეღავათზე საბოლოოდ უარის თქმა. სახარებაში კი არის ნათქვამი, რომ მდაბალი ამაღლდება, მაგრამ ის კი აღარ ითქმის, იპატიებს თუ არა ამაღლებას მდაბალი. სოციალიზმი იმიტომ კი არ დაინგრა, რომ არარეალური და უტოპიური რამ იყო, არამედ იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელიც რევოლუციონიზმისა და მუშათა მოძრაობისაგან იყო ყველაფრით დავალებული, რელიგიური არტისტობა და პოლიტიკური კულტურულობა ამჯობინა. რევოლუციით ამაღლებული მდაბალი ქედმაღლობით აღივსო. მან ძალზე მალე დაივიწყა, თუ ვინ და ვისი შთამომავალი იყო. დღეს ის გასულელებული და უარესად დამდაბლებულია. ხალხები მათზე გაწეულ საგანმანათლებლო ზრუნვას უმადურობით პასუხობენ და მათ უჩნდებათ ილუზია, რომ ისინი დამოუკიდებლად რაღაცის გაკეთებას შეძლებენ. ისინი იწყებენ ლაპარაკს ტოტალიტარულ წარსულზე და ლაპარაკი ლაყბობად იქცევა ხოლმე. რეფორმებისა და ინვესტიციების, ახალი ტექნოლოგიების სახელით თითქმის მომენტალურად ნიავდება თაობათა შრომით შექმნილი საწარმოო ფონდები. ეს წინგადადგმულ ნაბიჯად და ახალი აზროვნების მიღწევად საღდება. მეტი დამაჯერებლობისათვის ეკლესიას მიმართავენ, რომელიც ამ კატასტროფას სატანის დამარცხებად და ღმერთის გამარჯვებად წარმოაჩენს.
ფულის ევგენიკამ მრავალი ხალხი წარმატებით დააყენა განმანათლებლობის მიღმა. საკითხი თავიდანვე ისე იყო დასმული, რომ განმანათლებლობა ანტიქრისტიანული, ესე იგი, სატანური იყო. ამიტომ ეკლესია დღეისათვის მომხრეა ნეოლიბერალიზმის ყველა წამოწყებისა და იგი კომპრადორული რეჟიმების სამსახურშია ჩამდგარი. ხალხები აღარ ებრძვიან ამ რეჟიმებს. მათთვის კომპრადორულ ელიტაში მოხვედრა სანუკვარი რამ არის. ეს ნიშნავს, რომ ხალხები კომპორადორული რეჟიმების ალი-კვალი არიან. ეს ვითარება თითქოს ამ რეჟიმების სამუდამოდ განმტკიცებას უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ ასე არ არის. მომავლიდან მომავალი უხილავი საფრთხე ამ რეჟიმებს სიკვდილს უქადის. კომპრადორული ინტერნაციონალი თავს იმით იზღვევს, რომ გაფაციცებით ეძებს ნონკონფორმიზმის ნაშთებს და სპობს მათ რელიგიური თუ ჰუმანიტარული მანიპულაციებით. დასავლეთი მომენტის აგრესიულობის სულ უფრო მეტად გაზრდით ცდილობს აწმყოს აბსოლუტიზაციას.
ხალხებმა დაინახეს, რაც უყო მათ დასავლეთმა, მაგრამ მათ მიერ გამოთამული უკმაყოფილება და იმედგაცრუება არაა საკმარისი კაპიტალთან საბრძოლველად. მათ არტისტულ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხადობამდე მისულ პოზიორობას მხოლოდ ნეოლიბერალიზმის იდეოლოგია ამართლებს და აქეზებს. ამ მოვლენას საგანგებო შესწავლა ესაჭიროება.
ხალხის რომელ ფენაში უნდა გამოვლინდეს მოჯანყეობრივი, რევოლუციური სული? რა უნდა იყოს ახალი ინტერნაციონალური, პოლიტიკური ინსურგენციის იდეური საფუძველი, მაშინ როდესაც აღარ არსებობს მუშათა კლასი, ნონკონფორმისტული სტუდენტობა, სულისათვის მებრძოლი ბერმონა ზვნობა? მარქსიზმი დაიხურა არა მისი არამეცნიერულობის, არამედ ხალხთა უმეცრებისა და კადნიერების გამო. თუღა არიან ისეთი ებრაელები, ვინც გლობალიზაციის მოკავშირე ებრაელებს წინ აღუდგებიან და გოებს შორის იდეურ ბრძოლას დაიწყებენ? ჩაქრება დავითის ვარსკვლავი, თუ ებრაელები გოებს დაემსგავსებიან, თუ სიმდიდრე მოიტაცებს მათ. შეიძლება თუ არა თანამედროვე დასავლური ანტიგლობალისტური მოძრაობა ერთიან ინტერნაციონალურ ფრონტად ჩამოყალიბდეს ებრაელთა მონაწილეობით? თუ ებრაელები უარს იტყვიან ბრძოლაზე და მათ ამაში გაამართლებს ისრაელის სახელმწიფოზე, როგორც აღსრულებულ მიზანზე მითითება, მაშინ ისლამის, როგორც დასავლეთის შეურიგებელი მოწინააღმდეგის ამოცანა უფრო რთულდება. კონფუციანურ-ბუდისტური ჩინეთი და ბრაჰმანისტული ინდოეთი დასავლეთთან რადიკალურ იდეურ დაპირისპირებას ვერ შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციათა მონაცემების მიხედვით, აქვს აღმავალი ეკონომიკა. ინდუისტური ღრმა სულიერება უძლურია საიმისოდ, რომ შექმნას ვექტორული ისტორია. დიდი აზრი ძევს იმაში, რომ ეს უზარმაზარი ქვეყანა ბრიტანეთის იმპერიის მიერ მის დაპყრობამდე, მოგოლთა ისლამური იმპერიის ცენტრი იყო.
