რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?


წერილი მეხუთე

არსად არაა ასეთი გავეშებული პროპაგანდა და ინსტიტუციური ტერორი ადამიანთა გამოშტერებისათვის  პოლიტიკურ, რელიგიურ, ყოფით დონეებზე. ეს მხოლოდ საქართველოშია. გიჟს კიდევ გაგიჟება უნდა? ქართველთა საინფორმაციო საშუალებები, საზოგადოდ ქართველთა ქვეყანა ადამიანის დამცირებისა და მოსპობისათვის არის მოგონილი. ქართველთა მტარვალური ზნის ემანაციები მასმედიაში უწყვეტად ვლინდება. ქართველთათვის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა ბატონყმობაა. მათ ეს სისიხლში აქვთ გამჯდარი. ვერანაირი იდეა, ვერანაირი პოლიტიკური კონიუნქტურა ქართველთა შეგნებიდან ვერ ამოშანთავს ბატონყმობას. სწორი თურმე ყოფილა ის ძველი უწიგნური ქართველი თავადი, როდესაც ამბობდა, რომ ბატონყმობა არის მარადიული წყობილება. ბატონყმური შეგნება ვერ გადაასხვაფერა ოცწლიანმა ლიბერალურმა იმიტაციებმა, გაზეთის მეძაობამ. ქართველებმა მოსახმარის გულისათვის დაივიწყეს თავისი რევოლუციონერები.  პოლიტიკური რეციდივისტია ქართველობა. რაც იყო  იგი ფეოდალიზმის დროს, ახლაც იგივეა. ისტორია ვერ იქმნება საქართველოში. სულ სხვისი მითითებით ქცეობს ქართველი.  უკანასკნელი ხალხია ქართველობა.  ეს არაა ამერიკელების ბრალი. სულ მაკვირვებს, რომ ასობით წიგნი, დაიწერა იურისპრუდენციაში განვლილ ოცწლედში და სამართალი არსადაა. ათობით ათასი იურისტია საქართველოში და ვითომ არ არის. ყველგან ისევ ის სიცრუე და უსამართლობაა.  ქართველთა ცხოვრების წესი თავის დაცვის შესაძლებლობასაც ართმევს იმას, ვინც მართლა ნონკონფორმისტია.  სიმხდალეა გამეფებული ამ პლურალიზმის დროს.  შურისგების ლოცვისთვისაც ვერ დადგებიან ერთად უთვალავჯერ მოღორებული ქართველნი. ისევ თავის მომღორებელს შესცქერს სასოებით ქართველი. ამაზე მეტი იდიოტობა რაღა უნდა იყოს? ამერიკელიღა იყო დარჩენილი, ვინც დედანში არ იცნობდა ქართველის ზნეს და ისიც ჭვრეტს ახლა ამ დეგენერატს. ილიამ თქვა 1889 წელს: „ ჩვენი განუყრელი უბედურება ის არის, რომ სულ სხვის იმედითა ვცხოვრებთ, სულ სხვისგან მოველით შველას და ჩვენ თითონ-კი ხელს არ ვძრავთ, რომ თავს ვუშველოთ“.

წელიწადში ერთი დღე მაინც იყოს ქართველი მართალი საკუთარ თავთან. სახალხო აჯანყება კი არა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ორგანიზებაც არ ძალუძთ ქართველებს. ხომ დაიქადნეს და ესეც ვერა. ამიტომ სულ არჩევნებს გაიძახიან. აღარ ხსენდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რადგან ყველამ  დაინახა სიმხდალე.  ყოველ ათ გაფიცულზე რვა შტრაიკბრეხერია. მოწამლა ქვეყანა გაზეთმა და ტელევიზიამ. ესეც არის, რომ სააკაშვილის პოლიცია ლაგამით იჭერს ამათ, თორემ არაფრის გამო ერთურთის ხოცვას  ესენი არ მოიშლიან, საქვეყნო საქმისთვის კი არ გამოდგებიან. ლაპარაკი, რომ სააკაშვილმა ხალხი დააშინა, არაა გამართლება. თუ ეს ხალხია, დაამტკიცოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავისი ხალხობა. განმანათლებლური იდეური რელიქტია ხალხის ცნება. კაპიტალმა და მისმა პოლიტტექნოლოგიამ წაართვა ხალხს ხალხობა. კარლ შმიტის მოძღვრებაში ხალხის ცნება ბევრის მნიშვნელია. ლიბერალ-კაპიტალიზმის შაბლონებს ამოფარებულმა რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა აბა გაბედოს და კარლ შმიტის დებულებანი სახელმძღვანელოდ გაიხადოს.

ქართველთა აწმყომ, იმან, რაც იყო 2010 წლის მიწურულს, რაც არის ახლა, 2011 წლის მიწურულს, დასტურჰყო, რომ საქართველო და მისი კულტურა არის მონაგონი. არაფრობის აპოთეოზია ქართველთა ქვეყანა. აქ სამერმისო უბედურების მენიშნეა ყველაფერი. 2006-11 წლების საქართველოს პოლიტიკური ისტორია როგორ და რა ცნებების გამოყენებით უნდა დაიწეროს?  როგორ უნდა გქონდეს იმედი, რომ ქართველთაგან როდესმე რაიმე საკეთილო გამოვა?  მერამდენედ შეიყარნენ წიგნიერი ქართველნი მამულის საკურნავად და ისევ ბითურთა თათბირი გამოვიდა. მერამდენედ შეიქმნა ახალი პარტიები და რა? რა იდეალებზეა გამუდმებული ლაპარაკი, როცა მოდგმის ნახევარზე მეტი დეგენერატი და ავადმყოფი ცხოველია?  ვითომ ვერ ხედვენ ამას. ქართველთა შეყრა ბოლოს კიდევ ერთი შერცხვენით და დაფანტვით მთავრდება. არ სტკივა ქართველს თავისი მამულის სატკივარი. ვისთვისაც მამულის ბედშაობა საფხანავად ქცეულა, ის მახვილით ცემის და დამონების ღირსია. არ მოიშლება ქართველებში სიყალბითა და ისტერიით იოლას გასვლის ჩვევა. დასაჯიჯგნი და გამოსახრავი გახდა საქართველო. თავის შვილთა სიშტერით იხვედრა მან ასეთი ხვედრი. საქართველოს ნაგლეჯები იქცევა ეთნოპარკად, სადაც უცხოელთა წინაშე სათეატროდ გამოწყობილი აბორიგენის როლში მყოფი ქართველი ბუქნას გამართავს და ყანყრატოს ამოირაკრაკებს. კონსტანტინე გამსახურდიამ 1922 წლის ოქტომბერში დაწერა, რომ ბევრ უცხოელს თვალი მოსჭრა ქართველების რაინდულმა ჟესტიკულაციამ,  ქართულმა ლხინმა და ეს მეგობრობა ბევრისათვის სამგზავრო მემუარებით გათავდა, სადაც ტყუილი და მართალი ერთი მეორეშია არეული.

არავის იმდენი საკმეველი არ უკმევია მონობის სასაკმევლეში, რამდენიც ქართველებმა აკმიეს. ამდენი მონა თავს აზატად აჩენს. ამდენი ბრიყვი ჭკუას ეჩემება. არც ერთ ხალხს, არც ძველად და არც ახლა არ შეუწირავს ამდენი მსხვერპლი სიბრიყვისათვის, რამდენიც ქართველებმა შესწირეს. სიბრიყვე განიღმრთო. მონობას მენეჯმენტი ეწოდება. ქართველი ჩანს ყოფითობაში. სახელმწიფო საქმისათვის ის იყო და არის ნოლი. სწორი იყო დავით აღმაშენებელი, რომ ქართველს გზირად ყივჩაყი დაუყენა, ყივჩაყის სიძე გახდა და სამეფოს ტახტის მემკვიდრედ ყივჩაყის ნაშობი ვაჟი დაუტოვა. ეს დიდი სამეფო უჭკუობით ხელში შემოიდნეს ქართველებმა და სხვას კი დააბრალეს. აზროვნებაში ქართველი სულ ეპიგონი და იმიტატორია. აქ პოლიტიკა ამ დონეზეა განსჯილი:  ჩამოვიდა ამერიკელი მოხელე ჯოზეფ ბაიდენი და ილია ჭავჭავაძის ამონარიდი ინგლისურად  წარმოთქვა. ამან გააგიჟა ქართველები. მათ თქვეს: „რატომ რუსმა არ გვითხრა ასეთი რამ? ამერიკელი რუსისგან განსხვავებით ცივილიზებულია“.

სულ ერთსა და იგივეს იღეჭება ქართველი, სულ იტკეპნება და ვერსად მიდის. რაში არგია ქვეყანას თბილისელი ლიბერალების განსჯანი და თავგამოდება? ხატი და სანთელი უსინდისობის ფარად იქცა ქართველებში. ხატების გამოტანით გადიან იოლას იქ, სადაც აზრის ძალუმობა, შემეცნებითი სინდისიერებაა საჭირო. ის საშინელი ბანალობა, რასაც ჰქვია კაპიტალიზმი,  საქართველოში წარმოჩენილია აზროვნების მიღწევად და სულობად. მესამე ათწლედი იწყება საბჭოთა ბანაკის დაშლიდან და ეს უღვთოდ ნაცვეთი ლიბერალური ფრაზები ისევ ისე შემართებითა და ცანცარით წარმოითქმის საქართველოში. მრავალი პარტიის შემქმნელი გახდა ფსიქიატრიულში ბევრჯერ  წასაყვანი. ჯერ ქვეყანა ყვირილით აიკლეს, ახლა შინ  გდიან და ხმას არ იღებენ. მათი ადგილი ახალმა მყეფრებმა დაიკავეს. ქართული მომენტის დადგომა ესაა: ავადმყოფი მიჰყავთ ფსიქიატრთან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ფსიქიატრი თავად არის გიჟი. ორი გიჟის შეხვედრა ხდება. ეს მომენტი ხშირად დამდგარა. სააკაშვილი კი არა და შენი ჯიშის სახე და ზნე ხომ დაინახე ქართველო. დაიარე ქვეყნიერება და თქვი, ასეთი მთავრობა რომელიმე ქვეყანას ჰყავს? ასეთი ქვეყანა სადმე არის? თბილისზე დამპალი ქალაქი სადმე არის? ჯერ თურმე სად არის. ამ შემოუღობავ საგიჟეში კიდევ რაები მოხდება.

ქართული ჰუმანიტარისტიკის თემა ახლა უნდა იყოს ქართველთა უკანასკნელობა და მისგან თავის დახსნის გზათა გამოძებნა. ქვეყანა, რომელმაც აღაზევა ამდენი მახინჯი, ავაზაკი,  წლობით აბოგინებს და პატივით მოსავს მათ, სასტიკი ცემის ღირსია და ასეც მიეღება. თუ დასავლურ ინტეგრაციაში შესვლის საფასური არის ეს უკანასკნელობა და ადამიანის სტატუსის დაკარგვა, მაშინ სამერმისოდ ისევ უბედურება ჩაუსაფრდება საქართველოს. სადაც გაიხედავ, ყველგან უკანასკნელ ადამიანებს დაინახავ. უკანასკნელობა შემოგეფეთება ყველგან. საქართველო არის იდეალური ადგილი შემეცნებისათვის. ამ ციცქნა ქვეყანაში დაეტია უშველებელი თახსირობა. დასავლურ ბანაკს მიკედლების სახელით ქართველმა გაამართლა ყველა სიმდაბლე. ბოლო ეღება ლიბერალიზმსა და დასავლეთს, ქართველი კი ისევ ისე გიჟობს, თითქოს 1992 -9  წლები იდგეს. აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვერ მივა საქართველო. სახელგატეხილია იგი დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. საქართველო ლიბერალიზმის კრახის შემდეგაც ისევ ის განაპირა მხარე იქნება. ისტერნიზაცია (აღმოსავლეთის ზეგავლენა) თუ დაიწყო, საქართველოს ხვედრი იქნება კვლავ კუთხე-კუნჭულად ყოფნა და აბუყბუყებული პროვინციალიზმი. მოსკოვის კრემლს ცალკე კარი უნდა ჰქონდეს, საიდანაც თავში ჩარტყმული მახვეწარი ქართველნი ფორთხვით შევლენ და რუსებს შეემათხოვრებიან. საბჭოთა განმანათლებლობის გადავარდნისას მყისვე გამოჩნდა, რომ ქართველი ისევ ის ძველი არაკაცია და არ მოშორებია მას ის ზნე, რაც სუფევდა   XV-XIX  საუკუნეების საქართველოში. არავინ დაუწყებს ქართველებს ლაქუცს, არავინ გაუმართავს მათ კულტურის დეკადებსა და თვიურებს. აღარავინ დაიწყებს უცხოელთაგან ლექსების წერას კახეთსა თუ კოლხეთზე. კაპიტალიზმს არად არგია მაკეთილშობილებელი ტყუილები, ხოლო ქართველის ყოფითი უსინდისობა ვერასოდეს მოერევა  დასავლელი ბაზრის  ლიბერალების გლობალურად ორგანიზებულ  უსინდისობას. დასავლეთის მიერ საქართველოსადმი ნაწყალობევმა იმპროვიზებულმა დემოკრატიზმმა მონობა დაამკვიდრა. ნეოკოლონიალიზმის შმორიანი ძონძი საქართველოში მრავალი წელია თავისუფლების სპეტაკ ბაირაღად საღდება. რას იმედოვნებდნენ  ქართველი ლიბერალები და რა გამოტყვრა. წინაპართა მურდლობის ერთი მისხალიც კი არ დაიკარგა. სულ საქართველოს კარზეა დაჩოქილი თარსი და უსვეობა. რა უნდა თქვან ქართველმა ლიბერალებმა ისეთი, რაც ათასჯერ ნათქვამი არაა მსოფლიოში? სად არის ქართული აზრი ან პოლიტიკაში, ან ფილოსოფიაში? რა ქვეყანას იმით, რომ ქრონიკული რეფორმები და რეორგანიზაცია მიმდინარეობს? სად არის ამ თანამედროვე მენეჯმენტის, დასავლეთში აპრობირებული მეთოდების რეზულტატი? საბაზრო პლურალიზმმა აქ დაამკვიდრა ნებადართული პლაგიატი და იმიტატორობა. ქართველთა შორის ხორციელდება მიმეზისი-მიმსგავსება. ანამნეზისი და  თვითნაბადობა კი არაა. მიმეზისი ბადებს კონფორმიზმს, როგორც მსგავსებას. სადამდე ჩამყაყდა ქართველობა. მისი ანტისაბჭოური ნონკონფორმისტობა გასული საუკუნის ბოლოს ასევე იმიტატორობა და მიმეზისი იყო. ამიტომაც იყო, რომ მაშინდელი შეურიგებელი დისიდენტების დიდი ნაწილი ძველი პარტნომენკლატურის  გვერდით დადგა და ყველაფერზე თვალი დახუჭა, ოღონდ გამარჯვებულად და მცოდნედ გამოეჩინა თავი, ოღონდ პარლამენტში შევარდნილიყო. ქართველი ანტისაბჭოელი დისიდენტების მთელი კორპუსი რენეგატი და პოლიტიკის სამუდამო ბითურია. უმეცარი, მზვაობარი კაცები გაზეთებში გაამჭკუვნეს და დღემდე ატყუებენ ქვეყანას.

