თ. ჩხენკელი, ვ. გურული, გ. ყორანაშვილი


პირველი მე ვიყავი, ვინც „თერიონის ვარდს“ და „მთის სახოვნებას“ ხელნაწერით იცნობდა. „მთის სახოვნება“ უნდა იყოს სასინჯი ქვა  ქართველი ფილოსოფოსებისათვის. აქ ბევრი რამ არის დატეული. ეს არის სწორად ნაპოვნი გზა ქართული ლიტერატურისათვის. ვიმედოვნებ, რომ ამას მალე შეიგნებენ საქართველოში.

თამაზ ჩხენკელი

III   2010

გოჩა გვასალიას ეს ნაშრომი წარმოადგენს ქართველი მკითხველისათვის მეტად საჭირო წიგნს. სამწუხაროდ, ისტორიის ფილოსოფიის გამოკვლევების წერას საქართველოში არც ადრე ჰქონია დიდი ტრადიცია და თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაშიც ასეთივე ვითარებაა. დასავლეთევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურაში ისტორიის ფილოსოფიის პრობლემები ინტენსიურად მუშავდება. პოსტსაბჭოთა რუსული ისტორიოგრაფიაც საკმაოდ წინ წავიდა იმ საკითხების კვლევაში, რომელთაც გოჩა გვასალია ღრმად, საფუძვლიანად და ორიგინალურად აშუქებს. მე ვიცნობ ავტორს მისი ჩინებული გამოსვლებით ქართულ პრესაში.

წიგნმა „ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები“ აღმოფხვრა ის ხარვეზი, რომელიც ქართულ საისტორიო ლიტერატურაში არსებობდა. ნაშრომი მეცნიერულად არგუმენტირებულია, დაწერილია პეტრიწონული ქართულით და ძალზე საინტერესოა. მრავალი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილად მიიჩნევა ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, გოჩა გვასალიას კვლავ სადისკუსიოდ გამოაქვს და იგი უთუოდ  მიიპყრობს ჩვენს მეცნიერთა ყურადღებას. ნაშრომში უამრავი პრობლემაა განხილული და აქედან გამომდინარე, საკამათოც ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავტორის პოზიციას ყოველთვის ვერ დავეთანხმებით, მიგვაჩნია, რომ  მისი ნაშრომი მოკლედ შეიძლება ასე შეფასდეს: „კარგი წიგნი!“

ვახტანგ გურული

ივნისისი  2006

მოკლე  რეცენზია

ფაქტია, რომ დღევანდელი ქართული ფილოსოფია უმეტესწილად ფილოსოფიის ისტორიით, ცალკეულ ფილოსოფოსთა ნააზრევის ინტერპრეტაციით არის დაკავებული. იგი არ ეხმაურება თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს. თუ ასეთ სულიერ, იდეურ სიტუაციას რაღაც გამართლება ჰქონდა საბჭოური წესწყობილების დროს, ამჟამად ეს მოუთმენელია.

მისასალმებელია, რომ გოჩა გვასალია  თავის ნაშრომში ცდილობს შეავსოს აღნიშნული იდეური ხარვეზი. აქედან გამომდინარე, მისთვის ფილოსოფიის ცოდნა თვითმიზანი კი არა, არამედ საშუალებაა დღევანდელი მსოფლიოს და აგრეთვე საქართველოს სინამდვილის გასაგებად. მიმაჩნია, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში წიგნი „ფორმაცია და ცივილიზაცია“ არის  პირველი დამაჯერებელი და მასშტაბური გააზრება ისტორიის ფილოსოფიისა. რაც აქამდე აკლდა ქართულ საისტორიო აზრს,  შეიძინა გოჩა გვასალიას ნაშრომით. იმედია, რომ ეს ღირსებისამებრ დაფასებული იქნება.

წიგნის სათაურიდან და თვით ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორი ხელაღებით როდი უარყოფს მარქსის მოძღვრებას, არამედ ცდილობს მის გამოყენებას სინამდვილის შემეცნებისას. ჩანს, იგი აცნობიერებს ავთენტური მარქსიზმის  ღირებულებას, განსხვავებით  ე.წ.  მარქსიზმ-ლენინიზმისაგან.

თვალში საცემია ავტორის გატაცება ნეოლოგიზმებით, მაშინ როდესაც შესაბამისი ლექსიკური ეკვივალენტები ხშირად ქართულ ენაშიც მოიძევება.

ასე, რომ წიგნი „ფორმაცია და ცივილიზაცია“, რომელიც მრავალ აქტუალურ პრობლემას ეხება და ხშირად შესიტყვების სურვილს იწვევს, ინტელექტუალური მკითხველისათვის უთუოდ სასარგებლოა.

გურამ ყორანაშვილი

18, X, 2006

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s