ბოლო ჟამის გოლემი



ჩემს წი­ნა­შე მო­და­სე შე­მეც­ნე­ბის მძებრთ ვა­უწ­ყებ სხვა საჭ­მუ­ნავს: ვი­თარ ივა­ნებს უცან-უგებ აზ­ნა­ურ­თა და უაზ­ნო­თა შო­რის ღმერ­თი? ვი­თარ ჰგი­ეს ღმრთის სუ­ლი გო­ლემ­თა ხომ­ლე­ულ­ში? ვი­ეთ­ნი, რო­გორც ჩვე­ვას არი­ან, ისე გა­მო­იტ­ყვი­ან არა­ის­მთქმელ სიტ­ყვებს მად­ლის მო­ფე­ნა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე. შე­კით­ხვის გა­გე­ბის უნა­რის მქო­ნე კა­ცის პოვ­ნაც კი სა­ნატ­რე­ლი გამ­ხდა­რა და ვი­ე­თი მოყ­ვას­ნი ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს პა­სუ­ხი იმ­თა­ვით­ვე მზად აქვთ ყვე­ლა­ფერ­ზე.
ხორ­ცი­სა და ძვლე­ბი­სა­გან შე­ნივ­თულ ტი­კი­ნა­თა შო­რის ვი­თარ მი­მო­იძ­ვრის ღმრთის სუ­ლი? რო­დი­დან და რო­გორ იწ­ყე­ბა გო­ლემ­თა მა­სის გარ­და­სახ­ვა სუ­ლის მქო­ნე ერ­თო­ბად, რომ­ლის პი­რით თა­ვად ღმერ­თი გა­მო­იტ­ყვის? მოყ­ვა­სი მის­და­მი ჩემს სათ­ნო­ყო­ფას ხე­დავს რო­გორც მო­ლა­პარ­კე ტი­კი­ნა თუ რო­გორც  სუ­ლაზ­რა­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი? რო­გო­რი უნ­და იყოს მოყ­ვა­სი­სად­მი ჩე­მი სათ­ნო­მოქ­მე­დე­ბა, რომ ეს მას შე­ე­წი­ოს გო­ლე­მო­ბი­დან გა­მოს­ვლა­სა და შემ­მეც­ნედ გახ­დო­მა­ში?
ორი ათა­სი წე­ლი დას­ჭირ­და იმის სა­მეც­ნი­ე­რო აქ­სი­ო­მად დამ­კვიდ­რე­ბას, რომ ადა­მი­ა­ნი არის არ­სე­ბა, რო­მე­ლიც  მო­იწ­ვრთნე­ბა და გა­მო­ით­ვლე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით. მხო­ლოდ ლი­ბე­რალ-კა­პი­ტა­ლიზ­მმა შეძ­ლო მო­უ­კიბ­ვე­ლად ეთ­ქვა, რომ ადა­მი­ა­ნი მან­ქა­ნაა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ცხო­ვე­ლია. ის, რაც აქამ­დე ჯერ კიდევ თე­ო­რე­მად რჩე­ბო­და, კა­პი­ტალ­მა აქ­სი­ო­მად აქ­ცია _ ადა­მი­ა­ნი მან­ქა­ნაა. ეს არის ამა ჟა­მის ერ­თა­დერ­თი და სა­ბო­ლოო ან­თროპ­ოდი­ცე­უ­ლი გნო­მი. უამ­რა­­ვი სა­ეკ­ლე­სიო კონ­ფე­რენ­ცია  და სე­მი­ნა­რი ტარ­დე­ბა და ეს არ ქცე­უ­ლა გან­სჯის საგ­ნად სამ­ღვდე­ლო­თა მი­ერ, რო­მელ­ნიც ეგ­ზომ მრა­ვალს იტ­ყვი­ან ტექ­ნი­კის სა­კილ­ა­ვად.
ამა ჟა­მის ბერ­მო­ნა­ზონ­ნი აფ­რთხი­ლე­ბენ და მო­უ­წო­დე­ბენ მეც­ნი­ერთ უა­რი თქვან კლო­ნი­რე­ბის ლა­ბო­რ­ა­ტო­რი­ულ ცდებ­ზე. მღვდელ­ნი იტ­ყვი­ან, რომ ღვთის შექ­მნი­ლი­აო კა­ცი და მის­გან შთა­ე­ბე­რაო მას სუ­ლი. ეს ისე ით­ქმის მათ­გან, თით­ქოს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა მღვი­ძა­რე სუ­ლის მქო­ნედ, თოთ­ქოს ადა­მი­ა­ნებ­ში არა­ფე­რი იყოს გო­ლე­მუ­რი და ცხო­ვე­ლუ­რი. მღვდელ­ნი იტ­ყვი­ან, რომ კლო­ნი­რე­ბის შე­დე­გად გაჩ­ნდე­ბი­ან ზომ­ბე­ბი, მა­გამ გა­ნა ზომ­ბე­ბი ისე­დაც არ არი­ან? თუ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ო­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა აქამ­დე თეს­ლის დათ­ხე­ვით ხდე­ბო­და, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ ჩვილს ღვთი­უ­რი სუ­ლი და ან­გე­ლო­ზუ­რი ბუ­ნე­ბა მზად დაჰ­ყვე­ბა, ხო­ლო კლო­ნი ჩვი­ლე­ბი ოდენ ზომ­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან. კა­ცის თეს­ლნთ­ხე­ვით გამ­რავ­ლე­ბა იგი­ვე კლო­ნი­რე­ბაა. შე­უძ­ლე­ბე­ლია გე­ნი­ტა­ლურ კლო­ნი­რე­ბა­ში ღვთის სა­ი­დუმ­ლო იყოს. ამის დად­გე­ნას ბუ­ნე­ბის­მჩხრე­კელ მო­მეც­ნი­ე­რეს უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ. რო­გორც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გად ნა­შო­ბი ბავ­შვი არაფ­რით განს­ხვავ­დე­ბა გე­ნი­ტა­ლუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გად ნა­შო­ბი ბავ­შვი­სა­გან, ასე­ვე იქ­ნე­ბა კლო­ნი ბავ­შვი. კლო­ნი კა­ცი რომ დედ-მა­მი­სა­გან ნა­შობ კაც­თა დასს შე­ე­რე­ვა, ის კაც­თა­გან ძნე­ლად გა­მო­სარ­ჩე­ვი იქ­ნე­ბა. ეს ვი­თა­რე­ბა მთელ ქრის­ტი­ა­ნულ ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბას ძირ­ში არ­ყევს და მთლი­ა­ნად აუქ­მებს. სა­კით­ხი ეხე­ბა იმას, თუ რო­გორ შე­უძ­ლია მეც­ნ­ი­ერს კლონს მი­ა­ნი­ჭოს წი­ნას­წარ დად­გე­ნი­ლი თვი­სე­ბე­ბი და უნა­რე­ბი, რაც სა­ხე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას წა­ად­გე­ბა. თუ მეც­ნი­ე­რი ამას შეძ­ლებს, მა­შინ სა­ხე­ო­ბა­თა შო­რის ატე­ხილ ომ­ში კლონ­თაA სა­ხე­ო­ბა ყო­ვე­ლი­ვე­თი და­ამ­ჯო­ბ­ნებს ბუ­ნებ­რი­ვი გზით ნა­შობ კაც­თა სა­ხე­ო­ბას. ეს უკან­სკნე­ლი გა­საწ­ყვე­ტად იქ­ნე­ბა გან­წი­რუ­ლი.
