სპექტაკლის საზოგადოება და ბედნიერი ერი


წერილი პირველი*
ნოემბრის რევოლუცია ბევრმა პოლიტიკოსმა შეაფასა როგორც სპექტაკლი. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, მწერალი ელიზბარ ჯაველიძე მიუთითებდა, რომ ნოემბრის რევოლუცია შევარდნაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი იყო (ყოველკვირეული გაზეთი `ახალი ეპოქა~ 28 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2003 წ.). ჩვენთან საუბარში ასეთსავე შეფასებას აკეთებდა ეროვნული მოძრაობის სხვა წარმომადგენელი, მონარქისტი თემურ ჟორჟოლიანი.
აქ გასარკვევია შემდეგი: სპექტაკლის ცნება დამკვიდრებული პუბლიცისტური ჩვეულების გამო იქნა გამოყენებული, თუ ის, ვინც ამას ამბობდა უფრო მეტს გულისხმობდა და ამ ცნების გამოყენებით შევარდნაძის რეჟიმის გარდა კიდევ რაღაცას ამხელდა? ჩვენი აზრით, ეს ცნება უფრო ჩვეულების გამო გამოიყენებოდა და აი, რატომ: ანტიბურჟUაზიული პოლიტიკური რეფლექსია საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა. ეროვნული მოძრაობის დროიდან ხშირად ითქმოდა, რომ რაღაც მოვლენა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, ან უბრალოდ – სპექტაკლი იყო. ქართული პოლიტიკის უკიდურესი დაკნინების გამო ასეთი შეფასება იმდენად გავრცელდა და ისეთი მოსახერხებელი გახდა, რომ მას ყველანი იყენებდნენ ყველა შემთხვევაში. ასეთი შეფასებით, გარდა იმისა, რომ ცდილობენ ნეგატივის მაქსიმალიზებასა და ექსტრემიზებას, გულისხმობენ იმას, რომ არაფერი არაა საზოგადოებაში ნამდვილი, ადამიანი კი მხოლოდ მოთამაშე არსებაა. სპექტაკლის ცნება გამოიყენება როგორც უაპელაციო მსჯავრი და სიყალბის გამამჟღავნებელი კრიტერიუმი.
თუ ყოველთვის ასე გულისხმობენ, როგორღა მიიჩნევა დემოკრატია ჭეშმარიტ წყობილებად და სამართლიანობის უმაღლეს გამოხატულებად? სპექტაკლის შესახებ ხშირი საუბრები არ გახდა რაიმე არსებითი განზოგადების საფუძველი. ეს საუბრები მხოლოდ ხელისუფლების ქმედებებს ეხება და ამ ქმედებებს არ სცილდება.
ქართულ პოლიტიკურ დისკურსში სპექტაკლის ცნება 1990-91 წლებში მედასავლეთე რუსული მედიის გავლენით დამკვიდრდა. ეს ცნება ბოლშევიკური სისტემის დასაგმობად გამოიყენებოდა. თვით დასავლეთში ამ ცნებას 60-იანი წლების ანტიბურჟუაზიული დისიდენტობა იყენებდა კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ.
1992-94 წლებში გამსახურდიას მოწინააღმდეგე ოპოზიცია ეროვნულ მოძრაობას სპექტაკლს უწოდებდა და ამ გზით განამტკიცებდა საკუთარ ოპოზიციურობას. ამის გარდა საუბრობდნენ დაპროგრამებულ ადამიანებზე და რობოტებზე. ასეთები, ოპოზიციის თქმით, გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. ამის შესახებ ლაპარაკი საკუთარი ანტისისტემური აზროვნებისა და გონების სისხარტის ნიშნად მიიჩნეოდა. ეროვნულ მოძრაობას მრავალი ინტელიგენტი ბოლშევიკების მიერ დადგმულ სპექტაკლად მიიჩნევდა, რათა გაემართლებინათ შევარდნაძის მხარეს გადასვლა და ეს მოძრაობა დისკრედიტებული ყოფილიყო ქართველთა თვალში. ამით ინტელიგენციას იმის თქმა სურდა, რომ შევარდნაძის მოსვლა და მოღვაწეობა იყო ნამდვილი, გონითი და არა სპექტაკლი, ხოლო მისი მომხრენი დაპროგრამებული არსებები, რობოტები კი არა, არამედ სულიერებით აღვსილი ადამიანები იყვნენ. დრომ კი წარმოაჩინა, რომ ის, რაც თავისუფალი სულის ქმედებად მიიჩნეოდა, სინამდვილეში სპექტაკლი და PR-ტექნოლოგიური ციკლი იყო.
თანამედროვე ადამიანი მიიჩნევს, რომ ის რაღაცას აკეთებს, როგორც სულიერი არსება და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ადამიანი სპექტაკლის მონაწილე მექანიკური ნაწილია. რაც მას გმირულ ბრძოლად მიაჩნია, სინამდვილეში უბანალურესი რამ აღმოჩნდება ხოლმე.
