რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?


                                                   წერილი მეოთხე

ასე უყივლა ვაჟა-ფშაველამ ქართველებს:

„რას ჰგავს სიცოცხლე უშნოვო,

მხოლოდ მიწაზე სირბილი,

სმა-ჭამა, ცეკვა, სიმღერა,

როცა კარს გვადგას სირცხვილი!“

ლექსი „საახალწლოდ“ (იანვარი, 1894 წ.)

არავინაა ქართულ მწერლობაში ვაჟა-ფშაველასებრი. ის ერთადერთია. ისიც ვერ მოხერხდა საქართველოში აქამდე, რომ აღმოსავლეთში გატანილიყო მისი შემოქმედება. აბა ნაციონალ-სოციალისტებს ჰყოლოდათ ასეთი მოგვი. მისი კულტი იქნებოდა გერმანიაში ნაციზმის გადავარდნის შემდეგაც. აბა ფრანგულ მწერლობაში   აღჩენილიყო ასეთი მესიტყვე. საქართველოში არაა შემოქმედის კულტი. აგერ, თითქოს გალაკტიონის კულტის დამკვიდრებას ცდილობენ რამდენი წელია და არ კი არის.  გალაკტიონი ვერ იქნება ლიბერალთა საკულტო პოეტი. ამას დიდად ლამობდნენ და არ გამოვიდა. გალაკტიონი არაა ბოლშევიკთაგან წამებული პოეტი. სნობობა მედგრობს, როდესაც ლიბერალები ვაჟა-ფშაველას ეჩემებიან.

ვაჟა-ფშაველა მთიდან დაგორებული ძველი ლოდია, რომელიც კენჭებს შორის აღმოჩნდა ბარში. მან ააზრახა დაწუნებული ძველი ქართული და შეძლო დაერწმუნებინა ახლებური ყაიდით მოქართულენი, რომ ეს დიდი საუნჯე იყო.     ვაჟა-ფშაველაზე მცირე ზეგავლენა მოახდინა რევოლუციურმა პოლემიკამ, რაზეც დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულნი ჭკუას კარგავდნენ. ძველი საქართველოს მოჭირისუფლე ამ დიდმა მთიელმა ასე თქვა:

„შვიდასი წელი გამიხდა,

არ გავპოხილვარ დუმითა,

არ ვულესივარ ქართველსა

დაღიღინებით ჩუმითა;“

ლექსი „ჩივილი ხმლისა“(1890 წ.)

ახლაც ჭკუას კარგავენ დასავლურ ცნებებზე ქართველნი და ხელში შემოიდნეს ქვეყანა. ვერ პატრონობს ქართველი თავის მამულს უკვე მერამდენე საუკუნეა და მიწას ედავება მას აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, აფხაზი. მოსეს ისტორიაში თავიდანვეა ნათქვამი, რომ ისრაელის სამანები დასავლეთის ზღვიდან ეგვიპტის მიწამდეა. ქართველმა კი თავისი მამულის სამანები არ იცის. ყველა მხრიდან მიწას ედავებიან დღეისთვის დარჩენილ საქართველოს.ზღვისგაღმელის მოიმედეობამ ავი დამართა ქართველს. მესიანისტია ამერიკელი და მთელი მისი პოლიტიკა ამ იდეით იდგამს სულს, რომ დუნიის ხალხების  მოძღვარი და მაცხონებელი თავად არის. თუ საღვთო რჩეული ხარ კალვინისტური მესიანიზმის მიხედვით, თუ შენ მოგაქვს დიდი მოძღვრება ადამის მოდგმისათვის, მაშინ უკვე ეს მესიანისტური რწმენა დასაშვებს ხდის და ამართლებს ნებისმიერ ძალთაქმედებას მათ მიმართ, ვინც ამ მესიანიზმის  უარმყოფელია. ამ დროს ფიქციური ხდება საერთაშორისო ნორმები და კონვენციები. ეს არაა საქართველოში გააზრებული. მესიანისტმა ჯორჯ ბუშმა შესაძლებელი გახადა დიდი ძალადობა და წერტილი დაუსვა იალტა-პოტსდამის ხანგრძლივ ილუზიას,     რომელიც საბჭოთა იმპერიის დაშლიდან-1991 წლის აგვისტოდან ერაყის მეორე ომის დაწყებამდე კიდევ ღიმღამობდა მსოფლიოში. ბოლოს ეს მესიანიზმი იკარგება და რჩება მხოლოდ ძალადობა.

პროტესტანტებმა ლუთერის, ცვინგლის და კალვინის ჟამს დიდი საღვთისმეტყველო დისპუტი ვატიკანს მოუგეს. მათი თქმით, თითოეული, ვინც თავს ქრისტეს მესავად მიიჩნევს, თავად უნდა გაიაზრებდეს სახარების დებულებებს და ღმერთთან შუამავლის გარეშე უბნობდეს. ასეთმა განსჯამ აამოძრავა ევროპა და აზროვნებას ყველა მიმართულებით დიდი გასაქანი მისცა. საქართველოში არ ყოფილა და არ იქნება რელიგიური მაძიებლობა, თეოლოგიური დისიდენტობა. ქართველი გაზეთებში დაიხატება როგორც მაძიებელი და მოაზროვნე. სინამდვილეში კი ის სულ სხვა ვინმეა. თავისუფალი აზროვნების სახელით გამოსული ბოლშევიკების მაგინებელი ინტელიგენცია ჯერ საშვილიშვილო ბითურად დარჩა, შემდეგ კი ენა მუცელში ჩაიგდო ჭამადის გულისთვის. საქართველოში არასოდეს იქნება ურთიერთობის ისეთი კულტურა, რომ შესაძლებელი იყოს ბიბლიურ და ფილოსოფიურ საკითხებზე ვინმესთან საუბარი. აქ არის მხოლოდ რელიგიური პოზიორობა, თავისუფალ აზროვნებად გასაღებული კინტოობა.

ქართველი უდაბნოდ სვლას ჩემულობს და თან თავისი მამულის საღვთო წილხვედრობას იმტკიცება. ეს წილხვედრობა ადგილის საკრალურობის სწავლებაა. ეს ადგილი ქართლია.ის ქრისტიანობამდე იყო საღვთო ალაგი. თავად სიტყვა „ქართლი“ არის საღვთო ყორუღის, ტემენოსის მნიშვნელი. შენ ქართლი დააგდე ქართველო და უდაბნოს მიაშურე? სიტყვა „ქართველი“სხვას არას ნიშნავს, თუ არა საღვთო ალაგის მცველს. მამა-პაპათა ზერელეობის გამო ვერ შეიქმნა სწავლება ქართლსა და ქართველზე. ეს გაცილებით მეტი რამ არის, ვიდრე ქართლის გაქრისტიანების ცუდად მოთხრობილი ამბავი. თუ შენ ქართლი დააგდე ქართველო და უდაბნოში გარბიხარ, თურმე არ გინდა შენი მიწა-წყალი. ის შენ მონობის მიწად მიიჩნიე. ვაი ქართველის ნათქვამს. ამის გამო მღვდელთან მიდავია. გინდა თქვა მამაო, რომ სახლის კი არა, მამულის კი არა, არამედ კარვის და უდაბნოს მოძღვარი ხარ? გინდა მამაო თქვა, რომ უდაბნოში მიუძღვიხარ გაქცეულ ქართველთა თემს, ფერხნი ცხელ სილაში გეფლობა და ბერის კაბა ქვიშით გიმძიმდება. თუ უდაბნოში მიმავლობს ქართველთა თემი მამაო, ვინ შეცდომილი როდის დაგისჯია? სად წასულხარ შენ ქართველო, რომ ნაბიჯი არ წაგხდენია და კოჭი არ დაგჩორთვია? როდის რა სათქმელი იყო ქართველის სადმიმავლობა? იმტკიცები, რომ მონა ხარ უდაბნოდ მარები და იმედეულობ, რომ ეს მონობა წარგეხოცება დასავლეთთან მიჩოჩებით. შენი აღთქმული მიწა დასავლეთია. არ შეგრჩება ქართველო ამდენი კადნიერება. სხვამ ვინ მოივერაგა სიტყვით და საქმით მამული, ვითარც ქართველმა? მშვიდობიანობის დროს ესევითარი სიმდაბლე აჩვენა ქართველმა და ომებში რაც ქნა, ეს კიდევ ცალკე სირცხვილად დაიდო.ზნითა და წარსულით ნაბიჭვარი რომ არის ქართველი, განა ეს ამერიკელებს დაბრალდება? რა  წესითაც უწინ რუსებს კილავდა ქართველი, იგივე წესით ახლა ამერიკელების კილვას შეუდგა. რა გინდა? ვისგან რას მოელი? რა ხარ ასეთი, რომ საშველი არ დაგადგა?

ისრაელის ღმერთმა მიწას შეაჭმევინა მოსეს წინააღმდეგ შეთქმული აბირამი, დათანი, კორახი და მათი ჯალაბობა. ქართველთა თემში ათი კაციდან რვა აბირამი და დათანია. ასეთ თემს თუნდაც უფლის ნათელი გაუძღვეს წინ, ის ერთი დღის სავალს ვერ გაივლის უდაბნოში. ააშენე თუნდაც ათასი ეკლესია. გამოუშვი თუნდაც ათასი გაზეთი. არც რწმენაა სადმე და არც თავისუფალი აზროვნებაა. ამ სიმრავლეს რომ რაიმე შეეძლოს, საქართველო ახლა დუნიის ბოლოში იქნებოდა გასული.

ზნეობის ძალა, მორალური ზეგავლენა რომ არაა ქართველთა შორის, ამიტომ ხდება მორიგი არჩევნების გაფეტიშება. არაფერი არაა სინამდვილეში ასარჩევი. ეს მხოლოდ დასავლურ სოციოლოგიასა და ჟურნალისტიკის ისტორიაში წერია, რომ როცა მავან მოხელეზე ტელევიზიით კომპრომატი გადაიცა, მისი ცოლი, შვილი და მშობლები სირცხვილით გარეთ ვეღარ გამოვიდნენ. მოხელის შვილს სკოლაში თანაკლასელებმა უთხრეს რაღაც, ხოლო ცოლსა და მშობლებს კი მეზობლები საყვედურობდნენ. საქართველოში ასე არ იქნება. ასიათასობით არაკაცის ცოლ-შვილი და დედ-მამა ისე დადის, ვითომც არაფერი. პირიქით, სულ მათი ინტერვიუებია ჟურნალ-გაზეთებში. 1992 წლიდანვე ასე იყო და ასე იქნება საქართველოში. ქართველები ოცი წელი უმსგავსად იფხანებოდნენ თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებით“. რაღა არ თქვეს, მაგრამ ნახულა სადმე რომელიმე ავაზაკის დარცხვენილი მამა ან შვილი? აი ამ მთავრობაზე დაუწერელ ზნეობრივ კანონს სულ მცირე ზეგავლენა მაინც თუ მოუხდენია ამდენი დამუნათების შემდეგ? არა, რისთვის დაიწერა და იწერება საქართველოში ამდენი წიგნი ზნეობაზე? აქ ყველა ხტუნავს, სანამ ცოცხალია. მამა შვილს ატყუებს, შვილი – მამას. ქართველის ცხოვრება ხტუნვაა.

წყეულია ქართველთა დრო. ყოველმა რიჟრაჟმა ნაწყევარს მიამთხვია მამაც და ძეც. ყოველი გარდასული წელი ისევ სამერმისო წყევლაა. ბოროტება ჩასაფრებია მათ, ვინც ახლა 15-20 წლისაა. არაა საქართველოში ისეთი ძალოვანი სულის მექონი მამათა თაობა, რომ თქვას- მტერია ღმერთი და ჩვენს ძეთათვისაც მტერი იქნება. ამაოდ შეირაცხა განვლილი ოცწლედი ქართველთა საღმრთო გამოცდად და რჩეულობის ნიშნად. ეს წარსული ღვთისაგან ქართველთა გამოცდა კი არაა, არამედ საკუთარი უჭკუობის, შლეგიანობის და დიდგულობის ნაყოფია. საკუთარი მიწის წყალს ქართველს მამასისხლად ასმევს უცხოელი. ისე აუხდება ქართველს, როგორც მან თავისი მიწა მოსეზე ლაპარაკით უარყო. უცხო ეძალება ქართლის მიწას, რადგან ქართველმა დაამტკიცა, რომ ის არაა მისი ღირსი, ის ვერ იცავს ცვად მიბარებულს.   სალაფავით სავსე გეჯასთან ჯგლეთა და ჭყვიტინი მხოლოდ სიავის საწინდარი იქნება. არ შეწყდება თარსის თოვა საქართველოში. სულ ახალ-ახალ სავაგლახოს გამოუტყვრის განგება კრულებაში მყოფ ქართველებს.

მოსეს ხუთწიგნეული, წინასწარმეტყველთა წიგნები იმას ადასტურებენ, რომ ძალუმი სულობის დვრიტა ყოველთვის ვარამია. მწუხრეულობა კათარზისულად მოქმედებს ადამიანზე, განწმენდს და აკეთილშობილებს მას. ეს უნივერსული წესია ადამის მოდგმაში. საქართველოში,ამ ცოცხალთა სამარეში, ეს წესი მკვდარია.             ქართველს არ სურს ვარამი და თალხიანი ფიქრი. იგი რა ჭამია და ხტუნიაც აქამდე იყო, ისევ ის არის. სიცილით კვდება ქართველი, როცა მისი ქვეყანა იქცევა. ან აქამდე როგორ მოატანა ასეთმა თემმა? ქართველი ცდილობს საკუთარი ხელნაცარავობა მოსეს ხუთწიგნეულს გამოაბას და სამერმისოდ კიდევ სხვა ხიმანკლობას მოიგონებს.

ისრაელის ისტორიის ეთიკური მაქსიმა არის ის, თუ რას იტყვის შთამომავლობა წინაპრებზე. საღვთო საკითხავია სინაგოგაში ის, თუ როგორ მიეგოთ უკეთურ მამებს საქმეთაებრ მათისაებრ. ისრაელის აწმყოს სვიანობა კი წინაპართა ნასათნოვარის დადასტურებად მიიჩნევა. ქართველთა შთამომავლობა რაღას იტყვის   თავის მამა-პაპაზე? რას იტყვის უსვეობაში მყოფი შვილი მამაზე, გარდა იმისა, რომ  მდღევრად კრულავდეს მას? ავაზაკობის ალგორითმული ცხრილები უნდა შედგეს და ქართველთა ზნის სამუდამო მოსახსოვრად დაიდოს. ბარელიეფები და ფრესკები უნდა იყოს თბილისში, რომ ყველა ხედავდეს, ყველას ახსოვდეს, თუ რანი იყვნენ ლიბერალობას შეყენებული ქართველთა მოდგმის კაცები და ქალები. მონუმენტები უნდა დაიდგას მათივე სახელობის სკვერებში. არაკაცთა ბოგინი უნდა აისახოს ფერწერაში, დოკუმენტურ კინემატოგრაფში. არ ეგონოს ქართველს, რომ ძველი ძეგლების აღებით და  მათზე წლობით ქილიკით ივერიაში არაკაცობა მოისპობა.

როგორ აიტაცეს საქართველოში ინდივიდუალიზმისა და ანგარების ლიბერალური მოძღვრება, თითქოს მანამდე აკლდა ქართველებს ან ერთი, ან მეორე. ერთურთს უმტკიცებენ, რომ ესაა თავისუფლების საწინდარი. რას ნიშნავს ინდივიდუალისტი წინაპარი? იმას,რომ ცხოვრობდა მავანი, იჭიმებოდა, იმოსებოდა,  ერთობოდა, თვალს აჭყეტდა.თავის თავს ეფოფინებოდა და თავისთვის ილუკმებოდა.  ჩავიდა იგი საფლავში. ამქვეყნად კი დატოვა ცეტობა, ბოღმა და ფოტოსურათების დასტა. დახედავ მის სურათებს და სათქმელი არა არის რა. იარა,იარა და გადაიარა. მოუხმობ როდესმე მას, როგორც წინაპრის შემწე სულს? სიცოცხლეში არა უფიქრია რა მას მამულზე და ვისთვის რა შემწე იქნება? აი, ესაა ინდივიდუალისტი წინაპარი. ასეთივე არის მისი თესლის მონაგარი. შვილს მამა ავიწყდება და ძველ დროთა მომხსოვნელობას კი იტყვის. ცოლ-ქმარი სადღაც ცხოვრობენ, შვილებს გააჩენენ, დაიხოცებიან და ამით დასრულდება. რა თაობათა კავშირზეა ამდენი ლაპარაკი? ცოცხლობენ და სხვა არც რა არის. ასეთი ცხოვრება ეთნებათ ქართველებს, რადგან ეს უიოლესი რამ არის. ადამიანის ყოფნობის იდეალად ეს დაისახა. ამას მიეძღვნა თბილისის ლიბერალთა მრავალი სამეცნიერო სემინარი, წიგნი და სტატია. იდიოტობის ნიშანია, როდესაც ინდივიდუალისტებიც არიან და ქრისტიანობის დამცველებიც. ნომინალისტებიც არიან და საეკლესიო მესიანისტებიც.   ერთი მეორეს გამორიცხავს, მაგრამ საქართველოში ვინ რას დაგიდევს. აქ მარტო ილაპარაკონ და გაძალებით რაღაც ამტკიცონ.

დიდად ნატყუარია ქართველთა საღვთო რასიზმი. ამით ცდილობენ ერთობის, თემობის ილუზიის შექმნას. თანამოძმის გავერანებით ახტუნებული კაცების რასისტობა სად თქმულა? პოლიტიკაში მოსული კინომსახიობების რელიგიური მაიმუნობა დღემდე სულიერების გამოვლენად მიიჩნევა. თბილისის თეატრები და კინოსტუდია ვერასოდეს მოიშორებენ იმ სიშლეგის დაღს,რაც მათ დაიჩნიეს 1992 წელს. რა დღეში იყვნენ მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები. ვითომ რაღაც იცოდნენ და იდეებით ევნებოდნენ. აბა ახლა ირბინეთ თბილისის ზღვაზე, ავაზაკებს ეყონაღეთ. გაგაარაფრათ ცხოვრებამ თქვენი ფილმებიანად, სიმღერებიანად,          პიესებიანად, წიგნებიანად. კინო და თეატრი კულტუროსნობის უდავო ნიშნად მიიჩნეოდა. ასე კი არ ყოფილა. უცხოეთიდან ჩამოყვანილი გზირი თუ არ აძახა ქართველმა ქართველს, ისე ვერ იქნება.ზვიადი ხომ შეასმინეს მოსკოვში და დაყათრულები დადიოდნენ იქ. ვერბალური დეფეკაციის ქრონიკები თავისუფლებისათვს შეუპოვარი ბრძოლა ვერ იქნება. გამუდმებული ისტერია შეუდრეკელი ეროვნული სული ვერ იქნება. ქართველთმოყვარე წინამძღოლი იყო ზვიად გამსახურდია. ისე გავიდა მრავალი წელი, რომ ვერ ნათელჰყვეს როგორ დაიღუპა იგი. თვით მისი სახელობის პარტიებმა ვერაფერი იღონეს საამისოდ. რა ქვეყანაა ის, რომელმაც მართალი კაცი მიწას ამოაფარა და წლობით ლანძღა? ზვიადს იუდა უწოდეს,ზვიადს სატანა უწოდეს. ვაი ქართველთა ჭკუას. ერთურთის ავისმოსურნენი და მაარარავებელნი არიან და ამით ცოცხლობენ.

სამი ადგილია, სადაც ქართველის ზნე ხალასად ვლინდება. ეს არის გაზეთი, რესტორანი და  საროსკიპო. რაოდენი ძალისხმევა მოხმარდა ქართველთა გაკეთილშობილებას XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე და მაინც არ აღმოიფხვრა ტრაიბალიზმი, ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ნაცია (ამ ცნების შესატყვისიც არ შექმნილა ენაში). ჯერ ისე რა იყო ქართველობა და რა უყო მას ამ ჰედონიზმმა.   ფალოიმიტატორებისა და ლუბრიკანტების ქარხანა უნდა გაიხსნას თბილისში. განა მარტო ეს არის. არაკაცთა ინკუბატორები, უნტერმენშების სანაშენეები უნდა დაარსდეს. ანთროპოლოგი უნდა ჩამოვიდეს თბილისში, რათა შეისწავლოს დეგენერატიზმი მის მიმდინარეობაში.

ეს საბაზრო ლიბერალიზმი, რომლის გამო ქართველი ამდენი წელი ასე გიჟმაჟობდა, ისეთი არაფერი ყოფილა, რომ მის გამო ამდენი თქმულიყო და ამდენი ძალა მას შელევიყო. მან ქართველს არაქათი გამოაცალა და ჩანჩურად აქცია. დილით ერთს ამბობს იგი, შუადღისას მეორეს და საღამოსთვის კი მთლად ერევა დავთრები.  წლები გავიდა და ქართველმა ამ ცხოვრებისა ვერაფერი გაიგო. ცხვირპირი გაუგალა მას ცხოვრებამ, მკვდარი და ცოცხალი გაუხიახა. არავინ არად ჩააგდო ქართველის მკვდარი უცხოეთში. რამდენი საჩივარი გაიგზავნა დასავლეთში აფხაზეთის ომის გამო და რა? 20 წელზე მეტი ჰააგის სასამართლოზე გასამართლებას უქადიდა ქართველი აფხაზებს. 200 ტომ დოკუმენტებზე იყო ლაპარაკი. არა გამოვიდა რა აქედან. შემდეგ ვითომ დამატებით დოკუმენტებს ჰააგაში მიმავალი ერთი ქალი ჩემოდნით მიათრევდა. ეს აჩვენეს ტელევიზიებმა. რაღა დარჩა ისეთი, რომ თავიდანვე  არ იყო გაგზავნილი? ეს ხომ კიდევ ერთი სიცრუე იყო. ბოხჩაში გამოკრული მიგაქვს არა საჩივრების ახალი დასტა? ამას ტელევიზია აჩვენებს და ატყუებს ქვეყანას. აქეთ  გაგიჩაღებენ საჩივარს აფხაზი და ოსი. შენ დაგადანაშაულებენ გენოციდში.

თავისი გულისა მიიღო ქართველმა ასეთი მწვირიანი და უსინდისო ცხოვრებით. ეს სინამდვილე ქართველის გულმძიმობიდან არის აღმორჩებული და  ვარჯოვნებული. ეს არის ძველი ჩვევა, პალინბიოზური მოვლენა, რომ ყველაფერი იყოს  ბილწი და მახინჯი. რა ბედისწერაა, რომ ასე დაჯგვლიმა ქვეყანა? სამერმისოდ კიდევ რა სიგიჟეს შეეწირება ათასობით ქართველი? ვითომ ახალი, ინდუსტრიული ეპოქის შვილი იყო ქართველი და ისევ ის კი ყოფილა, რაც ლეკიანობისა და ყიზილბაშობის დროს იყო. ისევ ის ზნე დაუმალავს და დაუსაჭიროვებია ქართველს. რომ გაიხსნას   ბორჯომში,ახალციხესა და ანაკლიაში მონათა ბაზრები, იმ დღესვე ქართველნი ერთურთის შვილების პარვა-ტაცებას დაიწყებენ. გამცემლობა და მაოხრებლობა გულისა და სისხლის ნაწილია. ჩაკირული გენეტიკური თვისებაა.მას ვერ მოერია რევოლუციონიზმის ეპოქა და განმანათლებლობის დიდი იდეა. ჯერ ახლა ჰპარავენ ერთურთს შვილებს ქართველნი გასაყიდად. რამდენჯერ გავარდა ხმა, რომ ასე მოხდა.