ინდუისტური სულიერება მაცდურია და ქალური. ინდური კულტურა ძველ დროში ინდოეთისაგან აღმოსავლეთით და არა დასავლეთით გავრცელდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მოგვიანებით ასევე გავრცელდა ბუდიზმი. ასეთი გეოგრაფიული განშლით ინდუიზმი და ბუდიზმი თითქოს გაექცნენ ისტორიას. ბუდიზმმა ვერ შეძლო ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გავრცელება მონღოლეთისა და ბურიატიის გარდა. ისლამმა კი შეაღწია რუსეთის აღმოსავლეთში – თათარსტანში, ბაშკირეთში, მორდვეთში. ინდოეთმა თავის ორივე მხარეს – აღმოსავლეთით და დასავლეთით დაკარგა დიდი ტერიტორიები ისლამური ბანგლადეშისა და პაკისტანის სახით. ინდოეთის ვეება სუბკონტინენტი აზიის განაპირა მხარეა.
ტექნოლოგიურად როგორც არ უნდა განვითარდნენ აზიის ვეფხვებად წოდებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, ისინი ვერასოდეს შექმნიან ღერძულ ისტორიულ დროს. ამ ქვეყნების დიდ პერსპექტივებზე მსჯელობანი მეტად გადაჭარბებულია.
ჰანტინგტონის დებულებას – დასავლეთი და დანარჩენები, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უპირისპირდება დებულება – ისლამი და დანარჩენები. გოების, ამ შემთხვევაში მუსლიმთა იდეურ სიმაღლეზე ყოფნა აძნელებს ებრაელის იუდაისტად ყოფნას. აი, დასავლელი (პირობითად ქრისტიანი) გოები კი დაცემულნი არიან. ეს კი აიოლებს ებრაელის იუდაისტად ყოფნას და მას უქმნის უსაფრთხოების ილუზიას იმ აზრით, რომ ირგვლივ არავინაა იდეური მებრძოლი. დასავლელი გოების დაცემა განამტკიცებს ფულის მესიანიზმს და ათავისუფლებს ებრაელებს მძიმე იდეური ძიებებისაგან. ამიტომაა მათთვის იოლი იუდაისტობა დასავლურ გარემოში. ამერიკელ ებრაელთა ხელშია ამერიკული მედია, შოუბიზნესი, ბანკები, მაღალი სახელისუფლო პოსტები, საერთაშორისო ვაჭრობა. როგორ უნდა გავიგოთ XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ებრაელთა ასეთი არგაგონილი აღზევება დასავლურ ცივილიზაციაში? არის თუ არა ეს ღვთის წყალობა? ებრაელთა აღზევება უცხო ქვეყნის ძლიერების საფარქვეშ ხდება. როგორ არის შესაძლებელი იუდაისტური მესიანიზმის თანხვედრა ანგლოსაქსურ მესიანიზმთან? ნეოკონსერვატორთა მესიანიზმში იუდაიზმი აღარაა იუდაიზმი, თუ ამერიკული პროტესტანტიზმი აღარაა ქრისტიანობა? როგორ მოხდება ამერიკელ ებრაელთა ექსოდუსი და ისრაელისაკენ სვლა? ვისი მესიანიზმი უფრო მეტად ვლინდება ამერიკულ ჰეგემონიზმში – იუდაისტური თუ კალვინისტური?
ფინანსურად და პოლიტიკურად ასეთი მძლავრი დიასპორა ებრაელებს არასოდეს ჰქონიათ. აქვე ვიკითხოთ ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი უფრო მართალია, თუ მისი მდევნელი ფედერალური ხელისუფლება? ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი უფრო მართალია თუ ის ხელისუფლება, რომელიც მის დაპატიმრებას ლამობს და რომელსაც ახლა გაახსენდა კანონი და სამართალი? ბერეზოვსკი თავის დროზე ელცინის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და ვერ მოხვდა პუტინის გარემოცვაში. ხელისუფლებას, რომელიც გორბაჩოვის დოქტრინის დასრულების დროიდან ყველგან დიდ უსამართლობას ამკვიდრებდა, ახლა გაახსენდა სამართალი და ებრაელ ოლიგარქებს დაერია. რასაც რუსეთის ხელისუფლება სთესს, იმას იმკიან და კვლავაც მოიმკიან ევრაზიის ხალხები. ეს ხელისუფლება მხარს უჭერს დასავლეთის ყველა მსჯელობებს.