დასავლელი ლიბერალი ქართველს რუსივით არასოდეს მოექცევა. სოციალისტური დიდსულოვნების დრო სამუდამოდ წავიდა. ქართველნი პოლიტიკურ იმიტაციას და უწყვეტ პატრიოტულ პაროდიას თვითმყოფადობად წარმოაჩენენ. რასაც ქართველი თავისი უბედური ჭკუის ნაყოფად თვლის, სინამდვილეში ის არის უცხოური სტანდარტი, ბანალობა, რომელზეც აღარც კი ლაპარაკობენ. აქ კი ამას წლობით განმარტავენ და აქებენ. ქართველი გინდ ქერის ორმოში იყოს, გინდ მძღნერის ორმოში. ის მაინც მოახერხებს ბუქნას და მღერას.

ცოტა ავის კილვაში ქართველს ღდინი გაეცალა. სიტყვა არ დარჩა, რომ მას არ ეთქვა. დიდი ავი დაატყდა მას თავს. მცირეზე დახარჯულს კი ვეღარაფერი გაუგია. ლიტონ სიტყვად იქცა პოლიტიკური მოწოდებები,  კურთხევები,  ერთობლივი ფიცი, ლოცვითი მსვლელობები და სხვა მისთანანი. დაიფანტა და დაიკარგა ქართველთა ყველა  დასი და თემი. ვერ ისწავლა ქართველმა დიდი სიავის დიდ აზრად გარდასახვა. მისი პასუხი ლექსები, მოთხრობები და არმოსაგონის მოგონებებია. ამდენი წიგნი და გაზეთი, ბოლოს ისევ მონობა. საყოველთაო წიგნიერების დროსაც კი ასეთი საძაგელი და  უმეცარია ქართველი. არსად არაა ქვეყანაზე, რომ პოლიტიკოსები ამდენს გადი-გამოდიოდნენ, თათბირობდნენ და ამის ნაყოფი ყოველთვის არაფრობა იყოს. როგორ არ ყვიროდნენ ეროვნული მოძრაობის დროინდელი ეკლესიის მიერ კურთხეული პარტიები და ისე გაქრნენ, ვითომც არ ყოფილან. ეს ცუდის მოსწავებაა. არსად დისიდენტებს თავისი ქვეყნისათვის არ გაუკეთებიათ ამდენი ჩათლახობა, რამდენიც ქართველმა დისიდენტებმა გაუკეთეს საქართველოს. შევარდნაძის გასამართლებამდე ეროვნული მოძრაობის დროის ყველა პარტიის მოთავენი უნდა გაასამართლო. სულ-სულ ამათგანაა ამდენი უბედურება. რაც არ იცოდნენ, რის გაგებაშიც დღემდე არ არიან, ის მიიჩემეს. ამათი დაწყებულია ძლივს მოკრებილი საქართველოს ტომების დაფანტვა და საქართველოს დაშლა. ესენი იბოზებდნენ ენას და აგიჟებდნენ რუსის მიერ ნაპატივებ ტუტუც ქართველობას. ერთხელ ხომ იყო შევარდნაძის არჩევნები და ბრმამაც კი ყველაფერი დაინახა, მაგრამ მეორედაც იყო მისი არჩევნები, რადგან არ იცოდნენ ქართველმა პოლიტიკოსებმა და  დისიდენტებმა მისი დამხობის შემდეგ რა ექნათ. სულ მის დამხობას კი იქადოდნენ. მათ  კიდევ მრავალი წელი იპარაზიტეს და იყანყალეს.

ყოველკვირა მტკავლობით საგაზეთო ნაბოზარ-ნაგიჟარი  ილექება ბიბლიოთეკებში. ყველა მატიანეზე უმატიანესია საწიგნეებში დაცული ათეულობით ქართული ჟურნალ-გაზეთი. ეს არის უტყუარი დასტური ქართველთა ავადმყოფობისა.  გესლსა და ცოფს სთესს ამდენი გაზეთი. მცირედი კეთილი კვალი ვერ დაატყვეს საქართველოს  გაზეთის მოხელეებმა. ეს დიდად სანიშნოა. ლოგოსის საფლავია ქართველთა ნაჭკუარ-ნაგაზეთარი. ვერბალურ ილუზიონისტობას შეეწირა ვერტიკალი და სინდისიერება. არცერთ მოდგმას არ ჰყოლია ამდენი თერსიტე და  ჰეროსტრატე, რამდენიც ქართველებს. გაზეთის ნაირობამ ღონე და აზრი წაართვა ქართველს. გიჟმა რა იპოვა და გაზეთი. ქანცგამწყვეტია და წამბილწავი ქართველის უაზრო ცხოვრება. არა, სულ ხტუნავს ეს ბედშავი. ვერტიკალის მიმართ დაუძინებელი მტრობის მიზეზით  ეგუება ქართველი ასეთ ცხოვრებას. კაცობის ნაკლებობიდან მომდინარეობს ქართველის ისტერიულობა, ყიამყრალობა და უწყვეტი პოზიორობა. ერთი ნამცეცი ჰყოფნის ქართველს, რომ ან აბღავლდეს, ან ბუქნას ამოვიდეს. მერამდენე საუკუნეა ქართველის კარზე სვიანი ჟამი არ მოსულა. საუკუნეებში განგრძობილი ანეკდოტია საქართველო. არ იყო დამდგარი 2011 წელი და ხელისუფალნი ქვეყანას ულოცავდნენ „დამდეგ ბედნიერ 2011 წელს“. ბედნიერი როგორ იყო არშემოსული წელი? ან კიდევ ხელისუფალის ასეთი ნათქვამი: „მე მაქვს იმის ბედნიერება, რომ მოგილოცოთ…“  ეს რა ქართულია? რად აიკვიატეს სიტყვა „ბედნიერება“? რა ბედნიერება? საქართველოში ეს როგორ ითქმის?

ქართველებს არაერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეურიგებელი ზნეობრივი მსჯელობანი თავისი ცხოვრებით დაედასტურებინათ. ისე კი გამოვიდა, რომ ქართველთა ცხოვრებამ გაამართლა საქართველოს დამპყრობელთა სისასტიკე და მზაკვრობა. ყველა თავის დამპყრობელზე სასტიკი და მზაკვარი თავისივე ქვეყანაში ქართველი აღმოჩნდა. ქართველის მიერ სხვისი მხილება, ზნეობაზე უბნობა არის ძველი გიჟის გარეთ გამოვარდნა და მეტი არაფერი.

რომ არა რუსული ხიშტი და როზგი, თერგდალეულთა დასს სად ჰქონდა იმისი თავი, რომ მხოლოდ თავისი ნაწერებით გაეერთიანებინა საუკუნეთა მანძილზე  განკერძოებული საქართველოს ტომები? ამას რატომ არ იტყვის რუსის მაგინებელი ისტორიკოსი? სერგეი მესხი, ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, გაზეთ „დროების“ რედაქტორი, 1871 წელს სწერდა: „მგონია მეორე მაგალითი ვერ მიჩვენოთ, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ამდენ პატარა ხალხებათ და ქვეყნებათ იყოს დაყოფილი“(თხზულებანი, ტ.1, თბ.1962, გვ. 89).  მოგვიანოდ, 1876 წელს თავად ილია, სტატიაში „ზოგიერთი რამ“,  სწერს: „სად არის ქართველი და ქართველობა?“  კონსტანტინე კაპანელს კი 1922 წელს დაუწერია:  „მეგრელის გამოთქმაში სიტყვა „ქორთუ“ ნიშნავს არა მარტო ქართველს და იმერელს, არამედ ერთგვარ საზიზღარ და სასაცილო ადამიანს“ (კ. კაპანელი. ქართული ტიპი. ქართული სული ესთეტიკურ სახეებში. თსუ-ს გამომც. თბ. 1996. გვ. 325).

„ქორთუ“ ახლაც აუგად ხსენდება მეგრელებში, რომელთაც ნახეს ქართლელთა და იმერელთაგან სამეგრელოს რამდენჯერმე აკლება, ტომური სიძულვილის პროპაგანდა თბილისში. თბილისში ცოფი ერეოდათ იმაზე, რომ სამეგრელო ზვიადს ემხრობოდა.   კაპანელს მოთხრილი ჰყავს ქართველობა და ყველაფერს სწორს ამბობს. ეს ცნობილი ნარკვევი ქართველთა ზნეზე მან მენშევიკების ზეობისას დაწერა. ეს დრო ლიბერალ ისტორიკოსთა მიერ უსათნოესად წარმოჩენილია. მათ სურთ თქვან, რომ დამოუკიდებლობის დეკლარირებამ ქართველებს სამუდამოდ მოსწმინდა საუკუნოვანი მწიკვლი და აქ მადლი დადგა.

რა ქართველი ერი ხარ? 1992 წელს თელავის, ხაშურის, კასპის, ქარელის, სამტრედიის, ქუთაისის, თბილისის „მხედრიონი“ მეგრელთა სოფლებს ილღარებს უწყობდნენ. ეს რამდენჯერმე მოხდა. კომუნისტებისგან ნაპატივებ-ნათამამებმა ტრაკმა და აფრაკმა ინტელიგენციამ ენა მუცელში ჩაიგდო. არც სვანებმა, არც რაჭველებმა, არც იმერლებმა, არც გურულებმა არ თქვეს, რომ ეს დიდი ცოდვა იყო. ყველამ თავის ჯამში ჩაყო თავი, ყველამ თავისი ქოხის კარი მოიხურა. რაჭველთა ტომის პოეტი მურმან ლებანიძე რომ სამარის კარამდე შევარდნაძის გვერდით იდგა, ამას იგი მეგრელთადმი სიძულვილის გამო იქმდა. ეს ვერაფრით დაიფარება. განა ვერ ხედავდა ლებანიძე რა უყო შევარდნაძემ ქართველებს და მაინც გაქირი ქნა.ზვიადის ჯიბრით შევარდნაძეს ედასებოდა. რამდენი ასეთი, კომუნისტების დროის ნასახელარი კაცი ჩამოთვლება. შევარდნაძის კარზე ყმებად დამდგარი თბილისელი იმერლები, რაჭველები, სვანები, კახელები და სხვები იცინოდნენ და ქილიკობდნენ. ფილარმონიაში ყრილობდნენ და ყიჟინას სცემდნენ. დღეს მათი მაღაზიები და ბარები პროსპექტებზეა. ფეშქაშად მამულები მიიღეს, უპროცენტო კრედიტები გაიტანეს ბანკებიდან,  დამდიდრდნენ,  დაძღნენ და მოყუჩდნენ. მათი შვილები დღეს ლიბერალობენ და სხვისთვისაც ამას ისწავლებიან თავისი ჟურნალ-გაზეთით. ჰოდა, ნახონ ამათ თავის შვილებთან ერთად ფილმი „მონანიება“. საქართველოს გარდა სად გადაიღებდნენ ამ სისულელეს?  ქართლელები, კახელები, იმერლები, სვანები ერთურთს ეჯიბრებოდნენ მეგრელთა სოფლების აკლებაში. რა ქართველი ერი ხარ? რა ხარ ასეთი, სადაც მიხვალ და შენივე გადაფურთხებულის მლოკავად დადგები, საანჯომანოდ დაგინებულს შეიწერ, ფიცს გასტეხ?

თაობა მოვიდა, რომელსაც არ სურს წარსულის ცოდნა. მისთვის წარსულის ცოდნა მეფეებზე ორი სიტყვის თქმაა. არ უნდა ამ თაობას ფიქრი და ბრძოლა. ის არის ტექნოლოგიური პროდუქტი, მოდელირებული გენერაცია. რისი რუსთველი? რისი ილია და აკაკი? დამთავრდა საქართველო და რაც დღეს არის, ეს  კონსიუმერული კალკულაციის საგანია და მეტი არაფერი.

1989 წლიდან  დღემდე საქართველოში დაფუძნდა ასეულობით პარტია. ამაზეც ვერ შეთანხმებულან ქართველნი, რომ ამ მცირე ქვეყანაში არ იყოს პარტიების ესოდენი სიმრავლე. დაუჩემებიათ არჩევნები და ფიქრობენ, რომ მონობის მწიკვლი ამით მოეხოცება ქვეყანას. რას ირჩევ ქართველო? რამდენჯერ იყო არჩევნები და რა? თუნდაც წელიწადის თითოეულ ალოზე იყოს არჩევნები. ვაი ხალხს, რომელსაც სინდისი მხოლოდ საარჩევნო ურნასთან მისვლისას ახსენდება და ეს სინამდვილეში ნაგვის ურნაა. ვაი მოდგმას, როცა ერთურთისათვის სამუდამოდ დაკარგული კაცები მხოლოდ საარჩევნო ურნასთან ყრილობენ. კაცობა არ შეგიძლია, შენიანი კარგის დანახვა შურის გამო გიმძიმს, სამეგობროდ არ ვარგიხარ, იდეის ერთგულება არ იცი, ახვარი ხარ ყველა მიმართებით. ამიტომაც ამოჰფარებიხარ პოლიტტექნოლოგიას და ამით ამართლებ კნინობას. არჩევნები არის ქვეშიდან გამოძრომის, თავის დაძვრენის ილეთი. რისი დემოკრატია? ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ ქართველი იქნება დემოკრატი? გიჟი სად დადის და მიტინგზე.

ქართული იდეისათვის ბრძოლა არჩევნებით ვერ დაიწყება. დაწყევლილობა სულ თან სდევს საქართველოს. ჩაგზიდა ზვიადის ცოდვამ ქართველო. შეგრისხა მართალთა სისხლმა. შენ გეგონა, რომ ეს სისხლი რაინდად გამოგაჩენდა და უცხოელი დიდ თავანს გიფეშქაშებდა. არჩევნებს გაახრიგინებდი საედუარდოდ და დოვლათი დაგიდგებოდა. ტყვილად იმედეულობ ქართველო, რომ ეს ჩავლილი და მოთავებული ამბავია. 1992 წლიდან ყოველი წელი წყევლის კელაპტრად დაინთო. არც რომ ილევა ეს კელაპტრები. ვინმე იტყვის რომ ასე არაა? რაც მოხდა, ის კი არა, არამედ  მოსაწევნი ნახე რა იქნება, ცოდვით დაბღუნცილო ქართველო.