პოლიტიკური კონკრეტიკის განზოგადებისას არ შეიძლება არ დავდგეთ უსაზარლესი და ძრწოლისმომგვრელი ვითარების წინაშე: თუ ყველაფერი სპექტაკლია და ადამიანი მექანიკური მოწყობილობის, ავტომატის გარდა არაფერი ყოფილა, მაშინ ისტორიაში ვერაფერი იქნება გონითი და სულიერებით აღბეჭდილი და თვით ისტორიის ცნებაც ზედმეტი ხდება. აღარაფერს ნიშნავს ტექნიკის უკანასკნელი მიღწევები. თანამედროვეობა სწორედ ამას გვიმტკიცებს. ყველაფერი იცვლება მედიაკრატიული ერზაცითა და მულაჟით. ტოტალური სოციალური მექანიკურობის პირობებში ადამიანის გონითი არსებობის საკითხი დავიწყებას ეძლევა. აღნიშნული ვითარების შესახებ დაფიქრება ადამიანს ენითუთქმელ სულიერ ტანჯვას აყენებს. ძველი დროის ადამიანს ბოროტების სიდიადე შემეცნებით ძალას ანიჭებდა და ადამიანი გნოსტიკური, ბოგომილური თუ ალბიგოური სწავლებების შექმნით ცდილობდა აეხსნა ისტორია. ბოროტების შემეცნების საკითხი უშUალოდ უკავშირდება ღვთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს გამართლების საკითხს. ამის გამო ამ საკითხის სეკულარული, ე.ი. ფილოსოფიური და სოციალური განაზრება (მაგ.ლაიბნიცის ან კოჰენის) ვერასოდეს იქნება თავისუფალი რელიგიური იდეისაგან. ახალი დროის (XVII – XVIII სს.) აზროვნება ცდილობდა ეს საკითხი რაც შეიძლება დაეშორებინა ღვთისმეტყველებას. ამან წარმოშვა ზემოაღნიშნული საუკუნეების გნოსეოლოგიური ექსტრემუმი – მექანიციზმი. მეტაფიზიკა განიდევნა აზროვნებიდან და ის სულ უკანა პლანზე გადავიდა. ასეთი გზით შეეცადა მაშინდელი ადამიანი ამ მტანჯველი საკითხების გადაწყვეტისათვის მიეგნო. განმანათლებლებმა მთელი ფილოსოფიური ცნობიერება გადაიყვანეს ბუნებისმეტყველებაში. მექანიცისტური ფილოსოფიის წარმომადგენელნი ფრანგი მათემატიკოსი პიერ ლუი მორო მოპერტიუი (1698-1759), ფრანგი ფილოსოფოსი ჟულიენ ოფრე ლამეტრი (1709-1751), შვეიცარიელი მათემატიკოსი ლეონარდ ეილერი (1707 -1783) და მაშინდელი მეცნიერების სხვა ცნობილი მოღვაწენი ადამიანს მექანიცისტურად განიხილავდნენ და ზნეობრივი პრობლემატიკის დამოუკიდებელ ღირებულებას უარყოფდნენ. ტექნიცისტური შეხედულება ადამიანზე მაშინ ჩამოყალიბდა. დღეს პოსტმოდერნის ფილოსოფია და ჰუმანიტარული ტექნოლოგია სწორედ მექანიციზმის იდეას იცავენ. სოციალურ მექანიციზმს გაბატონებული მდგომარეობა უკავია, მიუხედავად იმისა, რომ კანტიდან დაწყებული მექანიციზმის უარყოფა გააგრძელეს მისმა მომდევნო მოაზროვნეებმა (ნიცშემ, ბერგსონმა და სხვებმა). ცნობიერების ბუნებისმეტყველებიდან კვლავ მეტაფიზიკაში გადმოყვანამ, მისმა ძალზე საფუძვლიანმა ონტოლოგიზაციამ და ფენომენოლოგიურმა ანთრო­პო­ლო­გი­ზა­ცი­ამ დასრულებული სახე მიიღო ექსისტენციალიზმში, რომელმაც ფილოსოფია და რელიგია ერთმანეთს ძალზე დაუახლოვა. ნეომექანიციზმის პოზიციები კი ურყევი დარჩა.
ევროპული აზროვნების ამ დიდ მოვლენებში გარკვეულობის გარეშე ადამიანს გაუძნელდება შეეწინააღმდეგოს კონიუნქტურულ, გამარტივებულ შეფასებებს ტოტალიტარიზმისა და ათეიზმის შესახებ.
ბოლშევიკური ათეიზმისა და ტოტალიტარიზმის გამო გაორებული ცნობიერების მქონე საბჭოთა ადამიანზე, როგორც რობოტსა და დაპროგრამებულ თოჯინაზე საუბარი დასავლური ბანაკის მიერ დიდი წარმატებით გამოიყენებოდა იდეოლოგიური დივერსიის მიზნით. ანტისაბჭოური პოლიტიკური კარიკატურის ძირითადი თემა იყო თოჯინა, რომელსაც ძაფებით ათამაშებენ. ამ აზრს იმეორებდა მრავალი დისიდენტი და აღარ ექცეოდა ყურადღება, რომ ლიბერალ-დემოკრატიისა და საერთოდ, რევოლუციამდელი წყობილების – მონარქიის პირობებშიც კი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო დაპროგრამებული მექანიკური არსება და თოჯინა. ამაზე დაფიქრება ინტელიგენციას მართებდა, რაც მან არ გააკეთა.
მექანიცისტურ ფილოსოფიას დეკარტმა დაუდო საფუძველი. შეეძლო კი მექანიცისტური ექსტრემიზმის გარეშე XVIII საუკუნის ევროპულ მეცნიერებას მიეღწია დიდ აღმოჩენებამდე?
მექანიკური არსების თემა დამუშავდა ლიტერატურაშიც. რომანტიკოს ჰოფმანის შემოქმედებაში პერსონაჟი ხშირად ადამიანი-ავტომატია. ჰოფმანთან ბედისწერა ადამიანს თოჯინასავით ათამაშებს (რომანი `სატანის ელიქსირი`). რილკეს `დუინურ ელეგიებში~ ადამიანი ანგელოზთან დაპირისპირებული თოჯინაა.
დღევანდელი სოციალური მენეჯმენტი და პოლიტიკური პრაქტიკა მთლიანად ნეომექანიცისტურია, მაგრამ ეს პირდაპირ არ ითქმის. ნეომექანიციზმი ძალზე მოხერხებულად ინიღბება რელიგიით. საგნებს ნამდვილი სახელები არ ჰქვიათ. მთელი საზოგადოება იქცევა ტოტალური სპექტაკლის მონაწილედ. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ბედნიერების მოჩვენებითობის დამკვიდრება. ნიცშე `ანტიქრისტეს~ 55-ე პარაგრაფში ამბობს: `იმისათვის, რომ იცრუო, უნდა იცოდე რა არის ჭეშმარიტი~.
სპექტაკლურობა მხოლოდ მიმდინარე რეჟიმის მახასიათებელი კი არა, არამედ მთლიანად სისტემის მახასიათებელია. პოლიტიკური რეჟიმები სანახაობრივად იცვლება, სისტემა კი იგივე რჩება. ამიტომ ხმამაღალი პრეტენზია, რომ ახალი რეჟიმი (სააკაშვილის ხელისუფლება) წინამორბედი რეჟიმისაგან (შევარდნაძის ხელისუფლება) განსხვავებით იქნება არასპექტაკლური, ყოვლად უსაფუძვლოა.