აფრიკის ქვეყნებში კოლონიალისტური მონათვაჭრობის ჟამს XIX საუკუნეში, ველურ ტომებს არ გაუკეთებიათ ის, რაც ქრისტიანი ქართველი აკეთებდა თავის ქვეყანაში რამდენიმე საუკუნე. არავის დედამიწის ზურგზე არ დაუწყია თავისიანის ტაცება და მონად გაყიდვა. მთელმა სამუსულმანომ გაიგო ქართველის ზნე.                    ტყვეთასყიდვის მოთავენი იყვნენ თავადები და მღვდელმთავრები. არავის მოუნანიებია ამ სამუდამო ცოდვის გამო არც  XIX, არც  XX  საუკუნეებში. ვედრების ლოცვები უნდა დაწერილიყო ამის გამო, რომ ქართველი ღვთის წილხვედრ ქვეყანაში ღვთის წილს იპარავდა და ჰყიდიდა. დიდი ვედრების ლოცვები უნდა დაწერილიყო იმის გამო, რომ ვერც მეფემ,  ვერც ეპისკოპოსმა ეს ვერ აკრძალეს და ასე გრძელდებოდა რუსთა შემოსვლის შემდეგ კიდევ ნახევარი საუკუნე. რაც არვის გაუკეთებია საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში, ქართველმა გააკეთა 1992-94 წლებში. რა უძველეს ქრისტიანულ კულტურაზეა განუწყვეტელი ლაპარაკი?

მოსეს ბანაკში ყოველი კაცი ერთმანეთის წინაშეა წარდგენილი, ვითარც საღვთო მოწესე. ყოველი კაცი თავისი თანამოძმის ნაქნარის გამო მოეჭველი და მრისხველი ღმერთის წინაშეა პასუხ-მიმგე. მოსეს ბანაკში ვერას იტყვი ინდივიდის განუყოფელ უფლებებზე, პიროვნების ხელშეუხებლობაზე, თავისუფალი აზრის გამოთქმაზე. მოსეს ბანაკში თავად ღმერთია ყოვლის საწინდარი. თიხისა და ალიზის მოყვარე ისრაელის თემი უდაბნოდ შემოქცეულმა ღმერთმა მახვილის მოყვარედ აქცია. მისრეთის ღელე დააგდო იაკობის ძემ, ყარიბობას შეუდგა და მახვილით მოიპოვა დიდება. ეგვიპტიდან გამოქცეული მონადყოფილი უდაბნოში ომს ეთვისება. იოლი არაა მონობის მწიკვლის მოშორება. მოსეს გავლილზე ათასობით შეცდომილი ებრაელის გვამი რჩებოდა. ღმრთის მფარველობამ იაკობის თემისაგან დიდი საფასური მოითხოვა. თავად ღმერთი ითხოვს ურჩთათვის სიკვდილს. ეს არის ერთადერთი სასჯელი. თუ არა და აღისპობა მისი ხილულად გება მოსეს ბანაკში.     ყამალეკი იუდეველს საუკუნოდ უნდა ახსოვდეს. მოსეს მიდევნა ეს მტრის მომხსოვნელობა და მასთან ომია. განზოგადდა იაკობის სახლში ყამალეკის სახელი.   უდაბნოდ სვლა ომისთვის მზადებაა. თავად ღმერთი მოდის ყამალეკთან საომრად. მან ამოწყვიტა მტრად მოკიდებული ესავის ძენი უდაბნოში და დაწყევლა ისინი.     თავად ღმერთი ირისხვის და იუწყება, რომ გაწყვეტს ქანაანელებს, ხეთელებს,     იებუსელებს, ფერიზელებს, ამორეველებს, მოაბელებს, რათა საუკუნოდ დაუმკვიდროს იაკობის ძეთ აღთქმული მიწა. ქართველი კი მერამდენე წელია რუსებს წყევლის, მათ ამოწყვეტას ინატვრის. გაიხედავ და სიცილით ჩადის მოსკოვში, იქ დიდხანს რჩება.    განა ასე ჰხამს მტერთან შელომება. აქ თავისიანს ატყუებს ქართველი და მოსკოვში კიდევ რუსს ეცრუება. მოსეს ბანაკში პურის ჭამაშიც ალალი უნდა იყო და არა ჩუმად იტენებოდე, როგორც ეს ქართველებშია წესად. ქართველი ბანაკიდან გაიპარება და ისევ ეგვიპტეს მიაშურებს სიცილით.

ბიბლია რა არის? ეს არის დასაწყისიდანვე ომის, ჟლეტის წიგნი და რითი მთავრდება ეს წიგნი, თუ არა ისევ ომით და ხალხების გაწყვეტით. თავად ღმერთი მოვიდა მიწაზე, როგორც მეომარი. ომს ისწავლება იგი კაცისათვის. ეს ახლა არის, რომ ბიბლიიდან მოჰყავთ ის ციტატები, რომელნიც ეთიკური მაიმუნობის და ლიბერალური განმარტების შესაძლებლობას ქმნიან. მოსეს სისხლიანი ისტორიის გარეშე ქრისტიანობა ვერ იქნებოდა. ქრისტიანობა დაეშენა მოსეს ამოყვანილ კედლებს, როგორც ზედა სართული, ლიბო კი მაინც სეფერ-თორაა.

უდაბნოდ სვლა არის თორასეული პაიდეიის დასაწყისი. მონადყოფილი მეომრად უნდა აღიზარდოს. აღთქმული მიწა მეომარმა მახვილით უნდა მოიალაფოს.  არავის შეუქმნია ასეთი ისტორია თვინიერ იუდეველებისა. ტრანსცენდენტურის შემაძრწუნებელი შემოჭრა ხდება ხილულ სამყაროში. ისტორია არის ღმერთის მატიანე, ღმერთის მატიანე კი კაცის ისტორიაა. ღმერთი მის შვილთან ერთად ომობს,   ვის მამასაც თავად ეჭიდებოდა ბნელში და აკურთხა ამის გამო. შაბათ ჰაგადოლი    (დიდი შაბათი) არის ეგვიპტიდან გამოსული თემის ჟამსათვალავის დასაწყისი.     ეგვიპტიდან გამოსვლა ხსენდება თითქმის ყველა იუდაურ ლოცვაში.

მონური ზნის, ეგვიპტეში სიმაძღრეზე წუხილის გამო ვერ შევიდა მამათა თაობა ქანაანში. უდაბნოში ჩაიყარა მათი ძვლები. ისრაელის შტოთა თავკაცები იყვნენ   ნახშონ ყამინადაბის ძე, ახიეზერ ყამიშადაის ძე და სხვანი. შერისხა ყველანი ღმერთმა. ახალი თავკაცები დაუდგინა მან ისრაელის შტოებს და მათ ეღირსათ იორდანეზე გადასვლა. იეჰოშუა ბენ ნუნმა შეიყვანა ღვთის თემი აღთქმულ მიწაზე.   მოსეს ემსგავსა საღვთო შურით იეჰოშუა და ის დაადგინა თემის ბელადად ღმერთმა.  უმწიკვლო უნდა იყოს ისრაელის ლაშქარი და ყოველთვის გაუმარჯვდება მას.      ოცდაათზე მეტი მეფე დაამარცხა იეჰოშუამ და მზეც კი დაყოვნდა ცაზე, რათა მტრის  გაჟლეტა დღის სინათლეზე მოესწროს. ღვთისაგან დარისხებულის შემბღალავი უნდა  მოიკლას. ღვთის წილის მპარავი ყაქან ზერახის ძე და მთელი მისი სახლეულობა   ჩაიქოლა და ამით დაცხრა ღვთის რისხვა. თუ ახლა ღვთისმეტყველი ასკვნის, რომ  ქრისტეს მოსვლით მრისხველი, შურიანი და მძვინვარე ღმერთი სიყვარული გახდა და  მოსეს ქრონიკების საფიქრალი გაუქმდა, იგი დიდად ცდება. ნამდვილი თეოლოგია ვერ იქნება ჟურნალისტიკის სახეობა და ლიბერალური ოპუსების კრებული. თეოლოგია ვერ იქნება საქალებო. ბოლოვადი საკითხების ლიბერალიზება და ფემინიზება მათი გაუქმების ილუზიას ქმნის. რადგან წერა-კითხვის მცოდნეთა უმეტესობა სულით სუსტი და მხდალია, ამიტომ საჭირო ხდება სამოყვასო ნუგეშინის გამოგონება.

აი ეს დიდი ამბავი მოშე რაბენუსი და  ღმერთისა როგორ დაპატარავებულა ქართველთა მონაყოლში. იეჰოშუას ბანაკში საღვთო წილის მოპარვისათვის მთელი ოჯახი ჩაიქოლა. ქართველებმა საკუთარი მამული გაძარცვეს და საყვედრებელი მაინც თუ უთხრა ვინმეს მღვდელმა? ძალზე ხშირად ითქმის შემობრუნების პუნქტზე. თუ საქართველოში უდაბნოდ სვლას ირწმუნებიან,რაღა საჭიროა ასე ხშირად შემობრუნების პუნქტზე ლაპარაკი? უდაბნოს თუ მიდიხარ, აღარ უნდა შემობრუნდე.  არა მხოლოდ ყაქანის სახლეულობა მოიკლა ისრაელის ბანაკში, არამედ დათანი,     აბირამი, კორახი და ონი  შთანთქა მიწამ მათ სახლეულობასთან ერთად. ისინი ისრაელის თემს უჯანყებდნენ მოსეს და მის ბელადობაში ღვთის ხელს არ ხედავდნენ. სადაც თავად ღმერთია ხილულად მყოფი, იქ ვერ შეეჭვდები და თუ შეეჭვდი, ამაზე   ღმერთის პასუხი მოკვდინებაა. მოსეს ბანაკი არის ტრანსცენდენტურის აბსოლუტური თვალნათლივობა. იმ შორეულ დროებში ღმერთის ვლენას და ისტორიაში წილის დადებას მთელი თემი ხედავდა. ადამის დაწყევლის შემდეგ, მიწის დაწყევლის შემდეგ ეს იყო უდიდესი შეჰინა, რაც მის მხილველ იუდეველს სასტიკად ავალდებულებდა.

საქართველოში კი რომ მოჰკითხო ამდენ გამცემსა და არაკაცს, თავით რომ       აზღვევინო, მაშინვე დაიწყება კვნესა- ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, საჯიშე ბიჭები აღარ გვყავს და მისთანები. ის გაზეთები, სულ რომ იმხილებიან, იქადიან და სამართალს საკლისობენ, დაიწყებენ ლაპარაკს ქრისტიანულ მიმტევებლობაზე, კიდევ ერთხელ გადაასხვაფერებენ ვითარებას და მოწამლავენ ქვეყანას. გაზეთი საქართველოს მტერია. აი ამიტომ, კიდევ დიდხანს დარჩება ქვეყანა არაკაცთა საბოგინოდ. აქ ცოცხლად ყოფნა არის ცხოვრების თავი და ბოლო. კაცური კანონით ვერვის მოჰკითხავ საქართველოში. სულ უნამუსობაა და ამიტომ მალე ავიწყდებათ ქართველებს თავისიანთა ნაავკაცარი. მურდალი სიცოცხლით დაწყევლილია ქართველთა გვარი. არც კვდება და არც რჩება. ესაა ასგზის ნაძრახი სიცოცხლე. სიცრუე და სიძულვილია ყველგან. ტყუის მღვდელი, ტყუის მემატიანე, ტყუის მოხელე, ტყუის მასწავლებელი, ტყუის ყრმა. როგორც ნახირი მდელოს მიჰყვება და ძოვს, ეგრეც ქართველნი ჰგიან. მონებად დაბადებულან. ბატონი რომ არვინ იყოს, ქართველი მაინც მონაა. მონობაში უთენდებათ და უღამდებათ თაობებს.

მეზობელმა ქვეყნებმა თავის სასიკეთოდ შემოაბრუნეს ცხოვრება.                             საქართველოში მცხოვრებ დიდ დიასპორებს  ფეხი მტკიცედ უდგათ .ქვეყნებს შორის ერთი საქართველოა ასე გაპანღურებული. პოლიტიკა ქართველთა საწამებელია.        საკუთარ ქვეყანაში იდეალურ მონად დადგინდა ქართველი. როგორ ზედ ეტყობათ ქართველებს მობოლოვებისკენ სვლა.

თუ ხატოვნად ითქმის, რომ ქართველნი უდაბნოდ მავალი თემია, ბოლოს რა? რა და უდაბნოდ გაჭრილი ქართველი ისევ ეგვიპტეს მობრუნდა და ბუქნა გამართა.          ნეტამც ასე ყოფილიყო, რომ ქართველს უდაბნოს განსაწმენდელის გავლა შეეძლოს. საქართველოში კათარზისი იქცა კათაირეზისად (დაქცევად). არსად წასულა ქართველი, მონობის გეჯასთან კისერწაწვდილი ჩაცუცქულა. ქართველმა ვერ ისწავლა კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ყოველივეს დაცინვისა და გაარაფრების შლეგური ჟინი ჰგვემს ქართველს ყველა დროში. ყველაფერი ჰორიზონტალშია გადასული.  კომუნისტური იდეოლოგიიდან მომდინარე ნიველირებას ლიბერალიზმის სახელით  აყივნებდა ქართველი და ამაზე უარესი რამ კი სადღეისოდაა დამკვიდრებული. განულებული ადამიანების ცოცხლადყოფნის ისტერია, მოდგმის თვითდისკრედიტაციის ზენიტი. რა არის ეს გასაოცარი სიმრავლე ერთხელ სადმე მისარჭობი კაცებისა და ქალებისა? თავისი არსებობით ერთურთს აწამებენ და აშანტაჟებენ ქართველები. ნაჩუმარი და ნატყუარი ცხოვრებით გალაღება და გაგიჟება. ბუმბულს უფრო მეტი სიმაგრე აქვს, ვიდრე ქართველთა  ერთობას, რომელსაც ეწოდება საზოგადოება, მოძრაობა,პარტია და სხვა მსგავსი.

განა ყველა ქართველი გავიდა უდაბნოდ. უმეტესობა ეგვიპტეში დარჩა და უდაბნოდ მყოფთა შორის შფოთი და ეჭვი დაითესა. ეს ამოიტვიფრა საქართველოს მიწაზე, რომ ქართველი ქართველისთვის ყამალეკია. თავისი ონტოლოგიური თახსირობა ქართველმა ეკლესიას ამოაფარა. ცოცხლადყოფნის ისტერია, ლეშის კანკალი და არტისტული ფშეკა არის შეურყეველი ტრადიცია ქართველთა შორის. როგორ გახენეშებიათ მღვდლებს გულები, რომ არას იტყვიან. ბოლო ჟამის მოახლოებას იმიზეზებენ, ქრისტესმტყუვარს ამხელენ და იწყევლებიან. იმას კი არ იტყვიან, რომ ქართველია დიდი მტყუვარი, საქართველოა მტყუვართა ბუნაგი.

მოსეს ბანაკში სიტყვა ისე არ იქცევა ბზედ და ჩალად, როგორც აქაა. მოიჭამა ყველა ილეთი, რითაც ქართველი თავის თავს მალავდა. ბეყა ფულად დახურდავდა საქართველო და შარაზე დაიყარა. როგორ ეჩურთება  ქართველი ამერიკას. მასთან გაბიძამამიდებულა. ამერიკელი კალვინისტი მესიანისტი თორას მცნებებით განსჯის და შენ ქართველო, ან ყამალეკი ხარ მისთვის, ან გაბაონელი ყმა. შენი შვილები მისთვის ესავის ძენი არიან, რომელთა გაჟლეტა მას უხამს. ამ მესიანისტისათვის შენი აღმოსავლური ქრისტიანობა ყამალეკის რჯულია. შენ ამ ზღვისიქითელს მეგობრად რაცხ, მან კი მთელი დუნია მოგამათხოვრა. გულ-ღვიძლში შეგათესლა და ერთი დღის ნიფხვად არ გიმყოფინა ქართველო იმან, ვინც შენ საესავად გაუხადე შენს შვილს, ვისი მამების    უსინდისო და ჩარჩულ წარსულს მაგალითად უსახავ და ასწავლი ჭაბუკებს. ვისი რა გეიმედება? ვისთვის რას ისწავლები შე გამოშტერებულო? ვინ ხარ ქართველო ასეთი, რომ შენს სიბრიყვესა და მონურ ზნეს ზღვარი აღარ დაედო?  ის, რაც რუსთან გაგიდიოდა,ამერიკელთან აღარ გაგივიდა. განავლად გაქცია ქართველო იმან, ვისაც შენ ამდენი წელი ელიქნებოდი, ვისი ხელის ჩამორთმევას და გამოლაპარაკებას ჭკუიდან გადაჰყავდი. მან მოგაღორა ისე, როგორც შენს მამას არ უყო  არც    ჯალალ ად-დინმა, არც თემურ-ლენგმა, არც შაჰ-აბასმა. ეს ამერიკელი შენ გაწამებს და გაბითურებს დემოკრატიაზე ტრაფარეტული ნათქვამებითა და ნოყიერი კომენტარებით. ჰოდა, შენც ენოყიერე შენს მაღორებელს ქართველო. სხვა რა ხვედრის ღირსი ხარ? ათასჯერ გადაგაგდო გზიდან  და ისევ მას შესციცინებ, რომ შენს საკეთილოდ თუნდაც ყასიდად რაიმე თქვას, რათა შემდეგ ამის გარჩევას თვეები შეალიო. მერამდენე წელია ასე ხარ? ზვიადის ცოდვამ ჩაგზიდა და გამოგაშტერა ასე ქართველო. გულში ხომ იცი,რომ საშინლად ცოდვიანია შენი წარსული და მისგან   თავს გაზეთით ვერ დაიხსნი. ისევ ისე ჩათლახურად იქცევი, როგორც შენი წინაპარი  იქცეოდა ბაგრატიონების მეფობისას. გეგონა,რომ პოლიტიკური მაიმუნობით დასავლელი კაცის პატივისცემას მოიხვეჭდი. როგორ იჭაჭებოდი 90-იან წლებში,   მოწოდებებს აშანშალებდი და აგზავნიდი დასავლეთში, რამდენჯერ მსტოვარი აფრინე დასმენის არზით. ფიქრობდი, რომ ამის სამაგივროდ ფულს გადმოგიგდებდა ვინმე. ვისიც გეიმედებოდა, მან საშვილიშვილო ვალებით აგავსო, შენი ქვეყნიდან გაგაქცია და ქირის კაცად დაგაყენა უცხოს კარზე, კერა ჩაგიქრო და ქალი გაგიბოზა. შენ გეორგიანელი კი არა, არამედ გიჟი გიორგა, გიჟი ვრაცუა ხარ ქართველო. სწორი იყო სომეხი, ასე რომ თქვა ჯერ კიდევ როდის. სწორი იყო ის რუსი ოფიცერი, რომელმაც თქვა, რომ ჭკვიანი ქართველი არ მინახავსო.

საკუთარი ჭკუის გამოსაჩენად ისევ ბევრს იტყვიან ქართველნი თამაშზე, სცენარებზე, რეჟისორებზე. თამაშია ის, რაც დაიწყო 1991 წლიდან?  გამოდის, რომ თამაშს, ილუზიას შეეწირა ათიათასობით ქართველი. თამაშსა და სპექტაკლს შეწირულთ გმირებს რატომღა უწოდებ? თამაში ყოფილა იმის მტკიცება, რომ რელიგიამ აღორძინება დაიწყო, რომ ქართველნი უდაბნოდ მიდიან. მოსეებრ უდაბნოდ სვლა თამაშისა და სცენარის ანტიპოდია. სადაც თამაშია, იქ რაიმეს გადაჭრით მტკიცება უაზრობაა. თუ ქართველი მაინც იმტკიცება წლობით, მაშასადამე, ის ბრიყვია. მას თამაშიც უნდა და სინამდვილეც, ამიტომ ხან ასე გადაასხვაფერებს, ხან ისე. თამაში ყოფილა ამდენი საყდრის შენება და მღვდლების ლეგიონი.

ილია ჭავჭავაძემ თქვა: „ყოველი თამაშა შექცევაა და საზოგადო საქმეს უპატიურად ხდის. საზოგადო საქმეს მარტო შრომა უნდა, ჯაფა უნდა, ბეჯითი და გულდადებითი ჯაფაცა“ (შინაური მიმოხილვა, თხზ. სრ. კრებული ათ ტომად, ტ.V,    გვ.50).

ბევრი ითქმის სცენარებზე, რეჟისურებსა და რეჟისორებზე. ეს კია, რომ ამდენი უბედურების შემდეგ საქართველოს სინამდვილე ვერ იქცა ტრაგედიად. ეს გასაკვირი რამ არის და ამას საგანგებო განსჯა ესაჭიროება. უბედური და კრულია საქართველო, მაგრამ მისი სინამდვილე ბალაგანი, ვოდევილი და ბურლესკია. ტრაგიკული არაფერია. ესეც უკუღმართობის ნიშანია. ყოველი ნათქვამი საქართველოში უკუღმა უნდა გაიგო, რადგან უკუღმართობისთვისაა გაჩენილი საქართველო. ერთი რამ იქნება ყველა ბალაგანზე უბალაგანესი: ოკეანის გაღმა ნაწანწალები და მოტყუებული ქართველების კუდის ქიცინითა და ლოშნით ისევ რუსეთთან მიფორთხება და მუდარა. მთელი დუნია დაინახავს ამას. აი მაშინ კი დასცინებენ ქართველებს.

თუ ვერც ევროპეიზმმა და განმანათლებლობამ, ვერც 90-იანი წლების ლიბერალიზმმა და მას შეკავშირებულმა ეკლესიამ ვერ გააკეთილშობილა ქართველი, მაშ რაღა რჩება? რაღაა სათქმელი საქართველოზე? განმანათლებლობის ინტერნაციონალური კონცეპტებით მიჩუმათებული მონური და ავაზაკური ზნე გამოვლინდა და გაბოგინდა. ეს არის ქართული არქეტიპი და არა ამირანი, კოპალა და სხვანი. ქართველთა შემყურემ შეიძლება გაიფიქრო, რომ ახლა XV ან  XVIII  საუკუნეა.  ეთნონარცისული ენალამაზობით ეს არქეტიპი არ იჩქმალება. ვითომ ეგრეღა არიან ქართველნი, რომ ერთურთს სასოებით ითვლიან. სამშობიაროებში დაიარებიან და ახალშობილთ თითებზე ჩამოითვლიან. ამდენს ლაპარაკობენ ქართველთა უნიკალურ გენოფონდზე, როცა ირგვლივ მიზანთროპია სუფევს. რა ფამილარობა გაჩაღებულა ამ  სოციალ-დარვინისტულ გარემოში. ერთურთს სახეში აჩეჩებენ ეკლესიის მამათა შეგონებებს, ტროპარებს, იკოსებს, დასცქერენ საეკლესიო კალენდარს. თუ ქრისტიანობის ბოლო საქართველოში ეს იქნებოდა, ამას სჯობდა ათეისტური იდეოლოგია, რადგან სახელისუფლო აკრძალვების დროს ეკლესიას რჩებოდა შესაძლებლობა, რომელიც სინამდვილეზე მეტი იყო. ახლა ესეც აღარაა. ეკლესია ყოველმხრივ თავისუფალია და ის მაინც ხელისუფლებას გადასჭდობია.

მურმან ლებანიძეს აქვს ერთი მისნური ლექსი „შეგონებანი“, რომელიც მას 1970 წელს დაუწერია. სკოლის დროიდან მახსოვდა და მიკვირდა, ეს რად დაწერა. ასე უთქვამს:

„…ლამაზი არ არის:

მეკობრე – მინისტრის ლოჟაში ჯდებოდეს,

გაცარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდეს!

ყასაბი – დნებოდეს, დღითიდღე ხმებოდეს!

ღმერთო, დაგვიფარე და,

პოეტი სუქდებოდეს!

ლამაზი არ არის:

დონ ჟუანი საყდრისთვის სცდებოდეს!

ეპისკოპოსი ბარდელში დადიოდეს!