მრავალი წინააღმდეგობისა და მარცხის მიუხედავად, დასავლური დემოკრატია და გლობალიზაცია განიხილება როგორც საკაცობრიო ქრისტიანული იდეის სინონიმი. ეს ისეთივე სიყალბეა, როგორც იმის მტკიცება, რომ ქრისტიანული დასავლეთი ცდილობს მთელი მსოფლიოს ჰუმანიზაციას. საერთაშორისო ურთიერთობათა მაშინერია დიდი პოლიტიკიდან განდევნის ზნეობას. უმთავრესი ხდება სურვივალ ოფ ტჰე ფიტტესტ (ყველაზე შეგუებულის თავის გადარჩენა). ხალხების ასეთი დაცემისა და კადნიერების პირობებში გონების ერთადერთი მოწოდება არის სიცრუისა და შემგუებლობის უნარების განვითარება. მედიაკრატიის ყოველი დღე ამას გვიჩვენებს. ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ «არსებული სტატუს-კვოს წინააღმდეგ ამბოხს ცივილიზებული მსოფლიო გმობს», «მსოფლიო ფინანსური დემოკრატიზაცია დრომ მოიტანა», «ახალი მონეტარული წესრიგი მყარდება», «დემოკრატიზებულ რეგიონებში მსოფლიო საზოგადოებრიობა ინვესტიციების ჩადებას აპირებს» და ა. შ. ყველა ტელეარხზე, ყველა გაზეთში ისმის ასეთი მსჯელობანი.
კაპიტალი, რომელმაც პოსტმოდერნული ფილოსოფიაც იდეოლოგიური მიზნებისათვის გამოიყენა, საგანგებოდ ზრუნავს იმაზე, რომ რაციონალიზმი არ იყოს ტოტალიტარული, ავტორიტარული და რეპრესიული, რათა თავისუფლების ილუზია მყარად იყოს დამკვიდრებული. კაპიტალი ზრუნავს იმაზე, თუ როგორ შეიძლება რაციო დანაწევრდეს და ამავე დროს სისტემის რაციონალობა შენარჩუნებულ იქნეს. გლობალური სისტემაა კაპიტალისათვის მთავარი და არა სახელმწიფოები. ცნებებით მანიპულირება ხელოვნების რანგში ადის. ეტატიზმის ცნება ჯერ კიდევ ანტისაბჭოთა დისიდენტობის დროიდან (1988-91 წწ.) ინტენსიური მანიპულაციის საგანი იყო. ეტატიზმი არაა ტოტალიტარული სისტემისათვის დამახასიათებელი, როგორც ამას ლიბერალური პოლიტოლოგია ამტკიცებდა. ბოლშევიზმის ნგრევას უწოდებდნენ დეეტატიზაციას, რაც არ იყო სწორი. დეეტატიზაციაში იგულისხმებოდა დეიდეოლოგიზაცია. მაშინ ეს შეუვალ ჭეშმარიტებად საღდებოდა, დღეს კი კარგად ჩანს ამ მსჯელობის სრული უაზრობა. მარქსისტული დეეტატიზაცია გულისხმობდა არა იმას, რასაც გლობალისტური დეეტატიზაცია გულისხმობს. ლიბერალურად გაგებული დეეტატიზაციის კონტექსტში მოიაზრება სამოქალაქო საზოგადოების ცნება.
არაა საჭირო პოლიტოლოგიური ხრიკები იმის დასაფარად, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. შეუძლებელია ადამიანის უფლებები დეპოლიტიზაციის წინაპირობად იქნეს მიჩნეული. პოლიტიკური სოციალიზაციისა და პოლიტიკური ინტერსუბიექტურობის გარეშე სამოქალაქო საზოგადოება ვერ იარსებებს და ვერანაირი მეთოდი ვერ დაადგენს იმ ზღვარს, სადაც წყდება სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკაზე, სახელმწიფოზე. იმ ზღვარს, სადაც მთავრდება ინსტიტუციონალური დაყოფა პოლიტიკურ ძალაუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ვერანაირი მეთოდი ვერ ნათელჰყოფს.