ვინ აქებს დღეისობას ზვიადს? ვინც მისი გინებით ქვეყანას თავი დაამახსოვრა. გუშინ ისე, დღეს ასე. ქართული კულტურა არის დიდისაგან გაქცევის, თავის დაძვრენის კულტურა. ეს არის ყველაფრის გაუბრალოების, დამდაბლების, გაარაფრების კულტურა. გინდ ათი ათასი ქართველი დაიღუპოს, გინდ ასი ათასი. ამაოა ყოველი მსხვერპლი. აბა თქვას მღვდელმა როგორ ვლინდება საღვთო განგებულება უახლოეს წარსულში? რამდენი წელია მადლის მოფენას აწამებდნენ ქვეყანას მამანი და სვიანობა უქადეს მას. ისევ ის კი გამოცხვა, რაც აქამდე ცხვებოდა.  საქართველოს კლერონომია (ღვთისაგან ნიჭებული ხვედრი, მემკვიდრეობა) საშინელია. რის გამო? რა დაცემის გამო უსვეობის უწყვეტობა? არავინ ასე არ იგვემება დუნიის ხალხებში, როგორც ქართველნი. არ შეიყრებიან მამანი და შვილნი ამაზე საუბნოდ. სულ ერთურთს აწამებენ და ატყუებენ ქართველნი. თავისი გიჟიანი ცხოვრების საზრისს ამაში პოულობენ. ცოფიანი ტურების სამოსახლოა თბილისი. ბურთი და მოედანი ბოლოს ყოველთვის კონტორის კალიგულას, საუწყებო  სადისტს და უტიფარ დედაკაცს რჩებათ. ბოლოს ისევ ჩათლახი თავობს საქართველოში. დაქცევის სათაური ისევ ქართველია და არა სხვა ვინმე. რა ფეხისალაგში ჩაგიხედავს და რა ქართველის გულში. როგორც ქართველ ექიმს ეზიზღება თავისი პაციენტი და ძლივს ფარავს ამას, ასევე ქართველ პოლიტიკოსს სძულს ქართველები. ქართველის სამისხო სტიქია და საწიერი  გაზეთი და ლექსია. გამოიფინებიან ეს დათაფლული ფაქიზოები ჟურნალ-გაზეთებში და იბილწებიან. გაიყიდა ასობით კილომეტრი ქართული მიწა და კვლავაც გაიყიდება. ქართველს ჯერ მაშინ, 1993-ში მივიწყებული ჰქონდა ეროვნული მოძრაობის კატასტროფა, წაგებული ომები. ის ისტერიულად იცავდა შევარდნაძეს და თავს იტყუებდა. საქართველოში ცხოვრების გასაძლისი პირობები რომ შეექმნა შევარდნაძეს, მაშინ ხომ სიქა გაეცლებოდა ბუქნაში ქართველს. ჯერ ქვეყნის გავერანების დროს რა ლხინი ედგა მას და ბედის წყალობა რომ მისწეოდა, მერე რაღა გიჟი იქნებოდა?

ეს აფხაზეთი და შიდა ქართლის ჩრდილოეთი უკვე 1993 წელს დაივიწყა ქართველმა თბილისის რესტორნებსა და საროსკიპოებში, გრანდიოზულ ღონისძიებებზე, უწყვეტ  გალა-კონცერტებზე,  უცხოელთა ოფიციალურ მიღებებზე, ფურშეტებზე,  კინოსა და თეატრის მსახიობთა საედუარდო შაბაშებზე. 1992-ში თბილისს როცა ბოლი ასდიოდა, რესტორნებთან და ბორდელებთან რიგები იდგა. ქართველთა ყაშყაში სადღა არ ისმოდა. დღეისობას რომ ამდენი ითქმის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, ეს ისევ ის პოზიორობა და დღეების გათრევაა. ქართველნი სწუხან აფხაზეთის გამო? მაშ მტყუნის დედა  ვატირე.  ვინ ფიქრობს აფხაზეთზე? ვინ გლოვობს ქართლის ჩრდილოეთს? სადა? ვინა? სადაა ასეთი უსამართლო და სოდომის მოდგმა? ეს აფხაზეთი არის საბაბი, რომ ბალღამი ანთხიო წლობით და საკუთარი არარაობა სადღაც მისჩურთო. ქადილი და ლაყაფი აფხაზეთზე არის ფანდი, რომ როგორმე დააღამო კიდევ ერთი დაწყევლილი დღე. როდის რა ახსოვდა არდასავიწყების დამვიწყებელ ქართველს? ის აფხაზი და ოსი მერამდენე საუკუნეა ქართველთა სისხლისმიერნი იყვნენ. დიდი მეტისაცია მოხდა გარდასულ საუკუნეებში. ნათესავია ეს აფხაზი და ოსი. რისი აფსუა და სკვით-სარმატი? მათ ვერაფერი დაინახეს საქართველოში ისეთი, რომ ქართველთაგან  გაქცევაზე ფიქრი დაევიწყათ. ქართველთა შემხედვარენი გაიქცნენ ისინი და სამუდამოდ გაუცხოვდნენ. რატომ გაურბიან ამის თქმას ქართველნი? ქართველთა სისხლის დალევა დაიფიცეს აფხაზმა და ოსმა. თავის შვილებსაც ასე ზრდიან. აი ესაა სასტიკი სინამდვილე, რაც მეძავი ჟურნალისტების მემყრალეობითა და პოლიტიკოსების ქადილით არ დაიფარება. ათასობით იურისტის ლაყაფი და ქართული ტელეარხების კლოუნადა ვერ დამალავს ქართველთა დამარცხებას. ქართველთა ტელევიზია შეტანილ უნდა იქნეს მსოფლიო საოცრებათა ნუსხაში, როგორც ეტალონი ადამიანის გათახსირებისა. ასეთი ტელევიზია არსად არაა. შედარების შესაძლებლობა ყველას აქვს, რადგან მრავალი ფორმატის უცხოური ტელემაუწყებლობაა მისაწვდომი.  თავის ქვეყანას ჯიბრში უდგას და ყველას დასცინის ქართული ტელევიზია. გათენებიდან დაღამებამდე სადისტობს და ბილწობს ასობით ტელეჟურნალისტი გოგო-ბიჭი. უნდა შეინახოს 1992-2011 წლების ტელესიუჟეტები, როგორც პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ამოიჭამა ღვარძლითა და სიგიჟით ეს ქვეყანა, რატომ გადაგვარდა ქართველობა. ცხოვრებამ დედის ხსენი პირში ამოადინა ქართველს და იგი მაინ ისევ ის არის. ეგრე იქნება, რომ აქეთ აზერბაიჯანელი იცემებოდეს, იქით სომეხი, კიდევ იქით რუსი.

საქართველოში უნდა დაიწეროს კაპიტალური ნაშრომი იდეალურ მონობაზე, მუდამ ბედნიერ მონაზე, ქვემძრომობასა და გამცემლობაზე, როგორც გენეტიკურ მახსოვრობაზე. ქართველთა სიგიჟის, მედიდურობისა და ჩიტირეკიობის ანთოლოგია უნდა გამოიცეს უცხოურ ენებზე. ეს უნდა შეისწავლონ უნივერსიტეტებში, როგორც  დეგენერატობის თვალსაჩინოება. თემები, რაზეც უნდა იმუშაოს ქართველთა ისტორიოგრაფიამ და ფილოსოფიამ, არის: სიგიჟის მითოლოგია, ეთნიკური დეგენერატობის მარტიროლოგია, ეთნოპათოლოგია, სიბრიყვისმცოდნეობა, შლეგიანთა ეპოსი, ლიბერალ-ფემინისტური ფეკალისტიკა, ბედშავობისა და დაწყევლილობის ონტოლოგია. ქართველი ეთნიკური კუთვნილების აღმნიშვნელი სახელი კი არაა, არამედ დიაგნოზი და ვერდიქტია. დრომ ეს შეუვალად დაადასტურა.

რა განვითარებაზე, რა ჰუმანურ ღირებულებებზე ლაპარაკობენ დაჟინებით, როცა მოდგმის მესამედზე მეტი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე საჯაროდ ჩამოსახრჩობია? ბეწვივით ასხია ქართველთა მოდგმას ავაზაკი, სალახანა, პოლიტიკური ნაბიჭვარი. ადამიანის ისტორია საქართველოში გამაოგნებელი საძაგლობაა და ამას სახელოვან წარსულს უწოდებენ. ოჯახებმა კი არა, საგვარეულოებმა დაიდეს წილი საქართველოს დაქცევაში. ქართველებს აქვთ იმისი თავი, რომ მათ პასუხი აგებინონ?

ცრუა ქართველის რჯულიერება. საეკლესიო ჟურნალებში მკითხველს აფრთხილებენ სატანის გამო და ჩამოუთვლიან ანტიქრისტეს ამოსაცნობ ნიშნებს. მრევლში ბევრი თავის ჭკუაზე აღარაა აი ასეთი შეჩვენებული ცხოვრებით და მას კიდევ  ეშმის მოსვლაზე ლაპარაკით აგიჟებენ. თან ხელისუფლებას ემხრობიან მღვდლები, თან ამ ჟურნალებში მის დამხობაზე ლაპარაკით აგულიანებენ ქართველობას. ეს რაღა არის? სატანის მოსვლა განიხილება საერო გაზეთებშიც და თქმა არ უნდა, რა სიბრიყვე დაიწერება. ეს გაზეთები არის ჭირისუფლობისა და ტაკიმასხრობის ნაზავი. გაზეთს შეაბერდა ბევრი ქართველი. ყოველი მათგანი მისმა ნაწერმა გამოაჩინა, თუ რა შვილია. გაზეთის გამო რომ კაცი თავის თავს მოარულ ანეკდოტად აქცევს, მისგან რა კარგია გამოსალოდი? გაზეთი და ტელევიზია ქართველთა რასის დეგენერაციის მაჩვენებელია. ასეთ ტელევიზიას ეგუებიან ქართველები. ყოველდღე ისტერიულობის, სადისტობისა და იდიოტობის ემანაციებით ივსება ყველა ტელეარხი. გიჟმა რა ქნა და  გიჟების სანახავად  ტელევიზორი ჩართო. თავის ხალხთან ერთად არის ბერძნული, ესპანური, ეგვიპტური პრესა და ტელევიზია 2011-12  წლებისათვის. აქ კი გაზეთს ვერ ენდობი. ის სულ გატყუებს თავისი ოპოზიციურობით, აბუჩად გიგდებს ბაზრის აპოლოგიითა და  ხატების ბეჭდვით, მუდმივი საეკლესიო რუბრიკით. მას თან სძულხარ და თან გეკაიკაცება, რომ გაზეთი შემოგასაღოს. ეს ხომ ქართული ზნეა. ამ მიზანთროპიულ გარემოში სტანდარტად იქცა ინფანტილიზმი და ფამილარობა, რომ „ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“, „ვისაც ბავშვობა არ ახსოვს, ის ვერ იქნება ბედნიერი“. აი ესაა სიცოცხლის ისტერია, თავმოთნეობა, იდიოტიზმის ემანაცია.

იჩანჩალოს ქართველმა თავის ქვეყანაში და მოკვდეს სამშობლოში ისე, როგორც უცხოელი უცხოეთში. თავისივე ბილწობამ უხვეტოს მას შიგანი. წინაპართა საუკუნო ნათახსირალი ჩრდილივით დასდევს ქართველს. დეგენერატების ფაუნაა ქართველთა გენოფონდი. დიდი საშინელება ხდება და კულტურულობას ვერ რჩებიან. ბილწ საუკუნეებში გამოჯათული თახსირი იხლართება ყველგან. ინდივიდუალური  განუმეორებლობის სახელით გაბოგინდა ათიათასობით ენაჭარტალა და ჩანჩურა.

მეზიზღება ეს ეთნოგრაფიული კუთხეები, სახალხო მთქმელების შაირობა, ხითხითი და ფანდურობა. მეზიზღება ეს რიოში გულითადობა და ტრადიციულობა, ქოთნების, ქოცოების და  თულუხების ჩამოდგმა. ჯერ ყველაფერი დიდი თავგამოდებით გაქელეს ქართველებმა. ახლა ისევ ლექსი, დოქი და ქოთანი? გადაბრუნებული ისევ გადმობრუნდი ქართველო?  ამოგკრა ცხვირ-პირში ცხოვრებამ და მომდოვრდი? ვიღას ეთაფლები? ვის რად უნდიხარ მაგ შენი დოქებითა და ნოხებით?

ქართველნი ყველა მთავრობის დროს, ყოველი უბედურების ჟამს ერთურთისთვის უცხონი იქნებიან. ესაა აბსოლუტური ინდივიდუაცია. იმიტომ კი არაა მშვიდობა საქართველოში, რომ ამას ქართულმა დიპლომატიამ მიაღწია, არამედ იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყნები ჯერ არ ერჩიან მას მახვილით. სამოწყალოდ და ალალბედზე გდია ქართველთა თემი. არც წინ გამხედავია და არც განვლილს გაიაზრებს. გინდა მშიერი იყოს, გინდა მაძღარი, ყოველთვის ღორებრივ ზნეს ავლენს. მთელი საქართველო მხოლოდ ქართლი ან მხოლოდ იმერეთი იყოს, ქართველი მაინც ისეთივე იქნება.  მოვა დრო, როცა კავკასიელი მეზობლების  შვილები იკითხავენ თავისიანებში: რა არის მიზეზი ქართველთა მოწყვეტისა? ეტყვიან მათ, რომ ავზნე, უქნარა და ბუქნარა მოდგმა იყო და თავისი მისაგებელი მიეგო. სულ მუქთაზე გამოსვლა უყვარდა და ამას გადაჰყვა კიდეც.

იცის ქართველმა, რომ სიავეს იქმს და ქვეყანას მიეზღვება ამის გამო. მაინც არ დააგდებს ავის ქმნას. ცრუმეტყველება თავზე გადასდის ქართველს. „ქართულმა პოლიტიკამ გააკეთა მორიგი სტრატეგიული გარღვევა“, „მიიღო გამოწვევები“ და მისთანანი. რა გაარღვია ქართულმა პოლიტიკამ? სადაა საქართველოში პოლიტიკა?   არ შეგიძლია მოუარო ერთ დღეში შემოსავლელ ქვეყანას, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი ქალაქი და რომლის მცხოვრებნიც რიცხვით ეტოლებიან რომელიმე  მეგაპოლისის ერთ გარეუბანს. აი ამისი მოვლის თავიც არ გაქვს. დასავლეთმა ქართველებს ჯერ კიდევ 1993 წლიდან დაუდგინა არსებობის ასეთი წესი: კაცი უნდა იყოს შოფერი, ოფიციანტი, ყარაული, ხოლო ქალი სასტუმროების ბოზი, მოახლე და მომღერალი. ქართველთა რაოდენობა ისევ უნდა დავიდეს 300 ათასამდე, როგორც ეს იყო ერეკლე II-ის დროს. რუსული სახრით მოკრებილი საქართველო ისევ უნდა დაიშალოს. ქართველთა უსისხლოდ გაჟლეტაა დასახული. ამის დასტურია ისიც, რომ საქართველოში უმუშევრობაზე შემწეობა არასდროს გაცემულა. სხვაგან, ევროპეისტულ ქვეყნებში არსადაა ასე. შევარდნაძის დროიდან ხალხის უსისხლოდ  გაწყვეტაა მთავრობის განზრახვა. სადამდე იდიოტი უნდა იყო, რომ დაშლილ, ღატაკ ქვეყანაში ლაპარაკობდე საქართველოს ეკონომიკურ სასწაულზე, რომლის შესასწავლად თურმე  უცხოელები ჩამოდიან. ისტორიის  ნაბიჭევად იქცა საქართველო. ვის მკვდარს ითვლიან ქართველები, როცა ერაყში ამერიკელთა დანაკარგებზე წუხილით ამდენს იტყვიან და სალაფიტების დახოცვას სიხარულით ეგებებიან?  წადი შვილო, შენი თამრო დაიტირე.  ქართველის ზნე რომ არ შეიცვლება, ამის დასტური ესაა: 2011 წლის 4 დეკემბერს ჩატარდა რუსეთის პარლამენტის არჩევნები. იდიოტობა იყო ქართველთა მედიის, ექსპერტების დამცინაობა და ღვარძლი. არა, აბა გაბედე და ილაპარაკე ბრიტანეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე.  იქ პარტიები კომპრომეტირებულნი არიან. გაბედოს რომელიმე ექსპერტმა და ილაპარაკოს ბრიტანეთისა და აშშ-ს კლასობრივ ანტაგონიზმზე, შრომასა და კაპიტალს შორის ბრძოლაზე, კორუფციაზე, ამორალობაზე. გაარჩიოს რომელიმე პოლიტოლოგმა ბრიტანული და ამერიკული პრესა. არის პლურალიზმი და  გაბედოს მართლის თქმა. ამის ანალიზი არ ხდება, რადგან ქართული ტელეარხები ტრიუმფალური სამეძაოებია, გადაფურთხებული გოგო-ბიჭების საბუნაგეებია. რა ამბავი დადგა 2012 წლის 4 მარტის რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე. ვის დასცინი, შე ატოცის გლახა შენა. რა პირს იბოზებ? ვინ უნდა მოუწყოს პუტინს არაბული გაზაფხული?  ვის რას უქადი? ვაი ქართველთა ჭკვასა და ნათქვამს. პოლიტიკური მარჩიელები,  ქალაქელი მეჭორეები რას მიედ-მოედებიან? რას ვარაუდობენ? ვის აფრთხილებენ? მერე კიდევ  რა არის მიტინგებზე  წვერებიანი დეგენერატების მიერ უნიტაზის მიტანა და თან სანთლების დანთება?  სხვაგვარად პროტესტს ვერ გამოთქვამ?

