რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?


წერილი მესამე

            სწრაფად მიილია 2010 წლის შემოდგომა საქართველოში. რა ძალუმად იგრძნობა დროის აჩქარება იმ ქვეყანაში, რომელიც ისტორიის მიღმა ტიალად ჰგია და თავისი ჟამის სათვალავი დაჰკარგვია. ბევრი დაიქადნეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე და მცირე დასიც ვერ დასობს სადმე. ახალი წლისათვის სამზადისი გაჩაღებულა ამ ცოდვიან თბილის-ქალაქში,   როცა ნოემბერი მხოლოდ დაიწყო. ისევ ისეთი სატელევიზიო გულითადობა, დავლური და არხალალო დადგება. ამაზეა გაყიდული ქართველთა ქვეყანა. ეს ეთნოცენტრული და რეფორმატორული ტრიუმფალიზმი ცნობას ართმევს ათასობით ქართველს. ეთნიკური სტერეოტიპია თავის დაძვრენისა და დღეთა გათრევის ძველი ილეთია. ასე იყო საუკუნის წინათ, 1910-14 წლებში. თითზე ჩამოსათვლელ, მართლა მამულიშვილურ ქართულ გამოცემებში რაოდენი ნაღველი ასახულა. მაგალითისათვის, ყოველკვირეულ საზოგადოებრივ და სალიტერატურო ჟურნალში  „კლდე“, რომელსაც გამოსცემდა რევაზ გაბაშვილი, ავტორი, ფსევდონიმით „ეკალი“ (1914 წლის იანვარი, N-1, გვ. 11-12) სწერს, რომ ის არ მიულოცავს საქართველოს ახალ წელს, რადგან:

„თუ  მეXIX  საუკუნის მოწინავე ქართველობა რუსს მაღალ და დაბალ მოხელეთა კუდში მიცუნცულებდა და მოწყალებას იხვეწებოდა,  დღეს ჩვენი „მაღალი“ ინტელიგენტთა წრენი რუსთა ინტელიგენციას იმავე კუდზე მიჰკრობიან…

და თუ წინად სამშობლო ნაწილ-ნაწილად იყიდებოდა, დღეს  „პარტიობით“ და  მთლად იყიდება.

საქართველოს ახალი წელიწადი იქიდან დაიწყება, როდესაც თავის სხეულს ერთს საშინელ პარაზიტს მოაშორებს:

ქართულ მოწინავე წრეების ფუქსავატ კარიერიზმს…, რომლის ძვირ „სჩოტებს“ ქართველი ერი თავის გამხდარ კისრიდან იხდის“.

ახლაც ასეთია საქართველოს პოლიტიკური ელიტა. მისმა კომპრადორიზმმა და  სერვილიზმმა მოწამლა ქვეყანა. ქართველი თავადი ხომ იყო ქვეყნის მაოხრებელი, სასაცილო და საძაგელი შინ და გარეთ. ასეთივეა ქართველ მდაბიორთაგან გამოსული ელიტა. ბოლშევიკურმა რევოლუციამ გაათარხნა ეს მდაბიორნი. განმანათლებლობამ კი ქვეყანა არწმუნა, რომ გახრწნილი და უქნარა არისტოკრატიისგან განსხვავებით, მდაბიორს შეურყეველი ზნეობა და ნამუსიანობა გააჩნდა. ამაზე დაიწერა ასობით რომანი XIX საუკუნეში. განმანათლებლობის გაუქმებამდე მედგრობდა ეს ილუზია. აღმოჩნდა, რომ გათარხნებული მდაბიორი თავადზე უარესი მაოხრებელი და არხალალოს მოციქულია.

ერისკაცობის დაჩემება, მღვდლის გვერდით ამოყენება, მისგან კურთხევის გამოთხოვა, ქვეყნის გაშტერება თამამი ლაპარაკით, გაზეთებში მაკვირიობა. ამის ბოლო არის საქვეყნო ასპარეზიდან გაპარვა. ეს ერთობ ქართული რამ არის. კიდევ ბევრჯერ მოხდება ასე. ეფემერული კულტურფორმების მოძალება, როდესაც დილით დაბადებული საღამოსთვის უკვე მკვდარია. განუწყვეტელი აპელაციები ეროვნული ტრადიციებისადმი, როცა ასეთი რამ არ არსებობს. რამდენს იმტკიცებოდა ქართველი, რომ საბჭოთა წყობილების გადავარდნის შემდეგ ის თავის მამულში არისტოფანიას მოავლენდა, კეთილშობილებით შეამკობდა მიწას და არავინაა დუნიაზე ქართველზე სულმდაბალი და პირსისხლიანი. 1992 წლის ცოდვის გასამართლებლად რამდენს ირწმუნებოდნენ წიგნიერი კაცები, რომ  სისხლი დაიღვარა ქართველთა შორის აგონისტური პრინციპის ხორცშესხმისათვის – საუკეთესოს გზა უნდა უტიონ. რაც იყო შევარდნაძის დროს, ყველა ხედავდა. მერიტოკრატია არასოდეს იქნება საქართველოში. აქ მთავარია დროზე მოასწრო ხელისუფლებაში შეკვეხება. გაზეთს თუ ვერწმუნებით, ერთურთს ეძებენ ქართველნი,  ღირსებით შემკულთა დანახვას ცდილობენ. რაც ცხოვრებაში არის, ეს არ იმალება. ქართული გაზეთი არის მდაბიორული ექსტრემიზმი, თავისი თავის გამანულებელი დაწესებულება.

ამდენი ფილოსოფიური თარგმანების, მხატვრული ტექსტების მხილველი ფიქრობ, რომ ამოიქაჩა ქართველი თავისი ბნელი საუკუნეებიდან და სულით განათლდა. თურმე იგი ისევ ის არის. არ უშველა მას ამდენმა წიგნმა. უბედურებამ ვერ გამოაჯიქა ქართველი და ვერც აზრი დაუმძიმა მას. ქართველი ცუნდრუკებითაა დამძიმებული. მისი გულისნადები ისაა, რომ ვინმე მოვიდეს, ზურგზე წამოიკიდოს იგი, ჭმევა და ქება დაუწყოს. რაოდენი სასიკეთო აღსრულდა საბჭოთა საქართველოში და ეს სოციალური პალინბიოზი ურყევი დარჩა. მთელი ძალით გამოვლინდა ის თვისებები, რომელნიც თითქოს აღმოიფხვრა საგანმანათლებლო პოსტულატებით. ეს თვისებებია: სახელისუფლო ბანდიტიზმი, ერთურთის გასაყიდად ტაცება, საკუთარი ქვეყნის ძარცვა, არევისა და ჟლეტის ჟინი.

სალოცავში ლიტურგიისას საათობით რომ გვერდიგვერდ იდგნენ ქართველები, ისევ ეს ზოოლოგიური სიძულვილი და აბსოლუტური უცხოობა სუფევს მათ შორის. ფესვი აქვს მოკვეთილი იმ ნერგს, რასაც ქართული იდეა ეწოდება.  მას სახიობურად ჩურთავენ მიწაში, ვითომ ახარებენ. არასოდეს გაიხარებს ეს ნერგი.