არა­ფე­რი ისე თვალ­ნათ­ლივ არ წარ­მო­ა­ჩენს ქრის­ტი­ა­ნო­ბის და­სას­რულს, რო­გორც კლო­ნი კა­ცი­სა და კი­ბე­რან­თრო­პის გა­მო­ჩე­ნა. თუ მეც­ნი­ე­რის საქ­ნა­რად ეს და­ი­სა­ხა, თუ ბუ­ნე­ბის­მჩხრე­კე­ლო­ბა ამის­კენ მი­დი­ო­და, მა­შინ რის­თვის ჰგი­ეს ღმერ­თე­ბის ქო­რო კაც­თა გუ­ლებ­ში? რის­თვის ესავ­და კა­ცი ღმერ­თებს ათას­წლე­უ­ლებ­ში? ღმერ­თებს არა­ვი­თა­რი წვლი­ლი არ მი­უძ­ღვით კაც­თა მეც­ნი­ე­რო­ბა­ში. ვერ წი­ლი და­ი­დეს ღმერ­თებ­მა უდი­დეს სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში. ისი­ნი მხო­ლოდ ხელს  უშ­ლიდ­ნენ კაცს ში­ში­თა და ცრურწ­მე­ნით. მეც­ნი­ერ­მა გა­ყა­რა ღმერ­თე­ბი, ვი­თარ­ცა გა­წუწ­კე­ბუ­ლი აბე­ზა­რი მტა­ცებ­ლე­ბი.
კაც­თა ბევ­რე­ულს შთა­უ­ნერ­გეს ხე­ლოვ­ნუ­რი გუ­ლი, სხვი­სი გუ­ლი და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი. მე­დი­კოს­მა ის­წავ­ლა ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ასო­თა კო­რექ­ცია, გარ­ნა ღვთის რის­ხვა არ გა­რდმოვ­ლე­ნი­ლა ამის გა­მო ქი­რურ­გზე. ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან კლო­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც. თუ მეც­ნი­ერ­მა შეძ­ლო ეს­თე­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბად გა­დაქ­ცე­ვა, მა­შინ პრობ­ლე­მა ისაა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­მეც­ნი­ე­რო მე­თო­დე­ბით ბი­ო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნის, გო­ლე­მის  დაძ­ლე­ვა ადა­მი­ან­ში და სა­დამ­დეა ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.
ის, რაც დღეს კულ­ტუ­რად იწო­დე­ბა, მო­წო­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და­ფა­როს ბევ­რე­ულ­თა მან­ქა­ნუ­რო­ბა, გო­ლე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა. სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­სა და რე­ლი­გი­ას ეკის­რე­ბა მუ­შა­ი­თუ­რი მი­სია, რომ ყო­ვე­ლი კა­ცი წარ­მო­ჩინ­დეს სუ­ლი­ე­რე­ბის მე­ქო­ნად. ჰუ­მა­ნი­ტა­რე­ბი წუ­ხი­ლით იტ­ყვი­ან რო­ბო­ტი­ზე­ბულ ადა­მი­ან­ზე, იმას კი არ გვეტ­ყვი­ან, თა­ვად რო­გორ დაძ­ლი­ეს სა­კუ­თა­რი გო­ლე­მუ­რო­ბა და მან­ქა­ნუ­რო­ბა. კაც­თა რო­ბო­ტი­ზე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ არის სა­კუ­თარ თავ­ში გო­ლე­მუ­რო­ბის დაძ­ლე­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ასე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ენა­კაზ­მუ­ლი გო­ლე­მე­ბი ბევ­რზე ბევრს იტ­ყვი­ან ღმერ­თზე და მის შეც­ნო­ბა­ზე, გარ­ნა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი აღარ არი­ან გო­ლე­მე­ბი.