ხელისუფალნი სიტყვით გამოსვლისას ახსენებენ მოსეს,  წინასწარმეტყველთ. სფიჩრაიტერები და რეფერენტები გამოსვლის ტექსტებში ჩურთავენ ფილოსოფოსთა,  ეკლესიის მამათა სახელებს. სამღვდელონი ამას რჯულიერების ნიშნად მიიჩნევენ. საღვთო ჟამს ითვლიან საქართველოს უჟამობისას. საქართველოს  ჟამი არის მოხვეჭისა და ქვემეთრეობის წლები. უკან მიხედვისას მხოლოდ წუმპე ჩანს. წინ გაიხედავ და იგივეა. მერამდენე წელია ეკლესიის მამანი ლაჩრობით, ტყუილით, აპოსტასიით ცხოვრობენ? მათ ნეოლიბერალიზმს დაუკავშირეს რჯულის ცხოვლობა.  სარწმუნო ის არის, სინოდის წევრები და პატრიარქი პრეზიდენტს რომ შესციცინებენ და მეფედ გამოაჩინეს, თუ ის, რომ მათგან ნაკურთხი საეკლესიო ჟურნალები ხელისუფლებას აყივნებენ და დამხობას უქადიან მეორედ მოსვლის სახელით? აი ეს კითხვა უნდა დაუსვა მღვდელს წირვაზე. ლიბერალ-კაპიტალიზმმა იმ ჩაუქებად გამოგაჩინათ  მღვდელნო, რაც არ ხართ და თქვენ მას კილავთ? საქათმე რჯულის მოყმეების ბანაკად წარმოგიჩენიათ. საქართველო საქალებოდ გიქცევიათ. აბა ქართველი იეჰოშუა ბენ ნუნი? აბა ქართველი გედეონი? აბა რჯულის დაქცევის გამო მოტირალი? მღვდელი რომ პოლიტკორექტულობას ამოეფარება, ის უნდა გამოათრიო და გაჯოხო. თქვენი წინამორბედი მღვდელნი ძველ საქართველოში  თქვენებრ მხდალნი, ცრუნი და მეროჭიკენი ყოფილიყვნენ, საქართველო აქამდე გაქრებოდა. ვინ იყო მერჯულე საქართველოში? მეფეები, დედოფლები, თავადები არ ყოფილან რჯულის მცველნი. მღვდელმთავრები ხშირად ავაზაკები იყვნენ. მონასტრებში მცხოვრები ბერები იყვნენ მერჯულენი და მოწესენი. ისინი პატრონობდნენ მწიგნობრობას. მათ შექმნეს ის, რაც დღეს გამოსაჩენია. თუ ახლა იჩემებენ ქართველნი ქრისტიანობას, სად რა არის გამოსაჩენი ჭრელჭრული საეკლესიო წიგნების გარდა? თუ ეკლესია საუწყებო გეგმით სამუშაოს ასრულებს, ეს არ ნიშნავს სულიერებას. რაღა თეატრში მისულხარ და რაღა წირვაზე. ის, რომ ქართულად მოლაპარაკე დეგენერატი მივიდა სალოცავში, სანთელი დაანთო, ხატები დაკოცნა, მღვდლისაგან კურთხევა გამოითხოვა, არას ნიშნავს. განა რწმენით შენდება ამდენი საყდარი, არამედ ჯიბრიანობითა და ანგარებით. გამოიკეტება ბევრი ეკლესიის კარი. მთავრობაში გაკვეხებული არაკაცთა დედები მღვდლების კურთხევით ჰაგიოგრაფიულ წიგნებს წერენ და გაგულისებით მართლმადიდებლობის ერთადერთობას იმტკიცებიან. ეს მაიმუნობაა. შევარდნაძის ამქარში ნამყოფი კაცები ეკლესიის ისტორიკოსობას შესდგომიან, ერთურთის მიყოლებით აკანკალებენ მღვდელმთავართაგან ნაკურთხ, სულის მოსაგებ წიგნებს. განავლის სამარეში ჩასადები სალახანები რჯულისას ისწავლებიან. განა ეს ეშმაკის ბრალითაა?

ვისთვის ისწავლები ქართველო მართლმადიდებლობის ერთადერთობას, როდესაც თავად არა გწამს? რა რჯულსაც გინდა შეუდექი, იგივე იქნები. სად ვის შეეძინები, ან სად ვის გამოაკლდები? შეიყრებიან ხალხები და ფიქრობ, რომ ქართველებს მოისაკლისებენ? დაგინახავს ვინმე უცხოეთში და მართლმადიდებლობა გაახსენდება? ლიბერალ-კაპიტალიზმისათვის ყველა რელიგია ერთ ბერაში გადის. მისი საესავი ფულია. მისი ტოლერანტობის ფუძე ანგარებაა და არა ჰუმანიზმი. ქართველთა საღვთო შური  გაზეთის მჯღაბნელობასა და რელიგიურ პერფორმერობას  არ გასცილებია. მერჯულეობას და თვითდამდგენ ფილოსოფიურ აზროვნებას თავ-თავისი წესები აქვს. არაა ისე, როგორც ქართველნი გამეტებით იმტკიცებიან, რომ „დიდ შოთას უკვდავი პოემა სულიწმინდამ უკარნახა“.

თუ ძველად რომელიმე მეფეს ან თავადს ეკლესიის აშენებაზე ან ღმერთზე რაღაც უთქვამს, ეს არაა იმის დასტური, რომ მამულს ღვთივსათნო მმართველნი ჰყავდა. დღეს რომ ლაპარაკობენ ავაზაკი ხელისუფალნი ეკლესიასა და ღმერთზე, ამდენი რომელ მეფეს უთქვამს? დიდი ოინბაზობაა ის, რომ ამოწყვეტისათვის განწირულ  ქვეყანაში ამდენი ეკლესია შენდება. სხვას რას უტოვებენ მამანი  შვილთ   გავერანებულ საქართველოში? ეკლესიების შენება არის უილაჯობისა და უსაზრისობის  დაფარვის, თავის დაძვრენის ფანდი. ეკლესიების სიმრავლე არ შეეწევა ქართველებს. სიტყვა „ ღმერთი“ სხვამ ვინ მოიხმარა ასე ილათიანად სიმდაბლის გამართლებისათვის, ვითარც ქართველმა? რად უკვირს ქართველს, რომ უღონოა მისი სალოცავი და ვერ ემეოხება ქვეყანას? მოილოცა ქართველმა რა ათონის მთა, რა იერუსალიმი. სადაა ღვთის შეწევნა, თუნდაც მცირედი? რად არ დაისმის ჯავრიანი კითხვა ღვთისაგან მიტოვებულობის გამო? ბოლშევიკების დღემდე კილვა რად მიიჩნევა სულიერებად? უბედურებაც რომ ვერ ათქმევინებს კაცს მართალს, ის სანდო და დასანდო აღარაა. სახლი თავზე გექცეოდეს და კიდევ სხვის მოტყუებას ცდილობდე? რა როგორ არ თქვეს ბოლშევიკურ რეპრესიებზე და მოჰყვა ამას ნაქადი განწმენდა? თუ არა და მაშ რისთვის სიტყვობდნენ? რეპრესირებულთა სახელები მედროვეებმა გამოიყენეს იმისთვის, რომ ძალაუფლება ხელთ ეგდოთ. ბოლშევიზმზე ლაპარაკი ქმნის ზნეობის ილუზიას. ესაა ქართველთა უდაბნოდ სვლა. იმაზე უფრო სასტიკი და ვერაგი რომ ყოფილიყო ბოლშევიზმი, ვიდრე იყო, ქართველის ნამხელი და ნალანძღი ისევე მალე გაიცრიცებოდა, როგორც ახლა. ეს იმიტომ, რომ ქართველის სიმდაბლე ასგზის  ამეტებს ბოლშევიზმის ყველა სიმდაბლეს. ვისაც ამხელ, მასზე რაღაცით მეტი უნდა იყო, რომ შენს სიტყვას საზრისი გააჩნდეს. ეს წესი ქართველებმა განზრახ დაივიწყეს. ამის შეგნება არ უნდათ. დიდი ხანია ახალი სიტყვის თქმა ჰხამს. ქართველი კი ვერ გასცდა ბოლშევიზმის გინებასა და თავისუფალი ბაზრის შაბლონურ ქებას. 

ქართველმა წაწყმიდა თავისი მერმისიც კი და აწმყოზე რაღაა სათქმელი? დუნიის დაწყევლა თუ გინდა, ასე თქვი: გახდეს ის,  ვითარც თბილისი და ხალხები,  ვითარც ქართველები. არდასავიწყებს ივიწყებენ ქართველნი, საესავს აქილიკებენ და შუმერის მახსოვრობას კი იჩემებენ, მესოპოტამიის მითებს ეწებებიან. ასეც ამბობენ: „იასონმა უსინდისოდ მოგვპარა ოქროს საწმისი და მედეაც მოგვტაცა“. ეს რა ჩვენობითობაა? დღეის საქმეში არაა ჩვენობითობა და რა იასონისა აუტეხიათ? ეს არაა მითის მახსოვრობა. მთელი საქართველო აცხე-ჭამიანი გახდა. სიღატაკე მოდის იმაზე საშინელი, ვიდრე აქამდე იყო. ხორველასავით მოედო საქართველოს უპოვარება, გლახაკობა და ჰგვემს მას. დოვლათიან ქვეყანას ასე მოუბოლოვდა. ეს არის იმის საფასური, რომ პატივით შემოსილიყო ათასობით ახალი ყაიდის ნაბიჭვარი, ყოფილიყო ასობით პარტია და გაზეთი. სად არის ეს ნანატრი თავისუფლება და თავისუფალი აზროვნება? არც ერთი პირუთვნელი მატიანე ისე არ შეარცხვენდა ქართველობას, როგორც ის შეარცხვინა გაზეთების, პარტიების და ეკლესიების სიმრავლემ. არც ერთი მტერი ისე არ გაამასხრებდა საქართველოს, როგორც ის ლიბერალიზმმა გაამასხრა. აღმოჩნდა, რომ არაფრის თავი არ ჰქონია ქართველს. არარაობა ყოფილა იგი მოდგმა. მთლად გამოაშტერა ის პოლიტიკურმა იმპროვიზაციებმა, ამ მიტინგებმა, ხელმოწერებმა, მიმართვებმა, მემორანდუმებმა, ეგზით-პოლებმა. ქართველის ყველა პრეტენზია, გამოთქმული ასე არტისტულად, არის საქვეყნო ტყუილი. დადასტურდა, რომ მონაა ქართველი და მისი პოლიტიკოსობა მონის მაიმუნობაა. ათიათასობით ქართველი დაიღუპა განვლილ წლებში და მაინც არ იქნებიან მკვდარნი ცოცხალთათვის შემწე სულნი. ილუზიებსა და ტყუილებს შეეწირა ამდენი ქართველი. უმართლო მკვდრების დიდი თემი ჰყავს საქართველოს. ვერასოდეს ახსენებ მათ სახელებს ომში საშემწეოდ. ჩამყაყდა და ჩაიღრძო ქართველობა სიცრუეში. ეს ჩანს ქართველთა გაზეთებში ისე, როგორც არსად. მთავრობის წინასწარმეტყველი დედაკაციც კი გაზეთს უშვებს. შევარდნაძესაც ჰყავდა თავისი მხიბლავი ქალები. საქართველოს გალეწვის ჟამსაც კი ქვეყანაში უნდა შემოდიოდეს ასეულობით ტონა საგაზეთე ქაღალდის რულონი. გაზეთის გამოშვება იქცა სარიტუალო მობილწარობად. იყოს ათასი გაზეთი, ათასი ეკლესია და ქართველთა შეგნება ბატონყმობასა და ჭამა-ყლაპიობას არ გასცილდება. რა არ დაიწერება, ვინ როგორ არ მოაჩვენებს თავს და ისევ ისე იქნება ყველაფერი. ისევ ბოზი და ჩათლახი აღზევდება.

როგორ თვალს აცეცებს ქართველი, რომ ვინმემ ზურგზე აიკიდოს იგი, ქება, ჭმევა, შექცევა დაუწყოს. უნამუსობაა ამირანის მითზე ამდენი წიგნის წერა. არა აქვს ქართველს სამოჯანყო ნიშატი. ის არ ყოფილა არც ერეტიკოსი, არც მონარქომაქი, არც ათეისტი, არც ნონკონფორმისტი ბუნებისმეტყველი. არა აქვს მას ამირანული სული. არაა ქართველი მემითე, სულ ამას კი იმტკიცება წიგნებში, რომ ის მემითეა. ქართველი არის საშინლად ლაჩარი, კონფორმისტი და ცრუპენტელა. თავისი შეგნებით ის ბატონყმობაში ჩარჩენილია. არაფერმა მოახდინა მის ცნობიერებაზე გავლენა. ნახე ქართველო უცხოელის მოჯანყეობა და ამირანობა, მისი მამა-პაპის ცხოვრება და აზრიანობა, მისი დაწერილი წიგნები მოიხილე. შენ თუ ამირანობ, მაშ უცხოელმა რაღა თქვას? როგორ ამაგრებდნენ ერთურთს ენამყრალობით 1992-ში, თბილისში რომ ომი იყო. მაშინაც ამირანის მებრძოლ სულზე უბნობდნენ. ეს ამირანობა კი არა, ქართველთა სიშლეგის ნათარეშალი იყო. თავად ვერ მაგრობენ და სულ  გაზეთით იხეხებიან. კი თქვა ვაჟა-ფშაველამ, რომ არ ვარგა ერთურთის კილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი, მაგრამ ქართველისთვის  ქართველის კილვა რჯულზე უმტკიცესი ჩვევაა.