ნეოლიბერალურ-გლობალისტური დეეტატიზაციის პროცესში ხდება ხალხების სულ უფრო მეტად დამდაბლება და დაცემა. მედიაკრატია კი ყოველთვის პირიქით ამტკიცებს. ღმერთსაც არ შეუძლია იმის უარყოფა, რომ ნეოლიბერალიზმის პოლიტიკამ აქსიომად აქცია ხალხების ლაჩრობა და სულმდაბლობა. ამის გამო ამერიკელებს უადვილდებათ ატლანტისტური ჰეგემონიზმის განმტკიცება. დიდი პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპად ეს ამერიკული აქსიომა ქცეულა. უაზრობად მოჩანან ასეთ ვითარებაში ეს საერთაშორისო დეკლარაციები, კონვენციები და ქარტიები. ეს ჰუმანიტარული პროგრამები, რომელნიც დასავლური ფონდების მიერ ფინანსდება, არის გლობალისტთა მიერ გამოვლენილი ცინიკური ტოლერანტობა წუნდადებული, მარგინალიზებული, დეგრადაციისათვის განწირული ხალხების, ადამიანთა ჩენჩოს მიმართ. ამ ხალხებისათვის ამერიკელები იობის მეგობრებივით არიან.
ანთროპოლოგიური ლანდშაფტი შავბნელია. ფულის ევგენიკა და თალმუდის მოძღვრება გოის უვარგისობის შესახებ ერთმანეთს უკავშირდება ნეოლიბერალიზმის გლობალურ პანორამაში. ყველა ხალხს აქვს უფლება იყოს ნაგავი. თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარი ღორობიდან შექმნას მარტიროლოგი და ლაჩართა ისტერია ისტორიად გაასაღოს. არც ერთ სხვა საქმეში არაა ხალხი ისე უსიტყვოდ შეთანხმებული, როგორც თავისი ლაჩრობისა და უნამუსობის მიჩქმალვაში. არაფერში ისეთ გულმოდგინებას არ იჩენს ხალხი, როგორც თავისი სიბრიყვისა და კადნიერების სიბრძნედ და სათნოებად გასაღებაში. ამან ბრუტალური სიცხადე შეიძინა. მას არ შველის ჯვარსა და ხატზე კანკალით მითითება.
როგორ ხდება ლაჩრობის გამართლება? აი, მაგალითად, საქართველოში მიმდინარე ნეომექანიცისტური რეფორმების პროცესში «ლაგერებში» არავინ მიჰყავთ და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთაგან დასახვრეტად არავინ გაუმეტებიათ. ამის გამო რეფორმებს იოლად ეგუებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმები ყოველგვარ ზნეობრივ საწყისს არის მოკლებული. მთავარია არა ის, ექნება თუ არა ამ რეფორმებს ხელშესახები რეზულტატი, არამედ ის, რომ ყველა ცოცხალია, ყველანი ყაყანებენ. ბოლოს ეს ცოცხლად ყოფ ნა ჩაფუშული რეფორმების უმთავრეს მიღწევად გასაღდება. რეფორმების პროცესში რომ დახვრიტონ ავაზაკი მოხელეები და უმკაცრესი კანონები შემოიღონ, ახლა ეს ექნებოდათ თავისი ლაჩრობის გამამართლებელ მიზეზად. საზოგადოებას არ შეუძლია წინ აღუდგეს რეფორმატორებს და შეაგნებინოს მათ, რომ რასაც ისინი რეფორმებს უწოდებენ, არაა რეფორმები. კვლავ ვიმეორებთ: ხალხიც ისეთია, როგორიც არის პოლიტიკური ელიტა. როგორც ეს ელიტა ქმნის მუშაობის მოჩვენებითობას, ისე ხალხი ქმნის ოპოზიციური პროტესტის მოჩვენებითობას და იგი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ თავის შეწუხება არ მოუხდეს.
უნტერმენში არაა ებრაელი, როგორც ამას ნაცისტები ამტკიცებდნენ. უნტერმენშები ყველა ხალხში არიან. ასევე ჩანდალა არაა მხოლოდ შერისხული, ღვთის გარეგანი ინდუსი. ჩანდალა ყველგანაა. პლურალიზმისა და კაპიტალის ზეობის პირობებში მთელი რიგი ხალხები ქცეულან უნტერმენშებად და ჩანდალებად. ცხადზე უცხადესია, რომ პოსტსაბჭოთა ხალხების ლიბერალიზაცია (საუკეთესო გაგებით) ბერძნული კალენდების დადგომამდე (ესე იგი, არასდროს) გადაიდება. ეს ხალხები ახალ ტექნოლოგიებსა და დიდ ინვესტიციებზე ლაპარაკობენ და არ სურთ დაინახონ, რომ გლობალიზაციის არიერგარდშიც არაა მათთვის ადგილი.