გო­ლე­მი შე­დის საყ­დარ­ში, ეზი­ა­რე­ბა, ზეთს იც­ხებს. გო­ლემ­მა იმარ­ხუ­ლა და მერ­მე იხ­სნი­ლა, გარ­ნა ეს ვერ იქ­ნე­ბა ადა­მი­ან­ში გო­ლე­მუ­რო­ბის დაძ­ლე­ვის გზა. მღვდელ­თან სი­ა­რუ­ლი არ არის იმის სა­წინ­და­რი, რომ ხორ­ცი­ე­ლი ავ­ტო­მა­ტი სუ­ლი­ე­რე­ბით აღივ­სე­ბა. ეს დღეს უკა­მა­თო ვი­თა­რე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნა დრო­ის დრო­ე­ბამ.  გუ­შინ­დე­ლი სა­ეკ­ლე­სიო ჰუ­მა­ნი­ტა­რე­ბი ამა­ზე დუ­მან დღეს. ვის­გა­ნაც შვე­ბა­სა და ნუ­გე­შინს მო­ე­ლის ცნო­ბამ­ცი­რე კა­ცი, ის მეც­რუე ტი­კი­ნა და რჯუ­ლის მა­ო­ცე­ბა­რეა. ეს რომ ასე არ ყო­ფი­ლი­ყო, ადა­მი­ა­ნის კა­ტას­ტრო­ფა დღე­ი­სას ასე თვალ­სა­ჩი­ნო არ იქ­ნე­ბო­და. ნურ­ვინ და­აბ­რა­ლებს ეშ­მას ესე­ვი­თარ წახ­დე­ნას და გა­ტი­ა­ლე­ბას. ეს არა სა­ტა­ნის­გან, არა­მედ კაც­თა სიმ­დაბ­ლი­სა­გან მო­დის და კაც­თა ნაქ­ნა­რია.
მსურს ბო­ლო ჟამ­ზე ასე  ბევ­რის მთქმელ და სა­ტა­ნის მამ­ხი­ლე­ბელ მღვდელს შევ­კით­ხო: ქი­რო­ტო­ნი­ის შემ­დეგ მღვდე­ლი თუ გრძნობს თა­ვის ში­გან გო­ლე­მო­ბის სიმ­ძი­მეს? თუ სამ­ღვდე­ლო ხელ­დას­ხმი­სას ღვთის სუ­ლი გად­მო­დის კაც­ზე, მა­შინ მან უთუ­ოდ უნ­და იგ­რძნოს თა­ვის თავ­ში ის, თუ რო­გორ ავიწ­რო­ებს მის გო­ლემს ღვთის სუ­ლი. ვის, თუ არა მღვდელს უხამ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო გა­ნაზ­რე­ბა­ნი ამ ვი­თა­რე­ბა­ზე და ერ­თი მის­ხა­ლიც არ და­დე­ბუ­ლა მის­გან. მღვდელს უხამ­და ეუწ­ყა, თუ ვი­თარ გარ­და­სა­ხავს წმინ­და სუ­ლი მას­ში გო­ლემს, ხორ­ცი­ელ ავ­ტო­მატს. მას არც კი გა­ნუც­დია ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. შე­ვი­ხე­დე სა­კურ­თხე­ველ­ში და ვი­ხი­ლე მთა­ვარ­თმოყ­ვა­რე მიტ­რო­სან გო­ლემ­თა ზვა­ო­ბა. ჯავ­რით შე­ვი­თალ­ხე და ეს­რე გა­მო­ვე­დი. ბო­ლო დღე­ებ­ში გო­ლემ­თა ვე­ე­ბა ხომ­ლე­უ­ლი ვი­თარ­ღა იგო­ლე­მებს? სა­ში­ნელ სამ­სჯავ­რო­ზე ვი­თარ გა­ნი­კით­ხე­ბი­ან ისი­ნი, ვი­საც თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში გო­ლე­მო­ბა არა­სო­დეს შე­უგ­რძნია? ან­ტიქ­რის­ტეს დი­ად დღე­ებ­ში ვი­თარ და­იძ­ლე­ვა გო­ლე­მის სიძ­ნე­ლე და რი­სი მოქ­მნა ძა­ლუძს სა­ა­მი­სოდ სა­ტანს? გო­ლე­მი რო­გორ უნ­და ცხონ­დეს ან წა­რიწ­ყმი­დოს? ეს შე­სა­ზა­რი სა­ფიქ­რა­ლი და სა­გო­ნე­ბე­ლია. ნურ­ვინ მი­ი­ჩე­მებს რი­ტო­რის სა­ხელს, თუ ამ სა­გო­ნე­ბელს მუ­დამ გუ­ლით არ ატა­რებს.
ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზ­მის ექ­სტრე­მიზ­მმა გა­აც­ხო­ვე­ლა გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის მი­ერ გან­გე­ბი­სად მტვერ­წაყ­რი­ლი სა­კით­ხი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბა­ზე. რის­თვის იბა­დე­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი, თუ არა იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბამ ეს მა­სა ამო­ი­ფურ­თხოს და მი­წას შე­ახ­მოს? არა­ის მაქ­ნი­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა ენის სავ­სა­ვი­სა და ტუ­ტუ­ცო­ბის სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს. მხო­ლოდ ასე­თი ილე­თით გა­დაწ­ყდე­ბა ამ ან­თრო­პუ­ლი წი­დის არ­სე­ბო­ბის სიძ­ნე­ლე. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი კვდე­ბი­ან, მა­თი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ენერ­გია ქვეს­კნე­ლის კლო­ა­კა­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა და ან მი­წის პა­ტი­ვად იქ­ცე­ვა, ან ჭი­ა­ღუ­ად გარ­და­ი­სა­ხე­ბა. სხვა ამა­თი რა უნ­და იყოს? თა­ვის სი­ცოც­ხლე­ში ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­დე­ბი­ან შე­შის ნა­პო­ბად კოს­მო­სის სი­ცი­ვით გა­თო­ში­ლი ღმერ­თე­ბის გა­სათ­ბო­ბად. რა უბე­დუ­რე­ბაც არ უნ­და წა­ე­კი­დოს ამ ადა­მი­ა­ნებს, ისი­ნი მა­ინც სი­ცი­ლის სახ­ლის ბი­ნა­დარ­ნი იქ­ნე­ბი­ან.