საქართველოში განხორციელდა ის ნეოკოლონიალისტური გეგმა, რაც კარგად ცნობილია აზია-აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის. როგორ არის საქართველო დასავლეთის სულიერი მონათესავე, როცა ის დასავლეთმა ითნო მხოლოდ როგორც მონა? საქართველოს, ამ კავკასიის აფრიკას, ნეოკოლონიალიზმის უღელი ადევს კისერზე. ყელამდე ვალები, გამქრალი მრეწველობა, რეფერენტული ჯგუფები ყველგან, გამყიდველი ქართველი ბურჟუაზია, პროვინციების შეუჩერებელი  დეპოპულაცია. ვერაფერს უშველა ამდენმა ხელთუქმნელმა ხატმა და მათმა მადლმა. ხატი აღარსად დარჩა დუნიაზე, რომ აქ არ ჩამოესვენოთ და რა?   ღვთის პირიდან გავარდნილი ქვეყანაა საქართველო.

მაშინ,  XX საუკუნის 20-60-იან წლებში იყო იდეები და მათზე მიხედულებით იბრძოდნენ ანტიკოლონიალისტი დისიდენტები. ქართველმა ანტიკოლონიალისტმა დისიდენტმა როგორ უნდა იბრძოლოს? ეს აქ არ უფიქრიათ, რაც ეტყობა ქართველთა პოლიტიკურ განსჯას. ხომ არ ჰგონიათ ყოფილ ანტისაბჭოელ დისიდენტებს, რომ ამას ბროშურების გამოცემით და სახარების წარამარა ხსენებით ეშველება? მღვდელიც კრინტს არ დაძრავს ამაზე, ყბას კი იცვეთს სისტემის სატანურობის მხილებით, ბოლო ჟამზე ყასიდად მწუხარე ლაპარაკით.

ხედავ ქართველო როგორ გატრიზავებს დასავლეთი, როცა საქართველოს 2010 წლის ნოემბერში მსოფლიოს პირველი რეფორმატორი ეწოდა. ნოე ჟორდანიას დროსაც მსოფლიოში პირველობაზე ლაპარაკმა ჭკვას გადააცდინა ბევრი ქართველი.

შოებული ქართველების ქონება ნაარმალი და სისხლიანია. დღეს თვალს სჭრის, ხვალ ცხოვრების მონაბერი გაფანტავს. დღეს პოხილი ხვასტაგია, ხვალ ბზე იქნება. უკვე პოლიტიკური აგენტი ხარ იმით, რომ ნაქურდალი გიგროვებია და ის გაბამს ხელისუფლებასთან. აგენტია სამასხრო ტელეგადაცემის წამყვანიც კი, რადგან უბედურების ჟამს ის ქმნის ბედნიერების მოჩვენებითობას და ამაში ქრთამს იღებს.  ჟურნალისტებს რომ წლობით აუჩემებიათ სიტყვა „აგენტი“, ეს მათი უცოდინრობის წარმომჩენია. რაგინდარა ჟურნალ-გაზეთისა და წიგნის ჟღვლემა, ფხანა და ლაყაფი. რამდენი საისტორიო წიგნი დაიწერა უცხოელთა წარსულზე, მათი ქვეყნების დაცემასა და კვლავ აღზევებაზე. ყურად კი არავინ იღო არც სხვისი და არც  საკუთარი ცხოვრების გამოცდილება. ეს წიგნები პროვინციული ჭკუის კოლოფობა და ნარცისული ეპიგონობაა. ისტორიკოსი და ზოგადად ჰუმანიტარი წერს წიგნებს და ამით აჩვენებს თავს. ბლეფია ეს წიგნები. მათი ავტორები ყოვლად გულგრილნი არიან ყველაფრის მიმართ. ქართველს აქვს მეტისმეტად ბინარული შეგნება. მისი პრიმიტივიზმი გამაოგნებელია. ამიტომაა, რომ მას ასე დიდხანს აბურთავებს დასავლური პოლიტტექნოლოგია.

უამრავი მასალა გამოქვეყნდა XX საუკუნის 10-20-იანი წლების საქართველოზე  და ისევ ის სიგიჟეა ირგვლივ. ყველამ შეიტყო, რომ იმ დროებში ქვეყანას დიდად ავნო ერთურთის სიძულვილმა, პოლიტიკური გიჟების ამპარტავნებამ და განა ისევ ის არ არის ახლა საქართველოდ წოდებულ სამხეცეში? ამას ხომ ყველა კავკასიელი ხედავს. საქართველოს კლება მრავალსაუკუნოვანი შეუჩერებელი პროცესია და ამას არ შველის გულდათუთქული წიგნების ზედიზედ ბეჭდვა. თავად ქართველნი გაწყვეტენ   ერთურთს. ამის დასამალად შეიქმნა ქართული მატიანე,მწერლობა, კინო. რა არ მოხდა მსოფლიოში და საქართველო ისევ ის არის. აქ მაიმუნური ბაძვაა ყველაფერი.          XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში საოპერო ხელოვნების საქმე საუკეთესოდ იყო დაყენებული. იყო და რა? ეს გარეგნულად ჩანდა, რომ თბილისი ისე გაევროპულდა, მეწაღე და მეეზოვეც კი არიას  მღეროდნენ, მდაბიორნიც კი ოპერის თეატრის ბილეთებს ყიდულობდნენ. ახლა უამრავი რამ არის თბილისში ევროპული, მაგრამ რა ამით?

ბევრი მართალი რამ ითქვა გაზეთებში. ამის მიუხედავად, ვერც ერთმა გაზეთმა ვერ მოიპოვა ავტორიტეტი. საქართველოში ყველაფერი ყირამალაა. ამ 25 წლის მანძილზე ასობით ტონა ქაღალდი და მელანი დაიხარჯა. გაზეთმა მოდგმის   თვითგაუფასურებისა და თვითგაუქმების წინამძღვარი შექმნა. გაზეთზე მეტი არაა საქართველო. ის არის დასაპყრობი ობიექტი მსოფლიო ასპარეზზე.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობას იქადიან პოლიტიკოსები, როცა ქვეყანაში ათი ქართველი არ გაერთიანდება. მაჰათმა განდის ბრძოლაზე მითითება პოზიორობაა. ქართველი ერთი დღითაც ვერ შეასრულებს განდისეულ სატიაგრაჰას პრინციპს. იმ მოთმინების მეათედი არ ექნება ერთად აღებულ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რაც მაჰათმა განდის ჰქონდა. აქ ფეთიანობით, ისტერიით, უტიფრობით ცდილობენ თავის გატანას მთავრობაც და ოპოზიციაც. საქართველოს არც ერთი მმართველი ასე არ გალანძღულა, როგორც სააკაშვილი, მაგრამ თვით საქართველოა სააკაშვილი. მისი გადავარდნის შემდეგ ქართველნი მალე დაივიწყებენ მისგან მოწეულ ყველა სიავეს, ისევე, როგორც დაივიწყეს შევარდნაძე ფიზიოლოგიურ სიხალისეში. ერთი სახრე ხომ ზურგზე უნდა უცხუნო ქართველს და ეს მისთვის ცოტაა. მეორე სახრეს ქვემოდან უნდა უმარჯვებდე და ასე ამყოფო სამუდამოდ.

