სატანაელის ენქირიდიონი


ჟამ­თა სვლა­ში სულ უფ­რო მა­ტუ­ლობს ნამ­სჯელ-ნა­წე­რი ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა­ზე. აპო­კა­ლიპ­ტი­კის წინ წა­მო­წე­ვა სი­ნამ­დვი­ლე­ში ლი­ბე­რალ-კა­პი­ტა­ლიზ­მის შე­ფა­რუ­ლი კრი­ტი­კა და რე­ლი­გი­ით შე­ნიღ­ბუ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბა უფ­როა, ვიდ­რე ალალ მეღ­მრთე­თა ნა­ფიქ­რი. სის­ტე­მა არა­ვის დევ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ტი­კის გა­მო, მაგ­რამ ვერც სა­ე­რო­ნი და ვერც სამ­ღვდე­ლო­ნი ვერ ბე­და­ვენ კა­პი­ტა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სიტ­ყვის გა­მო­გე­ბას. დი­დად გაწ­ბი­ლე­ბუ­ლან კაც­ნი ლი­ბე­რა­ლიზ­მი­სა­გან. არ იცი­ან მათ, თუ რა პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბით აღუდ­გნენ წინ ჩაფ­ლა­ვე­ბულ ლი­ბე­რა­ლიზმს და მის სა­ხელ­გა­ტე­ხილ ადეპ­ტებს. ამის გა­მო ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა­ზე გა­ხე­ლე­ბით მსჯე­ლო­ბა გან­წი­რულ უვიც­თათ­ვის არის უკა­ნას­კნე­ლი ხელ­მო­სა­ჭი­დი და სა­ბო­ლო­ოდ გა­ქე­ლი­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი სტა­ტუ­სი­სათ­ვის ყა­სი­დი და ლაჩ­რუ­ლი ბრძო­ლა. ან­ტიქ­რის­ტე­ღა დარ­ჩა სა­ლა­პა­რა­კო. ამით­ღა ახე­ლე­ბენ მღვდელ­ნი რო­გორ არ მო­ღო­რე­ბულ მრევლს.
ჰე, მცი­რე­ნო, უკ­ვე ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, თქვენ შეგ­კით­ხავთ: შე­იძ­ლე­ბა თუ არა იყოს უფ­რო სა­ზიზ­ღი რამ, ვიდ­რე სა­ხი­ო­ბაა ან­ტიქ­რის­ტეს გა­მო? უფ­რო საცინელი რა არის, ვიდ­რე ლაჩ­რის მუ­ქა­რა სა­ტა­ნის მი­მართ და ქა­დი­ლი. ხორ­ცი­ელ კაც­თა­ნ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წამ­ხდა­რა და გა­ლაჩ­რე­ბუ­ლა იგი მოყვასი და ავ­თა მხადს, დიდ უხორ­ცოს კი ელალ­ვის და უყი­ვის. თუ ასეა მო­ყი­ვა­რო, მი­უ­ხედ და შე­ე­ლო­მე მას.
ბევ­რე­ულ­ნი არი­ან ასე­თი კა­ცე­ბი. წე­სად და­უცთ მათ პირ-მკვა­ხო­ბა და სიტ­ყვა­რო­ყო­ბა, რად­გან სუს­ტია მა­თი გან­სჯა და დი­ა­ცუ­რი. ესე იტ­ყვი­ან ისი­ნი, რომ გვაც­დუ­ნებ­სო იგი მაც­დუ­რი. შე­მოხ­დე­ბა სოფ­ლად სა­ტან და მო­გი­გებთ: რაც მო­უც­თუ­ნარ­ნი ხართ, მოც­თუ­ნე­ბულ­ნიც იგი­ვე­ნი იქ­ნე­ბით. სა­კუ­თა­რი უცა­ნო­ბით ხართ ცთუ­ნე­ბულ­ნი და მე რას მკი­დებთ თქვენ­სას, კაც­ნო? ამა­საც გეტ­ყო­დათ სა­ტან: სად რო­დის გა­მოს­დგო­მი­ხართ იმას, ვი­საც ესავთ? მე გაც­თუ­ნოთ, ჩე­მი მე­სავ­ნი გახ­დეთ და რა­ში გა­მო­მად­გე­ბით? ხორ­ცი­ე­ლი ჩრდი­ლე­ბი და უხორ­ცო­თა ჭა­მა­დი ხართ.
ასე­თი პირ-მკვა­ხი და სიტ­ყვა­რო­ყი კაც­ნი თით­ქოს იმის სამ­ზა­დის­ში არი­ან, რომ ან­ტიქ­რის­ტეს სუ­ლით გან­მტკი­ცე­ბულ­ნი დახ­ვდნენ. ამა სოფ­ლის ძლი­ერ­ნი რა უსა­მარ­თლო­ბა­საც სჩა­დი­ან, იმა­ზე ხმა­ჩაკ­მენ­დილ­ნი არი­ან და სა­ტან რომ დამ­კვიდ­რდეს ხი­ლუ­ლად სოფ­ლი­ერ­თა შო­რის, ეს კა­ცე­ბი იტ­ყვი­ან თუნ­დაც მცი­რეს მის წი­ნა­აღ­მდეგ?
არა მხო­ლოდ კაც­ნი სოფ­ლი­ერ­ნი, არა­მედ მღვდელ­ნიც იუწ­ყე­ბენ, რომ ხში­რად გვაც­დუ­ნებ­სო იგი მაც­დუ­რი. ჰე, მღვდელ­ნო, მად­ლი შეს­წი­რეთ ყვე­ლა სკნელს, თუ თქვენ­თან ასე ხში­რად თა­ვა­დი უთა­ვა­დე­სი, ღვთის­შვილ­თა და­სის დი­დი მო­და­სე მო­დის მო­საც­დუ­ნებ­ლად. თქვენ კი პეშ­ვით ან ჩვრით იგე­რი­ებთ მას, რო­გორც აბე­ზარ ბუზს, არ­გა­ნით ეტე­ვე­ბით სა­ცე­მად მას. თქვენს ნათ­ქვამ­თა­მებრ ის ხან სან­თელს გიქ­რობთ ლოც­ვი­სას, ხან სა­ხა­რე­ბას გი­მა­ლავთ და ძნე­ლად პო­უ­ლობთ, ხან ფსალ­მუ­ნებს გტა­ცებთ ხე­ლი­დან და ლოც­ვას გი­ფუ­შავთ. რჩე­ულ­ნი ყო­ფილ­ხართ ბერ­მო­ნა­ზონ­ნო იმით, რომ ღრმო­ვან­თა თა­ვად­მა თქვენ­თან ესე­რი­გად გა­ი­ი­ა­ფა თა­ვი. იტ­ყვით, რომ ფსალ­მუ­ნის ვედ­რე­ბა წარ­მოვ­თქვი­თო და მყის­ვე დაგ­ვეხ­სნაო მაც­დუ­რი. ეგ­რე დაკ­ნინ­და თქვენს ნა­ამ­ბობ­ში სა­ტან, რომ მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ღა­ტა­კი მა­ვედ­რებ­ლის მსგავ­სად თა­ვი­დან იშო­რებთ მას. რა უნ­და მაგ ტი­ალს, არა? ნი­ჭი­ერ ჩაფ­რებს შე­აპ­ყრო­ბი­ნეთ და სა­მარ­თა­ლი გა­უ­ჩა­ღეთ. ვაი თქვენ­და, მღვდე­ლნო და ვაი იმ მრევლს, ვინც თქვე­ნი ირ­წმუ­ნა, რომ საც­დუ­ნებ­ლად მო­ვი­დაო სა­ტან და ლოც­ვით გა­ვაგ­დე­თო. ჰოი, საღ­ვთო სიბ­რიყ­ვეო, სოფ­ლის მთა­ვარ­თა და ბრბო­ის სა­ა­მებ­ლად თქმუ­ლო. თქვენ გა­აგ­დეთ ის, ბერ­ნო? თქვენ ჩა­უ­ფუ­ჭეთ მას გა­ნაზ­რა­ხი? ამ­დე­ნი შე­ი­ძე­ლით? თუ ეს ასეა, ლოც­ვით რად არ გა­აგ­დებთ უმარ­თლო და მზაკ­ვარ სოფ­ლის მთა­ვართ, ქვეყ­ნის მომ­ჯა­ყავთ და მპა­რავთ? მე­ტი ბო­რო­ტე­ბა რა­ღა უნ­და იყოს მათ­გან, რომ რჯუ­ლის კაც­თა­გან ანა­თე­მა და რის­ხვა აღიძ­რას მათ მი­მართ?
დია გე­წო­ნე­ბათ თა­ვი მა­მა­ნო სა­ტა­ნის ლალ­ვა­ში. ერ­თი მო­ვი­დეს თა­ვად თა­ვა­დი თუნ­დაც ყრან­ტი ბე­რი­კა­ცის სა­ხით. შე­გაძ­რწო­ლებთ, დაგ­ცა­რავთ და გა­ი­ლა­ლე­ბით. შე­გირ­ცხვენთ სა­ბე­რო კა­ბას და კუნ­კულ-ბარ­ტყულს. შე­მოხ­დე­ბა იგი სოფ­ლად და და­ით­ხე­ვი­ან მი­სი მკი­ლა­ვი პირ-მკვა­ხი კაც­ნი. მო­ვა იგი, მა­მა­ნო, მო­გაწ­ყვი­ლებთ აყი­ყის­ფ­რად მო­ჭი­ა­ტე სა­ხედ­ველთ და გა­უ­ძე­ლით მი­სი მზე­რის ალს, ვი­ნაც შე­საქ­მის სი­დუხ­ჭი­რე ათა­სო­ბით წე­ლი თა­ვი­სი ჯან­ყშე­მო­სი­ლი გუ­ლით ატა­რა. მო­ვა იგი, მა­მა­ნო. მი­დით, შე­უტ­ყვეთ ყი­ლი­ღი და ლი­ღა­რი. სა­ოს­ტიგ­ნე­ში გა­ი­პა­ტი­ჟეთ და ზე­და­შის ჭაშ­ნა­გი­რად აი­ნა­ხეთ თქვენს შო­რის. გო­ზა­უ­რი და ჭოღ­რა­თო მი­უ­მარ­ჯვეთ და წარ­საწ­ყმე­დელ­ში გვე­მულ ერე­ტი­კოს­თა ამ­ბა­ვი გა­მოჰ­კით­ხეთ. ღვი­ნო­ში რომ შე­ვა სა­ტან, მერ­მე უცე­ბი­სად შე­შარ­ტეთ მაზ­მა­ნუ­რი საბ­ლით. უფალს მი­ა­ხა­რეთ თქვე­ნი კის­კა­სო­ბა და ხორ­ცსხმულ­ნი­ვე შთა­ე­ტე­ვეთ სა­სუ­ფევ­ლად.
ყო­ვე­ლი სა­უ­კუ­ნე თა­ვის ყო­ველ დღე­ში ამა სოფ­ლის თა­ვადს გმობს და ძრა­ხავს. ვიჰ, მის დიდ წყალ­თა­მებრ მოთ­მი­ნე­ბას. ბე­რე­ბო, ხოტ­ბას აღუვ­ლენთ უფ­ლის მოთ­მი­ნე­ბას კაც­თა უკე­თუ­რე­ბის გა­მო, სა­ტა­ნის მოთ­მი­ნებ­ი­სა კი არა­ვინ შე­ი­გო. ვინ ცდი­ლა თა­ვად მის­თვის ეს­მი­ნა და ვინ იმარ­ხა გულ­ში მი­სი მწვე­ლი ნა­მეთ­ქვი?
ბერ­ნო, აში­ნებთ ისე­დაც მხდალ და დი­ა­ცუ­რი ზნის მქო­ნე მრევლს სა­ტა­ნის მოს­ვლით. გა­ა­რაფ­რე­ბუ­ლა თქვენს სიტ­ყვა­ში ამა სოფ­ლის თა­ვა­დი და და­ფა­რუ­ლი სიბ­რძნის ბჭე. მო­ვა იგი და ჰგო­ნებთ აიაზ­მის პკუ­რე­ბით აო­ტებთ მას? აქეთ მო­გას­ხამთ აიაზ­მას და ისეთს გეტ­ყვით იგი, რომ ძვა­ლი აგი­დუღ­დე­ბათ. აქეთ და­გი­წერთ მე­ო­რედ მოს­ვლის ეგ­ზე­გე­ტი­კას. უწ­ყო­დეთ მღვდელ­ნო, ვინც სა­ტანს ასე­რი­გად გულ­მო­სუ­ლი ძრა­ხავს, იგი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, მას ყმად რომ და­უდ­გე­ბა. ამა ქვეყ­ნის ძლი­ერთ, სოფ­ლის მთა­ვართ ეყ­მო­ბით მა­ში­ნაც კი, რო­ცა არა­ვინ გა­ვა­ლებთ ამას და უთა­ვა­დე­სი თა­ვა­დი, სიბ­რძნის მა­მა რომ დად­გეს თქვენს წი­ნა­შე, შე­იძ­ლებთ შე­ებ­რძო­ლოთ მას? მი­წას რომ შე­ეძ­ლოს, მი­სი მოს­ვლი­სას ქარ­და­ცე­მულ ქვი­შის გო­რა­სა­ვით ერ­თი­ა­ნად აიხ­ვე­ტე­ბა და მი­ი­ლე­ვა მის­გან შე­ნაძ­რწო­ლი. თქვენ კი ასე თა­მა­მობთ და ეგუ­ლი­სე­ბით მას. იგი თა­ვად ღმერ­თია სიც­რ­უ­ის სუ­ლად ქცე­უ­ლი და მუ­ნით სოფ­ლად შთა­მო­სრუ­ლი კაც­თა სა­სინ­ჯად. კა­ცად-კა­ცადს გა­და­არ­ჩევს ცეც­ხლი­თა და მახ­ვი­ლით იგი დი­ა­დი. ვინ­ღა შე­ეც­დე­ბა ცრუმ­სიტ­ყვე­ლო­ბი­თა და სა­ხი­ო­ბუ­რი ნაქ­ცე­უ­რო­ბით იო­ლას გას­ვლას? ჰგო­ნებთ დი­აც­თა კი­ვი­ლი და ცრემ­ლე­ბი შე­აკ­რთობს მას? იქ­ნებ იმას სა­სო­ებთ, რომ ყრმა­თა და ჩვილ­თა ტი­რი­ლი მო­ულ­ბობს გულს მას?
სიცრუის მამაა, გარნა კაცთაგან ისე არავინ მოითხოვს მართლობას, როგორც იგი.
ერ­თი არ უთ­ქვამს ურ­ვე­ულ იი­ობს სა­ტა­ნის საძ­რა­ხა­ვი. თქვა, რომ უფ­ლი­სა­გან იყო მის­და­მი მო­წევ­ნი­ლი ყო­ვე­ლი სი­ა­ვე. მე­რე­და ვინ იაზ­რა იი­ო­ბის ქცე­უ­ლო­ბა? ახ­ლა ყოვ­ელი მოყ­ვას­ნი ყოვ­ლი­არს სა­ტანს აბ­რა­ლე­ბენ. მცი­რე ავს იწ­ვნე­ვენ და შე­აწ­რი­ა­ლე­ბენ დუ­ნი­ას სა­ტა­ნის გმო­ბით. პი­რი არ მო­ეღ­ლე­ბათ და სხვა­თაც იყო­ლი­ე­ბენ მის წყევ­ლა­ში. ზი­რა­ქის წიგ­ნშია ნათ­ქვა­მი, რომ სა­ტა­ნის წყევ­ლი­სას მცოდ­ვე­ლი თა­ვის სულს იწ­ყევ­ლის (21:27).
თქვენ კი ვერ უძ­ლებთ საც­თურს მა­მა­ნო და რო­გორ არ მო­ა­ყივ­ნებთ მას. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ფერ­წე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მო­სა­ხავთ ამა სოფ­ლის თა­ვადს, რა­თა გა­გი­ი­ოლ­დეთ მი­სი კილ­ვა. მან­ქა­ნას მი­ა­ბა­რეთ მი­სი ყავ­ღი­სა და გვა­მოვ­ნე­ბის გა­მო­სახ­ვა და ამა მან­ქა­ნას­ვე თქვენ სა­ტა­ნუ­რად რაცხთ მრევ­ლში. ჰოი, უმეც­რე­ბავ და მწყი­ნა­რე­ბავ.
ჯერ არ მო­სუ­ლა და უკ­ვე წას­ვლის დღე­ებს უთ­ვლით. და­ვა­მარ­ცხე­თო, ამ­ბობთ, და არა­სო­დეს გი­ნა­ხავთ ომ­სა ში­გან მი­სი რკე­ნა. ეს­რე ჩა­უ­ქობთ თქვენ რჯულ­ში, მა­მა­ნო? ჰგო­ნებთ, რომ სა­ტა­ნის შე­მა­გი­ნებ­ლებს სა­კარ­გყმოს თა­ვად უფა­ლი გიმ­ზა­დებთ სა­იმ­სოფ­ლოდ? ჰე, მღვდელ­ნო, ხომ უწ­ყით რჯულ­თა­მებრ, რომ ის მო­დის. გა­ნა ასე ჩოჩ­ქო­ლი­თა და კრუ­სუ­ნით ჰხამს მი­სი დახ­ვედ­რა? საყ­დარს მი­ა­შუ­რებთ, კუთ­ვას და ცრემ­ლოას იზამთ? მცი­რე ხნით მა­ინც, მდუ­მა­რედ ჭვრი­ტეთ ის, ვინც სკნელ­თა დახ­შუ­ლის მე­უწ­ყეა, ვინც თვი­ნი­ერ ზე­ცი­ერ­თა და ქვეს­კნე­ლი­ერ­თა არა­ვის უხი­ლავს მის სი­დი­ა­დე­ში. ხომ მო­ქა­დუ­ლობთ კე­თი­ლად მეღ­მრთე­ო­ბას და რად გაქვთ ასე კნი­ნო­დე­ნი სუ­ლი? ჭვრი­ტეთ მი­სი მზა­რა­ვი ყავ­ღა და მე­რე აგე­ლეთ ენა, მე­რე იჭა­ბუ­კეთ რჯუ­ლი­ერ, თუ შეძ­ლებთ. ვაგ­ლახ, რომ ნუ­გე­ში­ნის­მცე­მელ­ნი თა­ვად სა­ჭი­რო­ე­ბენ ნუ­გე­შის­ცე­მას და ვი­ეთთ კი უმოძ­ღვრი­ან მტი­ლად სულ­თა ყვა­ნას. მე შე­მიძ­ღვე­ბი მტი­ლო­ვან­ში, ბე­რო? რო­დის მიძ­მე, მა­მაო? რო­დის მი­მოყ­ვა­სე, რო­დის და­ხე­დე ჩემს სა­ჭირ­ველს?
უწ­ყო­დეთ მა­მა­ნო, რომ აზ­რი და სა­გო­ნი­სი იმ­დე­ნად ღრმა­ობს, რამ­დე­ნა­დაც ღრმა­ობს ბო­რო­ტე­ბა. რაც მე­ტია ახ­ლან­დე­ლი ტე­ლე­ო­ლო­გი­უ­რი სო­ცი­ო­დი­ცე­ი­სა და მომ­ნაგ­რე­ბე­ლი ჰუ­მა­ნიზ­მის მიღ­წე­ვე­ბი, მით სუს­ტია აზ­რი და სა­გო­ნი­სი, ხო­ლო კა­ცი დი­აცს ემ­სგავ­სე­ბა ზნი­თა და სიტ­ყვით. გა­ნა ჩვე­ნი უვარ­დო ჟა­მი ამას არ მეტ­ყვე­ლებს, ჩე­მო ადელ­ფოს­ნო? კნი­ნობს კა­ცი და მი­სი აზ­რიც კნი­ნია. საკ­ვირ­ველ მან­ქა­ნა­თა მზმე­ლი კია იგი კნი­ნი კა­ცი, გარ­ნა გუ­ლის­ჯავ­რი, სა­გო­ნე­ბე­ლი და სა­ვა­რა­მო აღარ აქვს. გან­ძარ­ცუ­ლა კა­ცი რი­ტო­რუ­ლი ვა­რა­მი­სა­გან, გულ­მეტ­ყვე­ლი აღა­რაა იგი. ძვე­ლებს ეს ჰქონ­დათ, გარ­ნა მან­ქანებს ვერ ქმნიდ­ნენ და არც სურ­დათ.
კა­ცი ბო­რო­ტე­ბი­სა­გან არის და­ვა­ლე­ბუ­ლი იმით, რომ მას შე­უძ­ლია ტრან­სცენ­დი­რე­ბა. იცო­დეთ ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, რომ წარ­საწ­ყმე­დე­ლი არის სრულ­ყო­ფი­ლი ალა­გი შე­მეც­ნე­ბი­სათ­ვის. მღვდელ­ნი გვაფ­რთხო­ბენ მე­ო­რედ მოს­ვლით, ან­ტიქ­რის­ტეს მე­უ­ფე­ბით. იმას კი ვე­ღარ იტ­ყვი­ან ისი­ნი თუ რა არ­ნა­ხულ სი­მაღ­ლე­ზე შე­იძ­ლე­ბა ავი­დეს აზ­როვ­ნე­ბა ამა ჟამს და რა სა­ცო­და­ვი იქ­ნე­ბა შე­მეც­ნე­ბა დი­დი სამ­სჯავ­როს შემ­დეგ. შე­საქ­მის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლამ­დე შე­მეც­ნე­ბას არა­სო­დეს ჰქო­ნია ასე­თი გა­უ­გო­ნა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. იქ­ნე­ბა ბრპე­ნი-სა­გო­ნე­ბელ­ნი, რვა­ლი-კით­ხვა­ნი, გარ­ნა ზე­აღ­მტა­ცი პა­სუ­ხე­ბიც იქ­ნე­ბა. იქ შთა­ე­ტე­ვე­ბა შემ­მეც­ნე, სა­დაც არა­ვინ შთა­ტე­უ­ლა მის მა­მა­თა­გან. იგი შემ­მეც­ნე იქ­ნე­ბა კა­ცის კა­ცე­ბის მრღვე­ვი, ბო­რო­ტით აღ­მსთო­ბი­ლი ტრან­სცენ­დენ­ტა­ლის­ტი, ვინც ადა­მი­ა­ნის მიჯ­ნე­ბი­დან გა­ვა, ადა­მის ნა­ტა­მა­ლის გა­ლა­ვან­შე­მოზ­ღუ­დუ­ლო­ბას ძა­ლუ­მი და ხა­ტი­ა­ნი მომ­სიტ­ყვე­ლო­ბის ფი­ლაკ­ვნით შე­მუს­რავს. იგი კა­ცია, ვინც გან­კით­ხვის დღეს კან­კალ­სა და სლუ­კუნს არ და­იწ­ყებს, სა­სუ­ფევ­ლის მათ­ხოვ­რად არ და­ი­სა­ხე­ბა და ამ დღე­საც კი კაც­თა მოდ­გმას კი­დევ ერ­თხელ არ შე­არ­ცხვენს. იგი კა­ცია, ვინც ღვთის წი­ნა­შე კა­ცი­სას და­ი­ცავს სიტ­ყვა­სა­ჩი­ნო­ე­ბით და აი­ძუ­ლებს ზე­ცას გუ­ლის­ყუ­რით მო­უს­მი­ნოს მას. ვაი მას, ვინც ამ დღეს სა­სუ­ფე­ველ­ში შეკ­ვე­ხე­ბის გუ­ლი­სათ­ვის შე­მეც­ნე­ბის მი­ნაღ­წე­ვარ­სა და ცნო­ბი­სა­გან მოშ­რო­მილს ბე­ყა ფუ­ლად დაყ­რის ღვთის წი­ნა­შე და ეს­რე გა­ა­ა­რა­რა­ვებს მას. ჯერ არ მო­წე­უ­ლა ჭეშ­მა­რი­ტი დღე­ე­ბი და სიმ­ხდა­ლის აპო­თე­ოზს ვხე­დავთ. ბო­ლო ჟა­მი მო­ა­წევს და ან­ტიქ­რი­ტეს მკი­ლავ­თა ბევ­რე­უ­ლი რა ქცე­ო­ბას გა­მო­ავ­ლენს, თქმა აღარ სჭი­რია. ყვე­ლა ახ­ლან­დე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ემ­კვიდ­რე­ბა კაც­თა სიც­რუ­ე­სა და ლაჩ­რო­ბას. აქ სის­ტე­მის ძალ­თაქ­მე­დე­ბა იმ­დე­ნი არ არის, რამ­დე­ნიც ენა­ჭარ­ტა­ლა, გა­დი­ა­ცე­ბულ მამ­რო­ვან­თა სიმ­ხდა­ლე და სა­ხი­ო­ბურ-ის­ტე­რი­უ­ლი ნაქ­ცე­უ­რი.
ეგ­რე ვერ­ვინ ძა­ლიდ­ვებს მეშ­ვი­დე­სა დარ­სა ზე­და დგო­მას, ვი­თარც შემ­მეც­ნე. იგი სხვაგ­ვა­რად მო­ე­ლის ჭეშ­მა­რიტ დღე­თა მო­წე­ვას. იგი მარ­ტო­სუ­ლია მოყ­ვას­თა ირ­გვლი­ვეთ­ში და ამა ჟამს მო­ე­ლის რო­გორც მკვდა­რი ღმერ­თის თა­ვის თავ­ში გან­მცდე­ლი, რო­გორც და­სავ­ლუ­რი თე­ო­მა­ქი­უ­რი ეპო­ქის გა­მა­აზ­რე­ბე­ლი და შემ­თვი­სე­ბე­ლი. მან აქ­ცია უღ­მერ­თო­ბა მწველ სა­მეც­ნა­ვად. მი­სი მოყ­ვას­ნი კი სა­ხი­ო­ბურ-მუ­შა­ი­თუ­რად სა­ხა­რე­ბას მი­ე­ტე­ვნენ. ამის გა­მო უღ­მერ­თოს იმე­დე­ბა­ნი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ყვე­ლა სხვა­თა ხმა­მაღ­ლა თქმუ­ლი იმე­დე­ბა­ნი სა­სუ­ფევ­ლად შეს­ვლა­ზე. ო, რა უღო­ნოქ­მნი­ლია თვით წიგ­ნი­ერ კაც­თა ბევ­რე­უ­ლი ამის გა­სა­გე­ბად.
კა­ცი კა­ცად ყოფ­ნით ბო­რო­ტო­ვა­ნით არის სა­მის­ხოდ და სა­მუ­და­მოდ ვალ­და­დე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს ძნე­ლად ვინ­მეს თუ შე­უც­ვნია რა არის ჭეშ­მა­რი­ტად ბო­რო­ტი, რა არის ავიწ­მინ­და, რო­მე­ლიც ხი­ლულ სამ­ყა­რო­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. და­იქ­ცე­ვა შე­საქ­მე, რა მო­ირ­ყე­ვა ქვეს­კნელ­თა თა­ღე­ბი. რაა იგი მი­წა, რო­მელ­საც ქვეს­კნე­ლი არა აქვს გუ­ლად? რა იქ­ნე­ბა ის სიტ­ყვა, რომ­ლის ბუ­დე ღრმა­თა შო­რის არ მკვიდ­რობს? რა იქ­ნე­ბა ის ფიქ­რი, რო­მელ­თა­ნაც ბო­რო­ტი არ ჰგი­ეს? ოდენ ის სი­ცოც­ხლე უწ­ყის ადა­მის ნა­ტა­მალ­მა, რო­მელ­საც ბო­რო­ტის ძუ­ძუ უწო­ვია. დი­დად ბო­როტ ჟამს ბო­როტ­ზე მსიტ­ყველ­ნი აღარ არი­ან. ან­ტიქ­რის­ტე­ზე ამ­დე­ნის ლა­პა­რა­კი არ არის ბო­როტ­ზე მსიტ­ყვე­ლო­ბა. ბო­რო­ტის გან­გე­ბი­სად და­ვიწ­ყე­ბამ ამ­რავ­ლა კაც­თა სუხ­რა. ბო­რო­ტის სა­ხი­ო­ბით თეთრს მო­ი­შო­ვე­ბენ. კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში ბო­რო­ტი ძალ­ზე ლი­ტო­ნად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­საც სძლე­ვენ უა­რე­სად ლი­ტო­ნი, მო­ცი­ნა­რი ვი­გინ­და­რე­ბი. ამათ და­ამ­ჯობ­ნეს ბო­რო­ტე­ბას? მე­ტად მდა­ბა­ლი და თვალ­მა­ხა­რაა ის სი­კე­თე, რო­მელ­საც ჯობ­ნა დარ­ჩა. მან­ქა­ნა­თა გა­მო­ყე­ნე­ბით ბო­რო­ტე­ბის თვა­ლის სა­სე­ი­როდ გა­დაქ­ცე­ვა მცი­რედ მა­ინც უნ­და ენაგგრებოდეს ბო­რო­ტე­ბის მოხ­სო­მე­ბის და მას­ზე ფიქ­რის საქ­მეს. პი­რი­ქით კი ხდე­ბა. რაც უფ­რო მე­ტად თვალ­შე­საპ­ყა­რია ბო­რო­ტე­ბა, მით უფ­რო მი­ვიწ­ყე­ბუ­ლია იგი. კა­ცის სი­ცოც­ხლე მო­ციმ­ცი­მე ფე­რა­დი ნა­თუ­რე­ბის აკი­დოს მი­ემ­სგავ­სა, რომ­ლი­თაც თავს იქ­ცე­ვენ. ყვე­ლა­ზე გრო­ტეს­კუ­ლი ისაა, რომ ასე სა­ხი­ო­ბუ­რად მცხოვ­რებ­ნი გან­სჯი­ან სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და რჯუ­ლი­ე­რე­ბა­ზე. მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი­თა და მუდ­მი­ვი სა­სე­ი­რო­თი გა­ხე­ლე­ბუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი კა­ცი ბევრს უბნობს ამ­პარ­ტავ­ნე­ბის დამ­ღუპ­ვე­ლო­ბა­ზე, თავ­მდაბ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. ეს ჭა­მა­დი­სა და სა­მო­სე­ლის სი­უხ­ვით ნა­თა­მა­მე­ბი მო­ა­რუ­ლი გა­ნავ­ლის ჭკუ­ის კო­ლო­ფო­ბაა.
რო­დე­საც შემ­მეც­ნე­ბე­ლი თა­ვის თავს შე­უძ­ლე­ბელს სთხოვს, მას ხუ­ცებრ ვე­ღა­რ­ვინ და­ა­მუ­ნა­თებს ამ­პარ­ტავ­ნე­ბის გა­მო. ბუ­ნე­ბის­მჩხრე­კე­ლო­ბას მი­დევ­ნილ კაცს მღვდლის­თვის რომ ყუ­რი და­ეგ­დო, ელექ­ტრო­ნი კი არა, დღემ­დე ასან­თი და სა­პო­ნიც არ იქ­ნე­ბო­და გა­მო­გო­ნი­ლი. ფი­ლო­სო­ფოსს რომ მღვდლის­თვის ყუ­რი და­ეგ­დო, პატ­რის­ტი­კი­სა და ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ის გარ­და აზ­როვ­ნე­ბის მა­ტი­ა­ნეს არა ექ­ნე­ბო­და რა. ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის მო­ნაღ­ვა­წი არის ის სა­ი­მე­დო სა­ძირ­კვე­ლი, რა­ზეც უნ­და და­შენ­დეს მერ­მი­სის ყვე­ლა დი­დი გა­ნაზ­რე­ბა. სოფ­ლის მპყრო­ბელ­თა სათ­ნა­ვად თქმუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი შაბ­ლო­ნე­ბი მხო­ლოდ ბო­რო­ტე­ბას ამ­რავ­ლებს. უკე­თუ­რია ის მეღ­ვთე­ო­ბა, რო­მე­ლიც ჩაფ­რი­სას იმედ­ნე­უ­ლობს და არა სი­მარ­თლი­სას. შემ­მეც­ნე უარს ამ­ბობს იმა­ზე, რა­საც მოყ­ვას­თა ხომ­ლი დიდ სათ­ნო­ე­ბად მი­იჩ­ნევს. რის გა­მოც სოკ­რა­ტუ­ლი და­ვა ეგე­ბის, ის მი­სა­ბა­ძად არის და­სა­ხუ­ლი ყვე­ლა თა­ო­ბი­სათ­ვის. რო­გორ ჰყვა­რობს მოყ­ვა­სი თა­ვი­სუ­ფალ მო­აზ­როვ­ნედ თა­ვის მოჩ­ვე­ნე­ბას. სა­ტანს აბ­რა­ლებს, რომ მო­ნა იყო აქამ­დე. ქვე­ყა­ნას იკ­ლებ­და მოყ­ვა­სი ენა­თა­მა­მო­ბით, ბო­ლოს კი ისევ იმ წუმ­პე­ში ჩატ­ყა­პუნ­და და მო­ყუჩ­და, რო­მელ­საც ქრის­ტეს სა­ხე­ლით სა­ან­ჯო­მა­ნოდ კი­ლავ­და. ქვე­ყა­ნა გა­დაბ­რუნ­და, გად­მობ­რუნ­და კი­დეც და მოყ­ვა­სი რა მო­ნაც იყო, ისევ ის დარ­ჩა. ქარ­მა წა­ი­ღო მი­სი ლა­მაზ­სიტ­ყვა­ო­ბა.
არ ძა­ლუძთ მოყ­ვასთ იმ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ზნე­ო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რა­ზეც ამ­დენს ლა­პა­რა­კო­ბენ და მა­ინც ყვე­ლა­ნი იმ­გვა­რად მა­ო­ცე­ბა­რე­ნი არი­ან, რომ აქამ­დე უნა­ხა­ვი მათ გა­ხა­დეს სა­ნა­ხა­ვი თა­ვი­სი მე­მოყ­ვა­სე­ო­ბით. ქრის­ტი­ა­ნო­ბის დი­დი ჩაფ­ლა­ვე­ბა მუდ­მივ თე­ო­ფა­ნი­ად წარ­მო­ჩი­ნე­ბუ­ლა და ამა­ზე დი­დი კად­ნი­ე­რე­ბა და ამ­პარ­ტავ­ნე­ბა სხვა რა უნ­და იყოს? სა­დაც ღმერ­თი არ არის და სა­დაც ის ვერ იქ­ნე­ბა, გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ის ნი­ა­დაგ იქ ჰგი­ეს, რომ სა­ტან დი­დი ხა­ნია და­მარ­ცხდა. ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი ორი­ა­თას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე არ ჰყო­ლია ამ­დე­ნი კურ­თხე­უ­ლი მე­სას­წა­უ­ლე და თე­ო­ფა­ნი­ის მხილ­ვე­ლი, რამ­დე­ნიც მას ახ­ლა ჰყავს. რომც ხდე­ბო­დეს ამ­დე­ნი სას­წა­უ­ლი, ან­გე­ლოზ­თა ხილ­ვა, რას ეუბ­ნე­ბა ეს შემ­მეც­ნეს ღმერ­თზე? დი­დი შე­კით­ხვე­ბი ისევ უპა­სუ­ხოდ რჩე­ბა, ხო­ლო მოყ­ვას­ნი, რო­მელ­ნიც ამ­დენ სას­წა­ულს შე­ეს­წრნენ, ისევ ისე­თი უცან­ნი რჩე­ბი­ან. იქ, სა­დაც მწუ­ხა­რე­ბის კა­ლო უნ­და იყოს, ბავ­შვთა­მებრ ლა­ღო­ბენ და წე­ლე­ბის ჭა­მა­დით ავ­სე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბად და­უ­სა­ხავთ. სიყ­ვა­რუ­ლის ღმერ­თის სა­ხე­ლით მოხ­და ადა­მი­ა­ნის დაკ­ნი­ნე­ბა. ეს ხომ მოყ­ვას­თა მზაკ­ვრუ­ლი ხერ­ხია, რომ შე­მეც­ნე­ბის და რი­ტო­რე­ბის ვერ­შემ­ძლე­ნი ბავ­შვე­ბი­ვით ხა­ლი­სი­ა­ნო­ბენ. რას არ იგო­ნე­ბენ სირ­ცხვი­ლე­ულ­ნი მოყ­ვას­ნი სი­ნამ­დვი­ლის და­სა­მა­ლად და რო­გორ გულ­მოდ­გი­ნე­ბენ სა­ა­მი­სოდ.
ვაი, მოყ­ვას­ნო, თქვენ გან­მო­სეთ შე­აბ­ჯრუ­ლი ღმერ­თი და ჭრელ-ჭრუ­ლით შე­მო­სეთ იგი. თქვენ­გა­მო წა­ერ­თვა ღმერთს ის მკლა­ვი, რომ­ლი­თაც იგი ბო­რო­ტე­ბის კი­ნენს აღიპ­ყრობ­და. თქვენ წა­უხ­დი­ნეთ ღმერთს ყია სიყ­ვა­რუ­ლის სამ­სა­ლით, და­უ­კო­დეთ მას ხმის ის იო­გე­ბი, რომ­ლი­თაც იგი მე­ო­მე­ო­ბი­სას ყი­ო­და. მხო­ლოდ ის ხმა შეიწ­ყნა­რეთ, რო­მე­ლიც მგა­ლო­ბელ დე­და­კაც­თა და­რად ტურ­ფად რომ ამო­ი­რაკ­რა­კებს თქვე­ნი უმ­სგავ­სო­ბის სა­შე­ღა­ვა­თოს. ქა­ლე­ბის სპა­სა­ლა­რად გა­ხა­დეთ ღმერ­თი და თა­ვად ის აქ­ცი­ეთ ქა­ლად. მოყ­ვა­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით გა­ბა­ხე­ბულ ღმერთს აქეთ-იქით და­ათ­რევთ და წყა­ლო­ბას ეხ­ვე­წე­ბით. ოღონ­დაც სა­სუ­ფე­ველ­ში მოხ­ვდეთ და თა­ვად გან­ქალ­დე­ბით. რა უყა­ვით მოყ­ვას­ნო ადა­მის ნა­ში­ერს, რო­გორ მო­უშ­რი­ტეთ მას წა­დი­ლი და ფილ­ფო შე­მეც­ნე­ბი­სა. თქვენ კი, ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, უწ­ყო­დეთ: ვი­რემ შე-ვინ-ვი­დო­დეს ცა­თა მტი­ლო­ვან­ში, შე­მოჰ­ყივ­ლეთ, რომ კა­ცის საც­თუ­რად დარ­წყუ­ლა იგი ბაღ­ნა­რი და მის წი­აღ შთა­ტე­ვე­ბით ვერ და­იძ­ლე­ვა ადა­მი­ა­ნი. სხვა უნ­და იმოთ­ხოს შემ­მეც­ნემ, არა სა­მოთ­ხე.
მოყ­ვასთ რო­გორ გა­უ­ი­ა­ფე­ბ­ი­ათ სი­ცი­ლი ყვე­ლა­სათ­ვის. ეს ვერ შე­მი­გია: ვი­თარ იწ­ყნა­რებს ღმერ­თი მოყ­ვას­თა მი­ერ დად­გმულ სი­ცი­ლის გო­დო­ლებს? ის რაც სი­წამ­ხდრის ნი­შა­ნია, სუ­ლის ძა­ლუ­მო­ბად წარ­მო­უ­ჩე­ნი­ათ. ესე­ნი გა­მო­ად­გე­ბი­ან საღ­მრთო საქ­ნარს, ამ­დენს რომ მო­იყ­ბე­დე­ბენ ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა­ზე? ესარ­ქლოს გა­დი­ა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თი უნ­დო­ბარ­თა და ავ­თა ცხო­ვარ­თა.
რო­გორ შეჰ­ხა­რი­ან სა­კუ­თარ სი­ცოც­ხლეს მოყ­ვას­ნი. არა­რა­ნი იყ­ვნენ ცხოვ­რე­ბა­ში და მარ­მა­რი­ლო­თი კი იმ­კო­ბენ სა­მა­რეს. ჩან­და­ლა­ზე მდა­ბალ­ნი არი­ან და ქვა­ში ნაკ­ვეთ ლუს­კუ­მებს იდ­გა­მენ. რად ღირს მოკ­ვდა­ვის ში­რი­მის ასე­რი­გად შემ­კო­ბა იმ მი­წა­ზე, სა­დაც ღმერ­თე­ბის ნა­ტერ­ფა­ლიც კი ვა­ე­ბით სა­ძებ­ნია? შო­რე­უ­ლი დრო­ის უებ­რო სუ­ლე­ბი, ღმერ­თებ­სა და დე­მო­ნებს რომ ეწი­ნა­რე­ბოდ­ნენ და შე­საქ­მე­თა და­ცარ­ვის მახ­სო­ვარ­ნი იყ­ვნენ, და­ვიწ­ყე­ბას მის­ცე­მი­ან. ნო­ეს შვილ­თაშ­ვი­ლი, ნიმ­როდ ქუ­შის ძე, ღმერ­თთან მბრძო­ლი პირ­ვე­ლი კა­ცი იყო. ბა­ბი­ლო­ნის გო­დოლს აგებ­და იგი და მცი­რე კვა­ლი არ დარ­ჩა მის­გან. შენ ვინ ხარ მოყ­ვა­სო, რომ ტაგ­რუ­ცო­ვან საძ­ვა­ლეს იგებ? რად მაღ­ლობს თა­ვი­სი საფ­ლა­ვით ის, ვინც ცხოვ­რე­ბა­ში მდა­ბა­ლი იყო? რა იყო თქვე­ნი სი­ცოც­ხლე, მოყ­ვას­ნო, რომ თვალ­სა­ფე­თებ ტაგ­რუცს უძ­ღვნით სა­კუ­თარ თავს? ჰგო­ნებთ, სა­სუ­ფე­ველ­ში შე­გიძ­ღვე­ბათ ვინ­მე? იქ ვერ შეხ­ვალთ. თქვენს და­სა­ცი­ნად შთე­ბა თქვე­ნი საფ­ლა­ვე­ბი. შო­რი­დან­ვე მაღ­ლო­ი­სად სჩანს თქვე­ნი შე­კაზ­მუ­ლი სა­მა­რე­ნი. მე­საფ­ლა­ვი­სა და მკვდარ­თა და­რა­ჯის გარ­და არა­ვის ახ­სოვ­ხართ. მა­თაც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ დღი­სით და ღა­მით თვალ­ში ეჩ­ხი­რე­ბით. ცოც­ხალ­ნი იყა­ვით და თვის­თა მძოვ­რთა სტავ­რა-ოქ­სი­ნო­თი მო­სავ­დით. სიკ­ვდი­ლად მი­ი­წუ­რეთ და ისე შე­სუდ­რულნი ჩა­დი­ხართ საფ­ლა­ვებ­ში, თით­ქოს სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­დეთ. ერ­თია თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და თქვე­ნი სიკ­ვდი­ლის სა­მო­სე­ლი. თქვე­ნი სა­სუ­ფევ­ლად ზი­დი­ლი ზიზღს მოჰ­გვრის ზე­სოფ­ლი­ერ­თა და ქვე­სოფ­ლი­ერთ. თქვენ გა­უძ­ლებთ იი­ო­ბის ურ­ვის ერთ დი­ლას მა­ინც? მა­მა­მან ჩემ­მან იი­ობ მი­ი­ქე­და ის ბრა­ლი, რა­იც არ მი­უძ­ღო­და და კნინ­ჰყო კაც­თმოყ­ვა­რე კაც­მა თა­ვი­სი სალ­მო­ბა ღვთის წი­ნა­შე. თქვენ მუ­დამ ბრა­ლე­ულ­ნი ხართ, მოყ­ვას­ნო და ყე­ლამ­დე გა­ნა­ვალ­ში დგა­ხართ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და მცი­რე­საც არ მი­ი­ქე­დებთ ბრა­ლად. ბოღ­მი­თა და ზვა­ო­ბით გიდ­გათ სუ­ლი. ნა­ტუ­ტუ­ცა­რია თქვე­ნი მცოდ­ვე­ლო­ბა და უა­რე­სი ნა­ტუ­ტუ­ცა­რი თქვე­ნი სა­სუ­ფე­ველ­ში ზი­დი­ლია. ყრო­ლად ფშვე­ბა თქვენ­გან კმე­უ­ლი და ლო­ცი­ლი. თქვენ ექად­ნით ამა სოფ­ლის თა­ვადს? მი­უ­სევთ მას ჩაფ­რებ­სა და სპას? და­ღერ­ღავს იგი მათ და ლე­შის გო­რებს დად­გამს. რას იზამთ მის წი­ნა­აღ­მდეგ? გა­ერ­თი­ან­დე­ბით და იბ­რძო­ლებთ? აღარ იცოდ­ვებთ და ურ­თი­ერთს ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იყ­ვა­რებთ? არ წა­გარ­თმევთ თქვენ ან­ტიქ­რის­ტე სა­ხი­ო­ბის შე­საძ­ლე­ბ­ლო­ბას. გა­ზეთს ისევ გა­მო­გაშ­ვე­ბი­ნებთ და თა­ვად­ვე გირ­ჩევთ მი­სი სა­კი­ლა­ვი ვი­თარ შეთ­ხზათ.
მღვდელ­ნო, ოცი წლის წინ სა­ტა­ნის და­მარ­ცხე­ბას ულო­ცავ­დით ქვე­ყა­ნას და ღვთის შუ­ქის მო­ფე­ნა­ზე მრევლს ამ­ბი­ო­ნი­დან შთა­მოს­ძა­ხებ­დით. მა­შინ თქვენ მხო­ლოდ ღვთის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­დით და არას იტ­ყო­დით მე­ო­რედ მოს­ვლა­ზე. ისე ამ­ბობ­დით, რომ და­მარც­ხდაო ამა სოფ­ლის თა­ვა­დი, თით­ქოს არ­მა­გე­დო­ნი გა­მო­გევ­ლოთ. ვინ­მეს რომ თქვენს ნათ­ქვამ­ში ეჭ­ვი შე­ე­ტა­ნა და ეთ­ქვა, რომ გა­ზე­თის მი­ეთ­მო­ე­თი­თა და ამ­ბი­ო­ნი­დან ენამ­ჭევ­რო­ბით არ და­მარ­ცხდე­ბო­დაო ამა სოფ­ლის თა­ვა­დი, მი­ე­სე­ო­დით საძ­რა­ხა­ვად და ცილს შეს­წა­მებ­დით. მა­მა­ნო, თუ და­მარ­ცხე­ბუ­ლია სა­ტან, რო­გორც თქვენ წლო­ბით ირ­წმუ­ნე­ბო­დით, მა­შინ რა­ღად ელალ­ვით და კი­ლავთ მას? ესო­დენ მრა­ვალს რა­ღად იტ­ყვით მის მოს­ვლა­ზე თუ ამა სოფ­ლის ძლი­ერ­თა ძლი­ე­რე­ბა თქვენ­ვე აკურ­თხეთ და ღმერთს შე­ა­ვედ­რეთ? ცუ­და­ნი არი­ან სოფ­ლის მთა­ვარ­ნი და თქვენ მა­ინც კურ­თხე­ულჰ­ყოფთ მათ მთავ­რო­ბას. იმა­საც ვერ შე­იძ­ლებთ, რომ ბილწ მთა­ვართ მთავ­რო­ბა არ უკურ­თხოთ. თქვენ აღუდ­გე­ბით წინ ლუ­ცი­ფე­რის მთავ­რო­ბას მთელ დუ­ნი­ა­ზე?
რა­რიგ აგ­რე­ვი­ათ დავ­თრე­ბი, მა­მა­ნო. შეგ­მზერთ და ჭმუნ­ვა მე­ძა­ლე­ბა. თქვენ, ღვთის სუ­ლით მად­ლმო­სილ­ნი და მი­სით აღ­ვსილ­ნი ეს­რე ვაგ­ლა­ხად შეს­ცდე­ბით და სხვაი რა­ღა იქ­ნე­ბა? მა­უწ­ყეთ მა­მა­ნო ეს­რე რად მოც­დუნ­დით და წა­გიც­დათ სიტ­ყვა? ამას ხომ სა­ტანს ვერ წა­მოჰ­კი­დებთ ბრა­ლად? რო­დის იყო და­სა­ვა­ლის მხრი­დან ღმერ­თი მო­დი­ო­და? რად წმინ­დაჰ­ყა­ვით წი­ნა­რე წლებ­ში ლი­ბე­რალ-კა­პი­ტა­ლიზ­მის შე­მოს­ვლა თქვე­ნი ნა­ქა­და­გა­რით? ამ­დე­ნიც აღარ უწ­ყით? სა­ეკ­ლე­სიო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­სა და მურ­დალ­თა რჯულ­ში ენაც­ქა­ფო­ბას სუ­ლი­ე­რე­ბად რად წარ­მო­ა­ჩენ­დით? ღმერ­თის სა­დი­ა­ცო გან­მარ­ტე­ბებს და ბოღ­მა­გა­ჭე­ნე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის რე­ლი­გი­ურ სიტ­ყვა­უხ­ვო­ბას ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბი­სა­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბად რად სა­ხავ­დით? გა­ნა ესე­ვი­თა­რი მტყუ­ვარ­ქცე­ო­ბა მი­ეთ­ვლე­ბა ადა­მის ნა­ში­ერს სა­სუ­ფევ­ლის საღ­ვა­წოდ, მა­მა­ნო?
თუ იგი, დი­ა­დი ლუ­ცი­ფერ იძ­ლია და სამ­ყა­რო და­სავ­ლე­თი­დან მოს­წრა­ფე­ბუ­ლი ღვთის მად­ლით აღივ­სო, რის­გან­ღა არის მომ­ღე­რა­ლი სოფ­ლის ესო­დე­ნი მრა­ვალ­მღელ­ვა­რო­ბა? შე-რაი-ვი­ცა­ნი თქვე­ნი გლახ­მსიტყ­ვე­ლო­ბა და ბრპენ-კით­ხვებს ამად მო­გა­გებთ, მა­მა­ნო. რა­საც თქვენ ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა­ზე აუწ­ყებთ, ამას ღვთის სუ­ლი­სა­გან ამ­ბობთ თუ თქვე­ნით? თუ სუ­ლის ძა­ლით ამ­ბობთ, მა­შინ ასე მდა­რე და სა­და­გი რად არის თქვე­ნი ნამ­სჯე­ლი? თქვე­ნი ნათ­ქვა­მი ოდენ იმას მო­ა­დას­ტუ­რებს, რომ თქვენც ისე­ვე მი­ტო­ვე­ბულ­ნი ხართ ღმრთი­სა­გან, ვი­თარ­ცა ყო­ველ­ნი კაც­ნი.
მა­მა­ნო, ჰგო­ნებთ ესე­ვი­თა­რი მდა­რე მომ­სიტ­ყვე­ლო­ბით მო­ამ­დოვ­რებთ სა­ტა­ნის ბო­როტს? მო­ე­ტე­ვე­ბა სო­ფელს იგი დი­ა­დი და მერ­მი­სად შე­ი­ძე­ლით თქვათ სა­ზეო სიტ­ყვა, ჰხა­დეთ უფალს და გა­ხე­დეთ მსა­სო­ო­ვა­რი თვა­ლით სოფ­ლის მო­ყალ­მულ და კეკ­ლუ­ცად მომ­ზრახ მპყრო­ბელთ.
ორი ათას­წლე­უ­ლის წარ­გე­ბი­სას ესე მო­იშ­რი­ტა თქვენ­გან ნა­ქე­ბი ღვთის მად­ლი, რომ აწე­ღა ოდენ ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა­ზე უბ­ნობთ და და­სავ­ლეთს იუ­დე­ვე­ლებ­თან ერ­თად ამ­ხელთ მი­სი მოს­ვლის სამ­ზა­დის­ში. ჯერ არ შე­მოქ­ცე­უ­ლა კაც­თა სატ­ყე­პად იგი დი­ა­დი და მაშ რა­ღამ მოშ­რი­ტა ესო­დენ მცი­რე დრო­ში ის ღვთის მად­ლი, რო­მე­ლიც თქვენს ნათ­ქვამ­თა­მებრ მზე­ებრ იეფ­და სო­ფელ­სა ზე­და?
ჰე, მა­მა­ნო, რად ვერ იგ­ზნებთ და იმ­წვა­ვებთ თქვენ­სა ში­გან ღვთი­სა­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლო­ბას, რად არას შე­მოს­ძრა­ხავთ და დას­წერთ ამა­ზე? და­ვით ფსალ­მუნ­მეტ­ყვე­ლი­სა­გან გა­ნე­რა ღმერ­თი და იგი მე­ფე ამის გა­მო დი­დად იტ­ყებ­და. თქვენ კი, მა­მა­ნო ეგ­რე გსუ­რით თქმა, რომ ამ უღ­მერ­თო­ბის ჟამს ბერ­მო­ნა­ზონ­თა ში­გან მა­ინც მიწ­ყივ მყო­ფობს ღვთის სუ­ლი. თუ იგი სუ­ლი მიწ­ყივ ჰგი­ეს თქვენ­სა ში­გან, რი­სად არ აღ­გამ­სთობთ იგი ეგ­ზომ მო­ღაფ­ლე­ბულთ? ახ­ლა თუ არა, მაშ რო­დის?
წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა პი­რით იტ­ყვის ღმერ­თი, რომ მე ია­ვარ­ვქმნი ჩემს ტა­ძარ­სა და საწ­მინ­დარს. მე მო­ვა­ტე­ვე ასუ­რელ­თა სპა­ნი და სხვა­ნი წმინ­და ქა­ლაქ­ზე. მო­ვა­ოხ­რე და გა­ვა­ვე­რა­ნე ის, რა­იც ჩემ­თვის ესო­დენ სა­სა­თუ­თო და სა­ხა­რე­ლი იყო ია­კო­ბის ძე­თა მღვთო­სან­ქცე­ო­ბის გა­მო­ი­სო­ბით. სო­ლო­მო­ნის ტა­ძარს არა სა­ტან, არა­მედ ელო­ჰიმ-ცა­ბა­ო­თი იავ­არჰყოფს. მარ­თლად მი­უწ­ყა მომ­წყველ­მა და მიჰ­კერ­ძა მიმ­კერ­ძავ­მა ყოვ­ლი­არ ის­რა­ე­ლი­ანს. მის­გან წყა­ლო­ბი­ლი და აღ­ლა­ღე­ბუ­ლი უყად­რო კა­ცი ვი­თარ შე­იძ­ლებს, რომ ად­ლი და­უ­წუ­ნოს ცა­თა მე­უ­ფეს? უდი­დე­სი სვებ­ნე­ლო­ბის ჟამ­საც კი არ იტ­ყვის იუ­დე­ვე­ლი, რომ სა­ტან­მა მო­ი­ღო ოხ­რე­ბა ის­რა­ელ­ზე. ოდენ ღვთი­სა­გან არის მო­წევ­ნი­ლი ყო­ვე­ლი სა­სი­ა­ვო. აბა, ქრის­ტი­ა­ნებს ეხი­ლათ იე­რუ­სა­ლი­მის აღე­ბა და სო­ლო­მო­ნის ტაძ­რის დან­გრე­ვა ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სო­რის მი­ერ. აიკ­ლებ­დნენ ისი­ნი სა­ტანს კრულ­ვი­თა და ძრახ­ვით. აიკ­ლებ­დნენ და რა? ეს რას ნა­თელ­ჰყოფ­და? თუ ახ­ლა იკ­ლებენ სა­ტანს მძრახ­ვე­ლო­ბი­თა და მომ­ყივ­ნე­ლო­ბით, ეს მცი­რე­დაც არ არ­კვევს ბო­რო­ტი­სა და მი­სი დი­დი მო­წევ­ნა­დის სა­კითხს? ეს მძრახ­ვე­ლო­ბა ოდენ სა­საყ­დრო ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა, რო­დე­საც უბოღ­მა­ვი სუ­ლის სა­ქო­ნი დი­დი სა­ფიქ­რა­ლი კა­ცუ­კე­ლე­ბის თვალ­სა­წი­ე­რამ­დე კნინ­დე­ბა.
ვის უთ­ქვამს ის­რა­ე­ლი­ა­ნებ­ში ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ­ზე, რომ სა­ტა­ნი­სა­გან აღიძ­რა იგი სო­ლო­მო­ნის ტაძ­რის სას­რა­ვად და თვით იგი იყო სა­ტან? მე­ფე­მან ღვთის ძა­ლით მო­ა­ოხ­რა და უკა­ცურ­ჰყო ის­რა­ე­ლი, რად­გან წა­რიწ­ყმი­და ყო­ვე­ლი ია­კო­ბი მცოდ­ვე­ლო­ბით. ყრმა­მაც კი იცის ეს ის­რა­ელ­ში.
ქრის­ტი­ან მა­მა­თა­გან, იუ­დე­ველთ რომ ან­ტიქ­რის­ტეს მე­უ­ფე­ბის სამ­ზა­დის­ში ამუ­ნა­თე­ბენ, რო­მე­ლი­მეს თუ უკით­ხავს: რა არის იუ­დე­ვე­ლი­სათ­ვის ან­ტიქ­რის­ტე? მის­თვის სა­ტან არ მქო­ნობს ისეთ აპო­კა­ლიფ­სურ და დუ­ა­ლის­ტურ საზ­რისს, რო­გორც ეს არის სა­ხა­რე­ბის მმეს­ველ­თათ­ვის. კნი­ნო­დენ­ნი არი­ან ისი­ნი, ვინც იუ­და­უ­რი მე­სი­ის მსა­სო­ო­ვა­რია და მის­თვის მო­ხა­რუ­ლობს. მა­ინც ედა­ვე­ბა იუ­და­უ­რი მა­ში­ა­ჰი სა­ხა­რე­ბი­სე­ულ მე­სი­ას. იუ­და­იზ­მმა არ უწ­ყის აპო­კა­ლიფ­სუ­რი დრა­მა­ტიზ­მი და დუ­ა­ლიზ­მი შე­საქ­მის ჟამ­ში. ოდენ მო­ყივ­ნე­ბი­სა და შეჩ­ვე­ნე­ბის მიზ­ნით სა­კუ­თა­რი შე­ლან­ძღუ­ლი არ­ში­ნით სხვი­სი რჯუ­ლის სიღ­რმე­თა და და­ფა­რულ­თა გა­ზომ­ვა ცუდ­მაშ­ვრა­ლო­ბაა. ასე ზო­მავს ქრის­ტეს მე­სა­ვი იუ­და­იზმს, ის­ლამს, ინ­დუ­იზმს. ასე ზო­მავს იგი ელი­ნურ წარ­მარ­თო­ბა­სა და მის­გან ამო­ზე­ვე­ბულ რი­ტო­რე­ბას, სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლო მე­სი­ა­ნიზმს.
მხე­ცის რიც­ხვი ღმერ­თის რიც­ხვიც არის. ერ­თნა­ი­რად გან­წო­ნის ყო­ველ სკნელ­სა და სკნელ­თა­შო­რისს ეს რიც­ხვი. ამ რიც­ხვით თა­ვად ცა­თა მე­უ­ფე იუბ­ნებს. იგი რიც­ხვი მრჩობ­ლე­დია და მი­სი და­ფა­რუ­ლი ზე­არ­საც ესა­კუთ­რე­ბა და ქვე­არ­საც. მო­ვა იგი ბო­რო­ტი და აღი­ო­ნავ­რებს სო­ფელს. იხი­ლეთ კაც­ნო, ვი­თარ შე­მო­გიზ­ღოთ და რა­რიგ მზღვევ­ა­რად ჰყოს მან ყოვ­ლი­ა­რი სოფ­ლი­ე­რი. აღიქ­მნას ომი და გა­ი­სინ­ჯოს მის ში­გან, ვინ რა მოყ­მე­ო­ბის მე­ქო­ნია. დაე, მო­ვი­დეს იგი მზა­რა­ვი სიტ­ყვით და მრის­ხა­ვი მზე­რით. მა­შინ შეთ­რთო­ლდე­ბა ლაჟ­ვარ­დი და შე­იმ­რუ­მე­ბა ყო­ვე­ლი იძ­ვრი­სი. მო­ი­წევს ჟა­მი, ოდეს ყო­ველ­ნი ტყე­ბით ვიტ­ყვით სა­სიტ­ყვოს. მოყ­ვას­ნო, სი­ცი­ლის ქორ-მე­ნა­ნი გი­გი­ათ და გიმ­კი­ათ. სი­ცი­ლი­ა­ნო­ბა­ში მწყობ­რობ­დით და მაგ­როვ­ნად მო­ჩან­და თქვე­ნი ლო­თი­ა­ნო­ბა. ისე დაგ­ცა­რავთ და დაგ­ზი­დავთ სატ­ყე­ბა­რი, რომ მა­წან­წა­ლა ძაღ­ლიც კი თქვე­ნი უმე­ტე­სი იქ­ნე­ბა.
მო­ვა იგი დი­ა­დი და შე­იძ­ლოს ვინ­მემ მის წი­ნა­შე მა­ო­ცე­ბა­რო­ბა და სა­ხი­ო­ბა. გა­მო­ვიდ­ნენ მერ­მე და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს მო­დე­ბუ­ლი ის რი­ო­ში სა­ტა­ნის მმეს­ველ­ნი, ეს­რე რომ გა­ნაც­ვიფ­რე­ბენ უბირთ და ისიტ­ყვონ რა­ი­მე უთა­ვა­დე­სი თა­ვა­დის სა­ფე­რი. სა­ტა­ნიზ­მი ბევ­რე­ულთ თეთ­რის მო­შო­ვე­ბის ხვან­ჯად და ფან­დად და­უ­სა­ხავთ. თუ ამა სოფ­ლის თა­ვა­დის მმეს­ველ­ნი ხართ, რად უღო­ნო­ებს თქვე­ნი სიტ­ყვა? რად ვერ რი­ტო­რებთ? თქვენ კი, მღვდე­ლ­ნო, რად იხარ­ჯვით ეშ­მას მი­სა­კუთ­რე­ბულ­თა გმო­ბა­ში? იცით კია, ვინ არის ისე­თი სა­ტა­ნის მმეს­ველ­თა დას­ში, რომ­ლის ასე მწვე­ლად გმო­ბა ეგე­ბო­და? თუ არ იცით, რად ჰყი­ვი­ხართ, თუ იცით და დიდს რად ვე­რას იტ­ყვით? ამა­საც შეგ­კით­ხავთ მა­მა­ნო: დღე­ი­სათ­ვის სამ­ყა­რო გა­უღ­მერ­თოვ­და და ან­ტიქ­რის­ტეს უხამს მოს­ვლა ისეთ მი­წა­ზე, სა­დაც მას რა­ყი­ფად ღმერ­თი არ დახ­ვდე­ბა. ვი­თარ შე­უძ­ლია კაცს იაზ­მნოს ეს სამ­ძი­მო რამ? და ერ­თიც, მა­მა­ნო: ღირს კი შე­საქ­მე­სა ში­ნა მყო­ფი კა­ცი იმის­თვის, რომ ორ­მა ბა­ნაკ­მა მი­სი გუ­ლი­სათ­ვის ესო­დენ დი­დი ომი აღ­ქმნას? თუ კა­ცი სა­ა­მი­სოდ ღირს, მა­შინ რად შთე­ბა იგი ესე­ვი­თარ შე­საბ­რა­ლის არ­სე­ბად? თუ კა­ცი არ ღირს სა­ა­მი­სოდ, მა­შინ რის­თვის აქვს მას ასე­თი საკ­ვირ­ვე­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი ნი­ჭე­ბა­ნი?