პოლიტიკურ ლექსიკაში ფრიად გავრცელებულია სიტყვები: `იშიფრება~, `გაიშიფრა~, `რეჟისორი~, `სცენარი~, `იმართება~, `ზომბირება~. ადამიანები გრძნობენ საკუთარი ყოფიერების არანამდვილობას. თუ მავანი იმართება, თუ რაღაც მოვლენა სპექტაკლია და ადრე თუ გვიან საზოგადოებამ ეს `გაშიფრა~ და მთელი მისი სააზროვნო უნარი მიიმართება სიცრუეთა გამოვლენაზე და ამის მიუხედავად საზოგადოების ცხოვრება ისევ სპექტაკლური რჩება, მაშინ რაღა არის დემოკრატია? რატომაა ადამიანისათვის ყველაფრის მიუხედავად ის სისტემა მიმზიდველი, რომელსაც სპექტაკლების დადგმის უდიდესი შესაძლებლობანი აქვს?
უკვე ეროვნული მოძრაობის დროიდან ჩაეყარა საფუძველი სპექტაკლის საზოგადოების დამკვიდრებას. ბოლშევიზმი ვერ თამაშობდა და ვერ დგამდა სპექტაკლებს ისე, როგორც ამას ლიბერალიზმი აკეთებს. წლებთან ერთად სპექტაკლის ყოვლისმომცველობისა და აბსოლუტიზაციისაკენ სვლა ხდებოდა. ქართველობამ თავად დაასრულა საკუთარი ისტორია, სინამდვილის სრული ბანალიზაცია მოახდინა ინდივიდის პრაგმატულობის სახელით. ლიბერალიზმის მომხრეობა არა გონითი, არამედ მაშინალურია. მედიაკრატია ყალბი ნიშნების გამოყენებით აკეთებს იმას, რასაც ვერ აკეთებს სინამდვილესთან დაკავშირებული სიტყვა. მეოთხე ხელისუფლების შექმნა სპექტაკლის საზოგადოებაში სულაც არ საჭიროებს სულიერებას და ზნეობრიობას. სადაც ტრადიციაა, იქ შეუძლებელია იყოს სპექტაკლი და პირიქით. ყოველთვის ისე ხდება, რომ დამარცხება ხალხში აძლიერებს ნაციონალიზმს. გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ასობით ნაციონალისტური ორგანიზაცია. საფრანგეთში ნაცისტური ოკუპაციის დროს ნაციონალიზმის იდეა წინა პლანზე გამოვიდა. იაპონიაში მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ნაციონალიზმის პოზიციები არ შერყეულა. რუსეთში დღეს დასავლეთისგან იმედგაცრუების შემდეგ ძალას იკრებენ ნაციონალისტური ორგანიზაციები. საქართველოში კი დამარცხებათა წყების შემდეგაც კი ვერ ყალიბდება სახალხო ნაციონალური ფრონტი. ნაციონალისტობას არავინ კრძალავს, მაგრამ ის ისეა დისკრედიტებული და საბოტირებული ქართველთა მიერ, რომ ვეღარ ყალიბდება. ქართული ნაციონალიზმი იქამდე დაცემულია, რომ მისი სახელით გამოდის ნოემბრის რევოლუციის მომწყობი საერთაშორისო კაპიტალი. კაპიტალის სისტემას არ ეშინია ქართველი ხალხისა და სპექტაკლების კასკადის მოწყობით ის საზოგადოებრივი ცნობიერების თავისთვის ხელსაყრელ ფორმირებას ახდენს. სისტემამ ფილიგრანული ფალსიფიკატორობის უსაზღვრო შესაძლებლობანი გამოავლინა.
შევარდნაძეს ეწოდა ნოემბრის სპექტაკლის რეჟისორი, მაგრამ სისტემის მხარდაჭერის გარეშე რეჟიმი სპექტაკლს ვერ დადგამდა.
სპექტაკლის აბსოლუტიზაცია, სანახაობითი ტოტალიტარიზმი მართლდება იმის მტკიცებით, რომ `ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ საზოგადოებაში~. სპექტაკლის საზოგადოება საჭიროებს ინფორმაციის დაუსრულებელ კვანტიფიკაციას. ასევე ინფორმაციული საზოგადოება საჭიროებს სპექტაკლს. ინფორმაციის სიმრავლე ქმნის ურთიერთობათა ინტენსივობის ილუზიას და ფარავს გაუცხოებას.
სატელევიზიო პოლიტიკური გადაცემების სიმრავლე, ღამის პოლიტიკური დებატები რამდენიმე არხზე, წესით, ხალხში მღელვარებას უნდა იწვევდეს, მაგრამ ეს გადაცემები მხოლოდ სანახაობაა. საზოგადოებას იზიდავს საკუთარი დაცემისაგან სპექტაკლის შექმნა. ეს ზომბირების უმაღლესი გამოხატულებაა. უკვე მოთხოვნილებად ექცათ ადამიანებს მწვავე პოლიტიკური დებატების ტელეეთერში ხილვა. ინფორმაცია ინფორმაციას მოსდევს და ადამიანები ერთ-ორ დღეში ივიწყებენ დაუჯერებელ დანაშაულთა შესახებ ნაუწყებს. არც ერთ ქვეყანაში არაა, რომ ყოველღამე რამდენიმე არხზე ტელეაუდიტორიას პოლიტიკური გადაცემებით ტვინს უხვრეტდნენ. ამაში დაგვარწმუნებს სხვა ქვეყნების ტელეპროდუქციის გაცნობა.
მხოლოდ სპექტაკლის საზოგადოებაში პოულობს სრულ გამოხატულებას რესენტიმენტული სული. სპექტაკლის აბსოლუ­ტიზების, სანახაობითი ტოტალიტარიზმის პირობებში სისტემა არა უბრალოდ იძლევა პურსა და სანახაობას, არამედ ეწევა სანახაობის ერთადერთ სინამდვილედ ქცევას. ამის გამო ვერიფიკაციის შესაძლებლობანი მცირდება. სპექტაკლი გამოდის ერთადერთ სინამდვილედ და ნებისმიერი სინამდვილე მხოლოდ სპექტაკლის პრიზმაში გარდატეხის შემდეგ ხდება სინამდვილე. ასე მიიღწევა სანახაობის ონტოლოგიზება. ამ დროს მედიაკრატია ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. მის მიერ ყოველივე ის, რაც სანახაობითობას არ ემორჩილება, ტრეტირებული და განდევნილია. სისტემა ისეთ სულიერ ძალაუფლებას მოიპოვებს, რის შესახებაც საკაცობრიო ისტორიამ აქამდე არა უწყოდა რა. სისტემა უფრო შორს მიდის, ვიდრე ეს აღწერა გერმანელ-ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჰერბერტ მარკუზემ (1898-1979) თავის ნაშრომში `ერთგანზომილებიანი ადამიანი~ (ონე-Dიმენსიონალ Mან) (1964 წ.) მარკუზე საზოგადოების რაციონალური მოწყობის მანიპულაციურ-ტექნოლოგიურ ხასიათზე მსჯელობს.