მშო­ბელს რომ თა­ვი­სი ნა­ში­ე­რი უყ­ვარს, ეს მშობ­ლის სა­ხი­ო­ბა და მა­ში­ნა­ლო­ბა უფ­როა, რა­თა მან ამით და­ფა­როს ცხოვ­რე­ბის ბო­რო­ტე­ბის­გან აღ­ძრუ­ლი ში­ში და და­ი­ნე­ლოს სა­კუ­თა­რი არაფ­რო­ბით მოგ­ვრი­ლი მწყი­ნა­რე­ბა. მშო­ბელს ბავ­შვი სა­ფარ­ვე­ლად ჰყავს. არა­ის შემ­გებ­მა ცნო­ბა­სუს­ტმა ადა­მან­მა მხო­ლოდ ასე იცის თა­ვის თა­ვი­სა­გან გაქ­ცე­ვა, რომ შვი­ლი გა­ა­ჩი­ნოს და მას ებ­ღა­უ­ჭე­ბო­დეს, მას აჩ­რი­დეს თვალ­ში ირ­გვლივ მყოფთ. დე­დაშ­ვი­ლო­ბი­სა და მა­მაშ­ვი­ლო­ბის თვალ­თმაქ­ცო­ბა­ზე არა ით­ქმის რა. რო­გორც გამ­ძღა­რი და ჭრე­ლით მო­სი­ლი მო­ნის რა­ინ­დო­ბა არის სა­ხილ­ვე­ლად სა­ძა­გი, ასე­ვეა ბრიყ­ვი მშობ­ლის შვილ­თან თვალ­თმაქ­ცო­ბა და ჭკუ­ის კო­ლო­ფო­ბაც. თა­ვის­თვის რა იცის ბრიყ­ვმა მშო­ბელ­მა მის დღე­თაAგე­ბა­ში, რომ შვილს ას­წავ­ლოს. რაც მშო­ბე­ლია, ის შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლია.
უც­ნა­უ­რია ამა ჟა­მის სი­ა­ვე და ცრუ­მეთ­ქვო­ბა. აწ­მყო გვაკ­ვირ­ვებს და გვთრგუ­ნავს თა­ვი­სი ყოვ­ლი­სმომ­ცვე­ლი სი­ყალ­ბით. მო­ნო­ბა­ზე თავ­და­დე­ბულ­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ციქ­ვე­ბად დამ­დგა­რან. ყვე­ლას მი­ერ ერ­თობ ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა “თა­მა­შის” ცნე­ბა (პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­არ­ჩევ­ნო, სა­ნავ­თო­ბო თა­მა­ში). ამ ცნე­ბის არ­ტი­კუ­ლი­რე­ბი­სას ლა­მო­ბენ წარ­მო­ა­ჩი­ნონ იმი­ტა­ტო­რუ­ლი და ნა­რი­ო­შა­ლი. სიტ­ყვა “თა­მა­შის” ეგ­ზომ  ხში­რი გა­მოყე­ნე­ბა ამა ჟა­მის ადა­მი­ა­ნის ძი­რე­ულ არა­ნამ­დვი­ლო­ბას წარ­მო­ა­ჩენს. ვინ მო­ი­თა­მა­შებს ამ­დენს, თუ არა გო­ლე­მი. ყალ­ბია ლი­ბე­რა­ლიზ­მის ადეპ­ტთა ყვე­ლა მტკი­ცე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე. თა­ვად ლი­ბე­რა­ლიზ­მის მო­ცი­ქულ­ნი ლა­პა­რა­კო­ბენ ამ­დენს თა­მაშ­ზე. ერ­თდრო­უ­ლად უბ­ნო­ბენ ისი­ნი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­სა და თა­მაშ­ზე. თა­მა­შით დად­გე­ნი­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ­სად ნა­ხუ­ლა. არა მო­ნამ­დვი­ლე კაცს, არა­მედ მო­თა­მა­შე გო­ლემს ეძ­ლე­ვა ავა­ლა.
შე­ფა­სე­ბი­სა და შეც­ნო­ბის უნი­ვერ­სულ კრი­ტე­რი­უ­მად გა­და­იქ­ცა სიტ­ყვა “თა­მა­ში”, რაც კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს ლი­ბე­რა­ლიზ­მის მი­ერ პოს­ტუ­ლი­რე­ბულ აზრს, რომ ადა­მ­ი­ა­ნი არის ხორ­ცსხმუ­ლი მან­ქა­ნა, გო­ლე­მი. ლი­ბე­რა­ლუ­რი ყა­ი­დით ცხოვ­რე­ბა სხვა არა არის რა, თუ არა ამა სოფ­ლის ძლი­ერ­თა­გან კურ­თხე­ულ გო­ლემ­თა თა­მაშ-თუ­ლო­ბა.
ამა ჟა­მის ჭირ­ბო­რო­ტო­ბა­ში ლი­ბერ­ი­ზე­ბუ­ლი გო­ლე­მის სა­კით­ხი ან­თრო­პო­ლო­გი­ის და­სა­ბა­მი­სე­ულ ვი­თა­რე­ბად უნ­და იქ­ცეს. ის, რომ ბევ­რზე ბევ­რი ით­ქმის რო­ბო­ტი­ზე­ბულ და ზომ­ბი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, არ არ­კვევს გო­ლე­მი­სა და გო­ლე­მო­ი­დის სა­კითხს. ასე ღმერ­თზეც ძალ­ზე ბევრს იტ­ყვი­ან და რა? გა­საკ­ვი­რია თა­ვის თვალ­თმაქ­ცო­ბა­ში ლი­ბერ­თა ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბა და ეთი­კა. ლი­ბერ­თა დასს უკ­ვირს, თუ რა­ტომ თქვა ნიც­შემ “ღმერ­თი მოკ­ვდა”. ლი­ბე­რი ჯვარ­ცმის­კენ იშ­ვერს ხელს და ნიც­შეს გმო­ბას იტ­ყვის. ნიც­შეს ფი­ლო­სო­ფე­მა აღაშ­ფო­თებს ლი­ბერს, ყოვ­ლის­მომ­ცველ სი­ყალ­ბე­ზე კი არას იტ­ყვის. თა­ვად იე­სუ გამ­ხდა­რა ლი­ბერ­თა თა­მაშ-თუ­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღმერ­თი თა­მაშ-თა­მა­შით ჩა­იღ­რძო რო­გორც ყვე­ლა­სა­გან მი­ვიწ­ყე­ბუ­ლი გლა­ხა­კი. ლი­ბერ­თა დასს გა­უ­ი­ოლ­და მკვდა­რი ღმერ­თის გა­ფე­ტი­შე­ბა. მას გუ­ლი­სა აღარ სჭი­რია. მო­თა­მა­შე ღმერ­თი დი­დად ეთ­ნე­ბა ლი­ბერ­თა სამ­რევ­ლოს.
