რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?


 წერილი მეორე

            დიდად საოცი და შემაძრწოლებელია,ოდეს ღმერთი კაცთა გვერდით ხილულად ჰგია მოსეს ბანაკში და საომრად იზიდება. ამ დროს კაცის ფიქრი და სიტყვა სრულიად სხვაგვარია. იაკობის ძეთა ეგვიპტიდან გამოსვლა არის ისტორიის მახვილით შემქმნელთა კურთხევა, საღვთო განზრახულობის საომარი დასაწყისი. აღთქმული მიწა მეომრული ჩაუქობით მოიპოვება. უდაბნოში გაქცეული მონა აღთქმულ მიწაზე უნდა შევიდეს მხოლოდ როგორც მეომარი. საღვთო განზრახულობისათვის თორას ღმერთმა ხალხებიდან მხოლოდ იაკობის ძენი გამოარჩია.ზეპურობას დიდი სისხლით დადასტურება სჭირდება და იუდეველმა მიიქედა ეს ტვირთი.

უდიდესი ფილოსოფიური აზრია მოსეს წიგნებში. იუდაიზმისა და იუდეველთადმი სიძულვილის, ქრისტიანული ღვთისმეტყველების შაბლონების გამო ეს არაა ჯეროვნად გააზრებული. მიწის გულისათვის ხილულად ჰგიეს და იბრძვის ღმერთი მახვილით. განა ცათა გამო, მტილოვანთა გამო შემოექცა ღმერთი სოფლად, არამედ მიწის გამო. იმ მიწას ეზრუნვის ცაბაოთი, რომელიც ადამის მიერ ნაყოფის ხმევისათვის საუკუნოდ დაიწყევლა. მოსეს ბანაკში დგომით თორას ღმერთი ადამის წყევლას იზიარებს. ნათლის სვეტად დადგა მამრი ღმერთი მისგანვე სასტიკად დაწყევლილ მიწაზე. აი ეს არის საზარელი საგონისი.

შეუძლებლის შესაძლებლობა დადასტურდა მოსეს ბანაკში. ომით დაიწყო კაცისა და ღმერთის ერთობის ისტორია. ზეაღმტაცია მოსეს ქრონიკების სიალალე და  გულმოწყეობა. ფილოსოფოსს უხამს ამის კვლავ წაკითხვა და სიტყვის გამოგება არა იმისათვის, რომ მომყრალ სამოყვასოს ღვთისმოსაობას უმტკიცებდეს, არა იმისათვის, რომ მოსეს ისტორიაში უთუოდ ქრისტეს მოსვლის მინიშნებას ხედავდეს და თავს ნაზარეველი მოძღვრის მოესავად ასაღებდეს.

ქართველიც იჩემებს საღვთო რჩეულობას. სულ მცირე რამ მაინც თუ არის მის ცხოვრებაში ბიბლიური? ახსოვს კი მას ახლახანს მომშთვარი ეროვნული მოძრაობა?  რაც სულობად იყო წარმოჩენილი, დრომ ის ჩათლახობად და სიგიჟედ წარმოაჩინა. როგორ გაყუჩებულა და გამტკნარებულა ქართველი ჭამადის გულისთვის. თითქოს არა ყოფილა რა. გაიაზრა მან ეს მოვლენა ისე, როგორც ჰხამს? პურით ცხონების გამო განაგდო ქართველმა რჯული. ერთი დღის სავალს ვერ გაივლის უდაბნოში ის, ვინც წინ პოლიტიკური მაიმუნი და ძველი ავაზაკი გაიძღოლა. თბილისის მოსიკელა და მიტინგის კინტო ვერ ივლის უდაბნოში. გაზეთის თითხნაში დაბერებული კაცების ლაღობა და ანგლობა შვილთა თაობას მოსახსოვნელად არ გამოადგება. ეს უნდა დამალო შვილთაგან. ვაი კაცებს,ვისთვისაც საბოლოო არგუმენტი ხატების ქუჩაში გამოტანა და გაზეთში სახარების ბეჭდვაა. ნატყუარი და წუთხიანია ეს მერჯულეობა.

ქართველებს ვინ აღირსებს მოსეს? იგი რომ იყოს საქართველოში, მოდგმის ნახევარი მოსეს ბელადობის პირველივე თვეს გასაწყვეტი იქნებოდა. შვილს ასწავლის იუდეველი ლოცვას, რომ გახსოვდეს ეგვიპტიდან გამოსვლა. ქართველი თუ იტყვის თავისი წარსულიდან ლოცვაში წარმოსათქმელ ამბავს? როგორ დაუნდობლად მოიკლა ქართული იდეა პურით ცხონების გულისათვის. არ გინდა ქართველო ქართველობა? ჯერ კიდევ წინ არის შენი დამდაბლება და გალახვა.

უილაჯო და უნიათოა ქართველთა ღმერთი. ლაქიად დამდგარა იგი ლიბერალთა ბანაკში. ხან სად ჩაიკეცება და ხან სად. კაცთაგან მოსაბრუნებელი ხდება. ქალები ეხვევიან გარს გაზეთებისა და ტელეარხების ღმერთს, რომელიც მიდღემჩი პოლიტკორექტულობას საჭიროებს, რადგან სხვაგვარად ის ვერ ღმერთობს. მას არჩევნებზე, მიტინგებზე, პრეზენტაციებზე ეძახიან და არა ომში. ისრაელის ღმერთი კი, ვითარც მხედველი კაცები იტყვიან, მოეჭველი და შურიანია. ცის მხედრობის ღმერთია იგი და თავის თავს მრავალგზის ომში ადასტურებს. ისრაელის ქმარი და უწყალო მეომარია იგი. კაცთა შორისაც მიწის მოზრუნავ მამრსა და მეომარს მოელის და სწყალობს მას. რარიგ არ დააშვრეს ენა, რათა დაემცროთ მისი ღმერთობა სიყვარულისა და მოყვასის ძახილით, მაგრამ მიწამ ბოლოს მაინც თავისი მოითხოვა კაცისგან. არად არგია მოსეს ღმერთს თავის გარშემო მოყვასთა ჯარვა და ტირილი. არ სჭირდება მოსეს ღმერთს ენაგრძელი ვექილები ლიბერალთა სადროშოდან. მისი მსჯავრი ვერ გაიზომება ლიბერალთა არშინით.

მოსეობისას უდაბნოში იარება რელიგიური თემი და არა ლიბერალი ინდივიდების შენაყარი. მოსეს ბანაკში ადამიანის უფლებები მცირეოდენსაც არ ნიშნავს. აქ შემცოდე სიკვდილით ისჯება. იგი ვერ გაიქცევა ლიბერალთა ვექილთან საჩივრით.

ეს ყოველივე გააზრებული რომ ყოფილიყო, მაშინ მრავალგზის აღარ იტყოდნენ საერონი და სამღვდელონი, რომ ქართველნი ჯერ კიდევ უდაბნოდ იარებიანო. გულარძნილია ქართველი თავისი ქვეყნის მიმართ. იგი საკუთარ მიწაზე მოსულივით იქცევა. არ იცის მან მიწის ერთგულება და მისი შენახვა. სუნთქვასავით გაიბუნება ქართველმა სიმხდალე და გამცემლობა. ქაღალდის მთები მოიჭამა და მელნის ზღვა დაშრა მამულიშვილური წიგნების წერაში და ეს არას შველის. ახლა რომ არის, ასეთი ჟურნალ-გაზეთობა არასოდეს ყოფილა საქართველოში. როგორ გაარარავდა სიტყვა, როგორ გათახსირდა ენა. ამდენი მაიმუნი და უნტერმენში გაზეთით იოხებს ბუგრიან გულს და იძღობს შლეგურ ზნეს. კლოაკად ქცეულა ქართული ნაკალმევი. გუშინ თუ თქვაო ვაჟა-ფშაველამ:

„სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს

ქაღალდს ნათითხნი მელანი.“

ლექსი “1875 წლის სახსოვრად“ (1895 წ.)

ესეც ვაჟა-ფშაველამ თქვა:

„არ გვეშველება, თუ ერთს დროს

სისხლად არ იქეც, მელანო!“

ლექსი “საახალწლო“ (იანვარი, 1896 წ.)