სისტემისაგან რეპრესირებულ, 60-70-იანი წლების დისიდენტობის შთამომავალ ევროპულ ინტელიგენციას არ შეიძლება ირონიულად არ გაეღიმოს ქართველთა მტკიცებებზე, რომ მათ სისტემის მხარდაჭერით ნოემბრის რევოლუცია მოაწყვეს და ქართველობა ყველაზე ბედნიერი ერი გახდა.
სისტემამ XX საუკუნის 70-იანი წლების ყველა სახის დისიდენტური ალტერნატივა გაანეიტრალა და კონტრკულტურათა სიმბოლოები თავის სამსახურში ჩააყენა. ასევე გაანეიტრალა მან იმდროინდელი რევოლუციონიზმიც (1968 წლის მაის-ივნისის სტუდენტური აჯანყება საფრანგეთში) და რევოლუციის ცნება საკუთარ ტექნიკურ სიმბოლოდ აქცია. სისტემამ თავისი სარგებლისათვის დაუკავშირა ერთმანეთს უნივერსიტეტი და რევოლუცია ნოემბრის მოვლენების დროს და მან `ახალ საზოგადოებაზე~ დაიწყო ლაპარაკი.
მხოლოდ ყოველივე ზემოაღნიშნულის გააზრების შემდეგ ხდება შესაძლებელი ვიმსჯელოთ ნოემბრის რევოლუციაზე როგორც სპექტაკლზე და სხვა სპექტაკლის მაუწყებელზე.
წერილი მეორე
1968 წელი ფრანგი მოაზროვნეებისათვის ამოსავალი წერტილი გახდა და მათ ამ სტუდენტურ აჯანყებას უწოდეს რევოლუცია. 60-70 წლების ცნობილ ევროპელ მოაზროვნეთ აფიქრებდათ რევოლუციის პრობლემა, რევოლუციური კლასის გაქრობა და რევოლუციური სულის დაკარგვა სამომხმარებლო საზოგადოებაში. რევოლუცია იყო ის შუქურა, რომლის ნაჩვენები გეზის მიხედვით მუშაკობდნენ XIX – XX საუკუნეების მწერალი, სოციალური თეორეტიკოსი, ათეისტი ბუნებისმეტყველი. რევოლუციითა და რევოლუციურობით ნამდვილობდა ახალი დროის ადამიანი.
პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივ აზროვნებაში ეს ვითარებანი მიიჩქმალა. რევოლუციის პრობლემის უფრო მეტი გაბუნდოვანებისათვის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას ეწოდა სპექტაკლი. უვიც ადამიანთა მასამ ეს სიხარულით აიტაცა და დღემდე იმეორებს. ამ დროს არ თქმულა, რა იყო 1905-07 წლების რევოლუცია. მხოლოდ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას შიზოფრენიული აკვიატებულობით ეწოდება სპექტაკლი და არ სურთ დაინახონ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არაადამიანური და არნახული სპექტაკლია დაწყებული. არ სურთ დაინახონ, რომ სპექტაკლი სწორედ ბოლშევიკური რევოლუციონიზმის სპექტაკლად შერაცხვა იყო. არც ერთმა რუსმა მოაზროვნემ არ გამოიკვლია რევოლუციის პრობლემა პოსტბოლშევიკური საზოგადოებისათვის. საქართველოში რევოლუციის სახარებაზე მითითებით არტისტულ განკითხვას ხელი შეუწყო XX ს. დასაწყისის ქართველ რევოლუციონერთა ბრიყვულ მსჯელობებზე მითითებამ. უარესი სიბრიყვეები ითქვა და ითქმის ქართველ ნეოლიბერალთა მიერ. საკუთარი სალახანობის მტანჯველი განცდით დასერილი ქართული საზოგადოება ამ განცდისაგან თავის დაღწევას მასობრივი ელიტიზმის, ინდივიდუალისტური აბსოლუტიზმისა და კონსიუმერული პარანოიის დამკვიდრებით ცდილობს. ეს მიზანდასახულობა ვლინდება ყველა პერიოდულ გამოცემასა და ტელეეთერში. უკიდურესი დამცირებულობის მიუხედავად საზოგადოებას რევოლუციურობის ნასახიც არ გააჩნია. მხოლოდ სპექტაკლურობის პირობებში ბათილდება უუნარობა და სიმდაბლე. სპექტაკლით მცხოვრები ინდივიდი ერთთავად სხვათა სპექტაკლზე ლაპარაკობს და მიუთითებს იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელთაც ინდივიდუალისტური აბსოლუტიზმის გამო აზრი აქვთ დაკარგული.
`… სპექტაკლის სივრცეში პოლიტიკური მოწყობის პრინციპებისათვის ბრძოლის ტრადიციული ფორმები შეუძლებელი ხდება~, – აღნიშნავენ ჰარდტი და ნეგრი (Ìàéêë Õàðäò, Àíòîíèî Íåãðè. Èìïåðèÿ. “Ïðàêñèñ” , Ìîñêâà. 2004, ñ.300).
სპექტაკლი აუქმებს დემოკრატიას. ნეოლიბერალი კი ამის დაფარვას PR-ფორმებით ცდილობს. კარლ შმიტს ნათქვამი აქვს, რომ დემოკრატიას არა აქვს არანაირი ღირებულებითი შინაარსი და არის მხოლოდ ორგანიზაციის ფორმა. ნეოლიბერალი კი გვიმტკიცებს, რომ დემოკრატია უზენაესი ღირებულებაა.