ბარემ ესეც ითქვას, ესეთიც ხდებოდეს,

სამშობლო ხელთ ეპყრას

ბობოლას ათიოდეს!“

დღემდე ამაყურად ითქმის, რომ არც ერთ ენაში არ არისო გამოთქმები „შენ შემოგევლე“, „შენი ჭირიმე“, „შენ გენაცვალე“, თვინიერ ქართულისა. მერე ამით რა? ვინ ვის შემოევლო? ვინ ვის ენაცვლა? რამდენი თქვეს ადამიანურ ფაქტორზე, ადამიანზე,  როგორც უმთავრეს ღირებულებაზე და კაცის სიცოცხლე ისევ ისე ჩალად ფასობს საქართველოში. ყოველი განვლილი წელი სახრჩობელასავით დამთრგუნველია. საწამლავია ქართველთა დეკლარაციული ჰუმანიზმი და სატელევიზიო კულტუროსნობა.

ყველა მხრიდან სასაფლაოების ტევრით გარშემორტყმულია თბილისი.    შესაზარია ქართველთა სასაფლაოები. რა კადნიერება, პრეტენზიულობა გამოუკვეთავთ ქვასა და ლითონში. ცოცხალნი დაჰკარგვიან ერთურთს ქართველნი და კაზმულ საფლავებს კი იდგამენ. მკვდრები ცოცხლებს ატყუებენ. ქართველი არის სამეურნეო და სატელევიზიო ცხოველი, საფლავს კი რელიგიური  სიმბოლოებით იმკობს. არსად სხვაგან არ იქნება ცხოვრება ასე უაზრო და დეგენერატული, როგორც საქართველოში. პავლოვის ძაღლს დაემსგავსა ქართველი ამდენი პოლიტიკური ექსპერიმენტის შემდეგ. სახელი დაიგდო ქართველმა თავისი ბრუტალობითა და პრიმიტიულობით კავკასიაში და მის იქით. კუდადაც არ აითრია საქართველო დასავლეთმა. რა სულიერ ნათესაობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ლაპარაკი ამდენი წელი?

ხომ კაცობას იჩემებდი ქართველო 1992-ში. აბა ახლა აჯანყდი, გაიქეცი თბილისის ზღვაზე, როცა მართლა აჯანყება გიხამს. დაუთმო ზვიადმა თავის მტრებს.   არ იყო ის მომტერე და მესისხლე კაცი. ეს კი მისმა მტრებმა თავის მამაცობად მიითვალეს. თვინიერი და სისხლის მორიდალი იყო ზვიად გამსახურდია, სახარებას გულით ესავდა და სხვათაგანაც ამას მოელოდა. განა არ შეეძლო მას გაეჟლიტა მტრები. ეს არ ქნა მან და ამით მოიცეს გული მისი მოკლვის მოცადეებმა. ხომ არ დაგავიწყდა 1992 წლის ნაკინტოვარი ქართველო? წყევლად დაგაწვა, წინ დაგიხვდა ძეძვად და მთხრებლად. როგორ დაგიყო პირი ცხოვრებამ და წიხლი არ მოგაკლო. დღეს შენი ხელისუფალი არაა მოწესე და რჯულის მუნათი მას არ ამძიმებს. ქვეყნის მმართველნი ზენაარის მრავალგზის გამტეხნი არიან და მათ მაინც აჯილდოებენ ეკლესიაში. გარეწარია ხელისუფლება და ამის მიუხედავად მას ასიათასობით მომხრე ჰყავს. ეს იმიტომ, რომ ქართველს სიმახინჯე და სიმდაბლე    ეთნება. დამტანჯველია, რომ განიცდი ამას, როგორც საკუთარი გვამის სნებას და ვერვისთან ვერრას იტყვი ამაზე. ხომ დიდი ფული გაჩნდა საქართველოში.ძველმა ნაქურდალმა დიდი ნათაური მოიტანა, მაგრამ თუმანი არავისგან დაიდება ქართველთა სალაროში. ეს ხვასტაგიც წყევლად ექცევა ქვეყანას. ის გააცხოველებს  თითოკაცად გდებასა და ურთიერთსიძულვილს, წვრილბურჟუინულობას და  დეგენერატობას.

არ არსებობს ეროვნება ქართველი და ქართველი ერი. ის, რომ ტომებისაგან შემდგარი ორ მილიონზე ცოტა მეტი პოპულაცია ლაპარაკობს ქართულად, არ ნიშნავს, რომ დადგინდა ერთი რასის ერთობა. დროშა, გერბი, ჰიმნი, საკუთარი ვალუტა, ეკლესიის ავტოკეფალია არ ნიშნავს ერსა და ერთობას. ასეთი ატრიბუტები ყველას აქვს დუნიაზე. ეს დღეს ფორმალობაა მსოფლიო პოლიტიკაში და არა მისი ზნეობისა და სულობის დასტური, როგორც ამას გამეტებით ამტკიცებენ. ეს მხოლოდ ჟურნალისტური ფეტიში და თაღლითობაა. საქართველოში ადამიანებს არ აერთიანებს არც ტერიტორია, არც საერთო წარსული, არც რჯული, არც ენა. დღეს, როცა საჭიროა ფუნდამენტური საისტორიო და ფილოსოფიური ნაშრომები, ისევ ლექსებისა და მოთხრობების მთას  დგამენ, სიმდარის ჭაობს აყენებენ.

როგორ გამოპარულან განწმენდის უდაბნოდან ქართველნი თითო-თითოდ და დას-დასად. ისევ ეგვიპტეში შეყრილან. სურთ,რომ ღმერთს მიაწერონ ქართველთა საპოლიტიკოდ ავარდნა 90-იან წლებში. ღმრთისა აქ რა იყო? თუ აქ ღმრთისა რაიმე იყო, მიჩვენოს ვინმემ ის ქართველი, ვინც ეს იგონისა და დიდი აზრის მსიტყველობა შეუძლია. გამაოგნებელია ის, თუ რაოდენი სიმდაბლე ჩაეტია განვლილ ოც წელში. იმიტომ მივდიოდი წირვაზე, რომ მწუხარე სიტყვა მომესმინა მღვდელთაგან და  მოვისმინე რიოშობა. დავინახე მღვდელთა გულარძნილობა და მოსასვენებლად მიმალვა. ღმერთზე ლაპარაკს, მათე და მარკოზ მახარებლების ხსენებას ამოაფარეს საკუთარი გულმძიმობა და სისუსტე.

გგონია, რომ შენი მოდგმის კაცი შენს გვერდით დგას სალოცავში. გამოაქვთ ქალაქში დიდი ხატები, ქორუგები და რიპიდები. მღვდელნი დასობენ, რონინებენ და ფსალმუნს იკითხვიან. მოიხედავ და გაპარულა შენი თანამოძმე, შორიდან გიცქერს და სეირობს. შენსავე თემსა და  სალოცავში უცხო ხარ. განა ეს მასონთა და სატანისტთა ბრალია? კაცი არაა საქართველოში იმდენი, რამდენიც ხატია.

 

     ილია ჭავჭავაძის  პროფანაციის გამო

ჩემმა მცირე მკითხველმა გულზე დაიბეჭდოს ის, რასაც აქ ილიაზე ვიტყვი. ეს  არ თქმულა აქამდე და  ჩემამდე უნდა თქმულიყო მათ მიერ, ვინც წლობით შეისწავლის ილიას და წერს მასზე. ადრე ვთქვი რამდენიმე სიტყვა ილიაზე, მის წმინდანად შერაცხვაზე, რაზეც ბურტყუნი დაიწყეს და ახლა დავუმატებ:

არ დაიბადება საქართველოში ერისკაცი, ვინც მახვილით ჰკრავს ჩალხს მრავალი თაობის მრუდადნავალს და მობღუნცილ ქვეყანას გამართავს. მუდამ სიბრიყვისაკენ გეზაღებული, უსვეობით გვემული ტაშფანდურა მოდგმა არ იგუებს მკურნალს და მის მოკვლას შეეცდება. ასეთია მამულად ქართველთა ზნე. ხშირად ისმის, რომ ილია სჭირდება საქართველოს. ილია რომც იყოს, ის ვერას დაუგვრის ქვეყანას. ილია XIX  საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩინდა, როცა საქართველოში აღარაფერი იყო მიწურებისა და გომურების გარდა. ათასხუთასწლოვანი მწერლობის მქონე ქვეყანაში ილიამ წერა-კითხვის გავრცელებით, ქართული ენის ვულგარიზებითა და გამარტივებით დაიწყო მოღვაწეობა. ილია იყო იურისტი, მოსამართლე, ბანკირი, მწერალი, ჟურნალისტი. ყველაფერი ილია იყო. დღეს ილია შეუძლებელია. ათი ილია ვერ უშველის საქართველოს. ყველა პროვინციას თავისი ილია რომ ჰყავდეს, მაინც არა გამოვა რა. ქართული საქმე დღეს სხვაგვარად უნდა დაიწყოს. ეს არ ესმით თვით წიგნიერ ქართველებს. ისინი ჩაცინებით იტყვიან, რომ ზვიადს სურდა ილიაობა, აკაკი ბაქრაძეს სურდა ილიაობა და მასო თავი ახალი ილია ეგონა. გურამ შარაძეს სურდაო ილიაობა. შარაძის მკვლელობა შარახვეტია ჟურნალისტმა წარმოაჩინა პოლიტიკურ შურისძიებად. შარაძის მოკვლა მან ილიას მოკვლას გაუტოლა. იდიოტ ბოზს იმდენი ჭკუა კი აქვს, რომ ჩასაფრებული იყოს და თუ ვინმეს რაღაც შეემთხვა, გაზეთში ყროლა დაიწყოს, ქვეყანა შხამოს და  აშტეროს. ისინი ამქვეყნად აღარ არიან და ახლა ჭაბუა ამირეჯიბს აჩემებენ ილია ჭავჭავაძეობას. ცრუმეტყველებას მისდევენ, სიტყვებით იფხანებიან და სულ ერთურთს ატყუებენ. ზვიადს თურმე სურდა ილიაობა, ასევე აკაკი ბაქრაძეს. ერთი იტყვის და სხვანი ამას ღრმა ქოთანივით ამოიძახებენ, თითქოს რაღაც დაფარულსა და ეშმაურს მიხვედრილან. ვითომ რაღაც იციან. თავი ეწონებათ და სიბრიყვეს აბარტყებენ. ამდენი ხანი გავიდა და ილიას მოვლენაც არ გაუაზრებიათ.   გვიანდელი ილია საერთოდ ვერ გაერკვა რევოლუციურ ეპოქაში. ილია იყო მარაზმში მყოფი, იდეურად დამარცხებული, დავთრებარეული, მძიმე ხასიათის დასნეულებული მოხუცი, რომელიც დიდი თავგამოდებით საქვეყნოდ გალანძღეს და მოკლეს ქართველებმა, შემდეგ კი ერის მამად შერაცხეს, ჯამბაზურად გააფეტიშეს. ასე არ მოხდებოდა, ილია რომ არ მოეკლათ. ბერიკაცის მოკლვა  კიდევ ერთ სამუდამო სირცხვილად და ცოდვად დაედო ქართველობას. ილიას მოჭირისუფლეებად დადგნენ ვინგინდავინ მწერალ-მოლექსენი და დღემდე ასეა. აკაკი წერეთელმა ილიას მკვლელობის შემდეგ კი არ დაწერა „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ“, როგორც ეს წიგნებში დამკვიდრდა, არამედ გაცილებით ადრე, 1879 წელს. აი ამათი მამა-პაპის ზნესა და ცხოვრებას ხედავდა აკაკი წერეთელი, ვისაც დღეს ასე გაბოგინებულს ხედავს ყოველი ქართველი. ესეა, წინაპრის ნახრავი ცოდვის ძვალი შთამომავალს ეჩხირება ყელში. საქართველოს სინამდვილე ამას იუწყება მერამდენე საუკუნეა.1885 წლიდან აღარას სწერდა ილია. 1887 წელს დაწერა „ოთარაანთ ქვრივი“ და ამის შემდეგ 20 წელზე მეტი მას აღარაფერი დაუწერია. ლექსი რაა და ისიც აღარ. კლასობრივ ბრძოლაზე, ქართველთა ერთურთისადმი უცხოობაზე ფიქრობდა ილია და „ოთარაანთ ქვრივი“ ამის პასუხია.  ეს ნაწარმოები ილიასი არის ანტიარისტოკრატიული ფრანგული რომანისტიკის შაბლონური სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ შეუყვარდათ ერთურთი სხვადასხვა კლასების წარმომადგენელ ქალ-ვაჟს. იმ ჟამს ამაზე წერას თავისი საზრისი ჰქონდა. ეს თემა გადავიდა რუსეთში და იქაც საკმაოდ დაიწერა იმაზე, რომ მემრუშე არისტოკრატმა გლეხის გოგო შეაცდინა და გააუბედურა, კეთილმა გლეხმა კი ის ცოლად ითხოვა. ან კიდევ იმაზე, რომ მშობლები წინ აღუდგნენ ქალ-ვაჟის შეუღლების სურვილს და ამას უბედურება მოჰყვა. ამ თემაზე დაწერეს კავკასიის სხვა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში იქაურმა განმანათლებლებმა. ასე გაჩნდა ნაციონალური კლასიკური ლიტერატურების ვეება კორპუსი. არ ითქმის, რომ აქედან ბევრი რამ მოკლებულია ლიტერატურულ ღირსებას და არის პლაგიატი, არის ეპიგონობა, რომელიც XIX საუკუნეში არ იგმობოდა, რადგან ხალხთა თვითმყოფადობის იდეა ზეობდა განმანათლებელ ევროპელ მასონთაგან. ოღონდ სადმე რაღაც დაწერილიყო იმ ადგილის ენაზე. ილიამ ეს თემა ქართულ ყაიდაზე გადაამღერა „ოთარაანთ ქვრივში“. რა, გადათარგმნი ამ „ოთარაანთ ქვრივს“ და უცხოელს წააკითხებ სადმე? ყველას თავისი აქვს მსგავსი ნაწარმოები და არც კითხულობენ. რამდენმა ქართველმა კრიტიკოსმა მოაცდინა კალამი „ოთარაანთ ქვრივის“ გარჩევაზე. ილიას უმცროსი თანამედროვის, მწერალ ეკატერინე გაბაშვილისთვის ეს თემა მუდმივია. მასთან არის მოთხრობა მდიდარი გლეხის ქალი როგორ შეუყვარდება ღარიბ გლეხს. ისინი სწორედ ამის გამო ვერ შეუღლდებიან. რახან ორივენი გლეხები არიან, ამას არ მისცემია განხილვის შესაძლებლობა საბჭოთა ლიტერატურაში. იდეოლოგიური მიზნით უფრო ხელსაყრელი იყო თავადისა და გლეხის უბედურ სიყვარულზე ლაპარაკი და არისტოკრატიის მოყივნება. ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ ამად გამოსადეგი იყო ბოლშევიკებისათვის, რომელნიც კლასობრივი ანტაგონიზმის მარქსისტულ და მარქსამდელ იდეას იცავდნენ. სკოლებში შესასწავლად შემოიღეს ბოლშევიკებმა „ოთარაანთ ქვრივი“ და დღემდე ისწავლება. ამგვარი მაკეთილშობილებელი ტყუილები სინამდვილედ და პრობლემად იყო წარმოჩენილი. ეს თემა იყო ლიტერატურაში საუკუნეზე მეტი, რომ ქალი სიყვარულით  კი არა, არამედ ანგარებით გათხოვდა და არ იყო ბედნიერი. ეს ირჩეოდა კრიტიკოსთა მიერ,  მკითხველიც გულს ასკდებოდა და ბჭობდა. მაშინ ეს ლიტერატურული აქტუალობა იყო, რომ წერდნენ ღარიბ კაცზე, მის განცდებზე. ამაზე წერეს გოგოლმა, ტოლსტოიმ, დოსტოევსკიმ რუსეთში. ახლა ვის დაჰკარგვია ღარიბი და ვინ წერს მასზე? ან ქალზე რა იწერება გარდა სიძვისა? მაშინ ბურჟუაზიულ დინასტიებზე, მათ გადაგვარებაზე წერდნენ ევროპასა და რუსეთში რომანებს. ადამიანის იდეა აამაღლა განმანათლებლობამ, რომელიც სამუდამოდ დამთავრებულია. განმანათლებლური ანთროპოდიცეის ეპოქა დასრულდა ახალი თაობის დასავლელ მასონთა მიერ. „ოთარაანთ ქვრივში“ გამოთქმული იდეა კლასთა შორის ხიდის გადებაზე საზრისს მქონობდა მხოლოდ ევროპულ რევოლუციურ უტოპიურ პროექტთან მიმართებაში. მის გარეშე ეს ილიასეული იდეა უსაზრისო იყო. ევროპული უტოპია სძენდა საზრისს ილიას უტოპიას, გამოთქმულს „ოთარაანთ ქვრივში“. მე რა მიკვირს, რომ სადაც არაფერია საძებნი, იქ ეძებენ და შემდეგ ისე მაქციობენ, რომ რაღაც ფასდაუდებელი უპოვიათ და სიხარულით გატყობინებენ. ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ არაა დიდი ღირსების ნაწარმოები და მასზე ამდენი არტისტული კუთვა მიუტევებელია. ნუღა ისწავლება სკოლებში „ოთარაანთ ქვრივი“, ნუღა ატყუებენ ბავშვებს. ეს ნაწარმოები არაა ილიას მოაზროვნეობის დასტური, არაა ქართული სულობის გამოვლენა და პასუხი კლასთა ბრძოლის თეორიაზე. ილიამ ვერ გაიგო მარქსიზმი, ვერ გაიგო ევროპული რევოლუციონიზმის მაინსტრიმი. აბსტრაქტულ აზროვნებაში, თეორიულ ცნებებში ილია მეტად მოიკოჭლებდა, რაც მის ნაწერებს ეტყობა. მოხუცი ილია სწავლობდა მარქსიზმს და ვერაფერი კი თქვა. არა, აბა მას ეთქვა რაღაც მარქსსა და რევოლუციაზე. ჯერ როგორ შეამკეს და განადიდეს ბოლშევიკებმა ილია და მკობა და განდიდება მერე გენახა. ილიას ცაში აყვანა ბოლშევიკების მიერ ისეთივე იდეოლოგიური მეხრიკეობა იყო, როგორც ლუარსაბ მეფის დილეგში დახრჩობის დაბრალება შადიმან ბარათაშვილისათვის და ქვეყნის ამრევი გიორგი სააკაძის ეროვნულ გმირად წარმოჩენა. თავადი შადიმანი კილვით მიწაში ჩადეს, თავადი ილია კი ცაში აიყვანეს საბჭოთა მწერლებმა და ისტორიკოსებმა. სისულელეა იმის თქმა, რომ მორწმუნე ილიამ არ მიიღო სატანური მარქსიზმი, მისი კლასთა ბრძოლის იდეა, არ გაიზიარა რევოლუციის მიზნები და ამ პრობლემას უპასუხა „ოთარაანთ ქვრივში“ გამოთქმული ხიდის გადების იდეით. ეს 90-იან წლებში ითქვა ცეტი ილიალოგების მიერ. საქართველოში, კაცთმოძულების ხალას მხარეში, ამერიკაზე უფრო ლიბერტარიანულ ქვეყანაში არის კლასობრივი, ტომობრივი, ასაკობრივი ანტაგონიზმი. რამდენს იტყუებოდა ხელისუფალი და მღვდელი, რომ საქართველოში კაპიტალიზმმა მოიტანა ერთობა, იდეურობა, ეროვნულობა და აგერ, რა არის სინამდვილეში. რევოლუციურმა ქარიშხალმა 905 წელში გააცამტვერა ილიას იდეა ხიდის გადებაზე. რევოლუციამ გაცარცვა ილია მისივე ავტორიტეტისაგან, როგორც ხე იცარცვება ფოთლისაგან ქარიშხლისას. ამ რევოლუციის დროს ილიას დასცინეს მისი ხიდის გადების იდეის გამოც.

XIX საუკუნის ბოლოს- 1895 წლის წლიურ მიმოხილვაში ილიამ თქვა: „შარშანაც, როგორც წინა-წლებშიაც, იგივ შური და მტრობა იყო გააფთრებული, ძმა ძმას ვეღარა ჰნდობია, მამა შვილსა, შვილი მამას, მეზობელი მეზობელს…-განა ეს ცხოვრებაა და არა ჯოჯოხეთი!“ (ილია ჭავჭავაძე. ნაწერების სრული კრებული, ტ.VII, გვ.95).  ძნელია ილაპარაკო ილიას მრწამსზე 1905-7 წლების რევოლუციის დროს. ამ პერიოდში ილიამ დაწერა ორი-სამი ლექსი. ეს ვაების ლექსებია. ამას უკიჟინებდნენ ილიას 905 წლის რევოლუციის დროს, რომ მან არ გამოკვეთა თავისი პოზიცია და ის თავადების მხარეზე დადგა. ამის გამო იყო ერთი ამბავი გაზეთებში. ამას გადააყოლეს ბერიკაცი.

70 წლის მოხუცის მკვლელობამ გამოაჩინა არა 1905-07 წლების გზააბნეული გვიანდელი ილია, არამედ XIX საუკუნის 60-80-იანი წლების ილია. ამ მკვლელობამ  ილიას მოსწმინდა 1905-07 წლების მწიკვლი და აღჩინდა შეწირული ერისკაცი,            დამდაბლებული, გაროზგილი, რუსული ხიშტით დაჯგვლემილი თავქარიანი, შფოთიანი და თარსიანი ქართველების ქომაგი. ამ მკვლელობამ ილიას სახელი ცად აიტანა.   ილიას მოკვდინება აღმოჩნდა საუკეთესო ნიადაგი იმ რიოშობისათვის, რასაც  ქართული პატრიოტიკა ჰქვია. გამოდის და გამოდის წიგნები ილიას მკვლელობაზე. კარგი და ცუდი ერთურთში აირია. ბოლო დროს გამოვიდა ვახტანგ გურულის, გურამ ყორანაშვილის, გურამ თევზაძის, გიორგი აბაშიძის ნაშრომები ილიაზე. 2011 წლის ნოემბერში გამოვიდა თენგიზ სიმაშვილის მონოგრაფია „სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები“. გამოსულია კრებული „მამული, ენა, სარწმუნოება“ და სხვა მრავალი.

იმის თქმა, რომ ილიას ფენომენი ჯერ კიდევ შეუცნობელია, არის ცრუმეტყველება. არ არსებობს ილიას ფენომენი. ილიას ფენომენზე 1989 წლიდან ამბობდნენ და ისე წარმოაჩენდნენ, რომ ქართველობას ეროვნული მოძრაობის წარმართვის თავი ჰქონდა. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ცოცხლად დამარხვამ ილიაზე სათქმელი აღარაფერი დატოვა და დღეს მაინც ილიაზე რას როგორ არ ლაპარაკობენ, მიედ-მოედებიან, სიტყვას უსაშველოდ წელავენ.