სულ ერთი და იგივე მეორდება საქართველოში უკვე მერამდენე საუკუნეა.   გინდ მონარქია იყოს, გინდ რესპუბლიკა. უბედურებიდან ისევ უბედურება გამოდის. მურდლად დასრულდა XX საუკუნე საქართველოში და XXI საუკუნეც ასევე დაიწყო. ძველ ცოდვას ახალი ცოდვა მიესართა და ამას ეგებებიან განუწყვეტელი მღერით, ჩიტირეკიობით, თქართქარით.

ქართველობას XX საუკუნის ბოლოს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა დაემტკიცებინა, რომ ის მართლაც ისეთ ცხოვრებას შექმნიდა, თავისი შეურიგებელი ნათქვამით რომ იწამებოდა. დისიდენტების ლიტონ სიტყვას აყოლილი, იოლ ცხოვრებას ნაჩვევი მოდგმა შუბლით კლდეს შეასკდა. ამის შემდეგ კი გალახული კაცების გალობა და დავლური  ტრადიციად და კულტურად წარმოჩინდა. ლიბერალ-კაპიტალიზმის ნაკლებობას მიზეზობდა ქართველი და დუნიის გასაგონად ყვიროდა.  შემოვიდა ლიბერალიზმი, ადუღდა და გადადუღდა კიდეც, ქართველი კი ისევ ის დარჩა. ცხოვრებამ აღარაფერი დატოვა ქართველთა სამიზეზოდ და მოსადავებლად. შეგაძრწუნებს და გაგაშავებს ამაზე ფიქრი, თუ მართლა გელმის საქართველოს ბედშავობა.

XX საუკუნის მიწურული, 1992-99 წლები ვითომ აღარ ახსოვთ საქართველოში. როგორ იაბდლებს თავს ქართველი. ვითომ არ ყოფილა ეს ნაწყევარი და შლეგიანი წლები, მერმისად ისევ წყევლად რომ დაუხვდება საქართველოს. ეს რა იყო? რამდენი შეძლებია ქართველს, რომ თავისი დოვლათიანი მამული ერთბაშად სასალახნოდ   აქცია. დრო რა არის საქართველოში, თუ არა ხვეჭის, გამცემლობის და წყმედულების დღეები. ლიბერალიზმმა და ბაზარმა მოახდინა მთელი მოდგმის საბოლოო ლუსტრაცია ისე, როგორც ამას ვერ შეძლებდა ვერც ერთი რასისტულ-ევგენიკური თეორია. სადმე სხვაგან თუ არის ასეთი სადისტური და კაცთმოძულებრივი გარემო, როგორიც ქართველთა შორისაა?

ქართველს ისე სძულს რაიმე ნიჭით შემკული ქართველი, როგორც თალმუდის რაბინს სათნოებით სავსე გოი. თალმუდის წესით, გოი ყოველთვის ღორი უნდა იყოს და თუ იგი სათნოებით მკულია, რაბინი მის მოკვლას ისწავლება. ასეთია ქართველი თავისიანის მიმართ. იგი მუდამ იმას იზრახავს, რომ გააქიაქოს, დემონსტრაციულად არად ჩააგდოს თანამოძმის ნათმენ-ნასათნოვარი. ქართველის ლიღარი ისაა, რომ მოკლას რაიმე სიკეთით გამოჩენილი თანამოძმე ან აწამოს ის. ქართველს ეხარება, რომ ქართველი არის ღორი, მახინჯი, გიჟი შვილების მამა. უცხოელებთან კი თაფლად იღვრება ქართველი და მათაც ატყუებს. უცქერენ უცხოელები ამდენ თაღლითს, ბრიყვსა და ბრიყვისმაგიერს.  რა კარგს იფიქრებენ ისინი ქართველებზე?

საქართველოში სინდისი არის საგაზეთო საქავებელი და წლობით იქავებენ. გამოიყეფებიან და შორით იცქირებიან. ისე კი წარმოაჩენენ, რომ შუაგულში დგანან, ხვითქი გადასდით ფიქრსა და მამულზე ზრუნვაში. აი ამიტომ, მუდამ სხვათა დასაყიალად არის ამდენი აკადემიკოსის ქვეყანა. ამაგდარად წოდებული პატივდებული მეტყუილენი მადლის მოფენასა და ღვთის მფარველობას იმტკიცებიან. ისინი არას იტყვიან იმ უღმერთობაზე, რაც საქართველოშია, სადაც მზე დილასვე ჩადის. ქართველ მწერალს და ისტორიკოსს საქვეყნო სარბიელი თავისი მამის დანატოვარი ბოსტანი ჰგონია, სადაც ის თავისთვის იჩიჩქნება, თავისას ერეკება.  რა არის ქართული პატრიოტიკის ბოლო? ის, რომ უცხოელი ხარ შენს მამულში,  ცხოვრობ სამშობლოში, როგორც უცხოეთში. მარჩილადაც არ ფასობს ეს ექსტაზურ- მამულიშვილური გაზეთობა. შეგექართლება ქართველი გაზეთში, გულში კი გზიდან გადაგდებული ჰყავხარ. აზრი დაკარგა საქართველოში სინდისთან, მუდმივობასთან, აზროვნებასთან დაკავშირებული სიტყვების ხსენებამ. არაფრობის დამთესმა არაფრობა მოიმკო. როგორ იჭიმებოდა ქართველი და ჩააყუყა ის ცხოვრებამ. განა სხვაგან არ ყოფილა დიდი დაცემა, მაგრამ ჰქონდათ საიმისო ნიშატი, რომ ეთქვათ მართალი. ასეთი ხანგრძლივი დაცემა, როგორიც საქართველოშია, არსად ყოფილა. ამაზე დუმილი აღარ ეგების. აუცილებელი არაა ოპოზიციონერი იყო, რომ სანიშნო სიტყვა თქვა. მაიმახობა და უკუღმართობა დაკანონდა ქართველთა შორის. მერამდენე საუკუნეა, რომ ერთი და იგივეა საქართველოში. სიბრძნე არაა ქართველებში. ქართველს ნებისმიერი განსჯა გამოჰყავს საკუთარი ავტოფილიიდან და ნარცისულობიდან. თაობიდან თაობაში ასეა.

დასავლურმა ჰუმანიტარულმა ტექნოლოგიამ ქართველი ამხილა იმაში, რომ მას არა აქვს სამართლიანობის განცდა, მას არ შეუძლია პასუხი აგებინოს ქვეყნის დამქცევთ. სულ მცირე ილუზიაზე იყიდება ქართველი. ოღონდ მას ფიქრი არ მოუხდეს და ყველაფერს შეეგუება. დასავლურმა პოლიტიკურმა მენეჯმენტმა ქართველი ამხილა ჭკუანაკლულობასა და უსინდისობაში. გაპარვა უნდა ქართველს და გააპარა კიდეც იგი დასავლურმა პოლიტტექნოლოგიამ. XX საუკუნის 70-80-იან წლებში ქართველთა შორის დამკვიდრებული იყო გამოთქმა: „ტეხნიკურად უნდა მოიქცე“. აგერ, ტეხნიკურად გექცევა ქართველო ჰუმანიტარული ტექნოლოგიების ოსტატი დასავლელი ლიბერალი, შენ რომ სულიერ ნათესავს და მოკავშირეს უწოდებ. აბა რა გეგონა? მოვიდოდა და კოჭს გიგორებდა?