რატომ ითხოვენ პოლიტიკოსები ხმებს? ვისთვის რას ნიშნავს დამონებული,  ნაბითურალი ქართველობის ხმები? ბატონყმობა და მონობა დადგინდა საქართველოში. სად არის დემოკრატია, როცა დემოსი არ არის? დემოსის, ხალხის ცნება ამოძირკვა ლიბერალურმა პოლიტიკურმა დისკურსმა. ლიბერალიზმი ითნევს მხოლოდ ინდივიდ მჭამელებს და არა ხალხს. რისი დემოკრატიული არჩევნები? ვის რას აარჩევინებენ საქართველოში? ლიბერალ-დემოკრატიაზე საყოველთაო მრავალწლიანი განსჯის ბოლო არის უსინდისობა და ბატონყმობის კაპიტალისტური ვერსიის დაწესება. ამაოა ქართული სიტყვა, უღონოა ქართველთა ღმერთი. არანაირი კეთილი და მოვალეობითი ზემოქმედება არ მოუხდენია არც    რელიგიურ-პატრიოტულ ქადაგებას, არც დემოკრატიაზე წლობით მსჯელობას. თითქოს არა ყოფილა რა. ეს მე მზარავს და ავად მენიშნება. ხორცსხმული ლანდია საქართველო.  არის და არც არის. განვლილ ოცწლედში ყველაფერი ქართველთა საწინააღმდეგოდ  ღაღადებს. სასტიკ სამსჯავროდ იქცა ეს ორი ათწლეული და უარესი კიდევ წინაა. მკლავჩამოყრილნი და ენაგრძელნი დგანან ქართველნი და უცქერენ თავისი ქვეყნის  დადნობას. ვაჟა-ფშაველამ თქვა:

„მკვდარს დაგვამსგავსა მაინცა

უქმად გდებამ და წოლამა“

ლექსი „ქებათა-ქება“ (მარტი, 1897 წ.)

მკლავთა დამადუნებელი, გულის მომწამლავი და ცნობის წამღები სტერეოტიპები მეორდება. ეს ეთნიკური სტერეოტიპები საბჭოთა იდეოლოგიის  სტერეოტიპებზე ბევრად უარესია. ძალად იაბდლებენ თავს, რათა ღვარძლის ნთხევაში ხელი არ შეეშალოთ. ეს ეთნიკური სტერეოტიპია თაობებში არსებობს. ყველა სიმდაბლე და ბიწიერება კონცენტრირდა ერთ სიტყვაში – საქართველო. აქ ყოველი დღე არის წამება. ირგვლივ ყველაფერი საწამებელია. საქართველოში ადამიანს თავი მოაქვს იმით, რომ ის არის არაფრობა. ილია ჭავჭავაძემ თქვა 1889 წლის მიწურულს: „სხვისთვის მიუტევებელი უქმად ყოფნა ჩვენს მიძინებულ გონებას და დამბლადაცემულს ხალისს ასე თუ ისე შეეწყნარება…“.

რატომ არის, რომ მოსახმარის ნაირობით გაგიჟებულმა ქართველმა ასე აიტაცა ადამიანის უფლებები? იმიტომ, რომ მას ყოველთვის ემძიმება იყოს კაცი, მისდიოს იმას, რითაც ადამიანი ხდება. როდესაც მთელი მოდგმა ფრაივესის პრინციპის მადევარია, მისი საქმე წასულია. რა იმით, რომ საქართველოში დამკვიდრდა ადამიანის უფლებების უზენაესობა? ეს გადაიქცა უაზრობად და უდიდეს დაცინვად. განგების შურისგებაც ესაა. თავად ცხოვრება არის ქართველის ყველაზე დიდი მაგინებელი. ცხოვრებამ დასცინა უხამსი სიცილით მის სალოცავსა და შთამომავლობას. ქართველი კი დავლურს უვლის, სიცილით გადაფიჩინებულა და თავის დანელებას ემოწმება. ვაი საქალებოდ ქცეულ საქართველოს. სადამდე აღერებულა მონათა მედიდურობა. დიდი ხანია აზიის ტრამალებიდან მოსულ ცხენებს ქართველთა გულ-მუცელი ფლოქვებით არ უგლეჯიათ.

რატომ არ ჰყავს საქართველოს ავტორიტეტული მხცოვანი კაცები? უფროსი თაობის კაცთაგან უნდა ითქვას: ქართლი თუ არ იყოს, ეს საღვთო ყორუღი, ძველისძველი და უცნობელი ტემენოსი, მაშინ სულამც დამხობილა დუნია. მამათა თაობის კაცნი მხდალნი და დაუნდობელნი არიან. სათნოს არას დაუტოვებენ ისინი შვილთა თაობას. მთლად ხელიდან წასულან, ქალებს ამოჰფარებიან. შუშანიკზე,   ქეთევან წამებულზე, თამარ მეფეზე იჯღაბნებიან და ყვირიან. ბოლშევიკურ რეპრესიებსა და ცენზურას იმიზეზებდა ინტელიგენცია. თავს ისე აჩვენებდა, რომ ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტდა. წლებს გააწვდინა ინტელიგენციამ თავისი ლაყბობა და სახიობა. ეს ფენა ყოველგვარი რეპრესიების გარეშე გააქრო კაპიტალმა. იმ ბოლშევიკური რეპრესიების შემდეგ ინტელიგენცია მაინც არსებობდა და მან ბევრი  საშვილიშვილო საქმე აღასრულა სწორედ სატანურად წოდებული ბოლშევიზმის დროს. ახლა ინტელიგენტს არც ცენზურა უშლის ხელს, არც დევნის ვინმე და ის საძაგლად იქცევა. ის საიგავოდ წამხდარია. ეს არის ბოლო 1991 წლიდან დაწყებული ინტელიგენტური ტუტუცობისა. მისი ასეთი დასასრული ხელისუფლებას არავინ დააბრალოს. სახელითა და პატივით მოსილი ინტელიგენცია ბოლოს გადაიქცა აკადემიური ნაძირალების, უწყება-დაწესებულებების ბებერი ვირთხების, მთავრობის მაქებარი მხცოვანი სალახანების დიდ ხროვად. შემაღონებელია მათი ისტერიული სიმხდალე და შეწყობილი თავმოთნეობა. შეიქმნა სიწამხდრის ეტალონი. ამაზე საისტორიო მონოგრაფია უნდა დაიწეროს. ჭარმაგ და ჭკუით ბიჭუკელა კაცებს ფონს გასვლა უტიფრობით მოუსურვებიათ. არტისტული ცილისწამების, იუმორიზებული სადისტობის დიდოსტატები გამხდარან. ამ შმორის ქოთნებს პირში ეშხეფებათ ცოფი.