აბსოლუტური მანქანა, აბსოლუტური მონობა, აბსოლუტური საროსკიპო. აი, ეს არის მომავალი, რომელსაც ნეოლიბერალური დასავლეთი მსოფლიოს უმზადებს. ყველგან მხოლოდ ვოლუნტარისტული კაპიტალისა და ავტორიტარული გლობალური ბიზნესის წარმომადგენელ ებრაელებს ვხედავთ, მაგრამ არსად ჩანან მომავლის ებრაელები. ეს კი მთლიანად იუდაიზმს და არა მარტო ებრაულ დიასპორას დიდ საშიშროებას უქმნის. კატასტროფა გარდაუვალი იქნება. ისლამური ნახევარმთვარის კაშკაში ებრაელთავე მიზეზით დაჩრდილავს დავითის ვარსკვლავს. ჰანტინგტონის თეორიას, როგორც დასავლური ცივილიზაციის ვერდიქტსა და რეკვიემს, უნდა მოჰყვეს ებრაული გენიის ახალი კონცეპტი, რომელიც პოსტვესტერნისტული მერმისის სხივოსანი უვერტიურა იქნება. სხვაგვარად შეუძლებელია.
ბაზრის თავისუფლების აბსოლუტიზაცია და ტექნოლოგიათა ნომადიზაცია ნებისმიერი ჰეგემონიზმის დეცენტრაციას გულისხმობს. ამრიგად, გლობალიზაცია, როგორც აბსოლუტური ბაზარი ეწინააღმდეგება ამერიკული ჰეგემონიზმის მონოცენტრულობას და პირიქით. აბსოლუტური ბაზარი ამერიკულ ჰეგემონიზმს თავისთვის შემაბრკოლებელ ფაქტორად მიიჩნევს და მის ლიკვიდაციას შეეცდება. გლობალურია არალეგალური ემიგრაცია, ტრეფიკინგი, ნარკობიზნესი, პორნობიზნესი, იარაღით უკანონო ვაჭრობა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, ბავშვებით ვაჭრობა. საბაზრო რენტაბელობა უგულებელჰყოფს კანონს და მასზე მაღლა დგას. საბაზრო სტიქიამ არ იცის მორალი და კანონი. ბაზრისათვის დასაშვებია ყველაფერი, რასაც მოგება მოაქვს. ზემოთ ჩამოთვლილი კრიმინალური გლობალიზმის გამოვლინებანი არ სცნობენ ამერიკულ ჰეგემონიზმს, უგულებელყოფენ ფედერალურ კანონებს, იჭრებიან ამ ქვეყანაში და ცდილობენ საკუთარი სეგმენტების გაფართოებას. აქვე ისიც საკითხავია, რა კრიტერიუმის მიხედვით მიიჩნევიან ისინი კრიმინალურ ბიზნესად დიდი პოლიტიკისა და გლობალიზაციის ამორალურობის პირობებში? ეს არაა გარკვეული. კრიმინალური გლობალიზაცია წინ უსწრებს ოფიციალურ გლობალიზაციას.
გლობალისტები ხშირად მიუთითებენ ინტერნეტზე, ფიჭურ კავშირზე, საკაბელო ტელევიზიაზე. ისინი ნეოლიბერალიზმის დიდი დანაპირების, გლობალური უტოპიის შემადგენელნი არიან. ტექნიკის ამ მიღწევათა გავრცელებას, თავისუფალი ბაზრის ადეპტთა თანახმად, მოჰყვება ხალხთა დაახლოება და თანამშრომლობა, იდეების, ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების ინტენსიური და დაუბრკოლებელი გაცვლა. ეს კი ნანატრ მარადიულ მშვიდობას მოიტანს. განვლილმა წლებმა, უახლოესმა წარსულმა კი დაგვარწმუნა, რომ ეს შეუძლებელია. ხალხებს ძალზე ხშირად არაფერი აქვთ ერთმანეთისათვის სათქმელი. თვით ერთი საზოგადოების შიგნით, ინდივიდებს შორის ისეთი გაუცხოებაა, რომელიც ფიჭური კავშირით, ელექტრონული მედიით, PR-მანქანით ვერ დაიძლევა. საზოგადოების წევრებს არაფერი აქვთ ერთმანეთისათვის სათქმელი. სისულელეა მითითებანი წინაპრებზე, ტრადიციებზე, ეკლესიაზე. ყველგან მანქანის ადამიანზე გამარჯვებას ვხედავთ. ინტერნეტისა და ფიჭური კავშირის მსოფლიოში გავრცელებამ ვერც იდეები გაავრცელა, ვერც ახალი კონცეპტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. აღმოსავლეთისათვის ინტერნეტი და ფიჭური კავშირი ის ტექნიკური მიღწევაა, რომელიც დასავლეთთანვე საბრძოლველად გამოიყენება. თავის დროზე ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს შესახებაც ითქმოდა, რომ მათი გავრცელება ხალხების დაახლოებას შეუწყობდა ხელს.
დასავლეთისათვის ტექნიკური მიღწევები იდეური და ზნეობრივი სიმაღლის რანგშია აყვანილი. დასავლეთი კვლავ აგრძელებს სამეცნიერო პროგრესის ფორსირებას და ათასწლეულის პროგრამებზე, მეგაპროექტებზე საუბრობს. ამ დროს მისი ხვალინდელი დღე გაურკვეველია. ჯორჯ ბუშმა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში (2004 წლის დასაწყისი) ადამიანის მთვარეზე დასახლების პროგრამაზე ილაპარაკა. მიწაზე არსებულ დიდ პრობლემებს კი კიდევ ემატება პრობლემები.