ხელისუფლების თახსირობა მხოლოდ საბაბია, რომ მასზე უარესი ოპოზიცია სპეკულირებდეს და წლობით ყიყინებდეს. აქამდე თუ არ განწმენდილა ქართველის გული, არც განიწმინდება. იმპროვიზებული რაინდობით არაფერი გამოვიდა და ქართველს ამის იქით არა შეუძლია რა. ამიტომ არა აქვს აზრი ისეთი ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას, რომელიც სიკვდილით დასჯის ავაზაკებს. იქმნება მოჩვენებითობისა და პარაზიტიზმის სტანდარტები. ადამიანის ჭკუა აქ იზომება იმით, თუ როგორ აქვს მას ათვისებული ეს სტანდარტები. ეროვნული მოძრაობის საარაკო თავისმოჭრის შემდეგ კვლავ დადასტურდა ივანე ჯაბადარის, ნიკოლო მიწიშვილის, კონსტანტინე კაპანელის  აუგად თქმული ქართველებზე. ვინც პირველობდა, ის უკანასკნელი გამოდგა. ქართველის ინდივიდუალიზმი იყო და არის ნატუტუცარი კონსიუმერის ინდივიდუალიზმი, მჭამელ-მომნელებელის უტიფრული ცუდმსიტყველობა, ქალაქელი ნარცისის ჭინთვა. ეს არაა შემეცნებითი და შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი. ქართველის ცნობა გაირყვნა სიმარტივით, სიმსუბუქით, მელექსია სადისტების ნაჯღაბნით. ქართველნი ეტანებიან იმას, რაც არ მოითხოვს მუდმივობას. უაზნონი გულით, მყრალნი და მხდალნი ისევ გაზეთს შეჰფარებიან. უსამართლობა და ცოდვის სისხლი არის ერთადერთი რამ, რაც ქართველებს მცირე ხნით აერთიანებს. მეფეების დროიდან ასე იყო. მოწამლულია საქართველოს ყოველი გოჯი მიწა. ყოველგვარი მეთოდოლოგიური ძიების გარეშე აშკარად ეტყობა მოდგმას სხეულის კონსტიტუციაზე, ფიზიონომიაზე, ნათქვამსა და ნაქცეურზე დაწყევლილობა. კრულებაში მყოფია მოდგმა და არ იმჩნევს. სხვებს უდგას ჯიბრში, ერთი დღით ცხოვრობს. ამ დროს დასავლურ პოლიტიკურ მენეჯმენტს დეგენერატებისა და ოლიგოფრენების მასა გადაჰყავს კონსიუმისტურ ექსპოზიციასა და  დიზაინში. ტელეიმპროვიზაციები, კონცერტები, სასტუმროები და მისთანები. კიდევ სადამდე შეიძლება მივიდეს ქართველთა გამოშტერება და ცეტობა? კიდევ რისი მოგონება შეიძლება, რომ თახსირმა ითახსიროს? მაინც ამ ჰუმანიტარული ტექნოლოგიისა ეიმედება ქართველს, რადგან ის ამართლებს ამ უსაშველო დეგენერატობას. ქართველის ხელითვე უნდა შემზადდეს საქართველოს ამოწყვეტის წანამძღვარი.

თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა და როგორ შერცხვენილა ქართველობა, საიგავო ნათახსირალით დამძიმებულა. ხომ არ შეიძლება ყოველი საქვეყნო წამოწყება ჩაფლავდეს, წელთა გამოხდომის შემდეგ კი გამწარდე და მიაფურთხო იმას, რაც მთელი კატეგორიულობით ზნეობრივ ნაქცეურად იყო წარმოჩინებული.

მეტად დამთრგუნველია ეს ეთნიკური სტერეოტიპია, როდესაც იცვლება სისტემები, რეჟიმები,იდეები და ამას ეწირება ათასობით ქართველი. ბოლოს კი ისევ ისაა საქართველო. თუ ეს შეგნებული გაქვს, დიდად გგვემს და გიუცხოვებს არამზადებით გავსილ სამშობლოს. სისულელეა ამდენი ლაპარაკი გზაგასაყარზე, წყალგამყოფზე, ახალ გამოწვევებზე. ვინ გამოგიწვია ქართველო და რისთვის? ვინ რა საქმეში გისაკლისა? ერთ დღეში რომ გაქრეს საქართველო, ეს ვის დაანაღვლებს? არსად ხარ ქართველო წასული, რომ გზაგასაყარზე დადგე. გემძიმება გარეობა და ყარიბობა. შენ გინდა რომ შინ მჯდომს გაქებდნენ და სამოწყალოდ გინახავდნენ. მტერმა იცხოვროს ქვეყანაში, სადაც ყოველ წელს ახალი ეპოქა და ახალი ეტაპი იწყება, სინამდვილეში კი უხანო ხანი და ისტორიის მიღმა გდებაა. რის აღორძინებას იმტკიცებიან? რა? სადა? რა გაგაჩნდა, რომ ააღორძინო? დიდი ქვეყნები – ინდოეთი, ჩინეთი, არაბეთი, ირანი რომ დაკნინდნენ, ამის გააზრებას და დაძლევას დასჭირდა ათობით მოაზროვნის მუდმივი ფიქრი. შენ ვინ გყავს აქ მოაზროვნე? არც რას სხვისას კითხულობ, არც რა შენი გაქვს. ის ვერ გაგიგია დღემდე, რა გინდა, რა გალაპარაკებს. აბა გამოვიდეს რომელიმე ფილოსოფოსი და სანიშნო რაღაც თქვას. 1992 წელს ხომ ერთურთს აღარ აცლიდნენ პოლიტიკურ მარჩიელობას და დემოკრატობას ფილოსოფოსები. დემოკრატიაზე დაიყვანეს მათ ფილოსოფია. დემოკრატია კი არაა და ვერ იქნება ფილოსოფიის საგანი. პროფანაციული ციკლები არ წყდება. ბლეფობაა ყველაფერი საქართველოში. ოღონდ ერთი დღეც გაათრიონ, როგორმე დააღამონ  ეს დღეც. ასე გა-PR-ება საკუთარი ცხოვრებისა, დადგმულ ფოტოებზე გაგიჟება და მათი კომენტირება. მერე კიდევ ეს აქსიოლოგი, კულტუროლოგი, გალაქტიონოლოგი ქალები, რომელნიც ბევრს იტყვიან ღირებულებათა შკალაზე, ჭეშმარიტ ძელზე, დაწუნებულ ქვაკუთხედზე, ღმერთზე, რომელიც ვერვინ იცნო. შეგაზიზღებენ ქართულ ენას, ქართულად ფიქრს, ქართველად  გაჩენას და გაგაქცევენ. ამდენი ღვარძლიანი დიაცის მოქრისტეობა, მემუარისტობა, ლირიკოსობა საძაგლობაა. ასე იოლად დაიშრიტა ეროვნული სული, რომ კრინტს არსად ძრავენ ეროვნული მოძრაობის დროინდელი დასები. მხოლოდ თავისმოჭრისთვის იყო ეს ყველაფერი?

თავისუფალ აზროვნებასა და შაბლონების დაძლევაზე ამდენი ლაპარაკის მიღმა დგას გამედგრებული კონფორმიზმი. აზროვნების წესი ხელისუფლების კაპრიზებითა და ეთნოცენტრისტული სილოგიზმებით გადასხვაფერებულა. ყველგან იდიოტიზმია გამეფებული. ჯღაბნიების არშინით იზომება დიდი და მცირე. რა აფრაკობაა ქართულ ტელეარხებზე, სადამდე მივიდა ქართული გაზეთი.

ქართველთა არაკაცობის შეუვალ დასტურად დაიდო ეს ამოდენა ნაწიგნი და ნაგაზეთარი თავისუფლებაზე, ღმერთზე, სამშობლოზე. ქართველთა მიერ უცხოელთა ყოველი მხილება საბოლოოდ ისევ ქართველთა სიმდაბლის მხილებად იქცა. მამხილებელი არაფრით მეტი არაა იმაზე, ვისაც ამხელს. რისთვის იხარჯება ამდენი ქაღალდი, ამდენი სიტყვა? სურთ დაუმტკიცონ ქვეყანას, რომ თეიზმია ჭეშმარიტება, ათეიზმი კი ბოროტებაა. სურთ დაარწმუნონ ქართველი, რომ კაპიტალიზმია ჭეშმარიტებაც, სამართალიც და სინდისიც, სოციალიზმი კი დასაგმობია. ის კი აღარ ითქმის, რომ ქართველი იგივე დარჩა და ეს არაა ათეიზმის ბრალი. რამდენი ითქვა ბიბლიაზე და რა? ეგზომ მრავალი დაიყბედეს ღმერთზე, ქრისტიანულ სიყვარულზე და სადმე არის ეს სულიერება? ანგელოზებს ეჭიდებოდა კალთაზე ქართველი და თავი მოსწონდა, ქაჯებს კი ეტომა. თავიდანვე განხმელებული და ცივი იყო მისი გული, ვინც მხოლოდ ათეიზმის ჯიბრით ამდენს იტყოდა ქრისტესმიერობასა და მოყვასობაზე. უგულისძგერო რელიგიური განხილვები, რიოში ჭირისუფლობა უბედურებათა გამო, გამუდმებული ყვირილი. ეს ქართველთა ზნეა.  ცოცხალი მკვდრებისა და მკვდრადშობილი სიტყვების გარემოში როგორ გამედგრდა წიგნისმტყუვარება. წიგნების სასაფლაოები დადგა. ქართველი ცდილობს დამალოს ბედშავობა და სიმდაბლე დასავლური ჰუმანიტარისტიკიდან აღებული ტერმინების ჭახჭახით. არ დაიმალა ჭირი და უფრო იმძლავრა.