თავზე გადასდის ქართველს ლექსი და გაზეთი. თახსირი და ავაზაკი ჯარად დგას ყველგან თბილისში. საესტრადო სიმღერებშიც კი ჩანს, რომ ჩაჯმულია ქართველი. ჩასაჯმელი სადაც არა არის რა, ქართველი იქაც ჩაჯმულია, რადგან ჩაჯმულობა გენეტიკური მახსოვრობაა, ყოფნობის ყველაზე ჩვეული წესია. უცხოურ ფილმებს რომ თარგმნიან ქართულად, იქაც ეტყობათ ხმებზე ქართველებს, რომ ჩაუჯვიათ. ერთურთს ემხიარულებიან და ლოთიანობენ. პროფანირებულია ენაც, აზროვნებაც, რელიგიაც და ეს ახარებთ ქართველთ. სიბრიყვისა და ლაჩრობის გამოფენაა ქართული ინტერნეტ-ფორუმები. როგორ მიაწყდნენ მას, თითქოს ამათთვის მოიგონეს ეს ქსელური კავშირი. სავაებოა ამათი ჭკუის კოლოფობა და ცხვირის აბზუება, ჭიაყელას პრეტენზიულობა. წერა უჭირთ, ფიქრი უჭირთ და მაინც დაძვრებიან ქსელში, რომ სამ-ოთხსიტყვიანი წინადადებებით, წამოძახილებითა და სასაცილო სურათებით ერთურთი შეაქციონ. არა, რა იცით, რომ ფორუმების დონეზე, ანონიმურად მაინც გამოჩნდეთ? ეგვიპტეში მუბარაქის დამხობისას თუ ხალხის ქსელში აქტიურობამ აჯანყებას ხელი შეუწყო, აქ ასე ვერ იქნება. არა, კი დაიქადნეს, მაგრამ ფორუმებზე ყიყინს არ გასცდება საქმე. ანონიმ ქართველ ქალებს ის უხარიათ, რომ იგინებიან ქსელში.  ვინ? ქართველები და ერთად დადგომა? ერთურთისთვის სამუდამოდ დაკარგულ ქართველებს ფეისბუკის სიჭრელე ართობთ. პატარაა ქართული სერვერი და ამდენი ჩოილარობის დატევა კი შეძლო. ნაზარმაცევად შედგენილია საიტები, სადაც ყოველივეს გაარაფრების ჟინი სჭვივის. ვის მოიწოდებენ, ვისი ციტირება ხდება და რისთვის, თავადაც არ იციან. ღობე-ყორეს მოდებული და ასე დაბერებული კაცების ნაგიჟარი ერისკაცობად წარმოჩინდება. ეს ხომ ვერ დაბრალდება მასონებსა და სატანისტებს?  მცირე მოსაშოვნელიც კი აგიჟებს ქართველს.

რამდენი მდიდარი და ძლიერად მქონებელია უკვე ქალაქში და სადმე თუ იქნება თბილისელ ბურჟუაზე საზიზღი არსება? კაპიტალიზზმა გააასკეცა და გაამედგრა ქართველთა არაკაცობა და  ძაღლიანობა. სიძულვილი ერთურთის მიმართ უფრო ძალუმია ქართველებში,  ვიდრე ამოწყვეტის შიშის გამო ერთურთისათვის მხარის მიცემა. რამდენს ირწმუნებოდნენ 1992 წლიდან, რომ საქართველოში იქნებოდა მერიტოკრატია (სათნოებითა და ღირსებით მკულთა ძალაუფლება). ამითაც გაამართლეს ზვიადის დამხობა. ეს კი არასოდეს იქნება საქართველოში. აქ ფულით იზომება კაცის სათნოება. სერგი ჭილაიას რომანში „ეკატერინე ჭავჭავაძე“ გიორგი ერისთავი ამბობს: „ჩვენი უბედურება ისიც არის, …რომ უღონონი, სუსტნი ვართ. ახალი გართულებული ცხოვრებისათვის სხვები ჩვენზე უფრო მომზადებულნი აღმოჩნდნენ და ისინი ეუფლებიან ახლა ჩვენს მამულს, ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ქალაქებს და ალბათ, სულ მალე სახლებიდანაც გამოგვრეკავენ. თბილისში დავდივარ და ხშირად ჩემი თავი ვერ დამირწმუნებია, რომ ჩემს თბილისში ვარ. ჩემს გვერდით ვიღაც საქმოსნები მიმოდიან, …მაგრამ ვხედავ და კარგადაც ვხედავ, რომ ცხოვრების საჭე მათ ხელშია.“

20 წელიწადი საკმაოზე მეტი დროა ამ მცირე ქვეყანაში, რომ განზოგადდეს მომხდარი. ერთი თაობის ცხოვრებაში მოთავსდა ის, რასაც ადრე ოთხი თაობის ცხოვრება ესაჭიროებოდა. როგორც ქართველი მამები ზრდიდნენ თავის ძეთ XX  საუკუნის  70-იან წლებში, ეგრეც ქვეყანას მოემკო. 90-იანი წლების საშინელი მარცხი 70-80-იან წლებში დაითესა. უკუღმართად ცხოვრების მიზეზი მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმი არ იყო. ქართველი ისტორიკოსი გაურბის ამაზე მსჯელობას.

თუ შეჩქვიფდა მაინც მუდამ ნატყუარში მდგარი უფროსი თაობის კაცებიდან რომელიმე, რომ დიდი ცოდვა აწევს მოდგმას და შთამომავლობას წინ დაუხვდება მამათა შენაცოდარი?  ბიბლიის  დამოწმებაში რომ გამეცადინებულან, რად არ იმსჭვალებიან ისინი იმით, რასაც სხვისთვის ამბობენ? მარიხი მიუწვდება ქართველთა ნაშიერთ. ერთიმეორის მიყოლებით დასრესს და ამოშანთავს მათ.

რა უყვეს უძღებმა მამებმა საქართველოს. პირისახეს ითალხავენ და გაზეთში  თავს აჩვენებენ. აჰა, დაკრეჭილი დადის ჭარმაგი კაცი, ვითომ მამულზე სწუხს და უმცროსთათვის ისწავლება, სიცილი კი ვერ მოუშლია. ჭამა-ყლაპვისა და ბუქნის გარდა არა აქვთ რა მოსაგონარი ბერიკაცებს და იტყვიან: „მოსკოვში რომ ვიქეიფეთ, ქალებში დრო ვატარეთ“. ესაა ქართველთა მოსაგონარი. ეს მათ არ დაავიწყდებათ, ქართლი კი დავიწყებიათ.  არ სურთ ჯავრიანი ფიქრი და ტკივილი. თავის სიცოცხლეს შეჰხარიან, თავის სტომაქს ეფოფინებიან სამარის კარამდე. არანაირი დამდაბლება არ აიძულებს ქართველთ აზროვნებას. ყოველი მათგანი ქვეშიდან გამოძრომას და გაპარვას ცდილობს. მთელ დუნიას სწვდება ქართველთა სიცილ-ყაშყაში. კი ბევრჯერ იტყვიან ერთურთის მოსატყუებლად: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“. ძეთა დაზრდის დრომ ბევრჯერ ჩაიარა, ლეკვები კი ისევ ლეკვებად დარჩნენ. ვერ დაიზარდნენ, ვერ მგლობენ, ვერა. ცუდანი არიან ქართველთა ძენი. მამათა სიწამხდრის, მამულის სახელგატეხილობის გამო შვილებმა მრავალგზის უნდა დაადასტურონ თავისი კაცობა. ისინი კი ერთხელაც ვერ დასტურდებიან. უნდა გამოათრიო ვინმე და შეუძახო: შვილი ხარ და შვილი დარჩები. მამა ვერასოდეს იქნები, მაშინაც კი, როდესაც შვილები დაგიდიან ქვეყანაზე. მამათა არაკაცობა შვილებს რვალის სალტედ შემოეჭდოთ ყელზე. მაინც წარბს არ შეიხრიან და ცხოვრებას ჯიბრში უდგანან, მედიდურად მისდევენ დღეთა დენას და ბრიყვებად  მშთარნი ჩადიან საფლავში. რისი ტრადიციები? რა ეროვნულ ღირებულებათა შკალა? თუ რაიმე არის და რაღად გაარარავდა ქვეყანა?

ვაჟა-ფშაველა ხედავდა ამ უბედურებას და  თქვა „ქებათა-ქებაში“:

„გააბეჩავა მშობელი

უმსგავსთა შვილთა ყოლამა.“

ვაჟამ კი თქვა ასე, მაგრამ ქართველი მამა თუ ნახულა სადმე, რომელიც თავის ავაზაკ ვაჟს შეარცხვენდა და მისი არაკაცობით შოებულ, შინ მიტანილ ხვასტაგს არ მიითვლიდა?  ქართველი დედა თუ ნახულა სადმე, თავისი სალახანა ძის გამო რომ დაერცხვინა და პური ვეღარ შეეჭამა? სადმე თუ ნახულა ქართლში ქვეყნის გატიალების გამო მწუხარე დედა? რომელიმე შვილი თუ აუჯანყდა თავის მოთახსირე მამას? მამა-ძენი ერთურთის არაკაცობას კბილდაკრეჭილნი იცავენ. არაკაცების სანათესაოში თუ არის ისეთი ვინმე, რომ დაამუნათოს თავისი სისხლისმიერნი? ქართველთა ნათესაობა უქიათ და მერმისის საწინდრად დაუსახავთ. სხვა ხალხებში არ იციანო ასეთი ნათესაობა. არც დედმამიშვილობა, არც ნათესაობა არ აკავებს ქართველს თახსირობისაგან. ცრუა ეს ნათესაური ტრადიციები.  წინაპრით ძაღლიანი და ძაღლიშვილი იყო ქართველი. თავისი მემკვიდრეებისთვისაც ასეთი იქნება. ამის მეტს კი არას წარმოაჩენს საქართველოს  წარსული. ერთურთის ძეებსა და ასულებს უცქირონ ქართველებმა და დაიდასტურონ თავისი მოდგმის უსაშველობა, ძაღლნარწყევი სიცოცხლე და სამუდამო დაწყევლილობა. ესეც ვაჟამ თქვა „ყოველდღიურ ფიქრებში“:

„თუ შვილნი არ ვევარგებით,

რა ქნას სამშობლო მიწამა.“

სადა აქვს შვილთა თაობას იმისი თავი, რომ განკიდეგანდეს მამათა თაობისაგან და სხვაგვარი ცხოვრება დაიწყოს? ილია ჭავჭავაძე რომ გრიგოლ ორბელიანს ედავებოდა, მაშინ მამათა და შვილთა ბრძოლაში შვილნი განმანათლებლობის ლიბოზე იდგნენ და ქართული იდეის კედელი ასე ამოჰყავდათ. დღეს რაღაა? შვილთა თაობაში ამდენი ჰუმანიტარი გაჩნდა და თუ დასობენ და განისჯიან ურთიერთში იმას, თუ რა უნდა იყოს ქართული იდეა? ეროვნული ბრძოლა რას უნდა დაემყაროს? ათასობით ქართველი მოდასე ჩაიწრიტა ცხოვრების კლოაკაში სასტიკად გალახული და მოღორებული. საუკუნოვანმა ბილწობამ გააკეთა, რომ ჯერ არ უბოზნია ქართველს და უკვე ბოზია, ჯერ არ უცრუვია და უკვე ცრუა. ჯერ არა უთქვამს რა ქართველ ჭაბუკს და იცი, რომ  ბრიყვი და ვირიშვილია. ეს ივლის უდაბნოში? ეს გადალახავს იორდანეს და აიღებს იერიქონს? ასიათასობითაა ასეთი. ახლავე გაასწრეს მამებს ყალბისმქმნელობაში.  რკინით ნაჭედი ქუსლით უნდა ნაყო ამათი ცხვირპირები. როგორ აისხლიტეს შვილებმაც და მამებმაც მამულის ყველა უბედურება. აჰა, ეკონომისტი, იურისტი, ბარმენი, დიჯეი, ოფიციანტი, ჟურნალისტი,  ჩაფარი, პოეტი ვაჟები. გაიყვანე ისინი უდაბნოში და ერთი ეჯის გავლა მაინც შეძლონ.

რამდენი წელია ბოლშევიკების მოსათხრელად ფილმ „მონანიებიდან“ გაიძახიან სიტყვებს: „დოქსოპულო, შენ დედა არ გყავს?“ თქვენ თუ გყავთ დედ-მამა? რა დედამ გშობათ ასეთი მყრალნი? კომუნისტების დროს იყო მერვე პოლკი, უდედმამო ჯარისკაცებისათვის, რომელიც მიტინგების გასარეკად გამოიყენებოდა. ახლანდელი კარიერისტი ჯეელები უდედმამოებივით იქცევიან. თუ ოჯახებში გაიზარდნენ, რა გაზრდილობა ეტყობათ? მათი დედ-მამანი რანი არიან ასეთი შვილების გამჩენნი?

შვილი რომ რჯულის მოშურნე და მახვილოსანი იყოს, გაუგონებს მას მამა? არ იციან შვილებმა, მამათა რა ავკაცობის გამოა მათზე ესოდენი უსვეობა მოწეული. არც კითხულობენ. ეგაა, რომ როგორც არის და ცოცხლობენ. რას ბაქიობენ, არ გაიგება.

ამდენი ომის თეორეტიკოსი და სამხედრო ექსპერტია საქათმედ ქცეულ საქართველოში. ერთნი ქართველთა ჯარის ტუაფსემდე გასვლას მოჰკვეხენ, სხვანი კრასნოდარის აღებისა და შემოერთების გეგმას ადგენენ და სულ ირწმუნებიან, რომ რუსეთი იშლება. ისინი დაშლილი რუსეთის რუკებს აზუსტებენ და გაზეთებში აქვეყნებენ. ჭკუაზე მყოფია ქართველი ამის შემდეგ? როგორ დიდგულობენ წაგებული ომებიდან მოსულნი. ამათ რომ ომი მოეგოთ, მერე როგორღა იქნებოდნენ? ისე დადიან ქალაქში, თითქოს იდიდგორეს და ხონთქრის საჭურჭლე მოიალაფეს. რომელიმე მათგანი თუ მოითხოვს, რომ შევარდნაძე სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლოს? რომელიმე მათგანი თუ იტყვის, რისთვის გაწყდა ნაღალატებ ომებში ამდენი ქართველი? ომში ერთად ყოფნისას ერთურთისათვის უცხონი იყვნენ და ახლა რაღაა მათზე სათქმელი? აფხაზეთის ომში ნამყოფი ვეტერანები ჰყვებიან გაზეთებში, რომ ქართველი ოფიცრის ღალატმა ფრონტი მოშალა და ასობით ქართველი დაიხოცა. განა ის, რომ გამოათრიო ეს ოფიცერი და ღორივით დაკლა მოედანზე. მარტო გაზეთებში კრუსუნებენ. 1993 წლის მიწურულს, ახალ წელს, წაგებული ომები ქართველებმა თბილისში დიდი სროლით აღნიშნეს. ცა ჩამოიღეს სროლით. მერე ყველგან ღრეობა და სკდომა იყო. 2008 წლის ბოლოს, ახალ წელს ისევ ჭამა და სიცილი იყო. დამარცხებას და მიწების სამუდამოდ დაკარგვას ასე მიეგება ქართველობა. დუმილიც ვერ შეძლო მან. თავის ცანცარს ცას ააწვდენს ქართველი. ისრაელის მსაჯულმა, სამუელ წინასწარმეტყველმა ქვა შეწევნისა დადო ფილისტიმელთა ძლევის მოსახსოვნელად. ებენ-ყეზერი ეწოდა ამ ლოდს. საქართველოში კი სირცხვილის ლოდებია დასადები წელიწადის ყოველ ალოზე. ერთი ქვა არ დადებულა ქართველთა სიქველის ნიშნად გასულ წლებში. ქართველთა გავლილზე რჩება მხოლოდ სიხარბის საფლავები, რასაც რიცხვთა წიგნში (11: 34) კიბროთ-ჰათაავა ეწოდება. თუ ქართველთა შვილნი იკითხავენ ერთი ამბით შემკულ საფლავებზე, გადაჭედილ პანთეონებზე, ეს რა ქვებიაო, ვინ რა კარგს ეტყვის მათ?