მამათა თაობის ნააზრევი არის კლიმაქტერიონი. მათ ნაწერში მოიხილება ბერიკაცების ლიბიდოზურობა, გენიტალური აკვიატება. ეს პატრიოტული ალიაქოთი არის თბილისის ბებერი კინტოების პანიკა ერექციის გამო და ჭიის გახარება. მათი პოლიტიკური მგზნებარება არის მხოლოდ შიზოფრენიული აქტიურობა.

როგორ თავი გამოიდეს შევარდნაძის გამართლებაში ინტელიგენტებმა 2003 წელს. რა ამბავი დააყენეს ტელევიზიაში. ამერიკელებმა ატეხეს შევარდნაძის გადაყენების საქმე. მისი მომხრენი ბითურად დარჩნენ. ვისთვის ირჯები? ვინ რას გეკითხება და რა იცი ისეთი, რომ საათობით იჭაჭები ტელეეთერში? დაივიწყეს ეს საქართველოში?  სანამ ამერიკელებმა არ გააგდეს, არ წავიდა შევარდნაძე. მან ესეც არა, რომ დაერცხვინა და მონანული წასულიყო, ხოლო ქართველებმა ესეც ვერა, რომ დაეწყევლათ ეს არამზადა და ძველი მატრაბაზი. შევარდნაძე, ქართული სულისა და ზნის ეს სანიმუშო კვინტესენცია, განა მღვდელმთავრებმა დაამუნათეს, როგორც ეს ჰხამდა სულიერებისაკენ შემობრუნებულ ქვეყანაში, არამედ ზღვისგაღმელმა პოლიტიკურმა მაქინატორებმა. გასაკვირია გადამდგარი შევარდნაძის ამპარტავნება, როცა ის უამრავ ინტერვიუს იძლევა. რა უწმინდურია საქართველოს წარსული ყველა დროში.  ლიხსიქიდან გადმოსულებისთვის ქართლი მამული კი არა, არამედ ჭიჭიკიას დუქანია, ფულის საშოვნელი და სატუტუცო ადგილია .ამათგან იკლო ქვეყანამ, ამათგან დაკნინდა ქართლი. არანაირი რეფორმა და სტრუქტურული ცვლილება არ გამობერტყავს ქართველთა ტომებიდან მათსავე დამღუპველ ზნეს.

ერთი ოცწლედი ხომ მოილია მოდგმამ სირცხვილში, თავისმოჭრაში და რა კარგს უნდა უქადიდეს მას მომავალი?  ჩანჩქერად იღვრება ჭკუა სამეცნიერო ჟურნალებიდან დაწყებული უკანასკნელი გაზეთებით დამთავრებული, მაგრამ სადმე თუ მოიძებნება ასე უჭკუოდ და ბილწად მცხოვრები თემი? ქართველი ჟურნალისტი არასოდეს დაუდგება გვერდით საქვეყნო საქმეს. ის იყო და იქნება მწამლავი,  წამქეზებელი, და ყასიდად მწუხარე მოსეირე. რა უყო მან ქართულ ენას, რა სრსვილი შეჰყარა მან ქართულ სიტყვას და სრულიად ქვეყანას. ჭკვაზე შემცდარია საქართველო.  საუკუნის დასაწყისშივე ასეა და სულ მალე რა იქნება, ამას დიდი ფიქრი არ უნდა.

ქართველი, გაქიაქებისა და გავერანების ფანატიკოსი, მოლაყბე პარაზიტი,  გამორჩეული ხალხებში თავისი არასაკუთრივობით, იმიტაციურობით, არტისტული მონობით. ქართველს არა აქვს სამართლიანობისკენ მისწრაფება. ქვეყნის წარსული ამას ადასტურებს. ქართველზე მეტად არავინ ლაპარაკობს სამართლიანობაზე. ეს არის უკუღმართი ზნე. 1991 წელი ათვლის ახალი წერტილია. ახალი დრო დაიწყო ბანდიტიზმით, გამცემლობით, უცხოელთა წინაშე ლიქნით და ბუქნით. თავიდანვე პოლიტიკურ მაიმუნობაზე გაიყიდა ქართველი. ნაბიჭვრობა შეიშვილა მან.

საქართველოში რომ ეროვნული შეგნება ყოფილიყო, ქართველობა რომ პოლიტიკური ნაცია ყოფილიყო, ის თავზე არ დაითევდა ამდენ სიმდაბლეს. ჭკუაზე შემშლელია აქ ცხოვრება. როგორ შეიხდინა მოდგმამ სირცხვილი. მხოლოდ ეს, რომ რაღაც შეყლურთონ გაზეთში, ნარიოშალი რასისტობით გააკვირვონ ერთურთი. ვერ მოიშალა ქართველმა ეთნიკური წარმოშობის გამო რუსების, სომხების, ჩეჩნების,   აზერბაიჯანლების და სხვათა დაცინვა. ქართველი ვიღას დასცინის? ბევრი სიბრიყვე ქნა რუსმა, მაგრამ მაინც ვერეცინეა ის შენთვის, ქართველო. აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე ვერ წაიღოს. ჭირით ამოგიგებს შენ რუსი. ცხვირში ძმრად ამოგადენს შენსავე ნატუტუცარს. ქართველს მარტო გაზეთში ენა მოაქავებინე, გიჟობა მოახეთქინე და თუნდაც ჭერი თავზე დაამხე. მუქთამჭამელა მონის ზნე აქაც სრულად ვლინდება. ნაგაზეთარ სიტყვაზეა დახურდავებული საქართველო. კლოაკა არის ქართული მედია. რამდენი ქართველია ისეთი, რომ საფლავში ტელევიზორი და გაზეთების დასტა უნდა ჩაატანო. გაზეთში გექართველება, გეყვავილება ერისკაცობის კიდევ ერთი მოჩემე, ხოლო ცხოვრებაში გეუცხოვება, გემალება, დემონსტრაციულად სძულხარ, თავის გულში ასგზის მოგკლავს. პატრიოტული წიგნებითა და ხატებით   გაგაოცებს, მერე კი საკვდავად გაგწირავს. აი ასე იჩენს თავს ბილწ საუკუნეებში გამოჯათული  მურდალი ზნე ქართველისა. თხემით ტერფამდე გადაგვარებული ეთნიკური ტიპი, რომელიც უჭკუობიდან და გალახულობიდან წამებულის ისტორიას ქმნის, პოლიტიკურ საფხანავს თხზავს. ვითომ მამულს დარაჯობენ და გაზეთებში გიჟობენ, რომ „იგეგმება პატრიარქის მკვლელობა“, „მასონებს პატრიარქის მოწამლვა სურთ“, „საქართველო დაობლდება“ და მისთანანი. თავადვე ამოუვიდათ ყელში და მიჩუმდნენ. თავაღერებული და ჩიტირეკია მოლაყბეების მერამდენე წყებამ ჩაიარა თბილისის ქუჩებში. გაიხვეტა ენაგრძელი ჩანჩურების მერამდენე დასი და ამის ნამრავლი კიდევ მოვიდა. რისთვის ამდენი ლაპარაკი ქვაკუთხედებზე, შემობრუნების წერტილებზე, სტრატეგიულ გარღვევებზე? რა ამბავი დაუყენებია პროვინციულ ტრიუმფალიზმს. „ჩვენ ევროპას თამარ მეფე და მოციქულთა სწორი ნინო უნდა გავაცნოთ“, „ქართველმა  ხალხმა  თავის გადასარჩენად მეტად მოქნილი და საოცარი ხერხები გამოიგონა, რომელსაც ევროპა არ იცნობს“. რა არის ეს, თუ არა საკუთარი სიმდაბლის გადასხვაფერება. იმდენად დაეჭარბა ახლანდელი სიმდაბლე წარსულისას, რომ ეს არსადგამოსაჩენი ფეოდალური წარსული გასათნოვდა, უკუღმართად გასათნოვდა. ახლანდელობამ პასუხი გასცა იმ კითხვას, თუ რატომ არის საქართველოს წარსული ასეთი და რატომ არის შეუძლებელი, რომ ეს წარსული სხვაგვარი ყოფილიყო. საქართველოში აქსიომაა ის, რომ ადამიანი არის ბიჰევიორული მეთოდიკითა და სოციალური კალკულაციით შესამეცნები ცხოველი.