მოშორდეს ქართულ ტექსტებს ეს პატრიოტობა და მათგან არა დარჩება რა. ქართულ ნათვამს აკლია აზრი, აკლია ფილოსოფიურობა. ქართველის ნააზრევი ექსტრემულად არაპლატონურია. ეს არის ნაზავი გასტრონომიულ-გენიტალური რეფლექსებისა და პოლიტიკური ტაკიმასხრობისა. ქართველს აგიჟებს სიტყვები. მისი  ცნობიერება ფხიზლობს მხოლოდ ვერბალური სიშლეგისა და ექოლალიის დროს. ამის გარეშე ქართველს უჭირს სიტყვის გამოგება. პოლიტიკური ცუგრუმელა ათასობითაა,   მოაზროვნე კი არსადაა. დიდი თეორიული საკითხები, რაზეც უნდა დაეშენოს ქვეყნის პოლიტიკა უახლოესი 50 წლის განმავლობაში, დამდაბლებულია ბინძურ ანეკდოტამდე. აქამდე რომ მივიდოდა ქართული ჟურნალისტიკა და ასე ითახსირებდა, თავიდანვე, 1992 წლიდან ჩანდა.  პატრიოტიზმი საქართველოში პარაზიტიზმის სახეობა და ერთურთის გასაცურები ილეთია.

განვლილ ოცწლედში, ჩემი აზრით, საუკუნის სამყოფი დრო ჩაეტია. სიმდაბლის კრისტალიზება მოხდა და ახლაც ხდება. წლების მანძილზე რამდენჯერ ითქვა ამბიონიდან და კათედრიდან, რომ ლიბერალიზმისა და რელიგიის არქონის გამო ქართველი თავის სულიერებასა და ზნეობას ვერ ავლენდა. მას ეს ვითომ ტბორივით დაუგუბდა გულში და ტოტალიტარული მარწუხებით შებოჭილს გასაქანი არ ჰქონდა. აგერ ლიბერალიზმი, აგერ ათასობით ეკლესია და სადაა ქართველის სულიერება? სადაა ქართველის აზროვნება? ვისგან რა ისეთი თქმულა?

საკუთარ მამულში ქვეგამხედვარი, მოძმისათვის ავის მზრახველი ქართველი პოლიტიკური ინფანტილიზმით ქმნის სათნოების ილუზიას. ეს არის მთხოვარა ყმის ზნე, რაც ქართველებში საუკუნოვანმა ბილწობამ გააქვითკირა და მოდგმის გენეტიკურ ნიშნად აქცია. აკვიატება იმისა, რომ სადღაც უცხოეთში არიან ქართველთა მეგობრები და მიმშველებელნი, როცა ქართველი შინ არის ავაზაკი, უსინდისო მოლაყბე, სათნოების მტერი.

თახსირი კაცები და ქალები ერთურთს იყოლიებენ და ატყუებენ თავისი გაზეთებით. სხვებს ამხელენ, კილავენ, თავად კი უარესნი არიან. ყველაფრის გაზეთის დონემდე დამდაბლება საქართველოში ფიზიკის რომელიმე კანონივით შეუვალი ვითარებაა. ცრუა ქართველის სიტყვა. უმდარესია და ქალური ქართველი კაცის განსჯა. გიჟდება ქართველი კაცი გაზეთზე და ეს ფსიქიატრიული შესწავლის საგანი უნდა იყოს. სულისა და აზრის მუქთამჭამელნი გაბევრებულან იმიტომ, რომ ასეთი  ყაიდით ცხოვრება იოლია. ქათამია კაცი და ვითომ ომიდან მოვიდა. განა რწმენით ამბობს სათქმელს ქართველი, არმედ ენას აჩალავებს და ბაყლით სავსე შიგანს ასე იქავებს. სიტყვა არ ჭრის, უღონოა ქართველთა სიტყვისგება. ყველაფერს იტყვიან და მაინც სიტყვანაკლულებაა. იშრიტება ყველაფერი. საქართველოში წარსულზე, ტრადიციებზე, მამულზე ლაპარაკი არის ისეთივე რამ, როგორც ბრიტანეთში არის ამინდზე ლაპარაკი, როდესაც ორი-სამი ინგლისელი შეიყრება. ეს იქ ზრდილობის ნაწილია. გულითადობს და ექართველება ქართველი საქართველოს თავისი ნასიტყვით, ფეხზე კი ჰკიდია ყველაფერი. ამიტომ არის, რომ მთელი ამ პატრიოტობისა და ეკლესიურობის ნაყოფი არის არა მაღალი სულის ქართველი, არა კეთილშობილი კაცი, არამედ ქალაქში გაშვებული მოლაპარაკე ცხოველი, ორფეხა ბასტარდი. თუ მას  რელიგიურად განვსჯით, ის არის საუკუნო უწმინდური, სიცოცხლეშივე შვიდგზის წყმედული. თუ მას ლიბერალურად განვსჯით, ის არის თავისუფალი ინდივიდი, რომელსაც აქვს გაზეთობის, არჩევნებზე მისვლის და ა.შ. უფლებები. მთელ დუნიაზე ძნელად მოიძებნება მოდგმა, რომელსაც ასე აგიჟებს პოლიტიკა. პოლიტიკა არის ქართველთა საწამებელი. პოლიტიკამ დაადნო ქვეყანა. რამდენი ითქვა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ინდივიდის განვითარებაზე და ეს თავის აბუჩად აგდებად იქცა. მამულიშვილობა საქართველოში არის უწყვეტი ისტერიისა და    ფსევდორემინისცენციის ნაზავი. მოგონილი ამბებით იტყუებენ თავს და შვილებსაც ამ წესით ზრდიან. ასეა შეთხზული მთელი საქართველო. აქ ყველაფერი ნატყუარი და ნაპარავია. სულიერიც და უსულოც ერთი დღისთვისაა. თავს აჩვენებს ქართველი, რომ მას აქვს სულიერი უნარი, რომლის გამოვლენა ვერ მოასწრო, ხვალიდან გამოავლენს ამ უნარს. ერთ გაძღომაზე გაყიდა უკვე მერამდენედ ქართველმა თავისი ქართველობა.

თავს იტყუებს ქართველი, რომ ის არის მიშველების, მეგობრობის ღირსი უცხოელთაგან. ნანობს, რომ მისი მამული აზიაშია და არა ევროპაში. ქართველნი რომ ევროპაში ყოფილიყვნენ, ისინი გეტოებში ეყოლებოდათ. იქნებოდა ომები მიწების წართმევის მიზნით, იქნებოდა სასტიკი ასიმილაცია. რევოლუციური ეპოქის ევროპაში კი ქართველნი თავად დაადგებოდნენ ასიმილაციის გზას. მათ მოწყლავდა ევროპის ქალაქების ბურჟუინული გარემო. ეს არ დაივიწყონ ლიბერალ-კაპიტალიზმის სპეციალისტებმა საქართველოში.

ქართველი მუდამ უსამართლო, მამულის ერთ დიდ სატყუილედ გადამქცევი უცხოეთიდან მოელის სამართალსა და ჰუმანურობას. ეს არის აზრისა და შეგნების მუქთახორობის ნიშანი. ქართველი შინ არ ვარგა, უცხოელთა წინაშე კი თავს ქველად და რაინდად აჩენს. გაიმასქნებით და ხიმანკლობით ლელოს ვერ გაიტან. სისხლს გთხოვს ცხოვრება ქართველო, მართალი საქმისათვის დასაღვრელ სისხლს. მიწამ თავისი მოითხოვა ბოლოს. მას განსაწმენდელი სამსხვერპლო სჭირია. რას უმსხვერპლავ შენ დღემდე მამულს, თუ არა გაზეთს? ეს რა სამსხვერპლოა?