1832 წლის შეთქმულების მოთავე იესე ფალავანდოვი დანარჩენ შეთქმულთ თავისი ფიცილით ატყუებდა, აჯანყების გეგმის შემდგენიც თავად იყო. კაცი თავისი ძმის მოკვლას იქადოდა, სამოჯანყოდ აქეზებდა თავადებს და მანვე კი დაასმინა შეთქმულნი ძმასთან. არც იესე და არც საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორად მყოფი მისი ძმა, არც მათი შვილები სინდისს არ შეუწუხებია. იესეზე და მის ძმაზე შური არავინ იძია ამდენ გაცემულ შეთქმულთაგან. თავადები ერთურზე გადადიოდნენ გენერლის ეპოლეტების მისაღებად. შვილნი მამებზე უარესნი იყვნენ. სხვას კი არას იტყობინება საქართველოს მატიანე. სომხის სოვდაგრისა და კინტოს დასაცინი გახდა ქართველი თავადი. კინტო რა იყო და ისიც ხედავდა თავადის საშოვარზე გამოსვლას, მის წანწალს დუქნებში. ილია ჭავჭავაძის უფროსმა თანამედროვემ, 1832 წლის მოუნანიებელმა შეთქმულთაგანმა ალექსანდრე ორბელიანმა, ქართველთა ფუნდრუკ-ხუნტრუცის შემცქერმა თქვა: „ვაი თქუენი ბრალი უბედურო ქართუელებო, მე თქუენთვის ვარ და თქუენკი ეშმაკებისთვისა“ (გაზ. „საქართველო“, 1998. 21-23 იანვ.).  არც ერთი ქვეყნის არისტოკრატიას ასე არ შეურცხვენია თავი, ვითარც ქართველ თავადობას. ცოდვიანობის გამო მიეზღოთ მათ ასეთი სასჯელი 1924 წელს, როცა ბოლშევიკებმა ისინი ხვრიტეს. გასაკვირი არ არის, რომ  რუსეთის არისტოკრატიის ამომწყვეტი ბოლშევიკები 1921 წელს საქართველოს დაპყრობისას, დიდხანს არას ერჩოდნენ თავადებს. ამის პასუხი არაა საქართველოს ისტორიოგრაფიაში. ქართველ თავადობას ბოლშევიკები არად აგდებდნენ. თავადობა იყო დეკლასანტი. ის არ იყო თავისი ქვეყნისთვის. ერთი წიგნი არას იტყობინება იმაზე, თუ რას იქმდა ასე მრავალრიცხოვანი თავადობა ჟორდანიას მმართველობის დროს. 1924 წლის დახვრეტებმა ისტორიკოსს საბაბი მისცა თავადისაგან  მარტვილი ერისკაცი გამოეყვანა. რომ არ აჯანყებულიყო თავადობა ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოთავეობით, ის დღემდე მოატანდა. თავად ჩოლოყაშვილი რას იქმდა ჟორდანიას დროს? მას ეთნებოდა  ევროპელი და თურქი ოკუპანტების ბოგინი? მისთვის საქართველო ჟორდანიას დროს თავისუფალი იყო? სადაა ამის პასუხი? თუ ეს არაა და რისთვის დაიწერა ამდენი წიგნი ბოლშევიკურ ოკუპაციაზე? 1924 წლის აჯანყებაზე? რუსმა ბოლშევიკებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის  ოკუპაციით მოახდინეს ევროპელი იმპერიალისტების პლაცდარმის ლიკვიდაცია. საუკუნის მეოთხედი იგესლებიან 1921 წლის რუსულ ოკუპაციაზე.  ამ მთავრობის განათლების სამინისტროს ბრძანება იყო, 2008 წლის ომის წაგების შემდეგ, რომ ყველა სკოლაში მომზადებულიყო გაკვეთილები ბოლშევიკურ ოკუპაციაზე. სიმართლეს ვერ იტანენ საქართველოში. აიკვიატეს სიტყვა „ოკუპაცია“ და რაღაც ჰგონიათ. დღემდე ოკუპირებულია იაპონია, გერმანია ამერიკელთა მიერ და აბა გაბედოს ამის თქმა პოლიტიკურ ქირაზე მდგარი პოლიტოლოგების ხროვამ.

თავადობას რომ წითელი არმიის შემოსვლისას ფიცხელი ომი აეტეხა და ებრძოლა, მას არ დაინდობდნენ ბოლშევიკები. არისტოკრატიას ყურიც არ გაუბარტყუნებია და იმიტომ არ ახლეს მას ხელი რუსეთის თეთრგვარდიული თავადობის ამომწყვეტმა ბოლშევიკებმა 1924 წლის აჯანყებამდე. ქართველი თავადობა კარგად იბრძოდა პირველ პანევროპულ ომში. ბევრი ქართველი არისტოკრატი დაიღუპა. ეს წერია  1914-17 წლების ქართულ პრესაში. თავისი მამულისთვის კი არ იბრძოლა თავადობამ. კოჯორთან და ტაბახმელასთან რომ იუნკრები ომობდნენ, არც თავადობა, არც ხალხი წითელ არმიასთან საომრად არ გასულან. მიხეილ ჯავახიშვილმა აღნიშნა 1930-იან წლებში: „ ყოველ ქართველს ყოველ ჟამს უნდა ახსოვდეს, რომ ნახევარმა საქართველომ მარაბდის ბრძოლის დროს 10 000 მოკლული გასწირა, ხოლო ერთობლივმა საქ-ომ 1921 წელს თავის დამოუკიდებლობას ასი მოკლული ვერ შესწირა“.  „გველის  მჭამელში“ ვაჟა-ფშაველა იტყვის:

„თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით,

ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა“.

ბოლშევიკები 1921 წლის თებერვალში შემოვიდნენ და ამდენი წელი რომ გავიდა, ქაქუცა მანამდე რას იქმდა? ეგრე არაა, ლიბერალი ისტორიკოსი დღეს რომ სცრუის მთავრობის საამებლად. ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოება არსებობს და მღვდლის კურთხევით გაზეთს გამოსცემს. რა ითქმის აქ საგულისხმო? რა შაბლონებიც თქმულა 1989 წლიდან, აქაც ისევ ისაა.

რომ არა ბოლშევიკური ოკუპაცია, ილიას უმცროს თანამედროვე ქართველ ინტელიგენციას იმისი თავი ჰქონდა, რომ სომხებისთვის ჩამოერთვა მათ მიერ კანონით ნაყიდი თბილისი და მისი შემოგარენი? 1989 წლიდან ქართველები რომ სულ ბოლშევიკების გამო ილანძღებიან, ეს ვინმემ იფიქრა მათგან? საქართველოს ეკონომიკის 80%-ზე მეტი სომეხი კაპიტალისტების ხელში იყო. ბოლშევიკებს უნდა უმადლოდეს ქართველი შტერი, ეს მართლა გიჟი ვრაცუა, რომ თბილისი ქართული ქალაქი გახდა. არა, ვინ ხარ,რა ხარ ასეთი, რომ მეფის სატახტო ქალაქსაც სომეხი გედავებოდა და გიმტკიცებდა კიდეც, რომ შენი დედაქალაქი მისია, მისი მამების აშენებულია? რომ არ ყოფილიყო ბოლშევიკური ოკუპაცია, თბილისი დღეისობას რა იქნებოდა, გიფიქრია ქართველო?  ხომ ამბობ აგერ 20 წელზე მეტი, რომ ბოლშევიკური ოკუპაცია უკანონო  იყო? სოციალიზმი  თუ არალეგიტიმური იყო და მისი დანაშაული კერძო საკუთრების ხელყოფაა, მაშინ დაუბრუნე კაზარიანის მემკვიდრეებს ზემელზე მდგარი სახლი. დაუბრუნე პლეხანოველი სომხის სოვდაგრების შთამომავლებს მთელი ეს ქუჩა. დაუბრუნე მათ მამულები მარტყოფიდან დაწყებული ვიდრე ტაბახმელამდე. შენივე ნათქვამის მიხედვით განისაჯე და გამტყუნდი შარახვეტია ქართველო ჟამის მიერ და ესეც ვერ შეიცანი, რადგან ის არ ხარ, რაც უნდა იყო. მარტო გაზეთი გქონდეს. ხომ  არ გგონია კვლავ რუსი მოვა და შენს დაფუნილს ახვეტს? ხომ არ გგონია, რომ რუსი მოვა და ქარხნებს აგიშენებს? დღეს ისევ გედავება სომეხი და თავის სიმართლეს ამტკიცებს. წაიღო მან კილომეტრობით მიწა ქართლში და ხმას ვერ იღებენ ამაზე თბილისში. ქართველის საძაგლობა უადვილებს მას თავისი სიმართლის დამტკიცებას. იგივეს იქმს აზერბაიჯანელიც. მანაც წაიღო ქართლის მიწები.

ახლა რომ არის ქართველი ბურჟუაზია, ის  ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროის თავადთა კლასის მსგავსია. ამ ბურჟუაზიის შვილები უკლებლივ უცხოეთში სწავლობენ. რა, ჩამოვლენ და მამულზე ზრუნვას დაიწყებენ? ერთი მაინც იქნება ასეთი? ჩამოვლენ და დასხდებიან მინისტრებად. ეს არის და ეს. მთავრობას ნურვინ დააბრალებს ქართველი ახალგაზრდობის გულგრილობას. ნურვინ იტყვის, რომ მას ტვინი გამოურეცხა სააკაშვილმა. მისი ბრალით არაა, რომ საქართველოს ასეთი ახალგაზრდობა გაეზარდა. არ იქნება ქართველ მდიდართა კლასი სარაჯიშვილისა და ზუბალაშვილების იდეური მემკვიდრე. ამაზე აღარ უნდა იყოს ლაპარაკი.

მამათა თაობის კაცთაგან ერთი ვერ იტყვის, რომ მტერია ღმერთი, რომ ჩვენი უკეთურების გამო ღმერთი ჩვენთა შვილთა მომსვრელი იქნება. როგორ განაბულან და გაფუყულან ქართველნი. ვითომც არაფერი ხდებოდეს. რა აქვს ჩადენილი ქართველთა წინაპარს, რომ მის გამო შვილნი სამისხოდ იგვემებიან? ასეთი რა ცოდვა დაგროვილა ამ ციდა ქვეყანაში? თავის მოსამშვიდებლად ამბობს შიშით ატანილი ქართველი, რომ   მამის ცოდვის გამო შვილმა პასუხი არ უნდა აგოს. ამით ის ცდილობს მოებღაუჭოს ქრისტიანული მიმტევებლობის სწავლებას. საქართველოს წარსული კი ყველა საუკუნეში ცოდვის საერთოობას ამტკიცებს. მცონარების და ლაჩრობის გამო ითქმის ასე და არა იმიტომ, რომ ქრისტიანი ქართველი სულიერად აღემატა ძველი აღთქმის კაცს. კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცებაში“ თარაშ ემხვარი ამბობს: „ჩვენ თუნდაც ცამდისაც ხელი ავყოთ, მამების ჩვენის ცოდვა ადრე თუ გვიან მაინც გვიწევს და მოგვახრჩობს, რადგან ჩვენი წინაპრების სისხლი გვაქვს ძარღვებში.“ აქვე სხვაგან თარაშ ემხვარი სწერს სიჭაბუკის მეგობარს ვახტანგ იამანიძეს: „…მამა-პაპათა ზნეთაგან ჩვენ ისე შეპყრობილი ვართ მეთქი, როგორც  ლაოკოონი და მისი შვილები, გარს შემოგრაგნილი გველისაგან.“

ჭეშმარიტი ნათქვამია ემხვარისა. სულ ჭირის ბუდეა საქართველო. თითქოს ჭირი წავიდა და ჭირმა კიდევ სხვა ჭირი მოიტანა.

თუ საქართველო ღმრთის წილხვედრია, მაშინ აქ  სათემო სამართალი უნდა ზეობდეს და არა ლიბერალური ინდივიდუალიზმის სამართალი. თუ ღმრთის რჩეულობას ეჩემები, მაშინ ინდივიდუალისტი ლიბერალი ვერ იქნები. რაღაც მეტი უნდა იყო. ეს არაა საქართველოში გააზრებული. ღვთივრჩეულობის იდეა მხოლოდ ენის მოსაქავებლად და თავმოთნეობის გასახელებლად უნდათ ქართველებს. ოც წელზე მეტია ვერ გაუგია ქართველს რა უნდა, რას იმტკიცება. ის არაფრის გაგებაში არაა და სულ ასე იქნება. ლიბერტარიზმიც გინდა და ივერიის გაბრწყინებაც? ეს როგორ? ახლანდელ ქართველ თეოლოგთაგან ამაზე არის რაიმე ნათქვამი?

ქართველთა მესიანიზმის სიყალბისათვის                                

         1989 წლიდან დაიწყო საგაზეთო ბიბლეისტიკა. გადაჭრით იწამებოდნენ დისიდენტები, მღვდლები,მსახიობები და ვინ აღარ, რომ ახალ მოსე იქმნა ქართველი. ეს დიდი ტყუილი იყო. რამდენადაც მჩმახველია ქართველი, იმდენად უჭკუოა და რამდენადაც უჭკუოა, იმდენად მჩმახველია. გააბუჩდა ღმერთი ამდენი მოლაპარაკე,  მოტირალი და მირონდენილი ხატების გაჩენით. არც მიწას არგია და არც ცას ამდენი სასწაული. ყოველდღე ხატებს ბეჭდავენ გაზეთში, ყოველდღე წმინდანთა ცხოვრებას ჰყვებიან და არ ხედვენ, რომ ეს უაზრობად იქცა. აუკრძალე მღვდელო ეს გაზეთის ამქრებს. ჭკუა მიეცი ქართველებს ღმერთო, მათი სიშლეგე დაანელე, თორემ რას ამტკიცებ ამდენი ხატის მირონდენითა და ცრემლოით?  აი ამ ხატების წინაშე  ფეშხუმით უნდა დაილიოს ტრანსცენდენტალური თახსირის, ქართველის სადღეგრძელო.