ილიასათვის რომ სიკვდილი ეცლიათ, მაშინ უფრო მეტად მისი ცხოვრების გვიანდელი, დიდად არგამოსაჩენი პერიოდი გამოჩნდებოდა და ეს გადაფარავდა   XIX  საუკუნის ერისკაც ილიას. რევოლუციური ქარიშხალი ძალას იკრებდა,     მზადდებოდა ევროპული დიდი ომი და ილიას დავიწყების მტვერი მიეყრებოდა.  ილიამ არ მოითმინა ის, რომ წერა-კითხვის მცოდნე გაზეთის მდაბიორებმა მას გასაკილად პირი შეაჩვიეს, ეთამამებოდნენ და აქილიკებდნენ. 1905 წლის რევოლუციამდე ილიამ ნახა ბევრი უმადურობა. წიწამურამდე რამდენიმე წლით ადრე მოიკლა ილია თათხვით, გინებით, სიკვდილის შეთვლით, პოლიტიკოსი გლეხუჭების ყიამყრალობითა და ცილისწამებით. ყველამ ყური დაიყრუა. შემდეგ ყველა მის კუბოსთან დაეყუდა მწუხარე სახით. ილიას ბევრი ჯეილი თანამედროვე 1924-37 წლებში ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ფეხისალაგში აყოფინეს თავი და ისე ხვრიტეს ბოლშევიკებმა ჟორდანიას მთავრობის წარმომადგენელი, ინგლისელების საოკუპაციო რეჟიმთან ნაბოზები ქართველთა დამხვრეტი კარიერისტი ქართველები, ბრიტანელ ოფიცრებთან ნახიმანკლარი საქმოსნები, დიდგულა თავადები და  ინგლისელებთან, გერმანელებთან, თურქებთან ნათრევი ქართველი ქალები. ერთურთის დასაკლავად გამწირავ ტუტუც ინტელიგენტებს, რომელიმე ევროპული ენის ცოდნა და როიალზე თითის ჩამოკვრა თავში რომ ჰქონდათ ავარდნილი და ღობე-ყორეს ედებოდნენ ჟორდანიას დროს, ბოლშევიკებმა ლურსმნით უხვრიტეს კეფა თუ შუბლი. აი ასეთები ხვრიტეს ბოლშევიკებმა, როგორიც თბილისის უნივერსიტეტის  რექტორები იყვნენ, მაგალითად, მალაქია ტოროშელიძე და მისთანანი. ხვრიტეს ისეთი ინტელიგენტები, როგორიც ბენიტო ბუაჩიძე იყო, როგორიც ახლა არის თამაზ წივწივაძე, ილიელი თამაზ კვაჭანტირაძე და ასობით მისთანა.  მარტო ის კი არ იყო, რომ სერგო ორჯონიკიძე წითელ არმიას შემოუძღვა და საქართველომ თავისუფლება დაკარგა. რა თავისუფლება ჰქონდა საქართველოს ჟორდანიას დროს? ამის გარკვევას ისტორიკოსი დღემდე განზრახ არ ცდილობს. ლუსტრაცია, რაზეც ქართველები ამდენს ყვიროდნენ, ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ ბოლშევიზმის მხილება კი არა, არამედ ქართველთა მოდგმის კიდევ ერთი დიდი დისკრედიტაცია მოხდება, იმდენი სიბილწეა. ბოლშევიზმის ლუსტრაცია კი არა, არამედ მენშევიკური საქართველოს პოლიტიკოსთა ლუსტრირებაც ვერ მოხერხდა. ეს კი უნდა მოხდეს. არ გამოვიდა ბოლშევიკური ოკუპაციიდან ქართველთა მარტიროლოგის შექმნა, არადა, 25 წელია ამას გაძალებით ლამობენ. თან რუსის ნაამაგარს ჭამდე დღემდე და თან მას გამუდმებით აგინებდე? ეგრე არ არის, ქართველს რომ გაუზომია. ამ ბოლშევიკურმა დახვრეტებმა დაფარა ქართველთა დამპლობა და ლაჩრობა, ბოზური და სადისტური ზნე. ამ დახვრეტებმა შექმნა სამერმისო პოლიტიკური სპეკულაციის შესაძლებლობა. ეს გააკეთეს 90-იანი წლების ანტისაბჭოელმა დისიდენტებმა.დღეს ამით სპეკულირებს ხელისუფლება.

კონსტანტინე გამსახურდიას  რომანში „მთვარის მოტაცება“ ცხენის დალალი ჯოკია თავის მეინახეებზე უამბობს ავტორს: „ესეც ჯვარელი ნახუცარია, გათახსირებული, გარყვნილი კაცი. ნიკოლოზის დროს ყალბი მეტრიკულების გაცემისათვის გააციმბირეს. ბოლშევიკების დროს კატორღელი ვარო ამტკიცებდა. ესეც გაუგეს, გაკრიჭეს და აქედან გადაასახლეს. ახლა სასჯელი მოუხდია. აქ ჩამოეთრა, ცოლი მოუკვდა და სიდედრთან ცხოვრობს.

ის ყოფილი სოციალ-დემოკრატია. ძველი საზოგადო მოღვაწე. ისიც კარგი მამაძაღლია. მენშევიკების დროს ერობის თავმჯდომარე იყო, ბლომად ქაფავდა. მენშევიკები რომ გაიქცნენ, …გაიტაცა…რამდენიმე მილიონის საქონელი. ყველაფერი ბათომში შეაჭამა ბოზებს. მერე ვირის აბანოში ჩააგდეს. ახლა ყოველ დღე საკუთარ ამხანაგებს აბეზღებს. ყოველ წმენდაზე გამოვა და ბღავის: აქამდე რეგვენი ვიყავი, ვცდებოდიო, ახლა კი მოვჭკვიანდიო, მაინც არავის სჯერა, რომ ახლაც არ სცდება“. ასე უბნობს რომანის ავტორთან ცხენის დალალი.

„მთვარის მოტაცების“ მრავალი ადგილი ბოლშევიკური სისასტიკის მხილებად მიიჩნიეს 90-იანი წლების ცანცარა ლიბერალებმა. ამათ ისე გამოაჩინეს, რომ ბოლშევიკების მაგინებელნი ზნეობით აღვსილნი იყვნენ. ამ რომანის ბევრი ადგილი კონიუნქტურული მანიპულაციის საგანი იყო 90-იან წლებში, იმას კი აღარ მიექცა ყურადღება, რომ იმ  ეპოქის სრულად ამსახველ თხზულებაში ნაჩვენებია მაშინდელი ტიპები: გაიძვერა ნათავადარები, რომელნიც რაიკომის მდივნებს უმოყვრდებიან და ინტრიგებს ხლართავენ, ნაბატონარი კონტრაბანდისტი, შარაგზის ყაჩაღი, შინაური საქონლის ქურდი და გამსაღებელი.

ენითაუწერელი ლაჩარი და გამცემია ქართველი ინტელიგენტი სადღეისო პლურალიზმის პირობებში და რა იქნებოდა ის 1920-იან წლებში, ამას თქმა უნდა? ჩანჩურა იყო ინტელიგენცია და  უარეს ჩანჩურად იქცა. ბოღმა და ერთურთის მტრობა ჩაიკირა მაშინდელ თბილისში. პოლიტიკური ფრაზებით გაგიჟებული ტიკინები დაძრწოდნენ  ყველგან და აყროლებდნენ ქვეყანას. არ გამოვა მათგან ტანჯული წინაპრების გამოყვანა. 1921 და 1924 წლებში დახოცილებს დღემდე მერამდენედ ითვლიან ერთურთის მიმართ სრულიად უცხო ქართველები. ახლა საქართველოს ნამრავლი ლაჩრობა და დამპლობა თავზე გადაედინა, მაგრამ აღარავინ იხვრიტება და აღარც პოლიტიკური სპეკულაციის შესაძლებლობაა. ყველა ცოცხალია, ყველა ხტუნავს. გაიბილიკეს ჟურნალისტებმა ათასგზის მძღნერნაჭამ კაცებთან და აყბედებენ მათ. კაცობასა და არაკაცობას შორის სამანის ქვა აღარ ძევს. მხოლოდ ბოლშევიკები და მენშევიკები არ იყვნენ ილიას მაგინებლები 1905-07 წლებში. ილიას აძაგებდნენ ძალზე ბევრნი და ამაში იყო სიმართლე. ილიას განუდგნენ თანამებრძოლნი. მას დუელში იწვევდნენ, სიკვდილს უთვლიდნენ ჯერ კიდევ როდის. ამ ძაგებამ, როგორც ქართველთ სჩვევიათ, შეიძინა ისტერიული, მანიაკური და მეტად მდაბიორული სახე. ამანაც გააიოლა ნაგავს შერეული ილიას სახელის რეაბილიტაცია უკვე XX საუკუნის 30-იან წლებში ბოლშევიკების მიერ.   ეს საჭირო იყო იმისთვის,რომ განმანათლებლობის დიდ მითოსს, ევროპული განმანათლებლობის ბოლშევიკურ ვერსიას მორგებოდა უბედური და ათასგზის სირცხვილნაჭამი, ბოზი და დათარსული ქართველი. ბოლშევიკებმა გამოაჩინეს დიდად გალანძღული  და მოკლული ილია, რათა შექმნილიყო კულტუროსნული უწყვეტობის მოჩვენებითობა საქართველოში. ქართველთა საუკუნოვანი უკულტურობისა და საზარელი წარსულის გამართლებას ილიას მოკვდინებამ დიდად წაახმარა ხელი.

1910-21 წლებში იყო მოუსავლიანობა, შიმშილი, სიღატაკე. სამაგიეროდ გაზეთი იყო ოხრად. გაზეთი იყო დამშეული ქართველის პური და ცხოვრება. გაზეთის გულისთვის ყველაფერი ავიწყდებოდა ქართველს. ახლაც იგივეა, ოღონდ უარესად. ილია რომ ქართველებმა მიივიწყეს, ეს ჩანს 1905-07 წლების რევოლუციის დროის ქართულ პრესაში, 1908-13 წლების პრესაში. შემდეგ ევროპაში დიდი ომი დაიწყო და 1914-17 წლების პრესაში ილია ვის გაახსენდებოდა? შემდეგ ბოლშევიკები შემოიჭრნენ საქართველოში. წითელ არმიასთან ბრძოლა არ ქცეულა სახალხო საქმედ. იმ  დროის შემსწრე მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა, რომ ნახევარმა საქართველომ მარაბდის ბრძოლის დროს ათი ათასი კაცი შესწირა, ხოლო ერთიანმა საქართველომ 1921 წელს თავის დამოუკიდებლობას ასი კაცი ვერ შესწირა. „მთვარის მოტაცებაში“ კი ნათავადარი გვანჯ აფაქიძე ეუბნება თარაშ ემხვარს: „მე მგონია, მახა, ხვალ რო ბოლშევიკები აღარ იქნენ, ჩვენ ყველამ ძეგლი უნდა ავუგოთ მათ, რადგანაც ეს მათ გამოამჟღავნეს კაცობრიობა. შავი და თეთრი სააშკარაოზედ გამოიტანეს, გამოარკვიეს ვინ ყოფილა მამაცი და ვინ დიაცი. მათ ნიღაბი ჩამოგლიჯეს მატყუარა ღმერთებს, ტრაბახა მეომრებს, ცრუპენტელა ხუცებს და ქარაფშუტა პატრიოტებს“.

დიდად საგულისხმოა ერთი გარემოება: XIX-XX საუკუნეებში ჰეგელიანელობა იყო ევროპასა და რუსეთში. ქართველთაგან მას ახლოს არვინ გაეკარა. იყო სპირიტიზმი, ოკულტიზმი, რომლითაც თვით აკადემიური ფილოსოფიის წარმომადგენელნი შეიმსჭვალნენ ევროპაში. იყო ინდოეთისა და მისი ფილოსოფიის აღმოჩენა. განათლებული ქართველობა ყოველივე ამის მიმართ უსმი და უხედველი დარჩა. აქ მარტო იდიოტების აგზნებაა რაღაც პოლიტიკური ტერმინების გამო. აქ საკუთარი ლექსებით დასნეულება და ჭკვას გადაცდენა არის. ბევრჯერ თავმომწონედ უთქვამთ, რომ სოლომონ დოდაშვილმა რუსებს ლოგიკის სახელმძღვანელო დაუწერა. თურმე რუსებს არ შეეძლოთ ამის დაწერა. ილიას დროს ქართველი გიჟდებოდა მაშინდელ ეროტიკულ რამერუმეებზე. მაგალითად, რუსეთიდან ან ევროპიდან ჩამოდიოდა მსახიობთა დასი ეროტიკული სპექტაკლით და ქართველი ჭკვას გადადიოდა სცენაზე მსახიობი ქალის გატიტვლებით. ამით ხარობდა ეს უბედური, ეს აფხიზლებდა ამ საუკუნო მოძილარსა და ყეყეჩს. ამაზე იყო ხორხოცი ტიფლისში. ასეთ სპექტაკლზე ერთგან ილიასაც უწერია აღშფოთებით და სასალახნოს უწოდებს მას. უკვე ბევრმა იცოდა ფრანგული და ეძებდნენ სიძვის მოთხრობებს. პარიზიდან მოწოდებული ეს ლიტერატურა ოხრად იყო მოსკოვსა და პეტერბურგში და აქაც მოჰქონდათ. თარგმნიდნენ კიდეც. არაფერი ფილოსოფიური არ იყო ქართველებში. უცხოეთიდან ქართველმა ვერ მოიტანა ფილოსოფია. ბევრი მწერალი სცოდავდა. მაგალითად, აკაკი წერეთელი, რომელიც სუსტი იყო აზროვნებაში, წერდა პორნოგრაფიულ ლექსებს. სხვებზე აღარას ვიტყვი. ფილოსოფია კი არა, ისტორიული რომანიც ვერ გაჩნდა ილიას დროს. არ იყო ფუნდამენტური ისტორიოგრაფიული გამოკვლევები. ხშირად მოუწოდებიათ ილიას ნათქვამი „ქართლის ცხოვრებაზე“, რომ ჩვენი ისტორია ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა. მაგრამ სანამ ამას იტყოდა, ილიამ ისიც თქვა, რომ „ჩვენის ხალხისა და ქვეყნის ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი“ (თხზულებათა სრული კრებ.           ტ. II. გვ. 483). ამას კი აღარ იტყვიან ხოლმე. ორივე ფეხით მკელობელი იყო ქართველთა მატიანე. ცუდად, ზერელედ იყო დაწერილი ბევრი რამ. სომეხი უფრო უკეთ წერდა ქართლის მატიანეს, ვიდრე ქართველი. განა ეს სირცხვილი არ იყო? სომეხს უფრო მეტი უწერია ქართლის ქრონიკები, ვიდრე ქართველს. ქართული ისტორიოგრაფია ბოლშევიკების დროს დადგა სამეცნიერო დონეზე. იყო კომპარტიის „მოკლე კურსი“ და მისთანა იდეოლოგიური ნაწერები, მაგრამ იყო ძველი დროის შემსწავლელი კარგი ნაკვლევები. მარქსისტულ-ლენინური მეთოდიკა ამას არ უშლიდა ხელს და ტყუილად იგონებენ დღეს ამას. ისტორიული რომანი და ისტორიული სამეცნიერო წიგნები ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ გაჩნდა. ბოლშევიკების დროს დიდად აღზევდა ქართველოლოგია და ამ ამაგს ნუვინ დაივიწყებს. ბიბლია არ გამოსულა იდეოლოგიური მოსაზრებით, მაგრამ ამის კომპენსირება ათმაგად ხდებოდა ქართველოლოგიურ შრომებში, სადაც გაბნეული იყო მთელი ბიბლია. არასოდეს ქართული ენა ისეთ პატივში არ ყოფილა, როგორც ბოლშევიკების დროს. ილიას დროს იყო სიმარტივე, ზერელეობა, პოლიტიკური შლეგობა, აზროვნების ძნელად საპოვნელობა. გარეგანი ზემოქმედების გარეშე ქართველი ვერ ფხიზლობს, ვერ სიტყვობს. ის გამოცოცხლებულია როდესაც მას სცემს, ხარკავს, ააბუჩებს და ქერავს ოსმალო, ყიზილბაში, ინგლისელი, რუსი, ამერიკელი. ქართველს სულ კეტით თავზე დგომა, ცემა და ჰაე-ჰაეს დაძახილი ესაჭიროება. რა არ შეიცვალა და ქართველი მარად იგივეა. ის შინაგანი მრწამსით ვერას ქმნის. მას მისწრაფებაც აქვს ასეთი, რომ იყოს ნაცემი, აკლებული და გაბახებული. შემდეგ ამაზე წლობით ლაპარაკსა და წიგნების გამოცემაში პოულობს ის თავისი ცხოვრების საზრისს. აი ამიტომ, რაც ქართველებმა გააკეთეს 1989 წლიდან დღემდე, არის ძველი რეგვენის შარაზე გამოვარდნა და აყვირება. ეს არის უსაზრისო, ისტეროიდი კაცის თვალის ცეცება, რომ ვინმემ ნაგიჟარი და ნაბოზარი მოუწონოს და ქისა გადაუგდოს. ნებისმიერი კეთილად დანადგენი ქართველს ემძიმება და მის მოშლას ლამობს. ის არ გამოდგება ისტორიული ქმნადობისათვის. მხოლოდ არტისტული ყვირილისა და გაზეთში ჩურთვისათვის გამოსადეგი კაცია ქართველი. არტისტობაა თბილისში გახსნილ ეროტიკულ მაღაზიასთან მრევლის ხატებითა და სანთლებით მივარდნა და ლოცვა. ამ მაღაზიის გახსნამდე თბილისი ერთი დიდი სამეძაო იყო რამდენი ხანია. განა ვინმე მეზობელთაგანს მსტოვრის შემოგზავნა სჭირდება, რათა დაინახოს, რომ ქართველობა არის სრული დეგენერატობისაკენ მიმავალი, რომ ეს არის ამოწყვეტისათვის განწირული მოდგმა. განგება იზამს ასე, რომ კილომეტრობით მიწებს წაგლეჯენ საქართველოს. ხმას ვერვინ ამოიღებს ამაზე თბილისში. ის ხალხი ხმას არ უნდა იღებდეს, ვინც შეიტყაპუნა აი ეს ცხოვრება, რაც მას ჰქონდა შევარდნაძის მოსვლიდან დღემდე. რაა საქართველო და ქართველი რაა?

მენშევიკების მთავრობისას ქართველნი გაზეთობდნენ, ლამაზ სიტყვებს ამბობდნენ, წვრილმანობდნენ. ერთი სიტყვით, ქართული სტიქია სუფევდა. წითელი არმიის შემოჭრამ წარმოაჩინა ქართველთა გათითოება, ურთიერთუცხოობა, ლაჩრობა. ილია აღარავის ახსოვდა. საიმპერიო ცენტრიდან, უშუალოდ სტალინის მითითებით დაიწყო ილიას სახელის წარმოჩენა და პატივით შემოსვა. ეს რომ არა, ილია მცირედ გამოჩინებული იქნებოდა. ქართველები თავისით ასე არ გამოაჩენდნენ ილიას. სტალინი თავისი ჭაბუკობისას იცნობდა ილიას. ილიას გამოჩინება იყო ადგილობრივი კულტურებისა და ხალხების პოზიტივიზაციის გეგმის ნაწილი.

ილიას რომ გზა აებნა, ეს ნიშნავდა, რომ მოდგმას აებნა გზა. ხიდი თავადებსა და გლეხებს შორის არ გაიდო. კლასობრივი სიძულვილი მოურევნელი დარჩა და ეს არაა  მარქსის სატანური ჭკუის ნაყოფი. კლასობრივი სიძულვილი არის ახლაც. დღეს აკრძალულია ამის ხსენება. ქრისტეზე წლობით ლაპარაკმა ეს სიძულვილი ვერ დაძლია. საქართველოში კლასობრივი სიძულვილის გარდა არის ტომობრივი სიძულვილიც. შევარდნაძის მთავრობა გურულებისგან შედგებოდა.მან მსოფლიო მოიარა, დიდი პოლიტიკოსის სახელი დაიგდო და ისევ ის ყაძახი  კი იყო. გურულების გარდა არავის ენდობოდა და გარს მათ იხვევდა. საწამებლები ჰქონდა შევარდნაძეს მოწინააღმდეგეთათვის, ისევე როგორც ჟორდანიას. ჟორდანიას მთავრობის დროიდანვე იყო დაწყებული ათეისტური პროპაგანდა. ამას მალავენ ქართველები, რადგან ეგრე სურთ გამოაჩინონ, რომ  ათეიზმი სატანისტმა ბოლშევიკმა ოკუპანტებმა მოიტანეს, რომ მათ გარდა საქართველოში არვინ იყო ათეისტი. იცი რაა მკითხველო ყველაფერში ჩაჯმულ ქართველთა მიერ ბოლშევიკების ასეთი ხანგრძლივი, ისტერიული გმობის მიზეზი? მიზეზი ამისა არის თახსირობა, მარადიული მონის გულდამპლობა, რომელიც საკუთარი მაწანწალა წინაპრის სიგიჟიდან და ბოზობიდან  მარტიროლოგს ქმნის. ენით მაბოზარებისა და პირით დამფუნავების ლაშქარმა მოწამლა ქვეყანა. რას იზინტლებიან და იგლისებიან წლობით, აღარ გაიგება. რაღას არ გამოელაწუნება ქართველი, რომ როგორმე გაათრიოს თავისი უბედური და უაზრო დღეები. ბორის ძნელაძის კომკავშირელ ახალგაზრდებს, ათეისტ აქტივისტებს საყდრები რომ აუკლიათ და მღვდლები დაუფრენიათ, ამაში გრანტები არ აუღიათ, სახლები და აგარაკები არ შეუძენიათ, დედა თბილისში ბიზნესები არ გაუმართავთ. იდეის გამო იქმდნენ ასე. რწმენა ჰქონდათ და ევროპაზე მითითებით სხვებსაც ამას უქადაგებდნენ. ბევრი მათგანი ნაცისტებთან ომში დაიღუპა მოგვიანოდ. მათი ნაწილი ომამდე რეპრესიებისას დახვრიტეს. ახლა ევროპაზე მითითებით ქრისტეს ქადაგებენ ლიბერალები მეროჭიკეობით, არა მრწამსით. ისინი ბოლშევიკების ჯიბრით მიუთითებენ ეკლესიაზე. ეს არაა რწმენა. ომი რომ იყო 2008 წლის ზაფხულში, ვინ სად გარბოდა არ გაიგებოდა. ისტერიკა დაემართა უამრავ კაცს და გიჟურად დარბოდნენ ქალაქში. ეს რა ვნახე ჩემი თვალით. რა მოსვლია ქართველ კაცს. დარბოდნენ და ძაღლებივით წკმუტუნებდნენ, დიაცებრ წიოკობდნენ. სადამდე გალაჩრებულია მოდგმა. რუსი შემოსულიყო აქ და მერე იქნებოდა სახილველი ჩაჯმულთა ხელახალი ჩაჯმულობა, რუსის კარზე სიცილით ატუზვა თუ ჩაცუცქვა. როცა გადაიარა საფრთხემ, მერე ისევ ისე მედიდურობა გააგრძელეს. ვითომც არაფერი. სიტყვა ქართველი არის დიაგნოზი და ყველა სიმდაბლის სინონიმი. მეტი რაღა უნდა იყოს? საქართველოს დედა ხომ ჰყავს ნატირები სამუდამოდ და დედის დედაც ეტირება. რისი იმედი უნდა გქონდეს, როცა ქართველთა ნახევარზე მეტი დეგენერატია? ესენი სად გამოდგებიან? ამათი რაში გეიმედებოდეს?