საქართველოს ისტორია არის ფსიქიატრიული კლინიკის არქივი, განგრძობადი დიაგნოზის მატიანე. ჩათლახობისა და თავნებობის მრავალსაუკუნოვანი გამოფენა გმირულ და მოწამეობრივ წარსულად გასაღებულა. ნამარდი ოჯახების ძენი დღეს ეკლესიებს აგებენ და ამას ღმერთისაკენ შემობრუნებას უწოდებენ. არავის დაავიწყდეს საქართველოში ვინ ვისი შვილია და ვინ ვისი ცოლი. ქართველი ბავშვობიდანვე ან საგიჟეში უნდა მიიყვანო სამკურნალოდ, ან დილეგში ამყოფო. ეს არის მოდგმა, რომელსაც უამრავი პოლიტიკური ჰალუცინანტი, დელირანტი და ეთნონარცისული შიზოიდი ჰყავს. ამდენი ფსიქოპათი ყბედი ტელეეთერში მორიგეობს. დელირიები ასე ხანგრძლივი და მასობრივია. ქვეყნის მედია არის კოპროლალიისა და იდიოტობის შესაკრებელი. ტელევიზია საქართველოში იყო და არის სადისტობა. ტელევიზია არის პათოგენური ზონა. ქართულში სიტყვა „ნისანი“ ნიშნავს ხანდახან ჭკუას გადასვლას. ნისანი ქართველთა თაობებში განგრძობადი დიაგნოზია. ვინც არაა სნეული, ისიც ცდილობს სნეული იყოს. ქართველი ფხიზლობს მუდმივი ფსიქოზისა და ეროტიზმის ვითარებაში. თუ ეს არაა, ქართველი მომჩვარული და ძილად მივარდნილია. დეფექტიანობის კულტია ქვეყანაში. საიდან მოვიდა მთავრობაში ამდენი ვირისტუჩა, ელამი, რინოლალიით, ლოგორეიით, ენოფთალმიით და კიდევ რითი არ დაავადებული პოლიტიკური ტიპი? ფსიქიკურად სნეულთა და დეფექტიანთა ასეთი დიდი პროცენტი არავის ექნება ხალხებში. ქართველთ საკუთარი დებილურობა უცხოეთში გააქვთ. რაც დასამალია, იმას აჩენენ. ყველა ნორმატიული აქტი, კანონთა კრებული არის საქართველოდ წოდებული ფსიქიატრიული შტალაგისთვის განკუთვნილი კამუფლაჟი.

სებასტიან ბრანტმა (1458-1511) დაწერა სატირულ-დიდაქტიკური პოემა „გიჟების გემი“ (Narrenschiff oder  das  Schiff  von  Narragonia (1494)). ის, რაც  ბრანტთან გამოგონილია, საქართველოში ყოველდღიურობაა. გიჟების ქვეყანა – ნარაგონია მართლა შეიძლება არსებობდეს. თუ ასეთი ქვეყანა არსებობს, მას გიჟების გემი კი არა, გიჟების ფლოტილია ეყოლება. ხომ არ შეიძლება, რომ მთელი ქვეყანა აჰყარო და გემებით სადმე კუნძულზე გადაიყვანო, რათა მისი სიგიჟე თვალში არ გეჩხირებოდეს?

კარლ შმიტისეული მეტაფორები – სახლი და გემი დამკვიდრებულია მეცნიერებაში. რა დიდ გულმოდგინებას იჩენს ქართველი თავისი სახლის გემად გადაქცევაში. ესეც ადასტურებს, რომ ამდენი ლაპარაკი ტრადიციებზე ტყუილია.  ქართველი იმედოვნებს, რომ მისი გემის იალქნებს ზღვისგაღმელი კაცის მონაბერი  დაჭიმავს. გუბურაში გასაცურადაც არ გამოდგება ეს გემი. საბჭოთა წყობილების დასაცინად ქართველთ ბევრჯერ უხსენებიათ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი,  რომელშიც მეფე ტიტველი იარება. ახლა, ცხოვრებაში და არა ზღაპარში, ერთი კაცი კი არა, არამედ მთელი მოდგმაა ტიტველი. მას არწმუნებენ, რომ შნოიანად მოსილია და   სხვებს მასზე რჩებათ თვალი. შიშველია ქართველობა და თავისი უგვანი ლეში დუნიის სასაცილოდ დააქვს. განმანათლებლობის ბოლშევიკური ინტერპრეტაცია დიდად ხელს უწყობდა ქართველებს  სიგიჟისა და სიმდაბლის დამალვაში. ახლა ასე აღარ არის. ერი არაფერი სრული სახით გამოჩნდა. წამებში განქარდა ყოველივე.

რა არის  XXI  საუკუნის პირველი ათწლედის საქართველო, თუ არა ავადმყოფობის ცოცხალი ანთოლოგია, სიმახინჯის ატლასი, ფსიქიატრიულ  სნებათა სრული ნუსხის დემონსტრირება ყველაზე მასობრივი სახით. მთელი ქვეყანა შემოუღობავი საგიჟეა. ქართველმა შეითვისა ეს და სხვაგვარი ყოფნობა მას ემძიმება.  როცა უკურნებელი სნეულის გაუტეხელ და თავისუფლებისმოყვარე სულზე ლაპარაკობენ, ეს დანაშაულია. ეს ახალგაზრდა თაობის გზიდან აცდენაა. ცნება  „ქართველი“ არის პათოლოგიის სინონიმი. საქართველო ნიშნავს მძიმე და უკურნებელი სნების დიაგნოზს. აქ უნდა იყოს დარგები: ეთნიკური პათოლოგია   და ისტორიული პათოგრაფია. არანორმალურობის ისეთი ფოკუსირება მოხდა  განვლილ ოცწლედში, რომ ყოველივე ქართული არის არა მხოლოდ თავჩენილი სიმპტომი ან სინდრომი, არამედ უკვე დიაგნოზი. ახსენებ ქართველს და უკვე ყველაფერი გარკვეულია, რა არის და რა იქნება. აი, აქამდე მივიდა საქმე.