ინდივიდუალისტური აბსოლუტიზმის პირობებში არაფერს ნიშნავს ასობით პარტიის, ასოციაციის, კლუბის და ა.შ. არსებობა. არაფერს ნიშნავს ინდივიდთა არჩევნებში მონაწილეობა. დემოკრატია მხოლოდ ანტურაჟია ინდივიდების არითმეტიკული ჯამის ცხოვრებაში. ინდივიდები მხოლოდ უტილიტარული მიზნით დაჯამდნენ. ლაპარაკი სამართლიანობაზე, სიყვარულზე, იდეალებზე ყველასათვის მისაღები შეგნებული სიყალბეა. ყველა სოციალური ინტერაქცია კონვენციური და მექანიკურია. არ არსებობს ინტერგენერაციული ურთიერთობანი. პრაგმატისტ უფროსებს არაფერი აქვთ სათქმელი კიდევ უფრო პრაგმატული უმცროსებისათვის და პირიქით. ამ ვითარების შერბილება მედიაკრატიული იმპროვიზაციებით ვერ ხერხდება. სუვერენული ინდივიდისათვის არაფერს ნიშნავს პრინციპი, იდეა და ყოველივე ის, რაც მისი სუვერენობის საზღვრებს სცილდება. მკვიდრდება ისეთი სოციალური რეგლამენტი, რომელშიც გამორიცხულია არსებობდეს დიდი ადამიანი. ამავე დროს ტელემედია ხელისუფლების ფუნქციონერებს დიდ ადამიანებად წარმოაჩენს, რომელთაც აქვთ პრინციპები და იდეები.
ვთქვათ, მავანი არის მხარის გუბერნატორი ან ქალაქის მერი. ის მთელი გულით მუშაობს და სურს, რომ 4 წლის შემდეგ კვლავ აირჩიონ ამ პოსტზე. როდესაც ის ელექტორატს ხვდება, თავის ნამუშევარზე მიუთითებს. კონკურენტი კანდიდატი გუბერნატორის ან მერის პოსტზე არის მდიდარი, ქირაობს იმიჯმეიკერებსა და PR-მენეჯერებს, რომელნიც ელექტორატის კაპრიზულობის პროვოცირებას ახდენენ და არწმუნებენ ინდივიდების არითმეტიკულ ჯამს, რომ ახალი გუბერნატორი ან ახალი მერი უფრო მეტს გააკეთებს და რაც ძველმა გააკეთა, ეს ისეთი არაფერია. ელექტორატი ირჩევს ახალ მოხელეს და მცირე ხანში ხედავს, რომ ის მოტყუვდა ამ ახალი მოხელის იმიჯმეიკერთა მიერ. ძველი მოხელის ნამუშევარი იმიჯმეიკერთა ყალთაბანდობით მნიშვნელობას კარგავს და ელექტორატი მას მალე ივიწყებს. ასეთი რამ ძალზე ბევრჯერ მომხდარა პოსტსაბჭოთა სინამდვილეში. ელექტორატის ამყოლ-დამყოლობა, რომელსაც თვალთმაქცურად ხალხის არჩევანი ეწოდა, არაა იმის გარანტია, რომ ხელისუფლების სათავეში უთუოდ ღირსეული ადამიანი მოვა. ასე რომ იყოს, PR-მენეჯმენტის როლი უზომოდ არ გაიზრდებოდა. ამომრჩევლებს არაფერი საერთო არა აქვთ ერთმანეთთან. ისინი იკრიბებიან საარჩევნო ურნებთან და იშლებიან. არჩევნები შარშანდელი რთველივით მალე ავიწყდებათ. აღარც საკუთარი პოლიტიკური არჩევანი ახსოვთ. თU გუშინ მის გამო ერთი ალიაქოთი იდგა, დღეს მისი ხსენებაც კი უსიამოა.
ოთხი წელი იყავი და წადი. არა აქვს აზრი საკუთარი უნარის ბოლომდე გამოვლენას, თუნდაც ეს გენიალობა იყოს. ეს გენიალობაც მყისვე კონვენციური და მექანიკური ურთიერთობების საზღვრებში მოთავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არავინ არაფრად ჩააგდებს. ინდივიდთა არითმეტიკული ჯამი ცხოვრობს ფიზიოლოგიური შანტაჟით. ცხადია, ეს ლამაზ-ლამაზი სიტყვებით იფარება. აქ დგება მეგალოთიმიის ძალაუფლებასთან მიმართების პრობლემა. თუ მეგალოთიმია მხოლოდ ბიზნესსა და სპორტშია დაშვებული, მაშინ ბიზნესი, როგორც ეკონომიკური ძალაუფლება ცდილობს შთანთქოს პოლიტიკური ძალაუფლება. დღეს ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ.
ფუკუიამა მიუთითებს, რომ მეგალოთიმიის პრობლემა ლიბერალურმა დემოკრატიამ კანონის უზენაესობით, უფლებათა დაცვით პირობითად გადაჭრა და ამ მიზნითვე შექმნა მან თანამედროვე ეკონომიკა (ფრენსის ფუკუიამა. ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი .ჩIPDD. თბ., 1999, გვ. 341-342). მაგრამ ფუკუიამავე მსჯელობს, რომ `დაძაბულობა და დაპირისპირება გარდაუვალია ეგალიტარული საზოგადოების იზოთიმოტურ იდეალებსა და ამგვარი საზოგადოების შესაქმნელად აუცილებელ მეგალოთიმოტურ ტიპებს შორის~ (იქვე, გვ.313).
პლურალიზმი ხელს არ უშლის ტოტალურ მექანიცისტურ ჰომოგენიზაციას საზოგადოებაში. პროგნოსტიკულ გამოთვლათა მიუხედავად მომავალი გაურკვეველია. ადვილია ახსენო ზნეობა და სულიერება. ეს არაა საკმარისი. რაღაც დიდი და საზარელი მოდის. გენიალური იყო ის ადამიანი, ვინც სრულად გაიაზრა, რომ კონცლაგერი შეიძლება არსებობდეს მავთულხლართების, სახრჩობელების, კრემატორიუმების, უნიფორმების გარეშე და ეს იქნებოდა მთელი საზოგადოება.
ნებისმიერი განსჯა გადაიქცა გამომსახველობის ტექნიკად და ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე განსჯა. ადამიანი ამ ტექნიკის მექანიკური დანამატი ხდება. ეს ყველაზე უკეთ ჩანს ტელემედიის მუშაობაში. ტექნოლოგემა, რომ ადამიანი მანქანაა, სულ უფრო ექსტრემისტული და აბსოლუტისტური ხდება. სპექტაკლის საზოგადოების დაუსრულებელი იმპროვიზაციები და ჰუმანური სიმულაციები ამ ვითარების გადასხვაფერებას ემსახურება. ირგვლივ აუწონელი ბოღმა, შურის ოკეანე, ანონიმურობა და ვირთხების სილაღეა.