ილიამ რომ ვეღარ გაიგნო გზა, ამ დროს სხვები ტყუილად იჩემებდნენ გზის ცოდნას. რა დამტკიცდა ილიას მოკვდინებით? მოსაკლავი ათასობით იყო საქართველოში. თბილისი არაკაცებით გაიტენა 1905 წლის რევოლუციის ჟამს.        გაზეთის მატლები, პარტიებში ნაწანწალები ტურები წამლავდნენ ყველაფერს. მათი ნაწილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს, ნაწილი ახალი სისტემის იერარქიაში შეარჭვეს და თავის სასარგებლოდ აყეფეს. ლექსი და რომანი აწერინეს ბოლშევიზმის სამკობლად. მათ ბინები მისცეს ქალაქში. სომხის სოვდაგრებს წაართვეს და ამათ უფეშქაშეს. ასე ამოთბილისელდა და ამოტუტუცდა ლიხის იქიდან გადმოტანტალებული ათასობით იმერელი, გურული, მეგრელი, რაჭველი. ილიაზე ძვირის თქმა აიკრძალა. ილია დიდებით შემოსეს ბოლშევიკებმა. ვითარც რევოლუციის ბელადების აზმანი იწერებოდა, ეგრეც ილიასი ითქმოდა ყოველთვის. ტყვილად იქადოდა და ლამობდა პოსტბოლშევიკური დროის ქართველი, რომ ილიაზე კიდევ უფრო მეტს იტყოდა. ილიაზე მეტს ვეღარას იტყოდი ბოლშევიზმის გადავარდნის შემდეგ. ბოლშევიზმთან ერთად ილიაც დამთავრდა. ილიასაგან დარჩა მოჩვენება. 90-იანი წლების დისიდენტებმა პირზე გაიკრეს ილია და ამით დამალა თავისი უცოდინრობა და შლეგობა, რომელიც მაინც გამოვლინდა მალევე. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ბოლშევიზმის გადავარდნის შემდეგ ილია ახალ სიცოცხლეს ვერ შეიძენდა. ილია დამთავრდა ბოლშევიზმის დამთავრებასთან ერთად. ლიბერალ-კაპიტალიზმმა გადახაზა ილია. ამის შეგნება დღემდე ჯიბრით არ სურთ. ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს რევოლუციონიზმის ეპოქის მოსაგონარი პოლიტიკური მოღვაწენი, მისჩერებია ილიას მოჩვენებას. ეს ქვეყანა აი ამ შეგნებით ვერ შევა ისტორიულ დროში და დარჩება იმად, რაც არის. თაღლითობაა და მაკვირიობა წიგნების ისე წერა ილიაზე, რომ მისი თხზულებები ამოუწურავი წყაროა, სიბრძნის საგანძურია. ვითომ აქამდე რაღაც იყო დაუნახავი ილიას ნაწერებში და ახლაღა დაინახეს. ამას მოსდევს ხოლმე ჟურნალისტების საძაგლური, ყასიდი ლაპარაკი. წლობით ასე მეორდება. მერამდენე წელია იბეჭდება დიდი სტატიები ილია ჭავჭავაძის ქვრივზე. ვინღა არ გახდა ამ მიუხედავობით მომკვდარი ქალის ბიოგრაფოსი.

ილიას ობელისკი რომ დგას წიწამურთან, როდესმე თუ ნახულა შარაზე ამდენი გამვლელიდან ვინმე გამოსულიყო, მასთან მისულიყო და გარინდებულიყო? თუ სადმე ნახულა ხალხი თავად მისულიყო ილიას საფლავთან კამპანიისა და  ღონისძიების გარეშე? რისთვის იწერება ამდენი არტისტობა ილიაზე? დაწესებულებებში ყველგან ილიას პორტრეტია, მაგრამ ქართველთა ოჯახებში არაა ილიას სურათი. გურამ შარაძის გამოცემული ილუსტრირებული ბიოგრაფია ილიასი ადრე ძნელად საშოვნელი წიგნი იყო, ახლა ჩაბარებული წიგნების გროვაში იმტვერება და არავის უნდა. პირიქით, ვინც ხელმოწერით იყიდა, ღამე ათია მის შესაძენად, საოჯახო რელიკვიად ჰქონდა, მანაც გაიტანა და ჩააბარა. აქ მხოლოდ სიღარიბე არაა მიზეზი.

შფოთისა და სისხლისმოყვარე ქართველთა მოდგმა 1905 წლიდან ბილწი სულისნაბვით მოელოდა ილიას სასიკვდილოდ გამეტებას. ასე იყო ტროყინა, ენამყრალი გლეხი, ასე იყო რევოლუციის იდეით გახელებული მუშა, ასე იყო ისტერიული გაიძვერა, მუქთამჭამელი თავადი. ილიას სისხლი ენატრებოდათ. ეს იყო სიგიჟე. ილია წიწამურამდე სიგიჟით, ენის ბოზობით მოკლეს. ყველა ავის მოლოდინში განაბულიყო. ილიას დასაცავად ხმა არ ამოუღიათ. გაირიყა ბერიკაცი და საშინლად გაილანძღა. ერიდებოდნენ და ემალებოდნენ ილიას. ისიც არავინ თქვა, რომ სიკვდილი აცალეთ ამაგდარ, გზააბნეულ მოხუცს. აიღე   მკითხველო მაშინდელი გაზეთები და მიემოწმე ქართველთა სიშლეგეს. შემზარავია ბილწი მონის შეურიგებლობა და რადიკალიზმი. იგივე განმეორდა XX საუკუნის მიწურულს. ზვიადის სისხლი ენატრებოდათ. მის სიკვდილს მოელოდნენ განსაკუთრებული ქართული სადისტობით. ათასჯერ დაემეტა 1905-07 წლების საგაზეთო სიგიჟეს 1991-97 წლების ნაგიჟარ-ნაგაზეთარი.

ივანე ჯაბადართან კამათისას ილია ეყრდნობოდა განმანათლებლურ ანთროპოდიცეას, გონების ძალით ხალხების პოზიტივიზაციის იდეას. სანამ რუსი უჩიჩინებდა და თავზე ადგა ქართველს, მანამ ილია ჩანდა მართალი ჯაბადართან კამათში. ბოლოს კი ივანე ჯაბადარი აღმოჩნდა მართალი, რომელსაც არ სწამდა ქართველთა შემოქმედებითი ძალისა. ნიკო ნიკოლაძე არად აფასებდა საქართველოს წარსულს. ჯაბადარის მსგავსად მოგვიანოდ  იყო ნიკოლო მიწიშვილი. ეროვნული მოძრაობა საქართველოში აღარასოდეს დაიწყება. არ არსებობს ეროვნება ქართველი და შესაბამისად არც ეროვნული შეგნებაა. საქართველოს მეფეებზე და შოთა რუსთველზე ამდენი ლაპარაკი არაა ეროვნული შეგნების უდავო ნიშანი. ახალგაზრდა სტალინიც ხედავდა, რომ ამ ნაგიჟარ და სადისტ მოდგმაში არაფერი გაკეთდებოდა. ის სამუდამოდ წავიდა რუსეთში. საქართველო არ იყო და არაა ის ქვეყანა, რომელიც დეკლარირებული პრინციპებიდან რაღაცას განახორციელებს. ქართველები არიან народ-порученец, სულ სხვისი ჩაძახილით მცხოვრები პლაგიატორები. შეუძლებელია ეს სტალინს არ დაენახა. რუსი დიდად სდებდა ხელს ქართველს და ეს მას სათნოდ აჩენდა, თორემ როდის რა იყო ქართველი?

ილიაზე დაწერილი წიგნების უმეტესი ნაწილი ნატყუარია. ნატყუარი იმიტომ კი არაა, რომ კომუნისტების დროს ვერა რა სიმართლეს ვერ იტყოდი, არამედ იმიტომ, რომ ილიას სახელს შეეყუჟა ბევრი მჯღაბნელი, ქალაქელი ნაბიჭვარი და ახალი ყაიდის გიჟი. 1991 წლიდან ილიალოგების მიერ უამრავი წიგნი დაიწერა და ისევ ის ძალად მაცხონეობა გრძელდება. ილიას ფეტიშიზება გადაიზარდა მის ფალსიფიცირებაში. ილიას სახელი უნამუსოდ მიაბეს ახლანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურას. ილიას პორტრეტი ევროკავშირისა და აშშ-ს დროშების გვერდითაა. ეს რა არის? ილიას ახსენებენ ჯორჯ ვაშინგტონთან, აბრაამ ლინკოლნთან ერთად. აი, ეს დამართეს ქართველებმა ილიას და ნუ დააბრალებენ ამას მასონებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველთა უგზოობას, უხანობას და უკულტურობას. ერის მამად წოდებული ილია სათრეველად გახადეს, რათა შექმნან მოჩვენებითობა, რომ საქართველოც ევროპაა, რომ ქართველნი დასავლეთის სულიერი ნათესავნი არიან და ამ ნათესაობას ილიამ დაუდო საფუძველი. რამდენიმე სასწავლებელია ილია ჭავჭავაძის თუ წმინდა ილია მართლის სახელობისა. შემირცხვენია ილიას სახელობის ის სასწავლებელი, სადაც მასაჟისტობას და ტურიზმის მენეჯმენტს ასწავლიან.           NGO-ები და ფონდები, პროექტები იყო ილიას სახელობისა 90-იანი წლების ბოლოს, როგორც ეს ითქვა პრესაში. ამით წარმოაჩინეს , რომ ლიბერტარიზმი ილიას სულს ამკვიდრებდა სუვერენულ საქართველოში.

ქართველმა დისიდენტებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში ილიაზე მითითებით დაიწყეს საბჭოთა იმპერიის დაშლის პროპაგანდა. ეს არ იყო სწორი. ილია უკვე საბჭოთა მმართველობის დროს სრულიად იყო ამოწურული და ის სამერმისო  ორიენტირად არ გამოდგებოდა. რახან ქართველთ სხვა არა ჰქონდათ რა თეორიული არსენალიდან, ამიტომ ილიას მიაწყდნენ. ამ დროს ფიქრი აღარ იყო საჭირო. რასაც აქ ვამბობ, ამის თქმა ადრე მსურდა და ქართველმა გიჟებმა ცილი დამწამეს. ჯერ შევარდნაძე ცდილობდა, ახლა სააკაშვილი ცდილობს ილიას პროფანაციით სათავისო ხეირის პოვნას. ვინც მის შემდეგ მოვა, იგივეს გააგრძელებს. უგზოდ მარები ქართველებისათვის პროფანირებული ილია არის ცრუ მეგზური. თავს აჩვენებენ, რომ ილიას მისდევენ, მის ნათქვამს ეყრდნობიან. დღეს ხშირად გაისმის: „ჩვენ ილიელები ვართ!“. ვინ ჩვენ? რას ნიშნავს ილიელი? ვერ ხედავენ ამდენი წელი, რომ მასონთაგან (ვოლტერი, გოეთე და სხვები) ნასაზრდოები ევროპული განმანათლებლობა დასრულდა. დღეისთვის მასონი ბანკირი და ფინანსისტია. ის აღარაა მწერალი, ფილოსოფოსი, უტოპისტი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ამას რომ ხედავდნენ, ასე  არ იტყოდნენ. რა, ეგეთნი არიან, რომ მიხვალ და რაიმეს გააგებინებ? ჯიბრით არ გაიგებენ, ოღონდ არად ჩაგაგდონ, ცილი დაგწამონ, დაგამცირონ და გაგლანძღონ. ესაა ქართველი. განმანათლებლობის სეკვესტრირება რომ არ მომხდარიყო დასავლელ კონსერვატორთა, იგივე ნეოლიბერალთა მიერ 90-იან წლებში, ილია მაინც აღარ გამოდგებოდა დღეის ორიენტირად.

ბოლშევიკების დროს ილიას განდიდება არაბუნებრივად არ ჩანდა, იმიტომ,    რომ ილია იყო ევროპული განმანათლებლობის პირმშო და ბოლშევიკები იყვნენ ამ განმანათლებლობის ექსტრემისტული ფრთის წარმომადგენელნი. დღეს კი განმანათლებლობას დიდი წერტილი დაესვა საბაზრო რადიკალიზმის სახელით. დიდი სიგიჟეა ილიას სახელის მიბმა ატლანტიზმის კონცეფციასთან, საბაზრო რადიკალიზმთან. არას იტყვის ამაზე ეკლესია, რომელმაც ილია წმინდანად შერაცხა.

ბოლშევიკმა რუსმა ამოათრია ქართველი ბატონყმობიდან და ნახტომი აქნევინა სოციალისტურ ინდუსტრიაში. ისტორიკოსობის პრეტენზიის მქონე ყოველმა ქართველმა გულზე ხელი დაიდოს და თქვას: მხდალ  და ჭამპურა ქართველ ინტელიგენციას იმისი თავი ჰქონდა, რომ დამოუკიდებლად შეექმნა ანტიმონარქისტული აზრი და შეემზადებინა ბატონყმობის გადავარდნა? არ შეიძლება, რომ ყველაფერი ყიზილბაშსა და ოსმალოს დაბრალდეს. საუკუნეები გასულა იმერეთის, ქართლის, კახეთის სამეფოებში ისე, რომ რაიმე პოლიტიკური თეორია არ შექმნილა, აზრი არსად გაჩქამებულა. ლექსს წერდნენ და ეგ იყო. ისე შეეგუა ქართველი ტყვეთასყიდვას, რომ მასზე ოხუნჯობდა. საუკუნეები გასულა და ქართველებს ღორულად უცხოვრიათ, ყური არავის შეუბერტყავს. ბოლო 25 წელი თუ ასე ცხოვრობენ, რაღა გასაკვირია? ვის შეეძლო საქართველოში ერთურთზე უარესი ქართული ტომები მოეკრიბა და ნაციად შეეკრა? განა ამას შეძლებდნენ ილია და სხვა ბელადები მხოლოდ  წიგნებისა და გაზეთების გამოცემით? ილია და მისი მოდასენი ქართველ ერზე ლაპარაკობდნენ მაშინ, როცა ეს ერი შექმნა რუსულმა ხიშტმა და პოლიტიკურმა მზაკვრობამ. ბაგრატიონების მეფობა მოშალეს რუსებმა და ამით ქართველობას ნახტომი აქნევინეს. აქ რომ ისევ ყოფილიყო მეფის ტახტი, საჭირო იქნებოდა ანტიმონარქისტული აზრის გაჩენა. ათეულობით წელი გავიდოდა ქიშპსა და ლაყაფში.  ეს არ ითქმის ქართველ ისტორიკოსთა მიერ და ისინი გაუქმებული ტახტის ჭირისუფლობას ლამობენ თავისი წიგნებით. ეს არის შანტაჟი და სპეკულაცია. არა, გენატრებათ მეფე? ხომ ბევრზე ბევრი დაიწერა მეტად არტისტულად ამაზე 1989 წლიდან. გენატრებათ და აღადგინეთ. ვინ გიშლით ამას? მეფეზე ლაპარაკიც არის ქართული მაიმუნობა. მარტო იმ მიზნით ქექავენ წარსულის ფურცლებს, რომ რაიმე მოსამყრალები იპოვონ და წლები ლაყაფში გაავლიონ.

ქართველებს იმის თავი ჰქონდათ, რომ აჭარა და ახალციხის ვილაიეთი დაებრუნებინათ? ქართველი შეძლებდა ლეკიანობის აღმოფხვრას? სამცხის დაკარგვის მიზეზი თურქები კი არა, არამედ ტახტს განდგომილი ათაბაგები იყვნენ. თურქების მოსვლა და გამედგრება მერე იყო. ათაბაგების მეცადინობით წარუღეს თურქებმა ქართლს მისი სამხრეთი. ტახტის მემკვიდრეთა საგაზრდილო იყო მესხეთი და ჯავახეთი. ათაბაგი იყო მეფის გამზრდელი და მეორე კაცი სამეფოში. მეფის მოძღვრის სახელი- ათაბაგი იქცა მოღალატისა და მტრის დამძახებლის სახელად. დიდი ბრიყვობა იყო, რომ თამარის მეფობისას ათაბაგის სახელო დაწესდა და საათაბაგო იყო საქართველოს განაპირას, ყველაზე საშიშ საზღვართან. ბიზანტიის ჯიბრით გააკეთა ასე ტუტუცმა დედაკაცმა თამარმა, რომ მის მიერ დაწესებულ სახელოს თურქული სახელი ათაბაგი უწოდა. არა, თუ მესიანისტი ხარ, წადი და მოიმოწაფე თურქები, ქრისტეს შეუყენე და მერე იყოს ათაბაგის სახელო. თურქულ სასულთნოებზე ორიენტაცია გააგრძელა მისმა თახსირმა ასულმა რუსუდანმა. ერთხელ გაიმართა წელში ქართლოსიანთა მოდგმა დავით აღმაშენებლის მოღვაწებით და მერე უგუნურებით თავზე დაიმხო სამეფო. უბედური კაცი ყოფილა მეფე დავითი. რას ჩაუყარა ფუძე და რა მისმა ბადიშებმა ქნეს. ჯიბრში ედგნენ ბიზანტიას ეს თამარი და მისი შვილები. აკაკი ბაქრაძემ ამას ბიზანტინიზმისაგან თავდაღწევის პოლიტიკა უწოდა. მისი გამოისობით დამკვიდრდა თარსიანი მოჩვენება და არა უბრალოდ მცდარი აზრი ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამაზე სხვაგან ვიტყვი. თემურ-ლენგის შემდეგ შავად წავიდა საქართველოს საქმე და მოაქამდე ასეა. ახლა თბილისი აივსო ათასობით ათაბაგითა და სააკაძით, რომელთაც კიდევ ერთხელ ამოაგდეს ქართლი. ილიას დროის საქართველოს რუკა რომ შეადარო ახლანდელს, დაინახავ, რომ განახევრებულა ქვეყანა. ეს რამდენი მიწები დაკარგულა ერთ საუკუნეში. არა, ქართველს ამოეღება ხმა ეროვნულობაზე? წინა საუკუნეებშიც ასე იყო. შეუჩერებელ პროცესად იქცა მიწების დაკარგვა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროს საქართველოს ტომების რიცხოვნება ნახევარ მილიონზე ნაკლები იყო. ბორჩალოელი მუსლიმები და საქართველოს სომხები ერთად აღებულნი უფრო მეტნი იყვნენ. ძმა ძმას არ მოექცეოდა ისე, როგორც რუსი ქართველს მოექცა. საბჭოთა დროსაც კი ახსოვდა ათეისტ რუსს, რომ ქართველიც ბიზანტიის მემკვიდრე იყო.  ქართველი პირველი უნდა ყოფილიყო დღეს რუსეთში. რუსეთი იყო მისი შენახვისა და განვითარების ალაგი. არსად სხვაგან არ გაიხარებს ქართველი რუსეთის გარდა. ქართველს არსად გაახარებენ უცხოეთში.  წავიდა რუსი 1991 წელს და საქართველო ეგრევე ბატონყმობას დაუბრუნდა. კი ჰქვია რესპუბლიკა, მაგრამ ბატონყმობაა ამ ქვეყანაში. დუნია მოიარა შევარდნაძემ, დემოკრატისა და ლიბერალის სახელი დაიგდო. 1992-ში მობრუნდა და ბატონყმობა დააკანონა. ეს აკურთხა ეკლესიამ და ამას იცავდა. ამიტომ ვთქვი ადრე, რომ საქართველო ისტორიის მიღმა დგას. ის გარიყულია მსოფლიო დროიდან. არაფერი საკუთარი მას არ აქვს. ყველაფერი სხვისი ჩაძახილითაა. განმანათლებლობის ბოლო საქართველოში არის თამაზ წივწივაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ტარიელ ჭანტურია და ასობით მათი ფერი დეკლასანტი, თავლაფდასხმული ინტელიგენტი, რომელნიც არ გაჩუმდებიან და ასე იქნებიან გაზეთს შეჩენილნი სამარის კარამდე. რას ერეკებიან, რა ამბავი უდგათ.

1991 წლის აგვისტოში მოიშალა საბჭოთა საიმპერიო ხელისუფლება და ეგრევე ამოხეთქა ქართველთა ზნემ. 91 წლის შემოდგომაზე რა ღვარძლის ზღვა დაგუბდა თბილისში. სუნთქვა აღარ შეიძლებოდა.რა დღეში იყვნენ ოპოზიციონერი მსახიობი, დისიდენტი, ინტელიგენტი. ჩათლახობის სიმფონია ისმოდა ყველგან. რას არ უგონებდნენ ზვიადს. არა, რა იყო 1991 წლის შემოდგომა თბილისში? ამძღნერებული სისხლის მქონე, ნაბიჭვრის ზნის ქართველნი დოვლათიანი, დალაგებული ქვეყნის  ამოსაგდებად მეცადინობდნენ. ქართველთა ლუსტრაცია მოხდა მათივე ეროვნული მოძრაობით. უკეთეს ლუსტრირებას ვერვინ მოიფიქრებდა. გაზეთს დააკვდა ქართველი, ტელევიზორის ცქერაში თვალი ამოუღამდა და მიტინგზე დაბერდა. ნოლია საქართველო. მყისვე ტომებად დაიფანტა ქართველობა რუსის წასვლით. აი ეს ინტელიგენცია შეძლებს იმას, რომ ეს ტომები ნაციად მოკრიბონ? რა ისეთი კულტურა შექმნება როდესმე საქართველოში, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი მისია ჰქონდეს? ადრე განმანათლებლურ პაიდეიასთან იყო დაკავშირებული თეატრი და კინო. მას აღმზრდელობითი მისია ჰქონდა. ახლა ასე აღარ იქნება. ქართული თეატრი და კინო დაიმარხა. ტყვილად მიძვრებიან უმეცარი მსახიობები პოლიტიკაში და ქვეყნის ჭირისუფლად იხატებიან. არ ჰყავს ქვეყანას  მოძღვრები. სიცრუეა ილიასა და მეფეებზე ამდენი ლაპარაკი. ითქმის, რომ „ფარნავაზმა გვიანდერძა…“. ფარნავაზმა რა გვიანდერძა? ბაგრატიონთა მეფეებს არ გახსენებიათ ფარნავაზი და მისი ნაანდერძევი არასოდეს. მათ დავით აღმაშენებელიც არ უხსენებიათ თავი ამდენ ნაწერებში. არა, ილიამაც გვიანდერძა, აკაკიმაც, შოთამაც, შუშანიკმაც. ამ ყალბი ლაპარაკით უნდათ შექმნან მემკვიდრეობითობის, ტრადიციულობის, ხსოვნის მოჩვენებითობა.

რუსთა ძალით ცხოვლობდა საქართველოში ევროპული განმანათლებლური პაიდეია. დამოუკიდებლად ქართველს რევოლუციური იდეა არ უშვია. აქ არასოდეს ყოფილა რელიგიური მოძრაობა თავადთა ან გლეხთა შორის. რუსეთთან შეერთების შემდეგ გაჩნდნენ ქართველი ნაროდნიკები, რევოლუციონერ-დემოკრატები და ა.შ.. დღეისთვის ქართული ლიბერტარიზმი ამერიკელების ჩაძახილით ცოცხლობს. რომ წავიდეს ამერიკელი, მთელი ეს პირამიდა ქართველი ლიბერალებისა უმალ ჩამოიქცევა. ილია, ნიკო ნიკოლაძე და სხვები ჩანდნენ მანამ, სანამ საქართველოს ჰქონდა მიმართება უნივერსულ იდეასთან, რუსულ იმპერიალიზმთან. იდეურ ცენტრირებას რუსი ახდენდა. მოიშალა ეს მიმართება და ვისთვის რაა ილია და მთელი ეს დასი თერგდალეულებისა? ხომ ევროპის იდეური ძმაა ილია, მაგრამ ვინ იცნობს მას ევროპაში? არტურ ლაისტი და ოლივერ უორდროპი თუ მიაწვდენდნენ ხმას მაშინდელ ევროპას, რომ საქართველოს ილია ჰყავდა. იდეური ძმა იყო ზვიადიც, მაგრამ ის გაწირა დასავლეთმა და მიივიწყა.

საქართველო რომ ყოფილიყო ბრიტანეთის იმპერიის კოლონია და ბოლშევიკები აქ არ შემოსულიყვნენ 1921 წელს, ბრიტანელები იმდენს არას გააკეთებდნენ ქართველთა ნაციის ჩამოყალიბებისათვის, რამდენიც რუსებმა გააკეთეს.მეფე იქნებოდა მარიონეტი. თავის მამულებზე აკანკალებული გვირგვინოსანი არაკაცი. არა, სხვა რა იქნებოდა? ბრიტანელების ბატონობისას აქ არ იქნებოდა ინდუსტრიალიზაცია. ეგრე არაა, როგორც ისტერიული ისტორიკოსი იქაჩება სამოძღვროდ და გაზეთებს თავისი ნაჭკუარით აყროლებს. ნახოს მან, როგორი იყო ბრიტანეთის პოლიტიკა კოლონიებში გასული საუკუნის დამდეგს.