ნიც­შეს კით­ხვა­თა წი­ნა­შე ლი­ბე­რი­ზე­ბუ­ლი ღმერ­თი უკა­ნას­კნე­ლი მოყ­ვა­სის და­რად მო­იქ­ცა. ის გა­ი­პა­რა და და­ი­მა­ლა ნიც­შეს­გან. ნიც­შემ ღმერთს რო­გორც კა­ცის­გან მსეს­ხე­ბელს მოს­თხო­ვა რო­გორც მე­ვა­ლემ. არც ერთ ბერ­მო­ნა­ზონს ღმერ­თმა არ მიჰ­ხა­და ისე­თი სა­რი­ტო­რო ნი­ჭი, რომ მათ ძა­ლედ­ვათ ნიც­შეს­თან სწორ­ფე­რად პა­ექ­რო­ბა.
სა­დაც ღმერ­თი ღმერ­თობს, იქ თა­მა­ში  ვერ იქ­ნე­ბა, იქ ვერ იქ­ნე­ბა მო­თა­მა­შე მრევ­ლი. ლი­ბერ­თა და­სი თა­მაშ­საც იტ­ყვის და თან კა­მა­თობს, რომ ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი მა­ინც აქ არის და ის ნიც­შეს სა­ა­უ­გოდ არ მომ­კვდა­რა. ამით ლი­ბერ­ნი თვის­და უც­ნო­ბე­ლად ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ დღე­სა­მომ­დე ცოც­ხლად მშთა­რი ღმერ­თი ათას­ნა­ირ ხვან­ჯსა და მან­ქა­ნე­ბას იგო­ნებს თა­ვის გა­ტა­ნი­სათ­ვის და ამით დუხ­ჭი­რი აწ­მყოს კაცთ დამ­სგავ­სე­ბია. თამა­შით ღმერ­თობს ღმერ­თი, რა­თა თა­ვი გა­ი­ტა­ნოს. სხვა რა ჩა­რა აქვს მას.
ამა ჟა­მის კაც­მა, გა­ნა უვიც­მა, არა­მედ წიგ­ნი­ერ­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტდავ­ლილ­მა, თა­ვი­სი სიტ­ყვით, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, შე­ფა­რუ­ლი თუ აშ­კა­რა გო­ლე­მო­ბით გა­ა­ქი­ა­ქა ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქამ­დე ორი­ენ­ტი­რად და შემ­წედ იყო და­სა­ხუ­ლი კაც­თათ­ვის. დღე­ი­სათ­ვის დარ­დი­სა და ნაღ­ვე­ლის მომ­გვრე­ლია ყვე­ლა ის ამაღ­ლე­ბუ­ლი აზ­რი, რაც გა­მო­ით­ქვა პლა­ტო­ნი­დან ნიც­შემ­დე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნი არ ყო­ფი­ლა ეგ­ზომ მაღ­ლა აყ­ვა­ნის ღირ­სი. რაც მას შე­მეც­ნე­ბის დიდ მაშ­ვრალ­თა მი­ერ ჰქო­ნდა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, ვერ იპა­ტია და ვერ შე­იშ­ვნია. მხო­ლოდ ლი­ბერ­თა თა­მაშ­ში ჰპო­ვა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი მწყი­ნა­რე­ბი­სა და ცო­ფის გა­ხე­ლე­ბი­სა და გა­ქა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
სამ­ღვდე­ლო­ნი რად არას იტ­ყვი­ან თა­მა­შის გა­მო? სიბ­რიყ­ვეა სა­ტანს და­აბ­რა­ლო ის, რა­ზეც ახ­ლა ვბჭობთ. მა­სონ­თა, ებ­რა­ელ­თა და სხვა­თა აუ­გის თქმა წი­ნას­წა­რი­გულ­ვებს იმ მოჩ­ვე­ნე­ბით გა­რე­მო­ე­ბას, რომ ახ­ლან­დელ ადა­მი­ანს აქვს სა­ი­მი­სო ზნე­ობ­რი­ვი უნა­რი, რომ შეძ­ლოს ბრძო­ლა. მა­სონ­თა და ებ­რა­ელ­თა კილ­ვა­ში გა­ბე­ჯი­თე­ბა და სა­ხა­რე­ბის ხსე­ნე­ბა მოყ­ვას­თა ნა­ხირს ტი­ლის კვერ­ცხი­სო­დე­ნა სათ­ნო­ე­ბა­სა და სი­მა­მა­ცე­საც ვერ შე­მა­ტებს. მკი­ლავ­თა ბა­ნა­კი­დან ერ­თი მა­ინც და­ფიქ­რდეს ამა­ზე: ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა ყოვ­ლის­მომ­ცველ თა­მაშს და გო­ლემ­თა შა­ბაშს და­ტო­ვებს და გა­ნაც­ხო­ვე­ლებს, თუ რა­ღაც ახალს შექ­მნის, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა იმი­სი პი­რო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ჭეშ­მა­რი­ტად შე­ბო­როტ­დეს და ბო­რო­ტის და­სა­ცა­ვად მახ­ვი­ლით დად­გეს? ო, რა ცნო­ბამ­ცი­რე და სულ­მოკ­ლეა ის, ვინც ან­ტიქ­რის­ტეს მხი­ლე­ბა­ში ესე სა­მა­გა­ლი­თოდ გა­მე­ცა­დი­ნე­ბუ­ლა.