მერამდენედ უნდა დაიწეროს გაზეთსა და ჟურნალში ილია ჭავჭავაძის ქვრივზე საჭირისუფლო და დაშაქრული სტატიები? აღარ დამთავრდება ეს ლაყაფი რუსთველზე, ცოტნე დადიანზე, აშოტ კურაპალატზე, შუშანიკზე, ასურელ მამებზე? დღეს სხვა მომხსოვნელობა და სხვა ცოდნაა საჭირო. ოპოზიციის არგუმენტი ისევ ფარნავაზი და ქუჯია. სხვას ვერას ამბობენ. ისევ სტილიზებული ჯვრები,  ლომები, ბატკნები პარტიულ დროშებზე. დაანაკუწეთ ეს დროშები და დახლები გადაწმინდეთ. ისევ ის ცუდმედიდობა და ჭკუასუსტობა მძლავრობს, რაც იყო 1992 წელს. ისევ არაფრობის მისტერია. სხვაგვარ განსჯას საჭიროებს ეს ჟამი. არ იცი როგორ იპოვო შენი გზასავალი. ლაპარაკობ იდენტურობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. შენი არგუმენტი ისევ ქაქუცა ჩოლოყაშვილია. ეს სასაცილო და სავაებოა. ვისთვისღა არის ბურჟუაზიულ საქართველოში ეს პათეტიკური ლაპარაკი? ეროვნული იდენტობის თემაზე დაიწერა უამრავი წიგნი. ეს მოგონილი პრობლემაა. რა ეროვნული იდენტიფიკაცია? ეჭვი გეპარება, რომ ქართველი ხარ? რა ამბავი აგიტეხია კონფერენციებსა და სემინარებზე? წადი შვილო, კრუხი დასვი კვერცხზე და დღეები ითვალე. გადი ყანაში, სარეველა აცელე, გუთანი გამართე, რამე დათესე, რომ შიმშილით სული არ გძვრებოდეს. რად გეთაკილება? მონობა და მთხოვარად შთენა არ გეთაკილება, მიწის მოვლას კი თაკილობ და გუდამშიერი კაცი ეროვნულ თვითმყოფადობაზე წიგნებს წერ. მერამდენე საუკუნეა ფარული მშივრობაა საქართველოში? ქართველს ემძიმება ქართველობა, ყოველივე იმის საპირისპიროდ, რასაც გაზეთებში იმტკიცება. ეს არის აკროამატული (თავშესაქცევი) ნათითხნი საუკუნო უბედურებაზე. ქვეყანა დნება და გაზეთში ღლაბუცობენ, კალამბურებით ერთობიან. გაილაღა პასკვილანტისა და ფელეტონისტის ზნემ. ხომ გიჟია ქვეყნის მთავარი, უარესი გიჟი მისი მამხილებელი ქართული გაზეთია. როგორც მთელი მოდგმა არ წაიყვანება საგიჟეთში, ასევე შეუძლებელია ყოველი გაზეთის რედაქციაში იჯდეს ფსიქიატრი. მხოლოდ ეს არაა, რომ ქვეყნის მთავარია შლეგი. უფრო სავაებოა ის, რომ მთელი მოდგმაა შლეგი. ქვეყნის მთავარი წავა, მაგრამ მოდგმის სიშლეგეს რა ეშველება? ქართველთა სამისხო ახლა არის კოლექტიური სააკაშვილი, როგორც ადრე იყო კოლექტიური შევარდნაძე. საქართველოა სააკაშვილი. აი ეს არის თავი და თავი. ერთი მუცლის ამოყორვა  ჰყოფნის ქართველს, რომ დაავიწყდეს ყველაფერი. საზღვაო კურორტი გეგონება თბილისი. როგორ დაიარებიან მონები ჭინჭებში ამოტრაკულნი, იტიტვლებიან და იჭიმებიან.  აიშვეს თავის ნებაზე. ამას არ უშველის  მთავრის გადადგომა და ახალი არჩევნები. ომი არ არის  და მაინც ომში   გალახულივითაა ქართველობა. ჯერ თურმე სად არის. ქვა და ბალახიც ქართველზე გაიცინებენ. გრიგოლ რობაქიძისგან აღებულ ჩაკლულ სულზე რომ უბნობდნენ წლობით და ბოლშევიკებს აგინებდნენ, ჩაკლული სული ახლა ნახონ. ასე ნაქები ქართული კულტურისას რომ იმედეულობდნენ, აღმოჩნდა,რომ ასეთი კულტურფორმები უამრავ ქვეყანას აქვს. აქ უნიკუმად გასაღებული რაც არის, ის უცხოეთში სტანდარტია. რა აქვს საქართველოს? რისი შექმნა შეუძლია მას იმის გარდა, რაც უკვე შექმნილი და სტანდარტიზებულია დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც? რა არის საქართველოში ისეთი, რომ დუნიამოვლილი უცხოელი მისით დაინტერესდეს იმაზე მეტად, ვიდრე ტურისტი ინტერესდება აქამდე უნახავი სუვენირით და მისთვის მოწყობილი ეთნოგრაფიული ექსპოზიციით? 40-50 მილიონიანი ქვეყნები აღარად ჩასაგდებნი არიან და შენ ირწმუნები, რომ საქართველოდ წოდებულ ორმილიონნახევრიან მონების სანაშენეს უცხოელთაგან ვინმე ფერაობას დაუწყებს? მსოფლიო ბაზარზე ყველა ბოზობით ნაბოზარი ქართველი იყიდება სადემპინგო ფასით. ოღონდ ვინმეს შეეტყუოს, თავი მოაჩვენოს. პირშიც რომ მიახალოს უცხოელმა ქართველს თუ რას ფიქრობს მასზე, განა დაირცხვენს. ხომ გაგიცნო უცხოელმა, ქართველო. იმიტომ ისწავლა ათასობით ქართველმა უცხო ენები, რომ დუნიას შეეტყო ქართველთა მონური ზნე და უჭკუობა? კიდევ ერთმა ამდენმა ქართველმა რომ ისწავლოს ევროპული ენები, განა ეს არის საქართველოს დასავლეთთთან დაახლოების საწინდარი? რამდენი ითქვა „ხელისუფლების მტკიცე ნებაზე, ნათელ ხედვებზე, თამამ ნაბიჯებზე, დახმარების ახალ პაკეტებზე“. არა, როგორ შეგრძნა და ჭკვას გადააცდინა უცხოეთიდან მოტანილმა ნაცვეთმა სიტყვამ ის მოდგმა, რომელიც თავის სიძველესა და ტრადიციებს მოჰკვეხდა მიდღემჩი. ლევნა არა აქვს სათარსავს და უფარსაგოს. ისე მსჯელობენ ქართველნი, რომ ადამის მოდგმის ბედი მათზე გადაწყდება. სიონის შვილებს უწოდებენ თავის თავს. ვაი აფრაკობას.