საბჭოთა იმპერიამ შერცხვენით დაასრულა თავისი არსებობა. ეს ევრაზიაში ევროპეიზმის დამარცხებაა. არავინ აღმოჩნდა საბჭოთა იმპერიის დამცველი. მთლიანად დასავლური ცივილიზაცია კი თავის დღეებს უფრო სამარცხვინოდ დაასრულებს. არავინ იქნება მისი დამცველი, ვისაც დღეს უმძლავრესი ტექნიკით მოაქვს თავი და სისხლს ღვრის, ვინც იარაღის კოსმოსში გატანით ატლანტისტურ პანკოსმიზმს ახორციელებს. ეს ცივილიზაცია დასრულდება შამპუნის, სარეცხი ფხვნილის, ქალის საფენების რეკლამით. საითკენ წავა ამის შემდეგ იუდაიზმი, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში ერთთავად ქრისტიანობასთან კამათობდა და რომელიც ვეღარ იკამათებს ისლამთან? თორას მუჰამედისეული ინტერპრეტაცია არის იუდაიზმი ყველასათვის. ისლამსა და იუდაიზმს შორის მცირე განსხვავებაა. ებრაელი სეკულარისტი მოაზროვნენი ვერ იდავებენ ყადისთან ისე, როგორც ისინი დავობდნენ პასტორსა და კიურესთან. სოფლისა ყადიმაც ისევე საჯა, როგორც რაბინმა. იმამი კი რაბინის მსგავსად ედავება პასტორსა და კიურეს, რომ ის არ იყო ძე ღვთისა. შარიათთან ვერ გამართავს ისეთ პოლემიკას ებრაელი, როგორც იგი პოლემიზირებდა ეკლესიის სწავლებასთან. სოციალიზმისა და კაპიტალიზმის დიხოტომიური კონფრონტაციის დასრულებამ ებრაელი სეკულარისტი თეორეტიკოსი იდეების ასპარეზის მიღმა დააყენა. ზემოაღნიშნული ვითარების გააზრება უფრო ნათლად დაგვანახებს, რომ სადღეისოდ ისლამურ მოძრაობაში ებრაელთა იდეური მონაწილეობის საკითხი მეტად გაძნელებულა.
ვუჭვრეტთ რა მსოფლიოში მიმდინარე კოლიზიებს, კვლავ ვდგებით მუჰამედის რელიგიური გენიის წინაშე. ჰიჯაზის იუდეველებმა დათესეს ამ მაძიებელი და ღრმად მოფიქრალი არაბი ჭაბუკის სულში შემეცნების ის მარცვალი, რომელიც მცირე ხანში უზარმაზარ მშვენიერ ხედ იქცა. ამ ხის ქვეშ ჰპოვა მრავალმა ხალხმა ცხოვრების საზრისი. ქრისტიანობამ მუჰამედს სულშიჩამწვდომი ვერაფერი უთხრა. მუჰამედმა გააგრძელა წინასწარმეტყველთა ტრადიცია და ქრისტიანობასთან გაასმაგებული ძალით განაახლა ის კამათი, რაც იუდეველებმა ქრისტეს მიმდევრებთან დაიწყეს. მუსლიმი არაბის ქრისტიან არაბთან დავა ისეთივე მძიმე და სისხლიანი იყო, როგორც მოსეს რჯულის დამცველი ებრაელის დავა ქრისტიან ებრაელთან. ეს დავა აბრაამიტულ რელიგიებს შორის, საბჭოთა ბანაკის დაშლის შემდეგ, განახლებული ძალით გრძელდება ევრაზიაში. 1991 – 95 წლებში არც ერთმა დასავლელმა მეცნიერმა საბჭოთა იმპერიის დამარცხებაში არ დაინახა დასავლეთის სამერმისო, კიდევ უფრო სირცხვილეული დამარცხება. ეს იმიტომ, რომ რუსებისადმი რასისტულმა სიძულვილმა და სიხარბემ რუსეთის ბუნებრივი სიმდიდრის მიმართ დასავლელ ადამიანს მზერა დაუბინდა. დასავლეთი დღემდე არ სცნობს რუსეთის მიერ ევრაზიაში გაწეულ უდიდეს საგანმანათლებლო ღვაწლს, რომელიც მოკავშირე რესპუბლიკებში ხშირად რუსების დამცირების ხარჯზე მკვიდრდებოდა. რუსებმა ეს იდეის გულისათვის ითმინეს. ესპანეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის იმპერიებში ასე არ ყოფილა. ევროპელ კოლონიზატორებს საკუთარი ხალხი სხვა