ნა­ციზ­მის მი­ზა­ნი იყო ზე­ა­და­მი­ან­თა რა­სი­ს შექ­მნა, გარ­ნა თვით ასე­თი დი­დი მი­ზა­ნიც კი ვერ წყვეტს შემ­დეგ სიძ­ნე­ლეს: ზე­ა­და­მი­ა­ნის შექ­მნა ვერ გა­ა­უქ­მებს იმ ვი­თა­რე­ბას, რომ ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მა­ინც გო­ლე­მო­ი­დი იქ­ნე­ბა.
ლი­ბე­რა­ლიზ­მმა კრი­ტი­კის საგ­ნად აქ­ცია ტო­ტა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ავ­ტო­მა­ტიზ­მი და გა­მარ­თუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა. ეს კრი­ტი­კა თით­ქოს ორ­გა­ნუ­ლო­ბის სა­ხე­ლით წა­რი­მარ­თე­ბა. ამა­ვე დროს არც ერ­თი სხვა სის­ტე­მა ისე არ უფ­რთხილ­დე­ბა სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ ავ­ტო­მატ­იზმსა და ბი­უ­როკ­რა­ტი­ას, რო­გორც ლი­ბე­რალ-კა­პი­ტა­ლიზ­მი. ლი­ბე­რა­ლიზ­მმა და­ამ­კვიდ­რა შაბ­ლო­ნი-ნა­ციზ­მი და ბოლ­შე­ვიზ­მი მე­ქა­ნი­ცის­ტუ­რია და ადა­მი­ა­ნი ამ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მებ­ში მხო­ლოდ ავ­ტო­მა­ტუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნე­რია. პლუ­რა­ლის­ტუ­რი სის­ტე­მა კი ორ­გა­ნი­კუ­ლია და ადა­მი­ა­ნი მას­ში თვი­სუ­ფა­ლი აზ­რის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქეა. გან­ზრახ არ ით­ქმის ის, რომ პლუ­რა­ლიზ­მის პი­რო­ბებ­ში სო­ცი­უ­მი უა­რე­სად მა­ში­ნი­ზე­ბუ­ლია და ადა­მი­ა­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით არის გო­ლე­მი. პლუ­რა­ლის­ტურ­მა სის­ტე­მამ წარ­მო­ა­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის ზომ­ბი­რე­ბი­სა და რო­ბო­ტი­ზე­ბის უდი­დე­სი, წი­ნა­მორ­ბე­დი სის­ტე­მი­სათ­ვის უც­ნო­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ლი­ბე­რა­ლიზ­მის ტა­ძა­რი _ ბა­ზა­რი არის მან­ქა­ნა და ორ­გა­ნი­კი­სა არა სცხია რა.
დი­ქო­ტო­მია _ ორ­გა­ნი­კა-მე­ქა­ნი­კა პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის უარ­ყო­ფი­სას კრი­ტი­კულ კლი­შედ გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე, რაც სა­მერ­მი­სო ილუ­ზი­ებს წარ­მო­შობს. თუ ამ საქ­მე­ში ცნო­ბი­ლი ფი­ლო­სო­ფოს­ნი ერ­თვე­ბი­ან, ეს ვი­თა­რე­ბის გა­ბუნ­დო­ვა­ნე­ბას უწ­ყობს ხელს. მა­გა­ლი­თად, ერ­თმა ფი­ლო­სო­ფოს­მა ნეკ­რო­ფი­ლია უწო­და ლი­თო­ნი­სა და მი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი­სად­მი სწრაფ­ვას, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნი მხო­ლოდ ასე­თია. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნი­ციზ­მი ლი­ბე­რა­ლიზ­მმა ვერ დაძ­ლია და სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია არა ორ­გა­ნი­კა­ზე, არა­მედ მხო­ლოდ ნე­ო­მე­ქა­ნი­ცის­ტურ ექ­სტრე­მიზ­მზე. აქ არა­ფერს ცვლის ის, რომ ბიბ­ლია მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟე­ბით გა­მო­დის.
უც­ნა­უ­რია, რომ ნე­ო­მე­ქა­ნი­ცის­ტურ სის­ტე­მა­ში, რო­მელ­შიც ადა­მი­ან­თა მა­სა რო­ბო­ტი­ზე­ბუ­ლი და ზომ­ბი­რე­ბუ­ლია და ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ ადი­ტი­უ­რი სო­ცი­უ­მის გო­ლემ­თა­გა­ნია, არა­ვინ იტ­ყვის თა­ვის თავ­ზე ამას. პო­ლე­მი­ზე­ბი­სას კი სხვას ამ­ხე­ლენ, რომ ის არის რო­ბო­ტი, რომ ის არის ზომ­ბი. თუ ეს ასეა, მა­შინ სხვა­თა ბრალ­მდე­ბელ­მა უნ­და უპა­სუ­ხოს კით­ხვას _ რო­გორ ახერ­ხებს იგი არ იყოს რო­ბო­ტი ან ზომ­ბი იმ სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნამ­ტკი­ცებს ადა­მან­თა რო­ბო­ტი­ზე­ბას და ზომ­ბი­რე­ბას?
ლი­ბე­რალ-კა­პი­ტა­ლიზ­მი წე­ლებ­ზე ფეხს იდ­გამს, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ბი­ო­ლო­გი­ურ ავ­ტო­მატს და სო­ცი­ა­ლურ გო­ლე­მო­იდს შე­უქ­მნას თა­ვი­სუ­ფა­ლი სიტ­ყვი­სა და მეღ­მრთე­ო­ბის მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბა. ელექ­ტრო­ნი­თა და ნე­ო­ნით გა­კაშ­კა­შე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში ადა­მი­ა­ნი სან­თლით სა­ძებ­ნი გახ­და. ქვეყ­ნე­ბი არი­ან სო­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მატ­რი­ცე­ბი, რო­მელ­თა საზ­ღვრებ­ში ცოც­ხლობს და მი­მო­დის მი­ლი­ო­ნო­ბით მო­ლა­პა­რა­კე თო­ჯი­ნა და ხელ-ფე­ხი­ა­ნი ფა­ლო­სი.