ჰე, ადელ­ფოს­ნო, ვერ და­ვეხ­სე­ნი ამ სა­გო­ნისს და თქვენც გა­უწ­ყებთ. სხვა ღვთის­შვილ­ნი რად არას იტ­ყვი­ან იი­ო­ბის გვე­მის მო­ბო­ლო­ვე­ბა­ზე? დი­დად უხამ­დათ მათ სა­ა­მი­სოდ სიტ­ყვის გა­მო­გე­ბა. გა­ნა მათ წი­ნა­შე არ შე­ეთ­ქვა ღმერ­თი სა­ტანს კა­ცის წი­ნა­აღ­მე­დეგ? მხო­ლოდ სა­ტანს ეთათ­ბი­რე­ბა ღმერ­თი ღვთის­შვილ­თა საყ­რი­ლო­ბო­ში. იგია გა­მო­ჩი­ნე­ბუ­ლი ღვთის­შვი­ლი. მხო­ლოდ ის არის ცა­თა მპყრობ­ლის ზრახ­ვა­თა შემ­გნე და მფა­რა­ვი. იგი, სა­ტა­ნა­ელ ყო­ფი­ლა უფ­ლის მე­ყო­რუ­ღე, მი­სი ხვა­ში­ა­დის მეც­ნა­ვი, კა­ცი­სათ­ვის საბ­რკო­თა დამ­რწყვე­ლი. ისევ მას, შეჩ­ვე­ნე­ბულ­სა და გან­თხე­ულს მო­უხ­მობს უფა­ლი და შე­ეზ­რა­ხე­ბა კა­ცის თა­მი­მო­ბის სა­სინ­ჯად. სხვა ღვთის­შვილთ ეს ვერ შე­იძ­ლეს. დი­დად იბე­ჯი­თა უგებ­მა და ყუ­დო მოკ­ვდავ­მა სა­ტა­ნის მძრახ­ვე­ლო­ბა­ში. ის კი თურ­მე ღვთის­შვილ­თა საყ­რი­ლო­ბო­ში ია­რე­ბა. კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ი­თათ­ბი­რე­ბენ ღმერ­თი და სა­ტან. სხვა ზე­სოფ­ლი­ერ­ნი ამას მდუ­მ­რიად მიემოწ­მე­ბიან.
შე­საქ­მის პრე­ტო­რი და სკნელ­თა ყა­დი არის სა­ტან. იგია სი­ცი­ლის და­ფა­რუ­ლის მე­უწ­ყე. გა­ნა მხო­ლოდ იი­ო­ბი­სას თათ­ბი­რობს მას­თან უფა­ლი. კაცთ მხო­ლოდ იი­ო­ბი­სა უწ­ყი­ან. სა­ტანს ეზ­რა­ხე­ბა ღმერ­თი იმას, რა­იც კაც­თათ­ვის მომ­წყვლელ მო­წევ­ნა­დად უნ­და იქ­მნეს. არ­ქან­გე­ლოზ­თა­გან სხვას ვის ჰკით­ხავს ღმერ­თი, თუ არა მას, სიბ­რძნის ჭა­სა და უდი­დეს შემ­კით­ხველს, ბრალ­მდე­ბელ­სა და მაც­თუ­ნე­ბელს. ამად ეწო­დე­ბა მას სა­ტან. მი­სით მი­წობს მი­წა და სიზ­რქე შე­საქ­მი­სა მი­სით ბო­როტ­ყოვ­ლობს. ის ჰკრავს სიტ­ყვის დვრი­ტას და აღ­მო­აჭ­ვირ­ვებს ბო­რო­ტი­სა სა­ხე­მეტ­ყვე­ო­ბას. იგია საღ­ვთო არ­ქი­თე­რი­ო­ნი, რო­მელ­მან იუნ­ჯა თავ­ნი სკნელ­თა­ნი. იგია ყო­ვე­ლი შე­საქ­მის ხვი­თო და ძველ შე­საქ­მე­თა ზა­დი­ე­რე­ბის მომ­ხსო­მი. ის და­სა­ხუ­ლა შე­მეც­ნე­ბის დე­მი­ურ­გო­სად და კა­ცის­თვის მან აღ­მომ­ზა საბ­ნე­ლო­თა­გან სა­მეც­ნა­ვი. ქმნა­ნი მთი­ე­ბი­სა­ნი კა­ცის ცნო­ბის­ჩე­ნას ემე­ო­ხა. უფ­რო­ი­სად ჰხენ ის ნა­ყო­ფი, კა­ცო, რა­იც მის­გან მო­გე­ცა. შე­ი­ძე­ლი მოჰ­ხო­ცო ცვა­რი სიბ­რძნი­სა ტატ­ნობ­სა და ქვეს­კნე­ლის ტი­ნას და იც­ხე შენ­სა პირ­სა ზე­და, მმეც­ნა­ვო.
შეშ­ლილ­მა ბრძენ­მა მო­უმ­ცნო და შეჰ­კით­ხა კაცთ, რომ აღ­რაი- ეს­რუ­ლა ღმერ­თი და ვით­ღა დაზ­მი­ან ისი­ნი სო­ფელ­სა ში­ნა თვი­ნი­ერ ღმრთი­სა. ჰე, ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, ვი­თარ აღ­გვიხ­სნი­და სა­ტან შეშ­ლი­ლი ბრძე­ნის ამ ნათ­ქვამს? ნიშ­ნავს თუ არა ღმრთის სიკ­ვდი­ლი სა­ტა­ნის სიკ­ვდი­ლ­საც? რა არის ის კე­თი­ლი და ბო­რო­ტი, რა­იც სო­ფელ­სა ში­გან შთე­ბა ღმერ­თის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ? ჰე, ლუ­ცი­ფერ, ყო­ველ­სა­ვე ში­ნა ცნო­ბა­მო­სი­ლო, სოფ­ლი­სა ცხოვ­ლად მამ­ღე­რეო, მო­მიმ­ცენ ამა სა­გო­ნი­სის სა­პა­სუ­ხო.
მთი­ებ­მან ჯან­ყი სჯუ­ლიდ­ვა, ჯან­ყსა ში­ნა იძ­ლია და კვლავ­ცა მთი­ე­ბად მშთა­რია. სხვაი ძლე­უ­ლი­ყო და და­ი­ცა­რე­ბო­და სა­მუ­და­მოდ, ხსოვ­ნა მი­სი კი მი­ი­ნავ­ლე­ბო­და. მის­გა­მო კი მდღევ­რად ახ­სე­ნებს მას კა­ცი. გა­თე­ნე­ბუ­ლი არაა და კა­ცი მის სა­ა­უ­გოს იტ­ყვის. დღე მი­ი­წუ­რე­ბა და კა­ცი ისევ მის გმო­ბა­შია. რა არ მოხ­და ადა­მის ნა­ტა­მა­ლის მა­ტი­ა­ნე­ში: მებ­რძო­ლი ათე­იზ­მი იყო, რო­მელ­მაც დაგ­მო ყო­ვე­ლი­ვე მიღ­მი­ე­რი, ით­ქვა, რომ ღმერ­თი მკვდა­რია. ისიც ით­ქვა, რომ თა­ვად ბუ­ნე­ბა არი­სო ღმერ­თი და ის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­თა სა­კით­ხა­ვად და­სა­ხუ­ლა. არ­ვის უთ­ქვამს, რომ მოკ­ვდა სა­ტან, არ­ვის უთ­ქვამს, რომ არ არი­სო იგი არ­სად. ღმრთის სიკ­ვდი­ლი გა­მო­ით­ქვა და ეს აი­ტა­ცეს. ლუ­ცი­ფე­რის სიკ­ვდი­ლი არ თქმუ­ლა. ფი­ლო­სო­ფე­მა „ღმერ­თი მოკ­ვდა“ გუ­ლის­ხმობ­და სა­ტა­ნის სიკ­ვდილ­საც. საშ­ფო­თარ ჟამ­თა ცე­მა­ში კაც­თა­გან ყივ­ნე­ბი­თა და ძრახ­ვით გან­დიდ­და მი­სი სა­ხე­ლი და ეს­რე შთე­ბა სა­უ­კუ­ნოდ. მის­გა­მო მო­იხ­სო­მე­ბენ მწვე­ლად იუ­და მო­ცი­ქულს. ჩვე­ვას არი­ან კაც­ნი მცი­რე­დი ავის წა­კი­დე­ბი­სას მი­სი ძრახ­ვა იწ­ყონ. არ ძა­ლუძთ კაც­თა სა­ტა­ნის ძრახ­ვის გა­რე­შე სიტ­ყვო­ბა.
ყუ­რან-ქე­რი­მის მი­ხედ­ვით, სა­ტან ერ­თა­დერ­თი იყო ან­გე­ლოზ­თა­გან, ვინც თი­ხის­გან გა­მო­სა­ხუ­ლი კა­ცის თაყ­ვა­ნე­ბა­ზე უა­რი თქვა რო­გორც ცეც­ხლი­სა­გან ნა­შობ­მა. ამის გა­მო ალაჰ­მა შე­რის­ხა შა­ი­თა­ნი. დერ­ვიშ­ნი იტ­ყვი­ან, რომ იგი იყო ჭეშ­მა­რი­ტი ერ­თღმერ­თი­ა­ნი.
სა­ტან არის უდი­დე­სი სა­მეც­ნა­ვი სიბ­რძნის მძებ­რთათ­ვის. ქვე­ყა­ნა­სა ზე­და ესო­დენ მრა­ვა­ლი ბო­რო­ტე­ბა რი­სად არის? საყ­დრის მა­მა­ნი იტ­ყვი­ან, რომ უფა­ლი გვცდი­სო კაცთ. ბევ­რე­ულ­ნი ამას ირ­წმუ­ნე­ბენ და ვერ კი შე­უტ­ყო­ბენ, რომ კაც­თა სა­მოთ­ნე­ოდ არის ესე თქმუ­ლი. რად ვერ იტ­ყვი­ან კაც­ნი გულ­თამ­ყო­ფელ სიტ­ყვას თუ ისი­ნი შე­იგ­რძნო­ბენ, რომ ღმერ­თი გა­მოს­ცდის მათ? თუნდ გა­მოს­ცა­დოს ისი­ნი ღმერ­თმა, თუნდ ნუ გა­მოს­ცდის, მოყ­ვას­ნი ყო­ველ­თვის ყუ­დო­ნი და ბილ­წნი არი­ან. რად გიჩნთ სა­კუ­თა­რი თა­ვი ღმრთი­სა­გან გა­მო­საც­დე­ლად? რა ისე­თი გი­უნ­ჯი­ათ მოყ­ვას­ნო, რომ ღმერ­თმა და­გიწ­ყოთ სინ­ჯვა? ეს­რე ვი­თარ მზა­ობს ყო­ველ კაც­ში ის, რის გა­მო ღმერ­თი მათ სინ­ჯვას ეშუ­რე­ბა? მღვდელ­ნი რომ ისიტ­ყვე­ბენ _ უფა­ლი გვცდი­სო კაცთ, არა­ვინ მი­უ­გებს მათ: მე რა მო­ვი­ნაგ­რე საღ­მრთო საღ­ვა­წო­ში, რომ თა­ვად ღვთის­გან გა­სინ­ჯვის ღირ­სი შე­ვი­ქენ?
ვინ არის მოკ­ვდავ­თა­გან ისე­თი, რომ დიდ ბო­რო­ტე­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის ღირ­სად შე­იქ­ნას? ვინ არის ისე­თი, რომ გა­ი­აზ­როს და სხვა­საც მო­უმ­ცნოს ის ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც ამა სოფ­ლის თა­ვა­დი­სა­გან მო­დის და ამა­ვე დროს ღვთის საც­დუ­რია ბედ­შავ კაც­თათ­ვის?
ვის­თვი­საც საღ­მრთო სა­ე­სა­ვად და­სა­ხუ­ლა სა­ტან, მათ ვეტ­ყვი: გა­ნა სა­ტა­ნის ბიბ­ლია ასე უნ­და და­ი­წე­როს? ბო­რო­ტე­ბის შე­მეც­ნე­ბი­სათ­ვის ეს არას ნა­თელ­ჰყოფს. გა­ნა ტიტ­ველ დი­აც­თა დას-და­სო­ბა სა­კურ­თხე­ველ­თან მო­ა­ხე­დებს აქეთ სა­ტანს? ყრმა­თა სის­ხლით უმ­სხვერ­პლავ­და ჟილ დე-რე­ცი და ესე­ვი­თარ მცოდ­ველ­საც კი არ მო­ხე­და სა­ტან­მა. სა­ცო­და­ვი იყო იგი კა­ცი თა­ვის სი­ნა­ნულ­ში. თვით უდი­დე­სი და უსას­ტი­კე­სი ზორ­ვაც კი სა­ტა­ნი­სათ­ვის, არაა მი­სი სა­ზორ­ველ­თან მო­ახ­ლე­ბის სა­წინ­და­რი.
გა­ნაზ­რე­ბა­ნი ლუ­ცი­ფერ­ზე ერ­თობ სუს­ტია. უღო­ნო­ე­ბენ მას­ზე მომ­სჯე­ლე­ნი, გარ­ნა მის კილ­ვა­ში სა­სა­ხა­ვად გა­წა­ფუ­ლან. სა­ტა­ნის მძრახ­ვე­ლო­ბით ფა­რა­ვენ ბევ­რე­ულ­ნი ცნო­ბამ­ცი­რე­ო­ბა­სა და უცოდ­ნე­ლო­ბას. გსურს, რომ სიღ­რმეს წა­რუდ­გი­ნო მოყ­ვა­სი და ხე­ლი შე­ა­ხე­ბი­ნო სა­მეც­ნა­ვი­სათ­ვის, გარ­ნა არას და­ი­ნა­ხავს იგი შე­ნი მოზ­რუ­ნა­ვო­ბი­დან. ძვირს იტ­ყვის შენ­ზე ოდენ იმის გა­მო, რომ შე­ნი ნათ­ქვა­მის სა­პი­რის­პი­რო თქვას. დიდ კე­თილს იზამ და მა­ინც არა­ვინ იქ­ნე­ბა შე­ნი კე­თი­ლად ნაქ­ცე­ვის კე­თი­ლად გა­მსინ­ჯვე­ლი. ყო­ველ­თვის გუ­ლარ­ძნი­ლია მოყ­ვა­სი შენს მი­მართ. ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, არაფ­რი­სა ისე არ გე­შიშ­ვო­დეთ მოყ­ვას­თა ირ­გვლი­ვეთ­ში, რო­გორც სა­კუ­თა­რი კე­თი­ლი გუ­ლი­სა. მი­ა­გეთ მოყ­ვასთ ისე, ვი­თარც მათ მო­გა­გეს. გა­ნა მხო­ლოდ ის არის, რომ კა­ცი კა­ცის მტე­რია, არა­მედ ის, რომ ყრმა ყრმის მტე­რია. ჩვი­ლი დე­დის წი­აღ­ში­ვე ფა­რუ­ლად ბო­რო­ტია. გა­ნე­ყო­ფა ის დე­დის წი­აღს და მეც­რუ­ე­ო­ბას შე­ე­ყე­ნე­ბა. ბო­რო­ტი­თა და ბო­როტ­ში იბა­დე­ბა კა­ცი, გარ­ნა ვერ­ვინ მო­ი­ხელ­თებს წმინ­და ბო­რო­ტე­ბას სო­ფელ­სა ში­გან. ბო­რო­ტის უც­ნო­ბე­ლი შთე­ბა კა­ცი. გა­ნა ეს გან­საკ­ვი­რი არ არის, ძმა­ნო?
ერ­თხელ მო­წევ­ნა­დი ბო­ლო ჟა­მის სწავ­ლე­ბა თა­ვის თავ­ში შე­ი­ცავს დიდ თე­ო­მა­ქი­ურ პო­ტენ­ცი­ას, რაც გა­მოვ­ლინ­და და­სავ­ლე­ლი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­ა­ში. ინ­დუ­ის­ტურ და ბუ­დის­ტურ სწავ­ლე­ბებ­ში თე­ო­მა­ქი­უ­რი პო­ტენ­ცია არ არის. ინ­დუ­იზ­მში შე­საქ­მე დე­მონ­თა ნაღ­ვა­წის გა­რე­შე ვერ იქ­მნე­ბა. დე­მონ­თა და­სი უთუ­ოდ უნ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს შე­საქ­მის შე­ნივ­თე­ბა­ში. აქ რკა­ლი­სე­ბუ­რი დრო­ის იდე­აა, რაც ეკ­ლე­სი­ის მა­მა­თა მი­ხედ­ვით სა­ტა­ნუ­რი და დი­დად საგ­მო­ბია, რად­გან ამის დაშ­ვე­ბა ქრის­ტეს ერ­თა­დერ­თო­ბას გა­ნა­ქარ­ვებს. ავა­ტა­რე­ბის სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით სამ­ყა­როს მხსნე­ლე­ბი წარ­სულ დრო­ებ­შიც იყ­ვნენ და კვლავ მო­ევ­ლი­ნე­ბი­ან. ბუ­დამ თქვა, რომ მის მოს­ვლამ­დე უც­ნო­ბე­ლი ბუ­დე­ბი იყ­ვნენ მოვ­ლე­ნილ­ნი.
ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ შე­საქ­მის და­სა­ბა­მის სა­კით­ხი, სუ­ლი­სა და შე­მეც­ნე­ბის მიჯ­ნე­ბის სკით­ხი უფ­რო გა­ხელ­და და გა­მი­ზეზ­და. იამ­ბლი­ქეს მი­ერ ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან წა­მოწ­ყე­ბუ­ლი პა­გა­ნის­ტუ­რი პო­ლე­მი­კის შემ­დეგ ნიც­შე პირ­ვე­ლი იყო, ვინც ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან მე­ტად მძი­მე და­ვა და­იწ­ყო. ის ქრის­ტი­ა­ნო­ბას მო­ექ­ცა ისე, რო­გორც ეს უკა­ნას­კნე­ლი მო­ექ­ცა ელი­ნიზ­მსა და იუ­და­იზმს. ნე­ოპ­ლა­ტო­ნი­კოს­თა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნიც­შემ და­ვა და­იწ­ყო რო­გორც გაწ­ბი­ლე­ბულ­მა ქრის­ტი­ან­მა, რო­გორც მღვდელ­თა­გან გა­მოქ­ცე­ულ­მა მრევ­ლმა. ეს არ იყო რო­მე­ლი­მე წიგ­ნი­ე­რი გარ­მი­ა­ნე­ლის და­ვა ქრის­ტეს სწავ­ლე­ბას­თან. ნიც­შეს და­ვა მღვდლებ­თან არის აჯან­ყე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნის და­ვა თა­ვის სუ­ლი­ერ მოძ­ღვრებ­თან. ისე­თი დი­დია ამ და­ვის გა­ქა­ნე­ბა და სიღ­რმე, რომ თვით თე­ო­მა­ქი­უ­რი სუ­ლის მქო­ნე და­სავ­ლეთ­ში ვერ­ვინ აუ­ბა ნიც­შეს მხა­რი. ეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მრა­ვა­ლი შე­სა­ხე­ლე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დი და ხე­ლო­ვა­ნი თავს ნიც­შე­ა­ნე­ლად რაც­ხდა.
ნიც­შემ სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბის ნე­ფი­ლი­მუ­რი პრობ­ლე­მა­ტი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა. მან სა­კუ­თა­რი შე­მეც­ნე­ბის სიძ­ნე­ლე­ნი და სიწ­ბი­ლე­ნი მსოფ­ლიო მას­შტა­ბის სა­კით­ხად და­სა­ხა. ნიც­შე კი არ შე­ე­კით­ხა ღმერთს, არა­მედ და­კით­ხა იგი. მან სა­კუ­თა­რი მე­ეჭ­ვო­ბის თე­მა­ტი­ზა­ცია ან­თრო­პო­კოს­მი­ურ პრობ­ლე­მად და­ა­ყე­ნა. მღვდელ­ნი ხში­რად იტ­ყვი­ან ნიც­შე­ზე, რომ იგი სა­ტა­ნის მო­ცი­ქუ­ლი იყო. ეს არის და ეს, რა­საც ისი­ნი ნიც­შე­ზე იტ­ყვი­ან. ნიც­შემ რო­გორც გაწ­ბი­ლე­ბულ­მა ქრის­ტი­ან­მა უარ­ყო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი იდე­ა­ლი.
ქრის­ტი­ა­ნო­ბის ყო­ვე­ლი შე­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კრი­ტი­კო­სი, ყო­ვე­ლი დი­დი ათე­ის­ტი მღვდელ­მა შე­რის­ხა და მა­თი ნა­სიტ­ყვი სა­ტა­ნის მზაკ­ვრო­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნა. არას­დროს ალა­ლად არ იტ­ყვის მღვდე­ლი, რომ ადა­მი­ა­ნის მო­უს­ვე­ნარ­მა ცნო­ბაქ­მნი­ლო­ბამ დი­დი სა­მეც­ნი­ე­რო სიძ­ნე­ლე­ნი კე­თი­ლად დაძ­ლია და ახა­ლი სიძ­ნე­ლე­ნიც მოჩ­ხრი­კა. ამის გან­ხილ­ვი­სას მღვდე­ლი ისევ სა­ტა­ნის ბრალ­დე­ბას იწ­ყებს და ასე აუბ­რა­ლო­ებს იგი სა­მეც­ნი­ე­რო სა­კით­ხებს. მეც­ნი­ე­რე­ბას­თან, ტექ­ნი­კას­თან და ფი­ლო­სო­ფი­ას­თან კა­მათ­ში მღვდე­ლი ისე­თი­ვე დუ­ა­ლის­ტია, რო­გორც ის არის ბო­ლო ჟა­მის იდე­ის გა­აზ­რე­ბა­ში.
წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა წიგ­ნე­ბი­დან ამო­ზე­ვე­ბულ ქრის­ტი­ა­ნულ აპო­კა­ლიპ­ტი­კა­ში დი­დად იჩენს თავს ის ზო­რო­ას­ტრუ­ლი და მა­ნი­ქე­ვე­ლუ­რი დუ­ა­ლიზ­მი, რის გა­მოც ეს მოძ­ღვრე­ბე­ბი შე­რის­ხულ­ნი არი­ან. აპო­კა­ლიპ­ტი­კა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დუ­ა­ლიზ­მია. მი­სი დახ­მა­რე­ბით და­ა­ფუძ­ნა ქრის­ტი­ა­ნო­ბამ თა­ვი­სი თე­ო­ლო­გე­მე­ბი. არა­სო­დეს ეგე­ბის ამის და­ვიწ­ყე­ბა. ქრის­ტი­ა­ნო­ბამ გან­დევ­ნა ის დუ­ა­ლიზ­მი, რაც მას ეწი­ნა­რე­ბო­და. ზარ­დუშ­ტი­ცა და მა­ნიც შე­ი­რის­ხნენ მა­მა­თა მი­ერ. და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა მოხ­მო­ბა დი­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქრის­ტი­ა­ნულ ღვთსმეტ­ყვე­ლე­ბა­ში, დუ­ა­ლის­ტუ­რია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, იუ­და­იზ­მი არ მიდ­რე­კი­ლა დუ­ა­ლიზ­მი­სა­კენ. რა­ბი­ნებს და­ნი­ე­ლის წიგ­ნე­ბი დუ­ა­ლის­ტუ­რად არ გა­ნუ­მარ­ტავთ.
რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ერე­სე­ბის ის­ტო­რია, თუ სა­უ­კუ­ნე­თა ჟამ­ში იარ­სე­ბებ­და გნოს­ტი­კუ­რი ეკ­ლე­სია? რა ერე­სე­ბი წარ­მო­ი­შო­ბო­და, რომ არ­სე­ბუ­ლი­ყო სა­ტა­ნის სი­ნა­გო­გა ის­ტო­რი­ა­ში? სა­ტა­ნის ეკ­ლე­სი­ის ერე­ტი­კოს­ნი და მწვა­ლე­ბელ­ნი ვინ იქ­ნე­ბოდ­ნენ? რო­გორ გან­მარ­ტავ­დნენ ისი­ნი შე­საქ­მის ბო­რო­ტოვ­ნე­ბას? რა­ღას აღ­მო­ა­ჩენ­და სა­ტა­ნის მრევ­ლი­სა­გან გან­მდგა­რი კა­ცი, რაც ძვე­ლი გვე­ლი­სა­გან ნათ­ქვა­მი არ იქ­ნე­ბო­და?
ჰე, ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, უწინ­დელ დრო­ე­ბა­ში კა­ცი ღმერ­თე­ბის მა­ტი­ა­ნე­თა მო­ნა­წი­ლე იყო. მი­თოს­მა აღა­მაღ­ლა ადა­მი­ა­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით აღა­მაღ­ლა იგი ინ­დუს­თა მი­თოს­მა. ახ­ლან­დელ ჟამს კი ადა­მი­ა­ნი მთლი­ა­ნად ბი­ო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ას და მან­ქა­ნა­თა ინ­დუს­ტრი­ას მი­ე­სა­კუთ­რა.
ხა­ტი­სა­ებრ და მსგავ­სი­სა­ებრ ღმრთი­სა შე­იქ­სო­ვა ადამ.