ამდენი ვერბალური კომბინაციების, დეკლარაციული კულტუროსნობის შემდეგ ქართველმა დაადასტურა თავისი თავი, როგორც უკურნებელმა სნეულმა.   ეროვნება ქართველი არ არსებობს. იგი არის ეთნიკური მოდელანტი, პოლიტტექნოლოგიების საცდელი ცხოველი. ის, რასაც საქართველოში პოლიტიკა ჰქვია, სინამდვილეში არის ეთნიკური მოდელაცია. ყველაფერი წარმტაცად ვიზუალიზებული და ჩქაფუნა კომენტარებით მოსილია. ძალით იტყუებს ქართველი თავს, რათა ჯიბრში უდგეს ვინმეს. ქართველი თავიდანვე შეგუებულია დამარცხებას და ის მონობისათვის ემზადება მალულად. მისი ბრძოლა არა მხოლოდ სიყალბეა,  არამედ ბილწობაა. თავადვე არ სწამს ქართველს თავისი ნათქვამისა. ეს არის შინაგანი ბილწობის უტყუარი ნიშანი. განუწყვეტელი საგაზეთო ექოლალიით თავის გაგიჟება  არის ლაჩრული შურისგების ილეთი. არ ვარგა კაცი მამულის მუშაკად, მეომრად და მერჯულედ, ამიტომ მას ვერბალური მემყრალეობით გააქვს თავი. საკუთარი განსჯის სხვათა მხილებაზე აგება არის პარაზიტიზმი. თუ სხვას ვერ კილავენ, ვერ აქიაქებენ, მაშინ ქართველნი ვერც ვერას ამბობენ. ეს სულის სისუსტის ნიშანია. სხვათა მხილებისას სათნოების მაძიებლობის მოჩვენებითობა იქმნება. სინამდვილეში ქართველი სათნოებათა მიმართ გულმძიმე და უმადურია. გახელებულნი წლობით იმტკიცებიან ქართველნი თავის  აკვიატებას. ეს აკვიატება მასობრივი ხდება მისი ემფატიკურობისა და სიმდარის გამოისობით. შემდეგ ამას ისე იოლად ივიწყებენ,  ვითომ არც ყოფილა. ეს ქართველთა აზროვნების უდიდესი ნაკლია. თავადვე არ სწამთ თავისი ნათქვამისა და იკვიატებენ რაღაც ცნებას იმ მიზნით, რომ კრიჭაში ედგნენ ვინმეს. ესეც სტერეოტიპიაა. ქართულ ტექსტებში შლეგობა აღტყინებულა, კაცთმოძულეობა განაბულა. აქ მხოლოდ ის კი არაა, რომ აზრის ზერელეობა სჭვივის, არამედ ის, რომ ჭიაჭუების ჰორიზონტალი მეუფებს. ქართველთა შორის ვერტიკალი ვერ იქმნება. ქართველი ყოვლად განულებული ორფეხაა. მისი ფაზიოლოგიური ისტერიულობა და აბსოლუტური ჰორიზონტალურობა შემაღონებელია სახილველად.

ომი რომ არ ყოფილიყო, მაინც ომგადახდილად მიიჩნევ თავს შენიანებში.  შენიანებმა გაგყიდეს და ამაზე დაამყარეს თავის ნაშიერთა ძღომა და დღეკეთილობა. ვერსად ვერვისთან ვერას ისიტყვებ. მტერსაც ნუ დამართვია ასეთი ამბავი, რომ ერთი თაობის ადამიანებს ცხოვრებაში ერთხელ არა ჰქონდეთ რა ერთურთისათვის სათქმელი, როცა ქვეყანა დნება და ილევა. არაფერი საერთო არაა მამათა და შვილთა თაობებს შორის. ასე ნაქებმა ქართულმა კულტურამ ვერ შეასრულა  შემაკავებელი მისია  და მას არანაირი გამაერთიანებელი ძალა არ შესწევს. ქართული კულტურა არის შეთქმულება ადამიანის წინააღმდეგ. ეს არის რიოშობის, კაცთმოძულეობის და მონური ზნის კვინტესენცია. პურით ცხონდება ქართველი კაცი. ჭამით იწყება ყველაფერი და ჭამით მთავრდება. ქართული კულტურა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანში ამოშანთოს ყოველი სათნოება, გაამართლოს  თახსირობა. ეს კულტურა არის ქართულენოვანი დუბლიაჟი უცხოური კულტურებიდან ამოკრეფილი და ნაპარავი ელემენტებისა. ეს არის ადამიანის გაბითურებისა და სასიკვდილოდ გაწირვისათვის არსებული კულტურა. პაროქსიზმული, პოზიორული და ზედაპირული კულტურფორმები მისაბაძად დასახულა, უნიკალურად გასაღებულა. ამით წამლავენ ყრმებსა და ჭაბუკებს. ქართველთა გახელება, შეურიგებლობა მთავრდება გალახულთა სლუკუნით, პირსისხლიანი ჯამბაზების საგაზეთო ლაყაფით. რა ალიაქოთს აყენებს ქართულად მოლაპარაკე ინდივიდუალურ მჭამელ-მომნელებელთა მექანიკური ჯამი, თავის თავს რომ ქართველ ერს უწოდებს. ფიქციაა ლექსემა „ქართული საზოგადოება“. ქართულად მოლაპარაკე ინდივიდები ცხოვრობენ არა საზოგადოებაში, არამედ ექსპერიმენტულ, კონსიუმისტურ მატრიცაში. საქართველო არის მუდმივი მოდელირებისა და PR-ციკლების მოედანი. ქართველი ეგუება იმას, რაც წესით დიდ აჯანყებას უნდა იწვევდეს. სულის სიმდაბლე სხეულსაც სულ უფრო დაეჩნა. ციდამტკაველა და ცუნცულა გახდა ქართველი. თავ-ფეხიანად დაიბრიცა და მოიბღუნცა. მიწაში ჩაძვრა, დაპატარავდა გვამით, მაიმახის გამომზერა აქვს. ქოთანში ჩაეტევა იგი. ყველაფერზე დაეტყო ქართველს დეგენერატობა. ტურასავით დაძრწის  სოდომოვან თბილისში. თავისი ქვეყნის გათახსირებას,მოდგმის გადაგვარებას არც ერთი სხვა გვარტომის ქალი ისე არ ეზრუნა, ვითარც ქართველი ქალი. ვინ შვა ამდენი უნტერმენში, იდიოტი, ისტერიული სადისტი საქართველოში ან ძველად, ან  ახლა? განა  ამდენ საიგავო ჩათლახს ქართველი დედები არ ზრდიდნენ? სასაცილოა და საძაგი ქართველი ქალი თავის ბღენძიობასა და მოჩვენებითობაში. საქართველო – საქალებო და საქათმე. ყოველი წამოწყება ბოლოს საქალებოდ იქცა და ქალებმა აამტუტეს. არსად არაა მაიმახი და ბილწი ქალების ასეთი კონცენტრაცია. არსად არ ბილწობს ქალი ისე, როგორც საქართველოში. ეს უნდა შევიდეს ოქროს ფონდში, როგორც უნიკალური არტეფაქტი. ქართველი ქალის საპოლიტიკო ფუთუნები და ლიყინები ცოდვის ქვად დაიდო. ეს უწყოდეს დღეისთვის დარჩენილმა საქართველომ. ერისქალობის მოჩემე ისტერიული, დამპალი დედაკაცები, რომელნიც რომანისტობით, ლირიკოსობით, მემუარისტობით, ეკლესიოლოგობით ინიღბებიან. წიგნია ქალების ლაშქარი გაბოგინდა. ეს გამოშტერებული, გაფშეკილი დედაკაცები, ჩაზმანული კეთროვნები, ყოვლად მოსარიდალნი და არსაკარებნი, იდეალური მონის ეტალონად ჩანან. ქართველი ქალი – მიზანთროპიისა და ბილწობის ბურჯი. მოდგმა, რომელსაც ამდენი ძელზე გასასმელი, წიხლით გასაქექი, თავზე მათრახგადასაჭერი ქალი ჰყავს, ვერასოდეს გაიმარჯვებს სულ მცირე საქმეშიც კი. ამათ გამდნარი ტყვია აზარფეშით უნდა ასხა ხახაში. ილღარზე გამოსული მარბიელი ჯარივით არიან ეს ქალები. ყველაფერს ავერანებენ. კაცს ვერ ჰგუობს ქართველთა ზნე და დედაკაცები გაამთავნა იმის დასტურად, რომ აქ რუსთველის დროიდან ქალის კულტია. არ დამთავრდა აფრაკული ლაპარაკი გოეთეს „ფაუსტიდან“აღებულ მარადქალურზე.   ქართველმა თავისი ჭკუისა იპოვა ამ  das  Ewig-Weibliche-ში და აღარ ეშვება მას.