ისიც ითქმის წლობით, რომ ქართველი ერი გოლგოთაზე მიდის. არა, უდაბნოშიც მიდის ქართველი, გოლგოთაზეც მიდის და თან დასავლურ ინტეგრაციაშიც ეკვეხება. ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკი დაფარული სიბრძნის ცოდნად დაუსახავს. ესაა მესიანიზმი? ისიც ითქმის, რომ სიონის შვილია ქართველი ერი და ახალი სიონია საქართველო. ისიც ითქმის, რომ ქრისტეს კუნძულია საქართველო და კაცობრიობას ღვთის შუქს უჩვენებს. რამდენი წელია ირჩევა, რომ კაპადოკიელი მამები, ბასილი დიდი და მისი ძმა გრიგოლი ქართველები იყვნენ. ავგუსტინე და ორიგენე არ იყვნენ ქართველები? ქრისტეზეც ითქვა ასეთი რამ. იმ მღვდელს შაყი უნდა ჰკრა, ვინც ქრისტეს ქართველობას იწამებოდა. არა, მამა ღმერთი, ცაბაოთ უფალი არ იყო ქართველი? ვაი ასეთი საფხანავების მომგონს.

უთხრა ღმერთმა მოსეს მაგიერს, იეჰოშუა ბენ ნუნს იორდანეზე გადასვლისას, რომ დღეს ჩამოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი და იმ ადგილს გილგალი ეწოდა(რაც მოშორებას ნიშნავს). ეს ნაუწყებია იეჰოშუას ქრონიკების  5:9-ში.

ქართველი არსად წასულა თავისი დედულ-მამულიდან და მგზავრად აჩვენებს თავს. საქართველო არის  იდიოტობისადმი მიძღვნილი მონუმენტი. უდაბნოდ გაჭრას ირწმუნება კაცი და შინ კი ზის. არ გინდა ქართველო მამული. მაშ წაგართვას ის უცხომ და შენ მის კარზე ქირის კაცი ყოფილიყავი. სადაც არ უნდა გადგას ფეხი ქართველმა, ყველას ეცოდინება, რომ თახსირი და ვერანა მოვიდა. სახელი გაუტყდა ქართველს ყველგან. რა, წავა იგი სადმე და მტკიცებას დაიწყებს, რომ ჭეშმარიტი რჯულის მიმდევარია? ის ძველი ებრაელი სხვის ქვეყანაში იყო მონა. ქართველი კი თავის მამულშია მონა და უდაბნოდ სვლაზე ლაპარაკობს. წავა სადმე ქართველი და ისევ აქ არ მოვა?  XVII-XVIII ამერიკელი მესიანისტი პილიგრიმი, პურიტანი ლტოლვილი მიუთითებდა, რომ ის გამოიქცა ევროპიდან, როგორც ეგვიპტიდან და მისთვის ამერიკა არის ახალი მიწა. მან დიდი სისხლი გაიღო და შექმნა იმპერია. შენ სადღა წახვედი ქართველო? რისი შემქმნელი ხარ?

საწამლავია ქართველთა საღვთო რასიზმი.  „წმინდასისხლიანი იბერ-კოლხები“, „უნიკალური გენოფონდი“ და მსგავსი თქმანი. უცხონი არიან ქართველნი ერთურთისთვის და ეს იმიტატორული რასისტობა სინამდვილის დასამალადაა. ყოვლით ნაკლულია მოდგმა და მისი გენოფონდი დეგენერატობის უნიკალობაა. ამდენი მახინჯისა და გიჟის შემყურე როგორ მესიანისტობ?  სამშობლო ჩათლახანაა და არა მესიანისტური გზნების ალაგი. სამშობლო ყროლის ქოთანია და არა საღვთო ჭურჭელი. სამშობლო სოდომია. სკინტლისოდენა, მუდამ ნაცემი და  მშიერი ქვეყნის ზვაობა ცას სწვდება. რომელიმე მღვდელი თუ შევიდა საქართველოს მთავართან და ამხილა იგი? თუ არა და მაშ რად ასწავლიან სკოლიდანვე იმას, თუ როგორ ამხილა ძველად ერთმა ბერმა მეფე სიძვაში და გააშვებინა მემრუშე ქალი? რომელიმე მღვდელმთავარმა თუ გაბედა და ამხილა მთავარი შლეგობაში? რა არის, რომ პატრიარქი მთავარს აჯილდოებს და მთავარი პატრიარქს? რა არის, რომ პატრიარქი შევარდნაძეს ეახლა დაბადების დღის მისალოცად?  სამოქალაქო ომის მოთავეთა – შევარდნაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, მარიამ ლორთქიფანიძის  უმაღლესი საეკლესიო ორდენით დაჯილდოება პატრიარქის მიერ,  ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ყოველთვის გაამართლებს ამ დიდ ცოდვას. ეკლესიამ ამ დაჯილდოებით ღვაწლში მიუთვალა მათ ცოდვა და სახელად გამოაჩინა თავის ჟურნალ-გაზეთებში. ამავე დროს დაჯილდოებულთა სიბერე ალიბი არის, რომ ვინმემ რაღაც არ თქვას. ოინბაზობა კიდევ ისაა, რომ დაჯილდოებული ამირეჯიბი ოპოზიციონერია და პატრიარქი კი ხელისუფლების დამცველი. ჯიბესავით ზედ აკერია ეკლესია მთავრობას. შინაგანად მოგსპობს ეს მოჩვენებითობა, კონფორმიზმი და ისტერია, რაც ეკლესიამ გაამეფა. სახელისუფლო კლასს ერგო ქონება, პროლეტარიზებულ ხალხს – გაზეთი, ტელევიზია და ეკლესია. ბოლშევიკების გმობით მოპოვებული მორალური ავანსი მღვდელმა სულ მალე გაანიავა. არ დაიწერება საქართველოში ჩაგრულთა თეოლოგია, არ იქნებიან განწმენდის ღვთისმეტყველნი. ჯაბანია მღვდელი და ხელისუფლებას მიექირავა. ყიზილბაშის დროზე ბევრად უარესია, რომ ამდენი პარტიის, ამდენი ეკლესიის არსებობისას ქართველნი ერთურთისთვის დაკარგულნი არიან. საეკლესიო დღესასწაულების მოლოცვაში გემუქთავება შენიანი, თორემ საქმეში რა ძაღლიანი და არამზადაც არის, ამას ბრმაც დაინახავს. მოგაყრის სატელევიზიო გულითადობას და გწამლავს ამით.

ქართულად ფიქრს შეგაძულებენ აი ასეთი ლაპარაკით: „დედა სამშობლო მშობიარობისთვის ემზადება და სული უნდა მოვიწესრიგოთ“. ვერ გაიგებ, რას გულისხმობენ, რისკენ მოუწოდებენ მღვდელნი. ალბათ, იგულისხმება ამ ცრუ მესიანიზმისა და კაპიტალიზმის ნაზავის შობა. ან კიდევ: „ქართველები გენეტიკურად მართლმადიდებლები ვართ“. გენეტიკურად როგორ არის კაცი მართლმადიდებელი?   ეს ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ქართველის მოდგმაში დაბადებული ჩვილის გენში უკვე არის ცოდნა, რომ სული მხოლოდ მამისგან გამოდის და ყველა სხვა გააზრება სატანურია? ეს მსჯელობა ხომ აუქმებს ნების თავისუფლებას, რწმენის არჩევანს? გინდა თქვა, რომ რწმენა არის გენეტიკურად დეტერმინირებული?

მართლმადიდებელი კი არა, არამედ სიგიჟის, ტყუილების და არაფრობის მადიდებელია ქართველი. ლამინირებული ხატები, ხატი-სტიკერები რაგინდარა ზომისა, დასტებად აწყვია მოედნებზე. გვერდიგვერდ იყიდება სანთლები, ქალის საფენები, ხატები, გაზეთები. აღარ იყიდება ხატები და სახლის კარზე მისვლით ცდილობენ გაასაღონ. მეტროსადგურებში, მაღაზიებში დადიან მღვდლები, თან ახლავთ ვინმე მრევლთაგანი ყულაბით ხელში და საყდრის ასაგებ თეთრს იხვეწებიან. პროფანაციებისა და აპოსტაზიების ციკლს გადის ეკლესია. ეკუმენიზმის გამო კი რა ამბავი ატეხეს. არაა და არ იქნება ქართველი ჭეშმარიტი რჯულის მცველი. მცდარად ასკვნიან, რომ ეკუმენიზმისაგან გამიჯნვით ჭკუა მოიგეს და სიწმინდე შეინახეს. იმტკიცებიან, რომ უცხოელი სატანის გზით მიდის და ქართველი კი ჭეშმარიტ გზას ადგას. ის უცხოელი მაინც ყველაფრით შენზე მეტია. შენ ისევ მაჩანჩალად რჩები. ისევ იმ უცხოელისგან გამოვა რაღაც სამერმისო. ეს აქ გაგიდის ყველაფრის გაარაფრება და ყველაფრისთვის შენი ტრაკის გამობმა, ქართველო. ეს აქ გაგიდის ყველაფრის შენი ბალღამით გასვრა, ღვარძლის რჯულიერებად გასაღება. ქუჩებში გამოტანილი ხატების ლოღნა და პროშნა არის სხვათა მისატყუები ილეთი. როცა დიდი ხატები საყდრიდან გამოაქვთ და ლოცვით მსვლელობებს აწყობენ, ვიცი, რომ კიდევ ერთი უბედურება უნდა დაიწყოს. რატომ აკანკალებს ხატს და  კადნიერობს ეს ხალხი? რჯულთამებრ ხატი ცხოვლობს, მასში ღმრთის ძალა დავანებულა და მას ვკითხავ: როგორ ეჭერინები ხელში ამ შინაგანად ბილწ ადამიანს? ეგრე გაგიხდა საქმე, რომ თაღლითის წასაღები გახდი? უწინ მართალ ბერთა შორის უმართლესს არჩევდი, რომ შეგხებოდა. ახლა ანაფორიანი მეროჭიკენი შემოგგარვიან. არაა ქართველებში რჯულიერი სიყვარული.  მდღევრად რომ ნათლის სვეტი იდგეს ქართლში, მაინც იგივე იქნება ქართველი. სხვა რა დარჩენილა, თუ არა ის, რომ ყოველდღე  სასწაულები ჩაღდებოდეს, წინასწარმეტყველი დედაკაცები ფარფაშებდნენ.

არც მამას მოეკითხება არავისგან და არც შვილს კაცური სამართლით. განგება მოჰკითხავს სასტიკად. არ შეუძლია ქართველს ავაზაკთა ალაგმვა. შეჭამეს იაკობი მისივე უმსგავსოების გამო სხვა ხალხებმა. წარიწყმიდა უფლის სახლი უფლისვე ხელით. მახვილმა შთანთქა ისრაელის ჭირნახული. ქრისტეს მოსვლის შემდეგაც აშუქებს ეზეკიელ წინასწარმეტყველის ნათქვამი: „მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოეკვეთნეს“ (ეზეკკიელი, 18, 2).  ჭამა იაკობმა, განძღა, განსუქნა და დაივიწყა უფალი. სულ ამაზეა იუდაური წიგნნი სჯულისანი.  არ არის ქართველი ისეთი, რომ ბიბლიის სულით იყოს შემსჭვალული. სულ ბიბლიაზე კია ლაპარაკი ათეული წლები. საბჭოთა ხალხებში ქართველზე ბევრი არავის ულაპარაკია ბიბლიაზე და რა? ვისთვის გამოდის ამდენი საეკლესიო ჟურნალი? ყველა გორაზე საყდარი დგას და რა?

შენგამო დავაქრობს ღმერთი მთელ მოდგმასთან და აღხოცვას უქადის მას, რადგან მთელი თემია ღვთის რჩეული და ერთის მცოდველობა მთელ თემს მოეცხება მწიკვლად. ღვთივრჩეულობას რჩეული სამართალი ესაჭიროება და არა ლიბერალთა ნაკანონარი. არაა საქართველოში ერთობისა და ერთი ტვირთის შეგნება. ქართველნი ინდივიდუალიზებულ სახარებას ამოჰფარებიან. თავის ჭიას ახარებენ, თავის გაარარავებულ ცხოვრებას დაჰკანკალებენ. აგატირებს ქართველთა ცანცარი და თქართქარი. რას არ იტყვიან, რას არ მოიგონებენ. „ქართველმა კაცმა სამშობლო და უფალი ერთმანეთს გაუიგივა“. ეს ხომ დიდი სისულელეა. სამშობლო როგორ არის ღმერთი? თუ სამშობლო ღმერთია, შეხედე ქართველთაგანვე გავერანებულ ქართლს და ეს რა ღმერთია? ქართლისათვის თავად ქართველია ყამალეკი. საქართველო როგორ არის უფალი? თუ ეს უფალია,რაღად გაყიდა ქართველმა ის ათასჯერ? ძველ ისრაელში ვინმეს უთქვამს, რომ ერეც ისრაელია უფალი? განა იუდეველმა ერთურთს შერია ისრაელი და ისრაელის ღმერთი?

         დიდ მუქარას შემოუთვლის იერემია წინასწარმეტყველის პირით ადონაი იაკობის სახლს და იკითხავს იუდეველთა თემი – რად ირისხვისო ჩვენზე ღმერთი? იტყვის ცაბაოთი, რომ მიმატოვეს თქვენმა მამებმა და სხვა ღმერთებს მიჰყვებოდნენ (იერ. 16, 11). ეს ნიშნავს, რომ მამათა ცოდვის მოსაკითხად შვილებს დაეტევა ისრაელის ღმერთი. უკვე სამშობლოს ცნება გულისხმობს ერთობას, საზიარო ხვედრს. ასევეა ხალხის ცნება. ლიბერალური დისკურსი ამას ჩქმალავს, რითაც ქართველი  დიდად ხარობს. მესიანისტი თუ ხარ, მაშინ რაც მამამთავრისათვის არის წესი, შვილთაშვილთათვისაც იგივე წესი წესობს. მესიანისტი თუ ხარ, მაშინ შენი ისტორია ღმერთის ასპარეზია და არა მოანგარიშე მომხმარებლების სამეურნეო-სავაჭრო   წლები. როცა მესიას მოელი, შენი მიწა კვრივია                (უფლის სამყოფელი) და  არა დახლი და  საბოზრეთი. ქართველი ორივეს ეპოტინება. ასე არ გამოდის. ამის გამო მას კიდევ უარესად მოხვდება. მეტი ავი დაეთევა თავზე საქართველოს. მღვდელიც ისეთივე მენეჯერია, როგორც ხელისუფალი და სათქმელს გაურბის. მღვდელს უხამს მესიანისტობისა და ღვთივრჩეულობის სიძნელის თქმა მრევლში. მეორედ მოსვლაზე ყასიდად მწუხარე უბნობას ამოაფარა მღვდელმა თავისი სიმხდალე და გულცივობა. ღვთისმსახური, რომელიც წიგნის სულით უნდა იმსჭვალებოდეს, ასეთი უნდილია და სხვისი რაღაა გასაკვირი?  ბოლოვად იდეებს მაიმუნობა არ შეეფერება. იდეა შურს ძიობს ამისთვის.  ეს მინდოდა მეთქვა ქართველთა ცრუ მესიანისტობაზე.