ქართველები თავის თავს აშანტაჟებენ და აშტერებენ საგაზეთო ნაჯღაბნებით, რომ ესა და ეს არის ქვეყნის ახალი ლიდერი, ოღონდ ეს დღეებიც, ეს თვეც როგორმე გაათრიონ. ყველამ იცის, რომ ეს ნაქები კაცი ლიდერი კი არა, არამედ კიდევ ერთი ზინტლიანი ჩვარია, ქართველთა მოსაღორებლად გადაგდებული. გადის დრო და შემდეგ თავადვე ქილიკობენ ამ ლიდერზე. თავის მოტყუების მანია გამედგრებულა ქართველებში. ოღონდ როგორმე მიათრიონ უბედური დილა საღამოს ბინდამდე და რას არ მოიგონებენ. ათასჯერ ნახა საქართველომ ამ ლიდერების ხატზე დაფიცება,  ქუჩებში ხელგადაჭდობილი გავლა და მოედნებზე საშიმშილოდ ჩაწოლა. კაცი დაილია ქართლში. კაცი ვეღარ კაცობს. ამიტომაა, რომ ხან პარიზიდან ჩამოყვანილი ქიტოხელა დედაკაცი მიიჩნევა წინამძღოლად, ხან პოეტი ქალი, ხან მთავრობიდან კაპრიზის გამო გამოქცეული მოკეკლუცე დიაცი. არას შველის შეფიცვა, ხატზე დაფიცება, ფიცვერცხლნაჭამთა ქადილი. ამის ბოლო ისევ გაპარვა და დამალვაა. აი ამ ჭკუით, ამ ნაგაზეთარით, რასაც „ეროვნული ფორუმი“, „სახალხო კრება“ და სხვა დასები ავლენენ, იმედოვნებენ რაღაცის შექმნას? კონსპირაციულობენ, რომ „მე ახლა გეტყვით იმას, რაც არავისთვის მითქვამს“. გინდა ახლა გითქვამს, გინდა ნუ იტყვი. რა იცი ისეთი, რომ სხვისთვის ისწავლები? თუ იცი რაღაც საიდუმლო, ახლაღა ამბობ და ამით რა? გაგეცინება ამათ კრიპტოკრატიულობაზე. ვითომ ქართველ ხალხს აფრთხილებენ, მჭახე სტატიებს წერენ. ამის იქით ვერ წასულა ცნობამცირე და ფეთიანი ქართველი. ამათ გაზეთს კითხულობ, ამათ ტელეარხს უცქერ, მაშასადამე, დებილი ხარ. საქართველო არის  ფიზიოლოგიური ავტოფილიის ქვეყანა. ოღონდ ცოცხალი იყო, დადიოდე, პირს აღებდე და თვალს აცეცებდე. მხოლოდ 2004-2011 წლების განმავლობაში შექმნილი და გამქრალი პარტიების რაოდენობა დაგანახებს, რა არის ქართველი. სიბრიყვეა ასეთი აკვიატებული გამოთქმები „მოსახლეობისაგან მოდის პოლიტიკური დაკვეთა“, „ქართველმა ხალხმა შეუკვეთა“. რა შეკვეთა? ვინ რა შეუკვეთა? რა ლაპარაკია? ნათქვამსა და სინამდვილეს შორის სრული შეუსაბამობაა. თვით დასავლეთში აღარ აქვს აზრი ასეთი ლიბერალური შაბლონების არტიკულირებას. ქართველი არაა ლიბერალიზმის საუკეთესო პრინციპების დამცველი. დემოკრატიზმი არაა ქართველის ენდოგენური თვისება. ის თავისი ბუნებით სამოქალაქო სადისტი და სახელისუფლო მტარვალია. ქართველთა ლიბერალობა არის ქვედა საფეხურის ეპიგონობა და პლაგიატი. ქართველს უნდა, რომ უცხოელი მოვიდეს და უთხრას მას – შენ ასე თავი გამოგიდია ლიბერალობაში, შენი წინაპარი შოთა რუსთაველი ყოფილა, შენ გცოდნია ხაჭაპურისა და ხინკლის ტყეპა. ახლა ფულს მოგცემ, გემით ან მატარებლით დოვლათს გამოგიგზავნი, შენ სადგურში დახვდი, მიითვალე და ჭამე. ილია ჭავჭავაძის თანამედროვეს, კონიაკის მეწარმესა  და მეცენატს, დავით სარაჯიშვილს აქვს ნათქვამი, რომ ქართველი ხელის გამოღებას ხელის გაშვერას ამჯობინებსო.

შესაძლებელია თუ არა უფრო დიდი ტყუილი,  ვიდრე ის,რაც იყო 1992-2010 წლებში? ნოე ჟორდანიას დროს დაწყებული ბლეფი საქართველოს ევროპელობისა ბოლომდე მივიდა. მთა და ბარი გაჯერდა ტყუილით, მტარვალობით, სიძულვილით. ყიზილბაში და ოსმალო რომ მოვიდნენ, ისინი არ იქნებიან ჩემთვის ასე უცხონი, ვითარც ქართველია. ღვთისა და კაცის დაცინვად ისმის სამრეკლოთა ზარების ხმა. უმადლოა ივერია. ბრძნობას იჩემებდა ინტელიგენცია და მერე გაიპარა. ქართველი ისევ ის მასვი-მაჭამეა. იგი თავისი გასტრონომიული და გენიტალური მეხსიერებით   ცდილობს განსაჯოს იქ, სადაც წვრთნილი გონება და წმინდა გულია საჭირო. როგორღა უნდა გამოვლინდეს ბედისწერის ნიშნები დაქცეულ საქართველოში, რომ ქართველმა ეს შეიგნოს?

თავის მოტყუების ნიმუშია ახლახანს, 2010 წლის ზაფხულში თბილისში ჰომოსექსუალთა მსვლელობის მოწყობის გამო მერამდენედ ატეხილი ისტერია.  ვითომ ესღა არის სავაებო. ამაზე ბევრად უარესი შეიგუე ქართველო, რაღა პედერასტის ქუჩაში გავლა გეხამუშება? მამული გაგიყიდეს, ძე მონად გიქციეს, ასული გაგიბოზეს. ეს  არ გეხამუშება. ჰომოსექსუალების შეკრებაზე უარესი არა ხდება რა საქართველოში?  მათი შეკრების გამო პატრიარქს მოწოდებით მიმართავ და იჭაჭები. რომელიღაც ეპისკოპოსი გაზეთში მგზნებარებს. ასე გინდა წარმოაჩინო ქართველო, რომ მღვდელი შეასმენს მამათმავალს, ფსალმუნებს და სძლისპირებს წაუკითხავს და იგი ისე დაიძინებს, რომ თავის სწორფერთან სიძვაზე აღარ იფიქრებს. რომელიღაც აკადემიკოსი გამოდის გაზეთში და ჰომოსექსუალებს გმობს. ის კი აღარ გაახსენდებათ, რომ ეს აკადემიკოსი 1992-ში ზვიადზე უხამსობას ჰყვებოდა, შევარდნაძის დასში იჯდა დაჯილდოებს იღებდა. გავრცელებული თბილისური ნათქვამი იყო 1992-93 წლებში; „ტრიპერი მოვიშორე, ზვიადი კი ვერ მოვიშორე“.

პედერასტი და კახპა 1992 წლიდან მთავრობაში იყვნენ. ისინი გილოცავდნენ  ქართველო შობას, აღდგომას, სვეტიცხოვლობას. ამას ჰგუობდი, რადგან ზვიადის სისხლი გწყუროდა. გეგონა, რომ ზღვისგაღმელი ქერის ორმოში ჩაგსვამდა და გაგართობდა. ახლა გადაბრუნდი და მამათმავლებს ექადი არა იმიტომ, რომ რჯული გაგახსენდა, არამედ იმიტომ, რომ ბითურობამ გაგაბოროტა. აღარ იცი რას მოედავო და იყვირო. შენ გეგონა, რომ ეს ჩაგივლიდა. 1992 წლის ზამთარი გავიდოდა და გაზაფხულზე აღარაფერი იქნებოდა დარჩენილი. ეს სამისხო ცოდვად დაედო ქართველთა თემს.

დამარცხებული, გამოქცეული ჯარის გენერლებმა ჯინჯილები დაირიგეს ედუარდისაგან და ასე ჩაუვლიათ აღლუმებზე. ზვიადის ცოდვამ და შიშმა შეამტკიცა ისინი ედუარდის გარშემო და ასე გავიდა მრავალი წელი. გალაადელი იფთახი ბოზის შვილი იყო. ჰყვედრეს და სახლიდან გააგდეს ის მამით ძმებმა. იფთახმა მტერი მოუსპო ისრაელს და მისი მსაჯული იყო ექვსი წელი. ბოზის შვილები ბევრნი იყვნენ საქართველოს მთავრობაში, მაგრამ თავისი იფთახიც არასოდეს ეღირსება ქვეყანას. საქართველოს გამბოზებელი ეკლესიის მიერ იყო კურთხეული. მან პატრიარქისაგან უმაღლესი რელიგიური ჯილდო მიიღო. რა სულიერება? რა დემოკრატია? ამან არ გაახელა ქართველი და ჰომოსექსუალი გოგო-ბიჭების შეკრება ახელებს. ეს იმიტომ, რომ ქართველს გენიტალური მახსოვრობით ეიოლება განსჯა. იგი ამბობს: “ჩვენ მათ ხატებითა და ქრისტეს ლოცვით დავუპირისპირდებით“,  “წინაპართაგან ნაანდერძევი დიდი რჯულის კანონი სათუთად შეგვინახავს“, “შოთას, ილიას და აკაკის ქვეყანაში პორნოგრაფია არ იქნება“ და მისთანანი.