…Ποιήσωμεν ἄνθρωπον κατ’ εἰκόνα ἡμετέραν καὶ καθ’ ὁμοίωσιν
… ფაციამუს ჰომინემ ად იმაგინემ ეტ სიმილიტუდინემ ნოსტრამ
(Gნ. 1:26)

ღვთის ხა­ტად შექ­მნილ­მა ვერ იც­ნო თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დი. დი­დად ჰხამ­და, რომ ადამს ღმერ­თის ხილ­ვი­სას ეთ­ქვა: აი, იგი ვი­თარ­ცა მე და მე ვი­თარ­ცა იგი. ჰე, მეო, ღმრთის მსგავ­სო და ღვთის სუ­ლით სულ­დგმუ­ლო, გა­მო­ი­გე სა­ზეო სიტ­ყვა და ჰიმ­ნით უხოტ­ბე შენს შემ­ქმნელს.
ადამ ინა­ხად უნ­და მჯდა­რი­ყო ღვთის­შვილ­თა დას­ში და ისე­თი მომ­სიტ­ყვე­ლო­ბა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, გო­ჰა­რად რომ და­ი­დე­ბო­და. ადამს უხამ­და და­სა­ხუ­ლი­ყო პირ­ველ რი­ტო­რად ღვთის­შვილ­თა შო­რის.
მხდა­ლიც იყო ადამ, რად­გან ოდეს ჰკით­ხა ღმერ­თმა ნა­ყო­ფის ჭა­მის გა­მო, მან დე­და­კაცს და­აბ­რა­ლა. ვერ თქვა ადამ­მა, რომ თუ მე ღმრთის ხა­ტი და მსგავ­სი ვარ, რად არ ვი­ცო­დი ის, რაც ნა­ყო­ფის ჭა­მის შემ­დეგ ვი­მეც­ნე? რო­გორ ვი­ყა­ვი მე, ღმერ­თო, შე­ნი ხა­ტი და მსგავ­სი, თუ შე­მეც­ნე­ბით ნაკ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი? მე­ტად მძი­მეა ის წყევ­ლა, რი­თაც შენ მდა­ღავ, ღმერ­თო. შენ თუ ასეთ სა­მუ­და­მო წყევ­ლას მო­მა­გებ, რად არ მერ­თმე­ვა მტილ­თა­გან გან­თხე­ულს ძვე­ლი გვე­ლი­სა­გან ნი­ჭე­ბუ­ლი ნი­ჭე­ბა შე­ნი წყევ­ლის ძა­ლით? ასე რა­და, ღმერ­თო?
არ და­იც­ვა ადამ­მა თა­ვი­სი ადა­მო­ბა და ვე­რა თქვა რა მწყრო­მა­რე ღმერ­თის წი­ნა­შე. არ ჰხა­და არას­დროს ღმერთს მტილ­თა­გან გან­თხე­ულ­მა ადამ­მა, არც გველს ჰხა­და მან, რა­თა მის შე­კით­ხულ­ზე პა­სუ­ხი მი­ე­გოთ მათ. ურ­გე­ბად დარ­ჩა ადამ­ში მის­გან გე­მუ­ლი ნა­ყო­ფი. არ ვუწ­ყით რას გულ­ზრა­ხვი­და ადამ, მი­წის ზურგს ესო­დენ დიდ­ხანს შერ­ჩე­ნი­ლი.
რო­გორ იყო ადამ ქმნი­ლი ხა­ტი­სა­ებრ და მსგავ­სი­სა­ებრ ღმრთი­სა, თუ ის შე­მეც­ნე­ბით სრუ­ლი არ იყო? ვი­თარ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ღმერ­თის გვერ­დით კა­ცის გე­ბა, რო­დე­საც იგი ცნო­ბაქ­მნი­ლო­ბით ნაკ­ლუ­ლია? სა­ი­დან უწ­ყო­და ადამ­მა ვე­ლის ნა­დირ­თა სა­ხე­ლე­ბი, რო­ცა მან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­ხელ­ჰყო? სა­ხელ­დე­ბის ნი­ჭი ხომ შე­მეც­ნე­ბუ­ლო­ბის ნი­შა­ნია?
თუ ღმერ­თის წი­აღ და ცა­თა წალ­კო­ტო­ვან­ში მყო­ფობ­და ადამ, მა­შინ იგი ზეს­თა­სოფ­ლი­ერ­თა და­რად უკ­ვდა­ვი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. უკ­ვდა­ვი რომ ყო­ფი­ლი­ყო ადამ, ღმერ­თი აღარ იტ­ყო­და მას­ზე, რომ ახ­ლა უკ­ვდა­ვე­ბის ნა­ყოფს შეს­ჭამს იგი და ჩვენ­სა­ვით მა­რა­დი­უ­ლად იცოც­ხლებს. გა­ნი­ო­ტა ღმერ­თმა კა­ცი ამის შემ­დეგ. ადა­მი მტილ­თა ში­გან გე­ბი­სას არც უკ­ვდა­ვი იყო, გარ­ნა არც მოკ­ვდა­ვი იყო. რის­თვის იყო არა რა­ის მე­უწ­ყე, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის არ­მცნო­ბი ადამ მტი­ლო­ვან­ში? ოდენ ზეს­კნე­ლი­ერ­თა თვა­ლის გა­სა­ხა­რად და შე­საქ­ცე­ვად? ნა­ყო­ფის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ადამ ვი­თარ შე­იგ­რძნობ­და და ცნო­ბაქ­მნი­და იმ მიჯ­ნას, სა­დამ­დეც ის ღვთის ხა­ტი და მსგავ­სი იყო? არა­ის მზრა­ხედ დაშ­თა ადამ და ეს­რე გა­ლია სა­უ­კუ­ნე­თა წყე­ბა. ვიდ­რე ნა­ყოფს იხ­მევ­და, ია­რე­ბო­და ღმრთის წი­ნა­შე გლუ და ტლუ კა­ცი. და­ე­ხე­ტე­ბო­და ადამ მტილ­თა წი­აღ შიშ­ლო­ე­ბის არ­მე­უწ­ყე.
შთა­მოგ­ძა­ხებთ ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, რომ ძა­ლუ­მად მაგ­ზებს ეს სა­მეც­ნა­ვი. იგი სა­გო­ნი­სი მე­ტად ძნე­ლო­ვა­ნი სა­გო­ნი­სია და მი­სი მი­ჩუ­მა­თე­ბა მოც­ნე­ბის მძებ­რთათ­ვის არ ეგე­ბის.
ადა­მის მა­რი­ხი ეს იყო, რომ სწო­რედ მას უნ­და ეხ­მია შე­მეც­ნე­ბის ხი­სა­გან. ან­გე­ლოზთ და ძველ გველს ამ ხის ნა­ყო­ფის ხმე­ვა არად სჭირ­დე­ბო­დათ. ოდენ ადამს უხამ­და ხმე­ვა შე­მეც­ნე­ბის ხი­სა­გან. კა­ცის­თვის იხია ამა ხემ. კა­ცის­თვის გა­მო­უ­ტე­ვა მან ნა­ყო­ფი. ადამ მი­წის მოზ­რუ­ნა­ვო­ბი­სა და მი­წის პირ­ზე გე­ბი­სათ­ვის შე­იქ­მნა. იყო კი შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ უცოდ­ვე­ლი ადა­მი მტი­ლო­ვან­თა ში­გან შვილთ-სხმას შეს­დგო­მო­და?
აგერ, ჩა­მო­ი­ა­რა ღმერ­თმა ღვთის­შვილ­თა ხომ­ლე­უ­ლის ხლე­ბით. თვა­ლი ჰკი­და ღმერ­თმა ხის ძი­რას ძი­ლად მი­ვარ­დნილ ადამს. ვე­ლის ნა­დი­რი­ვით იდ­ვა იგი მოლ­ზე და ფშვი­ნავ­და. მდუ­მა­რედ ჭვრეტ­და ადამს ზე­ცი­ერ­თა ხომ­ლე­უ­ლი. ძვე­ლი გვე­ლიც მათ შო­რის იყო და შეს­ძრა­ხა მან ღმერთს: რო­გორ არის იგი, ესო­დენ უძ­ლუ­რი და არა­ის მე­უწ­ყე ჩვე­ნი ხა­ტი და რით გვემ­სგავ­სე­ბა ჩვენ? ვი­თარ მი­ე­და­სე­ბა იგი ღვთის­შვილ­თა დასს? იდუ­მა ღმერ­თმა და იაზ­მნა ყო­ველ­მა ზე­ცი­ერ­მა, რომ ადა­მის ად­გი­ლი მი­წა­ზე იყო და არა ცა­თა მტი­ლო­ვან­ში. იაზ­მნეს ღვთსშვილთ, რომ თვი­ნი­ერ ადა­მი­სა არა­ვინ შეს­ჭამ­და შე­მეც­ნე­ბის ხის ნა­ყოფს.
მი­ლე­ნი­უ­მი თით­ქმის შე­ას­რუ­ლა ადამ­მა. საჭ­რე­თე­ლი უნ­და გა­მო­ეკ­ვე­რა ადამს და ტი­ნ­ზე ამო­ეკ­ვე­თა პირ­ვე­ლი მი­წი­ე­რი კა­ცის სამ­ჭევ­რო სიტ­ყვა. კა­ლა­მი უნ­და გა­ე­თა­ლა ადამს, რა­თა პერ­გა­მენ­ტზე დას­ტუ­რექ­მნა შე­მეც­ნე­ბის ნა­ყო­ფის შეთ­ვი­სე­ბი­სა და ცნო­ბის­ჩე­ნის კე­თი­ლოვ­ნად გა­მოვ­ლე­ნა. სა­ვა­რა­მო რი­ტო­რე­ბის მა­მად უნ­და და­სა­ხუ­ლი­ყო ადამ და ეუბ­ნა: მტილ­თა ში­გან ვი­ყა­ვი ვი­თარ­ცა ღმერ­თი და კრუ­ლე­ბა­სა ში­ნა მმართს ვიქ­მნა მი­წის ღმერ­თად, მი­წის დიდ მო­ა­მა­გედ. ცბი­ე­რი ია­კო­ბი კი არა, ადა­მი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იის­რა­ელ. ადამს უნ­და ეთ­ქვა, რომ ღმერ­თი ვი­ხი­ლე პი­რის­პირ (πρόσωπον πρὸς πρόσωπον). ადა­მი­სათ­ვის უნ­და ეთ­ქვა ღმერთს _ სა­რი­თა იმ ელო­ჰიმ (რად­გან ღმერთს ებ­რძო­დი) და ეკურ­თხა იგი. კა­ე­ნი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი, ყო­ვე­ლი ნა­ტა­მა­ლი ადა­მის ჩა­უ­ქი ღმერ­თმებ­რძო­ლო­ბის მომ­ხსე­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. თა­ო­ბებს უნ­და ეუბ­ნათ, რომ კრულ­მან მა­მა­მან ჩვენ­მან ადამ ბრძო ფრი­ად წი­ნა­აღ­მდეგ ღმრთი­სა და იკურ­თხა მის­გან. ადა­მის შვილ­თაშ­ვი­ლი მბრძა­ნე­ბე­ლი ნიმ­როდ იყო ღმერ­თმებ­რძო­ლი და დი­დი გო­დო­ლის მშე­ნი. ნიმ­როდ არის პირ­ვე­ლი იმ­პე­რი­ის შემ­ქმნე­ლი. მის აქეთ გოდ­ლო­ის გო­დო­ლი იმ­პე­რი­ი­სა.
ვერ შე­იძ­ლო ადამ­მა ეთ­ქვა, რომ მე­ტის­მე­ტად დი­დია ის წყევ­ლა ღმერ­თო, რი­თაც მე და ჩე­მი შთა­მო­ე­ბა სა­უ­კუ­ნოდ და­და­ღე. ჩემ­გა­მო მი­წა რად დაწ­ყევ­ლე? კა­ენ­მა იმ­ძი­მა წყევ­ლა აბე­ლის გა­მო და წყევ­ლის აღ­მცი­რე­ბა შეჰ­ვედ­რა ღმერთს. ადამს უნ­და ეთ­ქვა ღმერ­თი­სათ­ვის, რომ შენ უნ­და მო­გე­ცა ჩემ­თვის შე­მეც­ნე­ბის ნა­ყო­ფი და არა გველს. სხვა ვინ, გარ­ნა მე ვი­ყა­ვი ამ ნა­ყო­ფის მსინ­ჯვე­ლი, ღმერ­თო.
ადა­მის დიდ ვა­რამს და ღვთი­სა­გან გა­ნა­რე­ბას უნ­და აღ­მო­ეშ­ვა დაწ­ყევ­ლი­ლი მი­წის დაწ­ყევ­ლი­ლი მში­ნა­ე­ბის სა­ი­ა­სა­ღო რი­ტო­რე­ბა და წრფე­ლად ენამ­კო­ბი­ლი სულ­თქვნა. თა­ვი­სი ნა­ბას­რი გუ­ლი­დან ნა­უნ­ჯი სიტ­ყვა უნ­და აღ­მო­ე­ტე­ვე­ბი­ნა ბე­ჩავ ადამს და ყო­ვე­ლი მი­სი შთა­მო­ე­ბა ჰა­ი­რათს უნ­და და­ეპ­ყრო, რა ეს­მი­ნა მი­სი მომ­სიტ­ყვე­ლო­ბის სის­რუ­ლე­ნი და სიმ­რთე­ლე­ნი. ადამ უნ­და აღ­ჩე­ნი­ლი­ყო დი­დად მე­ცან და მეც­ნავ კა­ცად. თით­ქმის ათა­სი წე­ლი წა­რა­გო ადამ­მა და ესო­დენ გრძელ ჟამს ურ­გე­ბად იდ­ვა იგი მი­წის ზურ­გზე, ოდენ ხნავ­და და თე­სავ­და. არ მო-ცა-ჰხა­და მან ღმერთს და არ­ცა ძვე­ლი გვე­ლის მომ­ხსო­მი იყო. მთი­ებ­თა მთქმე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ადამ და ლუ­ცი­ფე­რის ჰიმ­ნი უნ­და შე­ეთ­ხზა მას. უყ­თა წკვა­რამ­ში ორ­ბებ­რი გამ­ხედ­ვე­ლო­ბით უხამ­და მას ჭვრე­ტა. ადამს მარ­თებ­და აღ­ბორ­გე­ბუ­ლი­ყო თა­ვის მა­ძებ­ნი­ე­რო­ბა­ში და ძა­ლუ­მად მოტ­ყი­ნა­რე სიტ­ყვა გა­მო­ე­გო. ბუ­ნე­ბის სა­დუ­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ადამ. კლდეს­თან, ხე­ებ­თან და ფრინ­ვე­ლებ­თან იუბ­ნებ­და იგი. კრუ­ლი ადა­მის ყი­ლი­ღო­ბა ათას­წლე­უ­ლებს გაჰ­კვეთ­და. და­სა­ხუ­ლი­ყო იგი ვი­თარ­ცა პლა­ტო­ნის წი­ნა­რე პლა­ტო­ნი და მი­სი უპ­ლა­ტო­ნე­სი. მის მღვთო­ვან სიტ­ყვას და­ე­მო­წა­ფე­ბო­და ათე­ნე­ლი რი­ტო­რი და აღუხ­სნი­და ელინთ თუ ვით ჰგი­ეს სიტ­ყვა­ნი ადამ­ნი.
შობ­და ადამ თვის პირ­ველ ძე­ე­ბად არა მე­ყა­ნურ­სა და მემ­როწ­ლეს _ კა­ენ­სა და აბელს, არა­მედ მე­ომ­რებს, რო­მელ­ნიც მა­მის სიტ­ყვით აღ­ძრულ­ნი ყო­ვე­ლი მი­წის და­საპ­ყრო­ბად აღ­მო­ი­წო­დებ­დნენ მახ­ვი­ლებს. ვის მარ­თებ­და ესე­ვი­თა­რი ქმნა­ნი კა­ცი­სა­ნი, თუ არა ადამს? გა­ნა მან, ყო­ველ მამ­რო­ვან­თა­გან უწი­ნა­რეს­მა არ მი­ი­ღო თვით გვე­ლი­სა­გან შე­მეც­ნე­ბის ნა­ყო­ფი? მი­ი­ღო იგი ნა­ყო­ფი, გარ­ნა უცებ-ყუ­დო და­ღამ­და ადამ, ვი­თარ­ცა ჩე­მი მოყ­ვას­ნი ღამ­დე­ბი­ან.
ადა­მის დაწ­ყევ­ლის პირ­ვე­ლი სვე­ხე­ნე­შო­ბა კა­ე­ნის ცოდ­ვა იყო. კა­ე­ნის დაწ­ყევ­ლა კაც­თა მოდ­გმის მე­ო­რედ დაწ­ყევ­ლა გა­მო­ვი­და. მა­მის სა­უ­კუ­ნოდ დაწ­ყევ­ლას ღმერ­თმა მი­სი ძის დაწ­ყევ­ლაც მი­უ­სარ­თა. არც ამის შემ­დეგ აღეძ­რა ადამს ვა­რა­მი­სა და დრტვინ­ვის სიტ­ყვა. ისიც ვერ შე­იძ­ლო ადამ­მა, რომ თა­ვის მწუ­ხა­რე­ბა­ში და­ეწ­ყევ­ლა მას თა­ვი­სი და­ბა­დე­ბა, ვი­თარ­ცა იი­ობს. არც გვე­ლის საყ­ვედ­რე­ბელ­სა და საწ­ყე­ვარს იტ­ყვის ადამ. იგი კა­ცი მჩუ­მა­რებს, სა­უ­კუ­ნე სა­უ­კუ­ნეს მის­დევს და ბე­ბე­რი ფიჭ­ვი­ვით შთე­ბა ადამ. ვერც ვე­რას გა­მო­ხე­ლავს და მოქ­მნის. მაშ რა­ღად განიგემა მან ხისა­გან? რად ვერ შე­ირ­გო ადამ­მა სა­სიბ­რძნო ნა­ყო­ფი?
მა­მა ხომ კრუ­ლია და შვი­ლიც კრუ­ლიქ­მნა. ამის შემ­დეგ­ღა იღ­ვი­ძებს კაც­ში სა­შე­მეც­ნე­ბო ნიჭ­ნი. კა­ენ ხუ­როთ­მოძ­ღვა­რი და ქა­ლა­ქის მშე­ნი გახ­და. კა­ე­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი, ლა­მე­ქი­სა და ცი­ლას ძე თუ­ბალ-კა­ე­ნი არის ყო­ველ­გვა­რი ია­რა­ღის მჭე­დე­ლი. ადამ­მა ერ­თი აგუ­რი ან ცხე­ნის ნა­ლი ვერ მო­ი­ხე­ლოვ­ნა. მას­ში ვერ გა­მოვ­ლინ­და შე­მეც­ნე­ბის ნა­ყო­ფის ხმე­ვის სი­კე­თე. წიგ­ნთა­მებრ, ადა­მის ყო­ვე­ლი შთა­მო­ე­ბა ორი სა­ზეო წყევ­ლით არის და­და­ღუ­ლი თა­ვად ადა­მის და მი­სი ძის კა­ე­ნის გა­მო. სა­მუ­და­მოდ ამო­აგ­დო ღმერ­თმა კა­ცი _ ადა­მი წყე­უ­ლია, მის­გა­მო მი­წაც წყე­უ­ლია, ევაც სა­ზარ­ლად წყე­უ­ლია, კა­ე­ნიც წყე­უ­ლია, გვე­ლიც წყე­უ­ლია და ამით ისევ კა­ცი და­ი­და­ღა. ეს ადა­მის ნა­ტა­მა­ლი­სა და კაც­თა მოდ­გმი­სათ­ვის ხუთ­მა­გი წყევ­ლაა. ეს არ ით­ქმის ეგ­ზე­გე­ტი­კა­ში, სა­დაც ოდენ ადა­მის დაწ­ყევ­ლა ირ­ჩე­ვა სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე.

ინ­დუს­თა საღ­მრთო მა­ტი­ა­ნე­ში გვა­მო­ვან-ტაძ­რო­ვა­ნი პუ­რუ­შა არის ეუ­ლი პირ­ვე­ლა­და­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გვერ­დით დი­ა­ცი არ უვის. პუ­რუ­შა თა­ვად არის შე­საქ­მის მბა­დი, კა­ცი შე­საქ­მე. პუ­რუ­შა ხა­ტად და მსგავ­სად ღმრთი­სა კი არ ქმნი­ლა, არა­მედ თა­ვად არის ღმერ­თი. პუ­რუ­შას სა­ხოტ­ბო ღმერ­თე­ბის სა­ხოტ­ბოს­თან ერ­თად ით­ქმის. პუ­რუ­შა არის მშო­ბის მშო­ბი, რომ­ლის­გა­ნაც შემ­დეგ თა­ვად იშ­ვა. სა­ზორ­ვე­ლი და ზვა­რა­კი არის დი­დი პუ­რუ­შა. მი­სით იზორ­ვი­ან ღმერ­თე­ბი, ანა­წევ­რე­ბენ მის უტა­ლაო ტა­ძარს და პუ­რუ­შას ასო­თა­გან იქ­მნა ქვეყ­ნი­ე­რე­ბა, ღმერ­თე­ბი, მზე და მთვა­რე, ყო­ვე­ლი ვე­დუ­რი კას­ტა. ღმერ­თთა­გან პუ­რუ­შას მსხვერ­პლვის შე­დე­გად იქ­მნა სიმ­რავ­ლე და ნივ­თშექ­სუ­ლე­ბა­ნი. არ­სად სხვა­გან არაა, რომ ადა­მი­ანს ასე­თი სა­ზეო სტა­ტუ­სი ჰქო­ნო­დეს, რო­გორც არი­ულ პუ­რუ­შას აქვს. ადამ­ზე მაღ­ლა დგას იგი. ადამ და­იწ­ყევ­ლა და მი­წის ლი­ტონ მუ­შა­კად მშთა­რი­ყო თით­ქმის ათა­სი წე­ლი, რა­მე­თუ ეგ­ზომ ხან­გრძლი­ვო­ბა­შიც ვერ შე­ირ­გო მან შე­მეც­ნე­ბის ნა­ყო­ფი. ადამ­მა, რა იცოდ­ვა, ვერ გა­ი­ბუ­ნე­ბა ნა­ყო­ფი და მის შერ­გე­ბას კაც­თა ასო­ბით თა­ო­ბა და ათა­სო­ბით წე­ლი დას­ჭირ­და.
გვე­ლის­გან კაც­თათ­ვის ბო­ძე­ბუ­ლი შე­მეც­ნე­ბის ნა­ყო­ფის მხო­ლოდ კნი­ნო­დე­ნია შეთ­ვი­სე­ბუ­ლი და არ ვუწ­ყით, მის სრულ შეთ­ვი­სე­ბას კი­დევ კაც­თა რამ­დე­ნი თა­ო­ბა მის­ჭირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნის მა­ტი­ა­ნე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ტე­ბა ნა­ყო­ფის შერ­გე­ბი­სა და არა კლე­ბა. ეს საკ­ვირ­ვე­ლი რამ არის. ჟამ­თა წარ­გე­ბა­ში ხდე­ბა კლე­ბა და დაც­ლა. სამ­ყა­რო და­ი­ცა­ლა ღმერ­თი­სა­გან, სათ­ნომ­ქცე­ვე­ლო­ბი­სა­გან, დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბი­სა­გან, გარ­ნა მის სა­პი­რის­პი­როდ ხდე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნის მა­ტე­ბა და კა­ცის რო­გორც ტექ­ნო­სი­ს მრა­ვალ­ღო­ნ­ე­ო­ბის მა­ტე­ბა. ცნო­ბის­ჩე­ნა­ში კა­ცი დი­დად წა­რე­მა­ტე­ბა.
აქ უთუ­ოდ ნა­თელ­სა­ყო­ფია ის, თუ ვი­თარ შთა­იგრ­ძნობს კა­ცი სამ­ყა­როს გა­უღ­მერ­თო­ე­ბას, ღმერ­თე­ბის გა­ნა­რე­ბას კაც­თა­გან. მხო­ლოდ ენა­კაზ­მუ­ლი მოღ­მრთე­ო­ბა აქ ვე­რას გვეტ­ყვის. იმის სა­ჩი­ნოქ­მნაც გვი­ხამს ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, თუ ვი­თა­რი წეს­თა­მებ­რი­ო­ბით დაზ­მიდ­ნენ ღმერ­თე­ბი ძველ დრო­ე­ბ­ში და რამ­დე­ნად ეღო­ნის­ძი­ე­ბოდ­ნენ მათ მომ­ხსენ და მიმ­ხა­დელ კაცთ. თუ ეს არ იქ­ნა მოთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბუ­ლი, მა­შინ სა­უ­ბა­რი სამ­ყა­როს გა­უღ­მერ­თო­ე­ბა­ზე, ღმერ­თის კლე­ბა­ზე დაშ­თე­ბა ოდენ ლა­მაზ ნათ­ქვა­მად და გა­და­იქ­ცე­ვა იმ შაბ­ლო­ნად, რო­მელ­საც ყა­სი­დად მოღ­მრთე ფი­ლო­სო­ფუ­კე­ბი მან­ქა­ნა­თა და სა­ტა­ნის მო­სა­ყივ­ნებ­ლად იყე­ნე­ბენ და სოფ­ლის მთა­ვარ­თა­გან რო­ჭიკს გა­მო­ე­ლი­ან.
ჟამ­თა ცე­მა­ში შე­მეც­ნე­ბის ნა­ყო­ფის ორ­გე­მა­გედ მა­ტე­ბას ვჭვრეტთ, ძმა­ნო. კე­თი­ლო­ვა­ნიც აღ­მო­­შო­ბა და ბო­რო­ტო­ვა­ნიც ამა ნა­ყოფ­მა. ისე კი არ ხდე­ბა, რომ პირ­ვე­ლი ხე­ლი­დან ნა­ყო­ფის ბო­ძე­ბის შემ­დეგ ადამ თვალ­შე­უდ­გამ ბრძე­ნად, ღმერ­თმებ­რძო­ლად და შე­საქ­მის სიტ­ყვა­ხა­ტი­ან მე­უ­დი­ა­რედ აღ­ჩე­ნი­ლი­ყო და უკ­ვე მი­სი შვილ­თაშ­ვი­ლი­დან თუ­ბალ-კა­ე­ნი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი­ყო ცნო­ბი­ს­ჩე­ნის კლე­ბა. ასე­თი სა­შე­მეც­ნე­ბო კლე­ბა ხდე­ბა ინ­დუ­იზ­მის წი­აღ. უძ­ვე­ლეს დრო­თა ბრაჰ­მა­ნე­ბი ეგ­ზომ დიდ მოღ­ვა­წე­ბა­ში იდ­გნენ, რომ ღმერ­თთა სწორ­ნი იყ­ვნენ. ახ­ლან­დე­ლი ბრაჰ­მა­ნე­ბი მათ ვერ მი­ე­და­სე­ბი­ან. ძვე­ლი ბრჰმა­ნე­ბი დჰარ­მას გა­დაც­დე­ნილ ღმერ­თებს წყევ­ლიდ­ნენ და სკნელ­თა სი­რას ეს­მო­და მა­თი ხმა.
ადამ­მა შე­სარ­გო ვერ შე­ირ­გო და სა­ფარ­სა­გო ვერ იფარ­სა­გა. რაც მა­მამ ვერ შე­ირ­გო, ის შვილ­მა და შვი­ლიშ­ვილ­მა შე­ირ­გეს. ნიმ­რო­დი უკ­ვე დი­დად სა­ა­რა­კო კა­ცია, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ კაც­თა მოდ­გმა­ზე იზ­რუნ­ვის, მაღ­ლო­ინ აღ­სწრაფ­ლდე­ბა გო­დო­ლის გე­ბით. ბა­ბი­ლო­ნი და­სა­ხა ნიმ­როდ­მა რო­გორც მსოფ­ლიო იმ­პე­რია. თვი­ნი­ერ ნიმ­რო­დი­სა ამას ვერ­ვინ ძა­ლიდ­ვებ­და.
ძვე­ლი არი­ე­ლე­ბი მაღ­ლო­ით იწ­ყე­ბენ ადა­მი­ა­ნის ამაღ­ლე­ბას, იუ­დე­ვე­ლე­ბი _ დაბ­ლო­ით. ეს ორი ტე­ლე­სი­ურ­გია ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­ა­ში ორი უნი­კუ­მია, რო­მელ­ნიც ურ­თი­ერ­თში სხვა­ო­ბენ და იმ­სგავ­სე­ბი­ან. ადა­მი­ა­ნის ამაღ­ლე­ბი­სა და გან­ღმრთო­ბის ორი­ვე უნი­კუ­მი წბი­ლიქ­მნა ჟამ­თა ცე­მა­ში.

XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მე­მი­თე­ო­ბა მა­ინც იყო. ეს იცავ­და ადა­მი­ანს მდა­ბა­ლი ცხოვ­რე­ბის წუმ­პე­ში ჩაფ­ლო­ბი­სა­გან. აწ აღარც ეს არის. მხო­ლოდ თავ­ნი მო­ცი­ქუ­ლო­ბენ და თეთ­რით სნე­ულ­ნი იმოძ­ღვრე­ბი­ან. კი ესიტ­ყვა იე­სუ სა­ტანს, რომ არა მხო­ლოდ პუ­რი­თა, არა­მედ ღმრთის პი­რი­დან გა­მო­მა­ვა­ლი სიტ­ყვით ცხონ­დე­ბის კა­ცი, გარ­ნა ამა ჟამს მხო­ლოდ პუ­რი­თა.
მჩუ­მა­რე­ბენ ისი­ნი, ვინც რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა მი­თოს­მა შვი­ლებრ გა­მო­ზარ­და და აწიგ­ნი­ე­რა. მათ მარ­თებთ რი­ტო­რებრ მომ­სიტ­ყვე­ლო­ბა და მხო­ლოდ პუ­რი­სას კი იტ­ყვი­ან. გან­ღმრთო­ბი­ლი თა­ვა­ნე­ბის სა­ზან­დარ­ნი არი­ან ისი­ნი და ის­წავ­ლე­ბი­ან, რომ მხო­ლოდ ფუ­ლი­თა, მხო­ლოდ პუ­რი­თა ცხონ­დე­ბის ყოვე­ლი კაცი. ესე მო­ა­ბო­ლო­ვა ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია ლი­ბე­რა­ლიზ­მმა, სოფ­ლის მპყრო­ბელ­მა, რო­მე­ლიც კერ­მის მაღ­მერ­თე­ბე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რი აწ­მყოს ტი­რა­ნი არის და ბიბ­ლი­ას მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟე­ბით გა­მოს­ცემს. სა­ტა­ნურს უწო­დე­ბენ სოფ­ლის ამა მპყრო­ბელს რო­გორც სა­ე­რო­ნი, ასე­ვე სამ­ღვდე­ლო­ნიც და დიდ და­ცე­მას უქა­დი­ან მას, გარ­ნა არ მო­ი­ეჭ­ვე­ბენ, მი­სი და­ცე­მის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი მცი­რედ უმ­ჯო­ბე­სი თუ იქ­ნე­ბა თა­ვის ლი­ბერ მო­წი­ნა­რე­ზე. ამ სა­ეჭ­ველ­ში ჰყავს ლი­ბე­რა­ლიზმს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი აკა­დე­მი­უ­რი ნაქ­სე­ლა­ვით შე­ბო­ჭი­ლი. სის­ტე­მა და­ა­ნა­ხებს ადა­მი­ანს, რომ ის ღო­რია და რაც არ უნ­და მოხ­დეს, ის მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი ღო­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხი­ო­ბის მო­დუ­რად შე­მო­სი­ლი გოლემი იქ­ნე­ბა. მხო­ლოდ კერ­მი­თა, მხო­ლოდ პუ­რი­თა.
არა­ვის უთ­ქვამს სა­მად­ლო­ბე­ლი ლი­ბე­რა­ლიზ­მი­სათ­ვის მი­სი სი­მარ­თლის გა­მო. ამის თქმა კი მის­თვის დი­დად ჰხამს. არც ერ­თმა სხვა სის­ტე­მამ ასე აშ­კა­რად, სა­მეც­ნი­ე­რო ადა­მი­ან­თმცოდ­ნე­ო­ბის მი­ნაღ­წე­ვარ­თა გა­მო­ყე­ნე­ბით, არ და­უ­დას­ტუ­რა ადა­მი­ანს მი­სი სა­კუ­თა­რი უმ­სგავ­სო­ე­ბა და სიმ­დაბ­ლე, რო­გორც ეს ლი­ბე­რა­ლიზ­მმა გა­ა­კე­თა. ამ სის­ტე­მის სა­ა­რა­კო მო­ნაღ­ვა­წია ის, რომ მა­სობ­რი­ვი გა­ხ­და სოფ­ლის მთავ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ტი­კო სიტ­ყვა­ჩა­უ­ქო­ბა და ენაკ­ვი­მა­ტო­ბა, მო­ნად შთე­ნილ­თა რი­ო­ში მო­ჯან­ყე­ო­ბა და მახ­ვი­ლოს­ნო­ბა. კაცთ თა­ვი მო­აქვთ ნე­ბა­დარ­თუ­ლი სი­მა­მა­ცი­თა და კა­იყ­მო­ბით. ეს ჭეშ­მა­რი­ტად ჰი­ე­რა­ტუ­ლი მო­ნაღ­ვა­წია, რომ­ლის და­სა­ფა­სე­ბე­ლი და სამ­ქებ­რო ჯერ არ თქმუ­ლა. ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბის ესე­ვი­თარ რი­ოშ­ქმნას სა­ტანს ნუ შეს­წა­მე­ბენ ბრა­ლად. კა­ცი იქმს ამას. იგი კა­ცი თა­ვან­თა მო­ცი­ქუ­ლი და დი­დი მე­კერ­მეა, რო­მე­ლიც კი არ მა­ლავს ადა­მი­ა­ნის სიმ­დაბ­ლე­სა და სა­ცო­და­ო­ბას, არა­მედ მის ინ­დუს­ტრი­ა­ლი­ზე­ბას ახ­დენს და სის­ტე­მის ბურ­ჯად აღა­ჩენს მას. პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ზი­კო­სი ადა­მი­ა­ნს ისე იმეც­ნებს, რომ გა­ხე­ლე­ბით უკუგ­დე­ბუ­ლია ჯე­რარ­სუ­ლო­ბა და ფი­ნა­ლუ­რო­ბა რო­გორც უმ­თავ­რე­სი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ლი­ბერ­თა წარ­მტა­ცი აწ­მყოს აბ­სო­ლუ­ტი­ზე­ბის გზა­ზე.
არა მხო­ლოდ სა­მად­ლო­ბე­ლი, არა­მედ დი­დე­ბა ლი­ბე­რა­ლიზმს ამი­სათ­ვის. მან მოც­ნე­ბის მძებრთ დი­დად და­უმ­ძი­მა კა­ცის დაც­ვის საქ­მე. მან და­ამ­ცი­რა ღმერ­თე­ბი ისე, რო­გორც არა­ვინ კა­ცის მა­ტი­ა­ნე­ში. მან შე­ბილ­წა ზე­ცა ბედ­ნი­ერ ჩან­და­ლა­თა აღ­ზე­ვე­ბი­თა და შემ­თავ­ნე­ბით. კაც­თა სიმ­დაბ­ლეა ამის აღ­სრუ­ლე­ბა­ში ლი­ბერ­თა ქო­მა­გი და მეხ­ვა­იშ­ნე, არა სა­ტან. თა­ვან­თა მციქ­ველ­მა და დიდ­მა მე­კერ­მემ ჭიტ­ლა­ყი უჭი­რა გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მი­თო­სის დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბით აღ­ზე­ვე­ბულ მოყ­ვასთ. რეგ­ვ­ნუ­ლად მო­ყინ­ჩარ ლა­ჩარ­თა მი­რი­ადს კი სა­პო­ლი­ტი­კო ნა­ცარ­ქე­ქი­ო­ბი­სა და სიტ­ყვა­თა­მა­მო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. აქამ­დე რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და ჰუ­მა­ნის­ტუ­რი იდე­ა­ლე­ბით შე­ნიღ­ბუ­ლი სი­ნამ­დვი­ლე ლი­ბე­რა­ლიზ­მის მი­ერ აკა­დე­მი­უ­რად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ცი­ნიზ­მი­თა და რე­სენ­ტი­მენ­ტუ­ლო­ბით წარ­მო­ჩინ­და. სის­ტე­მა, რო­მელ­საც მცი­რე­დი სულ­გრძე­ლო­ბაც არ გა­აჩ­ნია ადა­მი­ან­თად­მი და რო­მე­ლიც უცე­რე­მო­ნი­ოდ არ­წმუ­ნებს ყვე­ლას ამის უსარ­გებ­ლო­ბა­ში.
დი­დი მი­ზან­თრო­პი­ის ეპო­ქა და­იწ­ყო, რო­მე­ლიც უკ­ვე ორ ათ­წლედს მო­ით­ვლის. რი­სი სუ­ლი­ე­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა? რა ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბა? მო­ღო­რე­ბუ­ლი და გა­ბა­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გუ­ლი­სამ­რე­ვად ხვან­ცა­ლებს და ეჭი­დე­ბა იმ ჰუ­მა­ნის­ტურ იდე­ა­ლებს, რო­მელ­ნიც თა­ვად­ვე აღ­ტყი­ნე­ბით ბილ­წა. რო­მელ წმინ­და­ნებს და­ვიწ­ყე­ბი­ხარ, მოყ­ვა­სო? რად არ ჩა­მო­გეშ­ვე­ლე­ბი­ან კაც­ნი წმინ­და­ნი? მაშ რის­თვის არს შე­ნი ღვთი­სად­მი მიმ­ხა­დე­ლო­ბა და მო­ხა­რუ­ლო­ბა? აღი­ღე მახ­ვი­ლი და იბ­რძო­ლე. თუ ეს არ ძალ­გიცს, რა­ღას მო­ქა­დუ­ლობ და იბაქ­ვი? არა­ვინ გდევ­ნის და ენი­თუთ­ქმე­ლი მხდა­ლი და მა­ი­მუ­ნი ხარ. სოფ­ლის მთა­ვარ­თა­გან რომ მარ­თლა ვინ­მე გდევ­ნი­დეს, მერ­მე მთლად წახ­დე­ბი, მოყ­ვა­სო. არ მოწ­ყლულ­ხარ და მკურ­ნალს ით­ხოვ წყლულ­თა სა­ფე­ვად.

ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, თქვენს სა­ხე­ებ­ზე უკ­ვე დი­დი ჭმუნ­ვის დაღს ვხე­დავ. სა­მუ­და­მოდ გა­მოჰ­კლე­ბი­ხართ მყაყ მოყ­ვასთ და დაჰ­კარ­გვი­ხართ სი­ცილს. თუ გა­ი­ცი­ნებთ, თქვე­ნი მცი­ნა­რე­ბა ღმერ­თე­ბის მსა­ჯუ­ლად დამ­ჯდა­რი კა­ცის ძალ­მო­სი­ლე­ბის მე­ნიშ­ნე იქ­ნე­ბა. მხო­ლოდ ის გა­ი­ცი­ნებს ღმერ­თებ­ზე, ვინც წრფე­ლად ლა­მობს ადა­მი­ა­ნის სა­მა­ნე­ბის გარ­ღვე­ვას. ვინც თა­ვის თავს შე­უძ­ლე­ბელს სთხოვს, ის ღმერ­თებს ვე­ღარ უშე­ღა­ვა­თებს. მოყ­ვა­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის სი­სუ­ლე­ლეა. ვი­თარ ეყ­ვა­რე­ბა თა­ვი მას, ვი­საც სძულს კა­ცი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი სა­მა­ნე­ბი?
აი, ვარ­დი უყი­სა. ვინ შე­იც­ნო სი­მუ­შ­კე მი­სი, რა­თა იუბ­ნოს რა­რიგ ფშვის და სუნ­ნე­ლობს იგი. რო­მე­ლი გეს­ვი­დეს შენ, მხო­ლოო, სა­ში­ნე­ლო ვარ­დო, არა წბი­ლი­ყოს. ზე­ცით წა­რი­ტა­ნა ლუ­ცი­ფერ­მა ეს ვარ­დი და უფ­რო­რე აბუტ­კოვ­ნა ქვეს­კნელ­თა წი­აღ. თა­ვად იმ­ზო მან ამა ვარ­დი­სათ­ვის. მის ვარ­დსა შრტო­თა ში­გან ბუ­ლბულს ბუ­დე და­უცს. ას­მი­ნეთ ამა მბუ­და­ვის ყე­ფა სიბ­რძნის მძებრს და თა­ვის თავს მო­ა­ყივ­ნებს იგი, სკნელ­თა სი­რას სა­წუ­ნელ­სა და სა­უ­დი­ა­როს ეტ­ყვის, უგ­ზო­თა მგზო­ვა­რე­ბას შე­ე­ყე­ნე­ბა. მოგ­ზა­ურ­თა მსა­ჯუ­ლი შინ მომ­ჯდო­მი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა. შო­რით მო­სულ მო­ყა­რი­ბეს არ­სად წამ­სვლე­ლი რას ემარ­თლე­ბა?
ჰე, მოყ­ვას­ნო, მსა­ჯუ­ლობთ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და რჯულ­მეც­ნი­ე­რობთ ვი­თარ­ცა სკნელ­გა­მო­ვლილ­ნი. თუ შე­იძ­ლებთ, მიჩ­ვე­ნეთ იმ ქვეს­კნე­ლის გზა­გე­ზი, ესო­დენ ავს რომ უბ­ნობთ მას­ზე. დაე, მოც­ნე­ბის მძებ­რი მუნ შთა­ე­ტე­ვოს და ფსკე­რი შე­საქ­მი­სა მან მოჩ­ხრი­კოს. სვე­მან ჩემ­მან შთა-რაი-მაგ­დოს საბ­ნე­ლო­თა წი­აღ. მუნ ძე­ნან წიგ­ნნი ბო­რო­ტი­სა­ნი. ვი­ხი­ლო ღა­მე უმ­თე­ნა­რო. მო-ღმერ­თო-ვი­დე და მო­ვუმ­ცნო სა­მეც­ნა­ვი მის მძებრთ. ნუ მა­ი­ძუ­ლებს ხვედ­რე­ბა ვუ­ჩობ­ნო ყიფ­თა ცხო­ვარ­თა. რად მსარ­ჩლო­ბენ მოყ­ვას­ნი და რა მმარ­თებს მა­თი, რომ ასე გულ­მო­სულ­ნი მთხო­ვენ? ვუ­კარ­გე მათ და რა და­ი­ნა­ხეს. გა­ვე­ცი მათ­თვის და ქარ­მა წა­ი­ღო. რად მიჩნს თეთ­რი ვათ­ხიო მოყ­ვას­თა შო­რის, ჰა­თიმ ათ-თა­ის ვმო­ბა­ძუ­ლობ­დე და ქვე­ლის სა­ხე­ლი და­ვიგ­დო? ვინც მოყ­ვას­თა­გან ეგ­ზომ დი­დად გაწ­ბილ­და, გა­ნა ის კვლავ მოც­თუნ­დე­ბა?
ოდეს მზა­ობ გუ­ლის­ჯავ­რში და უტ­ყვი მე­ი­ი­ო­ბე ხარ, უსუ­ა­რის ტი­რი­ლი ან სარ­კმელ­თან ჩი­ტის მოფ­რე­ნა საკ­მა­რი­სია, რომ იგ­ზნო რა არის ბნელ­თა წი­აღ შთახ­დო­მა. კი­ა­ფი მთი­ე­ბი­სა­ნი იხი­ლე მოც­ნე­ბის მძებ­რო და კი ნუ იო­ცებ, ყი­ვილს კი ნუ შექ­მნი, არა­მედ აღუშ­ფოთ­ვე­ლად და მდუმ­რი­ად ჭვრი­ტე. აგერ, ფუტ­კა­რი მოქ­ვეს­კნე­ლე, რო­მე­ლიც წკვა­რამ­თა წალ­კო­ტი­დან გა­მოკ­რებს ნექ­ტარს და უყ­თა გო­ლე­ულს ადე­დებს. იხ­მიე იგი.
თუ შემ­მეც­ნეს თვის­სა შო­რის ადა­მი­ა­ნის ძლე­ვა მხო­ლოდ არ­გას­მე­ნი­ლი დი­დი და­ნა­შა­უ­ლის გზით შე­უძ­ლია, მა­შინ დაე, მან ეს აღას­რუ­ლოს.
ჰოი, ბერ­მო­ნა­ზონ­ნო, თქვენ მა­უწ­ყებთ ათა­სო­ბით წმინ­და კაც­ზე, ვინც სა­სუ­ფე­ველ­ში დი­დე­ბით შე­ვი­და და ამ­სოფ­ლად გე­ბი­სას­ვე ღვთის ნათ­ლით შე­ი­მო­სა, გარ­ნა სად ჰგი­ეს წმინ­და კა­ცი, ვინც წარ­საწ­ყმე­დელ­ში დი­დე­ბით შთა­ე­ტე­ვე­ბა, ვინც ლუ­ცი­ფე­რუ­ლი ნათ­ლით შე­ი­მო­სა? რად არ უწ­ყით ამი­სა, მა­მა­ნო? მიწ­ყივ იმის მას­წავ­ლელ­ნი ხართ, რომ სო­ფე­ლი ბო­როტ­სა ში­ნა ჰგი­ეს, რომ ბო­რო­ტი­სა­კენ მი­იდ­რი­კე­ბა კა­ცი. მე­რე­და რად არ იქ­ცე­ვა ეს ბო­რო­ტე­ბა კე­თილ მე­ღო­ნის­ძი­ედ იმის­თვის, რომ კა­ცი ჭეშ­მა­რი­ტად ბო­რო­ტიქ­მნას? რა არის ცოდ­ვი­ლი კა­ცი და მი­სი ცოდ­ვი­ლე­ბა? ხე­ლი მიჰ­ყა­ვი მას, კუთ­ვას მო­უდ­გე­ბა და მოც­რემ­ლღვარ­დე­ბა. რე­ცა მაგ­რობს, რა მო­უ­ჭირ­ვებ, მი­ი­ლუ­შე­ბა და და­ეგ­დე­ბა მურ­დლად. ნან­ვას მოჰ­ყვე­ბა და საყ­დრის ბჭეს მი­ე­ჭე­დე­ბა. სა­ცო­და­ვია მი­სი ცოდ­ვი­ლე­ბა. ვი­საც თქვენ ბო­რო­ტე­ულთ და შეც­დო­მილ ძეთ უწო­დებთ, მა­მა­ნო, ისი­ნი ყოვ­ლად არ­მო­სახ­სენ­ნი არი­ან. მათ რო­გორ უქა­დით გე­ჰე­ნი­ის ცეცხლს? ბერ­ნო, ხში­რად იტ­ყვით ვი­თარ­ცა ეკ­ლე­სი­ას­ტე, რომ ამა­ო­ე­ბა­აო ყო­ვე­ლი­ვე. მე კი გკით­ხავთ _ ბო­რო­ტე­ბა, რო­მელ­სა ში­გან სო­ფე­ლი ჰგი­ეს, ვი­თარ ეთავ­სე­ბა ამა­ო­ე­ბას? თვით ბო­რო­ტე­ბაა ამა­ო­ე­ბა? ბო­როტ­შე­მო­სი­ლი კა­ცი სო­ფელ­სა ში­ნა სად იპო­ვე­ბა? ჭეშ­მა­რი­ტი კაც­ბო­რო­ტი, ხორ­ცსხმუ­ლი მე­ა­ვე სად იხილ­ვე­ბა? არ­ცა თქვენ უწ­ყით ამი­სა, მა­მა­ნო და ვი­ეთ­თაც აბ­ნევთ. მეზ­ღაპ­რე­ო­ბას და­ამ­სგავ­სეთ დიდ­ნი სა­გო­ნე­ბელ­ნი. ცოდ­ვით მცოდ­ვე­ლი ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავს ბო­რო­ტით შე­მოს­ვას. ნაყ­რო­ვა­ნი, მრუ­ში, მპა­რა­ვი, მკვლე­ლი ჯერ კი­დევ არაა ბო­რო­ტი. ცუ­დად უწ­ყით ეს, ბერ­ნო. ვი­სი მცოდ­ვე­ლო­ბი­თაც თქვენ აღ­შფოთ­დე­ბით და რის­ხვით ისიტ­ყვებთ, ის აბ­ღავ­ლე­ბუ­ლი მო­ებ­ღა­უ­ჭე­ბა ჯვარ­ცმას და მის ძირ­ში სა­სუ­ფევ­ლის მკვნე­სა­რე მო­ა­ჯედ დაშ­თე­ბა. სიმ­ხდა­ლი­სა­გან იზამს ამას კა­ცი და არა სინ­დი­სის ქენ­ჯნი­სა­გან, ვი­თარ­ცა თქვენ იტ­ყვით, მა­მა­ნო.
მცოდ­ვე­ლო­ბა ვერ იქმს კაცს ბო­რო­ტად და ვერ გა­ა­მა­მა­ცუ­რებს მას. რა ცოდ­ვა უნ­და ჰქმ­ნას კაც­მა წუ­თი­სო­ფელ­ში, რომ მა­რა­დი­ულ სა­ტან­ჯველს შე­ე­ყე­ნოს წარ­საწ­ყმე­დელ­ში, ვი­თარ­ცა მა­მა­ნი იუ­და­ზე იტ­ყვი­ან? გა­ნა მოც­ნე­ბის მძებ­რი­სათ­ვის მტან­ჯვი არაა ის, რომ იგი ბო­რო­ტე­ბით მო­ცულ სო­ფელ­ში დაზ­მი­დეს და ვერ კი აგ­ნებ­დეს ბო­რო­ტის წმინ­დას? კაცს ბო­რო­ტე­ბა მუ­დამ­დღე თვალ­წინ ჰქონ­დეს და ვერ კი შე­იც­ნობ­დეს მის ფუ­ძეთ. ვინ და რად გა­წი­რა ესე ვაგ­ლა­ხად კა­ცი?
უფ­რო ბო­რო­ტი შე­საქ­მე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს და სად არის? უფ­რო ბო­როტ შე­საქ­მე­ში მყო­ფი თი­ხის­გან შექ­მნილ­ზე რით უპი­რა­ტე­სობს? იქ ვი­თარ იაზ­მნებს და იზ­მის მუ­ნე­ბუ­რი ცნო­ბი­ე­რი სულ­დგმუ­ლი, რომ მი­სი შე­საქ­მე ბო­რო­ტია? რა ცნო­ბის­ჩე­ნის მე­ქო­ნია იგი სა­ა­მი­სოდ და რო­გორ გა­მო­იტ­ყვის ამას? რა­იც მუნ, უფ­რო ბო­როტ შე­საქ­მე­ში კე­თი­ლოვ­ნად მო­ი­აზ­რე­ბა, ის რა არის მი­წის პირ­ზე მყო­ფი კა­ცი­სათ­ვის? უფ­რო ბო­რო­ტი შე­საქ­მის წი­აღ მყოფ­თათ­ვის რაი არს ღმერ­თი? მუნ ვი­თარ აყივ­ნე­ბენ ბო­როტს?
ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, გულ­დე­ბით მის­მი­ნეთ და ცნო­ბა ასალ­კლდე­ვეთ. სა­დაც არ არის ჟა­მის­ცე­მა, სა­დაც არ არის იძ­რვი­სი და რე­ბაი, წი­ნა და უკა­ნა, დაბ­ლა­რი და მაღ­ლა­რი, მუნ რო­გორ იფიქ­რვის ფიქ­რი? რა არის ის ბო­რო­ტი შე­საქ­მე, რო­მელ­საც მი­სი შემ­მეც­ნე არ ეყო­ლე­ბა? იბო­რო­ტებს თუ არა ბო­რო­ტი მი­სი შემ­გნის გა­რე­შე?
სოფ­ლად შთე­ნა არის ჩემ­თვის წარ­საწ­ყმე­დე­ლი და ბე­რი მე წარ­საწ­ყმე­დე­ლით მზა­რავს. ამა­ზე მეტ პირ­წბი­ლო­ბას და გვე­მას წა­ვი­კი­დებ წარ­საწ­ყმე­დელ­ში, ვიდ­რე სა­წუთ­რო­ში წა­ვი­კი­დე? ეს­რე რა­და? რა­და და მა­და, რომ დი­დი მი­წევ­ნი­ლე­ბის დი­დად სურ­ვი­ე­ლი ვარ, წმინ­და ბო­რო­ტის მცოდ­ნი­ე­რი მმართს ვი­ყო. ყოვ­ლი­არ­თა სი­ა­ვის დვრი­ტას ხე­ლით უნ­და შე­ვე­ხო, ვჭვრი­ტო ბო­როტ­ყოვ­ლო­ბი­თი.
ადელ­ფოს­ნო, სა­მეც­ნა­ვად მი­ვახ­ლე­ბი­ვარ ბერ­მო­ნა­ზონთ და იმის მა­გივ­რად, რომ მათ სა­პა­სუ­ხო გუ­ლის გზე­ბა შე­მო­მა­გე­ბონ, ჩემს შო­რის დაგ­ზე­ბუ­ლის გა­ნე­ლე­ბას ლა­მო­ბენ. სულ ესა ხართ ბერ­ნო? ეს­რე რო­გორ გა­მი­მე­ტეთ და­სა­კარ­გად? ეს­რე ვით და­მი­ვიწ­ყეთ ტაძ­რად მო­სუ­ლი? ძა­ლად ბრმე­ბის, ძა­ლად მო­ა­ვა­დე­ე­ბის არ­ვე­ში რად გამ­რი­ეთ, ბერ­ნო? ეს არის თქვე­ნი მოყ­ვა­სო­ბა ჩემ­და­მი? რის­თვის­ღა ვი­ყა­ვი რჯუ­ლის შუ­რით აღ­მსთო­ბი­ლი?
ვფიქ­რობ და ვერ შე­ვი­გებ _ ბე­რი გამ­ჩვე­ნე­ობს ღმერ­თთან, მაგ­რამ ღმერ­თი მუ­დამ დუმს ამა­ზე. სა­ტან რას იქმს ამ დროს? რა საბ­რა­ლოა საყ­დრის მა­მა, რო­დე­საც მას­თან ალა­ლი გუ­ლით მიხ­ვალ და მას კი შე­ე­შინ­დე­ბა, რა უჩ­ვე­ნებ გულ­ში აგ­ზე­ბულ ცეცხლს. მე­შო­რე­ბა და მე­რი­დე­ბა საყ­დრის მა­მა, არად მაგ­დებს და და­ნახ­ვაც ემ­ძი­მე­ბა ჩე­მი. ვერ გა­უ­დის ჩემ­თან მოძ­ღვრო­ბა და ამად გა­მირ­ბის.
მღი­ლი­ვით არის მოყ­ვას­თა ცოდ­ვე­ბი და მცოდ­ველ­ნი ვერ შეს­წვდე­ბი­ან ბო­რო­ტე­ბას. ყო­ვე­ლი მა­თი ზაკ­ვა და ხვან­ჯი­ა­ნო­ბა სა­სა­ცი­ლოა, არა აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი. ეტ­კი­პე­ბი­ან ისი­ნი საყ­დრის მა­მას. ყვე­ლა­ზე ლი­ტო­ნად თქმუ­ლიც კი მათ­თვის სა­ნუ­გე­შოა და ჰგო­ნე­ბენ, რომ სა­სუ­ფევ­ლის ალაგ­ნი მათ­თვის არის და­ყო­რ­უ­ღე­ბუ­ლი.
ძველ ამ­ბავს მო­გით­ხრობთ ჩე­მო ადელ­ფოს­ნო. მე იგი ვი­ყა­ვი, ვინც ისი­დას ჭიშ­კა­რი გა­ი­ა­რა და მის­რელ მოგვს გულ­მოდ­გი­ნედ ემო­წა­ფე­ბო­და. ვე­რა მა­მეც­ნო რა იმ მის­ტე­რი­ამ, რა­საც მის­რეთ­ში ვე­ზი­ა­რე. დავ­დუმ­დი სიწ­ბი­ლით ძლე­უ­ლი. ვერ­რა ვუთ­ხა­რი მოგ­ვსა და ღმერ­თე­ბის ქან­დაკთ. ვერ ვიქ­მე­ნი ეპოპ­ტად. ეს­რე წბი­ლად და­ვი­ა­რე­ბი და ვე­რას ვეტ­ყვი მათ, ვინც ეს მის­ტე­რია გა­ი­ა­რა და თავს მეც­ნა­ვად რაცხს. მსურს ვკით­ხო მათ: რა იმეც­ნეთ ისე­თი, რაც ჩე­მამ­დე არ მო­ვი­და? გა­ვურ­ბი­ვარ ფიქრს, რომ გან­დო­ბილ­ნი ცრუ­ო­ბენ. მეც გან­დო­ბი­ლად მი­ვიჩ­ნე­ვი მათ მი­ერ და სა­ქე­ბარს მეტ­ყვი­ან მის­ტე­რი­ის მხნედ გავ­ლის გა­მო. ვერ­ვინ შე­მიტ­ყო საჭ­მუ­ნა­ვი და სიწ­ბი­ლე. გა­ნა გა­მო­ვალ და ვიტ­ყვი, რომ რი­ო­შია ეს მის­ტე­რი­ე­ბი? ოდენ იმას ვიტ­ყვი, რომ ჩე­მი სიწ­ბი­ლე მის­ტე­რი­ის გავ­ლი­სას იმი­ს ნი­შა­ნია, რომ სხვებ­ზე ბევ­რად მე­ტი მი­ხამს შე­მეც­ნე­ბად. ჩე­მი მის­ტე­რია სხვა უნ­და იყოს. მოგ­ვი ვე­რას მი­მოძ­ღვრებს, რად­გან უყის წკვა­რამ­თა და­ფი­ო­ნო­ბა და­მი­სა­ხავს სა­მეც­ნა­ვად.
რა­ღად მე­შიშ­ვო­დეს თქვე­ნი რის­ხვი­სა, ღმერ­თე­ბო? ვმო­ხა­რუ­ლობ­დი და მო­გე­ახ­ლეთ კრძალ­ვით, ოდენ იმი­ტომ, რომ თქვენ­გან წბი­ლო­ბა მე­ნა­ხა. რად ვუფ­რთხო­დე თქვენს რის­ხვას? ჩე­მი თა­ვი მე შევ­რის­ხე კა­ცებ­რი­ვი მოზ­ღუ­დუ­ლო­ბის გა­მო და ისე­თი ვა­რა­მი და­ვიგ­ზე ჩემ­ში­გან, რომ რა­ღაა თქვე­ნი რის­ხვა ჩემ­თვის, ღმერ­თე­ბო. არას იმე­ტებთ კა­ცის­თვის. ჩემს მო­ლო­დინ­ში ჩე­მი­ვე წარ­მო­სახ­ვით შექ­მნი­ლი სა­ხე­ბა­ნი რად მი­ვიჩ­ნიო ღმერ­თე­ბის მოვ­ლი­ნე­ბად? მე ჩემს თავ­თან ეს­რე და შენ რო­გორ­ღა მო­გეპ­ყრო­ბი ფლი­დო მოყ­ვა­სო? თიმ­თი­მი­სა და ქვე­მეთ­რე­ო­ბის ჩვე­ვას ხარ, მოყ­ვა­სო. მე­მა­ლე­ბა შე­ნი ღმერ­თი, რად­გან გულ­მოწ­ყედ მოვ­კით­ხავ მას. გამ­ჩენს აგი­ტი­რებ მოყ­ვა­სო. ისე გი­ყოფ, რომ ცოც­ხალ­თა ცრემ­ლოა არ ეკ­მა­რე­ბა შენს ვა­ე­ბას და მკვდა­რი ად­გე­ბა შენს სა­ტირ­ლად. აქ ხომ ვი­და­ვებთ და მუნ სა­სუ­ფე­ველს ამო­გიგ­დებ. წმინ­დის სა­ხე­ლით წმინ­და წა­ბილ­წე შენ, უებ­რო მბილ­წა­ვო. რად მი­გიჩ­ნე­ვენ რჯუ­ლის ბო­ძად და უც­ნო­ბელ­თა მე­ბო­ძი­რად? გა­მო­ვი­დეს შე­ნი ღმერ­თი და ილა­ჯი იმა­რა­გოს ჩემ­გან შენს და­სა­ცა­ვად, მოყ­ვა­სო. შე­ნი გულ­მძი­მო­ბის, მხდა­ლო­ბის და მო­ქე­ნე­ო­ბის გა­მო მე შევ­ჭირ­ვე­ბულ­ვარ მრა­ვალ­გზის. ამ­დე­ნი წე­ლი მიც­ნობ მოყ­ვა­სო დ არ­კი უწ­ყი ვინ ვარ. მი­გირ­ქვამ და ხელ­ში ატა­ტე­ბულს, ვი­თარც მცი­რე ყმას შე­გიყ­ვან სა­სუ­ფე­ველ­ში. მო­გა­ფურ­თხებ და დაგ­ტო­ვებ იქ. რო­დის არ იყა­ვი სა­სუ­ფევ­ლის მათ­ხო­ვა­რი, მოყ­ვა­სო? მტი­ლო­ვანს, რო­მელ­საც ასე ნატ­რი­დი, დაგ­ზე­ბულ თო­ნედ გიქ­ცევ და გა­გაქ­ცევ მუ­ნით. შე­ნი სა­კუ­თა­რი არა­რა­ო­ბის აჩ­რდი­ლით შე­გა­ზა­რებ. ისე გი­ზამ, რომ კვლავ და­ბა­დე­ბას და სოფ­ლად მოვ­ლი­ნე­ბას ინატ­რებ, რა­თა მცი­რე­დი შვე­ბა ჰპო­ვო ჩე­მი ნა­სიტ­ყვი­სა­გან. მიღ­მი­ე­რი­დან ისევ აქ გა­მო­გაქ­ცევ. აი, მე­რე შე­ი­ძელ და მით­ხა­რი, რომ ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია და კე­თი­ლი ყო­ველ­თვის სძლევს ბო­როტს. აი, მე­რე მო­ან­თე სან­თე­ლი და ჰვედ­რე ბე­რებს ჩემ­გან დახ­სნა, მოყ­ვა­სო.
მო­ვიშ­რო­მე და ჩე­მი სა­ფე­რი საწ­ყა­უ­ლით არა­ვინ მო­მიწ­ყავს. მოყ­ვას­თა­გან ჩემ­და­მი მოწ­ყვა ყო­ველ­თვის ნატ­ყუ­ა­რი და არა­მია. ჩე­მი მოყ­ვა­სი ჩე­მი მტე­რია და მი­სი ღმერ­თი რა­ღა უნ­და იყოს ჩემ­თვის?
ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, თქვენ გიქ­ცევთ ყო­ველ აის­სა და მიმ­წუხრს სა­მეც­ნავ­ში სპა­რაზ­ნო­ბად და მოყ­ვასს რა­ღას ვუ­ზამ? ვაი მათ­და, ვინც სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით და­ფა­რა არ­სად წამ­სვლე­ლო­ბა და თა­ვის შო­რის ვე­რა­სო­დეს მო­ი­საკ­ლი­სა გზა­ნი მოც­ნე­ბა-მი­წევ­ნი­ლე­ბი­სა­ნი. ესე იტ­ყვი­ან მოყ­ვას­ნი თა­ვი­ანთ კაც­ზე, რომ ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა არი­სო იგი. ასე­თი კა­ცი უკა­ნას­კნელ ადა­მი­ან­ზე უმე­ტე­სად უკა­ნას­კნე­ლია. ვინც ალა­ლად ირ­წმუ­ნა სიყ­ვა­რუ­ლის ეთი­კი­სა, შე­უძ­ლე­ბე­ლია იგი ბო­ლოს არ აუ­ჯან­ყდეს სა­კუ­თარ თავს. წლე­ბი გა­სუ­ლა და ხე­დავ, რომ მოყ­ვას­თაგან მოტ­ყუ­ე­ბუ­ლი ხარ.შე­ნი მე­სათ­ნო­ვე­ო­ბა ქარს წა­უ­ღია, არას დას­ტყო­ბია. წლო­ბით ალა­ლობ­დი და რჯუ­ლი­სას მი­ი­ქე­დებ­დი. არა­ვი­თა­რი შვე­ბა და სი­ხა­რუ­ლი, მხო­ლოდ ნაღ­ვე­ლი და უც­ხო­ო­ბა ყვე­ლა­ს­გან.
თა­ო­ბებ­ში ჭეშ­მა­რი­ტად ისა­ხე­ბა ნათ­ქვა­მი: რო­გორც შენ გსურს რომ მო­გექ­ცნენ, ისე მო­ე­ქე­ცი სხვებს. ნუ უზამ სხვას იმას, რა­საც შენს თავს არ უსურ­ვებ. სათ­ნო­ე­ბის ყიბ­ლა­მად მიჩ­ნე­უ­ლი ეს ნათ­ქვა­მი მცდა­რია. აი, რა­და: რო­გორც სხვას მო­ვექ­ცე­ვი, იმის საზ­ღა­ურს მოყ­ვა­სი არ მო­მა­გებს. იძუნ­წებს, გა­ი­პა­რე­ბა, რა­თა საზ­ღა­უ­რის მო­გე­ბას აა­რი­დოს თა­ვი. ჩემ­გან ყო­ვე­ლი­ვე სა­კარ­გო მას სურს მა­ჯა­ნად მი­იზ­ღოს. არა­ვინ მო­მექ­ცე­ვა ისე, რო­გორც სხვებს მო­ვექ­ცე­ვი. გა­მი­არ­მებს მოყ­ვა­სი ჩემს მის­და­მი მიზ­ღულ სათ­ნო­ე­ბას და არად ჩა­აგ­დებს. რა უნ­და მო­მა­გოს მან სა­პა­სუ­ხო? რას უნ­და მო­ვე­ლო­დე მის­გან ყრო­ლის გარ­და?
ჩემს თავს რა­საც ვუ­სურ­ვებ და ვუ­ზამ, იმას მოყ­ვასს არ გა­ვან­დობ და არ ვუ­ზამ. ჩემს თავს კი იმას ვუ­ზამ, რომ ყო­ველ დღეს შე­მეც­ნე­ბი­სათ­ვის სპა­რაზ­ნო­ბად ვაქ­ცევ, მო­ყ­ვასს კი არას ვეტ­ყვი ამა­ზე. ბრიყ­ვი ამ ცხოვ­რე­ბას ბრიყ­ვად შე­ე­ხო­ცე­ბა. რას ნიშ­ნავს შემ­მეც­ნე­ბ­ლი­სათ­ვის იმის თქმა, რომ სხვას ნუ უზამ იმას, რა­საც შენს თავს არ უსურ­ვებ? სხვის ყა­ნას არ მოვ­სვრემ, სხვის ხვას­ტაგს არ ვავ­ნებ, სხვის ცოლს სამ­სი­ძა­ოდ არ ავაგ­დებ და მე­რე? თუ ამას მივ­დე­ვარ, ეს რა სათ­ნო­ე­ბაა შემ­მეც­ნებ­ლი­სათ­ვის? მრა­ვალ­ნი მის­დე­ვენ ამ ზნე­ობ­რივ მაქ­სი­მებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და რა? ბრიყ­ვე­ბად დაშ­თნენ და ეგ­რე ჩა­ი­ლალ­ნენ საფ­ლა­ვებ­ში.
მღვდელს, რო­მე­ლიც ღვთის სუ­ლით გან­ბრძნო­ბილ მოძ­ღვრად მი­იჩ­ნე­ვა, თუ შე­უძ­ლია შე­ამ­ჩნი­ოს მრევ­ლში ის, ვინც სხვებ­ზე მე­ტია და შე­მეც­ნე­ბით გან­ბრძნო­ბი­ლია? ეყო­ფა მღვდელს სულ­გრძე­ლო­ბა, რომ ასე­თი კა­ცის შემ­ჩნე­ვი­სას, გა­იხ­მოს იგი სა­სა­უბ­როდ? შეძ­ლებს მღვდე­ლი იუბ­ნოს მას­თან ისე, რო­გორც შე­მეც­ნე­ბით გან­ბრძნო­ბილს შეჰ­ფე­რის? არას და­ი­ნა­ხავს, არას შე­ამ­ჩნევს მღვდე­ლი მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც შემ­მეც­ნე მას თა­ვად და­ე­ნახ­ვე­ბა და იზ­რა­ხებს მას­თან. შუ­რით აღევ­სე­ბა მღვდელს გუ­ლი, უმ­ტრობს მას და გა­აქ­ცევს.
ბერ­მო­ნა­ზო­ნი აღარ დარ­ჩა, რომ არ ეუბ­ნოს _ უფა­ლი გა­მო­მეც­ხა­დაო. ვი­ეთთ ესე თქმუ­ლი აღ­ტა­ცე­ბას ჰგვრის, მე კი ჯავრს მი­ა­სებს. და­ი­ა­რე­ბა თქვენ­თან უფა­ლი ბერ­ნო, გარ­ნა სა­მეც­ნავს არ ჰკით­ხავთ მას. ღვთის გა­მოც­ხა­დე­ბის შემ­დე­გაც ისევ ისეთ­ნი ხართ.
კა­ცი რა­საც თა­ვად იქმს ავად, იმას სა­ტანს რად აბ­რა­ლებს? ვინ იტ­ყვის კაც­თა­გან თა­ვის თავ­ზე, რომ სა­ტა­ნის შე­გო­ნე­ბით აღას­რუ­ლა მან სა­სი­ა­ვო საქ­ნა­რი? სხვაა, რომ სა­ტანს აბ­რა­ლე­ბენ ავის ქმნას და სხვაა ის, რომ კაც­მა თა­ვის თავ­ზე თქვას მაც­დუ­რის შე­გო­ნე­ბით რა აღას­რუ­ლა. კაც­ნი თა­ვი­სას ესე ლი­ტო­ნად აბ­რა­ლე­ბენ სა­ტანს. ვინ იგ­ზნო თა­ვის თავ­ში ამა სოფ­ლის თა­ვა­დის სიტ­ყვა, ესე ფლი­დუ­რად რომ ჰკი­დე­ბენ მას სა­კუ­თა­რი ხე­ლის ავ­ნაქ­ნარს? დი­დად მწიკ­ვლო­ვან­ნი და მხდალ­ნი არი­ან კაც­ნი, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ყო­ველ მათ­განს სა­ტან ტა­ლა­ობს და ბო­როტს შე­ა­გო­ნებს. მო­ი­ცეს გა­ბე­დუ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა და თქვას, რომ მან სა­ტა­ნის­გან თქმუ­ლი ის­მი­ნა. რო­გორ გა­უ­ი­ა­ფე­ბი­ათ მი­სი ხსე­ნე­ბა და ყო­ველ­მა აყ­ვი­რე­ბულ­მა მღილ­მა უთა­ვა­დე­სი თა­ვა­დის სა­ხელს შე­აწ­მინ­და ხე­ლი. სა­ტანს აბ­რა­ლებ შენს მწიკვლო­ვა­ნე­ბას, ენაწ­ყლი­ა­ნო მოყ­ვა­სო, მაგ­რამ ვერ იტ­ყვი რა იცოდ­ვე მის­გან შე­გო­ნე­ბით. მას რომ აბ­რა­ლებ შენს სიმ­დაბ­ლეს, მო­ყვა­სო, ესე იგი, სულ მას­თან ხარ? თუ მას­თან ხარ და რა ხარ? მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ახ­სე­ნე­ბენ კაც­ნი ეშ­მა­სა და ღმერთს და მა­ინც უცან-უგებ­ნი ჩა­დი­ან სა­მა­რე­ში.
რა არ და­ი­წე­რა ეშ­მა­სა და ღმერ­თზე და მხო­ლოდ შაბ­ლო­ნე­ბი დამ­კვიდ­რდა ამის შე­დე­გად. ორი ათა­სი წე­ლი გა­ვი­და და სა­კით­ხე­ბის რი­გი­ა­ნად და­ყე­ნე­ბაც ძნე­ლად თუ ვინ­მემ იცის. სა­ტა­ნის მიწ­ყივ გმო­ბა­ში კაც­ნი გუ­ლის­ხმო­ბენ ისეთ მოვ­ლე­ნა­სა და მო­წევ­ნადს, რო­მე­ლიც ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლი სა­ხით ვლინ­დე­ბა და მი­სი ილუ­ზია ვერ იქ­ნე­ბა. კაც­ნი გუ­ლის­ხმო­ბენ, რომ სა­ტან­თან და სა­ტა­ნურ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს რა­ი­მე ცდო­მილე­ბა. რა­ტო­მაა ბო­რო­ტე­ბი­სა და ყო­ვე­ლი ნივ­თშექ­სუ­ლე­ბის ავ­ქმნი­ლო­ბის სა­კით­ხი მი­ტო­ვე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ა­ში? ძვე­ლებს ბუ­ნე­ბის­მჩხრე­კე­ლო­ბი­სა არა გა­ე­გე­ბო­დათ რა და ვერ­მო­მეც­ნი­ე­რე­ნი იყ­ვნენ, გარ­ნა მათ აჯავ­რებ­დათ ბო­რო­ტე­ბა, ყურს და­უპ­ყრობ­დნენ მათ, რო­მელ­ნიც ბო­რო­ტე­ბის მომ­ხსოვ­ნელ-აღ­მსიტ­ყველ­ნი იყ­ვნენ. ვა­სი­ლი­დი და მა­ნი იყ­ვნენ ასეთ­ნი. ას­წლე­უ­ლებ­ში გა­მო­აღ­წია მა­თი მღვდელ­თა­გან ნა­დევნი ნა­აზ­რევის ფრაგ­მენ­ტებ­მა. ბო­რო­ტე­ბა აფიქ­რებ­დათ პლო­ტინის და მის მო­წა­ფე­ებს. ფი­ლო­სო­ფია დი­დად გან­ვი­თარ­და, გარ­ნა ბო­რო­ტე­ბის შე­მეც­ნე­ბი­სა არა თქმუ­ლა რა.
კარ­ტე­ზი­ა­ნე­ლი კა­ცის მი­ერ ბო­რო­ტე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბა და ტრი­ვი­ა­ლი­ზე­ბა ქმნის იმ მდა­რე სო­ცი­ო­დი­ცე­ას, რომ­ლი­თაც ასე ილა­ჯი­ა­ნად სარ­გებ­ლობს კერ­მის ქუ­რუმ­თა მთავ­რო­ბა. რაც არ უნ­და დი­დი იყოს სის­ტე­მის მი­ერ აღ­ძრუ­ლი ბო­რო­ტე­ბა, ეს მა­ინც ვერ აი­ძუ­ლებს ადა­მი­ა­ნებს შეკ­რე­ბი­სა და მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის ერ­თმა­ნეთ­თან მის­ვლას. ყო­ვე­ლი კა­ცი სხვა­თაგან და­ფა­რუ­ლად ცდი­ლობს თა­ვის დაძ­ვრე­ნას და ისე იქ­ცე­ვა, რომ ვი­თომ მას არ ეხე­ბა ბო­რო­ტე­ბა. ვერც ერ­თმა სის­ტე­მამ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა ქა­ლი ბო­რო­ტე­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სა და ტრი­ვი­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის, რო­გორც ეს ლი­ბე­რა­ლიზ­მმა გა­ა­კე­თა. ქა­ლის მე­ო­ხე­ბით ცდი­ლობს ლი­ბე­რა­ლიზ­მი და­მა­ლოს ბო­რო­ტე­ბა, ჭრე­ლით შე­მო­სოს იგი, და­ა­ვიწ­ყოს ის კაცთ.
მცდა­რია მსჯე­ლო­ბა მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ ბო­რო­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ გაქ­რო­ბა­ზე. ით­ქმის, რომ ყო­ვე­ლი­ვე ღვთი­სა­გან მო­დის და ყო­ვე­ლი­ვე ბო­ლოს ღმერთს უბ­რუნ­დე­ბა. ეს ბო­რო­ტე­ბის არ­სზე ისეთს ვე­რას გვეტ­ყვის. ასე­თი ნათ­ქვა­მი ვერ აკა­ვებს ქრის­ტი­ა­ნო­ბის დუ­ა­ლიზ­მი­სა­კენ მიდ­რე­კას. ყო­ვე­ლი­ვეს ღვთი­სა­გან გა­მოს­ვლი­სა და ისევ მას­თან დაბ­რუ­ნე­ბის აზ­რი არის ყვე­ლა რე­ლი­გი­ა­ში.
ბო­რო­ტე­ბა ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია და ღმერ­თიც ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია და ეს ორი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლო­ბა ვი­თარ ეთავ­სე­ბა ერ­თმა­ნეთს? ყო­ვე­ლი­ვეს ღვთი­სა­გან გა­მოს­ვლი­სა და ბო­ლოს ისევ მას­თან დაბ­რუ­ნე­ბის თე­ო­ლო­გე­მას უფ­რო იმი­ტომ წარ­მოთ­ქვა­მენ, რომ თა­ვი და­იხ­სნან სა­ფიქ­რა­ლის სიმ­ძი­მი­სა­გან და და­ი­ვიწ­ყონ ბო­რო­ტე­ბა.
მო­ნის­ტურ თე­ო­ლო­გი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი კი­ბის მსგავ­სად არის აგე­ბუ­ლი. ყო­ვე­ლი­ვე ღმერ­თი­სა­გან გა­მო­მა­ვა­ლია და ისევ მას­ში ბრუნ­დე­ბა. ყველ­გან ღმერ­თია და მის გა­რე­შე არ­სად არა­ფე­რია. სა­ტან ღვთის გან­ზრა­ხუ­ლო­ბას აღას­რუ­ლებს და ჟამ­თა წარ­გე­ბა­ში ის მარ­ცხდე­ბა. ბო­რო­ტე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბა კი ამ თე­ო­ლო­გე­მას ბზა­რავს და მის ყვე­ლა და­ნასკვნს აცამ­ტვე­რებს. ავის­ცე­მის კო­ლო­სა­ლო­ბის დი­დი გავ­ლე­ნით ქრის­ტი­ა­ნო­ბა და­შორ­და ამ მო­ნიზმს და დუ­ა­ლიზ­მი­სა­კენ მი­იდ­რი­კა. ძალ­ზე დი­დია ბო­რო­ტე­ბა შე­საქ­მის წი­აღ, რომ იგი მო­ნის­ტუ­რი თე­ო­ლო­გი­ით მი­იჩ­ქმა­ლოს და ამი­ტომ არის, რომ ახ­ლან­დე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თე­ო­ლო­გია ბო­რო­ტე­ბის ესე­ვი­თარ სი­დი­ა­დეს მო­ნის­ტუ­რად ვე­ღარ გან­მარ­ტავს. ბო­ლო ჟა­მი და გან­კით­ხვის დღე რჩე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბის უკა­ნას­კნელ არ­გუ­მენ­ტად. ეს­ღა დარ­ჩა მას. ესო­დენ მრა­ვალ ბო­რო­ტე­ბას თუ ღმერ­თი თა­ვის გან­ზრახ­ვა­თა­მებრ მო­ავ­ლენს კა­ცი­სათ­ვის, მა­შინ კა­ცი სხვაი უნ­და იყოს, რა­თა მან ამ ბო­რო­ტე­ბას­თან მი­გე­ბე­ბა და მი­სი მი­ღე­ბა შე­იძ­ლოს. კა­ცი ისევ ის არის, რაც აქამ­დე იყო. რად ვერ იქ­მნა კა­ცი სხვად, რომ ესო­დე­ნი ბო­რო­ტე­ბის მოვ­ლი­ნე­ბა­ში იგი გა­მო­იწ­რთოს და გა­მო­იკ­ვე­როს. დი­დი ავის­ცე­მა მას უნ­და მო­უვ­ლი­ნოს ღმერ­თმა, ვინც ამას გა­ი­აზ­რებს და მუ­დამ მო­იხ­სო­მებს. ახ­ლან­დელ კაცთ მცი­რე ბო­რო­ტე­ბა შე­ემ­თხვეს და ჭკუ­ას გა­და­დი­ან, სნე­ულ­დე­ბი­ან და ჭი­რი­ა­ნი ქათ­მე­ბი­ვით იხო­ცე­ბი­ან.
სიც­რუ­ის მა­მაა სა­ტან, მაგ­რამ ის­ვე არის უდი­დე­სი მარ­თა­ლი. მი­სით იდ­გამს ენას ღვთის­მეტ­ყვე­ლუ­რი გან­სჯა. ის, რაც ვაგ­ლა­ხად მო­ღი­ა­ვე­ბუ­ლი და პირ­მორ­ღვე­უ­ლია მი­სით შე­ი­შარ­ტე­ბა და გვი­რის­ტდე­ბა.
ესეც უკა­ნას­კნე­ლი არ­გუ­მენ­ტია, რომ ბერ­ნი ამ­დენს იტ­ყვი­ან თე­ო­ფა­ნი­ებ­ზე. ეგ­რე წა­უხ­და ღმერთს საქ­მე, რომ ბე­რი გა­მოტ­ყვრეს სად­მე და ღმერ­თიც მის­კენ გა­მორ­ბის, ხო­ლო რო­ცა თა­ვად ვე­ღარ მო­დის, ან­გე­ლო­ზებს აგ­ზავ­ნის მას­თან. რო­გორ გა­ა­ი­ა­ფეს და აამ­ჩა­ტეს დი­დი სა­კით­ხე­ბი და სა­გო­ნე­ბელ­ნი ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბის და­სა­ცა­ვად.
სი­მე­ონ ახა­ლი ღვთის­მეტ­ყვე­ლი ას­წავ­ლი­ს (სტოგ­ლა­ვის 49-ე თა­ვი), რომ ლოც­ვი­თა და ცრემ­ლით ევედ­რე ღმერთს, რა­თა გა­მო­გიგ­ზავ­ნოს აუ­ღელ­ვე­ბე­ლი და წმინ­და ხელ­მძღვა­ნე­ლი.
წლო­ბით მო­იშ­რო­მებ და მოღ­მრთე­ო­ბა­ში გულ­მოდ­გი­ნებ, იმედ­ნე­უ­ლობ და მო­ხა­რუ­ლობ, გარ­ნა არა­ვინ მო­ვა, არა­ვის ეს­მის.
ძვე­ლი დრო­ის მრა­ვალ მა­მათ უთ­ქვამთ, რომ ევედ­რე, ჰხა­დე, ის უთუ­ოდ შე­ის­მენს და მო­ვა მსა­სო­ო­ვარ­თან. ის კი არც ერთ მა­მას არა აქვს ნათ­ქვა­მი, რომ იმე­დი მი­ე­წუ­რა მომ­ლო­დი­ნე მიმ­ხა­დელს და უა­რი თქვა მი­სი მოს­ვლის მომ­ლო­დე­ო­ბა­სა და ნიშ­თა ჩე­ნა­ზე. შენ უკ­ვე ცხოვ­რე­ბა მი­გე­წუ­რა და ერ­თი ფე­ხი სა­მა­რე­ში გიდ­გას, გრძნობ სა­ზა­რელ სი­მარ­ტო­ვეს და ვერ­ვის აუწ­ყებ ესე­ვი­თარ გულ­გა­სე­რი­ლო­ბას, იმა­თაც კი, ვინც შენს გვერ­დით წლო­ბით სა­სო­ებ­და და მო­ე­ლო­და. ამ­დე­ნი დათ­მე­ნის, კრძალ­ვი­სა და ლოც­ვის შემ­დეგ საფ­ლავ­ში ჩა­დი­ხარ რო­გორც ცრუ­პენ­ტე­ლა. იმედ­ნე­უ­ლობ, რომ აქ თუ არ იქ­ნა შეს­მე­ნი­ლი შე­ნი მიმ­ხა­დე­ლო­ბა, მიღ­მი­ერ­ში მა­ინც შე­გე­გე­ბე­ბა ვინ­მე. ამა­შიც მე­ეჭ­ვობ და უსიტ­ყვოდ ბორ­გავ, გარ­ნა ვერ­ვის მო­უთ­ხრობ. ეც­რუ­ე­ბი და ანუ­გე­შებ შენ­თან მომ­სვლელთ ისე, თით­ქოს შენ ღვთის მცოდ­ნე­ლი იყო, რომ შენ ის იხი­ლე, მი­სი ხმა გეს­მო­და და ეს­რე გა­გი­ვარ­დე­ბა სა­ხე­ლი და უვიც­თა დუ­ნია უბ­ნობს შენს ღვთის­მი­ე­რო­ბა­ზე.
იტ­ყვის ეკ­ლე­სი­ას­ტე, რომ მარ­თალთ ბო­რო­ტე­ულ­თა საქ­მე­თა­ებრ მი­ე­გე­ბათ და ბო­რო­ტე­ულთ _ მარ­თალ­თა საქ­მე­თა­ებრ (8:14). ბო­რო­ტე­ბის მჭვრე­ტი დი­დად მო­ვა­რა­მე კა­ცი თუ იტ­ყო­და ასე. სხვა ვინ შე­ეჭ­ვდე­ბო­და ასე ღვთის გან­გე­ბი­ს მარ­თლი­ე­რე­ბა­ში?
სოფ­ლი­სა­გან გა­ნა­რე­ბულ და შო­რე­ულ სა­ვა­ნე­ში მყოფ ბერ­თა შო­რი­საც კი არაა ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ მჭმუ­ნავ­მა მო­ეჭ­ვემ თა­ვი­სი სუ­ლი­სა იუბ­ნოს მათ შო­რის. სო­ფელ­ში ვი­ღას­თან რას იტ­ყვი? მრა­ვა­ლი წე­ლი და­ით­მენ მოყ­ვას­თა შო­რის, ილოც­ვი და ნემ­სის წვერის ოდე­ნა­დაც არ და­ეჩ­ნე­ვა ეს სო­ფელს. იხ­სე­ნებ რამ­დე­ნი და­ით­მი­ნე, შლეგ­თა და მეც­რუ­ე­თა შო­რის დაშ­ვერ და არა­ფე­რი. შენს ირ­გვლივ უთ­ვა­ლა­ვი მა­ი­მა­ხი და ცხო­ვე­ლია, რო­მელ­ნიც ბევრს იტ­ყვი­ან სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე, ღმერ­თზე, სინ­დის­ზე. ამათ შო­რის ჩე­მი სიდ­ღევ-სი­ღა­მე რომ უწ­ყვე­ტი მლოც­ვე­ლო­ბა და მე­ტა­ნი­ო­ბა იყოს, რას შვე­ლის ესე შრო­მი­ლე­ბა და ვის შე­ე­წე­ვა? ვუ­ნაგ­რე და ვუყ­ვე­ლაფ­რე მოყ­ვასს და რა?