ეს შემოუღობავი საგიჟე, სახელად საქართველო, ათასობით ქართველს საკვდავად გასწირავს, რათა ასულდგმულოს თავისი შიზოთიმიური და ეთნონარცისული ილუზიები. შემდეგ კი სამშობლოსათვის შეწირულ შვილებზე მრავალს იტყვის და კრუსუნებს, სანთლებს ანთებს, ლექსებს წერს მათზე. განგაში  უნდა ატყდეს არა იმაზე, რომ ქართლის სოფლებში რუსის ჯარი დგას, არამედ იმაზე, რომ მოდგმა უკურნებელი სნეულია, რომ კვლავ ათასობით ქართველი ემსხვერპლება დიდი ავტოფილური ილუზიის გაქვითკირებას. ქართველნი გააწამებენ და შეჭამენ ერთურთს. წინ არის სიგიჟის ტირაჟირება, ახალი ფსიქოზები, შიზოიდებისა და სადისტების ბოგინი, სისხლი და გაზეთები.

ქართველთათვის დამახასიათებელი მუქთახორობა და პარაზიტიზმი ჩანს სავახშო კაპიტალის აღზევებაში. ათიათასობით დიდი და მცირე მევახშე გაჩნდა.  მანქანური წარმოება, ქარხნები ეკოლოგიისა და სულიერების სახელით მოისპო საქართველოში. თავის ქვეყანას ისე ექცევა ქართველი, როგორც ებრაელი მევახშე სხვის ქვეყანას ექცეოდა. ქართველი ქართველისთვის არის მევახშე. მტერი არ უზამს საქართველოს იმას, რასაც ქართველი უზამს.

გეგონა ქართველო, რომ 1992 წლის სისხლის შემდეგ დასავლელი მუხანათისაგან ნაფეშქაშებ პურს შეჭამდი და ყოველივე დავიწყებას მიეცემოდა. ფიქრობდი, რომ შენს გუნებაზე გადაასხვაფერებდი ამ სამისხო ავაზაკობას და მას დიქტატურის წინააღმდეგ გმირულ ბრძოლას დაარქმევდი. 1992 წელს ქართველთა ზნემ გამოანათა დიდი ნათებით. ბევრჯერ დაგიხვდება წინ ეს ცოდვა ქართველო და წელში გაგტეხს. ასჯერ გეტყვი ამას. სადაც წახვალ, წინ შენი წინაპრების ნაავკაცარი აგესვეტება. სიცრუეში იხოცებიან უფროსი თაობის კაცები. არაფრობის მომკელია მამათა თაობა. არა, ხომ ბევრ საკითხში სცდებოდა ზვიადი, მისი განმაქიქებელნი სადამდე მწვირიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომ მათი მართალი სამუნათო სიტყვა ზვიადისადმი, ცხოვრებამ ყოვლად გააბათილა და ყიყინად აქცია. ესეც ხომ სანიშნოა. ზვიადი სიკეთით გამოაჩინა ჟამმა, ისინი კი სიცოცხლეშივე შეგინებულ მკვდრებად დაანარჩუნა. დღეს ერთურთს აქილიკებენ და ჰყვედრიან 1992 წლის ცოდვას შევარდნაძის მოდასენი. გუმანით რაღაც ავი იგრძნეს და ფრთხიან. კომუნისტების ჟამს შესახელებული კაცები ლიბერალიზმის მოთავეობას იჩემებდნენ 1992-ში. მიდიან ამ ქვეყნიდან საშინლად მოღორებულნი. მათი ბიოგრაფიები პათოგრაფიაა, მათი ნეკროლოგები ნეყროლოგებია. მათი საფლავები საბილწეებია.