ხელშეკრულებისა და კონტრაქტის ფეტიშიზება სპექტაკლის საზოგადოებაში იმის დამადასტურებელია, რომ ყველა ურთიერთობა ყალბი და დროებითია და საჭირო ხდება თვალთვალის, დასმენის, ისტერიის დამკვიდრება. ასეთი საზოგადოება უმცირეს ზნეობრივ მინიმუმსაც ვერ იცავს და სარჩელებს, სასამართლო პროცესებს, დავებს ბოლო არ უჩანს. ასეთ ვითარებაში სახელისუფლო იდეოლოგია ადამიანისაგან მაინც ისევ იმ იდეურობასა და ენთუზიაზმს მოითხოვს, რასაც თვითონვე აბათილებს და ყოველგვარ აზრს უკარგავს. ეს კი მეტად საგულისყურო რამ არის. ადამიანს მოუწოდებენ იყოს იდეური და ამავე დროს მას უბიძგებენ უარყოს ყველა ღირებულება და გამოავლინოს თვალთმაქცობა. სპექტაკლში ჩართულია ყველა, მეეზოვიდან პრეზიდენტამდე. დღეს ისევე ისტერიულად ამტკიცებენ რაღაცის შესახებ, როგორც გუშინ ამტკიცებდნენ საპირისპიროს. კარიერა გარანტირებული აქვს მას, ვინც ადაპტირების უნარს ავლენს და ყველაფერს მოერგება. მთელი დემოკრატია ეს არის და ეს.
დასავლურ სოციოლოგიაში არსებობს `პროგრამირებული საზოგადოების~ ცნება. PR-ტექნოლოგიების ერთადერთი მიზანი არის საზოგადოების პროგრამირება და ადამიანისადმი ტექნიცისტური მიდგომის, სრული სოციალური მექანიკურობის დამკვიდრება. როდესაც საუბრობენ პროგნოზირებად ქმედებაზე, აქ იგულისხმება მექანიკური არსებებისაგან შემდგარი პროგრამირებული საზოგადოება. ლექსემა `პროგნოზირებადი ქმე­დე­ბა~ დადებითი მნიშვნელობის მქონეა. პროგნოზირება კი ინტელექტუალურ სიმაღლედ საღდება უამრავი პოლიტტექნოლოგის, ექსპერტისა და ანალიტიკოსის მიერ. არაპროგნოზირებადი ქმედება უარყოფითი მნიშვნელობის მქონეა და ის გამოიყენება პროპაგანდისტული სტიგმატიზაციის მიზნით. ამავე მიზნით გამოიყენება მართვის ცნება. ითქმის, რომ რაღაც მოვლენა მართულია, რაღაც მოვლენა უმართავია. მართვის ცნება სპექტაკლთან და საზოგადოების პროგრამირებასთანაა დაკავშირებული. მართვის ცნება ხელისუფლების მიერ ყოველივეს კონტროლირების მნიშვნელობით დადებით კონტექსტში გამოიყენება. ამავე დროს ეს ცნება გამოიყენება როგორც ინვექტივა, ბრალდება და მხილება. მაგალითად, პოლიტიკოსი ამბობს: `გარკვეული ძალების მიერ მართული პროცესები~, `მართული პიროვნების პროვოკაცია~, `ჩემთვის უცნობია, რა ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა ასეთი ფაქტი~, `ისინი ბნელი ძალების მიერ იმართებიან~, `ამას უცხო ქვეყანა მართავს~ და ა.შ.
ხშირად გვინახავს სარეკლამო განცხადებები: `გახდით ლობისტი, იმიჯმეიკერი, PR-მენეჯერი (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი) და თქვენ შეგეძლებათ მართოთ საზოგადოება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში.~
ამ განცხადებაში მართვას არა მხოლოდ დადებითი, არამედ ელიტური აზრიც აქვს. სპექტაკლის საზოგადოების აგრესიული მეხოტბეობა მედიაკრატიის მიერ ყველაფერს უგულებელჰყოფს. თვით საეკლესიო ღვთისმსახურების ტელეჩვენება სპექტაკლის საზოგადოების აპოლოგიად იქცევა.
PR-ტექნოლოგი, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი და მისთანანი მიჩნეულ არიან რაღაც განსაკუთრებული ცოდნის, დაფარული სიბრძნის მფლობელებად, სპექტაკლის საზოგადოების ავგუსტალებად. თუ მათ საზოგადოება შეიძლება მართონ `ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში~, მაშინ ეს ადამიანის მანქანურობისა და ნეომექანიციზმის გამარჯვების კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს რაციონალიზმისა და რეპრესიული ლოგიკის ყოვლისმომცველობის პრეტენზიას გვიჩვენებს.
ის, რომ საზოგადოება ყოველთვის იმართება PR-ცოდნით, არაა დასაგმობი. მთავარია, მას ხელისუფლება მართავდეს. თU საზოგადოებას სხვა მართავს, მაშინ ადამიანებს ამხელენ და ამუნათებენ, რომ ისინი მართUლნი არიან, რომ ისინი იმართებიან დესტრუქციული ძალების მიერ. აქ, ცხადია, გულისხმობენ, რომ ადამიანები, რომელნიც იმართებიან, მოკლებულნი არიან ადამიანობას, ხოლო მოვლენა, რომლის მონაწილენიც ეს მართული ადამიანები არიან, უთუოდ სპექტაკლია. აქაც ისევ ის ზემოთაღნიშნული ორაზროვნება ვლინდება. ადამიანს თავისუფლების სახელით ყველა ღირებულების უარყოფისაკენ უბიძგებენ და ამავე დროს მისგან მოითხოვენ იდეურობასა და ზნეობრიობას. ამ ვითარების გააზრება არ ხდება.
როგორ არის შესაძლებელი ის ადამიანთა ერთობა, რომელიც PR-მენეჯერმა, პოლიტტექნოლოგმა შეიძლება მართონ `ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში?~ რატომ არის ასეთი რამ სასახელო და ელიტურობის ნიშანი?
თუ PR-მენეჯერი მართავს საზოგადოებას, როგორ უნდა გავარკვიოთ მართვის პოზიტიურობა ან ნეგატიურობა? მმართველის მმართველი ვინ შეიძლება იყოს? თუ PR-მენეჯერი ასეთი ინტელექტუალი და მოგვია, რატომ არის, რომ მისი მსჯელობა თაღლითობის მეტი არაფერია?