ხალხების მსახურად არ დაუყენებიათ იდეის გულისათვის. ეს მხოლოდ რუსმა გააკეთა. არც ის ჩააგდო არაფრად დასავლეთმა, თუ რის ფასად დაუჯდათ რუსებს თათარ-მონგოლთა არმიების შეჩერება. რუსებს შეეძლოთ მათთან ერთად ელაშქრათ ევროპაში. მაგრამ ქრისტიანობის გულისათვის ისინი ეწინააღმდეგებოდნენ თათარ-მონგოლებს. გაეშვათ ერთხელ მაინც რუსებს აზიის სტეპებიდან დაძრული ურდოები ევროპისაკენ და ვეღარ დასცინებდა ევროპელი რასისტი რუსს, რომ ის თათარია. ასეთი მზაკვრობის გაკეთება შეეძლოთ რუსებს, დაყრიდნენ რა ურდოში ხმებს ევროპელთა სიმდიდრის შესახებ. სიხარბე აღარ მოასვენებდა ოქროს ურდოს ხანებს. ასე არ ასვენებდა სიხარბე ესპანელ დამპყრობლებს სამხრეთ ამერიკაში. ბრიტანელებს კი ინდოეთის აურაცხელი სიმდიდრისა სჯეროდათ. ახლა ის ვნახოთ, რამდენჯერ მოექცა მზაკვრულად რუსეთს ევროპა, რამდენჯერ დაძრა მან არმიები მოსკოვისაკენ. დასავლეთმა ისიც არაფრად ჩააგდო, თუ რის ფასად დაუჯდათ რუსებს თათარ-მონგოლთა საუკუნოვანი ბატონობის აღმოფხვრა. რუსთა და თათართა ბრძოლაში (XIV ს.) ძალები თანაბარი იყო სამხედრო განვითარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით. ეს არ იყო ბრძოლა, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით იმედმოცემული ევროპელი მშვილდითა და ტომაჰავკით შეიარაღებულ ინდიელებს ჟლეტდა. არც ის თქმულა დასავლეთში, რომ რუსთა მიერ ციმბირის კოლონიზაცია და ნახევრადველური ხალხების ევროპეიზაცია გენოციდის თანხლებით არ მიმდინარეობდა, როგორც ეს იყო ორივე ამერიკაში და ასევე აფრიკაში. ციმბირში ჩასული რუსი არ ყოფილა რასისტი და რუსი ახალმოსახლენი მალევე შეერივნენ ციმბირის გაქრისტიანებულ ხალხებს. რეზერვაციები და მონათა ბაზრები ციმბირში რუსებს არ გაუხსნიათ.
საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლაში გამარჯვებულ დასავლელ დემოკრატებს ყოველივე ამის დანახვა და დაფასება მოეთხოვებოდათ. ეს კი არ მოისურვეს ისეთმა ინტელექტუალებმა, როგორებიც არიან ბჟეზინსკი, კისინჯერი, ფუკუიამა, ჰანტინგტონი, კოენი, ეტციონი, ბიუკენენი, საიმსი და სხვები. დასავლეთმა იდეოლოგიური, დივერსიული მიზნებისათვის გამოიყენა სოლჟენიცინის, სახაროვის სახელები, რომელნიც დღეს აღარავის ახსოვს. ამავე მიზნებისათვის აყვირებს დასავლეთი ქართველებს. დასავლელმა ადამიანმა ახლა რუსების ჩუმი გენოციდი განიზრახა და ამ მიზნით მრავალგვარ პროექტებს თხზავს, რათა დაშლილი რუსეთის წიაღისეული სიმდიდრე და ნედლეული საკუთარი ეკონომიკის ექსტენსიურ განვითარებას მოახმაროს.
ყოველივე ამის შემდეგ კი ადამიანი მტკნარი სულელი უნდა იყოს, რომ დაიჯეროს დასავლეთის თვალთმაქცური მტკიცებანი დემოკრატიისა და ევროქრისტიანული ცივილიზაციის შესახებ. სტვენის ღირსნი არიან დასავლელი პასტორები და მათი მრევლი. რა ოხრად ტარდება ეს საერთაშორისო კონფერენციები, სამიტები, უჰალსტუხო შეხვედრები? თუ დასავლეთმა განმანათლებლობის უზურპაცია და ნეოკოლონიალიზმი, კომპრადორული რეჟიმები და რასიზმი ირჩია, მაშინ, დაე, მან ზღოს ყველაფრისათვის. სიძულვილი სიძულვილის წილ.