ეთრევინება ქართველი ხან ვის და ხან ვის. სხვისი ნალახით ივსებს სტომაქს და საქვეყნოდ ხარობს. სხვამ ვინ წაიწყმიდა თავი ასე ჭამის გულისთვის, ვითარც ქართველმა? რას არ იგონებს იგი, რომ ილუზიები არ მოაკლდეს. ითქმის, რომ  ჩვენ ცოტნეიდები ვართ. ვინ ჩვენ? ბოლოს რომელ საუკუნეში იყო საქართველოში ჩვენობა?  აჩემებულია ეს ჩვენობით ლაპარაკი და ჩვენობითობა. „მალე ჩვენ ევროკავშირში მიგვიღებენ“, „დასავლეთმა ჩვენ  მორიგი ტრანში გამოგვიყო“, „ორასი წელია, რაც ჩვენ რუსეთს ვეომებით“, „ათასი ჯურის გადამთიელთან ბრძოლაში ჩვენ შევინარჩუნეთ ქართული ტრადიციები“ და მისთანები.   ცოტნეიდი რას ნიშნავს? იმას, რომ ატყუებ მტერს და ეს ტყუილი გაგიდის, რადგან მტერი მეტად ალალია გულით და მას შენი კაცობისა სწამს. ცოტნეს ეშმაკობამ დამპყრობლის სათნოება წარმოაჩინა. აი, ეს არაა ნაფიქრი. რომ გამოეძია მონღოლს რა როგორ იყო და ცოტნე სიკვდილით დაესაჯა, დღეს მასზე ამდენს არ იტყოდნენ. შეთქმული ცოტნე შეასახელა მონღოლის მიერ სიქველის დანახვის ნიჭმა. ეს რომ არა, ცოტნე დავიწყებას მიეცემოდა. ისიც გამოსარკვევია, მოხდა კი ასეთი რამ, თუ ეს მემატიანის  კიდევ ერთი მონაგონია. ცოტნეიდი როგორ ხარ? სად ვინ შეითქვა საქვეყნო საქმისათვის? ესეც ჟინით ითქმის ქართველთა მიერ, რომ დავითიანნი ვართ. გიორგი ბრწყინვალის შემდეგ დავითიანი არავინ ყოფილა. თვით ბაგრატიონებს მიავიწყდათ დავით IV და მისი ნაქნარნი. ის ერთხელ არსად უხსენებიათ არც მწერ მეფეებს, არც მწიგნობარ ბერებს. ეს საშინელებაა. ვინ იყო დავითიანი? შენ რას იჩემებ? მესიანისტი და კავკასიელი იმპერიალისტი ხარ? ამას ვერ ამბობ და მეფე დავითის ხსენება პატრიოტულ სუროგატად გიქცევია. ჰო კაი, დავითიანი ხარ, მაგრამ დავითიანი თუ ხარ, ლიბერალობაზე რატომღა დებ თავს? ლიბერალ-კაპიტალიზმი შენ გაგაკეთებინებს სადავითო საქმის თუნდაც მეასედს?  აზრზე არ ხარ ქართველო რა ვითარებაა და დაგიჟინებია  ჩვენობით ლაპარაკი. სად არის საქართველოში პეშვისოდენა ჩვენობა მაინც? ნათრევი კაცების შესაძრომად იქცა საქართველოს ისტორია. ერთიანი საქართველოს მეფეთა კიჩური პორტრეტები შეიქმნა ისე, როგოც ბანქოს ქაღალდზე ახატია მეფეები და კომპიუტერული ორთაბრძოლების პერსონაჟებია გამოსახული.  ნაკურთხი კალენდრები გამოვიდა ამ სურათებით. არ არის ეს იდიოტობა?  ამ მაიმუნობით წარმოაჩენ, რომ მონარქისტი ხარ  და ძველანი გახსოვს? შევარდნაძემ დაუდგა დავით აღმაშენებელს ძეგლი. მტერი არ გაააბუჩებდა ასე დავით IV-ეს, როგორც ეს შევარდნაძემ ქნა. ამაზე გაჩუმდნენ ქართველები. შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში აღინიშნა დიდგორობა. თავად ქართველთ არასოდეს  აღუნიშნავთ დიდგორის დღე. არ მოიშალა ეს კანკალა ნაწერები ვახტანგ VI-ზე. მაზოხიზმისა და მებილწეობის სინთეზირება ხდება ამ ნაწერებში. დიდად ლამობენ,  რომ ვახტანგ VI, ეს საარაკო ბრიყვი, ტანჯულ მაშვრალად წარმოაჩინონ.

ტექნიკის მიღწევები – ფიჭური კავშირი, ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი, სკაიპი, გამოსახულების მამრავლებელი ახლებური მანქანები და სხვა, მხოლოდ ამიზეზებს ქართველთა გათითოებას და ავტოფილიას.  ამ ტექნიკამ უფრო ცხადად წარმოაჩინა თუ რა ჭკუამხიარული და ავადმყოფია ქართველობა. ტექნიკამ წარმოაჩინა ქართველთა პირუმტკიცობა, ფიზიოლოგიური ზიზღი ერთურთის მიმართ, ჯიბრიანობა, შეურაცხადობამდე მისული ბღენძიობა, რომელსაც ეროვნული სიამაყე ეწოდება. ერთურთის სიგიჟე ეხარებათ ქართველებს. გიჟს გიჟის გიჟობა გაეხარდა, ჩემი აღარ გამოჩნდებაო.

თითქოს ძველათა სახელების მომხსომნი არიან. ფარნავაზიდან დაწყებული ვის არ ახსენებენ, რას არ იტყვიან. დაიკარგა „ რუსთაველის საზოგადოება“, ორდენად, ლეგიონად, სადროშოდ წოდებული დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, წმინდა გიორგის სახელობის დასები. ამ ჟამს წესით ხომ ერთად უნდა იდგნენ 1991 წელს მოთამამე დისიდენტები, განწმენდილნი, სიმწარეში სიბრძნემოპოვებულნი. უბედურებამ და გაწყვეტის საფრთხემ უნდა შეკრას ისინი. მეტი რაღა უნდა იყოს? დაფანტულან და ერთურთის დანახვა ემძიმებათ. მათი დისიდენტობა პოლიტიკური ეპიგონობა და დასავლეთის მიერ წაქეზებული პლაგიატი იყო. უგინებლად შეაგინა ისინი კაპიტალმა. ეს დისიდენტობა ინტელექტუალური პრიმიტივიზმი და პარაზიტიზმი იყო. რა ამბავი ედგათ. რა იყო ეს საეკლესიო და საპოლიტიკო ჰაიჰუი? ეკლესიის მამებს არ ულანძღიათ ისე ეშმა, როგორც ამათ. აბა, ახლა თქვან მართლა დისიდენტური სიტყვა ან მათ და ან მღვდლებმა, რომელთაც ისინი ბრძნებად გამოაჩინეს. ახლა ვინმემ თქვას სათქმელი დასავლეთზე მიხედვის და მისგან წაქეზების გარეშე. ცხოვრებამ დისიდენტებს წირვა გამოუყვანა. რაც მათ კაპიტალმა უყო,  არის არა მხოლოდ გაპანღურება, არამედ ყოვლად განულების ეტალონი. წიგნი უნდა დაიწეროს ასეთ საარაკო გაბითურებაზე. იდეების ისტორიაში ასეთი რამ არსად მომხდარა.

One thought on “რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?

  1. ეს ეთნოცენტრული და რეფორმატორული ტრიუმფალიზმი ცნობას ართმევს ათასობით ქართველს.ეთნიკური სტერეოტიპია თავის დაძვრენისა და დღეთა გათრევის ძველი ილეთია.>>>>

    მართალს ბრძანებთ, ბატონო გოჩა. ხატებზეც მართებულად შენიშნეთ, ამ ეთნოფეტიშებზე. )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s