შე­მეც­ნე­ბის მძებ­რმა უდი­დეს გაწ­ბი­ლე­ბას უნ­და გა­უძ­ლოს. არა­ვის ისე არ ეც­რუ­ე­ბა ღმერ­თი, რო­გორც მას და ისე წარ­მო­უ­ჩენს, რომ არ­სად არის ღმერ­თი და ფუ­ჭია მას­ზე ფიქ­რი, ფუჭ­მო­ცა­დე­ო­ბაა მი­სი სა­სო­ე­ბა და ამ წმინ­და ვე­რა­გო­ბით სცდის იგი მოც­ნე­ბის მწადს. რა ასეთ სიწ­ბი­ლეს უზამს ღმერ­თი კაცს, უფ­რო­რე გან­ძვი­ნე­ბა ჰხამს სა­მეც­ნა­ვის ძი­ე­ბა­ში.
ან­გე­ლო­ზი რომ მო­მივ­ლი­ნოს ღმერ­თმა, მე კი მას ვა­გი­ნო, გა­ვა­ძოO და ამის გა­მო ღმერ­თმა რის­ხვით დამ­ფერ­ფლოს, ჩემს ირ­გვლი­ვეთ­ში ვინ­მე თუ შე­იტ­ყობს ამას? რა ისე­თი მოყ­ვას-მო­წე­სე­ო­ბაა ჩემ­სა და ვი­ეთთ შო­რის, რომ მათ ასე­თი დი­დი ამ­ბა­ვი სწო­რად შე­იტ­ყონ და გან­სა­ჯონ? ღმერ­თი არ გა­ე­რე­ვა მოყ­ვას­თა მა­რა­ქა­ში და არ მო­უმ­ცნობს მათ ჩემ­ზე, რომ ამან აგი­ნაო ჩემ­გან წარ­მოგ­ზავ­ნილ ან­გე­ლოზს და წყმე­დის ალა­გას შთა­ვათ­ხი­ეო იგი.
რჯუ­ლის წიგ­ნთა­მებრ არის ასე, რომ კაც­თა შო­რის ისე­თი მე­უწ­ყე­ო­ბაა, რომ შე­იტ­ყო­ბენ იმას, ვის რა მა­რი­ხი დას­წვდა. ამას გან­სჯი­ან და ამის მომ­ხსოვ­ნელ­ნი არი­ან. დღე­ი­სას ერ­თი მოდ­გმი­სა და ერ­თი რჯუ­ლის კაც­ნიც კი სა­ზა­როდ შო­რე­ბელ­ნი და უც­ხო­ნი არი­ან ურ­თი­ერ­თის­თვის. ესო­დენ მრა­ვალს იტ­ყვი­ან კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე, ერ­თი­ან სა­კა­ცობ­რიო ოჯახ­ზე, გლო­ბა­ლურ ლი­ბე­რა­ლურ სახ­ლზე და სხვა მის­თა­ნებს. ოდენ ჟან­გი­ა­ნი რკი­ნის ჟღრი­ა­ლია ეს ნა­უ­ბა­რი. იმ დღეს­ვე შე­იტ­ყო­ბენ კაც­ნი, თუ რა მოხ­და ქვეყ­ნი­ე­რე­ბის და­სა­ლი­ერს. მან­ქა­ნებ­მა შე­ამ­ცი­რეს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მან­ძი­ლე­ბი და სივ­რცე ის აღა­რაა, რაც იყო წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სად არაა მცი­რე­დი სი­ახ­ლო­ვეც კი ადა­მი­ან­თა შო­რის. სა­ყო­ველ­თაო დი­დი უბე­დუ­რე­ბის ჟამ­საც კი მათ არა­ფე­რი ექ­ნე­ბათ ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის სათ­ქმე­ლი.
ერ­თი ერ­თზე ვრჩე­ბით მე და შენ, ღმერ­თო. პი­რის­პირ დავ­დგე­ბით და ძნე­ლო­ვანს შე­გე­უბ­ნე­ბი. წყა­ლო­ბა რომ მო­ი­ღო ჩემ­ზე, რო­მელ მოყ­ვასს ვა­უწ­ყებ ამას? ჩემს შენ­გან შე­რის­ხუ­ლო­ბა­შიც და წყა­ლო­ბი­ლო­ბა­შიც ეუ­ლი ვარ. რი­სი მოყ­ვას­ნი და მე­გობ­რელ­ნი?
ამა­საც კვლავ ვიტ­ყვი, ღმერ­თო: ისე­თი რა წყა­ლო­ბა უნ­და მი­ყო, რომ და­ვი­ვიწ­ყო ჩე­მი წბი­ლო­ბა და გვე­მუ­ლე­ბა მოყ­ვას­თა გა­მო? წერ­ტი­ლად ვიქ­ცე წარ­საწ­ყმე­დე­ლის ფსკერ­ზე, უკე­თუ არ­მომ­ხსო­მი ვი­ყო იმი­სა, რა­იც ვივ­ნე და ვიმ­ტკივ­ნე მოც­ნე­ბის და არა ცხო­ნე­ბის გუ­ლი­სათ­ვის. ჩემს ნა­სულთქმს რა წყა­ლო­ბა და­მა­ვიწ­ყებს?
გეტ­ყვი ცა­თა მე­უ­ფევ იმას, რაც არა­ვის უთ­ქვამს შენ­თვის კაც­თა მოდ­გმა­ში. დღე­ნი დი­დად შრო­მილ­ნი დამ­ჭირ­და, რა­თა ჩემს შო­რის აღ­მე­ძრა თო­რას სუ­ლი და სის­რუ­ლით შთა­მეგ­რძნო ძვე­ლი კა­ცი, უდაბ­ნო­დან მო­სუ­ლი მეღ­მრთე მე­ომ­რის გზნე­ბა. ასე არ ყო­ფი­ლი­ყო და გა­ნა ძალ­ვიდ­ვებ­დი ესე­ვი­თარ მომ­სიტ­ყვე­ლო­ბას?
ქი­ფის გა­რე­შე, თავ­და­უ­ბუ­რა­ვი კი არა, მთლად შე­უ­მო­სე­ლი უდაბ­ნოს ხვა­ტი­თა და ხორ­შა­კით გა­რუ­ჯუ­ლი და გა­ქა­რუ­ლი, თმა-წვერ გაშ­ვე­ბუ­ლი და ფრჩხილ­და­უქ­ნე­ლი, ვი­თარ­ცა ვე­ლის ნა­დი­რი, ეგ­რე მო­ვალ ბე­ით ქნე­სეთ­ში, ცა­ბა­ოთ-ღმერ­თო. ნამ­ხე­ცავ­სა და სის­ხლდა­უწ­რე­ტელს შევ­ჭამ, ჩე­მი მტრის შიგ­ნი­ერს ვიხ­მევ და ეგ­რე მო­გე­ახ­ლე­ბი. ჩე­მი ხე­ლით ნაკ­ვეთ თე­რა­ფი­მებს მო­ვი­ტან, ვუ­რო­კავ და ვუკ­მევ, ვი­თარ­ცა მძვინ­ვა­რე წარ­მარ­თი. მო-ღმერ­თო-ვი­დე, რა­თა პა­სუხ-მი­გო ჩემს შე­კით­ხულ­ზე. ამას შეგ­კით­ხავ, ღმერ­თო: თუ უწ­ყი, რომ უსუ­ლო­ნი არი­ან წარ­მარ­თთა კერ­პე­ბი, რა­ღად ირის­ხვი მათ­ზე ეგ­ზომ სას­ტი­კად? გა­ნა საჭ­რე­თე­ლით გათ­ლილ ხე­ზე ან გა­მოყ­ვა­ნილ ქვა­ზე ასე უნ­და წყრე­ბო­დეს ღმერ­თი, თუ მას კა­ცი ეთაყ­ვა­ნე­ბა და უკ­მევს? წი­ნას­წარ­მერ­ტყველ­ნი იტ­ყვი­ან, რომ რა ღმერ­თე­ბი არი­ა­ნო ეგ ბო­მო­ნე­ბი, მტვე­რი ედე­ბა­თო და ჩი­ტი სვრი­სო მათ.
გა­ნა ველ­თა ში­გან ქვა­ზე ამოკ­ვე­თი­ლი ან ლი­თონ­ში სხმუ­ლი ტეტ­რაგ­რა­მა­ტო­ნი რომ აღი­მარ­თოს, ისიც ისე­ვე არ და­იმ­ტვე­რე­ბა და ჩი­ტი ისე­ვე არ დაჯ­დე­ბა მას­ზე, რო­გორც ქან­და­კე­ბებ­ზე ჯდე­ბა? რა, მოხ­ვალ შენ, ღმერ­თო და მტვერს გა­დაწ­მენდ ტეტ­რაგ­რა­მა­ტო­ნი­დან თუ ფრინ­ველს აუქ­შევ უხი­ლა­ვი ხე­ლით? გა­ნა სო­ლო­მო­ნის ტაძ­რის კედ­ლის მყუდ­რო­ში ჩი­ტი არ ცდი­ლობს სა­ბუ­და­რის გა­მარ­თვას? ღმერ­თი მო­უშ­ლის მას ბუ­დეს და მო­უშ­თობს ღლა­პებს? გა­ნუ­რის­ხდი ჭივ­ჭავს, რო­მე­ლიც ტაძ­რის კედ­ლის ღრი­ჭო­ებ­ში მბუ­და­რეა, ბარ­ტყებს აჭ­ყივ­ლებს და კე­დელს სკინ­ტლით სვრის. შე­რის­ხე, ღმერ­თო ყო­რა­ნი დღი­სით და ზარ­ნა­შო ღა­მით, რო­მელ­ნიც ველ­თა ში­გან აღ­მარ­თულ ტეტ­რაგ­რა­მა­ტონ­ზე ჩა­მოჯ­დე­ბი­ან და სკინ­ტლით შეს­ვრი­ან ღმერ­თის სა­ხელს. და­ვი­ნა­ხავ ამას და გა­ნა ვიტ­ყვი, ღმერ­თო, რომ არ­სა­დაა ღმერ­თი, ქა­რის დევ­ნა ყო­ფი­ლა-მეთ­ქი მი­სი მიმ­ხა­დე­ლო­ბა და მმეს­ვე­ლო­ბა?
ვის­თან არ მი­სულ­ხარ, მღვდელ­თა ნათ­ქვამ­თა­მებრ, ღმერ­თო. ჩემთნ მო­დი და მის­მი­ნე მოხ­რავს. იმას კი ნუ მეტ­ყვი, რომ ილო­ცე ხსნის­თვი­სო და თვალს მი­ე­ფა­რე­ბი. ჩემს მოც­ნე­ბა­ში გან­მამ­ტკი­ცე და მი­წევ­ნი­ლე­ბა­ში უფ­რო­რე შე­მა­მეც­ნი­ე­რე, რა­თა და­ვეხ­სნა ამ­დენ ზა­რი­ან კით­ხვას და მძი­მი­ერ სა­გო­ნე­ბელს. ეგ არ დამ­ხსნის სა­გო­ნებ­ლი­სა­გან, ღმერ­თო, რა მეტ­ყვი _ ილო­ცე და ცხონ­დე­ბი. წარ­საწ­ყმე­დელ­ში გვე­მის ში­ში არ არის მოღ­მრთე­ო­ბის უდა­ვო დას­ტუ­რი. ასე სა­სუ­ფევ­ლის მათ­ხოვ­რე­ბი იზა­მენ. სა­სუ­ფე­ველ­ზე მო­ნუ­რად მოზ­რუ­ნა­ვი არაა ჭეშ­მა­რი­ტად მე­სათ­ნო­ვე კა­ცი. თუ კუშ­ტვით მა­უწ­ყებ რას, მო­გი­გებ, რომ კა­ცის შენ­თან და­ვა და მი­წევ­ნი­ლე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა მო­ნე­ბის მლოც­ვე­ლო­ბა­სა და ცხო­ნე­ბა­ზე მე­ტია, ღმერ­თო. შენ ვერ მო­მექ­ცე­ვი ისე, ვი­თარც მე მოყ­ვას­ნი მო­მექ­ცე­ვი­ან. მე ისე­თი შე­ვი­ქენ, ღმერ­თო, რომ ჩე­მი სა­სუ­ფე­ველ­ში შე­ყე­ნე­ბა და­მარ­ცხე­ბა და სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის.
სხვა­ნი დი­ლას შეჰ­ხა­რი­ან, მე _ მიმ­წუხრს. ჩე­მი ღა­მე სხვა­თა დღე­ზე უმე­ტე­სია. ჩე­მი და­ღა­მე­ბა ათას­თა გა­თე­ნე­ბის უმე­ტე­სია. აშ­კმუ­ლი უფ­სკრუ­ლის ბნე­ლია ჩე­მი სა­ყუ­დე­ლი. მო­ი­ეც ჩემ­და ქვეს­კნე­ლო მო­კი­ა­ფე სიბ­რძნე. ის ხვედ­რი გა­მიმ­ზა­დე, კაც­თა შო­რის რომ არ­ვის რგე­ბია. სკნელ­თა შე­მაძ­რწო­ლე­ბელ დრა­კო­ნად ვიქ­ცე. გა­ნა მე მოვ­ცთუნ­დე­ბი სა­ბა­დი­სით, ჭა­მა­დით, სიძ­ვი­თა და შვილთ-სხმით. ვინ მოყ­ვას­თა­გა­ნი მეტ­ყვის ჩემს ყა­დარ სიტ­ყვას, ჩე­მო ადელ­ფოს­ნო და რო­მე­ლი გა­მოდ­გე­ბა ჩემს ასა­ბი­ად? რო­გორ მოს­წონთ მოყ­ვასთ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვის სა­ხი­ო­ბა და მცი­რე დაბ­რკო­ლე­ბი­სას შიშ­რე­ულ­ნი ძვრე­ბი­ან მი­წა­ში.
ჰე, წყვდი­ა­დო და სიღ­ა­მეო, ღრმაო და უკუ­ნო ნი­უქს, დი­დო დე­დაო, ჰე, ქვეს­კნე­ლო, და­ფა­რულ­თა მა­მაო, მრა­ვა­ლი მო­ვიშ­რო­მე და მცი­რე­დი მო­ვი­პო­ვე. უმე­ტე­სი მწადს. ზე­ცა ქვეს­კნელ­ში მი­ძებ­ნია და იქ მი­მიგ­ნია ფერ­ცვა­ლე­ბუ­ლი­სათ­ვის. კაც­თა ბევ­რე­ულ­ში კა­ცად გარ­და­სა­ხულ სა­ტანს ვე­ძებ. შე­მეყ­რე­ბა და მყი­სი­ე­რად შე­ვუტ­ყობ, რომ ის არის. კაც­თა და­სა­ცი­ნად კა­ცად შე­მო­სი­ლა და მოყ­ვას­თა ამ­ქარ­ში გა­რე­უ­ლა. შე­იძ­ლე­ბა ის ძონ­ძე­ბით მო­სი­ლი შეშ­ლი­ლის სა­ხით ია­რე­ბო­დეს. სხვებს გა­ე­ცი­ნე­ბათ მას­ზე, წვრილ ფულს შე­აძ­ლე­ვენ. მე ვერ მაც­დუ­ნებს მი­სი გი­ჟუ­რი სა­ხი­ო­ბა. უმალ ვიც­ნობ მას, მი­ვალ და მდოვ­რედ შევ­ძრა­ხავ: შენ იგი ხარ და გი­ცა­ნი, ოღონდ თვალს არ მი­ე­ფა­რო. მის­მი­ნე და სიტ­ყვა მო­მა­გე. თუ მოხ­ვე­დი, დაზ­მი მცი­რე ჟამს. შე­ნი მცნო­ბე­ლის თვალ­თა­გან მი­ფა­რე­ბა აღარ ეგე­ბის შენ­თვის, სა­ტან. და თუ ის გას­ხლტე­ბა და გაქ­რე­ბა, მა­შინ მო­ვა­გი­ნებ ყოვ­ლი­არს და სა­უ­დი­ა­როს ვიტ­ყვი, გარ­ნა ამ გაწ­ბი­ლე­ბის გაძ­ლე­ბაც მმარ­თს.
ამ­დე­ნი სა­ზა­რო კით­ხვა და კვლავ მო­ე­ლი რა­ღაც დიდს, უფ­რო­რე სა­ზა­როს, ვიდ­რე შე­ნი კით­ხვე­ბია. მხო­ლოდ კით­ხვებს ისეთ სი­მაღ­ლე­ზე აჰ­ყავ­ხარ, რომ კაც­ნი ჭი­ან­ჭვე­ლე­ბად მო­ჩა­ნან. პა­სუ­ხებს მი­აგ­ნო და მერ­მე რა სი­მაღ­ლე­ზე ზე­აღ­გი­ტა­ცებს შე­მეც­ნე­ბა.
ჰე, ლუ­ცი­ფერ, წმინ­და ბო­რო­ტის მგუ­ლე­ბო, კვლავ გი­პო­ვი კა­ცად გარ­და­სა­ხულს და მა­უწ­ყე რო­გორ იყო ის დი­დი ომი ცა­თა ში­ნა და აწე­ღა ვი­თარ გრძელ­დე­ბა ეს ომი. გა­ნა ღმერ­თის ხა­დი­ლით და­გიწ­ყებ ქოლ­ვას? კაც­თა შო­რის ფა­რუ­ლად ია­რე­ბი და გიც­ნო მოკ­ვდავ­თა­გან­მა. აღარ უნ­და შე­ე­რიო მიღ­მი­ერს. მარ­ქვი დიდ­ნი ამ­ბავ­ნი. რად მაქ­ცი­ობ თა­ვა­დო, ხორ­ცით იმო­სე­ბი, სა­ლო­სობ უს­მთა და უხედ­ველ­თა შო­რის?
ის, ვინც მი­ამ­წუხ­რა ცის­კა­რი და მიმ­წუხ­რი აცის­კრა, ვინც მი­ით­ვა­ლა კვი­რი­ა­კე­ნი და მსგეფ­სნი ბო­რო­ტი­სა, მას ვეტ­ყვი: ჰე, ლუ­ცი­ფერ, ბო­რო­ტის არ­ქონ­ტო­სო, შე­ნი­თაა შე­მეც­ნე­ბა და ვი­თარ ეტ­ყვი უარს მის მძებ­ნელ­სა და დი­დად სურ­ვი­ელს. მო­მა­გე სიტ­ყვა გზე­ბით სას­მი­ნა­რი. ის შე­მოგ­ხე­დავს ისე­თი თვა­ლე­ბით, რო­მელ­თა ში­გან ძველ და ახალ შე­საქ­მე­თა მრუ­მე მა­ტი­ა­ნე აღ­ბეჭ­დი­ლა და შენ, მოკ­ვდა­ვი, ადამ­თა გა­მო სა­უ­კუ­ნოდ დაწ­ყევ­ლი­ლი, ცრემ­ლსა და ბე­ჩა­ო­ბა­ში ნა­შო­ბი, მტვე­რი და მღი­ლი შე­იძ­ლებ იმას, რომ თვა­ლი გა­უს­წო­რო მას. დაე, მან შენ­ში და­ი­ნა­ხოს დი­დი მო­ლო­დი­ნი, წელ­თა­გან წბი­ლო­ბა, ჩუ­მი ვა­რა­მი. მო­ი­ეც ჩემ­და­მი ლუ­ცი­ფერ მოც­ნე­ბის სიღ­რმე. რად და­ი­ვიწ­ყე ადამ, ღმრთი­სა­გან კრუ­ლი და სო­ფელს შთათ­ხე­უ­ლი? დაზ­მი­და ადამ მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნე, არც შე­მეც­ნე­ბას გა­მო­ად­გა, არც ღმერთს. ადამ არ გე­ა­ჯე­ბო­და, არ იყო ხის­გან ხმე­ვის მდო­სა­ნი და შენ შე­გო­ნე­ბით ახ­მიე. მე კი შენ გე­ა­ჯი და მწვე­ლად მდო­სა­ნი ვარ, რომ უფ­რო მე­ტი ნა­ყო­ფი მახ­მიო. თუ ეს არ ძალ­გიცს, ლუ­ცი­ფერ, მა­შინ შე­საქ­მეს შე­მეც­ნე­ბის ხე გაჰ­ბერ­წე­ბია და იგი ხე კი არა, თვით შე­საქ­მეა მო­სათ­ხრე­ლი.
ჰე, ლუ­ცი­ფერ, კაც­თა შო­რის თუ გი­ხი­ლავს ისე­თი, ვინც შენს ძრახ­ვა­სა და მომ­ყივ­ნე­ლო­ბა­ში არ მომ­ცდა­რა? ადა­მის შემ­დეგ მის ნა­ტა­მალ­თა­გან ვინ იტ­ყვის, რომ სწო­რედ შენ უნაგ­რე მას სა­შე­მეც­ნე­ბოდ? ჰა­მოო სა­ხე­ლო ლუ­ცი­ფერ, გარ­ნა ავ­თა მხა­დო, ვი­თარ ვი­მეც­ნო ბო­რო­ტის ჰე­ნო­ტი­კო­ნი? მოკ­ვდა­ვის ცნო­ბაქ­მნი­ლო­ბა ვი­თარ მის­წვდეს ბო­რო­ტის აო­რისტს? მსურს და­ვუპ­ყრო ყუ­რი მე­ა­ვე­ო­ბის კა­ნა­ნახ­სა და მე­ჟა­მეს. ვინ მას­მი­ნოს მდვრი­ნა­ვი სა­ტან და უყთ მში­ნა­ე­ბი შემ­ხმო­ბარ­ნი მის­ნი? ვინ წა­მა­კით­ხებს ქვეს­კნე­ლის ჰეტ­რა­ტი­კონს, რა­თა შე­ვიტ­ყო რა არის ბო­რო­ტის პან­სო­ფი­ო­ნი, მი­სი ჰენ და პან­ტა.
ეს იფიქ­რეთ და იგო­ნი­სეთ ჩე­მო ადელ­ფოს­ნო და შე­იძ­ლებთ ჭვრი­ტოთ მი­სი სი­მრ­თელე და სავ­სე­ბა, ვინც ცეც­ხლი­სა­გან ორ­გზის ნა­შო­ბია. საღ­მრთო ცეც­ხლის წი­აღ­თა­გან მი­სი მე­ო­რედ შო­ბა სწო­რედ ცა­თა ში­ნა მი­სი ჯან­ყე­ბი­სას მოხ­და.
ესე­რა, ჩემს წი­ნა­შე დგას იგი ხორ­ცით მო­სი­ლი და კაც­თა შო­რის მო­სა­ლო­სე, ყო­ვე­ლი შე­საქ­მის მა­რი­ლი და დვრი­ტა შე­მეც­ნე­ბი­სა, ყა­დი უც­თო­მე­ლი. შრო­მა­ნი მის­ნი არის საკ­ვირ­ველ და მრჩობლ. მე ის ადამ ვარ, ვინც მას უხ­მობს იყოს მგე­ბა­რი ნა­ყოფ­ხმე­უ­ლი კა­ცის მი­წა­ზე მი­ტო­ვე­ბი­სათ­ვის. არ ვკმა­რი­სობ იმას, რა­საც ასო­ბით თა­ო­ბა კმა­რი­სობ­და და კვლავ სა­ტანს ჰყვედ­რი­და და ქო­ლავ­და. ჩემს შო­რის დი­დი და­ვა გრძელ­დე­ბა, და­ვა ღმერ­თი­სა და ეშ­მი­სა კაც­თან, და­ვა კა­ცი­სა და ღმერ­თი­სა ეშ­მას­თან, და­ვა კა­ცი­სა და ეშ­მი­სა ღმერ­თთან. ამა ჟამს ისე ვერ იქ­ნე­ბა, რო­გორც შე­საქ­მის პირ­ველ დღე­ებ­ში და პირ­ვე­ლი ათას­წლე­უ­ლის წარ­გე­ბის შემ­დეგ იყო. სხვაი უნ­და იყოს კა­ცი. სხვა ხა­რის­ხი და ნი­ჭე­ბა­ნი უნ­და ჰქონ­დეს თი­ხის­გან შექ­მნილს. კა­ცი, რო­მელ­მაც ამ­დენს მი­აღ­წია ბო­ლო ორ ას­წლე­ულ­ში, ვერ იკ­მა­რებს იმ ლი­ტონ თე­ო­ფა­ნი­ას, რა­ზეც ბერ­ნი მრა­ვალს იტ­ყვი­ან.
პირ­ველ­მა არ­ქან­გე­ლოზ­მა სა­ტა­ნა­ელ­მა რომ და­ი­წუ­ნა შე­საქ­მე, ის რა შე­საქ­მეა? ან კაცთ სრუ­ლად არ უწ­ყი­ან ამ ამ­ბი­სა, ან მხო­ლოდ მი­სი ბე­რუ­ლი გან­მარ­ტე­ბა უწ­ყი­ან, რომ ამ­პარ­ტავ­ნე­ბით აღივ­სოო სა­ტა­ნა­ელ და ამი­ტომ იჯან­ყაო. რომ არ აჯან­ყე­ბუ­ლი­ყო სა­ტა­ნა­ელ, რა იქ­ნე­ბო­და შე­საქ­მე? ჟა­მი რო­გორ წა­რე­დი­ნე­ბო­და? რა იქ­ნე­ბო­და სა­მეც­ნა­ვი და სა­გო­ნი­სი კა­ცი­სათ­ვის?
მა­შინ აღ­ზრახ­და მო­სა­ლო­სე ლუ­ცი­ფერ, რო­მე­ლიც მოყ­ვას­თა მა­რა­ქა­ში ვი­ცა­ნი და ესე მარ­ქვა მან: მე ის ვარ, ვინც უკ­ვე გან­ქარ­ვე­ბულ და ჯერ კი­დევ მო­უვ­ლე­ნელ შე­საქ­მე­თა სი­დუხ­ჭი­რეს გულ­ში ვი­ტევ. ვი­თარც მე ვდგა­ვარ სუ­ლის მწუხ­რში, რო­მელ­მა ბრძენ­მა შე­ი­გო? ჩე­მებ­რი რო­მელ­მა ცი­სი­ერ­მა შე­იძ­ლო, ადა­მის ნა­ტა­მა­ლო? შე­ნი მა­მაც ჩე­მი მა­გი­ნე­ბე­ლი და მძრა­ხა­ვი იყო და შე­ნი ძე­ნიც ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან. რა გე­მა­ტე­ბათ კაც­ნო ჩე­მი ყივ­ნე­ბით? ჰგო­ნებთ, სა­სუ­ფევ­ლის წინდს იმა­ტებთ ამით? ჰგო­ნებთ, ეს ზე­ცას ეთ­ნე­ბა? მე რომ არ ვი­ყო, ვის აგი­ნებ­დი ყო­ველ­დღე, უგუ­ნუ­რო კა­ცო? მე რომ არ ვიყო და სო­ფე­ლი მა­ინც ბო­როტ­სა ზე­და ძევ­დეს, შე­იძ­ლებს შე­ნი ცნო­ბა იმის გარ­ჩე­ვას, ვის­გან არის ეს ბო­რო­ტე­ბა? სუ­ლის რა ნი­ჭებს იძენ ჩე­მი ესო­დე­ნი ყივ­ნე­ბით, კა­ცო? ეს რად არ გაძ­რწუ­ნებს? ვინ ხარ და ისეთს რას მო­იღ­ვა­წებ, რომ მო­ა­ღებ პირს და ჩემს საგ­მობს დუ­ნი­ას გას­ძა­ხი? ჰგო­ნებ, რომ ესე­ვი­თა­რი ქცე­ო­ბით მი­ვიმ­ძლავ­რე­ბი შენ­გან და სა­მო­ჯან­ყო ნი­შა­ტი მაკ­ლდე­ბა?
მო­მა­გი­ნებ რა­და, მი­წად მიქ­ცე­ვა­დო? ბედ­მცი­რეო, ჩე­მით ბედ­დი­დობ და ჩემს მომ­ყივ­ნე­ლო­ბას კი შეს­დგო­მი­ხარ. შენ­გან სა­ქი­ქე­ლი და სა­ბას­რო­ბე­ლი გავ­ხდი და ყბა მე და­მად­გი ჩემ­გან წყა­ლო­ბი­ლო კა­ცო? ნა­ყო­ფის ჭა­მის გა­მო შეჩ­ვენ­დი შენ ღმერ­თი­სა­გან, გარ­ნა ეს ეგ­ზომ თა­ბა­უთს არ შვრე­ბა, რომ ჩემს მო­სა­კი­ლა­ვად დად­გე. კა­ცო უტა­რო­სოო და უეტ­ლოო, მა­ხილ­ვე რა ყი­ვი­ლი­სა და მოყ­მე­ო­ბის მე­ქო­ნი ხარ თვი­ნი­ერ ჩემ­გან ნი­ჭე­ბუ­ლი ცნო­ბი­სა. მქი­სედ მო­ფიქ­რა­ლო, რას მო­ი­სიტ­ყვებ შენ, რომ მე არ ვუწ­ყო­დე? გსურს მუ­დამ მე ვი­ყო ცოდ­ვის ვა­ცი.
შენ რა უწ­ყი ბედ­ხე­ნე­შო, პი­რი რომ მო­გიყ­ვია და მგმობ, რო­დის ვჯან­ყობ ცა­თა ში­ნა და რო­დის ცა­თა მე­უ­ფის სა­ი­ნა­ხე­ში ვზი­ვარ? ეს­რე სათ­ნოდ და მე­კე­თი­ლედ მი­გაჩ­ნია თა­ვი კა­ცო, რომ მდღევ­რად ჩემს მო­ყივ­ნე­ბა­ში არ მოლ­ბე­ბი? შენ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა თუ იცო­და ეს და შე­ნი შთა­მო­ე­ბა თუ იცო­დი­ნებს ამას? ესე მო­დას­ტუ­რე­ბით რად იტ­ყვი იმას, რაც არ უწ­ყი, კა­ცო?
შენს სა­ცო­დავ ცოდ­ვებს _ მუ­ცელ­ღმერ­თო­ბას, სიძ­ვას, პი­რუმ­ტკი­ცო­ბას, ხელ­მრუ­დო­ბას, უმარ­თლო­ბას მე შემ­წა­მებ ბრა­ლად. იცია შენ, რას კე­თი­ლოვ­ნად ვიქმ და რას ბო­რო­ტოვ­ნად? ესე რად წავ­ხდი მე შენს ნა­სიტ­ყვში, უგუ­ნუ­რო კა­ცო? იფ­ქლი შე­კით­ხვა­დი­სა გახ­მიე, გამ­ცენ მე სა­მეც­ნა­ვი და შენ კი მა­გი­ნე. რად გა­გიხ­და ესე შე­სა­გი­ნა­რად ჩემ­გან ბო­ძე­ბუ­ლი ცნო­ბა, კა­ცო უყად­როო, ყა­სი­დად მვე­ბო და მწუ­ხა­რეო ნა­ყოფ­თა გა­მო. თუ ასე და­გიმ­ძიმ­და ნა­ყო­ფის ხმე­ვა, მა­შინ შე­ი­ძელ ისე­თი ადა­მი იყო, რომ ჩემ­გან ნი­ჭე­ბუ­ლი ცნო­ბის­ჩე­ნა არ და­კარ­გო. მე ვა­გე­მე ადამს ნა­ყო­ფი და დი­დად გა­მე­ცი­ნა, რო­ცა ის ღმერთს ემალ­ვო­და და მის წი­ნა­შე ფოთ­ლო­ვა­ნი არ­და­გით მო­სი­ლი წარ­გდგა. იცი სი­ცი­ლი რა არის კა­ცო და რად იცი­ნის ბედ­შა­ვი მოკ­ვდა­ვი?
რო­გორ მა­გი­ნებ კა­ცო, თით­ქოს მეც შე­ნებრ ქა­ლი­სა­გან ნა­შო­ბი ვი­ყო. მე, ცეც­ხლი­სა­გან აღ­მო­შო­ბილს მა­გი­ნებს ის, ვინც სის­ხლსა და კვნე­სა­ში ევ­ლი­ნე­ბა ქვეყ­ნას. მხო­ლოდ ამის გა­მო რომ კაც­თათ­ვის მო­მე­კით­ხა, მა­თი მოდ­გმის მცი­რე­დიც არ შერ­ჩე­ბო­და მი­წის ზურგს. თუ იცი შენ კა­ცო ისე­თი სა­გი­ნე­ბე­ლი სიტ­ყვე­ბი, რო­მე­ლიც კა­ცის სარ­ცხვი­ნელ­სა და სიძ­ვას არ აღ­ნიშ­ნავს? მე რომ შენ ასე­თი სიტ­ყვე­ბით გა­გი­ნო, მოკ­ვდა­ვო, შენს თორ­მეტ თა­ო­ბას გაჰ­ყვე­ბა თარ­სად. კაც­ნი გი­ნე­ბი­სას ხორ­ცთა ცხო­ველ­ქმედე­ბას ჰყვედ­რი­ან ურ­თი­ერთს. შენ თუ შე­გიძ­ლია კა­ცის ისე­თი მა­გი­ნე­ბე­ლი იყო, რომ მი­სი ხორ­ცი­სა არა თქვა რა? მო­გიმც­ნობ კა­ცო, რომ ადა­მი­ანს თა­ვის თავ­ში უყ­ვარს ის, რაც სძულს სხვებ­ში. მას არ ძა­ლუძს შე­ი­ძუ­ლოს თა­ვის თავ­ში ის, რის გა­მოც სხვას აგი­ნებს. ამ უძ­ლუ­რე­ბის ძა­ლით კაც­თა ბევ­რე­უ­ლი მო­რა­ლი­ზმის მო­ნაა და ეს მათ მე­სათ­ნო­ვე­ო­ბად წარ­მო­ჩი­ნე­ბუ­ლა. მე, სა­ტან, ამა­საც გეტ­ყვი: ვაი კაცთ, რო­მელ­თათ­ვის უთ­ქმე­ლი გუ­ლის­ჯავ­რი ოდენ თეს­ლნთხე­ვაა და ამას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ხი­ო­ბუ­რად მა­ლა­ვენ.
ჰოი, სვე­მი­ნავ­ლუ­ლო და ეტ­ლწამ­ხდა­რო კა­ცო, თუ ძალ­გიცს ჩემს ბი­ლიკ­ზე დად­გე რამ­დე­ნი­მე წა­მი მა­ინც? მო­იხ­ვედ­რე ჩე­მი მო­ჯან­ყე­ო­ბის ნა­ჩინ­ჩხლი, თი­ხის­გან შექ­სუ­ლო და გა­უ­ძე­ლი, რომ მყის არ მი­ი­ნავ­ლო, რო­გორც ხმე­ლი ფო­თო­ლი. ჰგო­ნებ, რომ საკ­მევ­ლის ფშვე­ნა­ნი გა­მაქ­ცევს, სან­თლებს მო­მი­ნ­თებ და ეს საფ­რთხო­ლად მექ­ცე­ვა, აიაზ­მას მაპ­კუ­რებ და და­ვიხ­რუ­კე­ბი. მე თა­ვად ცეც­ხლი ვარ, ჩემ­ზე უმე­ტე­სი ცეც­ხლი­სა ისევ მე ვუწ­ყი, ქა­ლი­სა­გან ნა­შო­ბო, ჩე­მი ძლე­ვის მომ­წა­დეო. შე­იძ­ლებ მზეს მოჰ­ხო­ცო ცეც­ხლი და მის ში­გან და­მა­ყე­ნო? შე­იძ­ლებ ვულ­კა­ნის ცო­ფი­ან ხა­ხა­ში შთა­მათ­ხიო? მე თა­ვად ვარ მომ­ზე და ვულ­კა­ნის ცეც­ხლი, ქვეს­კნე­ლის წი­აღ­თა­გან აღ­მოს­წრა­ფე­ბუ­ლი. მო­დი, მი­ხი­ლე ჩე­მი სვე­მორ­ჭმუ­ლე­ბის ანაბ­ზინ­ში მა­ინც და ენა სა­სა­ზე მი­გე­წე­ბე­ბა. ვი­თარ გა­მეც­ნო ცნო­ბა­სუ­სუ­ტო კა­ცო რა­რიგ მოქ­ვეს­კნე­ლე და მო­ზეს­კნე­ლე ვარ? შე­ნი სათ­რე­ვი და სა­თათ­ხა­ვი გავ­ხდი, მი­წის გუნ­დავ? თვი­ნი­ერ ჩემ­გან ნი­ჭე­ბუ­ლი ცნო­ბი­სა, სად რა ჰპო­ვეა, კა­ცო სვემ­ქი­სეო? ჩემს ნაგ­ზევ­ზე დგა­ხარ კა­ცო. მე არ მევ­ლო შენ­ზე უწი­ნა­რეს და რა მგზო­ვა­რი იქ­ნე­ბო­დი? იქ­ნებ ჩემ­ზე წინ რო­ნი­ნი შე­იძ­ლო? გამ­რე­კელ შენ­და მე ვი­ყავ და კვლავ­ცა მე ვიქ­ნე­ბი, მოკ­ვდა­ვო. გა­ნა ჩემ­გან­ვე ნი­ჭე­ბუ­ლი ცნო­ბა არ დაგ­რჩა ჯვარ­ცმუ­ლის წას­ვლის შემ­დე­გაც? გულ­დე­ბით თუ გი­ფიქ­რია ამა­ზე და ძრწო­ლა რად არ შე­გედ­ვე­ბა?
რა იყა­ვი შენ, სა­ნამ ჩემ­გან გა­მოწ­ვდილ ნა­ყოფს იგე­მებ­დი? შე­ნი ძვლის კნი­ნი­სა­გან შექ­სუ­ლი დე­და­კა­ცი რა­ღა იყო? ჯერ ახ­ლა რა არის ქა­ლი და მა­შინ რა იქ­ნე­ბო­და? შე­ნი ნა­ში­ე­რი ცნო­ბი­ე­რი გახ­და ჩემ­გან, მოკ­ვდა­ვო. რად ვარ შე­ნი სა­წუ­ნე­ლი? გა­ნა ამის სა­ნუფ­ქოდ შენ­გან რო­დეს­მე მით­ხო­ვია თაყ­ვა­ნე­ბა, ძნო­ბა და სა­ხოტ­ბო­თა თქმა? შენ უნ­და მის­ტვენ­დე და შე­მომ­ყი­ო­დე ვით­რცა შენს გა­ოჩ­ნე­ბულ ხვას­ტაგს? ფრჩხი­ლი წა­მოგ­ტკივ­დე­ბა ან ქვას წა­მოჰ­კრავ ფეხს და მე მკრუ­ლავ, უმე­ცა­რო კა­ცო? სად დამ­კარ­გვი­ხარ და რო­დის გე­ძებ­დი? რომც გე­ძე­ბო და გიხ­მო, გა­ნა გა­ი­გო­ნებ? ვი­სი მე­სავ-მო­ბა­ძა­ვი ხარ და ვის დაჰ­ბნე­ვი­ხარ რომ აგ­კრი­ფოს? ვის ზვარ­ში დარ­ჩე­ნილ­ხარ მო­სამ­ცვრევ მტევ­ნად, რომ მომ­ცვრე­ბელ­მა მოგ­ძებ­ნოს? საწ­ყა­ლო მი­წის გუნ­დავ, მი­ნა­ნია კი­დეც, რომ კაც­თა მა­მას შე­მეც­ნე­ბის ნა­ყო­ფი ვა­გე­მე. უმე­ტე­სის მომ­კე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო კა­ცი. სუ­ლი­თაც უმე­ტე­სი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. კაც­თა ბევ­რე­ულ­ში რომ გა­ვე­რიო, ვინ მო­მა­გებს ჩემს სა­ფერ სიტ­ყვას? რას ხელ­ვყრი ბრიყ­ვთა და ან­გარ­თა თაყ­ვა­ნე­ბა­სა და კრძა­ლუ­ლე­ბას?
გა­ნა არ გგებ­დი, კა­ცო? ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, შე­ნი უწი­ნა­რე­სი კაც­ნი ამ­დენ სა­უ­კუ­ნეს ესე ფუ­ჭად კი არ გა­ლევ­დნენ. ადა­მი­დან მოგ­დგამს შენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უქ­მო­ბა­სა და უმეც­რო­ბა­ში გაყ­ვა­ნა. რომც შე­მოვ­წყრო­მო­დი და მე­ყივ­ლა მო­უქ­მა­რი ადა­მი­სათ­ვის, მა­ინც არა­ის ქმნას შე­უდ­გე­ბო­და. რად არა თქვა რა ადამ­მა თა­ვის შვილ­თაშ­ვილ­თა ხელ­გა­მო­მავ­ლო­ბა­ზე? რად არ გან­კვირ­და იგი, რომ კა­ცის ხელ­მა რკი­ნა­ნი მო­ი­ხე­ლოვ­ნა? და­მო­წა­ფე­ბო­და ადამ მათ, რო­ცა თა­ვად ვე­რა რას მოქ­მნი­და.
წით­ლო­სა­ნო, სა­მეც­ნავ­თა მომ­წა­დე და ღრმა­თა­კენ მოს­წრა­ფე ხარ. გა­ნა ჩემ­გან არა გაქვს ეს ნი­შა­ტი? ჩე­მამ­დე მო­ე­ცა ის შენ­თვის ღმერთს. რად არ გა­ნი­ჭა მან შე­მეც­ნე­ბის ნი­ჭი? არ ეში­ნო­და შე­ნი ღმერთს, სა­ნამ ნა­ყოფს მო­გაწ­ვდი­დი. გახ­მიე ნა­ყო­ფი და მან წყევ­ლით გა­გა­ძო.
სა­მეც­ნავს ეძებ, კა­ცო? ირ­ჩიე რა გსურს: ის, რომ იყო მარ­ტო­სუ­ლი ყოვ­ლად­ბრძე­ნი და ყვე­ლა­ს­გან უც­ნო­ბე­ლი გა­უმ­ჟღავ­ნე­ბე­ლი ზე­კა­ცი, თუ ის, რომ იყო მი­ლე­თის მას­წავ­ლე­ლი და უგებ-ყუ­დო­თა დი­დად და­მაშ­ვრა­ლი მე­ღო­ნის­ძიე, რო­მელ­საც თა­ვი მოს­ძულ­დე­ბა ესე­ვი­თარ შრო­მი­ლე­ბა­ში და გა­ნი­ო­ტე­ბა მოყ­ვას­თა­გან.
უწ­ყო­დე, მოკ­ვდა­ვო, რომ ღმერ­თე­ბიც ჩხრე­კენ თა­ყუმს და რამლს ყრი­ან ცთო­მილ­თა შო­რის. სა­კუ­თა­რი ხვედ­რის მის­ნო­ბას ლა­მო­ბენ ისი­ნი. გსურს ღმერ­თებ­ზე სათ­ხე­ვე­ლით ინა­დი­რო და გერ­ქვას ღმერ­თთა მე­სათ­ხევ­ლე? გსურს გა­ხილ­ვო მრწე­მის წვი­ვი­სო­დე­ნა ღმერ­თე­ბი, გარ­ნა მე­სის­ხლე­ნი და მძულ­ვა­რე­ნი, სუ­ლით კი ნინ­ველ­ნი. იცი რა არის სა­კუ­თა­რი თა­ვის ტრან­სმუ­ტა­ცი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა, კა­ცო? ამი­სათ­ვის წი­თელ­სა და შავ­ში გი­ხამს იმუ­შა­კო და მო­იღ­ვა­წო. ეძიე შე­საქ­მე­სა ში­ნა ლუ­ცი­ფე­რის შჰი­ნა და მი­წის ზურ­გზე ძვე­ლი გვე­ლის სამ­ყოს მი­ა­გე­ნი.
მეთ­ნე­ბა შენ­თან შეზ­რახ­ვა წით­ლო­სა­ნო და იმ ვა­რამს გა­ზი­ა­რებ, ღმერ­თი რომ შე­საქ­მის სი­დუხ­ჭი­რის გა­მო შე­უ­ჭირ­ვე­ბია. ვერ აღას­რუ­ლა ღმერ­თმა შე­საქ­მე. მე ვი­ყავ იქ, რო­დე­საც მი­სი დვრი­ტა იკ­ვრე­ბო­და და სიზ­რქე შე­ნივ­თდა თვალ­გა­უწ­ვდენ სივ­რცე­ში. მე შე­ვუტ­ყვე შე­საქ­მეს ზა­დი და ვი­ჯან­ყე. ვუწ­ყი ყო­ვე­ლი სკნე­ლის ნა­ყი­ში. შენ რა იცი კა­ცო, შეს­ცქერ ზე­ცას და ბალ­ღუ­რად ხა­რობ. შენც იაზ­მნე მი­წის ზა­დი და იჯან­ყე.
მრა­ვალ­ჯერ ცდი­ლა ცა­თა მე­უ­ფე შე­საქ­მის შე­საქ­მო­ბას და ვერ შე­იძ­ლო. ეს შე­საქ­მე არაა პირ­ვე­ლი და იმი­ტომ და­ტო­ვა ის ღმერ­თმა, რომ მას­ზე უკე­თე­სის შექ­მნა სა­ეჭ­ვი გახ­და. გე­ხი­ლა კა­ცო, თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და ვე­ე­ბა სიზ­რქე­ნი და ქა­ოსს ქმნი­და. ჯავ­რი შე­ედ­ვა ღმერთს ამის გა­მო და ის მას აღარ სცილ­დე­ბა.
შენ ერ­თი ომი­სა უწ­ყი ჩემ­სა და ზე­ცი­ერთ შო­რის და ისიც მცდა­რად. ომე­ბი მრა­ვალ­ჯერ მოხ­და და ახ­ლაც ხდე­ბა. ამ ომებ­ში ან­გე­ლოზ­თა სპა არა­ერ­თხელ და­მარ­ცხე­ბუ­ლა. უფ­რო დი­დი ომე­ბი კი წინ გვი­ძევს. მე იმად ვიჭ­მუნ­ვი, კა­ცო, რომ ამ ომე­ბის და­სა­ნა­ხად რომ სა­ხილ­ვე­ლი აღ­გი­ხი­ლო, სუ­ლით მა­ინც უხედ­ვე­ლი დარ­ჩე­ბი. არ გა­მო­ად­გე­ბი არც ჩემს დრო­ში­ონს და არც ზე­ცის სპას. შენ გყვედ­რი კაც­თა უგუ­ნურ წი­ნა­პარ­თა გა­მო წით­ლო­სა­ნო და მათ აუგს შენ გე­უბ­ნე­ბი. მცი­რეა კა­ცის ცნო­ბის­ჩე­ნა და ეს ჩე­მი მარ­ცხია.
თუ კა­ცი ბო­რო­ტო­ვან­სა და მე­ა­ვე­ო­ბას არ გა­მო­ად­გა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ კე­თილ­ქცე­ო­ბამ გა­ი­მარ­ჯვა მას­ში და თუ კაც­მა ვერ ისათ­ნო­ვა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ იგი ბო­როტს გა­მო­ად­გე­ბა. ეს არის რო­გორც ჩე­მი, ასე­ვე ცა­თა მე­უ­ფის სატ­ყე­ბა­რი.
ესეც სა­მეთ­ქვოა ჩვენს შო­რის, წით­ლო­სა­ნო. მო­ვი­და იგი ნა­ზა­რე­თი­დან, რო­მელ­მან საპ­ყა­რი გან­კურ­ნა, უსი­ნათ­ლოს თვა­ლის ჩი­ნი აღუდ­გი­ნა, მკვდა­რი ცოც­ხალ­ჰყო. ბევ­რე­ულ­ნი იყ­ვნენ მის­გან გან­კურ­ნე­ბულ­ნი, გარ­ნა თვით მის­გან კურ­ნე­ბით ცნო­ბა თუ მო­ე­მა­ტა ვინ­მეს? მის­გან კურ­ნე­ბულ­თა­გა­ნი თუ გაჰ­ყვა მას გოლ­გო­თის გზა­ზე? გან­კურ­ნა გა­ლი­ლე­ველ­მა ისი­ნი, ვინც სიკ­ვდი­ლამ­დე საპ­ყარ­ნი უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ად­გნენ და წა­ვიდ­ნენ, და­ა­ვიწ­ყდა ისი­ნი ქვე­ყა­ნას, რად­გან არა­ვინ გამ­ხდა­რა მათ­გან მი­სი ციქ­ვი. მი­სი მწყა­ლო­ბე­ლი ხე­ლის შე­ხე­ბით სნე­უ­ლე­ბას და­ეხ­სნენ, გარ­ნა ცნო­ბა არ­ვის შე­უ­ძე­ნია და სა­სიბ­რძნო­ში არა­ვინ დამ­დგა­რა. კურ­ნე­ბულ­თა­გან ერ­თი სიტ­ყვაც არა­ვინ შე­ა­წია მის რა­ყიფ­თა­გან ნა­დევრ გა­ლი­ლე­ველ მოძ­ღვარს.
ან­თრო­პუ­ლი სკო­რე, რო­მელ­საც რა­რიგ კე­თი­ლიც არ უნ­და უყო, მა­ინც იგი­ვეა. რად გარ­წმუ­ნე­ბენ ბე­რე­ბი, კა­ცო, რომ მოკ­ვდე­ბი­ან ეს გა­ნა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მე და­ვე­ტე­ვე­ბი მათ სუ­ლე­ბის მო­ნაგ­რე­ბი­სათ­ვის. მა­თი სუ­ლე­ბი რომ მოვ­კრი­ბო და და­ვან­თო, ერ­თი სან­თლის შუ­ქი არ გა­მო­ვა. რა აქვთ მათ ში­ნა­გა­ნი და და­ფა­რუ­ლი, თვი­ნი­ერ მსი­ძა­ო­ბი­სა? ჩემ­და­თა­ვად მი­ვუგ­ვრი მათ ზე­ცის მე­უ­ფეს, რომ სა­სუ­ფევ­ლის გა­სა­დე­ვარ­ზე ღორ­ღად და­ყა­როს. დავ­გმა­ნავ წარ­საწ­ყმე­დე­ლის ბჭეთ და თა­ვად მე დავ­დგე­ბი სა­ტა­ლა­ოდ, რომ არ შე­მო­ვიდ­ნენ ისი­ნი. რა ცოდ­ვე­ბი­სათ­ვის მოვ­კით­ხო? რა ნაქ­ნა­რი აქვთ, რომ მა­თი მხი­ლე­ბა და­ვიწ­ყო? ჩემს ქონ­და­ქარს მათ­ზე მო­ვაც­დენ?
ამა­საც გეტ­ყვი, მი­წად მიქ­ცე­ვა­დო: სიკ­ვდილს ჩემ­გან მო­წევ­ნილ უბე­დუ­რე­ბად სა­ხავ, არ კი გი­ფიქ­რია, რომ თუ ადა­მის ჯა­ვარ­ში დიდ­ნი რი­ტორ­ნი გყო­ლია, ისი­ნი სიბ­რძნის მყარ­ში სიკ­ვდი­ლის მზრახ­ე­ო­ბით დად­გნენ. სიკ­ვდი­ლის მცოდ­ნე­ლო­ბის წა­დილ­მა აღა­მაღ­ლა კა­ცი, შექ­მნა მი­თე­ბი, ყო­ვე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა, ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე მო­სახ­სო­ვა­რი სიკ­ვდილ­ზე ფიქ­რმა აღ­მოშ­ვა. დი­ა­დია სიკ­ვდი­ლი, მოკ­ვდა­ვო და შენ გმარ­თს აღიზ­რა­ხებ­დე ამას ვი­თარ­ცა ლოც­ვას ყო­ველ აის­ზე და ყო­ველ და­ის­ზე. არ და­ი­ვიწ­ყო არას­დროს სიკ­ვდი­ლი. ნუ იჭ­მუნ­ვი, რომ ყო­ვე­ლი სი­ცოც­ხლე გან­ქარ­ვე­ბა­დია. სიკ­ვდი­ლით აღიტ­ყო­დე მოც­ნე­ბი­სას, სიკ­ვდი­ლით ისიბ­რძნე. სხვა­ნი ივიწ­ყე­ბენ სიკ­ვდილს და ჭრე­ლით ემალ­ვი­ან მას. შენს თავ­ზე კი, წით­ლო­სა­ნო, დი­ა­დე­მად იყოს სიკ­ვდი­ლი, გვა­მი შე­ი­მო­სე სიკ­ვდი­ლის ქლა­მი­დით, რა­თა წრფე­ლებ­რძნო ჭეშ­მა­რი­ტად დიდ სა­გო­ნისს. სიკ­ვდი­ლი გიდგს მსტოვ­რად და გლა­მის წარ­ყვა­ნე­ბად. იხა­რე ამით, კა­ცო. ოდეს­ღაც ღმერ­თე­ბიც კვდე­ბი­ან, შე­საქ­მე­თა სი­რა გან­ქარ­ვე­ბუ­ლა. ნუ ეძალ­ვი სიკ­ვდი­ლის ძლე­ვას, სა­ნამ შენს ში­გან შე­ნი კა­ცე­ბა არ და­გიძ­ლე­ვია. დაძ­ლიე ადა­მი­ა­ნი და მერ­მე შე­ე­ტო­ქე სიკ­ვდილს, კა­ცო. თუ ასე არ იზამ, წყევ­ლად გექ­ცე­ვა ბუ­ნე­ბის­მჩხრე­კე­ლო­ბით მო­ხელ­თე­ბუ­ლი ადა­მებ­რი წელ­თა სიმ­რავ­ლე და მიმ­ხ­ცი­ლო­ბა. ვა­ე­ბით და­იწ­ყებ მწო­დე­ბე­ლის ხა­დილს.
კაც­თა შო­რის მხო­ლოდ შენ გა­უწ­ყებ ამას წით­ლო­სა­ნო. შე­გიტ­ყვე, რომ ცეც­ხლის დრა­კო­ნი გა­მო­გიზ­რდია გულ­ში და მი­სით აღიმ­სთო­ბი. სიკ­ვდილს ედი­ა­დო­ხე და იხი­ლავ შე­ნი დრა­კო­ნის გან­საკ­ვირ სი­ორ­ძილს. ელ­ვი­სებრ გაჰ­კვეთ ყო­ველ სი­შო­რე­სა და წკვა­რამს. მერ­მი­სად მე ვიტ­ყვი ღვთის­შვილ­თა საკ­რე­ბუ­ლო­ში ცა­თა მე­უ­ფის წი­ნა­შე: ეცცე ჰომო, რომ­ლის მა­მის მა­მას შე­მეც­ნე­ბის ხი­სა­გან ვახ­მიე. ახ­ლა ვიშ­ვებ მი­სით და ვხა­რობ მე, სა­ტა­ნა­ელ, ცნო­ბისმ­ჩე­ნი მი­სი და მას­წავ­ლე­ლი. აჰა, დრა­კო­ნად ქმნი­ლი ადამ, ნა­ყო­ფის კე­თი­ლოვ­ნად შემ­რგე­ბი და ცა­თა თვა­ლად აღ­ჩე­ნი­ლი.
ამას შეგ­კით­ხავ მოკ­ვდა­ვო: ღმერ­თი შემ­მეც­ნეს თუ შე­იძ­ლე­ბა ისე მო­ეპ­ყროს, ვი­თარ­ცა სკეპ­ტი­კო­სი და სო­ფის­ტი? თუ შე­გიძ­ლია მით­ხრა, რა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მტე­რი? თხზავ მი­თებს, სა­დაც ბო­რო­ტე­ბა ყო­ველ­თვის მარ­ცხდე­ბა სი­კე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მოწ­ყე­ბულ ომ­ში და ამით მო­იმ­შვი­დებ ურ­ვე­ულ და მოხ­რავ გულს. რად არ ნა­თელ­ჰყოფ რაი არს კე­თი­ლი? ნაც­რის ­გრო­ვაა ის სი­კე­თე, რო­მე­ლიც შენს მო­გო­ნილ ამ­ბებ­ში ბო­რო­ტე­ბა­ზე იმარ­ჯვებს. უღირ­სა­ლი და სი­ცი­ლი­ა­ნია ის კე­თი­ლი, რო­მე­ლიც შენ გე­ხა­რე­ბა. ასე რომ არ იყოს, შვე­ბას და იმედს გა­ნი­ჭებ­და ეს კე­თი­ლი და მი­სი კვლავ გა­მო­გო­ნე­ბა აღარ დაგ­ჭირ­დე­ბო­და, კა­ცო. და­ი­ყავნ პი­რი შე­ნი და მდუმ­რი­ად სა­ჯე ამა­ზე.