ახლა შემდეგი ვიკითხოთ: PR-მენეჯერი ნებისმიერ სიტუაციაში მართავს საზოგადოებას და ეს დემოკრატიის მიღწევად წარმოჩინდება. ამავე დროს ითქმის, რომ ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და ამით მოიპოვება ძალაუფლების ლეგიტიმურობა. აქ ხალხი მოიაზრება არა მხოლოდ უმაღლეს სამართლებრივ ინსტანციად, არამედ ზნეობრივ კრიტერიუმადაც. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ PR-მენეჯერის ავგურობა რაღა საჭიროა? თუ ხალხი არაა უმაღლესი მსაჯული, მაშინ ასეთი PR-მენეჯერი უნდა იყოს, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ხალხის მართვა. თუ ეს ასეა, დემოკრატიის იდეისგან რაღა რჩება?
დღეს ამ საკითხთა ყურადღების მიღმა დატოვება მიუტევებელია. ლიბერალ-დემოკრატიზმს რაც ემართება, ჩვენ წინა გამოკვლევაში განვიხილეთ.
ტანსაცმლის, შოუბიზნესის, ტელევიზიის მაგია ადამიანთა უძლურ და უბადრუკ სულებზე მომნუსხველ გავლენას ახდენს. საესტრადო ხელოვნება თავისი მზარდი ექსტრავაგანტულობით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ადამიანი თავისუფალია, გონითი არსებაა. ასეთი ქიმერული თავისუფლების ერთ-ერთ ატრიბუტად იქცა ფიჭური ტელეფონი. კონკრეტულია აბონენტის ნომერი, ასევე შემავალი და გამავალი ზარები, მაგრამ არავინ რეკავს არავისთან. ანონიმური მექანიკურობის ეს სიმბოლო სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ადამიანის ცხოვრებაში.
მოდით, ესტრადითა და ტელევიზიით გაქსუებულ ადამიანს არ შეუძლია გაუძლოს მინიმალურ ზნეობრივ ძალისხმევას. ის არსებობს როგორც თოჯინა, როგორც ბიოლოგიური ავტომატი, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ანგელოზურ ბუნებასთანაა ნაზიარები. თაობა თაობას მისდევს და თანამედროვე ტექნიკის საკვირველი მიღწევები ამ ვითარებას მხოლოდ უფრო და უფრო ამძიმებს. თითქოს პირიქით უნდა იყოს.
ვინ და როგორ უნდა გაარკვიოს დისკრეტული ინდივიდების საზოგადოებაში ის, მე სხვათა მსგავსი მექანიკური არსება ვარ, თუ მართლა მაქვს რაღაც სულიერი ნაპერწკალი? სად არის საზოგადოებაში ასეთი ადამიანთშორისი ურთიერთობები? თუ მე მაქვს სულიერი ნამუშაკარი და საზოგადოება კი ამას არ არკვევს, მაშინ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ჩემსა და საზოგადოებას შორის? როგორ უნდა ავიცილო თავიდან დიდი კონფლიქტი საზოგადოებასთან ისე, რომ სინდისთან კომპრომისებს არ ვსაჭიროებდე?
თუ საზოგადოებამ იცის ჩემი სულიერი ნამუშაკარის შესახებ, შეუძლია კი მას ერთი ადამიანის გულისათვის მცირედი მაინც დათმოს? თუ საზოგადოება განზრახ ხუჭავს თვალს ჩემს ნამუშაკარზე, რაღა აზრი აქვს იმას, რომ საზოგადოება ინდივიდის თავისუფლების სახელით ერთთავად სინდის-ნამუსს ირწმუნება? ეთიკაზე ამდენ ლაპარაკსა და საგაზეთო გულითადობას რაიმე აზრი და ღირებულება რომ ჰქონდეს, მას ასე არ მიმოყრიდნენ ყველგან ხმელი ფოთოლივით.
საზოგადოებაში მიმდინარე მუდმივ სპექტაკლსავე უკავშირდება სპეცსამსახურებზე განუწყვეტელი მითითებანი. ყველაფერზე ითქმის, რომ სპეცსამსახურების მოწყობილია და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასწამონ ცილი, რომ ის `იმართება გარკვეული ძალებისაგან~. საზოგადოებას კი არ შეუძლია გაარკვიოს, მავანი იდეურობის გამო აკეთებს რაღაცას, თუ სპექტაკლს ქმნის. თუ საზოგადოებას ეს არ შეუძლია, მაშნ რა აზრი აქვს ვინმეს სიცრუეში მხილებას? ასეთი მხილებით სავსეა გაზეთები. ხშირად ითქმის, რომ რაღაც მოვლენა დადგმული სპექტაკლი იყო. აქ ისე გამოდის, რომ სპექტაკლი შეიძლება არ იყოს დადგმული. გამოთქმით `დადგმული სპექტაკლი~ ცდილობენ ხოლმე სიცრუის მასშტაბის ხაზგასმას. სპექტაკლი დადგმას გულისხმობს და დადგმული სპექტაკლი პლეონაზმი და ემფატიკური გამოთქმაა.
რატომ სწორედ ევროპულ აზროვნებაში და სწორედ საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინა პერიოდში წარმოიშვა ფილოსოფემა ადამიანი-მანქანა და მექანიციზმის თეორია? დეკარტის მოძღვრებამ ევროპული ფილოსოფიის წინაშე ახალი ჰორიზონტი გახსნა, მაგრამ მისმა მოძღვრებამვე ჩაუყარა საფუძველი მექანიციზმს. დეკარტი ორსახოვანია. გამოთქვა კი მან სრულად თავის ხშირად ბუნდოვან ნააზრევში ის, რასაც გონების ძალით სწვდებოდა? მეტად საყურადღებო იქნებოდა ფილოსოფიის ისტორიის მცოდნე თანამედროვე თეოლოგის აზრი დეკარტის ამ ორსახოვნების შესახებ. მამარდაშვილი დეკარტს ფილოსოფიის ისტორიაში ყველაზე იდუმალ ფილოსოფოსად მიიჩნევდა. ჰუსერლი მიუთითებდა დეკარტის მოძღვრების დაფარულ ორაზროვნებაზე. განვითარდებოდა კი ევროპული ფილოსოფიური, საბუნებისმეტყველო, სოციალურ-პოლიტიკური აზროვნება, რომ ყოფილიყო მხოლოდ დეკარტის შემეცნების თეორია და არ ყოფილიყო დეკარტის მექანიციზმი?
აღიარო, რომ ადამიანი მექანიკური არსებაა, ნიშნავს ამხილო ქრისტიანული ღმერთი სიცრუეში. ამიტომ მერყეობდა ბევრგან დეკარტი და ღმერთზე არა მხოლოდ იეზუიტთაგან დევნის გამო მიუთითებდა თავის ნააზრევში.