ილიას ფეტიშიზების ახალ ტალღას XX საუკუნის 90-იანი წლების ეროვნულმა მოძრაობამ დაუდო საფუძველი. ქართველი დისიდენტებისათვის ილია ჭავჭავაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ქარიზმატული სახელები. არადა, უკვე მაშინ, ახალ სინამდვილეს სხვაგვარი განაზრება ესაჭიროებოდა. ილიასა და ქაქუცას სახელებით იოლას გასვლა იმას ადასტურებდა, რომ დისიდენტებს მცირე თეორიული თვალსაწიერი ჰქონდათ. ისინი არ ხედავდნენ, რომ დასავლეთისათვის ილია და ქაქუცა არაფერი იყო. დისიდენტები ფიქრობდნენ, რომ ეს ორი სახელი საქართველოს  სამუდამოდ მიაბამდა დასავლეთს. 25 წელია რუსეთთან ჯიბრის გამო ამ ორ სახელს  აფეტიშებენ. ქართველნი ვერ იტანენ მართლის თქმას. ამ ორი სახელით ისინი თავის უმსგავსო ცხოვრებას მალავენ. ისტერიული პრეტენზიულობა აქ არ მოიშლება.

დიდი უაზრობაა ილიას სახელის გადმოტანა XXI საუკუნეში. უკვე გასული საუკუნის ბოლოს მოხდა ილიას პროფანაცია. ახლა კი თავს აჩვენებენ,რომ ილია სამუდამო და ერთადერთი ორიენტირია. ილიას არაფერი ისეთი არ უთქვამს საპოლიტიკოდ, რომ ეს დღეისთვის წარამარა მისათითები იყოს. ილიას არა უთქვამს რა საქართველოს დამოუკიდებლობაზე. მისი იდეა იყო ავტონომია რუსეთის იმპერიის ფარგლებში. ის ხედავდა რა შვილიც იყო საქართველო. არა, ილია არ ხედავდა და მაშ ვიღა ხედავდა? არც ილიას, არც აკაკი წერეთლის, არც ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი არ გამოდგება დღევანდელობისათვის და მით უმეტეს სამერმისოდ. ადრეც მითქვამს და აქაც კვლავ ვიტყვი, რომ ილია უნდა დაიძლიოს. სხვა ყაიდის განსჯაა საჭირო. სხვაგვარი დასობაა აუცილებელი. ქართველთ ამის თავი არ აქვთ. ისევ საგაზეთო სახიობითა და ყიამყრალობით ლამობენ ფონს გასვლას. ბევრს უთქვამს, რომ  „ილიამ გაგვზარდა“, „ილიელები მოვდივართ“. ილიასეული გაზრდილობა ვის რაში დაეტყო? ასეც ითქმის: „ქრისტესა და ილიას მცნებების დაცვა მიგვიყვანს ტაძრამდე!“. ეს ნათქვამი ისე წარმოაჩენს, რომ ილია საეკლესიო მოღვაწე იყო და ქრისტესათვის მოქალაქობდა , ვითარც ძველი დროის მამანი. ილია არ დადიოდა ეკლესიაში. რომ ევლო და რამე დაეწერა ეკლესიის მამებზე, მერე გეხილათ გაზეთების არტისტობა. კანტზე ან ჰეგელზე რომ დაეწერა ილიას ერთი წინადადება მაინც, მერე ფილოსოფოსობას მიაჩემებდნენ მას. არც   ვაჟა-ფშაველა დადიოდა ეკლესიაში. ილიას ქრისტიანობა საერო საქმისთვის უნდოდა. მას არა აქვს რა ნათქვამი ავტოკეფალიაზე, რაზეც მეტისმეტი ილაპარაკეს გასული საუკუნის 90-იან წლებში. ილიას წარმოჩინება ქართველ მესიანისტად უსინდისობაა. განა ბიზანტიის დროს ცხოვრობდა ეს კახელი ღარიბი თავადი. განმანათლებლური რევოლუციონიზმის დროს იყო იგი. მისით გაიზარდა. სულის ხმიადს ევროპელი მასონებისგან იღებდა და დეიზმთან ახლოს იდგა. დეიზმი და ათეიზმი იყო მაშინდელი აზროვნების მაინსტრიმი და ილიაც ამას მისდევდა. აქ დეიზმი სექტანტობა ჰგონიათ დღემდე. „გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება“. აი ასე წარმოედგინა ილიას რელიგია.

ქართველი პარაზიტობდა და ბლეფობდა საბჭოთა ცენზურის დროს. ცენზურის სიმკაცრე და აკრძალვათა სიმრავლე ქართველის ნაციონალისტურ პრეტენზიას ფასს სდებდა. ცენზურის მოშლამ კი ქართველის უსუსურობა გამოაჩინა. ახლა ის ვერვის აეკიდება და ვერ იპარაზიტებს. აღარ გამოვა ასე, რომ კვლავ თავი გაიარიფო, ერთ ხელში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი დაიჭირო, მეორეში-ხატი და ყვირილით იარო ქუჩებში. ნოლია საქართველო. საქართველოში სიტყვა გაარაფრებულია და პრესის მისია ნეიტრალიზებულია თავად მის მესვეურთაგან. გაზეთს არ შეუძლია სამოჯანყო ნიშატის გაჩენა ხალხში. ქართველის გაზეთი ქვეყნის საწამლავადაა. გაზეთის ხელშეუხებლობა სიტყვის თავისუფლების პრინციპისგან კი არაა მომდინარე, არამედ ეს კეთროვანი მასხარბოზის ხელშეუხებლობაა. ვერბალური პროსტიტუცია არაა თავისუფალი აზრი. სხვა მონობის გარდა სიტყვების მონაა ქართველი.ის გარყვნა გაზეთმა და მიტინგმა. სიტყვებზეა დახურდავებული ყველაფერი. ბოღმის ბუღი და შურის ქარაშოტი დგას და აღარ დაცხრა. არაფრობა აღმოტყინარებულა და ქართველი გარეკილა, მკვდრებით თამაშში გამეცადინებულა. გინდა შენი ბილწი ცხოვრება საგაზეთო ხაფობითა და ენაცქაფობით გაასხვაფერო. ეს 90-იანების დასწყისში გაგიდიოდა. ახლა ასე ვეღარ. ჩაჯდება ვიღაც ბოღოჭელა კაცი გაზეთში და წლობით ყროლავს. შუაზე იხევა, ვითომ რამე ეყურება. უარესი კიდევ გაზეთის ქალია. მეძმურ-მეგიჟიანება ამდენი კეთროვანი. ვითომ სოკრატულად კამათობენ და არასოდეს მათი კამათის ბოლოს არ დადგენილა საგანთა რაობა. ვაი ძეებს, რომელთაც მამები გაზეთების მეტს არას უტოვებენ. დაარგოლეთ ეგ გაზეთები და ჩაითხარეთ ხახაში. ქართველის გულში ადუღებული ბაყლი თავის ფონეტიკას, ლექსიკას და სინტაქსისს მოითხოვს. ყოველი სიტყვა ასო ყ-ზე უნდა იწყებოდეს. განა მხოლოდ ეს. თითო სიტყვაში უნდა იყოს ორი და მეტი -ყ-. ქართველზე საცოდავი და სასაცილო ვინაა და ეს კიდევ სულ სხვა ხალხებს დასცინის. კიდევ კარგი, რომ ქართული არ იციან უცხოელებმა, თორემ გაოგნდებოდნენ ქართველთა რეგვენული ნაწერით. მტერს უმრავლებს ქართველთ მათივე ნაჯღაბნი. რაებს ჩმახავენ წლობით ეს ბითურები. სადამდე დავიდა ქართული პრესა.

ხომ ამბობენ, რომ გენიოსი იყო ილია? ვკითხავ მათ: ილიას ნაშრომებში არის რაიმე ისეთი, რომ თარგმნო დასავლურ ან აღმოსავლურ ენებზე და გაიტანო უცხოეთში? ილიას არავინ იცნობს ევროპაში ან აზიაში. XIX საუკუნის   ქართველი განმანათლებლების მთელ ამ დასს არავინ იცნობს. რომც გაიტანო  მათი რჩეული ნაწერები, არავინ წაიკითხავს. ასეთი დასები ევროპის ყველა დიდ და მცირე ქვეყანას თავისი ჰყავდა. სადაც ევროპეიზმი იყო, იქაც თვ-თავისი დასები ჰყავდათ. ასე იყო უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში და სხვაგან. ილია ადგილობრივი, მხოლოდ ქართული მასშტაბის  მოვლენაა. არტურ ლაისტისა და უორდროპების დაკავშირება ილიასთან ვერ დაასაბუთებს, რომ ილიას მოღვაწეობა ევროპული მოვლენა იყო. ის ასპარეზზე გამოვიდა მაშინ, როდესაც წიგნის წამკითხველნი მხოლოდ ბერები იყვნენ. წერა-კითხვა თავადმაც აღარ იცოდა და არც თაკილობდა.

ილიას გამო ყოველივე ზემოთთქმულის გააზრება საჩინოჰყოფს ერთ რამეს: ილიას გაფეტიშებაზე უარესი იყო მისი წმინდანად შერაცხვა. არ იყო ილია დიდი მორწმუნე. იგი მუდამ საერო კაცი იყო. ილიას წმინდანად შერაცხვას დაეკისრა ქართველთა გამაერთიანებელი მისია, რომელიც ვერ განხორციელდა. ამაზე ვერვისთან ილაპარაკებ. საძაგლობაა ქართველთა დიდგულობა და ფეთიანობა. ამან გაუჩინა საქართველოს ბევრი მტერი უწინაც და ახლაც.

გერონტი ქიქოძემ თქვა ილიაზე: „…მას არ სჭირდება იკონოგრაფიულად დახატვა საშუალო საუკუნეების წმინდანებივით. ეს მისი სახელის შეურაცხყოფაც იქნებოდა და შეუფერებელიც ჩვენი თაობისათვის, რომელიც ვაჟკაცურად გულწრფელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს თავისთავისა და თავის წინამორბედების დაფასებაში.  …ცნობილია, რომ ის ადვილად ვერ იტანდა  შეპასუხებას…თავის გარშემო მაინც ისეთ თანამშრომლებს იკრებდა, რომელნიც სიტყვის შეუბრუნებლად ემორჩილებოდნენ მის ნებისყოფას. ის ყოველთვის სამართლიანი არ იყო თავისი მოწინააღმდეგეებისადმი…“(გ.ქიქოძე, რჩეული თხზულებანი, ტ.1, თბ.1963, გვ.124).

გერონტი ქიქოძე, ისეთივე გამონაკლისი იყო, როგორც პავლე ინგოროყვა. ის ლიხსიქიდან გადმოსული ქართველი იყო და არა თბილისელი გურული. ვფიქრობ,   რომ მას დაეჯერება ილიაზე მსჯელობაში. არ იყო ილია ისეთი მორწმუნე, რომ მისი კანონიზება მომხდარიყო. მის ნაწერებში ვერვინ აღმოაჩენს განსაკუთრებულ სარწმუნოებრივ ინტენციასა და ინტერესს ჰაგიოგრაფიისა და საეკლესიო დოგმატიკისადმი. ილია არ სწყალობდა ძველ ქართულ ენას. მან არც იცოდა ეს ენა რიგიანად და მას ავი თვალით უცქერდა. რახან მან წარმოთქვა „მამული, ენა, სარწმუნოება“, ეს არ ნიშნავს მის ეკლესიურობას. ამას ილიასეული სამება დაარქვეს და დაუკავშირეს სამების დოგმატს. როგორ მოხდა მოსამართლის, ბანკირის, პუბლიცისტის, გაზეთის გამომცემლის, მწერლის საკრალიზება და კანონიზება? ამას ერთობ წაეხმარა ილიას მკვლელობა. აიზეკ ნიუტონს ბევრი უწერია მეორედ მოსვლასა და სამების საკითხებზე, მაგრამ ძნელია ამის გამო მისი წმინდანად შერაცხვა. ფიზიკაზე იმდენს არ ფიქრობდა ნიუტონი, რამდენსაც ბოლო ჟამის მოსვლაზე.ზვიად გამსახურდია დიდად ინტერესდებოდა თეოლოგიით, პატრისტიკით, სპირიტუალიზმით. ის იყო ჭეშმარიტი მოესავი ქრისტესი. ის იყო ქართველთა მესიანიზმის ფუძემდებელი უახლეს დროში. მას ურიოშოდ უყვარდა ქართველების მოდგმა, რჩევა არ იცოდა საქართველოს ტომებში. ყველას გულით ჰყვარობდა. ბევრი მისი მცდარი ნაბიჯი სწორედ მოყვასისადმი რწმენამ განაპირობა. მას სხვების ქრისტესმიერობისა სწამდა. ზვიად გამსახურდიამ ქართველებს ის პატივი დასდო, რისი ღირსნიც ისინი არ იყვნენ. ყოველივე ამის მიუხედავად, ზვიადის წმინდანად შერაცხვა მაინც არ მიმაჩნია სწორად. არადა, ყველაფერი მის კანონიზებას უწყობს ხელს, რადგან ქართველებში ვერ იშვა ქართველთმოყვარე ბელადი, რადგან  ქართველთა უახლოესი წარსული და აწმყო საძაგელია. აი უნდა შეიგინო და დაიწყევლო უკან მოხედვისას. ზვიადი  საერო კაცი იყო. არავინაა მცირედ მაინც მისი მსგავსი პოლიტიკოსთა სიმრავლის მიუხედავად. არავის უყვარს ქართველ პოლიტიკოსთა შორის ქართველები არც ქრისტესმიერი სიყვარულით, არც როგორც თავისი მოდგმა . ხომ ჩანს, ესენი რანიც არიან. ეს უწყობს ხელს ზვიადის სახელის სულ უფრო მაღლა ატანას. ჩაიარა 1992-2003 წლების სიგიჟემ და არავის მოუთხოვია ეროვნული მოძრაობის დასთაგან ზვიადის სიკვდილის გამოძიება 2004-10 წლებში. ეს საქმე არ დაძრულა 2010 წლამდე. რომელიმე უცხოურმა ჰუმანისტურმა ორგანიზაციამ მოითხოვა მისი სიკვდილის გამოძიება? რომელიმე უცხოელმა პოლიტიკოსმა გამოთქვა სინანული, რომ ზვიადი, როგორც დასავლეთის იდეური მოძმე, მოკლეს? არ ემუქრება მათ კარიერას საფრთხე, წლები გამოხდა და მაინც დუმან. რა დასავლურ დემოკრატიაზე და მის მორალზეა ლაპარაკი? ან გენშერმა, ან ბეიკერმა და იმ დროის სხვა პოლიტიკოსებმა თქვეს რაიმე ზვიადზე?

კიდევ ერთხელ ვამბობ მისთვის, ვისაც უჭირს პროფანირებული ილიასგან თავის დახსნა. თავისი სიკვდილით მომკვდარი ილია დღეს მცირედ გასახსენებელი იქნებოდა. იყო პირველი პანევროპული ომი, შემდეგ რევოლუციები. იყო ჟორდანიას მთავრობის სერვილიზმი და ევროპელი კოლონიალისტების თარეში საქართველოში. იყო სამოქალაქო ომი რუსეთში და საქართველოს, როგორც ევროპელი იმპერიალისტების დასაყრდენის დაპყრობა ბოლშევიკების მიერ. ეს მოვლენები ილიას სიბერით სიკვდილს დავიწყების სილით დაფარავდა. ილიას შეთქმულთაგან სიკვდილმა კი საქართველო გამოაჩინა ტანჯულად. XX საუკუნის 40-იან წლებში ბოლშევიკები და პირადად სტალინი იყვნენ ილიას გამო გამოძიებისა და სასამართლოს მომწყობნი. ქართველებს ეს არ გამოუძიებიათ არც ჟორდანიას მთავრობის დროს, არც მანამდე. ეს აღარ აგონდებოდათ საქართველოში. ქართველ თავადებს თავადი ილია არ მოუსაკლისებიათ არასოდეს 1908-24 წლებში. ეს  შეუვალი ფაქტია.

ბევრჯერ მოუხმიათ ვაჟა-ფშაველას ნათქვამი: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავენ.“ მაგრამ სანამ ამას იტყოდა, ვაჟამ სხვაც თქვა ქართველებსა და საქართველოზე, რასაც აღარ ახსენებენ. ვაჟა-ფშაველამ ასე თქვა, რომ ეს „ …მკვლელობაა, რომლის მსგავსი არსად, არა ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხდება! მხოლოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკის შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა…რევოლუციის სახელით. საბრალო, საწყალო რევოლუციავ ჩვენს ხელში.“ ( ვაჟა-ფშაველა. „ვერ მოჰკლეს“. 1907 წ.).

ქართველთა მიდრეკილება საგაზეთო მემყრალეობისკენ სულის უღონობისა და აზრის სიმწირისაგან მომდინარეობს. ასე იყო და ახლა ხომ არის და არის ასე. ილია თავისი ბანკირობისას კაპიკს კაპიკზე დებდა,რომ ამ ფულით სოფლად და ქალაქად უკეთესობა ყოფილიყო. ახლა საქართველოს ასობით მილიონერი ჰყავს და ისინი მხოლოდ თავის ჭიას ახარებენ ბანკებისა და ჭრელჭრული ჟურნალ-გაზეთების დაფუძნებით. თავადი ხომ იყო საქართველოში დაუნდობელი მუქთახორა. უარესი გამოდგა მდაბიორთაგან გამოსული ლიბერტინი ნუვორიში. ამან გააბათილა განმანათლებლური იდეა და მრავალი ევროპელი მწერლის ნაწიგნი, რომ მდაბიორნი დიდ სათნოებას იუნჯებდნენ. მის გამოვლენაში კი მათ ხელს უშლიდათ მონარქიული წყობილება. დღეისთვის რევოლუციური ლიბერტინაჟის ილუზია საბოლოოდ გაქრა.

მასონურ – განმანათლებლურ ანთროპოდიცეას ევროპეიზებულ ქვეყნებში დაუკავშირდა ადგილობრივი განმანათლებლების მოღვაწეობა. თავისებური მითოლოგიზაცია მოხდა მათი სახელებისა. ასეთივე მითოლოგიზება და საკრალიზება ხდებოდა შუა საუკუნეებში, როდესაც საეკლესიო ავტორები ყოველთვის ღვთივშთაგონებულ მოღვაწეებად და წმინდანებად მიიჩნეოდნენ. აი ამ წესს შეებრძოლა განმანათლებლობა და ღვაწლის დაფასების თავისი სტანდარტი გაავრცელა ყველგან. უკრაინელთათვის გენიალურია ტარას შევჩენკო, საქართველოში გენიალურია ილია ჭავჭავაძე. სომხეთში, აზერბაიჯანში თავის განმანათლებლებზე (XIX საუკუნის)  ამბობენ, რომ გენიალურნი იყვნენ. განმანათლებლობის იდეებს ზიარება გენიალობას დაუკავშირდა. იქ, ევროპაში ვოლტერზე, რუსოზე, გოეთეზე ითქვა, რომ გენიალურნი იყვნენ. აქ – ადგილობრივ მწერლებსა და პოეტებზე. მთავარი იყო, რომ მოღვაწე ამოდიოდა ფრანგული განმანათლებლობის პრინციპებიდან. ილია ჭავჭავაძე იყო რუსული განმანათლებლობის ქართულენოვანი გამოვლენა. თერგდალეულთა დასმა რუსეთიდან წამოიღო ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, გერცენის,პისარევის იდეები. ტოლსტოის და დოსტოევსკის, ვლადიმირ სოლოვიოვს ქართველნი ვერ შესწვდნენ. პოლიტიკური ბროშურების დონე უფრო გასაგები აღმოჩნდა. ილია არ ყოფილა გენიალური მწერალი და პოეტი. ვაჟა-ფშაველასთან ახლოს ვერ მივა ილია, როგორც მწერალი. ევროპელთათვის მთელი დასი თერგდალეულებისა და ასევე ქართველი მარქსისტებისა დიდს არას წარმოადგენს. ეს მათთვის არის მხოლოდ ეპიგონობა მათივე იდეებისა. თერგდალეულთა დასი მხოლოდ საქართველოშია ღირებული. ასეთი დასი კავკასიაში სომხეთს თავისი ჰყავდა, აზერბაიჯანს- თავისი. იქაც მეორდება შაბლონები საბჭოთა დროიდან დაწყებული. იქაურ მოღვაწეთა სახელების მიმდინარე ლიბერალ-კაპიტალიზმთან დაკავშირება ხდება. აი ამიტომ სისულელეა, როდესაც ითქმის, რომ  „ილიალოგიას საერთაშორისო სტატუსი უნდა მივანიჭოთ“.  ილიალოგია არის სამუზეუმო ექსპონატი ქართველთათვის და სხვა არავისთვის. ნუ მოტყუვდება მკითხველი იმით, რომ დღესაც უამრავი რამ იწერება ილიაზე, წარამარა წარმოითქმის ილიასეული ტრიადა „მამული, ენა, სარწმუნოება“. ის ევროპეიზმი, რამაც წარმოშვა თერგდალეულნი და მთლიანად XIX საუკუნის ქართველთა მოძრაობა,  დასრულებულია თავად ევროპელთა მიერ. ახლაც ბრუნდებიან უცხოეთში ნასწავლი ქართველნი და არანაირ იდეურ მოძრაობას ისინი არ დაიწყებენ, თუნდაც სულ დანელდეს საქართველო. მაშინ, XIX – XX საუკუნეების მიჯნაზე,  ქართველთა პოლიტიკური დისკურსი პარაზიტირებდა განმანათლებლური ევროპეიზმის დიდრონ სხეულზე. იქ, ევროპაში აზრთა ჭიდილი იყო, რომელმაც შეაზანზარა  კაპიტალიზმის ბურჯები. სოციალისტური ინტერნაციონალი მსოფლიოს ყველა ხალხისათვის მესიანისტობდა. ეს არ იყო პრივატიზებული და სეგრეგირებული იდეა. ახლა ასე აღარ არის. დასავლური მესიანიზმი თავისი ჰაბიტუსით უფრო თორასეულია, ვიდრე ქრისტიანული. საქართველოში ვერ მოიშალეს დეკლარაციებით თავის გაგიჟება და მალემრწმენობა. დასავლეთი დღეს არის აკანკალებული მოანგარიშეებისა და კრიჟანგების მხარე. აქ მოხდა დიდი სუბორდინირება და რანჟირება მქონებლობაზე მიხედვით. დიდ, საყოველთაო იდეას დასავლეთი აღარ წარმოშობს. იქ, სადაც მხოლოდ პურით ცხონდა კაცი, მესიანისტური იდეა აღარ აღჩინდება. დასავლეთის ყველა მტკიცება მის ქრისტიანულობაზე არის პოლიტიკური   ბლეფი.

საქართველოში კი დამოუკიდებლად ვერვინ შეძლებს ისეთი ახალი იდეის შექმნას, რომ მას ემსახუროს დიდი დასი წიგნიერი კაცებისა. ეს რომ საქართველოში გააზრებული იყოს, აღარ იჩიფჩიფებდნენ, რომ ილია გვინდა. რომც მოვიდეს ქართველთმოყვარე ერისკაცი, ვინ გაუგონებს მას ამ საბილწედ ქცეულ ქვეყანაში?