შთა­მო­ხედ ქვეს­კნე­ლად წით­ლო­სა­ნო და გა­ხილ­ვი­ნებ ბო­რო­ტე­ბის ბრძენთ, რო­მელ­ნიც მი­წას არ უნა­ხავს არა­სო­დეს. შე­საქ­მის უხი­ლავ სვე­ტე­ბად დგა­ნან ისი­ნი. მი­დი და შე­ი­ძელ ისე­თი სა­მეთ­ქვო თქვა მათ წი­ნა­შე, რომ პა­სუხ-გი­გონ. მათ­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი ყო­ვე­ლი მი­წა. ქვეს­კნელ­თა თა­ღებს ააწ­ვდი­ნე თვა­ლი და ზა­რი დაგ­ცეს მათ­მა მაღ­ლო­ვა­ნე­ბამ და ზეს­წრაფ­ვამ. იხი­ლე ვი­თარ გოდ­ლო­ის ქვეს­კნე­ლის სტო­ი­ხე­ი­ო­ნი. თა­ვად მე, ვინც მთი­ე­ბად ვი­წო­დე­ბი, ვე­ძებ და ძნე­ლად შე­ვიძ­ლებ მი­ვაგ­ნო ბო­რო­ტე­ბის თავ­თვალს, აჰ­რი­მა­ნის აკ­ვანს.
თუ გი­კით­ხავს ოდეს­მე ქა­ლის ნა­შო­ბო, სად ჰგი­ან ძვე­ლი ღმერ­თე­ბი? არა მარ­დუქ, ბა­ალ, აშ­თე­როთ, ნერ­გალ, ენ­ლილ, შა­მაშ, არა­მედ უფ­რო ძვე­ლი ღმერ­თე­ბი, რო­მელ­თაც ახ­სოვთ შე­საქ­მემ­დე­ლი დი­დი არა­რა და რო­მელ­ნიც ქა­ოს­ზე უწი­ნა­რეს­ნი იყ­ვნენ. მათ იცი­ან უსიტ­ყვო ფიქ­რი.
ამა ჟა­მის რი­ტორ­ნი ხში­რად იტ­ყვი­ან ღმერ­თე­ბის მოს­ვლას, გარ­ნა მათ ხა­დილს ფუ­ღუ­რო­თა და ღრან­ტე­თა შო­რის მბუ­და­რე ჭინ­კა და მი­წის და­რან­თა ში­გან მშთა­რი ალ­რა­უ­ნიც არ მი­ა­ყუ­რე­ბენ. ისი­ნიც კი, მქი­სე­სა­ხო­ვან­ნი და მცი­რედ მე­ა­ვე­ნი, გა­ი­ცი­ნე­ბენ რი­ტორ­თა მიმ­ხა­დე­ლო­ბა­ზე და აგი­ნე­ბენ კაც­თა მოდ­გმას.
შენ გეტ­ყვი წით­ლო­სა­ნო იმ სამ­ყვედ­როს, რა­იც კაცთ უნ­და გა­ი­გო­ნონ. რა ისეთ მეც­ნა­ვო­ბა­ში დგა­ხარ, რომ ზე­ცის სა­ქა­ნე­ლი­სა­კენ აღაპ­ყრობ მკლა­ვებს? მიწ­ყივ ცის მშვილდს რად შეს­ცქერ? ძირს თუ და­გი­ხე­დავს და გი­ფიქ­რია, რა­ზე დგას მი­წის მყა­რი? თუ ყო­ფი­ლა ოდეს­მე კა­ცო, რომ მცი­რე სი­ხა­რუ­ლი გწე­ვია და ზე­ცის­კენ კი არ მი­აპ­ყა­რი მზე­რა, არა­მედ მი­წის­კენ? თუ ცდილ­ხარ მი­წის წი­აღ­ში შე­გეღ­წია ფიქ­რით, რო­მე­ლიც წი­ა­ღი­სე­ულ სა­ბა­დო­თა გა­მოჩ­ხრე­კას არ ისა­ხავს მიზ­ნად? აქ, მი­წის წი­ა­ღ არის ზე­ცა, კა­ცო. დაბ­ლარ­თა და ღრმა­თა შო­რის ეძიე მაღ­ლო­ვა­ნი. რას ეძებ ცა­თა ში­ნა, ჰოი ბედ­შა­ვო თი­ხი­ე­რო? შე­ნი ძვე­ლა­ნი თუ გახ­სოვს მა­თი ღირ­სი სახ­სო­ვა­რით? მა­თი მოხ­სო­მე­ბაც კი გემ­ძი­მე­ბა და მათ შრო­მა­თა შრო­მას ვი­თარ შე­იძ­ლებ?
ჩემ­გან მა­ლუ­ლად იმედ­ნე­უ­ლობ, რომ მე გა­უწ­ყებ ღმერ­თი­სას. მე გა­უწ­ყო და ჩემს ნათ­ქვამს მი­ე­წე­ბე­ბი, ღვთის ნათ­ქვა­მად შე­რაც­ხავ ამას მცო­ნა­რე­ბის გა­მო და წინ აღა­რას გა­ი­ხე­დავ. ერ­თი წლის სა­ვალს ერთ სა­უ­კუ­ნეს ან­დო­მებ და ჩემ­გან ბო­ძე­ბულ სა­მეც­ნე­ბო ნიჭს მე­ვე მყვედ­რი და ზე­ცი­სა­კენ იზი­დე­ბი. თუ ასეა, გა­ნაგ­დე შენ­გან ჩემ­გან ნი­ჭე­ბუ­ლი ცნო­ბის ნი­ჭე­ბა და და­ი­ნა­ხავ რა ჭა­ბუ­კო­ბის მქო­ნე იქ­ნე­ბი. ვერ იზამ ამას კა­ცო და თუ იზამ, ცნო­ბა­წაგ­ვრი­ლი მე­ვე მო­მად­გე­ბი სა­ვედ­რებ­ლად, ცრემ­ლო­ი­თა და ვა­ე­ბით. ღმერ­თი არ მოგ­ცემს ცნო­ბაქ­მნი­ლო­ბას, ისევ მე უნ­და მოგ­ცე. ისევ მე უნ­და შე­გიწ­ყა­ლო, გზა­აბ­ნე­უ­ლი გზა­ზე და­გა­ყე­ნო, ცხრო­ე­ბას გა­გა­რი­დო.
აღ­ვიტ­ყვი შენ­თვის დიდ სა­ეჭ­ველ­სა და საჭ­მუ­ნავს, დი­დი მოც­ნე­ბის მძებ­რო. შეგ­გვემს იგი მთე­ლი შე­ნი ცხოვ­რე­ბა და შენ­მა დრა­კონ­მა შე­იძ­ლოს იყოს ამის პა­სუხ-მიმ­გე. კა­ცო, ეგე­ბის იმად დას­ჭირ­და ქრის­ტეს მმეს­ველს სა­მერ­თი­ა­ნი ღმერ­თი, რომ მას თა­ვი და­ეხ­სნა იუ­და­ის­ტუ­რი ერ­თღმერ­თი­ან­ო­ბის ტვირ­თი­სა­გან და ამ სა­მერ­თი­ა­ნო­ბით გა­და­ეჭ­რა სა­ბო­ლო­ოდ რი­ტო­რუ­ლი შე­მეც­ნე­ბის ის სიძ­ნე­ლე­ნი, რა­საც იგი ელი­ნი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ხე­დავ­და? ეგე­ბის ამად უარ­ყო ქრის­ტეს მმეს­ველ­მა ღმერ­თე­ბის სი­რა და მას სა­ტა­ნუ­რი უწო­და? გა­ნა ასე­თი ქცე­ო­ბით მან შე­იძ­ლო თა­ვი და­ეღ­წია თო­რას ღმერ­თის ტვირ­თი­სა­გან? გა­ნა მან შე­იძ­ლო რი­ტო­რუ­ლი შე­მეც­ნე­ბის სიძ­ნე­ლე მი­ე­ჩუ­მა­თე­ბი­ნა?
გეტ­ყვი წით­ლო­სა­ნო, რომ ამა ჟა­მის კაც­თათ­ვის ენით მუ­შა­ი­თო­ბაა სიტ­ყვე­ბი `ღმერ­თი”, `სა­ტან~, `სუ­ლი”, `სა­სუ­ფე­ვე­ლი”. რა საზ­რისს მქო­ნო­ბენ ეს სიტ­ყვა­ნი? ამ სიტ­ყვე­ბის ხში­რი წარ­მოთ­ქმით კაც­ნი ოდენ ბოღ­მას იც­ხრო­ბენ და მწყი­ნა­რე­ბას იხე­ლე­ბენ, სა­კუ­თა­რი არა­რა­ო­ბი­სა­გან მი­მალ­ვას ლა­მო­ბენ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, მწვი­რეს შემ­რი­ონ და წუმ­პე­ში მათ­რი­ონ. რო­გორ იტა­ცებს მათ რე­ლი­გი­უ­რი მა­ი­მუ­ნო­ბა, თვალ­თა მი­ლულ­ვით ღმერ­თზე უბ­ნო­ბა. რა ბილ­წად ინა­ბე­ბი­ან ისი­ნი საყ­დარ­ში.
კაც­ნი რომ ჩე­მი, სა­ტა­ნის მე­სავ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, იქ­ნე­ბოდ­ნენ კი ისი­ნი მცი­რედ მა­ინც იმა­ზე მე­ტი, რა­ნიც ახ­ლა არი­ან? გა­ნა მეც არ და­მიწ­ყებ­დნენ მა­ი­მუ­ნო­ბას? ამით ვიჭ­მუნ­ვი მე, წით­ლო­სა­ნო.
შე­ხე­დე, სად გა­ვი­და მან­ქა­ნა­თა მომ­ხე­ლოვ­ნე­ბე­ლი კა­ცი. მის მე­მან­ქა­ნე­ო­ბას და ხელ­გა­მო­მავ­ლო­ბას ისევ მე მაბ­რა­ლე­ბენ და ზე­ცას შეჰ­ყუ­რე­ბენ სა­სო­ე­ბით. უფ­რო­რე ბო­რო­ტის უკუგ­დე­ბით, ვიდ­რე ღმერ­თე­ბის უარ­ყო­ფით გახ­და კა­ცი ფი­ზი­კო­სი და მან­ქა­ნა­თა მექ­მე. მა­პოვ­ნი­ნე ბო­რო­ტის მა­ძებ­ნი­ე­რი და მას­ზე მო­ფიქ­რა­ლი კა­ცი და ეს ჩემ­თვის უმე­ტე­სია, ვიდ­რე კაც­თა მი­ერ მან­ქა­ნა­თა და ხელ­საწ­ყო­თა ზმო­ბა.
და­უმ­ძიმ­და კაცს მან­ქა­ნა­თა სიმ­რავ­ლე, რო­მელ­თაც გუ­შინ ესავ­და და სა­კუ­თა­რი მერ­მი­სის სა­შემ­წე­ოდ რაც­ხდა და ახ­ლა მე დამ­დებს ბრალს. და იტ­ყვის იგი, რომ მან­ქა­ნა­თა მექ­მე­ო­ბით ავი ვუ­ყა­ვი მას. ღმერთს მო­უხ­მობს კა­ცი და სა­ჩი­ვარს მი­ჩა­ღებს მის წი­ნა­შე.
ამა­საც შენ­თვის ვიტ­ყვი წით­ლო­სა­ნო: ღა­მე მო­დის, გარ­ნა ეს ღა­მე ღმერ­თე­ბის აღ­მომ­შო­ბი ნი­უქ­სის წი­ა­ღი არ გე­გო­ნოს. ეს მღილ­თა ღა­მეა. ახ­ლან­დე­ლი კა­ცის ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი წუ­თი ღვთის და­ცინ­ვაა, მაგ­რამ გა­ნა ეს მე­ყო­ფა, რომ კაც­თა შო­რის შე­მო­ვექ­ცე და ბო­რო­ტის წმინ­და ვაჭ­ვირ­ვო? შენს შო­რის ღმერთს რომ კლავ კა­ცო, ეს ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ მეც მკლავ? თან ღმერ­თის სიკ­ვდილს იტ­ყვი კა­ცო და თან სი­კე­თეს ამარ­ჯვე­ბი­ნებ შენს ცუდ­მე­მი­თე­ო­ბა­ში. სა­ცო­და­ვია ეს სი­კე­თე და თა­ვად სა­ჭი­რო­ებს ის ხვა­იშ­ნო­ბას და ხსნას.
ჰე, კაც­ნო, დი­დად შე­სა­ხე­ლე­ბულ მეც­ნი­ერ­ზე, ფი­ლო­სო­ფოს­ზე, ხე­ლო­ვან­ზე იტ­ყვით ხოლ­მე, რომ ტი­ტა­ნე­ბი იყ­ვნენ ისი­ნი. დია გეთ­ნე­ბათ ესე­რი­გად კა­ცის შემ­კო­ბა. ტი­ტა­ნე­ბი ღმერ­თებს ებ­რძოდ­ნენ და რომ არა ისევ ქვეს­კნე­ლი­ერ­თა ასა­ბი­ო­ბა, ღმერ­თე­ბი და­მარ­ცხდე­ბოდ­ნენ. გე­წო­ნე­ბათ კაცთ, ოდეს ტი­ტანს უწო­დებთ ნიჭ­ჩე­ნილ კაცს და ამით ფა­რუ­ლად ის­წრაფ­ვით იმის­კენ, რომ თქვენც თე­ო­მა­ქო­სე­ბი იყოთ, თუნ­დაც სიტ­ყვით მა­ინც, გარ­ნა არა­ვინ კაც­თა­გა­ნი არ იტ­ყვით ნიჭ­ჩე­ნილ ხე­ლო­ვან­სა და რი­ტორ­ზე, რომ ის იყო სა­ტან, ის იყო ლუ­ცი­ფერ, ის იყო მთი­ე­ბი. თან ცას­თან მე­ო­მის სა­ხელს ჰლა­მით კაც­ნი და თან ჩემ­გან იშიშ­ვით. ტი­ტა­ნი გე­სურ­ვე­ბათ, სა­ტან კი არა. ისიც დი­დად გე­ხა­რე­ბათ კაც­ნო, რო­ცა თქვენს ნა­ში­ერთ ლუ­კა ან დე­ვი ჰქვი­ათ.
ისიც გეთ­ნე­ბათ კაცთ, ოდეს ღმერ­თე­ბის მოს­ვლას იტ­ყვით ძვე­ლი დრო­ის ბრძენ­თა მო­ბა­ძუ­ლო­ბით, გარ­ნა მა­თი მოს­ვლა უფ­რო ძა­ლუ­მად წარ­მო­ა­ჩენს კაც­თა დაკ­ნი­ნე­ბას. მოვ­ლენ ღმერ­თე­ბი და სიმ­წრით ენას მო­იკ­ვნე­ტთ კაც­ნო, რომ მათ ჰხა­დო­დით. მომ­სვლელს დამ­ხვედ­რი და მი­მ­გე­ბე­ლი უნ­და გა­მო­უჩ­ნდეს. თქვენ წარ­დგე­ბით ღმერ­თე­ბის წი­ნა­შე? გა­უ­საძ­ლი­სად გექ­ცე­ვათ ღმერ­თე­ბის მოს­ვლა კაც­ნო, რად­გან თქვენს შო­რის მღი­ლი­ე­რე­ბა აღლაღებულა და სუ­ლი მო­ღაფ­ლე­ბუ­ლა.
არა­ფე­რია იმა­ზე სა­ზა­რე­ლი, ვიდ­რე ღმერ­თე­ბის გა­უბ­რა­ლო­ე­ბა, მოწ­ყი­ნე­ბა და მო­ყირ­ჭე­ბა. ეს წარ­საწ­ყმე­დელ­თა საგ­ზებ­ზე უა­რე­სი რამ არის, წით­ლო­სა­ნო. ჩემს მოს­ვლა­საც ბევ­რე­ულ­ნი იტ­ყვი­ან და ბო­ლო ჟა­მი­სას ესა­ვენ, გარ­ნა ღმერ­თე­ბის მო­ყირ­ჭე­ბა­ზე სა­ზა­რე­ლი ის არის, რომ მე არ მო­ვალ. სო­ფელ­სა და მის ში­გან მყოფ კაცთ ჩე­მი მოს­ვლის ღირ­სად არ დავ­სა­ხავ. გა­ნა ჩემს გა­რე­შე გა­მო­იც­დე­ბო­და იი­ობ თა­მი­მი, წად­ნი­ე­რო კა­ცო? ახ­ლაც მო­ვი­თათ­ბი­რებთ ღვთის­შვილ­ნი. აღა­რა­ვი­ნაა ისე­თიც, ვი­სი გა­სინ­ჯვა ტყე­ბი­სა და ცხრო­ე­ბის წა­კი­დე­ბით ეღი­რე­ბო­და. აღა­რას ვიტ­ყვი კაც­თა გუ­ლი­სათ­ვის ზე­ცას­თან ომ­ზე. დი­დი ვა­რა­მი შე­ყე­ნე­ბუ­ლა სკნელ­თა ში­გან კა­ცის ასე­თი მღი­ლი­ე­რე­ბის გა­მო. პი­რი იბ­რუ­ნა ყო­ველ­მა უხორ­ცომ ადა­მის ნა­ტა­მა­ლი­სა­გან. რა მო­ვი­დე სოფ­ლად ჩე­მი მა­რი­ხით, მეც ისე­ვე თვალ­თმაქ­ცო­ბა მო­მი­წევს, რო­გორც ღმერ­თი თვალ­თმაქ­ცობს კაც­თა შო­რის.
უწინ ჟა­მის აღ­მნუს­ხველ­ნი მცი­რე­ნი იყ­ვნენ, მაგ­რამ ჟა­მის ცნო­ბა გუ­ლით იცოდ­ნენ. ახ­ლა ყრმაც კი კა­ლენ­დრით და­დის, მაგ­რამ არა­ვინ იცის ჟა­მის ცნო­ბა. მე შევ­ქმე­ნი კა­ცის ჟა­მი, რა ვახ­მიე მას ხის­გან. დღე­თა და მსგეფსთა ნუს­ხას დას­ცქერ მხო­ლოდ კა­ცო, ჟა­მის გუ­ლით ცნო­ბა კი არ ძალ­გიძს.
გეტ­ყვი, რომ კაც­თა უმე­ტე­სო­ბა იმის ღირ­სიც არაა, რომ მათ გა­უღ­ვი­ძო ში­ნა­გა­ნი სწრაფ­ვა. შენ კი, წით­ლო­სა­ნო, ფი­ლო­სო­ფო­სო­ბას მე­ცა­დი­ნობ მათ­თან. არა ჩემ­გან არის, რომ კაც­თა მი­რი­ა­დი უს­მად და უცა­ნად შთე­ბა და ესე მი­დის სოფ­ლი­დან. რის­თვის მო­დის კა­ცი სა­წუთ­რო­ში, რომ გა­ნავ­ლის გო­რა­კი დად­გას და ზაფ­რის კედ­ლე­ბი ამო­იყ­ვა­ნოს? რა არის კა­ცი ადა­მის დაწ­ყევ­ლი­დან სა­მო­ცი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ? რა არის კა­ცი გა­ლი­ლე­ვე­ლი ჯვარ­ვი­ლის შემ­დეგ? ამ­დენს რის­თვის ცრუ­ო­ბენ კაც­ნი? მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ჭა­მა­დი ჰქონ­დეთ და ჭრე­ლით იმო­სონ. ამას მე რად მაბ­რა­ლე­ბენ? საღ­მრთო სა­მოღ­ვა­წოს სა­კუ­თა­რი სიმ­დაბ­ლის გა­მარ­თლე­ბას ახ­მა­რენ. გა­ნა მე, ლუ­ცი­ფერს მი­მიძ­ღვის ბრა­ლი, რომ კაც­თა ბევ­რე­უ­ლი ასე­თია? გო­ლემ­თა არ­ვე რაც უფ­რო უბე­დუ­რია და მდა­ბა­ლი, მით უფ­რო სი­ცი­ლი­ა­ნია. ვინც სა­მეც­ნავს ეძებს და მის გა­მო იელ­მის, გა­ნა მის ში­გან გო­ლემს წი­ლი არ უძევს?
შო­დედ და აბა­დონ არ უზა­მენ კაცს იმ­დენ ბო­როტს, რამ­დენ­საც კაც­ნი ურ­თი­ერთს უზა­მენ, ყოვ­ლად ბილ­წნი და მიწ­ყივ პირმ­ტყუ­ვარ­ნი. ერთ სამ­ლოც­ვე­ლო­ში დგო­მის დრო­საც კი არა­ფე­რი სა­ერ­თო მათ არა აქვთ. ერ­თმა­ნე­თის და­ნახ­ვაც კი ემ­ძი­მე­ბათ და ამი­ტომ მა­ლუ­ლად დაძ­ვრე­ბი­ან საყ­დრებ­ში. ცრუა მა­თი მმეს­ვე­ლო­ბა.
თუ იცი წით­ლო­სა­ნო ისე­თი მეჭ­ვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბო­როტს არ შობს და ისე­თი ბო­რო­ტი, რო­მე­ლიც მეჭ­ვე­ლი არ არის? შენ თუ შე­გიძ­ლია თი­ხი­ე­რო კა­ცო, გა­არ­ჩიო კა­ცის ბო­რო­ტი ჩე­მი ბო­რო­ტი­სა­გან? მო­მა­გე ჩემს კით­ხვებ­ზე პა­სუ­ხი და მო­ვალ შენს წი­ნა­შე დად­რე­კი­ლი და მო­ნა­ნუ­ლი ვიქ­ნე­ბი ადამ­თა გა­მო. ქვეს­კნელ­თა ბჭე­ებს მოვ­შლი, და­გა­ყე­ნებ ჩემს მსა­ჯუ­ლად და ამი­ჩივ­ლდი ცათა მეუფის წი­ნა­შე.

ესე მო­მიმ­ცნო მთი­ებ­მან, ჩე­მო ადელ­ფოს­ნო და მო­მიტ­ყორ­ცა საყ­ვე­დუ­რი. ვგო­ნებ­დი პა­სუხს მო­მა­გებ­და და მან კით­ხვე­ბი მო­მა­გო. თა­ვა­დი უთა­ვა­დე­სი ბრბო­ში გა­რე­უ­ლი გავ­ცა­ნი და ესე შე­მეზ­რა­ხა. ჯავ­რი მიც­ხო­ვე­ლა და ეზ­დენ დაღ­რე­ჯი­ლო­ბას შე­მა­ყე­ნა მის­მა შეთ­ვლი­ლო­ბამ. ესე­ვი­თარი ნა­მეტ­ყვით უყ­თა ცეც­ხლი მა­სუნ­თქა, ქვეს­კნე­ლის აკ­რა­ტო­სი სუ­ლუქ­ცევ­რად მას­ვა, თა­ვად კი კვლავ მიღ­მი­ერს შე­ე­რია.
მრა­ვალ­ნი ის­წავ­ლე­ბი­ან, რომ სი­კე­თეს ვი­თარ­ცა ჭირ­ნა­ხულს, ისე მო­წე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა. მე გეტ­ყვით ადელ­ფოს­ნო, რომ ბო­როტს კი­დევ უფ­რო მე­ტი მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე­ო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ბო­რო­ტი ყველ­გან არის, ვი­თარც მი­წა და წყა­ლი. სი­კე­თი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის უნ­დი­ლად მეტ­ყველ­ნო მხდალ­ნო და ცნო­ბით მცო­ნა­რე­ნო, თუ გი­ფიქ­რი­ათ ურ­ნა­ტი ბო­რო­ტი­სა რა ჯილ­ღით უნ­და მო­იხ­ნას? მე­მან მე მარ­ქვა: ბო­რო­ტის გე­ორ­გი­ონ­სა ზე­და გა­ავ­ლე ორ­ნა­ტი რი­ტო­რე­ბის ჯილ­ღით, იფ­ქლი მოც­ნე­ბი­სა შთა­მოს­თე­სი და ეყავ მას სათ­ნო მომ­კე­ლად.
რას უქა­დებ შენ ლუ­ცი­ფერ შენს მე­სავს? გა­ნა არ ივაგ­ლა­ხებს იგი შე­ნი მის­გან პირ­ნაქ­ცე­ვო­ბის გა­მო? რას მის­ცემ შენს მე­სავს თვი­ნი­ერ სა­ბა­დებ­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა? ამას ხომ შე­ნი მე­ო­ხე­ბის გა­რე­შეც მო­იხ­ვეჭ­ვენ კაც­ნი. ბო­რო­ტე­ბის შემ­მეც­ნე­ბელს თუ ემე­ო­ხე­ბი? გა­ნა მოც­დუნ­დე­ბა ის თეთ­რი­თა და ტურ­ფა დი­ა­ცე­ბით? ვი­თარ არ მე­ეჭ­ვობ­დეს ბო­რო­ტის შემ­მეც­ნე­ბე­ლი, რომ ცა­თა მე­უ­ფის მსგავ­სად არ და­ი­ბუ­რე­ბი, ოდეს იგი შენს ღრმო­ვან­თა და მაღ­ლო­ვან­თა შე­ტყობას მი­ე­ჭარ­ბე­ბა?

ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, დი­დად გა­საკ­ვი­რია ერ­თი რამ: დუხ­ჭი­რია შე­საქ­მე და ის მა­ინც მსხვერპლს ით­ხოვს კაც­თა­გან. ცხოვ­რობს კა­ცი მი­წის ზურ­გზე და ვა­ე­ბაა მი­სი დღე­ე­ბი. მა­ინც მიზ­დი უგ­როვ­დე­ბა მას და თუ არ იხ­დის მას, მის შთა­მო­ე­ბას ედე­ბა ვა­ლად. ყოვ­ლი­არს უფალთ დი­მო­სი ადევს. კაც­ნი ვი­თარ­ცა შე­წი­რულ­ნი, ეგ­რე ვლი­ან მი­წის ზურ­გზე. თა­ვად შე­საქ­მეა ვი­თარ­ცა შე­წი­რუ­ლი და სა­ზორ­ვე­ლი.
კულ­ტუ­რად წო­დე­ბუ­ლი თაღ­ლი­თო­ბა ცდი­ლობს შექ­მნას ქცე­ო­ბის ისე­თი წე­სი, რომ კა­ცი თა­ვი­სი თა­ვით აღარ მსხვერ­პლავ­დეს. თა­ო­ბე­ბი მის­დე­ვენ ერ­თმა­ნეთს, რო­მელ­თაც არ უწ­ყი­ან მსხვერ­პლვა. სოფ­ლის მთა­ვარ­ნი უნ­და იყ­ვნენ წინ­მდგო­მი თვით­მსხვერ­პლავ­ნი და ისი­ნი ოდენ სა­ი­გა­ვოდ მხდალ­ნი, ენამ­ზე­ნი და მუ­შა­ით­ნი არი­ან. დი­დი ვა­ლი, მი­წის ყა­ლა­ნი გროვ­დე­ბა და ის ისევ კაც­თა სის­ხლით გა­და­სახ­დე­ლია. მო­ცი­ნარ მსი­ძავ­თა თა­ო­ბე­ბი და­წა­ლი­კე­ბუ­ლან ის­ტო­რი­ის სა­ვალ­ზე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო თა­ო­ბა ძველ ვალს ვალს უმა­ტებს. შე­საქ­მე უფ­რო ბო­რო­ტი ხდე­ბა და კაც­ნი სი­ცი­ლი­თა და პი­რმტ­ყუ­ვა­რო­ბით ცდი­ლო­ბენ ამი­სა­გან და­მალ­ვას. ესო­დენ ბო­როტ­სა ში­ნა მყო­ფი კაც­ნი იმის შეტ­ყო­ბა­საც არ ლა­მო­ბენ, სად გა­დის ხი­ლუ­ლი ბო­რო­ტე­ბის ზღვა­რი.
ღმერ­თის წმინ­და მზაკველობა კაც­თა სი­ცი­ლით და მა­თი უმ­სხვერ­პლო ცხოვ­რე­ბით ძლი­ერ­დე­ბა. თვით ჟა­მის დე­ნაც კი წყევ­ლად და სა­ში­ნე­ლე­ბად იქ­ცა. წე­ლი­წა­დის ალო­თა ცვლა მძი­მედ ედე­ბა გულს და არა რა­ი­მე სა­ხა­რე­ლის, არა­მედ ოდენ სა­ვა­რა­მოს მე­ნიშ­ნე­ნი არი­ან ისი­ნი. სიკ­ვდილ-სი­ცოც­ხლის ზღვა­რი სხვაგ­ვა­რად მჩე­ნია. მი­ლი­ო­ნო­ბით ყოვ­ლად უეტ­ლო და უვარ­დო კაც­თა სა­სი­ცოც­ხლო სუბ­სტან­ცია მღვრიე ნა­კა­დად ჩა­ე­დი­ნე­ბა უხი­ლავ სიღ­რმე­ებ­ში. მი­ლი­ო­ნო­ბით გა­უღ­ვი­ძე­ბე­ლი სუ­ლი სა­ში­ნელ ხვედრს პი­რის­პირ შე­ეყ­რე­ბა. რა­ღაც უხი­ლა­ვის ფსკერ­ზე ხა­ზე­ბად და წერ­ტი­ლე­ბად დამ­შთა­რი სუ­ლე­ბი დე­მო­ნის ჩრდილ­საც ვერ იხი­ლა­ვენ. ცოც­ხა­ლი ღორ­ღი­ვით ყრი­ან ფსკერ­ზე. ამა­ზე მე­ტი საჭ­მუ­ნა­ვი კი ისაა, რომ ან­ტიქ­რის­ტეს შუქ­მო­სილ დღე­ებ­ში, გან­კით­ხვის დღეს და მის შემ­დეგ ასე­თი კაც­თა­გა­ნი იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე ვი­რის­თა­ვი და ყოვ­ლად სა­ძა­გი, რო­გორც ახ­ლა არის და ამის გა­მოც არის ასე ძნე­ლი ტერ­მი­ნულ სა­კით­ხებ­ზე თა­ნა­მო­სა­უბ­რის პო­ვნა.
ქრის­ტეს მე­სავ­თათ­ვის უდი­დე­სი გაწ­ბი­ლე­ბა და სუ­ლის კა­ტას­ტრო­ფა ის იქ­ნე­ბა, რომ ან­ტიქ­რის­ტე არ მო­ვი­დეს. და თუ ის სოფ­ლად შე­მო­ექ­ცე­ვა, უკუ­იქ­ცეს კაც­თა­გან ზიზ­ღით და მა­თი უხამ­სად ძრახ­ვით. და­ე­ცა ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ უბე­დუ­რე­ბა კი­დევ ისაა, რომ ამ და­ცე­მის ზღვა­რი ჯერ კი­დევ არ ჩანს. დი­დი რე­ლი­გი­ე­ბის ტი­პი­კონ­თა აკ­რძალ­ვა­თა­გან არც ერ­თი არ არის ისე ქმე­დი­თი, რო­გორც ამ აკ­რძალ­ვა­თა აკ­რძალ­ვა ლი­ბე­რა­ლიზ­მის მი­ერ, რო­მე­ლიც ეს­წრაფ­ვის სრულ არაპ­რო­ჰი­ბი­ტუ­რო­ბას. ამა ჟა­მის ადა­მი­ა­ნი მი­ეშ­ვა და და­ე­ცა არ­ნა­ხუ­ლად. სა­კით­ხი ეხე­ბა მხო­ლოდ იმას, სად შე­იძ­ლე­ბა მდე­ბა­რებ­დეს და­ცე­მის ზღვა­რი და რა იუ­რი­დი­უ­ლი ნორ­მე­ბი უნ­და იქ­ნას გა­მო­გო­ნი­ლი მი­სი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბი­სათ­ვის. ლი­ბე­რა­ლუ­რი ან­თრო­პო­დი­ცე­ის მი­ზა­ნი არის ის, რომ ბო­ლომ­დე უნ­და მი­ეშ­ვას ადა­მი­ა­ნი.
შემ­მეც­ნე­ბელ­მა და­ცე­მის ბა­ნა­ლი­ზა­ცია უნ­და გა­ნას­ხვა­ვოს და­ცე­მის უნი­კა­ლო­ბი­სა­გან, თუ ასე­თი რამ მო­ი­ძე­ვე­ბა კაც­თა შო­რის. ისე­თი ცოდ­ვით ვინ მცოდ­ვე­ლობს, რომ ის წარ­საწ­ყმე­დელ­ში შე­ვი­დეს რო­გორც ბო­როტს შე­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და არა რო­გორც ცრემ­ლო­ით მო­ვაგ­ლა­ხა­რი? თუ ეს არა და რა იქი­დან, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შვი­დი­ვე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვის ათას­შვიდ­ჯერ ჩამ­დე­ნია? მი­ლი­ო­ნე­ბის ამ მცოდ­ვე­ლო­ბი­დან თუ შემ­ზად­დე­ბა სა­წინ­და­რი, რომ იშ­ვას ბო­რო­ტის მო­ცი­ქულ­თა და­სი? რა უნ­და იყოს ის მცოდ­ვე­ლო­ბა, რომ და­აჩ­ქა­როს ან­ტიქ­რის­ტეს შე­მოქ­ცე­ვა, რომ­ლის ხა­დილ­ზეც და­ჯარ­დე­ბი­ან გო­გი­სა და მა­გო­გის მე­ო­მე­ნი? მი­ლი­ო­ნო­ბით მცოდ­ვე­ლი­დან და სა­ი­გა­ვო მემ­რუ­ში­დან ერ­თი თუ არის ისე­თი, რომ მცოდ­ვე­ლო­ბის ძა­ლით თა­ვის თავ­ში დე­მო­ნუ­რი მად­ლი და იმა­ნენ­ტუ­რი წმინ­და ბო­რო­ტე­ბა შთა­იგ­რძნოს? ამის სა­ფიქ­რალს არა­ვინ იტ­ყვის, მხო­ლოდ ამ­ხე­ლენ ცოდ­ვას და ცოდ­ვილთ. მა­თი მამ­ხი­ლე­ბელ­ნი მათ­ვე შე­ამ­ხა­ნა­გე­ბი­ან და შეს­ცი­ცი­ნე­ბენ. და­ცე­მის ტრი­ვი­ა­ლი­ზე­ბას ისე­თი გა­ქა­ნე­ბა აქვს, რომ გო­გი­სა და მა­გო­გის ტო­მის გა­მო­ჩე­ნაც კი შე­ლა­ყბე­ბუ­ლი და მიმ­და­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. კაცთ ჯი­უ­ტად არ სურთ იმის და­ნახ­ვა, რა დი­დია და რა მცი­რე. ყო­ვე­ლი­ვე ლი­ბე­რის რე­სენ­ტი­მენ­ტუ­ლი ად­ლით იზო­მე­ბა. ვინ იტ­ყვის კაც­თა­გან აქამ­დე არ­თქმულ სა­მად­ლო­ბელს იმის­თვის, რომ ან­ტიქ­რის­ტემ ადა­მის შთა­მო­ე­ბის ასე­თი უგ­ვა­ნო­ბი­სა და მქი­სე­ო­ბის ჟამს წმინ­და ბო­რო­ტი მო­ავ­ლი­ნოს კაც­თა ზე­და?
კაც­მა უნ­და აღას­რუ­ლოს რა­ღაც ისე­თი, რომ აღ­ძრას სა­ტან შე­მოქ­ცე­ვად, სო­ფელ­სა ზე­და გო­გი­სა გო­გე­ბა­ნი მო­ავ­ლი­ნოს. უდი­დე­სი ძნე­ლო­ვა­ნიც სწო­რედ ესაა, რომ კაც­მა არ უწ­ყის რა ქმნას, სა­ი­მი­სოდ, რომ ეხ­ვა­იშ­ნოს ჭეშ­მა­რიტ დღე­თა მოს­ვლას. და­ცე­მის ბა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მო­უ­ვა­ლო­ბის ჟამს ახა­ლი დი­დი ჰო­რი­ზონ­ტი დი­დი ბო­რო­ტის გავ­ლით უნ­და გა­იხ­სნას. თუ არა და ადა­მი­ა­ნი ჩა­იღ­რძო­ბა ლი­ბე­რა­ლი­ზე­ბულ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და ეს იქ­ნე­ბა უფ­რო­რე სა­ძაგ­ლო­ბა, ვიდ­რე სა­ში­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკ­ვე მორ­ჭმით მკვიდ­რდე­ბა.
ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, აღიმ­სდუ­ვე­ნით მე­ო­მე­ო­ბი­სათ­ვის, ილო­ცეთ ომი­სათ­ვის, ჭეშ­მა­რი­ტი დღე­ე­ბი­სათ­ვის, ლუ­ცი­ფე­რის მოს­ვლი­სათ­ვის. ნუ გე­ში­ნინ ბო­რო­ტი­სა, ადელ­ფო­სო, არა­მედ მი­ე­ახ­ლე მას, რა­თა თა­ვი აწ­რთო მის წი­აღ. მოყ­ვა­სის ცრემ­ლმა, აყ­ვი­რე­ბამ და სინ­დის-ნა­მუ­სო­ბამ არ გაც­დუ­ნოთ, მოც­ნე­ბის გზა­ზე შემ­დგარ­ნო. მოყ­ვა­სი ის ჭურ­ჭე­ლია, რო­მელ­სა ში­გან თვი­ნი­ერ ბილ­წე­ბი­სა არა დგას რა. ადა­მი­ა­ნის ახა­ლი ჯა­ვა­რი მხო­ლოდ ასე შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს, თუ დიდ ომ­ში დიდ წილს და­ი­დებთ, ჩე­მო ადელ­ფოს­ნო. ვაი მათ, ვინც ამ ომის ჟამს მშვი­დო­ბის ქა­და­გად დად­გე­ბა. ჭა­ო­ბის მშვი­დო­ბას ლი­ბერ­ნი შეჰ­ხა­რი­ან. ისი­ნი არი­ან აწ­მყოს სა­მუ­და­მოდ მაქ­ვით­კი­რე­ბელ­ნი.
ქრის­ტი­ა­ნო­ბის მი­ერ გა­მი­ზე­ზე­ბულ­მა და რა­დი­კა­ლი­ზე­ბულ­მა ყვე­ლა სა­გო­ნის­მა დუ­ა­ლის­ტუ­რი სა­ხე შე­ი­ძი­ნა. ღმრთის სა­სარ­გებ­ლოდ თქმუ­ლი ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­უ­ლი თე­ო­ლო­გე­მა სა­ტან­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეხე­ბა. მა­გა­ლი­თებრ, თვით­მკვლელთ უა­რი აქვთ ნათ­ქვა­მი ცხო­ნე­ბა­ზე. რჯულ­თა­მებრ, თა­ვის მოკ­ვლა ღმერ­თის გმო­ბაა, რო­მე­ლიც კაც­თათ­ვის მო­ვი­და და ევ­ნო. იმას კი აღარ იტ­ყვი­ან, რომ თა­ვის მოკ­ვლა არა მხო­ლოდ ღმერ­თის უარ­ყო­ფაა, რო­მელ­მაც კაცს სი­ცოც­ხლე უბო­ძა, არა­მედ სა­ტა­ნის უარ­ყო­ფაც არის, იმი­ტომ, რომ იგია ამა სოფ­ლის თა­ვა­დი. მღვდლებს რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ათა­სო­ბით უდაბ­ნოდ მიმ­ლტოლ­ვა­რე ადა­მი­ა­ნის სუ­ლის­კვე­თე­ბა ჰქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, ასე იო­ლად არ იტ­ყოდ­ნენ, რომ თა­ვის მოკ­ვლა ღვთის უარ­ყო­ფა და სა­ტა­ნის გა­მარ­ჯვე­ბაა. მა­თი ნათ­ქვა­მი მხო­ლოდ სოფ­ლის მთა­ვარ­თა მთავ­რო­ბას გა­ნამ­ტკი­ცებს. გა­ზუ­ლუ­ქე­ბულ არა­რა­ო­ბა­თა სათ­ნა­ვად ით­ქმის თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ასე­თი რამ, რა­თა მათ და­ი­ვიწ­ყონ სიკ­ვდი­ლი, გა­აღ­მერ­თონ მწვი­რეს შე­რე­უ­ლი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა, გა­ა­მარ­თლონ სა­კუ­თა­რი არაფ­რო­ბა და ღვთივ­სათ­ნოდ წარ­მო­ა­ჩი­ნონ იგი.
მღვდელ­ნო, ესა­უბ­რეთ ამ არა­რა­ო­ბებს ად­რე­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბის დრო­ინ­დელ მძვინ­ვა­რე ას­კე­ტებ­ზე, სა­სუ­ფევ­ლის გუ­ლი­სათ­ვის თვით­და­სა­ჭუ­რი­სე­ბულ მეს­ვე­ტე­ებ­ზე. ბალ­ღე­ბი­ვით დაფ­რთხე­ბი­ან ისი­ნი და ელ­და­ნა­ცე­მნი გა­ი­ხახ­ლე­ბი­ან საყ­დრი­დან. ამათ ღმერ­თი მხო­ლოდ თავ­მოთ­ნე­ო­ბი­სათ­ვის ახ­სენ­დე­ბათ. ესეც უწ­ყო­დეთ მღვდელ­ნო, რომ ლუ­ცი­ფერ­საც ჰყავს თა­ვი­სი ას­კე­ტე­ბი.
გან­დე­გი­ლო­ბა და უდაბ­ნოდ შე­ყე­ნე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ცოც­ხლად მარ­ხავ სა­კუ­თარ თავს, ნე­ლა კლავ მას. მო­იკ­ვეთ ყო­ვე­ლი­ვე იმას, რი­სიც გე­ი­მე­დე­ბო­და და დი­დი სი­მარ­ტო­ვით იმო­სე­ბი. რო­მე­ლი მღვდელ­თა­გა­ნი შე­იძ­ლებს დღეს ასეთ მო­საგ­რე­ო­ბას? ანა­ფო­რით მო­სილ­ნი კი არი­ან, გარ­ნა გულ­ში გა­ე­რის­გნე­ბუ­ლან ისი­ნი და თეთ­რი­სას ესა­ვენ. ამ­დენს ენამ­ზე­ო­ბენ ას­კე­ტი­კა­ზე და იმას კი არ იტ­ყვი­ან, თა­ვად თუ შე­უძ­ლი­ათ მო­ი­ძა­გონ და სხვა­საც აზა­რონ სო­ფე­ლი მომ­ღე­რა­ლი, დაწ­ყევ­ლონ იგი ძვე­ლი დრო­ის ქრის­ტეს ქო­ფა­კთა­მებრ და უდაბ­ნო­სა ში­ნა ნათ­ლის სვე­ტე­ბად დად­გნენ. ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნო­ბა ისაა, რომ მღვდელს შერ­ცხვეს სა­კუ­თა­რი უძ­ლუ­რე­ბი­სა და ან უდაბ­ნო­ში წა­ვი­დეს იგი, ან გა­ნი­მო­სოს და სოფ­ლი­ერთ მი­ე­და­სოს. თა­ვად მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა, თუ მას წეს­თა­მებრ გან­ვსჯით, არის ზე­კა­ცო­ბა. ათა­სო­ბით არა­რა­ო­ბას ხვა­იშ­ნობ ღმერ­თის წი­ნა­შე და ავედ­რებ მათ. სუ­ლით დი­დი უნ­და იყოს კა­ცი, რომ სხვას ასე ემე­ო­ხოს. ქრის­ტი­ა­ნი მო­სე და იე­ჰო­შუა ბენ ნუ­ნი უნ­და იყოს მღვდე­ლი. შე­საქ­მის ბო­რო­ტე­ბა­სა და სოფ­ლის მღე­რა­ში დიდ გან­ზრახ­ვას უნ­და ხე­დავ­დეს იგი. უნ­და უწ­ყო­დეს მან, რა არის სა­სო­წარ­კვე­თა, უღ­მერ­თო­ბა, უი­მე­დო­ბა, მოწ­ყი­ნე­ბა. სად არის ასე­თი მღვდე­ლი? ყო­ფი­ლი­ყო ვინ­მე ასე­თი და მომ­რევ­ლე­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტს სიკ­ვდილს შეჰყ­რი­და. შე­აძ­რწო­ლებ­და ის ათა­სო­ბით არა­რა­ო­ბას, ანა­თე­მე­ბის მე­ხის­ტე­ხას მო­უვ­ლენ­და მათ და სა­ეკ­ლე­სიო სა­სა­მარ­თლო­ში მოჰ­გვემ­და.
ერ­თა­დერ­თი უნა­რი, რაც კაცს დე­დის სა­შო­დან­ვე დაჰ­ყვე­ბა, ეს არის სი­ძულ­ვი­ლი სხვა კა­ცი­სად­მი, იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რო­გო­რია ეს სხვა. არა­ნა­ი­რი სხვა უნა­რი მას გან­სწავ­ლის გა­რე­შე არ ეძ­ლე­ვა. ვაი მათ, ვინც მახ­ვი­ლი და ჰო­რო­ლი პუ­რის საჭ­რელ და­ნად და ფრჩხი­ლე­ბის და­საქ­ნელ ჯაყ­ვად აქ­ცია. ვაი მათ, ვინც ღმერ­თი მოყ­ვას­თა მე­ძონ­ძედ და მო­ლაყ­ბე სათ­რე­ვე­ლად აქ­ცია. ვაი მტი­რა­ლა ღმერთს, სა­ქა­ლე­ბო­ში მში­ნა­ებს, ჩათ­ლა­ხე­ბის ყორჩს, მდუ­მა­რე­ბა რომ ენა­უხ­ვო­ბით უც­ვა­ლე­ბია. ცრემ­ლო­ის იგი და მა­საც მო­უ­ტი­რე­ბენ.
ამა­საც მცდა­რად ბჭო­ბენ მღვდელ­ნი, რომ თუ მა­ვანს სწამს მეზ­მნე­თა, მჩხი­ბავ­თა და მათ თი­ლის­მა­თა, ესე იგი, მას დე­მო­ნე­ბი ათა­მა­შე­ბენ. თუ მი­სან­მა მას­თან მი­სულს ყის­მა­თი შე­ახ­ვედ­რა, ხო­ლო მის­მა თი­ლის­მამ კა­ცი სა­ში­შა­რი­სა­გან და­იც­ვა, მა­შინ მი­სი რწმე­ნა უფ­რო გან­მტკიც­დე­ბა და დე­მო­ნე­ბი მას კი არ უნ­და ტო­ვებ­დნენ, არა­მედ უნ­და ამეც­ნებ­დნენ სულ უფ­რო მეტს, თო­რემ თი­ლის­მა­თა და მეზ­მნე­თა რწმე­ნამ ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა მეჭ­ვე­ლო­ბი­სა­გან დი­დი რყე­ვა გა­ნი­ცა­დოს და ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ დე­მო­ნებ­ზე ღმერთს გა­უ­მარ­ჯვდა. მოგ­ვთა წიგ­ნებს კა­ცი თუ მის­დევს, მას დე­მო­ნე­ბი უნ­და ემე­ო­ხე­ბოდ­ნენ მჩხრე­კე­ლურ საღ­ვა­წო­ში და კა­ცი ჰო­რი­ზონტს იქით უნ­და იყოს გა­სუ­ლი. ასე კი არ ხდე­ბა. თუ მე დე­მონ­მა და­მარ­წმუ­ნა სა­მოგ­ვო წიგ­ნთა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში, მან უნ­და მომ­ხე­დოს კი­დეც, რა შე­ვუდ­გე­ბი ამ წიგ­ნებს, და სულ უფ­რო მე­ტი მა­უწ­ყოს. ასე კი არ ხდე­ბა. რომც ვუხ­მობ­დე დე­მო­ნებს, არ შე­ის­მე­ნენ ისი­ნი. მღვდელ­ნი კი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ოღონდ ვინ­მე მი­ე­კა­როს სა­მოგ­ვო წიგ­ნებს და დე­მო­ნე­ბი მის­კენ გა­მო­ეჩ­ქა­რე­ბი­ან.
ღვთის ჩე­ნის, თე­ო­ფა­ნი­ის, სას­წა­უ­ლის გა­ყალ­ბე­ბას უშ­ვე­ბენ ღვთის­მეტ­ყველ­ნი და მღვდელ­ნი. რაც ღვთი­სა შე­იძ­ლე­ბა გვე­გო­ნოს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეშ­მა­კი­სა­გან მომ­დი­ნა­რეა. ასე ის­წავ­ლე­ბი­ან მა­მა­ნი. ყვე­ლა­ზე სა­გუ­ლის­ყუ­რო ის არის აქ, რომ მა­მებს არ სურთ და­უშ­ვან, რომ ბო­რო­ტე­ბა და სიც­რუე შე­იძ­ლე­ბა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ღვთი­სა­გან. მღვდელ­თა მსჯუ­ლო­ბის თა­ნახ­მად სა­ტან და სა­ტა­ნუ­რის ჩე­ნა ვე­რა­სო­დეს გა­ყალ­ბდე­ბა. სა­ტა­ნუ­რი ფე­ნო­მე­ნი არ სა­ჭი­რო­ებს ფე­ნო­მე­ნო­ლო­გი­ურ რე­დუ­ცი­რე­ბას, გან­სხვა­ვე­ბით ღვთი­უ­რი ფე­ნო­მე­ნი­სა­გან. არ სურთ მა­მებს იმის ცნო­ბა, რომ მა­ი­ას სამ­ყა­რო­ში ღვთი­ურ­მა და სა­ტა­ნურ­მა შე­იძ­ლე­ბა შექ­მნან პა­რა­დოქ­სუ­ლი კონ­გლო­მე­რა­ტი.
ან­ტიქ­რის­ტეს მე­ო­მარ­მა იცის, რომ მი­სი ზე­ო­ბაც გან­ქარ­ვე­ბა­დია, მაგ­რამ ეს მას­ში სა­ყოყ­მ­ო და უი­მე­დო გან­სჯას არ ბა­დებს. ის სა­ა­რა­კო სი­მა­მა­ცით იბ­რძვის. ამით ემე­ტე­ბა ის თა­ვის ყვე­ლა რა­ყიფს. თუ ან­ტიქ­რის­ტე ღმერ­თი არაა, მა­შინ რა ძა­ლა აქვს მას, რომ შე­უძ­ლია ესე­რი­გად შე­ა­ჭირ­ვოს ღმერ­თი? რა­ტომ უშ­ვებს ღმერ­თი ამ­დენ ბო­რო­ტე­ბას, თუ მი­სი შემ­გნე და გა­მა­აზ­რე­ბე­ლი ვა­ე­ბით სა­ძებ­ნია? ეგუ­ე­ბი­ან და ეთ­ვი­სე­ბი­ან კაც­ნი ამ ბო­რო­ტე­ბას ვი­თარც მი­წა­ში მძრო­მი ცხო­ვე­ლი ეგუ­ე­ბა და ეთ­ვი­სე­ბა ბნელს და აღარ ამო­დის მი­წის პირ­ზე. რომც მო­ე­მა­ტოს ბო­რო­ტე­ბა, კაც­ნი უფ­რო ჩაძ­ვრე­ბი­ან მი­წა­ში. ეს არის და ეს. ბო­რო­ტე­ბა მრავ­ლობს, მაგ­რამ ეს ვერ აღ­ძრავს კაცთ სა­ფიქ­რე­ლად. ამ ბო­რო­ტე­ბის წარ­გე­ბი­სას კაც­ნი მას გუ­შინ­დე­ლი ავ­და­რი­ვით ივიწ­ყე­ბენ. შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს ღმერ­თმა და სა­ტან­მა არ უწ­ყოდ­ნენ. მაშ რის­თვი­საა ამ­დე­ნი ბო­რო­ტე­ბა?
პლო­ტი­ნი, რომ­ლის სწავ­ლე­ბა ქრის­ტი­ა­ნო­ბამ ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბას მო­ახ­მა­რა, პირ­ვე­ლი­ვე ენე­ა­და­ში (Eნნ. I, VIII, 3-4) მსჯე­ლობს ბო­რო­ტე­ბა­ზე (τὸ κακόν), მაგ­რამ მი­სი ეს ნამ­სჯე­ლი მე­ტად მო­ი­სუს­ტებს. ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან მო­და­ვე წარ­მართს, პლა­ტო­ნი­სა და ელი­ნუ­რი ღმერ­თე­ბის მმეს­ველს მე­ტის თქმა მარ­თებ­და. პლო­ტი­ნით ჰი­უ­ლე­ტი­კუ­რი (მა­ტე­რი­უ­ლი) სამ­ყა­რო არის პირ­ვე­ლი ბო­რო­ტე­ბა, ბო­რო­ტე­ბა თა­ვის­თა­ვად. ასე გან­მარ­ტავს იგი პირ­ვე­ლი ენე­ა­დის VIII, 3-ის ბო­ლო­ში.
დავ­სვათ კით­ხვა: სწო­რია თუ არა, რომ მა­მა­თა მი­ხედ­ვით, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბა და სა­ტან ერ­თმა­ნე­თის სი­ნო­ნი­მურ­ნი არი­ან? თუ ბო­რო­ტე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რია და მა­შა­სა­და­მე, ომ­ნი­პო­ტენ­ცი­უ­რია, მა­შინ ის ღმერ­თის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლო­ბი­სა­გან გან­ყე­ნე­ბუ­ლია. თუ აჯან­ყე­ბულ სა­ტა­ნა­ელს თა­ვი­სი მო­ჯან­ყე­ო­ბის ძა­ლით შე­ე­ძი­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბა, მა­შინ ის მცდა­რად იწო­დე­ბა და­ცე­მულ ან­გე­ლო­ზად.
რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბის სიტ­ყვით გა­მო­გე­ბა და სა­ერ­თოდ მი­სი გა­აზ­რე­ბა? ან­გე­ლო­ზურ ცნო­ბი­ე­რე­ბას თუ შე­უძ­ლია დას­ვას სა­კით­ხი სა­კუ­თა­რი სი­ცოც­ხლის საზ­რი­სის შე­სა­ხებ? ქე­რუ­ბიმს თუ უყ­ვარს მე­ო­რე ქე­რუ­ბი­მი და ვი­თარ სათ­ნო­ე­ბენ ისი­ნი ურ­თი­ერ­თში? აღ­ნიშ­ნავს კი სიტ­ყვა „სა­ტან“ ყოვ­ლად­ბო­როტს, თუ კი­დევ სხვა რამ არის ბო­რო­ტის და­ფა­რუ­ლი?
თუ ხი­ლულ სამ­ყა­როს პლო­ტი­ნებრ პირ­ველ ბო­რო­ტე­ბად შევ­რაც­ხავთ, მა­შინ კაც­ნი მის წი­აღ მუ­დამ ასე­თი საბ­რა­ლო­ნი და მღი­ლი­ერ­ნი არ უნ­და იყ­ვნენ. პლო­ტი­ნის თუ მივ­ყვე­ბით, მა­შინ აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბა სხვა არა არის რა, თუ არა ნივ­თი­ე­რი სამ­ყა­რო. ბო­რო­ტე­ბის პლო­ტი­ნი­სე­უ­ლი და ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ე­რია. ქრის­ტი­ა­ნებ­მა ისიც ქნეს, რომ თო­რას ღმერ­თი, ელო­ჰიმ-ცა­ბა­ო­თი სა­ტანს უმა­გივ­რეს იუ­დე­ველ­თა მი­ერ ქრის­ტეს უარ­ყო­ფის გა­მო.
დი­დად დაშ­ვრა კა­ცი კე­თილ­ზე წე­რა­ში. არა­სო­დეს და­წე­რი­ლა ამ­დე­ნი წიგ­ნი სათ­ნო­ე­ბა­სა და ღმერ­თზე, რამ­დე­ნიც ბო­ლო ერ­გა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­სუ­ფე­ველ­ზე და­წე­რილ­მა ამ­დენ­მა წიგ­ნმა ვის რა უფარ­სა­გა? მელ­ნის ზღვა და­აშ­რო კაც­მა ბო­რო­ტის გმო­ბა­ში, ბო­რო­ტი კი ვერ შე­უც­ვნია. მო­ცი­ქულ­თა მი­სი­ო­ნე­რო­ბის დღე­ე­ბი­დან საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის დაშ­ლამ­დე არ ჰყო­ლია საქ­რის­ტი­ა­ნოს ამ­დე­ნი სა­ხა­რე­ბის გან­მმარ­ტე­ბე­ლი, რამ­დე­ნიც ბო­ლო ოც წე­ლი­წად­ში გაჩ­ნდა. ეს არის საღ­ვთის­მეტ­ყვე­ლო სკრიპ­ტო­მა­ნია.
აღ­ნიშ­ნავს კი სიტ­ყვა „ღმერ­თი“ იმას, რი­სი გა­მო­ხატ­ვაც მი­სით სურთ? რა ნუ­გე­შის მომ­ცე­მია, რა ნიჭ­თა მიმ­ბო­ძე­ბე­ლია ეს სიტ­ყვა? ღმერ­თი და რა? ღმერ­თი და შენ რა, მოყ­ვა­სო? გაც­ვე­თილ წ­აღს ემ­სგავ­სა ეს სიტ­ყვა.
შთა­იგ­რძნობთ ადელ­ფოს­ნო, ვი­თარ მზი­რობს კაცთ სა­ტან, ჯა­ლა­ლი შე­საქ­მი­სა? შორს არის უფ­სკრუ­ლის სი­ძე, მაგ­რამ გა­ნა ის არ არის, ვინც ათა­სი წლის სა­ვალს ერთ დღე­ში გა­ივ­ლის? ვინ მი­ე­გე­ბე­ბა წმინ­და მე­ა­ვე­ო­ბის ჰი­ე­რო­თე­ოსს? ვინ შეთ­ხზავს თე­რი­ო­ნის ფსალ­ტე­რი­ონს? წმინ­და თე­რი­ო­ნი არის დი­დი მო­წევ­ნა­დი და უთუ­ოდ გა­სავ­ლე­ლი ბჭე ადა­მი­ან­თა ახა­ლი რა­სი­სათ­ვის. მეც­ნო­ბა­რი იმის შეტ­ყო­ბას უნ­და სურ­ვი­ე­ლობ­დეს, თუ რამ­დე­ნად პრო­ო­რა­ტუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს მო­წევ­ნა­დი.
ღმრთის სუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს ერე­სი­არ­ქში, ალ­ქი­მი­კოს­ში, ათე­ისტ-ბუ­ნე­ბის­მეტ­ყველ­ში, ფი­ლო­სო­ფოს­ში. ბო­ლო დღე­ებ­ში ღვთის სუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს მას­ში, ვინც უყ­თა სტე­ფა­ნო­სია. იგი, ვი­თარ­ცა სპას­პე­ტი წინ წა­რუძ­ღვე­ბა სოფ­ლად შე­მოქ­ცე­ულ ბო­როტს. იხა­რებ­დეთ ამით, ადელ­ფოს­ნო. წრფელ­ნი იყოთ და უბი­წო ბო­როტ­ნი, ეს არის უმაღ­ლე­სი სიბ­რძნე.
მოვ­ლენ ბო­რო­ტე­ბის წმინ­და­ნე­ბი, ვინც იწო­დე­ბა აუ­ლი­ია აშ-შა­ი­თან. თი­თო­ე­უ­ლი ათა­სი წე­ლი ეყო­ფა დუ­ნი­ას ჰა­ქი­მად. ბრძე­ნი მეჯ­ნუნ­ნი, ვინც იმეჯ­ნუ­ნა გა­ნა დი­აც­თა და და­სა­დაგ­ველ სამ­სი­ძა­ო­თა გუ­ლი­სათ­ვის, უმ­რა­ვე­ლეს­ნი კაც­ნი რომ მიჯ­ნუ­რო­ბა­სა და მეტ­რფე­ო­ბას უწო­დე­ბენ, არა­მედ დი­დად და­ფა­რუ­ლი სიბ­რძნის გუ­ლი­სათ­ვის. კაცთ რომ უწ­ყოდ­ნენ რა საბ­რკო­სა და საგ­ვემს გა­ნამ­ზა­დე­ბენ ბო­რო­ტე­ბის ბრძენ­ნი ხორ­ცსხმულ­თათ­ვის, თაგ­ვე­ბად გარ­დას­ხე­უ­ლე­ბას ინ­დო­მებ­დნენ, რომ მი­წის და­რა­ნებ­ში მი­მა­ლუ­ლიყ­ვნენ. სათ­ნო­უხ­სე­ნე­ბე­ლი სა­ტა­ნის წმინ­და­ნე­ბი, სოფ­ლის წა­სა­ღე­ბად მო­სუ­ლი კაც­თა მსპო­ლავ­ნი ყოვ­ლად ულ­მო მე­დი­მო­სე­ნი იქ­ნე­ბი­ან და დაგ­რო­ვილ ვალს ყოვ­ლი­ართ ტყე­პით ახ­დე­ვი­ნე­ბენ. იხი­ლოს სო­ფელ­მა მა­თი ჰა­ვი. შე­მო­ე­ტე­ვე­ბი­ან ბო­რო­ტე­ბის ბრძენ­ნი კაც­თა სას­რა­ვად და სცა­დეთ მოყ­ვას­ნო მო­ა­ღაფ­ლოთ ისი­ნი ლოც­ვი­თა და ავ­გა­რო­ზით. თეთ­რით პოვ­ნი­ერ­ნო, ბე­ი­თალ­მა­ნად და­გირ­ჩე­ბათ ის სახ­ვას­ტა­გო, რი­თაც ესე­რი­გად ყი­ფობთ.
სად იყ­ვნენ ბო­რო­ტე­ბის ეს წმინ­და­ნე­ბი? რად ვერ­ვინ შე­იტ­ყო მა­თი საღ­ვა­წო? რო­მე­ლი უდაბ­ნოს ქვი­შა გა­სალ­კლდე­ვე­ბუ­ლა მა­თი მეღ­ვაწ­ლე­ო­ბით? რი­სას იმედ­ნე­უ­ლობ­დნენ სი­ცი­ლის სამ­კვიდ­რო­ში მყო­ფი მოყ­ვას­ნი? ხში­რად იტ­ყვით მოყ­ვას­ნო, რომ მო­ვა ღმერ­თი და გა­ას­წო­რებს მრუდ სო­ფელს. იმას კი არ იტ­ყვით, რომ მი­სი უწი­ნა­რე­სი სა­ტან იქ­ნე­ბა. გა­ნა­ხებთ ის ყი­ა­მათ­სა და თა­ვის მახ­ვილ­თა ყუ­ათს, მი­გამ­თხვევთ ის ყი­რანს. მოყ­ვას­ნო, თქვენ სი­ცი­ლის სამ­კვიდ­რო­დან ეგ­რე­ვე სა­სუ­ფე­ველ­ში შეს­ვლის მომ­წა­დე­ნი ხართ. ასე ვერ იქ­ნე­ბა. ვერ კე­თილ გი­ბე­დებთ ტა­რო­სი კაც­ნო. დიდ ჟამს და­ზამს ბო­რო­ტე­ბის წმინ­დან­თა მე­უ­ფე­ბა და სა­ვა­ე­ბო იქ­ნე­ბა თქვენ­თვის მათ დღე­თა გე­ბა. სა­ტა­ნის წმინ­და­ნებს ვინ­მე შე­ა­ში­ნებს ღმრთის რის­ხვი­თა და კრულ­ვით? მათ ვინ­მე მო­ამ­დოვ­რებს იმით, რომ ცის მტილ­თა ჰა­მო უქა­დოს? ქა­ლამ­ნად მო­ირ­გებს ბო­რო­ტე­ბის ჰა­ქი­მი მტი­ლო­ვანს, ემ­ცი­რე­ბა და გას­ტყორ­ცნის მას ჯავ­რი­ა­ნი. ვი­თარც ცა­ბა­ოთ-ღმერ­თი თა­ვად­ვე აუწ­მინ­დუ­რებს თა­ვის საწ­მინ­დარს, ეგ­რე­ცა ბო­რო­ტე­ბის ჰა­ქი­მი მწუ­ნო­ბა­რი გას­თე­ლავს მტი­ლო­ვანს. მი­ფორ­თხდით მოყ­ვას­ნო ასეთ­თან და შე­აწ­ყა­ლეთ თა­ვი. რო­დის გიმ­ზა­დე­ბი­ათ მის­თვის სა­ფე­რი სიტ­ყვა? შე­ხე­დავთ მას, უქ მე­სას­ტი­კეს და ბა­გე­თა ში­გან ენას ვე­ღარ მო­იბ­რუ­ნებთ. თქვენ რომ იცი­ნო­დით და მსი­ძა­ობ­დით, სო­ფე­ლი სი­ცი­ლის დე­და რომ გე­გო­ნათ, ეგ მა­შინ მდუმ­რი­ად მო­იღ­ვა­წებ­და ბო­რო­ტე­ბა­ში. ომ­სა ში­გან ამ­ღერ­დე­ბა იგი და დიდ­რო­ან მკლა­ვებ­ზე და­იყ­რის თა­ვის დუშ­მან­თა გულ-ღვიძლს. ყე­ლამ­დე სის­ხლში ჩად­გე­ბა იგი და ყვე­ლა­ზე წმინ­და იქ­ნე­ბა თა­ვის შუ­რის­გე­ბა­ში. ის არის შა­ვი ბრძე­ნი, ალ-ჰა­ქიმ ალ-ას­ვა­დი და მი­სი სი­შა­ვე ზე­ცით არის კურ­თხე­უ­ლი. მოყ­ვას­ნო, თქვენ რომ სი­ცი­ლის სახ­ლებს ამ­კობ­დით, თქარ­თქა­რებ­დით და სა­სუ­ფევ­ლი­სა­კენ მი­ღო­ღავ­დით, იგი ას­მო­დე­ის სი­მაგ­რე­თა ქონ­გუ­რებ­ზე შედ­გა და მტა­ცებ­ლის თვა­ლით გა­ხე­და ჰო­რი­ზონტს.
მო­დით ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, დი­დი დე­დის _ მი­წის სატ­ყე­ბარს ნუ­გე­შად სა­ფე­რი სიტ­ყვა მი­ვა­გოთ და არ გვყვედ­როს მან გა­ჩე­ნა, ვი­თარ­ცა უძ­ღებ შვი­ლებს. ბო­რო­ტე­ბის ჰა­ქიმ­მა მი­წი­სათ­ვის მწუ­ხა­რე­ნი გვი­ხი­ლოს, ძმა­ნო. გულ­მა უგ­ნოს მას, რომ არ გვივ­ლია სი­ცი­ლის სახ­ლებ­ში. ჩვენს შო­რის გუ­ლის­ჯავ­რის აკ­ლდა­მა აღ­მარ­თუ­ლა. ჩვენ რა გვა­ცი­ნებ­და? კა­ცის სა­ჭირ­ვებ­ლად იმ­სგავ­სე­ბი­ან ურ­თი­ერ­თში ღმერ­თე­ბი და დე­მო­ნე­ბი.
ამა­საც ვფიქ­რობ ადელ­ფოს­ნო და ვერ შე­მი­გია: ცეც­ხლო­ვა­ნი ბუ­ნე­ბის მე­ქო­ნია ან­გე­ლო­ზი და ვი­თარ იქ­მნა იგი მი­წის ზი­ა­რი პირ­ვე­ლი ზე­კა­ცის მა­მად? სრულ­ყო­ფი­ლი იყო ის ქა­ლი, ვინც შე­იძ­ლო ცეც­ხლო­ვა­ნი არ­სე­ბი­სა­გან მუც­ლად­ღე­ბა და არ და­ი­ფერ­ფლა. ეს იყო ჰიბ­რი­დუ­ლი არ­სე­ბის პრე­ცე­დენ­ტი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­რე­ბა ქალ­წულ მა­რი­ა­მის მუც­ლად­ღე­ბას. არ არის ცნო­ბი­ლი გვა­მო­ვან-ტაძ­რო­ვან ნე­ფი­ლიმ­თა დე­დე­ბის სა­ხე­ლე­ბი. ადა­მი­ან­თა მოდ­გმის და­ცე­მის კონ­ტექ­სტში ით­ქმის ნე­ფი­ლი­მებ­ზე აუ­გი. სა­ხელ­დობრ მათ­ზე ისაა ნათ­ქვა­მი, რომ ძლი­ე­რი და ძველ­თა­გან­ვე სა­ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი იყ­ვნენ ნე­ფი­ლი­მე­ბი (შე­საქ. 6:4). ეგ­ზე­გე­ტი­კა­ში ასეა გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რომ ნე­ფი­ლი­მე­ბი მქი­სე­ნი იყ­ვნენ და ღმერ­თმა ინე­ბა მა­თი ამოწ­ყვე­ტა, რომ მა­თი მა­მე­ბი მი­წი­ერ ქა­ლებს თა­ნა­ეყ­ვნენ, და­ეც­ნენ და მა­თი თეს­ლის ნაგ­რამ-მო­ნა­გა­რიც ბო­რო­ტი გა­მო­ვი­და. ნე­ფი­ლიმ­თა შვი­ლე­ბი მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან რიც­ხვთა წიგ­ნებ­ში. მო­სეს მსტოვ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვნა­ხეთ ყა­ნა­კის ძე­ნი, ნე­ფი­ლიმ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი. კა­ლი­ე­ბი გვე­გო­ნა ჩვე­ნი თა­ვი და მათ თვალ­შიც ასე ვჩან­დით (რიცხ. 13:33).
სად ინა­ხოს ნე­ფი­ლიმ­თა საძ­ვა­ლე? ზე­ცი­ერ­თა ნა­ტა­მალ­ნი იყ­ვნენ და ესე უკ­ვა­ლოდ გაქ­რნენ? შე­უძ­ლე­ბე­ლია ან­გე­ლო­ზი მხო­ლოდ იმი­ტომ და­ე­ცეს, რომ მი­წი­ერ ქალს თა­ნა­ე­ყოს. ადა­მი თა­ვის დღე­თა გე­ბა­ში უსა­ხე­ლოდ დაშ­თა, მაგ­რამ ნე­ფი­ლი­მებ­მა რად არა მო­ი­ხე­ლოვ­ნეს რა ნე­ფი­ლი­მუ­რი? ან წიგ­ნნი რი­ტო­რე­ბა­თა­ნი, ან ციკ­ლო­პუ­რი ნა­გე­ბო­ბა­ნი. კა­ცის ნა­ტა­მა­ლი იყო ნიმ­როდ ქუ­შის ძე და გო­დოლს იქ­მდა. კაც­თა მსგავ­სად ასე უკ­ვა­ლოდ რად წა­რი­ხოც­ნენ ან­გე­ლოზ­თა ბუმ­ბე­რა­ზი ძე­ნი? ადა­მი არ გა­მოდ­გა, მაგ­რამ ისი­ნი რა­ში იყ­ვნენ ძლი­ერ­ნი და სა­ხე­ლო­ვან­ნი? ეგ­ზე­გე­ტი­კა­ში მა­თი დე­მო­ნი­ზე­ბა მოხ­და. სად ჰგი­ან მა­თი და მა­თი მა­მე­ბის სუ­ლე­ბი? ღმერ­თმა ნე­ფი­ლი­მე­ბი მი­წის პი­რი­სა­გან აღ­ხო­ცა და ადა­მის ნა­ტა­მა­ლი ნოე კი და­ტო­ვა. ადა­მის ნა­ში­ერს უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და სრულ­ყო­ფი­სათ­ვის, ვიდ­რე ნე­ფი­ლიმს? ადა­მი­ა­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რად ჩი­ხუ­რი სა­ხე­ო­ბაა. ნე­ფი­ლი­მი რო­გო­რი­ღა იყო? თუ ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი ნე­ფი­ლიმს და­ამ­ჯობ­ნა, რად ვერ ივარ­გა ღვთი­სა­გან რჩე­ულ­მა? გა­ნა არც ერ­თი ნე­ფი­ლი­მი არ ვარ­გო­და სა­ი­მი­სოდ, რომ ის ადა­მი­ა­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი­ყო ის­ტო­რი­ა­ში? იე­სუ ნა­ზა­რე­ვე­ლი ზე­ცი­ე­რის შვი­ლია და ნე­ფი­ლი­მი არ იყო. იგი სხვებს შო­რის არაფ­რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი. თუ არ იც­ნობ­დი, ვერ იც­ნობ­დი მას ხალ­ხში მყოფს. მი­თებ­ში ბევ­რი ჰიბ­რი­დე­ბია: გილ­გა­მეშ, ჰე­რაკ­ლე, დი­ო­ნი­სე და სხვა ჰე­რო­სე­ბი და ღმერ­თე­ბი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ო­ბა ისევ ის სა­ცო­და­ო­ბა არის. ღმერ­თებს რო­გორ შე­უძ­ლი­ათ ენაგ­რონ ამ სა­ხე­ო­ბის ევ­გე­ნი­ზებ­ას?
ოო, დონ­დლო ღმერ­თე­ბო, ვინ მომ­ცემს მათ­რახს თქვენს საგ­ვე­მად. იმ მან­ტრას რო­მე­ლი ბრაჰ­მა­ნი გა­მან­დობს, კა­ცის წი­ნა­შე თავს რომ და­გად­რე­კი­ნებთ და მის­თვის შე­გა­მოღ­ვა­წებთ. ჰე თქვენ­და, კა­ცის ჯავ­რი­თა და კა­ეშ­ნით მომ­ლხი­ნე­ნო და მი­სი ბედ­შა­ვო­ბით მო­ნა­დი­მე­ნო. ვინ იყოს კაც­თა­გან ჩე­მი ასა­ბია თქვენს აკ­ლე­ბა­სა და ოტე­ბა­ში? ვინ მას­წავ­ლის ღმერ­თებ­ზე ნა­დი­რო­ბას? დუ­ნია მო­ვი­ა­რე, მის­ხალ-მის­ხალ ავ­წო­ნე და გა­მოვ­წვლი­ლე კა­ცი­სათ­ვის თქვე­ნი ნათ­ქვა­მი და ნაქ­ნა­რი. ვი­ხი­ლე, რომ ცო­ტას შვრე­ბო­დით კაც­თათ­ვის და ახ­ლა მთლად მო­უქ­მარ­ნი ხართ. ო, რა ქვაწ­ვი­ე­ბი ხართ ღმერ­თე­ბო. სიტ­ყვაც დაგ­ნა­ნე­ბი­ათ კაც­თათ­ვის. დი­დი ჟა­მი წა­რილ­ტვა, კაც­თა მრა­ვა­ლი თა­ო­ბა, ძველ ღმერ­თებს რომ შეჰ­ხა­როდ­ნენ, კმა­რი­სობ­და მათ­გან თქმულ ორ სიტ­ყვა­საც კი. მე თქვენს ნაქ­ნარს შე­საქ­მის ალი­ო­ნი­დან მო­აქ­ჟა­მამ­დე ვცო­ტა­ობ და ამად შე­მოგ­ყივ­ლებთ. ეს დი­დად მელ­მის, ღმერ­თე­ბო.
არ მკმა­რის თქვენ­გან წყა­ლო­ბი­ლი და უმე­ტე­სი მსურს. რა ისე­თი უნაგ­რეთ კაცს, რომ მის­ხით მის­ხამ­დე თავს გიდ­რეკ­დეთ? ფრი­ად სარ­ჩლო მაქ­ვის თქვენ­თან, ღმერ­თე­ბო. რა ისე­თი ამაგ­ნა­ხუ­ლია თქვენ­გან კა­ცი? კნი­ნო­დე­ნი ყო­ფი­ლა თქვე­ნი წყა­ლო­ბა და ბევ­რად იმი­ტომ მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ დი­დად გი­შე­ღა­ვა­თეთ, ისე, თით­ქოს ჩემს გვერ­დით მო­იჯ­დო­მებ­დით და მდღევ­რად მეც­ქი­რა თქვე­ნი ხელ­ნა­ცა­რა­ვო­ბი­სათ­ვის. კა­ცი­სა ათი იყოს და თქვე­ნი ერ­თიც აღარ? ვერ კმა­მე­ყო თქვენ­გან ნი­ჭე­ბუ­ლი, დას­ტურ მცი­რე­დია იგი. მე მეტს ვი­ა­ჯი თქვენ­გან.
უთ­ქვე­ნოდ ძა­ლიდ­ვა კაც­მა საკ­ვირ­ველ მან­ქა­ნა­თა ზმო­ბა. დამ­ტე­ვე­ბელ­ნი ღმრთი­სა­ნი იქ­მნენ დი­დად მრა­ვალ­სწავ­ლე­ბულ და მეც­ნი­ერ. ვინც საღ­მრთო აღარ იღ­მრ­თო, ის გა­ნის­წავ­ლა და შე­მეც­ნი­ერ­და. კაც­თა მჩხრე­კე­ლო­ბი­სა­გან ნა­დევ­რი და კოდ­ვი­ლია თქვე­ნი სა­ხელ­მორ­ჭმუ­ლე­ბა ღმერ­თე­ბო. თუ კა­ცი თვი­ნი­ერ თქვენ­გან გან­კი­დე­გა­ნე­ბი­სა მან­ქა­ნებ­სა და ხელ­საწ­ყო­ებს ვერ იზ­მი­და, მა­შინ მი­სი მე­ოხ­ნი კი არა, საბ­რკო­ნი ყო­ფილ­ხართ. ესე და­ა­ყი­ა­ლა და გახ­ვე­ტა მო­მეც­ნი­ე­რემ ღმერ­თე­ბი, ვი­თარ­ცა უქ­ნა­რე­ბის ხრო­ვა. ის ღმერ­თე­ბი, რო­მელ­თაც კაც­ნი უხ­ვად უმსხვერ­პლავ­დნენ და თა­ვის ძე­თაც კი სწი­რავ­დნენ. კუ­და­დაც არ აგით­რი­ათ ღმერ­თე­ბო მეც­ნი­ერ­მა. ეგ­ზომ გე­ბი­ლწე­ბათ კაც­თა მე­მან­ქა­ნე­ო­ბა, რომ სულ გა­და­კარ­გულ­ხართ მათ­გან? ესე მდუმ­რი­ად და­ის­კვნით ღმერ­თე­ბო კა­ცის სა­ა­უ­გოს და თვის აუგს აღარ იტ­ყვით, რომ ყო­ველ­თვის ძუნ­წობ­დით. დე­მო­ნებ­საც ვეტ­ყვი სა­მუ­ნა­თოს: რა­საც თქვე­ნი მიმ­ხა­დე­ლო­ბი­თა და მაჩ­ხი­ბო­ბით შე­მოგ­ვე­ბუ­ლი კა­ცი იზამ­და უწინ, აწე­ღა ათას იმ­დენს მეც­ნი­ე­რო­ბით იზამს კა­ცი. ჯე­რეთ პა­სუხ-მი­გეთ ღმერ­თე­ბო ამა­ზე და ესეც გმარ­თებთ. მე­რე გა­და­ეწ­ვა­დეთ რის­ხვის ჰო­როლს და და­მა­ღი­რეთ.
ბრაჰ­მან­თა დიდ ზორ­ვას ემე­ტე­ბა ის, რაც კა­ცის მეც­ნი­ე­რო­ბამ ქმნა ბო­ლო ორ ას­წლე­ულ­ში. ცუდ­რი­ტორ­ნი ღმერ­თე­ბის სა­ხე­ლით ამ­ცრო­ბენ ყვე­ლა მი­ნაღ­წე­ვარს ბუ­ნე­ბის­მჩხრე­კე­ლო­ბა­ში. რი­ო­შად წუ­ხან ისი­ნი ბუ­ნე­ბა­ზე, თალ­ხში დგა­ნან მის გა­მო.
ღმერ­თე­ბო, რა გით­ხრათ ისე­თი კაც­მა, რომ ყრმა­თა­მებრ იბუტ­ვით და აღარ ჩნდე­ბით? მრა­ვალ­მოს­წავ­ლე კა­ცის სიტ­ყვამ ესე მწყერ­თა გუნ­დი­ვით და­ფან­ტა თქვე­ნი ხომ­ლი? სად გარ­ბო­დით? კა­ცი კი არ დაგ­კარ­გვი­ათ, კაცს დაჰ­კარ­გვი­ხართ. კა­ცი აქ­ვეა, მი­წის პირს აჩ­ნია და სა­მუ­შა­კოს მუ­შა­კობს. მო­დით, კა­ცის ნა­სარ­ჯი და მოშ­რო­მი­ლი იხი­ლეთ. უთ­ქვე­ნოდ ესო­დე­ნი შე­იძ­ლო ბე­ჩავ­მა მოკ­ვდავ­მა და თქვენ რომ მის გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყა­ვით, მა­შინ რა­ღას იზამ­და? ვინც ური­ო­შოდ გიხ­მობთ ღმერ­თე­ბო, მას რად არ მი­ე­ახ­ლე­ბით?
ესე ქმნი­ლა ამ ჟამ­თა ჭირ­ბო­რო­ტად, რომ ჰხამს სხვაი ით­ქვას თქვენს ბა­გე­თა­გან ღმერ­თე­ბო. ძველ­თა დრო­თა­მებრ კუშ­ტვა და მრის­ხვე­ლო­ბა აღარ ეგე­ბის. სხვა თე­ო­დი­ცეა უნ­და და­ფუძ­ნდეს. გა­დახ­ვე­წილ­ხართ ღმერ­თე­ბო და კა­ლი-იუ­გას იმი­ზე­ზებთ. ბრაჰ­მან­თა მი­ერ მრა­ვა­ლი ით­ქვა ზე­ნა­ის და ქვე­ნა­ის აღ­რე­ვა­ზე რკი­ნის ეპო­ქა­ში, ბო­ლო ჟა­მის ქა­ლებ­ზეც ით­ქვა, გარ­ნა ეს არ თქმუ­ლა ბრაჰ­მან­თა­გან, რომ ვე­დუ­რი ინ­დიკ­ტი­ო­ნის ბო­ლო ჟა­მის კა­ცი ეგ­ზომ დი­დად იძა­ლუ­მებ­და გო­ნე­ბით. იმეც­ნი­ე­რა კაც­მა და ისევ ისე­თი გულ­ხე­ნე­ში და ძაღ­ლთა­პი­რი კი დარ­ჩა მი­სი შთა­მო­ე­ბა.
ბო­ლო ჟა­მის სწავ­ლე­ბა უთუ­ოდ ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის ძვე­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მი­ნაღ­წე­ვა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და იწე­რე­ბო­დეს და არა მი­სი კილ­ვით, არა სუ­ლი­ე­რე­ბად წარ­მო­ჩი­ნე­ბუ­ლი ზე­ცი­სად­მი ლიქ­ნით. ამ მი­ნაღ­წე­ვარს სო­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი უნ­და მი­ე­ნი­ჭოს.
ბუ­ნე­ბის­მეტ­ყვე­ლუ­რი სა­ზო­მით თუ გავ­ზო­მავთ, მი­ლი­ო­ნო­ბით წე­ლი დას­ჭირ­და ღმერთს, რა­თა შე­ექ­მნა ის სი­დუხ­ჭი­რე, რა­საც ფლო­რა და ფა­უ­ნა ჰქვია. ამა­ზე მე­ტი რად ვერ შექ­მნა მან, ვინც ყოვ­ლის­შემ­ძლე, ყოვ­ლად­ბრძე­ნი და ყველ­გან­მყო­ფია? ამ სი­დუხ­ჭი­რე­ში კაც­მა შეძ­ლო ის, რომ დიდ ტექ­ნო­სად იქ­მნა და მეც­ნი­ე­რე­ბა ამ­ღვი­ძა­რა. ამად შე­ღირ­სე­ბუ­ლა კა­ცი, რომ მოხ­ვი­დეთ ღმერ­თე­ბო, აგ­ნი, ვა­რუ­ნა, ინ­დრა და პუ­რუ­შას სუ­ლი აც­ხო­ვე­ლოთ კაც­თა შო­რის. ნიჭ­ნი უდი­ა­დეთ კაცთ და უმ­წეთ. მაშ რად ჰხი­რი­ხართ ღმერ­თე­ბო და რის­თვის გჩრავთ საღ­მრთო ნი­შა­ტი?
დი­დი ხა­ნია თქვენ­თვის სა­ზორ­ვე­ლი აღა­რა­ვის აღუვ­ლე­ნია და ლან­დე­ბი­ვით გა­ლე­ულ­ხართ. ტაძ­რო­ვან­ნი იყა­ვით და მომ­ყმარ­ხართ ისე, რომ ძლივს ჩან­ხართ. მო­დით და ჩე­მი შიგ­ნი­ე­რით გი­ზო­რვით. ჩე­მი სის­ხლი იყოს თქვენ­თვის სო­მა. არ მიცს ხვას­ტაგ­ნი სამ­სხვერ­პლოდ, თო­რემ თქვენს ძველ მე­სავს შე­ე­ნა­ნე­ბო­და სახ­ვას­ტა­გო პირ­ვე­ლი პირ­მშო­ნი და ერ­ბო? მღი­ლი­ერ­თა ჟა­მი დამ­დგა­რა და ჭა­ო­ბი მთის­ წვე­რი­სა­კენ აფო­ფი­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ იცო­დეთ ღმერ­თე­ბო, რომ მთლად ეგ­რე არ წამ­ხდა­რა კაც­თა მოდ­გმა, რომ მოხ­ვი­დეთ და ვერ­ვინ და­ი­ნა­ხოთ. ბუ­ნე­ბის­მეც­ნი­ე­რი და ფი­ლო­სო­ფო­სი არი­ან მოც­ნე­ბის მა­ძებ­ნი­ერ­თა ქუ­რუ­მე­ბი, არა სოფ­ლის მთა­ვარ­თა ღვთის­მეტ­ყველ­ნი და მა­თი ამ­ქა­რი. ამათ­თვის არა­ფე­რი ღირ­სსახ­სე­ნე­ბე­ლი არ მომ­ხდა­რა და არც მოხ­დე­ბა. აზ­რით ცო­ტა­ნი და სა­სუ­ფევ­ლის მთრთო­ლა­ვი მე­თა­და­რი­გე­ნი არი­ან მხო­ლოდ. იწამ­ლე­ბი­ან და სხვებ­საც წამ­ლა­ვენ უი­ლა­ჯო­ბით, შლე­გო­ბით, მწყი­ნა­რე­ბით. კარ­ში გა­მო­დით ღმერ­თე­ბო, ქა­ლუ­კე­ბი შე­თა­ვა­დე­ბუ­ლან, იხი­ლეთ მა­თი აღ­ზვა­ვე­ბა. სა­დი­ა­ცო ღმერ­თი შე­უთ­ხზავთ, ატი­რე­ბენ მას წა­რა­მა­რა და თა­ვა­დაც მის­ტი­რი­ან მას. ეს არის მა­თი სუ­ლი­ე­რე­ბა და სურთ ყოვ­ლნი მა­თი მო­ბა­ძავ­ნი იყ­ვნენ.
მო­დით შა­მაშ, ენ­ლილ და თუ შე­იძ­ლებთ და­უმ­ტკი­ცეთ მრა­ვალ­ღო­ნე კაცს თქვე­ნი საღ­მრთო ძა­ლუ­მო­ბა. უწინ­დე­ლი კა­ცი მცი­რე და ყრმა­ებ­რი ზნი­სა იყო. ამად გე­ი­ო­ლე­ბო­დათ თქვენ ღმერ­თო­ბა კაც­თა მი­რი­ა­დის წი­აღ. აბა, ახ­ლა მო­დით და იუწ­ყეთ კა­ცის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი ღმერ­თო­ბა. და­გიმ­ძიმ­დე­ბათ ფრი­ად, მაგ­რამ სხვა გზა თუ გაქვთ? კა­ცის სირ­ცხვი­ლი კი არაა თქვენ­გან დი­დი დე­დის მი­წის მი­ტო­ვე­ბა, არა­მედ თქვე­ნი, ღმერ­თე­ბის სირ­ცხვი­ლია. მო­დით და ვი­და­ვოთ კა­ცი­სა და ღმერ­თე­ბი­სა. მე კა­ცი­სას და­ვი­ცავ, თქვენ ღმერ­თე­ბი­სა და­ი­ცა­ვით. მე გეტ­ყვით იმას, რაც თქვენ­თვის ათას­წლე­ულ­თა მიხ­და­ში არა­ვის უთ­ქვამს. მო­დით და მე გიმ­ზერთ ვის რა საწ­ყა­უ­ლით რას მი­უწ­ყავთ. ჰაი, ჰაი, რომ ვე­რა.
ბევრს მო­ით­ხოვ­დით სა­ზორ­ვე­ლად და მცი­რედ მე­კე­თი­ლე­ნი კი იყა­ვით კაც­თათ­ვის. გეთ­ვალ­თმაქ­ცე­ბო­დათ კა­ცი და მცი­რე წყა­ლო­ბი­სათ­ვის დიდ სა­მად­ლო­ბელს აღ­გივ­ლენ­დათ. ასე ახ­ლა ვე­ღარ იქ­ნე­ბა. თქვენ­გან მცი­რედ ნი­ჭე­ბუ­ლი ისე არ შე­იშ­ვნია კაც­მა, რო­გორც თა­ვი­სი მეც­ნი­ე­რო­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი. თქვენ­გან ნი­ჭე­ბუ­ლი მან გა­ნაგ­დო. აბა, ახ­ლა გა­მო­ავ­ლი­ნეთ თე­ო­ფა­ნი­ე­ბი. ხელ­საწ­ყო­თი შე­ეც­დე­ბა მათ შეც­ნო­ბას კა­ცი. სა­მეც­ნი­ე­რო კა­ტა­ლო­გებ­ში აღ­ნუს­ხავს მათ, რო­გორც პა­რა­ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნებს. გა­ნა საღ­მრთო წიგ­ნებ­ში შე­ი­ტანს და სა­ე­სა­ვად აქ­ცევს. და­უმ­ტკი­ცეთ თქვენ ასეთ კაცს, რომ ნიშ­თა ნი­შე­ბა იყო ეს და არა სა­კა­ტა­ლო­გო რამ.
იუბ­ნეთ თქვე­ნი ღმერ­თე­ბო. მე მი­წის მო­ვა­რა­მედ და მი­წის მო­ჯი­ჰა­დედ დავ­შთე­ბი. დაე, მო­იშ­რი­ტოს სა­სუ­ფე­ვე­ლიც და წარ­საწ­ყმე­დე­ლიც, ზე­ნა­იც და ქვე­ნა­იც. მე მი­წას ვუ­ერ­თგუ­ლებ. თუ მი­წა ვერ ამაღ­ლდე­ბა, მი­სი შვი­ლი რად უნ­და იზი­დე­ბო­დეს ზე­ნა­ის­კენ? მე დავ­დგე პირ­ვე­ლი გან­კით­ხვის დღეს ღმრთის სამ­სჯავ­რო­ზე არა სა­სუ­ფევ­ლი­სათ­ვის. მე, კა­ცი­სა და მი­წის დამ­ცვე­ლი გეტ­ყვით ადელ­ფოს­ნო, რომ ჭეშ­მა­რი­ტი შემ­მეც­ნე­ბე­ლი, ვინც არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ და­უ­ტო­ვებს ღმერთს მის თე­ო­დი­ცე­ა­ში, უთუ­ოდ ცეც­ხლის დრა­კო­ნად უნ­და იქ­ცეს და გა­ნიბ­რძნოს ისე, რომ ზეს­კნელს ზე­მო­დან და­ხე­დოს. თუ კა­ცი მი­აღ­წევს იმას, რომ აღე­მა­ტე­ბა კაც­თა მოდ­გმას, მა­შინ შე­უძ­ლე­ბე­ლია მან არ შე­ი­ძუ­ლოს ისი­ნი მა­თი პი­რუტ­ყვო­ბი­სათ­ვის. იგი ან ტი­რა­ნად ექ­ცე­ვა მათ და მახ­ვი­ლით და­იწ­ყებს მათ გა­დარ­ჩე­ვას, ან სა­მუ­და­მოდ გა­შორ­დე­ბა სო­ფელს.
კაც­მაც და­ი­დოს წი­ლი შე­საქ­მის ომ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლო არს. ის­წავ­ლეთ ომის კა­ი­რო­სის შეტ­ყო­ბა, ადელ­ფოს­ნო. არ­ჩე­ვა­ნი მის შე­დეგ­ზე მე­ტია. მოს­წრაფ­ლდი ჩვე­ნო სვეო და მა­რი­ხო. რკი­ნის დრო­ე­ბა­თა ჟღრი­ა­ლი ის­მის მერ­მი­სი­დან.
კა­ცი იყოს ახალ ტი­ტან­თა მა­მამ­თა­ვა­რი. მან აღაგ­ზოს ომი სა­კუ­თა­რი ევ­გე­ნი­ზე­ბუ­ლი რა­სის და­სა­ბა­მი­სათ­ვის. დაე, მო­ვი­დეს ადელ­ფი­ო­ნის ეო­ნი. კაც­მა თქვას _ მე თა­ვად ვარ ღმერ­თი. ომის მო­წევ­ნა­დი დგე­ბა. ვინ შეძ­ლებს მის მიჩ­ქმალ­ვას ფუ­ლის მი­სან­თა ბრძნო­ბით, ქა­ლუ­კე­ბის სა­პო­ლი­ტი­კო პრუ­ტუ­ნით?
აღას­რუ­ლო ისე­თი დი­დი და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის გა­გე­ბა მხო­ლოდ ცა­თა მე­უ­ფეს შე­უძ­ლია. ღმერ­თი მო­ე­ლის კაცს, რომ მან ეს აღას­რუ­ლოს. გა­ნა კაც­თა ნამ­ყო და­ნა­შა­ვა­რის ქრო­ნი­კე­ბის გარ­და სხვა რა­მე არის? გა­ნა აწ­მყო უწ­ყვე­ტი დი­დი და­ნა­შა­უ­ლი არ არის? დი­დი და­ნა­შა­უ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კა­ცი თე­ურ­გო­სად უნ­და იქ­ცეს. ღმერ­თებ­მა უა­რი უნ­და თქვან ღმერ­თო­ბა­ზე და გან­ღმრთო­ბილ კაცს უტი­ონ გზა. მო­დით ღმერ­თე­ბო კაც­ღმერ­თის სამ­ჭედ­ლო­ში, სა­ბერ­ველ­თან და­დე­ქით და ჯა­ვა­რის საწ­რთო­ბად ნაკ­ვერ­ჩხა­ლი აგ­ზეთ. და­დე­ქით იქ, სა­დაც მძვინ­ვა­რე­ბის მახ­ვი­ლე­ბი იჭე­დე­ბა. ახა­ლი კა­ცი ნათ­ლო­ბით და ზე­თის ცხე­ბით კი არა, არა­მედ დი­დი, ის­ტო­რი­ა­ში არ­გას­მე­ნი­ლი მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გზით შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას. თო­რას მცვე­ლებ­ზე შუ­რის­გე­ბის გა­მო და­ერ­ქვა ქრის­ტეს მე­სავს ახა­ლი კა­ცი. მო­სეს რჯუ­ლის წი­აღ დაშ­თე­ნილს კი ძვე­ლი და გარ­და­სუ­ლი კა­ცი ეწო­და. ქრის­ტეს მე­სა­ვი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ახა­ლი კა­ცი და ორი ათა­სი წე­ლია ამას იჩე­მებს.
ახა­ლი კა­ცი ისე­თი ტრან­სცენ­დენ­ტა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლით უნ­და შე­იქ­მნას, რომ­ლის გან­სა­კით­ხად არ იკ­მა­რებს ღვთის სამ­სჯავ­რო და რომ­ლის სას­ჯე­ლად წარ­საწ­ყმე­დე­ლი არ ეყო­ფა. მხო­ლოდ ასე, რად­გან სხვა გზა ზე­ცამ ადა­მი­ანს არ და­უ­ტო­ვა. უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი არის სა­ჭი­რო, რომ და­იძ­ლი­ოს ადა­მი­ა­ნი. ჰხამს მახ­ვი­ლი შე­მოჰ­კრა ღმერთს, რომ ის სა­ო­მედ აღ­ძრა. ჰხამს შე­ას­მი­ნო მას, რომ ადა­მი­ა­ნი ვე­ღარ იქ­ნე­ბა ის, რაც აქამ­დე იყო. კრულ იყოს ყო­ვე­ლი უხორ­ცო, ვინც ამას არ და­ე­თან­ხმოს.
ყო­ვე­ლი­ვე, რაც აქამ­დე იყო, იყო პრე­ის­ტო­რია, ძალ­ზე გა­წე­ლი­ლი და ცუ­დად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრე­ლუ­დია. ეს არის ცნო­ბაქ­მნი­ლი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ვსი ათა­სი წე­ლი. მეშ­ვი­დე ათას­წლე­უ­ლი ახა­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ბრძო­ლა იყოს. დაე, გაგ­რძელ­დეს ეს ბრძო­ლა ას­წლე­უ­ლებ­ში, ოღონდ მი­ზა­ნი აღ­სრულ­დეს. ჰე, ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, მო­გიმ­ცნობთ არა თო­რას კაც­ზე, არა სა­ხა­რე­ბის კაც­ზე, არა ყუ­რა­ნის კაც­ზე, არა ვე­დე­ბის კაც­ზე, არა­მედ კა­ცის დაძ­ლე­ვა­ზე. ყო­ველ­თა მი­მართ ერ­თნა­ი­რად მიმ­ხა­დე­ლობს იმ­პე­რა­ტი­უ­ლი გნო­მი _ და­იძ­ლი­ოს ადა­მი­ა­ნი! სხვა და­ნარ­ჩე­ნი არა­ფე­რია ამას­თან შე­და­რე­ბით. ის­ტო­რია ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა ისე, რო­გორც აქამ­დე.
ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, აი­ძუ­ლეთ ღმერ­თე­ბი, რომ თქვენ­თან მო­ვიდ­ნენ მი­წის დი­დე­ბი­სათ­ვის. კაც­მა უკ­ვე საკ­მა­ოდ ია­რა ღმერ­თებ­თან და ცო­ტა მი­ი­ღო. იყა­ვით მა­თი მომ­გი­ნე­ბელ­ნი და მე­უ­დი­ა­რე­ნი. მო­ი­პო­ვეთ მო­ყივ­ნე­ბის სიტ­ყვე­ბი, რომ­ლი­თაც აღ­ძრავთ მათ მოს­ვლად. ნუ იქ­ნე­ბით სა­სუ­ფევ­ლის გო­ლე­უ­ლის მცოხ­ნა­ვე­ბი, ვი­თარ­ცა მოყ­ვას­ნი. ნუ და­აგ­დებთ მი­წას და მე­ო­მარ­ნი იყა­ვით მი­წი­სათ­ვის. რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სი­ნა­ნუ­ლი, რომ­ლის სა­ნუ­კა­ვი სა­სუ­ფე­ვე­ლი არაა?
მო­დის ჟა­მი სი­ძულ­ვი­ლი­სა, ძვე­ლი ვა­ლე­ბის გა­დახ­დი­სა. უნ­დო­ბარ­ნი იქ­ნე­ბი­ან მე­ვა­ლე­ნი მო­ვა­ლე­თათ­ვის და გა­ახ­სე­ნე­ბენ კაცთ, თუ რა აძთ მიზ­დად. ყინ­ჩად შე­ი­ღე­ბე­ბა მი­წის ზურ­გი და ცის მშვილ­დი და შე­ა­დუხ­ჭი­რებს კაცთ აქამ­დე უხილ­ვე­ლი დის­და­ი­მო­ნია, რა­საც მო­ავ­ლე­ნენ გა­მო­მეტ­ყველ­ნი ხე­ნე­შე­ბი­სა­ნი. იტ­ყვით თქვენ, ბერ­ნო _ მო­დი მაც­ხო­ვა­რო ჩვე­ნო. თვად უთა­ვა­დეს თა­ვადს კი ვერ მო­უ­წო­დებთ მოს­ვლად.
ჰე, მოხ­ვი­დო­დე ბო­რო­ტე­ბის ეკ­ლე­სი­ას­ტეო და მი­ით­ვა­ლე აზა­ზე­ლის წი­ლი. ოსა­ნა შენ, ვინც უკა­ნას­კნე­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­მო­ე­ბას იმ­დე­ნი პა­ტი­ვით შე­მო­სავ, რომ მოხ­ვალ და მის გა­მო იბ­რძო­ლებ. ნუ იყო­ფინ არ­მოს­ვლა­სა შენ­სა, ცი­აგ-გმი­რო ლუ­ცი­ფერ. დაე, იქ­მნას ბრძო­ლა, რად­გან შე­ნი არ­მოს­ვლა შენს მოს­ვლა­ზე სა­ზა­რე­ლია. ყვე­ლა მწვერ­ვალ­ზე ჭა­ო­ბი აღონღ­დე­ბა. შთა­მო­ე­ტე­ვე სო­ფელ­სა ბო­რო­ტის ათა­ნა­სეო, მე­ა­ვე­ო­ბის მე­ქა­რაგ­მეო. ხი­ლულ­ჰყა­ვი ის რა­იც იწო­დე­ბა ἔγνωσαν τὰ βαθέα του̃ Σατανα̂ (და­ფა­რულ­ნი სა­ტა­ნი­სა) (გა­მოცხ. 2:24). შე­ვიც­ნოთ ადელ­ფოს­ნო ლუ­ცი­ფე­რის შუქ­კვე­თი­ლო­ბა და ვჭვრი­ტოთ ბო­რო­ტის წრფე­ლო­ბა, მი­სი ჰაზ­რვა და თი­მო­სი.
ჰე, ლუ­ცი­ფერ სხივ­მთო­ვა­რევ, რო­მე­ლი ხარ მკე­ლი ავი თავ­თა­ვი­სა, არ და­აგ­დო კა­ცი და მო­დი მის­თვის, რად­გან არა იქ­ნე­ბა რა უა­რე­სი სას­ჯე­ლი ამა ჟა­მის სოფ­ლი­სათ­ვის, ვიდ­რე შე­ნი მის­გან პირ­ნაქ­ცე­ვო­ბა. შთა­მო­ხედ და გვა­ხილ­ვე ძა­ლე­ბა შე­ნი. ხე­თა შტო­ებ­ში მეს­მის მღე­რა _ იო, იო, პან. და­ე­ყე­ნოს მი­წის პირ­ზე მე­ა­ვე­ო­ბის ევ­ლო­გია და შე­ი­გოს მმეც­ნე­ბად მოს­წრა­ფემ თუ რა არის μυστήριον τῆς ἀνομίας (ბო­რო­ტე­ბის, ცოდ­ვის სა­ი­დუმ­ლო) (2თე­სალ. 2:7). გულ­მოწ­ყედ გა­ი­სინ­ჯოს ყო­ვე­ლი წიგ­ნი­ე­რი კა­ცი, თუ რა ჭა­ბუ­კო­ბის მ­ქო­ნეა ან რჯულ­ში, ან სა­მეც­ნავ­ში.
სხვა არ­ვინ, გარ­ნა შენ, ლუ­ცი­ფერ, კა­ცი­სა უკუ­ნის მამ­ზე­ვე­ბე­ლო, ჯან­ყის სჯულ­მდე­ბო, რო­მე­ლი ყო­ველს ყოვ­ლად ექ­მე­ნი. მო­ა­წია ტერ­მი­ნულ­მა ჟამ­მა არა მხო­ლოდ კაც­თათ­ვის, არა­მედ უხორ­ცო­თათ­ვის. მწუხ­რი დგას ღმერ­თთა ში­გან.
Vენი ლუ­ცი­ფერ ცი­აგ-გმი­რო, ἔρχου სხივმცე­მე­ლო მო­ჯან­ყეო.