ხატებითა და ლოცვით როგორ დაუპირისპირდები ჰომოსექსუალებს? ხატები და ლოცვა რად არავინ დაუპირისპირა ამდენ გამცემს, ფრონტის მომშლელს, ქვეყნის მაოხრებელს, მთავრობაში მობოგინე მამათმავლებს, თბილისელი კახპის ნაბიჭვარს, რომელიც ლიბერალიზმის სპეციალისტია და ტელეეთერში იმოძღვრება? გამეტებით ირწმუნებიან, რომ ჰომოსექსუალობა არაა ქრისტიანული. კი მაგრამ, სულ მცირე რამ თუ არის ბიბლიური საქართველოში? სოდომ-გომორი იმაზე მეტი კი არ იყო, რაც დედათბილისია დღეისთვის. მამათმავლების მერამდენედ წამოწეული თემა, ისევე როგორც ქალიშვილობის ინსტიტუტზე წლობით ქილიკი ქართველს სამაიმუნოდ უნდა. მისი მთვლემარე ცნობა ფხიზლობს იმით, რაც სიძვას ეხება. ეს უშლის ლაპარაკის საღერღელს ქართველს. ეს ახარებს და იგი წლობით ერეკება. ეს იყოს და დაავიწყდება მას, რომ უკანასკნელი ქვეყნის შვილია და მის შვილსაც სიავე  უსაფრდება.

თუ ჰომოსექსუალებმა ერთად გაიარეს გამზირზე, შენ ქართველო, გამოუვარდები და ქვით ჩაქოლავ მათ? იმათ ჩაქოლვას რად არ იქადი, ვისი სიგიჟის გამოც ამდენი ქართველი უაზროდ გაწყდა? ჰომოსექსუალის ჩაქოლვას იმიტომ იქადი, რომ ეს გაგივა. ამ ქადილით მოგეფხანება ლაჩრობითა და ბითურობით მოწყლული გული. ჰომოსექსუალის გმობაშიც რიოში ხარ ქართველო. როდესღაც ზეიმით ჩაივლის ქალაქში ჰომოსექსუალების ლეგიონი, მაგრამ ქართველი რაც მანამდე იყო, იგივე დარჩება. მაინც ხომ სოდომ- გომორია დედათბილისი და რაღა გასაკვირია თუ ჰომოსექსუალები საზეიმოდ გაივლიან? იზეიმონ და ჩანდეს ვინ ვისი მოდასეა. არა ისე, რომ კაცი მათ აგინებდეს და თავად სურდეს ჰომოსექსუალობა. არა ისე, რომ მღვდელი აღსარებას იღებდეს, აზიარებდეს, გადიოდეს და მამათმავლობდეს. ეს მოჩვენებითობა არაა არც ამერიკელების, არც გლობალისტი მასონების, არც ათეიზმის, არც სატანის ბრალი. ამას, ამ მოჩვენებითობას აქვითკირებს ქართველთა  მრავალსაუკუნოვანი მონობა და მუქთახორობა, გადაგვარების ხანგრძლივობა.  მამათმავალთა ქალაქში ერთად გავლით იმაზე მეტად გათახსირდება ქართველობა, ვიდრე ახლა არის? არაკაცებს და მათ ვაჟებს პატივმოსილთ უვლიათ ქალაქში და პანთეონებშიც დაიმარხნენ. მათი სახელობის ქუჩები გაჩნდა. მოჩვენებითობის რჯულზე უმტკიცესი ჩვევა ქართველებში ასეა გამოხატული: ბოზის შვილი რომ დაიგინება – ბოზიშვილი ვიყოო. ესეც ქართული ამბავია, ქვეყნის მაოხრებელი ახალ პარტიას რომ ქმნის სამშობლოს გადასარჩენად, მის პრეზენტაციაზე წინაპართა სადღეგრძელოს ამბობს, თავის გაზეთს და ნაკურთხ სანთლებს ჩუქნის მომსვლელებს.

თავის მოტყუების კიდევ ერთი ნიმუშია ღირსების ორდენოსნობაზე ლაპარაკი. თავის ბიოგრაფიაში ბევრს აღუნიშნავს, რომ არის ღირსების ორდენის კავალერი. რატომ არ რცხვენიათ ამის თქმა? ქვეყნის დაქცევის ჟამს ეს ორდენები ედუარდმა დასტებად დაარიგა. რიგი დადგა ედუარდის კარზე ამ ორდენის მისაღებად. რატომ, რაში იღებ ამ ორდენს? ქართველმა კიდევ კომუნისტებზე უნდა თქვას აუგი? ხომ დაიგმო შევარდნაძის მმართველობა. ამ ორდენს რომ ახსენებ როგორც შენი გამორჩეულობის ნიშანს, როგორც შენი ცხოვრების სასახელო დღეს, გამოდის,რომ დღემდე გესახელება ის საძაგელი დრო და ორდენის მიღება. გამოდის, რომ ისეთი წილი დაიდე ქვეყნის დაქცევაში, რომ ეს ედუარდმა ორდენით აღგინიშნა. გამოდის, რომ ავაზაკთა ფერხულში იყავი ჩაბმული და ზვიადის ცოდვა ერთი დღის გაძღომის, თანამდებობის გამო დაიდე. ამით ადასტურებ, რომ ბითური და თითლიბაზი ხარ. უღირსობის დროება იყო ედუარდობისას და შენ თუ ღირსების ორდენი იშოვე, გამოდის, რომ ღირსება დაგინარჩუნებია იმ ვითარებისას, როცა საქართველოში დიდი უნამუსობა სუფევდა. ამ უღირსობის ჟამს შენ თუ ღირსეული იყავი იქამდე, რომ მთავრობისგან დასაჯილდოებელი გახდი, მაშინ ბრძენი ყოფილხარ. შენ არ გტკივა ქართველთა დამდაბლება, არ გერცხვინება ედუარდის დრო და ამიტომ აღნიშნავ შენს ბიოგრაფიაში, რომ საქვეყნოდ გალანძღულმა კაცმა, ქართველთა მოზიზღარმა ედუარდმა გიბოძა ღირსების ორდენი, შეგაქო და მერე ისევ მძღნერის ჭამას შეგიყენა. ამ ორდენის მიღებას უნდა შეინანებდე, რადგან ეს  ცოდვასთან წილნაყარობის ნიშანია. ეს არ ძალგიძს, რადგან უსაზღვროა შენი თავმოთნეობა ქართველო. შენ კიდევ უნდა ხმამაღლობდე? შენ რა უნდა თქვა? შენი ნათქვამი როდესმე იქნება სარწმუნო?

დუნიის ხალხებში რაც არავის ჩაუდენია, ქართველმა ჩაიდინა. ეს დღემდე ვერ შეგიგნია ღირსების ორდენოსანო, ბრიყვო და უღირსალო ქართველო. გიკვირს და გული მოგდის, რომ შავად მისდის ქვეყანას საქმე. არ შეეხო შენს გულს ქართველთა გაწყვეტა ედუარდობისას. მთავარი ის ყოფილა, რომ ჯინჯილა მოგიგდეს, სადღაც იჯექი კაბინეტში და ამას აჩენ დღეს ,როდესაც ედუარდის წასვლიდან მალე ათი წელი შესრულდება. გაგებაში არ ხარ, რა მოხდა და რა ხდება. არ გტკივა, არა. თავმოთნეობა გალაპარაკებს. 1999 წელს რომ იყო არჩევნები, უამრავი ქართველი „მოქალაქეთა კავშირში“ გაწევრდა. ხომ იცოდნენ სად შედიოდნენ და მაინც შევიდნენ. ყველაფერი ყველასთვის ცხადზე უცხადესი გახდა 1999 წლისათვის და მაინც ათასობით ქართველი შეეკრა შევარდნაძის დასს. მათი ფოტოები ქუჩებში იყო გამოკრული. ისინი გამოეკერნენ ტელესტუდიას და ჭკუას მტკავლობით არიგებდნენ. აი ესაა ქართველის ზნე. დღეს ბევრი მათგანი ზვიად გამსახურდიას ჭირისუფლად იქცა. მხოლოდ ცოცხლები იყვნენ და პირი დააღონ. რა პირი და რა უკანა ტანი.