ემიგრანტი ანგლოსაქსი, კუნძულელი ევროპელი ლტოლვილი, რომელიც ოთხთვალაზე ზის მთელი თავისი ავლა-დიდებით და ახალ ინგლისში ჩასული, ამერიკის დასავლეთისაკენ მიიწევს, გზადაგზა კი ინდიელებს სპობს, თავისი მესიანიზმით არაა საკმარისი ისტორიის შექმნისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით, ან თუნდაც სამხრეთ ამერიკაში ერთი განვითარებული, ევროპული დონის ქვეყანა რომ მაინც ყოფილიყო, შეერთებული შტატების ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა. ველურ მიწებზე უმცირეს ვადებში განხორციელებული ამერიკული იმპერიალიზმი ასე ვერ გაიხარებდა. მაშინ ასე ვეღარ იმჭევრმეტყველებდნენ ბენჯამინ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი და ამ ქვეყნის სხვა მამები. სამხრეთელი პლანტატორის კეთილშობილებას ჩრდილოელი ენაწყლიანი მდაბიოს გაიძვერობამ აჯობა. ბრიყვია ის, ვისაც ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს «ბიძია თომას ქოხი» მართალი ჰგონია. სწორედ ახლა დგება მომენტი, როდესაც ჰეროიკულად მიჩნეული ამერიკის ისტორია ყველაზე უმსგავსი სახით წარმოჩინდება. ამერიკა არაა ღვთის მხარე, აღთქმული მიწა. WASP არაა გამომსყიდველი ერი. ამერიკული მესიანიზმი მესიანიზმის უდიდესი პაროდიაა ისტორიაში, ხოლო ის შეწყვეტილი პურიტანული რევოლუცია ინგლისშივე უნდა გაგრძელდეს. ამერიკა, როგორც საყოველთაო მტერი, უნდა დაეცეს. იუდაიზმის ყველაზე ლიბერტარული ვერსიაც კი ვერ იქნება ამ პაროდიული მესიანიზმის გვერდით და ეს უნდა იცოდეს ამერიკის ებრაულმა დიასპორამ. დგება მომენტი, რომლის ფორმირება PR-ტექნოლოგიით შეუძლებელია, რომლის დოლარით ძლევა და გალეწვა შეუძლებელია. როგორი კადნიერებითაც ამერიკელი მესიანიზმს შეეპოტინა, ისეთივე სისასტიკით ზღავს ის ისტორიაში. ებრაელები კი მარტონი რჩებიან. მრავალი გოი შურის გამო მათ დიდ მოყივნებას დაიწყებს, მათ სიმდიდრეს მშიერი მხეცის თვალებით შეჭამს. ერთადერთი ხალხი, ვინც ებრაელებს ხელს გაუწვდის, იქნებიან არაბები.
ამერიკელები ყოველნაირად ცდილობენ შექმნან საკრალურობის მოჩვენებითობა თავიანთ ქვეყანაში. ისინი იწყებენ ნაციონალისტური იდეების აქტუალიზებას ისტორიოგრაფიაში, პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში, რელიგიურ ქადაგებაში. ნაციონალიზმი კოლექტივიზმს გულისხმობს. მესიანიზმი კი შეუძლებელია ინდივიდუალიზმს ეფუძნებოდეს. ამავე დროს, ამერიკელები სხვა ხალხებისაგან გადაჭრით მოითხოვენ ყოველგვარ კოლექტივიზმზე უარის თქმას. ამის გარდა, ამერიკელები ცდილობენ დაარწმუნონ სხვა ქვეყნები ხალხის ცნების სამეცნიერო უსაფუძვლობაში. ამავე დროს, ისინი თავად იყენებენ ამ ცნებას და ყოველივე იმ საუკეთესოს, რაც ევროპამ შექმნა. ამერიკელთა ახალგაზრდა თაობამ უნდა დაინახოს, რომ შეერთებული შტატების ისტორია სიცრუის, ძალმომრეობის, ჟლეტისა და გაღლეტის ისტორიაა. სწორედ ამერიკელებს არგუნა ბედისწერამ პირველი ატომური ბომბის გამოყენება. ამერიკას უნდა ჰყავდეს თავისი სოლჟენიცინი და ბერდიაევი, გაიდარი და კალუგინი. ამერიკას უნდა ჰყავდეს თავისი დორენკოები და პარფიონოვები.
მეცნიერულად დაფუძნებული სიცრუითა და სპექტაკლურობით ისტორიის ყოვლისმომცველი რაციონალიზება, ყველა არსებული თუ შესაძლო ხიფათის განეიტრალების მიზნით, როგორც ამას ამერიკული ჰეგემონიზმი ცდილობს, შეუძლებელია. ირაციონალური ძალის განდევნა ისტორიიდან ადამიანისათვის მიუწვდომელია. ისტორია არ დასრულებულა ამერიკული ჰეგემონიზმით. პოსტვესტერნული ისტორია ახლა იწყება, რომელიც სრული უარყოფით ემუქრება ევროპული სეკულარიზმის საუკეთესო მონაპოვრებს. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, დასავლეთმა დროის ლიმიტი ძალზე სწრაფად ამოწურა. ლიბერალური ბანაკის დანაპირები განუხორციელებელი დარჩა და ყველაფერი მის მტკიცებათა საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროექტის დახურვამ დაასრულა ქრისტიანობა. ფორმაციონიზმის უარყოფის შემდეგ, დასავლეთში აზრი ეკარგება პოლემიკას სოციალიზმის, კაპიტალიზმის და მესამე გზის შესახებ, ხოლო მტკიცებანი მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დამკვიდრების შესახებ სასაცილოდ იქცა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s