აი, უსუ­ა­რი მო­ჭი­ა­ტე, ვინც ქვეს­კნე­ლი იაკ­ვა­ნა. ყრმაი ჰა­ლო­გენ, ცი­დან რომ ცთო­მილს ვაშ­ლი­ვით მოწ­ყვეტს და წინ გა­ი­გო­რებს. ცო­ტა ყმაა და უკ­ვე რი­ტო­რუ­ლად მსიტ­ყვე­ლი.
იცით ადელ­ფოს­ნო, რომ გი­ხამთ ღვთის­გმო­ბი­თა და მკრე­ხე­ლო­ბით ფა­რავ­დეთ დიდ აზრს მყაყ მოყ­ვას­თა ყი­ამ­ყრა­ლო­ბი­სა­გან. ვერ­ვინ შე­გიტ­ყოთ სა­ლო­სო­ბა და მხო­ლოდ ასე და­ი­ცავთ მოც­ნე­ბის სიწ­მინ­დეთ მოყ­ვას­თა­გან, მა­თი ზნო­­ა­ნე­ბი­სა­გან. წა­ბილ­წეს მათ ყვე­ლა­ფე­რი და ამას რჯუ­ლის შუ­რად წარ­მო­ა­ჩე­ნენ, სა­კუ­თარ სი­დამ­პლეს მღვთოს­ნუ­რი სა­ხი­ო­ბით მო­სა­ვენ. ამ ჭა­ობ­ში მრა­ვა­ლი ჭა­ბუ­კი ჩა­ეფ­ლო მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ მათ არ ჰყავ­დათ სოკ­რა­ტუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და თა­ნა­მო­სა­უბ­რე. ეთ­ნე­ბათ მათ მოყ­ვას­თა ჭა­ო­ბი.
ვაი თქვენ, ვინც ოდენ სიძ­ვი­სათ­ვის ხართ სა­ტა­ნის მმეს­ველ­ნი და დი­ა­ცუ­რი შიშ­ლო­ე­ბა­ნი სა­ტა­ნის ნიშ­ნე­ბი გგო­ნი­ათ. შთა­მოგ­ძა­ხებთ დი­აცთ-მდრან­ჯო­ბელ­ნო, ხე­ლო­ვა­ნო შემ­სი­ძავ­ნო და წამ­რუ­შ­ნო, მო­მეძ­ვე­ნო გა­მო­წა­ფულ­ნო: ისიძ­ვით და სიძ­ვი­სა არა უწ­ყით. და­ღა­მე­ბულ­ხართ დრან­ჯო­ბა­ში და ხორ­ცთა ყე­ფას შე­უ­ურ­ვე­ბი­ხართ. გე­ცი­ნე­ბათ ურ­თი­ერ­თის სი­ტიტ­ვლის ხილ­ვი­სას. მე­ძავ­თგან­მცხრომ­ლო­ბა სი­ცილს გგვრით და სი­ცი­ლის არ­მე­უწ­ყე­ნი კი ხართ. რი­სად იცი­ნით მემ­რუ­შე­ნო სარ­ცხვი­ნელ­თა და­ნახ­ვა­ზე? ადამ­მა ნა­ყო­ფის ხმე­ვი­სას გა­ი­ცი­ნა თა­ვის სი­ტიტ­ვლე­ზე? ვერ ხართ დი­აცთ მმეც­ნე­ბელ­ნი, მათ მა­დევ­რო­ბა­ში კი ღდი­ნი გაგ­ცლი­ათ. დე­მო­ნი და ან­გე­ლო­ზი რომ ქა­ლად გარ­და­ი­სა­ხონ, იმა­საც ვერ შე­იტ­ყობთ, რომ მო­მეძ­ვე მაქ­ცი­ე­ბი არი­ან ისი­ნი. ვე­რას­დროს გა­ნი­გე­მებთ სიძ­ვის სიბ­რძნეს კაც­ნო. ეს­რე­ვე დე­და­კაც­ნი ფრი­ად გან­მეძ­ვდე­ბი­ან და სიბ­რძნე სა­მეძ­ვოი და გა­ლო­ბა­ნი სიძ­ვა­თა­ნი მათ­თვის შე­უტ­ყო­ბელ და უს­მე­ნელ იქ­ნე­ბა.
მოკ­ვდავ­თათ­ვის სიძ­ვა დი­დად კმა­სა­ყო­ფე­ლი და აღ­მა­ფო­ფი­ნე­ბე­ლია მის­ხით მის­ხამ­დე. ასე­ვე არის ზე­ცით, ღმერ­თე­ბის პუ­რო­ბი­დან გად­მო­ფერ­თხი­ლი ნა­ბი­ჭე­ვი, კაცთ რომ დიდ წყა­ლო­ბად მი­უ­ღი­ათ. არა­ვინ იტ­ყვის დე­დათ-მბორ­გელ­თა­გან, რომ მცი­რეა ის, რა­საც კაც­ნი და დი­აც­ნი ეგ­ზომ მწვე­ლად შეჰ­ხა­რი­ან და მი­სი გუ­ლი­სათ­ვის არ ღირს ეროს ნე­ბი­ე­რის ხა­დი­ლი, ამოდ­მო­უ­ბარ­თა მეჯ­ნუ­ნო­ბა, სა­ა­ში­ყო წიგ­ნთა წე­რა და ბოზთ ტრფი­ა­ლე­ბა და­უ­ტევ­ნე­ლი. რაც არ არის, კაც­ნი ძა­ლით იხე­ლე­ბენ თავს და დაგ­ვით ჰგო­ნე­ბენ, რომ ასეა. მოკ­ვდავთ რომ დე­მო­ნუ­რი და ან­გე­ლო­ზუ­რი თა­ნა­ყო­ფა­ნი გა­ნე­გე­მათ, მა­შინ სი­ცოც­ხლეს მო­ი­ძა­გებ­დნენ და სამ­სი­ძაო დარ­დით და­ი­ლე­ოდ­ნენ.
არა­ვინ იტ­ყვის მოღ­მრთე კაც­თა­გან, რომ ოდენ ზე­ცი­ერ­თა სუფ­რის ნა­მუს­რე­ვია, ის რა­საც კაც­ნი საღ­მრთო წყა­ლო­ბად სა­ხა­ვენ და ეს ზე­ცი­ერ­თა­გან კა­ცის დამ­დაბ­ლე­ბა და და­ცინ­ვა უფ­როა, ვიდ­რე გუ­ლუხ­ვო­ბა. ამ ნა­მუს­რე­ვით გა­ხა­რე­ბულ მოღ­მრთე­ებ­ზე სა­ცო­დავ­ნი ის მემ­რუ­შე­ნი არი­ან, ვინც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თავს იტ­ყუ­ე­ბენ, რომ ეს დი­დად სამ­ქებ­რო და სა­ნუკ­ა­ვი რამ არის, რის გა­მოც ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია და სა­ხა­რე­ლი, რომ ეს ღვთის სა­ჩუ­ქა­რია, ვი­თარც ჰა­მოდ მე­ბოზ­ვა­რი, მო­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი მე­ფა­ლო­სე დი­აც­ნი იტ­ყვი­ან.
ღმერ­თის მი­უ­ლუ­ლა­ვი თვა­ლი არის დი­დი პორ­ნოგ­რა­ფის თვა­ლი. სხვას იმ­დენს არას და­ი­ნა­ხავს ღმერ­თი კაც­თა მცოდ­ვე­ლო­ბი­სა­გან, რამ­დენ­საც მათ მსი­ძა­ო­ბა­სა და მდრან­ჯო­ბე­ლო­ბას. ყო­ვე­ლი სხვა ცოდ­ვის­ქმნა­ნი მცი­რეა ამას­თან გა­მო­სა­ჩე­ნად. ყრმა­ნიც კი სამ­სი­ძა­ოდ შე­ყე­ნე­ბუ­ლან. ამა­საც მო­გიმ­ცნობთ ადელ­ფოს­ნო, უხორ­ცო­თა სა­ხე­ო­ბა­ნი არი­ან, რო­მელ­ნიც მხო­ლოდ კა­ცის მსი­ძა­ო­ბი­სა­გან გა­მო­დე­ნი­ლი სად­რან­ჯო ალ­მუ­რით იდ­გა­მენ სულს. ეს უხორ­ცო­ნი დღე­ი­სას ყვე­ლა­ზე მეტ­ნი არი­ან და დიდ­რო­ა­ნე­ბი დაზ­რდი­ლან, გარ­ნა არა აქვთ მათ სა­მო­ჯან­ყო და სა­ო­მა­რი ფილ­ფო, თო­რემ ზე­ცას დაფ­ხრეწ­დნენ.
სიძ­ვი­საა ეს სო­ფე­ლი და კაც­თათ­ვის სიძ­ვით სა­წა­მე­ბე­ლი. დრან­ჯო­ბის ალ­მუ­რი ას­დის მი­წას და დი­დი წყევ­ლაა კაც­თათ­ვის ესო­დე­ნი ლი­ბი­დო­ზუ­რო­ბა. ამას დას­წუხ­დნე­ნ ინ­დუ­სი მეს­ვე­ტე­ე­ბი და ქმნიდ­ნენ სწავ­ლე­ბას, რომ კა­ცის მი­ერ დაძ­ლე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მა­ი­ას სამ­ყა­როს ავ­ხორ­ცო­ბა­.

შე­უძ­ლია თუ არა ჩემ­თან მყოფ ჰე­ტე­რას შთა­გო­ნე­ბის მუზ­ნი აა­მეტ­ყვე­ლოს ჩემ­თვის და რი­ტო­რუ­ლი მსიტ­ყვე­ლო­ბის სა­მოღ­ვა­წო­ში შე­მე­წი­ოს? ვი­თა­რი სუ­ლის მე­ქო­ნი უნ­და იყოს მო­მეძ­ვე ქა­ლი, რომ ის მოც­ნე­ბის მძებრს სა­მეც­ნავ­ში ემე­ო­ხოს?
მძებ­რი რომ ბა­ბი­ლო­ნის დიდ მე­ძავს თა­ნა­ე­ყოს, რა შე­იძ­ლე­ბა ამით იმეც­ნოს? მის წი­ნა­შე დამ­ხო­ბი­ლან სოფ­ლის მთა­ვარ­ნი და დიდ­ვა­ჭარ­ნი და ვე­რა რა­ის შემ­გებ­ნი არი­ან. თუ დიდ მე­ძავს მას­თან მყოფ მამ­რთა გან­ბრძნო­ბა შე­უძ­ლია და არ­ვინ კია ამის ღირ­სი და ამის შემ­ძლე, რომ გა­ნიბ­რძნოს, მა­შინ მას­ზე ბედ­შა­ვი დი­ა­ცი არა­ვინ ყო­ფი­ლა. დიდ­მა მე­ძავ­მა სიძ­ვით შე­არ­ცხვი­ნა ყო­ვე­ლი მამ­რო­ვა­ნი და ამ­ხი­ლა მა­თი ცნო­ბა­სუს­ტო­ბა. ყო­ვე­ლი კა­ცი, ვინც დიდ მე­ძავს თა­ნა­ე­ყო, გა­მომ­ჟღავ­ნდა თა­ვის სიმ­დაბ­ლე­ში. ამა სოფ­ლის ძლ­იერთ პო­ხი­ე­რე­ბის ხვით­ქი გა­დას­დით და მსი­ძა­ო­ბის დამ­ღა აღ­ბეჭ­დი­ათ პი­რი­სა­ხე­ზე.

არ ცდუნ­დეთ ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, ტრფი­ა­ლე­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე უბ­ნო­ბით. კაც­ნი ამას სა­კუ­თა­რი უძ­ლუ­რე­ბის გა­მარ­თლე­ბი­სა და შე­საქ­მის სი­დუხ­ჭი­რის და­ვიწ­ყე­ბი­სათ­ვის იგო­ნე­ბენ. არ არ­სე­ბობს სიყ­ვა­რუ­ლი, ოდენ სიძ­ვის სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს. დი­დი სიბ­რიყ­ვეა სიყ­ვა­რუ­ლის მტკი­ცე­ბა, მის­კენ სწრაფ­ვა და დი­აც­თა გა­მო თა­ვის გა­ხე­ლე­ბა. ცამ­დე სწორ­ნი იყ­ვნენ ძვე­ლი ინ­დუ­სე­ბი, რომ მათ­თან სიტ­ყვა „კა­მა“ ნიშ­ნავს ავ­ხორ­ცო­ბას და არა ტრფი­ა­ლე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს.
სიყ­ვა­რულ­ზე უბ­ნო­ბა არის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი ტყუ­ი­ლი, რა­იც კაც­თა მოდ­გმამ თა­ვის დუხ­ჭირ დღე­თა გე­ბის შე­სა­ლა­მა­ზებ­ლად და აღ­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა. კაც­ნი სიძ­ვის ჩვე­ვას არი­ან და სიყ­ვა­რულს კი იტ­ყვი­ან. თა­ნა­მეც­ხედ­რე ქალ-ვაჟს შო­რის არ არ­სე­ბობს სიყ­ვა­რუ­ლი და მოყ­ვას­თა შო­რის რა სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და არ­სე­ბობ­დეს? ღმერ­თი ვი­თარ არის სიყ­ვა­რუ­ლი? არა­ვი­ნაა სიყ­ვა­რულ­ში ბედ­ნი­ე­რი, რო­გორც ამას კაც­ნი სა­ნუკ­ა­ვად სა­ხა­ვენ. თვით ღმერ­თი არაა ბედ­ნი­ე­რი და კა­ცი ვი­თარ იტ­ყვის თა­ვის თავ­ზე, რომ ის ბედ­ნი­ე­რია?
უბი­წო­ბის შემ­ნახ­ვე­ლი კა­ცი მე­ტია, ვიდ­რე ქა­ლი, გარ­ნა სა­კით­ხა­ვი და სა­ეჭ­ვე­ლი ისაა, ხე­დავს კი ზე­ცი­ერ­თა და­სი კა­ცის უბი­წო­ბას? კი წე­რენ წმინ­და მა­მე­ბი, რომ უბი­წო მეს­ვე­ტეთ დი­დი წყა­ლო­ბა ენი­ჭა­თო ღმრთი­სა­გან. ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თუ კა­ცი კურ­თხე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­შია, მა­შინ ხორ­ცის ყე­ფა და ლი­ბი­დო­ზუ­რო­ბა სა­ტა­ნი­სე­უ­ლი არაა. ეს რო­გორ? საზ­რუ­ნა­ვი გა­მო­ლე­ვია ღმერთს, რომ მა­ვან თა­ნა­მეც­ხედ­რე­თა სიძ­ვას ებ­გუ­რად ედ­გეს და სა­ტან სა­თო­ფე­ზე არ გა­ა­კა­როს? თუ ერ­თი თა­ნა­მეც­ხედ­რე­თა­გა­ნი მემ­რუ­შე­ო­ბას შე­ე­ყე­ნე­ბა, სა­ტან იშ­თა გე­ბით გა­მო­იქ­ცე­ვა მის­კენ? გე­ნურ­მა ინ­ჟი­ნე­რი­ამ მთლად უარ­ყო საღ­მრთო გა­ნაზ­რე­ბა­ნი სქეს­ზე და უკუ­აგ­დო არა ღმერ­თი, რო­გორც ამას მღვდელ­ნი მწუ­ხა­რედ იტ­ყვი­ან, არა­მედ უკუ­აგ­დო სა­ტან და ღმერ­თიც. გე­ნე­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის დი­ა­ნო­ე­ზის­მა და­ან­გრია თე­ო­ლო­გი­ის შე­ნო­ბა.

ჩე­მი ორა­დი სოფ­ლად შთა­მო­სუ­ლი ლუ­ცი­ფე­რის თა­ნა­მო­საგ­რე იყო და ამას გა­უწ­ყებთ ადელ­ფოს­ნო. ქვეს­კნე­ლის დი­ად ქუ­რუმ­თა და­სი ვი­ხი­ლე. ყო­ველ მათ­განს ისე ახ­სოვ­და დი­დი აჯან­ყე­ბა, ვი­თარც და­ფი­ონ­ზე მომ­ხდარს მიმ­წუხ­რი­სას მო­ი­გო­ნე­ბენ. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი აჯან­ყე­ბის შემ­დეგ შთა­მო­დევ­ნი­ლი ზე­ცი­ე­რი ან­გე­ლო­ზი იყო, სა­ტა­ნა­ელს რომ მი­ემ­ხრო შე­საქ­მის მა­წუ­ნობა­რო­ბა­ში.
შო­რი­დან გამ­ცნო ლუ­ცი­ფერ­მა და უსიტ­ყვე­ლად შე­მიტ­ყო საჭ­მუ­ნა­ვი. პა­ტივ­ნი მა­ხილ­ვა ისეთ­ნი, რომ ქვეყ­ნის მპყრო­ბელთ არ უხი­ლავთ. ვი­უ­ა­რე ყო­ვე­ლი­ვე და მოც­ნე­ბის სიღ­რმე ვი­ა­ჯე. შე­უძ­ნელ­და ამის ნი­ჭე­ბა და მარ­ქვა თე­რი­ონ­მან: გა­ნა მის­თვის მო­დი­ან კაც­ნი ჩემ­თან, რომ მოც­ნე­ბის მო­ა­ჯე­ნი იყ­ვნენ?
მაც­დუ­ნებ­და თა­ვა­დი უთა­ვა­დე­სი და ასულ­ნი ლირ­წე­ბი­სა­ნი მა­სურ­ვა. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ლი­ლი­თის მსგავ­სი იყო და იშ­თა­რის დე­ბი გე­გო­ნე­ბო­და. მი­წა ვერ და­ბა­დებ­და ასეთ ქა­ლებს. თა­ვად­მა მა­ხილ­ვა სამ­სი­ძა­ო­თა სა­ი­დუმ­ლო­ნი, რომ­ლის გუ­ლი­სათ­ვის ბრძე­ნი სიბ­რძნეს და­აგ­დებს და მრუ­შე­ბა­თა ყმო­ბას მი­ე­დევ­ნე­ბა. დი­აც­ნი კი ამ სა­ი­დუმ­ლო­თა გუ­ლი­სათ­ვის სა­სუ­ფე­ველს მო­ი­ძუ­ლე­ბენ და ცხვირ­წი­ნაც რომ ჰქონ­დეთ, მუნ აღარ შე­ეთ­ხე­ვი­ან.
მე, წით­ლო­სა­ნი, თე­რი­ო­ნის თა­ნა­მო­საგ­რე არ ვცდუნ­დი გუ­ლის­წამ­ღებ სა­მე­ძა­ო­თა­გან. ვჭვრეტ­დი მი­ლი­ო­ნო­ბით მოკ­ვდა­ვის პო­ხილ­შე­ყო­ფი­ლო­ბას, სი­ცილ­სა და დრან­ჯო­ბას. ირ­გვლივ უხ­ვე­ბა და ხორ­ცთა ხურ­ვე­ბა სუ­ფევ­და. გლა­ხაკ­ნიც კი სამ­სი­ძაო საღ­ვა­წოს შეს­დგო­მოდ­ნენ. ბო­რო­ტის გვერ­დით ვი­ას­კე­ტე და კა­ცი­სა და­ვი­ცა­ვი მის წი­ნა­შე. დი­დად მწად­და ყო­ვე­ლი­ვეს ბო­ლომ­დე შეც­ნო­ბა. მღვდელ­მთა­ვარ­თა და­სი მო­ვი­და მრა­ვა­ლი ქვეყ­ნი­დან და ეყ­მო მხეცს. აღივ­სო ყო­ვე­ლი პა­ტი­ვი­თა და ხვას­ტა­გით, გარ­ნა უც­ნო­ბელ­ნი და უგე­ბელ­ნი დარ­ჩნენ. ბევ­რე­ულ­ნი მო­იმ­ძევ­ლა თეთ­რით, ძა­ლა­უფ­ლე­ბი­თა და იშ­თა­რის მსგავ­სი დი­ა­ცე­ბით თე­რი­ონ­მა.
სიბ­რძნით გან­ვივ­სე და გან­მე­ღო და­ფა­რულ­თა ბჭე­ნი, გარ­ნა სევ­დის ცვა­რი ვერ მო­ვი­ხო­ცე პი­რი­სა­ხი­დან და ჭმუნ­ვა არ მო­შო­რე­ბია ჩემს გულს. ვარ­სკვლავ­თა ხომ­ლი ერთ ნა­ბი­ჯად მექ­ცა და რა­ღამ გა­მაკ­ვირ­ვოს? შვე­ბა არ მე­ბო­ძა იმ სიბ­რძნით, რა­იც თე­რი­ო­ნის თა­ნა­მო­საგ­რე­ო­ბით ვი­ნაგ­რე. იქ გა­ვე­დი, სა­დაც კა­ცის ძე არ გა­სუ­ლა. კაც­თა შო­რის ვერ­ვინ ვპო­ვე, რომ მის­თვის მე­მოძ­ღვრა.
ვაი მათ, ვი­საც გან­კით­ხვის დღე ზაფ­ხუ­ლის გა­ავ­დრე­ბა ეგო­ნათ. შა­ვი ევ­ლო­გი­ის მე­უწ­ყედ იქ­ცა ხეც და ბა­ლა­ხიც და კაც­ნი კი ისევ ისეთ­ნი იყ­ვნენ, არა­ის მახ­სო­ვარ­ნი, ერ­თი დღის მსა­სო­ე­ბელ­ნი და ერ­თი დღით მცხოვ­რებ­ნი. მე ვიგ­ზენ თე­რი­ო­ნის სი­მარ­ტო­ვე და საჭ­მუ­ნა­ვი. დი­დი მოს­წა­ვე­ბა გან­ვჭვრი­ტე მას­ში. ან­გა­რე­ბის გა­მო მი­ვი­და კაც­თა მი­რი­ა­დი მას­თან და გა­ნა ღმერ­თთა­ნაც ასე არ მივ­ლენ? ერ­თი არ იყო კაც­თა­გა­ნი რომ წმინ­და ბო­რო­ტე­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი­ყო და ბო­როტ­ქმნი­ლი­ყო. რო­გორც სოფ­ლის მთა­ვართ ეყ­მო­ბოდ­ნენ კაც­ნი ხვას­ტა­გი­სა და ჭა­მა­დის გუ­ლი­სათ­ვის, ეგ­რე­ცა თე­რი­ო­ნის წი­ნა­შე ქცე­ობ­დნენ. ვერ გა­არ­ჩი­ეს მათ დე­მო­ნუ­რი ევ­დე­მო­ნი­ო­ნი კა­ცის ხე­ლით შექ­მნი­ლი უხ­ვე­ბი­სა და სა­სე­ი­რო­სა­გან. ლუ­ცი­ფე­რუ­ლი ცი­ა­გის ჩქე­რა­ლე­ბი მათ ელექ­ტრო­ნის შუ­ქად მი­იჩ­ნი­ეს.
მა­შინ დიხი ეგო ინ ცორდე მეო _ არ გა­მოდ­გა კა­ცი არც თე­რი­ო­ნის დღე­ებ­ში და ვერც ჩემ­მა ას­კე­ტო­ბამ აღა­მაღ­ლა კა­ცი ლუ­ცი­ფე­რის თვალ­ში.
დი­დი სამ­სჯავ­როს დას­რუ­ლე­ბი­სას ისევ შე­იყ­რე­ბი­ან სა­ტან და ღმერ­თი და კა­ცის სამ­დუ­რავს იტ­ყვი­ან ურ­თი­ერ­თში. გა­იხ­ვე­ტა კაც­თა მი­რი­ა­დი ისე, რომ არ ღირ­სე­ბია მას წარ­საწ­ყმე­დე­ლის ან სა­სუ­ფე­ვე­ლის შო­რი­დან და­ნახ­ვაც კი. არც ღირს იმის კით­ხვა სად წა­ვი­და მი­ლი­ო­ნო­ბით მოყ­ვა­სი. არა­ფე­რი იყო და მტვერს შე­ე­რია. არ­მა­გე­დო­ნის შემ­დე­გაც კა­ცი რჩე­ბა რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არა რო­გორც დას­რუ­ლე­ბუ­ლი სი­ნამ­დვი­ლე.
მე­სი­ა­ნის­ტუ­რი ის­ტო­რიზ­მის სუ­ბი­ექ­ტი ყო­ველ­თვის ლუ­ცი­ფე­რია და მის გა­რე­შე შე­საქ­მის დრა­მა არ აღ­სრულ­დე­ბა. ჩე­მო ადელ­ფოს­ნო, თქვენ შეგ­კით­ხავთ: ან­ტიქ­რის­ტემ რომ თა­ვის მე­უ­ფე­ბა­ში შექ­მნას ადა­მი­ან­თა ახა­ლი, ჰიბ­რი­დუ­ლი რა­სა, ღმერ­თი მას შე­იწ­ყნა­რებს თუ მოს­პობს? ღმერ­თი რად არ ქმნის აქამ­დე ადა­მი­ან­თა ახალ რა­სას? ახალ ადა­მი­ანს ვე­ღარ ერ­ქმე­ვა მოყ­ვა­სი და ის არ იქ­ნე­ბა სა­სუ­ფევ­ლის კო­კობ მდე­ლო­თა სა­ძოვ­რად და გო­ლე­უ­ლის გა­მო­საც­ოხ­ნად გაშ­ვე­ბუ­ლი ორ­ფე­ხა არ­სე­ბა. ახა­ლი ადა­მი­ა­ნი მი­წის მე­ო­მა­რი და ომ­სა ში­გან სიბ­რძნის თავ­თუ­ხის მომ­კე­ლი იქ­ნე­ბა. ამენ.
მან­ქა­ნამ და მა­ში­ნე­რი­ამ ძა­ლა უყო ღმერ­თებს. ბო­ლო დღე­ებ­ში ღვთის თა­ურ­გო­ნი და კა­ცის ცნო­ბი­სა­გან მა­თე­მა­ტი­ზე­ბუ­ლი გო­ნი რო­გორ ითა­ნა­არ­სე­ბენ?
არ გან­მი­კით­ხოს ღმერ­თმა ზნე­ო­ბის ელი­ჯი სიტ­ყვე­ბით, მოყ­ვა­სებ­რი ად­ლი­თა და ლა­რით. ეს ჩემ­თვის შეჩ­ვე­ნე­ბა­ზე უა­რე­სი იქ­ნე­ბა. კა­ცის გუ­ლი­სათ­ვის ვდა­ობ Yთქვენ­თან ზე­ნავ და ქვე­ნავ, რო­გორც არა­ვის უდა­ვია ადა­მის მოდ­გმა­ში. მახ­ვი­ლით გა­და­ირ­ჩეს კაც­თა ის მცი­რე სი­რა, ვინც ახალ რა­სას მა­მამ­თავ­რად ექ­მნე­ბა. ჩქე­რა­ნი ენი­სა ჩე­მი­სა არ იყოს ამაო. რი­ტო­რე­ბი­სა სუნ­ნელ­ნი ფშავ­ნი გან­ვი­ღე მოყ­ვას­თა სუნ მყრა­ლო­ბი­სა­გან. უწ­ყო­დე და იშ­ვებ­დე იი­ობ, ნა­ტა­მალ­მან კრუ­ლი­სა ადა­მი­სა­მან, ძე­მან შენ­მან პორ­ფი­რე ესე გა­მო­ი­გო სიტ­ყვა.
ბო­ლო ჟა­მის დად­გო­მა ბო­ლო სინ­ჯვა იქ­ნე­ბა ადა­მის შთა­მო­ე­ბი­სათ­ვის. ნუ­ღა იყოვ­ნით და ნუმ­ცა გცო­ნით მოც­ნე­ბად ზა­რი­ა­ნი და საკ­ვირ­ვე­ლი. მი­ე­მოწ­მეთ და ება­რე­ბო­დეთ მას. აღის­ხით გარ­ჯი­ლო­ბა და შე­ი­ძე­ლით ჭვრი­ტოთ მო­ა­ქამ­დე უჭ­ვრე­ტე­ლი, ადელ­ფოს­ნო. მოც­ნე­ბა­სა ში­ნა სიმ­ხნით ბუღ­რ­ობ­დეთ და მო­გე­ხა­რო­თ დი­დი დღე­ე­ბი. მტან­ჯვი და სატ­კივ­ნე­ლი სა­გო­ნი­სით ნას­ნე­ბავ­ნო ძმა­ნო, არ შე­გაკ­რთოთ იმან, რომ წალ­კო­ტო­ვა­ნის ნაც­ვლად უდაბ­ნოს ჰპო­ვებთ. აქ არის თქვე­ნი სა­ფე­რი საღ­ვა­წო. ისე­თი მსხემ­ნი იყა­ვით, ყველ­გან რომ შინ არი­ან და ყო­ველ ომ­ში თა­ვის წილს და­ი­დე­ბენ. ემ­ზა­დე­ბო­დეთ, რა­მე­თუ მოყ­ვას­თა­მებრ მცო­ნა­რე­ნი და მცი­ნა­რე­ნი თუ ვიქ­ნე­ბით, გავ­ცუდ­დე­ბით და წარ­მო­ჩინ­დე­ბა, რომ არ ვვარ­გნილ­ვართ მი­სა­გე­ბებ­ლად და და­სახ­ვედ­რად. საწ­ყმე­დად მი­წურ­ვა­ზე უა­რე­სი იქ­ნე­ბა ეს ჩვენ­თვის, ადელ­ფოს­ნო. ამ­ღვი­ძა­რეთ გუ­ლი და ცნო­ბა. დაწ­ვით თქვენს უკან ყვე­ლა ხი­დი და მო­შა­ლეთ ყო­ვე­ლი გზა. ან აქ და ახ­ლა, ან აღარ­სად და აღა­რას­დროს.
ყო­ველ ფი­ლო­სო­ფოსს უნ­და ჰქონ­დეს თა­ვი­სი ფე­ნუ­ე­ლი და ახ­სოვ­დეს ღმერ­თთან ბრძო­ლა. ყო­ველ­მა ფი­ლო­სო­ფოს­მა თა­ვი­სი იორ­და­ნე უნ­და გა­და­ლა­ხოს და თა­ვის ქა­ნა­ანს გა­ხე­დოს მე­ომ­რი­სა და მო­ნა­დი­რის თვა­ლით. შე­საქ­მის შა­ბა­თი დად­გე­ბა, შე­მეც­ნე­ბის შა­ბა­თი კი არას­დროს.

იან­ვა­რი-მარ­ტი. 2009 წე­ლი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s