წიგნიერი კაცები, ძველი ინტელიგენტები ასეთნი არიან და ქართველთა მასას რაღა უნდა მოჰკითხო? რატომ ყოველთვის ყველაფერი უკუღმაა საქართველოში? მაშ რისთვის შენდება ამდენი ეკლესია თუ არ დანელდება ქართველთა ცოფი და სიბრიყვე? ვისთვის არის ამდენი მირონმდინარი ხატი და ათასობით მღვდელი? განა ყველაფერი ქვეყნის მთავრობის ბრალია? სხვა მთავრობა მოვა და ქართველი ისევ ის ბითური და სალახანა იქნება. არაფრისგან არაფერი გამოვიდა. საქართველოს საზღვრები რომ მარტყოფთან, მანგლისთან და ფონიჭალასთან გავიდეს, თბილისში მაინც ისევ ის თახსირობა იქნება. სულ სიცოტავეს და კლებას ჩივიან ქართველნი. ვინც დარჩა დღეისთვის, მათ   ვერაფერი გააერთიანებთ. ეს რად არ არის ავად სანიშნო? ყოველი დღე გუშინდელი თავისმოჭრის გულმოდგინე დავიწყებაა და იგივეა ყოველი ხვალინდელი დღეც. იდიოტიზმის ემანაციები სულ უფრო იმატებს. ერთურთს შესძახიან – არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ! არ დაიღლებიან ტყუილში.

ქართველს რომ იმ უბედურების ნაწილი დასტყდომოდა თავს, რაც გერმანელსა და იაპონელს დაატყდათ 1945 წელს, რა მოუვიდოდა მას? როგორც ახლა პალესტინელი არაბები, თურქეთის ქურთები იბრძვიან, აფხაზეთიდან გამოქცეული ქართველი იბრძოლებს ასე?

ქართველთა უმეტესობა იმას ფიქრობს,რომ ხელისუფლების შეცვლისას დროზე დადგეს საჭირო მხარეს, რათა არ მოაკლდეს საჭმო და გამორჩენა. ამის გამო დაივიწყებენ იმას, რომ მთავრობაში გაკვეხებული შენივე მოდგმის კაცი გესადისტება.  ჭკუანაკლულების ნიშანია, როდესაც პირველ კომენტარს ყოველ საკითხზე ამერიკელთაგან მოელიან ქართველნი. ნაფოტია მათთვის საქართველო.

ამ წერილის ბოლოს ერთს ვიტყვი. მსურს ვკითხო უნივერსიტეტების, კერძო გამომცემლობების, მედიაჰოლდინგების მესვეურთ: რა წარამარა ბეჭდავთ დავით აღმაშენებლის ფრესკას? გინდათ ამით დაადასტუროთ, რომ მისი მიმდევარნი ხართ? ხმლებს ლესავთ ქართლის დასახსნელად? სახრეს ვერ დაიჭერთ ხელში და ხმლის დამჭერნი ხართ თქვენა? რაა თქვენი დავითობა ფერადი ქაღალდის ბეჭდვის გარდა? თქვენ ამოგიჭრიათ გულში კავკასიის ქართული იმპერიის აღდგენა? კავკასიის მთიელებთან მიგესვლებათ და ეტყვით  რამეს პანკავკასიურ გაერთიანებაზე? ეს ცრუ თვალსაჩინოებაა, როგორც სხვა ყოველივე არის ცრუ საქართველოში. უნდა იყოს ბიზანტიზმის კულტი. ეს არის მართლა მართლმადიდებლობა და არა ამ იმპერიული რელიგიის დაკნინება თბილისის შუკებამდე, საყდრის ჩლიფინა ჟურნალებამდე.    ქართველის სამება არის საჭმელი, სიძვა და ავტომანქანა. რჩეული კაცების დასი უნდა იყოს. მისი ხილვისას შვებით უნდა იდასტურებდე, რომ ქართველი ხარ. არა ისე, რომ გერცხვინებოდეს ქართველობა და ამას მალავდე. ეს დასი უნდა იდგეს და ჟამის სიავეს ძარღვიანი სიტყვა მიაგებოს. ქვემოთ კიდევ ვიტყვი დავით აღმაშენებლის მიმართ ქართველთა ოინბაზურ დამოკიდებულებაზე.

ქართულ ტელეარხებს დაანახებენ თავის შვილებს აფხაზები,ოსები და ეტყვიან: აი, ამათ გამოვშორდით სამუდამოდ. ქართველთა შემყურე აფხაზი და ოსი კვლავ დარწმუნდებიან, რომ მათი განცალკევება სწორი იყო. მეტად თვალნათლივია ტელეარხებზე ქართველთა გადაგვარება. საქართველოს გაგონებაც არ უნდათ აფხაზსა და ოსს. შენ „ადეკვატურ ეთნოპოლიტიკაზე“, „ კავკასიურ  სულიერ და ზნეობრივ კოდებზე“ლაპარაკობ. ქართველს გააქცევს საქართველოდან ეს კაცთმოძულებრივი გარემო. უკვე გაქცეული აფხაზი და ოსი აქ როდესმე მობრუნდება? ბაგრატიონების დროიდან კავკასიის გამყიდველი ხარ შენ, ქართველო. შენ არა ხარ კავკასიელი. ამერიკელთა შინაყმა რომ  კავკასიის განთავისუფლებაზე ლაპარაკობს, ეს ჰომერული სიცილის მომგვრელია. ეს იცოდეს ყოველმა კავკასიელმა, ქართველებისგან როგორ არ გალანძღულმა და დაცინულმა. დღეს ცრუ ჭირისუფალნი მუჰაჯირი აფხაზებისა, ჩერქეზებისა, ჩეჩნებისა და ლეკებისა, რაღაც გამოფენებს მართავენ, ჩოხებსა და ფაფახებში გამოწყობილნი დგებიან. ქალები სიტყვით გამოდიან. არ დევნიან კავკასიელებს ისე, როგორც თბილისში სურთ წარმოჩენა. „მოსკოვის ქუჩები ნაცისტური სიმბოლიკითაა აჭრელებული. ეს მე 30-იანი წლების ბერლინს მაგონებს“. ამას ამბობს მთავრობის პოლიტოლოგთა დასი.

ასე უნდოდა ქართველს, რომ აფხაზი თბილისში ჩამოსულიყო, როგორც ყმა გლეხი ბატონის ბეგარაზე, სოხუმში კი ღალა ეგროვებინათ თბილისში გამოსაგზავნად. შენი სისხლისმიერი, როდინდელი ნათესავი რომ ასე მტრად მოიკიდე, ამას რუსებს ვერ დააბრალებ. სიმართლეს ვერ იტანენ საქართველოში და  წლები გადის ღვარძლის ნთხევასა და ისტერიულ ქოსატყუილობაში.

400-500 ათასიანი სომხური და აზერბაიჯანული დიასპორებია აქ და რა კარგს იფიქრებენ ისინი ქართული ტელეარხების შემყურენი? თავად ქართველი ვერ უცქერს ქართულ არხებს. იდიოტობა და სადისტობა მოსჩქეფს ეკრანიდან. უცხო ისწავლის ქართულ ენას?  კიდევ აქამდე როგორ დგას საქართველო? ყოველდღე ამდენი შტერი და გველაძუა იბილწება. ხალხი არ დარჩა აღმოსავლეთსა და დასავლეთში, რომ ქართველებს მასზე ქილიკი არ დაეწყოთ. ქართველზე სასაცილო ვინ არის? ბილწობა სავალდებულო იყო  და არის. როგორ მიაწყდა ქართველობა ოფისისა და კონტორის შაბლონებს. ესეც ცხვირში ძმრად ამოედინა მას. შმორის სუნი სცემს ამ გამოთეთრებული ოფისებიდან. ბოღმისა და ცოფის ბუნაგებია ისინი. რაც დასავლეთში უბანალურესი რამ იყო, რაც მხოლოდ კარგად ორგანიზებული აუცილებლობა იყო სამომხმარებლო ნაირობისათვის, ის აქ სულობის დასტურად და  აზროვნების მწვერვალად გამოაჩინეს. დღემდე ასეა. ეს არის ასპარეზი, სადაც ყმაწვილ კარიერისტებს შეუძლიათ შემეცადინდნენ და გახდნენ ოფისის მოჩვენებათა მოურავები. ათასობით გოგო-ბიჭი თავისი საცოდაობით გაზეთსა და ოფისს ევარჯიშება. ასეთი იუნიორული რესენტიმენტი აქამდე არ ყოფილა. კონტორის ავგურები, ოფისის მისტიფიკატორები რა ამბავში არიან. მოჩვენებითი საქმიანი კილო, საკანცელარიო ფრაზების კორიანტელი. ეს ქმნის კულტურის, ზნეობის, ჰუმანურობის მირაჟს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s