ქართველმა არ იცის ძალთა მოკრება ზეაღსასვლელად. დიდად სანიშნოა, რომ ამდენი რამ დაიწერა და მონუმენტური ტექსტი კი მაინც ვერაფერია. ესეც ისევ ილიას     პროფანაციას აცხოველებს. ქართველმა შეითვისა ეს შმორიანი ჰორიზონტალი, როცა ყველაფერი ერთად ჩაყრილია სამშობლოდ წოდებულ ჯღანების კიდობანში. აქ ფუთფუთებს უამრავი ჭიაღუა, დიდი წილი რომ დაიდეს ყოველივეს წაწყმედაში.    ისინი მოგონებებს ეძლევიან და მამულზე ბჭობენ. თუ ყოველივე გაარაფრდა, რაღა აზრი აქვს ან მოგონებებს, ან მამულზე ბჭობას? ვისთვისღა ითქმის? ქართველს რომ ამდენი ესმოდეს, თავის შლეგურ ზნეს რკინის სადავეებით დაიჭერდა. ამ მოგონებებით, ამ წიგნუკელებით ვიეთნი თავის სიცოცხლეს შეჰხარიან. ქართველს ხტუნვა-ხტუნვით ცხოვრება სურს, რომ ვინმეს აეკიდოს ზურგზე და იპარაზიტოს.     რუსი მეტად აღარ გამოიჩენს გულუხვობას. ამდენი უმადურობის შემდეგ მანაც  ისწავლა ანგარიში. აქ ვასრულებ ილიაზე განსჯას.

* * * *

როგორ თავმოთნეობს ქართველი,როდესაც იმტკიცება,რომ უფალი სცდის საქართველოს, რადგან მას უყვარს ეს ქვეყანა და ამდენი უბედურება ამით აიხსნება. ეს ხომ იდიოტობაა. უბედურებას იმითაც ამართლებენ, რომ ქართველნი ჯერ კიდევ უდაბნოდ მიდიან. კი მაგრამ, რომელმა მამებმა აღზარდეს ძენი მეომრებად უდაბნოში?   ან მამანი რანი არიან, ან ძენი, რომ მათზე მცირედი რამ მაინც ითქვას სათნოდ? ქართველთა აღებული იერიქონ-ქალაქი ვინ ნახა? ფრონტიდან მერამდენედ გამოქცეული ჯარი, ომის წაგებისათვის მიღებული ჯილდოები და კურთხევები ნახა ქვეყანამ. ჯილდოები აიღეს ქართველმა გენერლებმა იმაში, რის გამოც თავით უნდა ეგოთ პასუხი. სისხლისმიერი ძმაა აფხაზი და ესენი მათ სრულიად ამოწყვეტას იქადიდნენ გაზეთებში. ქართველის მახვილი მხოლოდ გასაყიდი სუვენირია. მახვილი აქ ომისთვის კი არ იკვერება, არამედ ეთნოგრაფიული კუთხის მოსაწყობად. ქართველთა ღმერთი ტელევიზიის, პარლამენტის და სახინკლის ღმერთია.

თუ ირწმუნებიან, რომ ჯერ კიდევ უდაბნოდ მივდივართო, ამით საკუთარ მონობას ამტკიცებენ. თუ მონები არიან და როგორ იქცევიან? თავს იწყევლიან იმით, რომ საკუთარ მამულს მონობის მიწას უწოდებენ. ამავე დროს ამ მიწას ღვთის  მხარეს უწოდებენ. გახენეშებულა მღვდლის გული, რომ ეს არ ეხამუშება. ყველა ტრიბუნას მოეძალა პროვინციალიზმის გამოვლინებანი. „ამჟამინდელი კრიზისის ჟამს ჩვენ  მსოფლიოს ქართული სულიერება უნდა შევთავაზოთ.ეს გადაარჩენს კაცობრიობას“. ვის რა უნდა შესთავაზო? შენთვის რა სულიერება გაქვს, რომ სხვას წარუდგინო? აბა წადი მღვდელო უცხოეთს და ვინმე მოიმოწაფე. კიდევ ასეთი რამ ითქმის:  „უფლის ერკემალია საქართველო და ის უძლეველია“. ცრუა ეს ქართული მესიანიზმი და უბედურებას მოიტანს. ათასჯერ ვიტყვი ამას. ვის უქადი ქართველო წარსაწყმედელს? მესიანიზმი უმაღლესი იდეაა და თუ აქაც არ მოიძებნება სიწრფოება და რწმენა, მაშინ ქართველს ამ მაიმუნობისათვის კვლავ სისხლით მოეკითხება. იერემია მხილველს აქვს ჭეშმარიტად ნათქვამი: „წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან“ (47, 10).

ღვთის კაცების ასეთ ნათქვამებს მალავენ ეგზეგეტიკაში. მათზე არას იტყვიან  ქადაგებისას. უდაბნოდ სვლაზე უბნობა გულისხმობს ბელადს. იუდეველთა თემს ღვთის კაცი მოშე რაბენუ მიუძღოდა. ქართველებს ჯერ შევარდნაძე გაუძღვა და ახლა ვინც მიუძღვის, მასზე უარესია. ამისმა სიშლეგემ შევარდნაძე ბრძენკაცად გამოაჩინა. აი ასე უკუღმართად მისდის ქართველობას ყველა საქმე. წალკოტი იყო საქართველო და ქართველმა თავისი სიგიჟით ის უდაბნოდ აქცია. დადიან ჟურნალისტები შევარდნაძესთან და ჭკუას ეკითხებიან სახელგატეხილ, ქვეყნის ამომგდებ კაცს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს მას რაღაც დარჩა სათქმელი და გასაკეთებელი, აქამდე ვერ მოასწრო. გაიბილიკეს ყველა ბოზობის მოციქულმა ჟურნალისტებმა და დადიან მასთან. გაზეთი არ დარჩა რომ მასთან არ ევლოს.

ესეც არ შეუძლიათ მღვდლებს, რომ შევარდნაძის დაწყევლით იწყებოდეს ყოველი წირვა და ლიტანია. ასე უჭირვებლად როგორ უნდა ჩავიდეს საფლავში ეს მაოხრებელი? ასე ხახვივით შერჩეს მას ყველაფერი? განგებამ  ქართველებს სასჯელად შევარდნაძე შეატია. მან ამდენი წელი აღორა ქართველები. შემდეგ თქვეს, რომ ეს ეშმაკმა გვიყოო. სინამდვილეში ეს ქართველთა შლეგობით ნაშობი და ძველი თარსობით ნამკვიდრევი იყო.

ეს პოლიტიკური ეიდეტიზმია, როდესაც აკადემიკოსები, პროფესორები, ეპისკოპოსები ერთურთს ეჯიბრებიან  ილუზიების გამოგონებაში( „ის მსოფლიო დონის პოლიტიკოსია,რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვიყენებთ“,  „ეპოქალური მნიშვნელობის მოღვაწე ღმერთმა გვიბოძა“, „პლანეტები შევარდნაძეს მფარველობენ“ და ათასი მისთანა ბრიყვობა). ქვათა შეკრების ჟამი უწოდეს შევარდნაძის ჩამოსვლას. ბოლოს ეს ეიდეტიზმი მივიდა იდიოტიზმამდე. ქართული პატრიოტიზმის მორიგი ციკლის დასასრული ყოველთვის ეს იყო. როდესაც ზვიად გამსახურდიას ამხობდნენ, ქართველთა სიმდაბლით დაზაფრულ ქვეყანას ტრაგიკული სიფათებითა და მოკანკალე ხმებით აუწყებდნენ, რომ „ურჩხული დაემხო“, „ცივილიზებულმა სამყარომ ტირანი უარყო“. ახალგაზრდობისათვის უნდა გახსნილიყო „სულიერების ეროვნული ცენტრი“. რა დღეში იყვნენ მამათა თაობის კაცები. სალიტერატურო ჟურნალებს სხარტულებით, ნაკვესებით, სალაღობოებით, ფუნაგორიებთ, კაფიებით ავსებდნენ და მათ ანგლობას ბოლო აღარ გამოუჩნდა. ახლა ისხარტულონ და ილაღობონ. ისინი არიან ქართული პატრიოტიკის გალახული ქურუმები. მათი დასიდან ისმის ხმა: „გალაკტიონს ვეხუტებით!“, „დიდი შოთას უკვდავ პოემაში გვერდები ვარდის ფურცლებით უნდა ჩავნიშნოთ“, „თანამედროვე რეალიებს შოთას გადასახედიდან უნდა გადავხედოთ“. ან როგორ იგონებენ ასეთ ფრაზებს? იდიოტის მელაძუობა სულ მაკვირვებდა. შოთას გადასახედიდან რას უნდა გადახედო? ჰო კაი, გადახედე შოთას გადასახედიდან რეალიებს და რა? ქაჯეთის ციხის ამღებს სადმე დალანდავ? მეომენი გაუზრდია ვინმეს? სამეგობროდ ვარგოდა როდესმე ქართველი? შოთას გადასახედი ეს არის საქართველოს სამანებიდან გაჭრა. ეს არის დიდებული, დღემდე  შეუთვისებელი ქართულით დაწერილი სარაინდო პოემა, სადაც ქრისტიანული ღმერთის ხსენება არსადაა. აღმოსავლური მონაბერითაა გაჯერებული ეს წიგნი. შენ შეგიძლია ქართველო ამ გადასახედამდე ამაღლება?

მრავალს იტყვიან ვეფხვისა და მოყმის ლექსზე. ამას თარგმნიან და სურთ უცხოელთა ყურადღების მიქცევა. თავად საქართველოში აღარას ნიშნავს ეს ლექსი. იდიოტობამდე მისული პატრიოტიზმის მაგალითია მრავალეროვანი ჟურნალის „თეთრი ხიდის“ გამოსვლა 2004 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლისას. არა, რომ კვლავ გამოდიოდეს ეს ჟურნალი, დიდი სირცხვილია. რომ არ გამოდიოდეს, ეს ნიშნავს, რომ გაპარულან მისი გამომშვებნი და ქართული პატრიოტიკის არაფრობა მერამდენედ დადასტურებულა.

თუ ერთმა ჰამოდ მოქართულე მგოსანმა შუა საუკუნეებში დაწერა ლექსი ვეფხისტყაოსან მოყმეზე, თუ ერთმა ხუროთმოძღვარმა ამავე დროებში ააგო დიდი ტაძარი, ეს არ ნიშნავს,რომ XXI საუკუნის საქართველო ამის გამო უდავოდ კულტუროსანი ქვეყანაა და ჩემთვის ეს ხელნაწერები, ეს საყდრები უეჭველი სათავდებო და საწინდარია. თუ ახლა უამრავი წიგნი გამოდის და ასობით საყდარი შენდება, ეს არ ნიშნავს, რომ ამ საუკუნის დამდეგის ქართველი მოაზროვნე და რელიგიურია. სამშობლო ქმნადი კატეგორიაა. ის არაა წიგნების და საყდრების სიმრავლისაგან შექმნილი მოჩვენება. მამათა თაობამ რომ ვერაფერი დაახვედრა შვილთა თაობას, ამიტომ არის სამშობლო  წიგნების, საყდრების და კიდევ რისი სიმრავლით არ შეთითხნილი მოჩვენება. ქართველთა შემჭვრეტ ილია ჭავჭავაძეს თავის წერილებში ბევრჯერ უთქვამს რუსთველისეული სტრიქონი:

„კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“.

რატომ არის სინდისი ასე გაიაფებული საქართველოში? როგორ დაიქადნეს, რომ მოინანიებდნენ საბჭოთა წარსულს. რა როგორ არ თქვეს. ქართველებმა ვერ შეძლეს ლუსტრაციის განხორციელება. ვერც ვერასოდეს შეძლებენ. ქართველებზე   შეურიგებელი არავინ ყოფილა საბჭოთა კავშირის გმობაში და რა კარგი მოინაგრეს ამით? სიბრიყვეში მიეთვალათ მათ ის, რაც სათნოებად მისათვლელი უნდა ყოფილიყო. ასე წარმტაცად წარმოჩენილი და ვის მიერ არ ნაქები ქართული სულიერება სხვა არა არის რა, თუ არა  ადამიანის გაბითურებისა და მოსპობის ილეთი. სამერმისო გარანტად და ორიენტირად  დასახული ქართული სულიერება სინამდვილეში წუმპეა. სიცრუით წამებული, მხიარული მტარვალისა და ტრაგიკული ბოზის სწრაფვა თვითგაუქმებისა და გაპარტახებისაკენ მხოლოდ პირუტყვული გაბრძოლებაა. რა არის გასაკვირი იმაში, რომ უცხოელი სამტროდ ეღირება ქართველს და მიწას ედავება მას? ქართული კულტურა ადამიანის წინააღმდეგ შეთქმულა.ეს თხემით ტერფამდე ნატყუარი რამ არის. ეს კულტურა არის არა მხოლოდ შეთქმულება, არამედ თავისებური ეთნიკური კონსპიროლოგია, რომლის მიხედვით თუ ქართველი ხარ, ბილწი უნდა იყო. საქართველოში ადამიანები სიბილწით სცნობენ ერთურთს. ეს კულტურა ადამიანის გაპირუტყვების და წაბილწვის მეთოდიკაა. ვერბალური დეფეკაციები და ფიზიოლოგიური პაროქსიზმი სინდისად იწოდება.

რაში ჩანს ტრადიციებისა და სულიერების აღორძინება? ქართველი ხეს რთავს ახალი წლისთვის და ვითომ შობის მარხვას იცავს. გაიხედავ და ღორი გდია მის ტაბლაზე. აღდგომისთვის კვერცხს აწითლებს ქართველი. მერე ეს რას ადასტურებს?               ჰო კარგი, ადრე არ ღებავდა კვერცხს ათეისტობის გამო. ახლა თუ ღებავს, რა? კვერცხის გაწითლებით სულობაზე რამის თქმა შეიძლება? ეს რომ ასე იყოს, აზროვნება პურის ჭამასავით იოლი იქნებოდა. თუნდაც ყოველკვირა ღებე კვერცხი. რამდენი განმარტებები დაიწერა და იწერება კვერცხზე. კვერცხის ამხანაგი და შენდათავად კვერცხი ხარ, ქართველო. ახლა ქოთნისოდენა კვერცხების აღმართვა დაიწყეს საყდრებში, იმის ნიშნად, რომ კვერცხი ღმერთის სიმბოლოა. სხვა რამ იყოს ღმერთის სიმბოლო. ღმერთი არაა კვერცხი. ვაი სულიერებად წარმოჩენილ დაკნინებას. თუ შენდება ეკლესიები ყველა გორაზე, განა ეს მომავლის ქართველს საკეთილოს ეტყვის წინამორბედზე? ახლანდელ ქართველს განა უდასტურდება წინაპართა სულიერება გარდასულ დროში აშენებული ამდენი მონასტრით? დღეს გამოცემული ამდენი წიგნი მომავლის ქართველს რაიმეს ეტყვის წინაპარზე? თუ ამდენი წიგნი ქართველთა აზროვნების დასტურია, რატომღაა ქვეყანა საიგავო ბრიყვად ქცეული?

ერთიმეორეზე სირცხვილიანი შობა-აღდგომები მიჯრილა. ზამთარში გაზაფხულს იქადის ქართველი, ზაფხულში სიცხეს იმიზეზებს და შემოდგომისთვის საქვეყნო მოძრაობის დაწყებას ირწმუნება. ასე გავიდა მრავალი გაზაფხული და შემოდგომა. უქნელების და წელმოწყვეტილების ქვეყანაში სულ დასასვენებლად ემზადებიან. ითქმის,რომ „ ერს დასვენება და ძალების მოკრება სჭირდება“. როცა გული გულობს, წელიწადის ალოებს არ იმიზეზებენ. ჰო კარგი, დაისვენეს ზაფხულში, შემოდგომა მოვიდა, გადავიდა კიდეც. ახალი წელი მოდის მცონარებასა და ლაყლაყში. მერე ისევ გაზაფხულის მოსვლას იქადიან. იმ მახვილს ლესავენ, რომელიც გაზეთის დასაკაწრად თუ გამოდგება. ვითომ რუსეთს ეომებიან, საათობით სხედან ტელესტუდიებში და რას არ დაიყბედებენ. „ორასი წელი რუსეთს ვეომებით“, „ჯერ კიდევ მირიან მეფის დროს საქართველო ევროპულ ორიენტაციას ადგა“, „ბიზანტია ყოველთვის ხელს გვიშლიდა ევროპისაკენ სწრაფვაში“. წიგნიერმა კაცებმა, აკაკი ბაქრაძემ და მისმა ეპიგონებმა დაამკვიდრეს ასეთი მსჯელობა. ეს აიტაცეს გაზეთებმა და შაბლონებად აქციეს. ის კი არ ითქმის, რომ ბიზანტიის დროს ევროპა იყო ბარბაროსთა სოფელი. ბიზანტია კი იყო კულტურის ჩირაღი. ქართველი ყოველთვის ჭკუას კარგავს პატრიოტულ საფხანავებზე. განა ასე უნდა დუშმანთან შელომება და მისი ბასრვა. დღეს რუსს წარმოშობას ულანძღავდე, რასისტობდე და ხვალ მის ქალაქში სიცილით ჩადიოდე, ხმას იწვრილებდე და ლიქნობდე. აი ესაა ქართველის ავანჩავანობა.    ქართველი რასისტები ლაპარაკობენ „ღვთისაგან კურთხეულ ქართულ გენოტიპზე“,   „სამყაროს მხსნელ საქართველოზე“. ცრუა ქართველის სათნოება და თვინიერობა.

ქალაქში ასე გააბუჩებული და გატრიზავებული ქართული სული სოფელს თუ აფარებს თავს? სოფელში წიგნიერი ხალხი თუ არის რაიმე ქართული საქმის წამომწყები? თუ ძალუძთ სოფლად, რომ თბილისურ მახინჯ ქართულს სხვა ქართული შეუწონონ? თუ დასობენ სოფლად წიგნიერი მამულიშვილნი? ვაი, რომ არა.   სოფლადაც იგივე სიარმე, ერთურთზე ძვირის თქმა, ავტოფილია და ლაჩრობა სუფევს. ქართველთა სოფელს პატივცემული მოხუცი არა ჰყავს. მღვდელს არა აქვს ავტორიტეტი. რა თემი? რა ტრადიციები? სამუდამოდ ტოვებენ ქართველნი სოფლებს, მიდიან თბილისის მასივებში. შურის თვალით გამოიყურებიან ქალაქისკენ, ხარბად უთვალთვალებენ თბილისელთა ლაღობას. ეხარბებათ პროვინციელებს თბილისს ადენილი პოხიერებისა და სიძვის ოხშივარი. როგორ დაუწამლავს ისინი ქალაქს, როგორ გაუგიჟებია ისინი თბილისის ჭრელჭრულს. აბა დაადასტუროს წიგნიერმა ქართველმა სოფლად, რომ ოტებული ქართული სული აქ სუფევს, მიწასთან, კლდესთან, ხესთან ჰგიეს და ჟამი ეგრე არ წარხდება, რომ მან თავი მორჭმით არ აჩინოს. ხომ იმტკიცებიან წიგნები ქართველ მთიელთა ძალუმ და უდრეკ სულობას, მათ სიალალეს. აბა სად რა არის? დღეისას თუ არ დადასტურდა ეს სულობა, მაშ როდისღა? რამდენი უწერიათ ალუდაზე, მინდიასა და  ლუხუმზე. მთიელთა შორის თუ აქვს ვინმეს ამ სათნოების ნატამალი მაინც? ესოდენი რისთვის დაიწერა ქართლის მთიანეთზე? რა აქვთ სოფლად მცხოვრებთ გამოსაჩენი და სათქმელი? დაილია ქართველთა სოფელი, რომელიც უფრო გულშავობამ და შურმა შეჭამა, ვიდრე სიღატაკემ. აბა სოფლელთა მელაძუობა და ბოღმა! რისი ადათ- წესი?

მდიდარი ოჯახებიდან გამოსული ნასწავლი ქართველი ჭაბუკები არასოდეს დაიწყებენ საქვეყნო საქმისათვის ფიქრს. ისინი უჩვენებენ ქვეყანას გაქანებულ კარიერიზმსა და ქართველთა სინამდვილით გაქვითკირებულ გათახსირებულობას.  თავზე გადასდით ქონება და მათი წრიდან ერისკაცი არ გამოვა არასოდეს. ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა, როდესაც გამოითქმის იმედი, რომ დასავლეთის სასწავლებლებში განსწავლული ქართველი ახალგაზრდები ქვეყანას მოხედავენ. დასავლეთის უნივერსიტეტები 1991 წლიდან უკვე ათასობით ქართველმა დაამთავრა და თუ გასმენილა, რომ მათ მამულიშვილური დასი შეექმნათ? ფრჩხილისოდენა ავტორიტეტი თუ მოუპოვებიათ მათ თავის ქვეყანაში? არა, ისწავლეს მათ უცხოეთში და რა? ისინი ხელისუფლების ფუნქციონერები გახდნენ. ეს არის და ეს. ათასობით ქართველი კიდევ ახლა სწავლობს დასავლეთის უნივერსიტეტებში და ისინიც ასე იქნებიან.  თავად რანი არიან და ამათი თესლის მონაგარი რაღა იქნება?  ვაი  იმ                     გოგო-ბიჭებს, რომელნიც მოკითხვისას იტყვიან „შესანიშნავად ვარ“, „არაჩვეულებრივ გუნებაზე ვარ“. არ სურთ მათ მამულის უბედურების გაგონება. თავისი სიჯელე ალიბიდ  აქვთ. მტერსაც ნუ ეყოლება ასეთი ჯეელკაცობა. რა არის ეს არტისტული წერა ჟურნალ-გაზეთებში ახლანდელ ემიგრანტებზე?  ასიათასობით ქართველია გადახვეწილი უცხოეთში  და ქვეყანაზე მოფიქრალი ერთი დასი არსად შეიქმნება.  ქართველი ჯერ ეგრეა მხდალი, ენაჭარტალა, მოძმის მოძულე  და ამას რა უყო დასავლეთიდან წამოსულმა გახრწნის მეთოდიკამ. როდესაც ამდენი ადამიანი არის ტროას ცხენი საკუთარ ქვეყანაში, იქ ისტორია ყოველთვის იქნება ღალატის კალენდარი და ფორთხვის ქრონიკები.

ცრუპენტელობის ღელედ იქცა ქვეყნის ფეოდალური წარსული, ძველი თქმულებანი. დიდ აკვიატებად იქცა ეს შუმერი. მას პროტოქართველად მიიჩნევენ. გუშინდელი დღისა ვერა გაუგია რა ქართველს და შვიდი ათასი წლის წინანდელს იმტკიცება. სიყალბეა ქართველთა მემითეობა და ხთონურ მისტერიებზე ლაპარაკი. შუმერს ედედ-ემამები და ეშვილები გვარფესვობის ავად გამრჩევო ქართველო? რა შუმერი, რა ინანა, რა ლილეო აგიტეხია? ვის მამოყვრებ? შუმერი კი არა, თუგინდ ანგელოზის თესლისაგან იყავი გამოსული. ადამიანის გვარის სირცხვილი ხარ მისხით მისხამდე. თურმე ნაპოლეონი ქართველი იყო. ეგვიპტის დედოფალი ნეფერტიტი ქართველი მეფის ასულია, მისი შვილი კი თურმე საქართველოს დედოფალი იყო. კიდევ თუბალებს, ქაშქებს, მუშქებს, ხეთებს ახსენებენ და წინაპრებად რაცხენ. პალეოლითის ჟამის ორფეხას ქართველს უწოდებენ და დაფარულის მცოდნედ აჩენენ. ახლაღა დადგა ორ ფეხზე კაცისმაგვარი მაიმუნი და შენ მას ეზოთერისტ ქართველად რაცხ? რა ფამილარობა ატეხილა.  „ასო-ღვთაება ქანი როგორ ბრძანდება? ქანი ხომ ქრისტეს ნიშნავს!“, „შოთას მეტაფიზიკაში ქართველთა  საიდუმლო შიფრია დამარხული“ და მისთანები. ახლა ხომ ქართველი ხარ? ჰო კარგი, გესათუთება სახელი „თუბალი“ და თუბალი იყავი. მერე რა ამით, თუ თუბალი ხარ? ვთქვათ, უცხოელმა ორიენტალისტმა თავის სამეცნიერო ჟურნალში დაწერა, რომ ქართველი თუბალი ყოფილა, ან მისი წინაპარი ხეთი იყო. მერე რა? ისიც ითქმის, რომ „ჰებრ“ და „იბერ“ ერთი ძირისაგან გამოდის. ეს ხომ პოლიტიკური ლიქნობაა. გინდა თქვა, რომ ქართველნი აბრაამისგან მოდიან?