მა­ი­ას მე­უ­ფე­ბა უფ­რო გა­ხელ­და და გაძ­ლი­ერ­და. ისე­დაც მძი­მე ნივ­თი­ე­რი სამ­ყა­რო უფ­რო დამ­ძიმ­და. ცო­ტა­ნი არ არი­ან ისეთ­ნი, ვინც აღ­მო­სავ­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­დუ­ის­ტუ­რი სწავ­ლე­ბე­ბით არი­ან გა­ტა­ცე­ბულ­ნი, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს თუ ჰკით­ხა ვინ­მემ: მე რად მი­ვიჩ­ნევ თავს _ შუდ­რად, ქშატ­რი­ად თუ ბრაჰ­მა­ნად? ვინ იტ­ყვის თა­ვის თავ­ზე, რომ ჩან­და­ლა ვარ? ჩან­და­ლას  კი არა, შუდ­რა­საც არ იტ­ყვი­ან თა­ვის თავ­ზე. ასე­ვე არა­ვინ იტ­ყვის თა­ვის თავ­ზე, რომ ის ხორ­ცსხმუ­ლი თო­ჯი­ნაა. იმა­საც კი არა­ვინ იტ­ყვის თა­ვის თავ­ზე, რომ მას­ში გო­ლე­მის მცი­რე ნა­ტა­მა­ლია.
კა­ლი-იუ­გას ჟამს თვით ბრაჰ­მა­ნე­ბიც ჩან­და­ლე­ბად იქ­ცნენ. უც­ხო ქვეყ­ნე­ბად მა­რე­ბი ინ­დუ­სი მოძ­ღვრე­ბი თა­ვის მიმ­დე­ვარ­თა შო­რის არას იტ­ყვი­ან იმა­ზე, თუ ვინ არის ჩან­და­ლა. ამა­ვე დროს ისი­ნი კა­ლი-იუ­გას უს­ვეო ჟამ­ზე აუწ­ყე­ბენ. ვინ არის დღეს ის ჩან­და­ლა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბა ვე­დუ­რი ღმერ­თე­ბის სა­ხე­ლე­ბით არის გან­მტკი­ცე­ბუ­ლი? სა­დაც ინ­დუ­ის­ტუ­რი სწავ­ლე­ბაა, იქ ჩან­და­ლაც უნ­და იყოს. სა­დაც ჩან­და­ლა არ ჰგი­ეს, იქ ვე­დუ­რი მოღ­მრთე­ო­ბაც ვერ იქ­ნე­ბა. იქ, სა­დაც სუ­ლის ას­პა­რე­ზია, კაც­თა შო­რის თა­ნას­წო­რო­ბა ლი­ტო­ნი სიტ­ყვაა. მა­ჰათ­მა გან­დიმ გა­ა­უქ­მა ჩან­და­ლა­თა რიც­ხვმრა­ვა­ლი კას­ტა. გა­ნა ძვე­ლი დრო­ის ბრაჰ­მა­ნებს არ შე­ეძ­ლოთ ესე­ვი­თა­რი გულ­მოწ­ყა­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ჩან­და­ლას მი­მართ, მაგ­რამ ეს არ ქნეს.  ჩან­და­ლა უნ­და არ­სე­ბობ­დეს. ყო­ველ ბრაჰ­მან­სა და ქშატ­რი­ას ჩან­და­ლას აჩ­რდი­ლი ად­გას თავ­ზე. სა­დაც ჩან­და­ლაა, იქ მი­სი უმე­ტე­სი კა­ციც უნ­და იყოს. სა­დაც ჩან­და­ლა აღა­რაა, ვე­ღა­რა­ვინ იქ­ნე­ბა მი­სი უმე­ტე­სი.
კა­ლი-იუ­გას ეპო­ქა­ში თუ ყვე­ლა უა­რობს ჩან­და­ლად ყოფ­ნას, ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ჩან­და­ლაა. ნე­ო­მე­ქა­ნი­ცის­ტურ სო­ცი­უმ­ში თუ ყვე­ლა უა­რობს გო­ლე­მად ყოფ­ნას, მა­შინ ყვე­ლა გო­ლე­მია და უფ­რო უმე­ტე­სი გო­ლე­მია, ვიდ­რე ეს გაც­ხა­დე­ბუ­ლი გო­ლე­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს ორ­გზის გო­ლე­მია.