* * * *

ვერტიკალი არ იქნება საქართველოში. იქნება მხოლოდ ჰორიზონტალი, როცა ყველაფერი ერთად ჩაყრილი და ალუფხულია. ყველა ჭკვიანი, ზნეობრივი და თავლაღია, მაგრამ სიბრიყვე, უნამუსობა და მონობაა ყველგან. ქართველთა ელიტამ თავისი ცხოვრებით ერთხელაც ვერ დაამტკიცა მამულისმოყვარეობა. რიოშობაა ამდენი ლაპარაკი აფხაზეთის დაბრუნებაზე. უცხოეთის კურორტებზე საიდუმლოდ მოარული ხელისუფალნი ვერვის დაარწმუნებენ, რომ მწუხარენი არიან აფხაზეთის გამო. ოკუპაციის მუზეუმი, პოლიციის მიერ მოწყობილი საარქივო გამოფენები ბოლშევიკური რეპრესიების თემაზე, ჩეჩნეთის ომის ფოტომასალები, ჩერქეზული კულტურის დღეები და მისთანანი მაიმუნობაა. საქართველოს არასოდეს ექნება კავკასიური მასშტაბის პოლიტიკა. მან სამუდამოდ დაკარგა კავკასიის ლიდერი ქვეყნის სტატუსი. აფხაზეთიც და ქართლის ჩრდილოეთიც სამუდამოდ დაკარგულია. აფხაზი და ოსი არც გამოიხედავენ ქართლისკენ. სამუდამოდ ამოიშანთება ქართული ენა საქართველოს ამ ორი ყოფილი მხარიდან.

ქართველთა პოლიტელიტას სძულს საქართველო. კომპრადორული ელიტა არ ზრუნავს თავისი მოდგმის გამაგრებაზე. ველის ცხოველებს აქვთ საკუთარი ჯიშის გადარჩენის ინსტინქტი და ქართველს ესეც არა აქვს. წიგნების გამოცემით ატყუებენ ქვეყანას. გვიან დაუწყებენ ძებნას ერთურთს ქართველნი. შეიგნებენ, რომ არავინაა მათი მოყვარე, მაგრამ ვეღარ იპოვიან ერთურთს ისინი. მძიმეა განგების ხელი ქართველებზე და უფრო დამძიმდება. საქართველოში ყოველი სიავის სათაური იყო და იქნება ქართველი. ყოველი დღე წყევლის განცხოველება და გვემაა საქართველოში. ყოველი გუშინდელი დღის გახსენება ჭიტლაყის ამოკვრაა ქართველთათვის. დაღერღავს ქართლს მსოფლიო პოლიტიკის მზაკვარება და როგორც ადრე იყო, მომავალშიც არავინ იქნება ქართველთაკენ გამომხედავი. რუსის ჯარისკაცის ერთი წვეთი სისხლი არ დაიღვრება ქართველთა საშველად და მათთვის მიწების დასაბრუნებლად. ვეღარ ივლის ქართველი რუსეთში სახვეწრად, როგორც ბაგრატიონებს და მათ ელჩიონებს უვლიათ. უნტერმენშების , დეგენერატებისა და სადისტების ცოცხალი მუზეუმია საქართველო. კაცის კაცობა რომ ლექსის წერით ისინჯებოდეს, მაშინ ქართველი ქვეყნიერების მოძღვარი იქნებოდა. აქ ისევ ისე „ყველა ქართველი პოეტია“.

ოპოზიციური ემფატიკურობა, ციკლოპური პრეტენზიები და ისტერია აზროვნების შემცვლელია საქართველოში. აქ ზამთარ-ზაფხულის პროგნოზს ისე აცხადებენ, თითქოს ომი იწყება და ურდო დაიძრა ქართლისაკენ. „ატლანტიკის ოკეანიდან ციკლონი მოდის!“. შესაზიზღია ეს ჟურნალისტური სასალახნე. ჩურთლა ქალები ხმას იკანკალებენ და იბილწებიან ეთერში. ქართველმა ქალმა დეგენერატობის სტანდარტი დაამკვიდრა საქართველოში. დეგენერატი შეეთვისა ეიპინგსა და   პოლიტტექნოლოგიას.  ეს ქართველთა ყოფნობის ფუძედ იქცა. არ დაიღლება ქართლი ჩიტირეკიების ჭკოსნობით, ნაბიჭვართა ბოგინით, რადგან ასეა თაობიდან თაობაში. გაწყვეტს ცხოვრების სისასტიკე ამ  ხტუნია და ბღენძია მოდგმას. რა სიგიჟეს შეეწირება ათასობით ქართველი მომავალში? ბოლი რომ აადინოს მტერმა ქართლს, მაინც მაიმუნობის ბერაში გავა ყველა სიავე, რადგან ყოველივე  სამასხროდ აქცია ქართველმა. თავისი მტრების მხილებაშიც უმართლოა ქართველი. ჩალა და ბზეა მისი ნათქვამი. უფრო კი მაშინ არაა მისანდო ქართველი, როცა ის ხატზე ფიცილს იწყებს, სანთელს ანთებს.

ქართველის სისუსტე თეორიაში იქიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილის ნეობოლშევიკად წოდება ნორმად დამკვიდრდა გაზეთებში. ნეოლიბერალი და ლიბერტარისტია სააკაშვილი, რომელმაც დაამკვიდრა დასავლური ნეოკოლონიალიზმი. ლათინურ ამერიკაში რომ იყო 50-70-იან  წლებში დიქტატურები, აქაც მსგავსი რამ არის. რისი ნეობოლშევიზმი?  სააკაშვილი საბაზრო ექსტრემისტია. ის არაა ნეობოლშევიკი. დიდი სისულელეა ამის მტკიცება. ერთმა თქვა და სიიოლის გამო ყველამ აიტაცა. რა ხდება დასავლეთში, ესეც ვერ გაუგიათ ამდენი წელი ქართველებს. ამათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილის გადავარდნის შემდეგ კაპიტალიზმი მოვა, რომ ის ჯერ არ მოსულა. კაპიტალიზმი დიდი ხანია მოსულია. დასავლეთში ის უკვე მიდის და სანამ ამას ქართველი შეიგნებს, დიდი ხანი უნდა გავიდეს და მერე ამას აიკვიატებს წლობით, იყანყალებს და  ილაყბებს. რა  საძაგელი და საცოდავია ქართველი კაცი. ის საშინელი ჯაბანია და ვერ ბედავს კაპიტალიზმის კრიტიკას.  დღემდე ჰგონია, რომ კაპიტალიზმი მას ისევე აიკიდებს და სამადლოდ ათრევს, როგორც რუსმა აიკიდა და ათრია შვიდი ათეული წელი. აბსოლუტურ ნულად დადგინდა საქართველო. ასე გამოვლინდა განგების განგებულება. უკუღმართს უკუღმართად მიეზღო. ქართველი შესაძლებელზე მეტად უფრო მდაბალი და არამზადა გამოდგა.

ეს ერთობ ქართული რამ არის, რომ თავზე დაიმხო ყველაფერი, განიძღო საკუთარი შლეგობა, შემდეგ დაითაფლო და გამტკნარდე, სადმე მიხვიდე და ლექსის თქმა დაიწყო. იწყება თავში ჩარტყმულთა ლაყაფი, გასაწკეპლი კაცების ისტორიკოსობა, რომ „დრო ყველაფრის მკურნალია“. ეს ასე არაა. ვერ მოვიქცევი ისე, რომ აღარ მახსოვს 1991-2011 წლები. თურმე ერთურთის სისხლით უნდა გააშტერო ქართველნი და ეს არის იმის საწინდარი, რომ მრავალი წელი იბოგინო მთავრობაში.

არც საგვარეულოების შეკრებებმა, არც ხატობაში თემობამ, არც ლალხორმა (სვანთა სათემომ), არც ლოცვითმა მსვლელობებმა და მრევლის ქუჩებში დენამ არ გაასწორა მრუდი. არ უმარჯვდება სათნო აზრს საქართველოში.

ამასაც ვერ შეიგნებენ ქართველნი, რომ „მრავალჟამიერი“ არ უნდა იმღერებოდეს. ამ სიმღერით ბედშაობა სათნოდ მიიჩნევა, კურთხევა და ხოტბა აღევლინება მას. ამ სიმღერით უბედურების განგრძობადობის სურვილი  გამოითქმის. წყევლაა ეს სიმღერა ამ დაქცევისას. შევარდნაძის დროს სულ იმღერებოდა მრავალჟამიერი. ქვეყანა იქცეოდა და გიჟი ბუქნას ამოდიოდაო. ჭერი თავზე გექცევა,  ფეხქვეშ მიწა გეცლება და მრავალჟამიერს იძახი? ამას ტრადიციას უწოდებ?

ინატვრი, რომ შენი მოდგმის თემში მცირედ გაიხარო წელიწადში ერთხელ მაინც, დაიდასტურო საკუთარი ქართველობის საზრისით ნიჭებულობა, სალოცავში მისულმა სანთელი დაანთო, ილოცო და დაილოცო, შენიანთან იუბნო, იხმიო და შეგერგოს ხატობის ჭამადი. ინატვრი, რომ შენს თემში შენივე  დათმენა და წესიერება მწედ გეყოს. ასე კია, რომ გეუცხოვება ყველაფერი. არავის შეუმჩნევია, რომ უსიტყვოდ სათნოებდი, ითმენდი, მწიკვლს ერიდებოდი. უცხო ხარ აქ მოსული. ხატობა და რა? ვინმეს გამოელაპარაკები?  ვის რა უნდა უთხრა?  სულ რაღაც წელიწადში ერთხელ, ხატობაზე, ხატის მიწაზე იგზნო, რომ რაღაც შერჩენილა ქართველებში, რის გამოც ქართველობა ღირს. ეს მცირე ნატვრა ნატვრადვე დაგრჩება. გახედავ სალოცავში მოსულთ და შეგზარავს ამდენი გულშავის, შლეგის, შურით გამხეცებულის ხილვა. გაგაქცევს მათი არტისტობა და ჭინთვა. თავად რანი არიან და უარესნი ძენი ჰყავთ. ყროლად ნაქცევია ქართველთა სალოცავი, შესაწირავი და თემობა. თუნდაც ასი საკლავი დაკალი, ათასი სანთელი დაანთე. გული გეტყვის, რომ კრულებაშია ქართველთა თემი. განა ცდილობენ ქართველნი, რომ ეს დაწყევლილობა სათნოებით დაანელონ. სულ იმის მოცადენი არიან, რომ როგორმე გაიშლიგინონ თბილის-ქალაქში, ამ წუთისოფელში და  ერთურთის ხარჯზე გამოვიდნენ.

ესეც ვერა, რომ წელიწადში ერთხელ შენს თემთან ერთად ალალად წარსდგე საღვთო ნიშნის წინაშე. რაღა დარჩა ქართველობა და ჭკვაზე მყოფელი ხომ თითზე დასათვლელია. მღვდელი ვითომ ვერას ამჩნევს, ჩაარაკრაკებს ლოცვას და დაიკარგება. ამ ავაზაკების ქვეყანაში რჯული ორივე ფეხით კოჭლობს.

მცირე რამ არ არის ერთობითი, რომ თავი მიიჩნიო ამ თემის ნაწილად. დაძმარებული უსიტყვოდ ჰკითხავ თავს: რისთვისღა ვითმენ? გამწარდები სალოცავში მისული, შეიძულებ თემს, რომელმაც დაგიკარგა ყოველივე ნაკეთილარი და გაშორდები მას. თავად ხომ  ენაჭარტალა არაფრობაა ქართველი, ცდილობს შენც გაგაარაფროს, თახსირთა ბერაში გაგრიოს და ასე ძიობს შენზე შურს. ნასიკეთარის განიორწყლებასა და ენამყრალობაში ქართველი უებროა. დიდად უნდა დაშვრე, რომ არ ჩაეფლო ქართველთა წუნწუხში, არ იქცე ამათებრ ცოცხალ მძორად. მე რომ ჩავიდინო იმის მეხუთედი დანაშაული, რაც ქართველ პლუტოკრატ  პოლიტელიტას აქვს ჩადენილი, აქამდე დილეგში ვიქნებოდი გამოკეტილი მრავალი წლით. პლუტოკრატთა კლასს ყველაფერი ნაპოვნ ქისასავით შერჩა. იმ სამშობლოს სიყვარულს მოითხოვს ჩემგან მთავრობა, რომელიც მას დიდი ხანია გაუყიდია და სულ ლხინშია. ჭვრეტ ქართველებს და გულში იტყვი: ან  რა დამკარგვია, ან ვის დავკარგვივარ საქართველოში? რა წილი მიძევს ამათ ნაბოზარ-ნაგიჟარში? არ გინდა ქართველო, რომ მელმის ქართლი? რად ვაქნევ სამშობლოს, რომელიც სულ ჩემი მოშთობის მოსურნეა? ომი რომ იყოს, თბილისელი ბოზების, ბოზიშვილების  და ჩათლახებისათვის ვიომო? თახსირთა შვილები მთავრებად მყავდეს და მე თავს ვწირავდე?  შენ გულში კი იტყვი ამას, მაგრამ გულივე გიყივლებს, რომ შენია ეს მიწა და ბედშავი მოდგმა. შენ თუ მასზე მეტი გეყურება, მასზე შორს გამხედავი თუ ხარ, უნდა უწამლო. თუ უარობს, ძალით უნდა უწამლო, როგორც სნეულებით ჭკვაშემცდარს წამლობენ. დააბა უნდა და სახრით დაალურჯო. კარგი დედის შვილია და აბა იუაროს წამლობა. ადიდაში უნდა გააძვრინო ეს თავაშვებული მოდგმა და ტყვიის წვიმაში გამოაცხო, რომ მისგან რაღაც გამოსადეგი დარჩეს. ქართველს თავისი ცეტი ნაშიერის ძვალი უნდა აკვნეტინო და მისი ნახარში ახვრეპინო. ესაა მისი წამალი. თუ არა და  სიგიჟის იალაღზე გალაღებული ეს   ცხოველი უნდა დაიკლას. არსად არსებობს ქართველებზე უფრო საძაგი და ყროლი მოდგმა. ჯერ სულ ერთურთში იკვლევინებიან და მერე საეკლესიო წიგნებს წერენ, გაზეთებს ასაყვარლებენ. სათქვლეფით გაგიჟებულ ღორებს რომ დეკორაციას მოუწყობენ და  წლობით ალაყბებენ დემოკრატიაზე, რეფორმებზე, ლიბერალურ ღირებულებებზე, აი ესაა ქართველობა. მხოლოდ საქართველოს საზარელ წარსულს შეიძლება ეშვა ასეთი ანთროპოლოგიური ტიპი. ქართველს არასოდეს ქენჯნის სინდისი. იმაზე უარესი რომ მომხდარიყო, რაც მოხდა 1992 წელს, რაც მოხდა მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში, ქართველი ისევ ის იქნებოდა. ყველა ხტუნავს, ყველა მხიარულობს.  ყველა გიჟი და ბოზია.  ესაა გურჯების ეპოპეა.

ეს მინდოდა მეთქვა იმაზე, თუ რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის. ვისაც საქართველოს უბედურება ეფიქრება, მისთვის აზრისა და გულის სასინჯ სიტყვად იქცეს აქ თქმული. ჩემმა მკითხველმა გულდასმით წაიკითხოს  რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის? 1-5, შემდეგ მითხრას რაში ვცბივარ.

ივლისი, 2012

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s