ზოგი საფრანგეთში აპირებს თამარ მეფის საფლავის ძებნას,ზოგი-ისრაელში, ზოგი-საბერძნეთში. ლაპარაკია კოლხურ ასტრონომიაზე, რომელმაც  თურმე დიდი ხანია ამოხსნა ჩვენი გალაქტიკის კოდი. რატომ აქვს ავალა ამ   ყველაფერს? ქართული ეზოთერიზმი სირეგვნეა. სად რას ეძებენ? რა საიდუმლო შიფრებსა და კოდებს პოულობენ ამ ნაქარგებსა და ნაჩხაპნებში? ხინკალი თურმე მზის სიმბოლოა. წინაპრებმა მზის მსგავსად გამოსახესო ხინკალი. რაა აქ საწინაპრო? აზიიდან მოვიდა ეს კერძი. მონღოლეთიდან იემენამდე ყველგან გავრცელებულია. ის არაა ქართული.

თავისი პატრიოტიკით ატყუებს, რყვნის ქართველი ყრმებსა და ყმაწვილებს. თურმე ქართველ ემიგრანტს უცხოეთში ქართული კიტრისა და მწვანილის სურნელი  მოენატრა. ვაი ნათქვამს და ვაი მონატრებას. კიტრი კიტრია ყველგან, ჭამე და იყავი.  ეს რა მონატრებაა? კაცობა მოინატრე, ომში დიდებით შემოსვა მოინატრე. კიტრი და მწვანილი რა სახსენებელია? გადი ბაზარში, იყიდე და ხეთქე ეს კიტრი. დადექი სადმე ბოსტანში და ძოვე მწვანილი. სხვა კიდევ ჭადის სურნელზე იტყვის რაღაცას.  უცხოეთში მყოფ, ჭადს მონატრულ ქართველებს ცრემლი მოადგათო თვალზე. კი მაგრამ, სიმინდი აღარსად მოჰყავთ? ჭადის გამო იცრემლებიან უცხოეთში ქართველნი? მტყუანი ხორველამ გამოხრას. ეს პატრიოტიზმი არის დანაშაული მომავალი თაობის გასაბრიყვებლად. ჩემს თაობას როგორც ასულელებდნენ სკოლაში გასული საუკუნის 80-იან წლებში, ისევე ასულელებენ ახლანდელ სკოლის მოწაფეებს. ამ პატრიოტიზმს შეჰფარებია უამრავი ბუგრიანი, ცნობასუსტი, ისტერიული ადამიანი. წიხლით უნდა უნაყო მათ თავები, საკუთარი გაზეთები და წიგნები უნდა დააღეჭინო. შენიანი რჯულის სიტყვებით გეუხვება, თვალს აფახულებს და გულითადობს, თავის გულში კი შენი სიკვდილის მოსურნეა. ქართული ტელევიზიის სტანდარტით მონების ხალისიანი კარიერიზმი, ბედნიერი ჩანდალების მიმოდენა წარმოჩენილია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ხორცშესხმად. შეგაძულებს ყოველივე ქართულს ნაცარქექიების ომახიანობა, მყვირალა ნათქვამების ნიაღვარი, რომელიც ქმნის ურთიერთობის მუდმივობის, მამაცობის მოჩვენებითობას ამ ქათმების ქვეყანაში. უცხოა  ჩემთვის ეს ქვეყანა. სად არ ნათრევნუთრევი ქალაქელი ნაბიჭვრები, ბოზიშვილი ბოზები ყრილობენ, ხატზე ფიცულობენ, მღვდლისგან კურთხევას იღებენ. მათ ხატები გამოაქვთ, აკანკალებენ და დააქვთ შარაზე. რად არვინ ეტყვის მათ: ვინ ხართ, რომ ასე კადნიერობთ?  ბრიყვთა თემს, რომელიც თავის ჭიას ახარებს, რად არვინ შეუყივლებს: რას მისჩანჩალებთ ამ ხატებს? გინდათ თქვათ, რომ ქრისტესნი ხართ და მის სიტყვას პოლიტიკაში იძღვანიებთ? ხომ არ შეიძლება ყველაფერს ჯვარი დაახატო? სასწაულები რომ ტკაცატკუცით ხდება, ის ქვეყანაა საქართველო. ეს დიდი ავის მომტანია, რომ ეკლესიამ თავი მოაჩვენა გამარჯვებულად ლიბერალ-კაპიტალიზმის შემწეობით. ეს გულხენეშობის და  უხედველობის დადასტურებაა. აბა ედავოს ეკლესია კაპიტალიზმს. კრინტსაც ვერ დაძრავს, როგორც აქამდე არ დაუძრავს კრინტი. ხომ გამოჩნდა საბოლოოდ, როცა მოიჭამა პოლიტიკური მაიმუნობის ყველა ფანდი, რომ ოპოზიციონერობა და საზოგადოდ პოლიტიკოსობა საქართველოში არის ჩათლახობა. ესაა ქართველთა სისხლი სისხლთაგანი. განა იმიტომ ვერ ნამდვილობს ადამიანი საქართველოში, რომ ლიბერალიზმი ცრუ იდეოლოგიაა. ადრე ასე ბოლშევიზმის სიყალბეს მიზეზობდა ქართველი. ქართველი არის ზეფორმაციული არაკაცი. ვეღარას მოიმიზეზებს   ქართველი, ვეღარვის მოეშარება. პოლიტიკოსთაგან ყველას ზედ აჩნია თავისი ნირი. ამათ ბატონკაცობა მოსწყურებიათ, რომ ქვეყანას თავზე გადაადინონ თავისი ცუდმედიდობა. სათავეში მუქთახორობა და ხვეჭა უნდათ. რომელია ამათგან ისეთი, რომ ეტყობოდეს მუყაითობა? ასეთ უბედურებაში ქვეყნის წინამძღოლი არ იშვა აქამდე? არც იშვება. სულ ასეთი ძაღლიანი ცხოვრება ექნებათ ქართველებს. მერამდენედ მოხდა, რომ პარტიის მოთავემ მიატოვა ეს პარტია ან სარფიანი ადგილის გამო, ან ფსიქოზი გაუმწვავდა და გარეთ აღარ გამოდის. ამ პარტიის ხალხი  თავმომწონეობდა, ქვეყანას კინტოობით იკლებდა და მაკვირიობდა. აგერ, შენმავე თავიკაცმა გაგყიდა. ამის პასუხი სიკვდილი უნდა იყოს. გაბითურებული პარტიელები კი დაიფანტებიან, სხვა დასებს მიეკედლებიან და  ახლა იქ ყვირიან. რა სასაცილოა და ბედნავსი ქართველობა. საჭმელად მიდიან პარტიებში. რისი იდეები? შეგზარავს ამდენი პოლიტიკური მეროჭიკის ფუთფუთი და ძრომა. გინდ სათნო ხელისუფალი ჰყავდეს საქართველოს, გინდ ავაზაკი. ეს მაინც ასე იქნება. საქართველოში საყოველთაო წესია, რომ კაცი იყოს გიჟი, მაგრამ სათავისო ვირეშმაკობა ჰქონდეს. დემოკრატია არასოდეს იქნება საქართველოში, თუნდაც ყოველ წელს არჩევნები იყოს. აგერ, 2010 წლის დეკემბერში იქადოდენ პოლიტიკოსები, რომ სოფლებში გავდივართო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროპაგანდისათვის. რისი ნიშანია ეს? იმისა, რომ ქალაქში ვერ მოხერხდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ორგანიზება ამდენი წლის მანძილზე. ღორობა და კაცთმოძულეობა შეიტკბეს თბილისში. უცხონი არიან ერთურთისთვის თბილისელები. არ ვარგა ქართველი საქვეყნო საქმისთვის. აი ეს დადასტურდა.   დაიარეს პოლიტიკოსებმა მასივები. გამოიშალნენ ქალაქელები და მათ შემხედვარე პოლიტიკოსებს ნირი წაუხდათ, იმედი დაეკარგათ. ვის არ შეზარავს ათასობით დეგენერატის ჭვრეტა? ახლა პოლიტიკოსებს სოფლელების იმედი აქვთ, რომ ისინი წამოიწყებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და ქალაქელებიც აჰყვებიან. ეს არის კიდევ ერთი თავის მოტყუება. ასიათასობით გამცემი მანამ ჰყავს საქართველოს, სანამ რაიმე საქმე დაიწყება. აი ეს სინამდვილე გასალკლდევდა ათასი გაზეთის, ათასი პარტიის, ათასი ეკლესიის ქვეყანაში. არავისაა აქვს დუნიაზე ასეთი ბილწი ისტორია,    როგორც ქართველებს, რომელთაც წითლურით დასაწერი თახსირობა გამოუვლენიათ და გამოავლენენ. სულ ასე როგორ არის, ვითომ არ ყოფილა ათი თაობის სამყოფი ლაჩრობა და გამცემლობა. აისხლეტს ამას ქართველი და დადის თავაღერებული. ეს  სირცხვილი ვითომ არ ახსოვს, შუმერის მახსოვრობას კი იჩემებს, უცხოთა მითებში იქექება, იშაქრება და ენამზეობს. ეტიმოლოგიას აზუსტებს, პარალელებს ავლებს,   რაღაცას შიფრავს და ქვეყანას იკლებს. ვინც თავისი თავი გაზეთით მოწამლა, ისე ეტანება ამ გაზეთს, როგორც განავალს ბუზი. ბევრი გაზეთი და რა? სადაა ეს იდეურობა, მართალი სიტყვის ძალა? სათნოებით კი არ ითქმის სიმართლე, არამედ ბოღმით, ქირქილით, იშთა გებით. იქავებიან და იფხანებიან ქეციანი ვიგინდარები. სადაც გავიხედე, გაზეთების კითხვით გამოშტერებული, მიტინგებზე დაბერებული   მონები დავინახე. შემაღონა უკანასკნელი ადამიანების რიხიანმა ლაპარაკმა. ამათი ქართულით ქვეყანამ რა კარგი უნდა ნახოს? გაზეთში ვლინდება საუკუნეებში ნარონინები ნაბიჭვრობა, ცუდჯილაგიანობა. ქართველებისთვის მოიგონეს გაზეთი და ინტერნეტ-ფორუმი? დასაფლავებაზე რომ დაკრეჭილი მასხარა მივა, აი ესაა ქართული მედია.

ტლაპოს შეერია ქვეყანა და აღარ მოასვენეს ღმერთი მისი წარამარა დამოწმებით. ქართველი პატრიოტი კონფაბულანტია, ტკბილი ამბების მთითხნელი და ეთნორელიგიური storyteller-ია. შიზოფრენიული ნეგატივიზმი გაბნეულია ათასობით წიგნსა და გაზეთში, დაწესებულებასა და სასწავლებელში. მეტყუილეობისა და გადასხვაფერების ამდენი მოხელე და მემყრალეობის ამქარი ყოველდღე წამლავს ქვეყანას. ისტერიულობით დამალული უნამუსობა და სიმხდალე. 1992 წელს ამონთხეული გესლი კიდევ ქართველთა მრავალ თაობას მოწამლავს. ასობით ეკლესიის  აშენება, ხატების გაზეთივით ბეჭდვა  ვერ დაანელებს ამ ცოდვას. უწინ სიშლეგე და ურთიერთსიძულვილი შეჭამს საქართველოს, ვიდრე ეს მოუშორებელი სიღატაკე და  მშივრობა. ჯერ ეგრე რა ჭკუაზე იყო ქართველი სოციალიზმის დროს, როცა არ იყო ეს ჰედონიზმი და სექსუალური ლიბერალიზმი. ახლა რაც არის ქართველი, ჩანს შინ და გარეთ. ძალით აჩემებენ ამ სამეურნეო ცხოველს ქრისტიანობას და წმინდანთა სახელებს უხსენებენ. ქართველად წოდებული ცხოველი საჭმელის გულისათვის ყველაფერს ეგუება.

საქართველოს მდინარეები ვიწრომხრებიანი, ჩქარი და უღრმოა. ერთადერთი მდინარეა ფართომხრებიანი, მდოვრედ მედინი და ღრმა. ეს არის ქართველთა ბილწი ცხოვრების მდინარე, რომლითაც ირწყვება ეს თარსიანი საქართველო.

ამდენი არასოდეს დაწერილა ილიაზე, ვაჟაზე, გალაკტიონზე და სხვებზე, მაგრამ პირის მოსაქავებელია ეს ყველაფერი. გალაკტიონოლოგიის    ტომეულები გამოვიდა, აკაკიოლოგია დაფუძნდა. არას შველის ეს წიგნები. უღონოებს ქართული სიტყვა. ვისთვის ისწავლებიან მღვდელნი ჰაგიოგრაფიასა და პატრისტიკას? კრინტი არ დაუძრავთ მღვდელმთავრებს, რომ მათგანვე კურთხეულმა მთავარმა, დავით აღმაშენებლის საფლავზე დაფიცულმა, ქვეყანას ამდენი სიავე დამართა, მახინჯი უმახინჯესად ქმნა. ვისთვის ითქმის სამღთო სიტყვა?  ქართველებს დასანახად ეზიზღებათ ერთურთი. სხვა მოდგმისანი ერთურთს მოძებნიან, ერთი ჯიშის კაცები ერთურთს ხელს უმართავენ.ქართველი კი ქართველს ემალება, მის დავსებას ნატრულობს.

საკვირველია საქართველოს ხვედრი. არც კვდება და არც რჩება. ეს არის დასასრულის უსასრულობა. ქართველი გაჩენილია იმისთვის, რომ იყოს მონობის მუდმივი ნიმუში. მონობა ჯიშის გენეტიკურ თვისებაა უკვე მერამდენე საუკუნე.

გავიმეორებ, რომ დავით აღმაშენებლის ნატვრა სიცრუეა. ეროვნული მოძრაობის დროიდან არსებობს მოწოდება: „წინ, დავით აღმაშენებლისაკენ!“. ეს ხომ უაზრობაა? შეგიძლია კავკასიის იმპერიის შექმნა? ეს მოწოდება ამას გულისხმობს. სულ სიტყვების რახარუხია საქართველოში. ბაგრატიონთა გვარში  ერთადერთი კეთილსახსენებელი მეფე ფეხისამოსს გაიწმენდდა ამ ადამიანის უფლებებზე. მეფე დავითი რომ მოსულიყო, დაფერთხავდა მღვდელთა თემს. დავით აღმაშენებელი მოიწვევდა საეკლესიო კრებას, მოძღვრობას დაუწუნებდა ასობით მღვდელს. განმოსავდა, გაკრეჭდა და მოკვეთდა მათ. მეფე გადააყენებდა აი ამ პატრიარქს, შევარდნაძის ნათლიას და მის დამცველს, რომელიც ყველაფერზე გაჩუმდა. არასოდეს არ უთქვამს პატრიარქს ერთი სიტყვა მაინც ეროვნული მოძრაობის სამუდამო დასამარებაზე, იმიტომ, რომ თავად მიუძღვის ამაში წვლილი. რაც ახლა ითქმის ეკლესიის მიერ, ეს ცრუ ეროვნულობაა. რომ ინატვრიან ახლა რუის-ურბნისის მსგავსი კრების მოწყობას, ეს ხომ იმის დასტურია, რომ საყდრები ავაზაკით გაივსო. ეს ხომ იმას ამტკიცებს, რომ ცრუ იყო ამდენი ლაპარაკი სულობაზე, ათეიზმის სატანურობაზე. დავით აღმაშენებელი გაჟლეტდა ათიათასობით ქართველს.ის დაჩეხავდა, დახერხავდა, შაყს ჰკრავდა ნახევარ საქართველოს. დუქანში წანწალზე გაყიდულმა ქართველმა დავით მეფე მოინატრა. მან ქართული მესიანიზმის გასაქილიკებლად კინომსახიობები და ლიბერალობას შეყენებული გიჟი ქალები დაიხმარა და რა აფრაკობა არ თქვა. აბა შარახვეტია და კინტუა მამულიშვილების ნაქნარი. დავით აღმაშენებელი რომ მოსულიყო, თბილისის ყველა უბანში საწამებლები იქნებოდა აღმართული და ვინ დაიჭერდა მეფის ჯალათებს? მეფე დავითი ქართველთა სისხლით მტკვარს წითლად ადენდა. მას გააცოფებდა მოდგმის საიგავო გადაგვარება, ამდენი ნაბიჭვრის ზეობა. ქართველებს ისიც არ შეუძლიათ, რომ გააჩუმონ სალახანები.მათ დასჯას ვინღა იტყვის? დავით მეფე ამ რედაქტორებს თავისივე გაზეთებს დააღეჭინებდა და ზედ მათივე ნაშიერთა სისხლებს დააყოლებინებდა. ქართველების უსინდისობისა და უჭკუობის შემცქერი მეფე დავითი ვეღარსად წავიდოდა უცხოელთა ურდოს მოსაყვანად და ამათთვის თავზე დასაყენებლად. ეს უფრო გააცოფებდა მას და ტირანულად მოექცეოდა ყოველ ქართლოსიანს.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ინიციატორი დავით აღმაშენებელი იყო და არა მაშინდელი ეკლესიის თავნი. იმ 1103 წელს კრებას კი უძღვებოდა პატრიარქი იოანე IV საფარელი, მაგრამამ კრებაზე მეფე იჯდა მსაჯულად. მან განაგო და განაჩინა, გაყარა რჯულის შემარცხვენელი მღვდლები. კარგი დედის შვილი იყო მღვდელი და აბა ეთქვა, რომ ეკლესიის ცხოვრებაში მეფე რად ერევაო. ახლაც საჭიროა ასეთი კრების მოწვევა, რადგან აყროლდა ეკლესია, ჩამყაყდა ბერ-მონაზვნობა.   მღვდელს ასე უნდოდა, რომ ბოლშევიკებისა და სატანის გინებით თავი მოეჩვენებინა, თავისთვის სამუდამო ალიბი მოენაგრებინა. ამაში მას გაზეთი დიდად შეეწია. ამ ოც წელიწადში ავაზაკით აივსო საყდრები.

საქართველოში მწვირისგან დასახსნელად რომ გაჟლიტო ეგზომ მოძალებული არაკაცი, ცოცხლად დარჩენილთათვის ეს მხოლოდ სეირი იქნება. გაზეთებს ვერბალური დეფეკაციის დიდი საბაბი მიეცემათ და დაიწყება მაიმუნობა, ყასიდი ჭირისუფლობა, ნაბიჭვართა ყროლა და ჭკოსნობა.

ყოველივეს მობოლოების პირი დაეჩნია. ესე ზეზე დგომით დნება მოდგმა. ტანთაგან ხორცი სცვივა და ძვალი ეფშვნება. სნეული სისაღეს იჩემებს, მკვდარი ცხოვლობს და სამშობლოზე წიგნებს სწერს, მთავრობისაგან ჯინჯილებს იღებს. ხელისუფალი მღვდელს აჯილდოებს, მღვდელი-ხელისუფალს. რიგი გაჭიმულა ჯილდოს მისაღებად. ვაი ქართლს და მის სალოცავებს.

დავით აღმაშენებლისამებრ რომ დაიწყოს ქვეყნის დამქცევთა დასჯა, მრავალი  გაზეთი ჯიბრითა და კრიჭაში დგომით დაიწყებს დასჯილთა ქებას, ქრისტიანულ და ლიბერალურ ღირებულებებზე ყბედობას. ათასობით ჟურნალისტი საქმეს ნახავს, თავის ნაჭკუარს შეატყუებს და შეასაღებს ბრიყვთა და ლაჩართა მასას. ყველაფერს გადაასხვაფერებენ, ისტერიული განმარტებებით მოწამლავენ ქვეყანას. აი აქ გამოვლინდება კიდევ ერთხელ, რომ ქართველი კაცი არის ძველი ნამარდი და თახსირი. ერთურთს აწამებენ გიჟიანი ქართველები თავიანთი სიცოცხლით და ამის მეტი არა იციან რა. ყველა დროში საქულას დუქანია საქართველო. ვერც ერთი მოდგმა ვერ გაუძლებს ამდენ უჭკუობას, ტაკიმასხრობისა და მტარვალობის იმ სინთეზს, რაც შექმნა ავადმყოფმა ქართველმა. მეფეების დროიდან ეს იყო ცხოვრების ერთადერთი შესაძლებელი წესი.  ვერც ერთი სხვა მოდგმა ვერ აიტანს ამდენ თახსირობასა და სადისტობას. ქართველობა იტანს. ის იმასაც ახერხებს, რომ ასეთ საბილწეში სულ იმღეროს და ბუქნოს. ილიას ლექსი ბედნიერ ქართველ ერზე საესტრადო სიმღერად იქცა და იცინიან ქართველები მისი მოსმენისას.

მაისი, 2012 წელი

5 thoughts on “რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?

  1. დიდი მადლობა ამ დაუნდობელი და მომაკვდინებელი სტატიისათვის!

    ვისაც სიკვდილი არ შეუძლია, ის ვერც დაბადებას შესძლებს.
    მე, ყველა ქართველს, მაინც მინდა იმედიანად დავრჩე, ვუსურვებდი სიკვდილის უნარს…

    კიდევ, ერთ-ორი ასეთი ალიყური და იქნებ, ამან მაინც გამოაფხიზლოს ეს, სიყალბის ნარკოტიკებით გაბრუებული ქართველი ხალხი.

    მაგრამ ფაქტია, რომ აქ სიმართლე არავის სჭირდება… სირაქლემასავით უმალ უდაბნოს ქვიშაში ჩარგავენ თავებს. ოღონდ “ეს” არა…

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

  2. თამარ მეფის დროს შოთა რუსთაველი გაიქცა საქართველოდან.. არ მჯერა რომ ის აყვავებული საქართველოს, საქართველოს ოქროს ხანას გაექცა და გადაიკარგა.. არ მჯერა.. ეს შოთა რუსთაველის სიტყვებია;” კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია, სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ-ახალია, ძველია”.. სწორედ ამ ავს და ჭირს გაექცა საქართველოდან შოთა და სული დალია უცხო ქვეყანაში.. შოთა გაექცა ქაჯებს.. მან ქაჯები მხოლოდ საკუთარ ოცნებაში, საკუთარ შემოქმედებაში დაამარცხა და არა რეალურ , ხელშესახებ საქართველოში.. დღეს საქართველოში ისევ ქაჯები, ურაპატრიოტი “ლიბერალები” და ფაშისტები ზეიმობენ, ისევ ისინი ტივტივებენ წყლის ზედაპირზე ნაგავივით.. როგორც კოტე იტყოდა “ქაჯობამ ისევ გვაჯობა”!.. და ეს ქაჯები არიან სწორედ იმ ქაჯეთის ციხიდან.. და საერთოდ საქართველო არის და იყო ყოველთვის ის ქაჯეთის ციხე, რომელიც რუსთაველმა “ვეფხისტყაოსანში” გადმოსცა.. საქართველო არის ქაჯეთის ციხე.. ახლა მტავარია ეს გაიგონ და გაიზარონ ქაჯებმა, რომ საკუთარ თავებისგან , ქაჯობებისგან განთავისუფლდნენ.
    პატივისცემით
    ხატია შიუკაშვილი

  3. shennairi arakacebi da qartvelt modzuleebi gupaven saqartvelos,ar xar shen qartveli da arc aravin gexveweba iyo,arakacebi ar gvchirdeba

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s