ჩან­და­ლად  გე­ბა თა­ვი­სე­ბუ­რი სა­ხი­ო­ბაა დღეს. ყვე­ლა ჩან­და­ლაა, გარ­ნა ჭეშ­მა­რი­ტი ჩან­და­ლა ძნე­ლად მო­სა­ძებ­ნია. ჭეშ­მა­რი­ტი ჩან­და­ლა მომ­დევ­ნო გარ­დას­ხე­უ­ლე­ბა­ში სხვა უნ­და იყოს. იგი აღარ იქ­ნე­ბა ჩან­და­ლა. ეს არის მი­სი ერ­თა­დერ­თი სა­ე­სა­ვი, რად­გან ღმერ­თე­ბის ხსე­ნე­ბა და მა­თი თაყ­ვა­ნე­ბა მას ეკ­რძა­ლე­ბა თვით ღმერ­თე­ბი­სა­გან. ახ­ლან­დე­ლი ჩან­და­ლა კი მრა­ვალ სულ­თახ­დას გა­ივ­ლის და მა­ინც ისევ ის იქ­ნე­ბა ყო­ველ ახალ და­ბა­დე­ბა­ში, რად­გან მი­სი სა­ე­სა­ვი არაა სხვად ყოფ­ნა. ეს იმი­ტომ, რომ მას არ ემ­ძი­მე­ბა, არ ეთა­კი­ლე­ბა ჩან­და­ლად ყოფ­ნა და ამას ღმერ­თე­ბის სას­ჯე­ლად არ მი­იჩ­ნევს. არ­სა­დაა ასე­თი სას­ჯე­ლი თვი­ნი­ერ ინ­დუ­იზ­მი­სა, რომ ღმერ­თე­ბი­სა­გან მოკ­ვე­თილ, უსა­სოო და უკა­რე­ბელ კაცს ალა­ლი მოღ­მრთე­ო­ბაც კი ეკ­რძა­ლე­ბო­დეს და აღ­კვე­თი­ლი ჰქონ­დეს სა­ლო­ცავ ალაგ­თან მი­ახ­ლო­ე­ბაც კი უა­რე­სი სას­ჯე­ლის ში­შით, ვიდ­რე ჩან­და­ლად ყოფ­ნაა. ასე­თი სი­სას­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად ინ­დუ­იზ­მი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს აღე­მა­ტე­ბა რი­ტო­რე­ბის შუ­ქის სი­კაშ­კა­ში­თა და უმაღ­ლე­სი ზნე­ო­ბით. ინ­დუ­იზ­მის წი­აღ შე­უძ­ლე­ბე­ლია რო­დეს­მე გა­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ვოლ­ტე­რი და რუ­სო. ჭეშ­მა­რი­ტი ჩან­და­ლა არაა გო­ლე­მი. სწო­რედ ასე­თი ჩან­და­ლას წი­ნა­შე მო­ი­ხა­რა ქე­დი ბრძენ­მა შან­კა­რამ, რო­მე­ლიც უარ­ყოფ­და ბუ­და­სე­ულ თა­ნას­წო­რო­ბას. ვინ იფიქ­რებ­და, ასე თუ იქ­ნე­ბო­და ამა ჟა­მის კა­ცი, რომ მის­თვის ჩან­და­ლად ყოფ­ნაც ძნე­ლად მი­საღ­წე­ვი გახ­დე­ბო­და.
ამა ჟა­მის პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის უდი­დე­სი მიღ­წე­ვა არის პლუ­რა­ლის­ტი გო­ლე­მი. სის­ტე­მამ პრინ­ცი­პულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დე­ბუ­ლე­ბად და აქ­სი­ო­მა­ტურ ვი­თა­რე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნი არის მან­ქა­ნა, კალ­კუ­ლი­რე­ბა­დი სა­ხი­ო­ბუ­რი არ­სე­ბა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი მო­დუ­სი არის თა­მა­ში. ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი სიც­რუ­ი­თა და მდა­ბალ­ქცე­ო­ბით მხო­ლოდ გა­ნამ­ტკი­ცებს ამ ვი­თა­რე­ბას. ასე ხდე­ბა ქრის­ტი­ა­ნო­ბის წი­აღ­ში. მი­სი და­სას­რუ­ლი ეს არის, რომ ქრის­ტი­ა­ნი გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ტი­კი­ნა და სა­ნა­ქე­ბო გო­ლე­მი.
ამ აქ­სი­ო­მის და­ფუძ­ნე­ბას და­სავ­ლე­თი ყველ­გან ცდი­ლობს. ტექ­ნი­კა­სა და კა­პი­ტალ­თან ერ­თად დი­დი გო­ლე­მის სა­მო­ცი­ქუ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქა­ლი და მი­სი ფი­ზი­ო­ლო­გია. ეს არის ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ღმერ­თის სა­ბო­ლოო სიტ­ყვა. სის­ტე­მამ მეც­ნი­ე­რე­ბის მო­ნა­პოვ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა ადა­მი­ა­ნის გო­ლე­მი­ზე­ბი­სათ­ვის. გა­საკ­ვი­რი ისაა, რომ სა­ყო­ველ­თაო გო­ლე­მო­ბის პი­რო­ბებ­ში მო­მეც­ნი­ე­რე კა­ცი მა­ინც ახერ­ხებს წა­რე­მა­ტოს ბუ­ნე­ბის­მჩხრე­კე­ლო­ბა­ში. კოს­მო­ლო­გი­ამ და კვან­ტურ­მა მე­ქა­ნი­კამ ქრის­ტი­ა­ნულ თე­ო­ლო­გი­ას ძალზე და­უმ­ძი­მეს საქ­მე. რე­ლა­ტი­ურ­მა ფი­ზი­კამ ნე­ბის­მი­ე­რი ხდო­მი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბი გა­ხა­და. ამ მეც­ნი­ე­რე­ბამ აა­ყი­რა­ვა შე­საქ­მე, ვი­თარ­ცა ათას­წლო­ვა­ნი ბე­ბე­რი ხე და მი­სი აქამ­დე უხი­ლა­ვი ფეს­ვე­­ბი ხი­ლულ­ჰყო.
აწ­მყოს მა­ში­ნი­ზა­ცია და აბ­სო­ლუ­ტი­ზა­ცია, ადა­მი­ა­ნის პლუ­რა­ლისტ გო­ლე­მად და წყვე­ტილ სწორ ხა­ზად  გა­დაქ­ცე­ვა მოხ­და. ამა­ში ლი­ბე­რა­ლიმ­მა არა­თუ ლო­მის წი­ლი და­ი­დო, არა­მედ ჰი­ე­რა­ტუ­ლი მი­სია აღას­რუ­ლა. ყო­ვე­ლი­ვე ამის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნი მა­ინც რჩე­ბა იკ­ლი­კან­ტურ და ამ­ფი­ბო­ლურ არ­სე­ბად. შემ­მეც­ნეს მა­ინც მიწ­ყივ კაც­ზე ფიქ­რი და მის­თვის ბრძო­ლა უხამს. კა­ცის მა­ტი­ა­ნე ვერ იქ­ნე­ბა სწო­რი ხა­ზე­ბის მო­ნაკ­ვეთ­თა კრე­ბუ­ლი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s