დეკარტის შემდეგ მექანიციზმმა უფრო ექსტრემისტული სახე მიიღო, უარყო ღმერთი და თეოლოგიაზე იერიში მიიტანა. მატერიალიზმი და ათეიზმი კი გნოსტიციზმის ახლებურ გამოვლინებად იქცა. ამ ექსტრემიზმს უნდა უმადლოდეს მეცნიერება და ტექნიკა თავის განვითარებას.
ლამეტრი და ჰოლბახი რუსები რომ ყოფილიყვნენ და ფრანგული მატერიალიზმი რუსეთში წარმოშობილიყო, ნეოლიბერალიზმის იდეოლოგია ამას `რუსული სულის ავტორიტარულობას~ დაუკავშირებდა. ნეოლიბერალიზმი სპექტაკლურობაში ბოლშევიზმს და მთლიანად ბიზანტიზმის იდეას ამხელს. აქ, ცხადია, იგულისხმება, რომ დასავლეთის წარსულიც და აწმყოც ნამდვილია, არასპექტაკლურია.
თუ ბიზანტიზმის წარსული ასე უარიყოფა, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ სპექტაკლი იყო, როდესაც ბიზანტიის ბასილევსი დიდებულ აუდიენციას უწყობდა ბალკანეთიდან მოსულ ბარბაროს სტუმრებს. სპექტაკლი იყო ის, როდესაც კნიაზ იგორის ქვრივი ოლგა მიიღეს და მონათლეს ბასილევსმა კონსტანტინე VII-მ და ბიზანტიის პატრიარქმა.
თუ ეს და მრავალი სხვა მოვლენა ბიზანტიის ისტორიიდან (ოიკუმენის იდეისათვის ბრძოლა, ბიზანტიური ლიტურგია და პოლიფონია და ა.შ) იყო სპექტაკლი, მაშინ კათოლიციზმიც თავისი მისიონერობით შორეულ ქვეყნებში და მთლიანად ქრიატიანობაც სპექტაკლი ყოფილა. ჰოლბახისა და მთლიანად ფრანგი ენციკლოპედისტების ნააზრევი ამას ამტკიცებს. ნეოლიბერალიზმის იდეოლოგია კი ფრანგ ათეისტთა შესახებ არას ამბობს. იგი წარსულის ფაქტების მანიპულირებით ხელს უწყობს მექანიკური ურთიერთობების ნორმატიზებას გლობალური მასშტაბით. მხოლოდ ასეთი მზაკვრობით აღსრულდება აბსოლუტური ბაზრის ადეპტთა განზრახულობანი. ხალხების სიბილწე და სიმხდალე, მონათა ვირტუოზული პოზიორობა ყველაზე უკეთ მართლდება სწორედ მექანიკური ურთიერთობებით, დემონსტრაციული პროტოკოლურობითა და ფორმალობით, ინტერნაციონალური მედიაკრატიული სპექტაკლით, რომელსაც თავისუფლება და დემოკრატია ეწოდება. გლობალურმა სპექტაკლმა და PR-მანქანის აბსოლუტიზაციამ თავისდა უნებლიედ სულ უფრო დაუფარავად წარმოაჩინა ხალხების სულმდაბლობა. ეს ხდება სწორედ დღეს, XXI საუკუნის დასაწყისში. ხალხები ითხოვენ მაქსიმუმს, მაგრამ არ შეუძლიათ დაიცვან მინიმუმი. ამის გამო მათი თვალთმაქცობა უსაზღვროა. სპექტაკლის საზოგადოებაში ინდივიდი არის არა მოქალაქე, არამედ ჰომო ვიდენს (ადამიანი მაყურებელი), რომელიც თავისსავე თვალისსეირს უცქერს. ამ დროს საზოგადოების განუწყვეტელი მითითებანი ქრისტიანობაზე სასაცილოა. ასეთი მითითებები რელიგიის სპექტაკლად ქცევას გვიჩვენებს. ადამიანის ღვთიურობის რწმენის შენარჩUნება უფრო გაძნელდა.
გვიანდელი პლატონი თავის `კანონებში~ ამბობს, რომ ადამიანი მხოლოდ თოჯინაა (πაიყვიოვ) ღმერთების ხელში (I 644 -ე). იქვე პლატონი ამბობს, რომ ადამიანი ყველაფერს ღმერთების ნებით აკეთებს. ამ თოჯინას ღმერთები ძაფებით ათამაშებენ (VII 803 c – 804 b). ადამიანი, პლატონის თანახმად, იმ ძაფისაკენ უნდა ისწრაფოდეს, რომელიც გონებისაა. კაცნი უმეტესწილად თოჯინები არიან და მხოლოდ მცირედ თანაეზიარებიან ჭეშმარიტებას (804 b). პლატონის ასეთი მსჯელობა უარყოფს მთელ მის ფილოსოფიას. თუ ადამიანი ღმერთების ხელში სათამაშოა, როგორ უნდა მოიძიოს მან თავის თავში ის ნება, რომელიც მას გონების ძაფისაკენ სწრაფვაში შეუწყობს ხელს? პლატონის ფილოსოფიის ეს სიძნელე ქრისტიანულ თეოლოგიაში ღვთის ნებისა და კაცის ნამოქმედარის შეთანხმების გადაუწყვეტ პრობლემაში გამოვლინდა.
რატომ შეეჭვდა გვიანდელი პლატონი ადამიანის არსებასა და ღმერთის სიმართლეში? `კანონებში~ ის მსჯელობს ორ მსოფლიო სულზე, კეთილსა და ბოროტზე (X 896 c – 897 a). იქვე საუბარია კეთილ ერთიან მსოფლიო სულზე. (იხ. ასევე 896 d-e _ 897 a-d, 898 c, 902 e -903 a). გნოსტიციზმი და ბოგომილობა ქრისტიანობასთან ძირითადად ამ საკითხზე კამათობდა. ფრანგმა ენციკლოპედისტებმა ქრისტიანობა ბოროტებად მიიჩნიეს და მათ მიერ ეკლესიასთან დაწყებული კამათი დღემდე გრძელდება. გავიხსენოთ, რომ ვოლტერი თავიდან ეთანხმებოდა ლაიბნიცის თეოდიცეას. 1755 წლის მიწისძვრამ ლისაბონში 30 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიური უბედურების გააზრება კვლავ პოლიტიკურ კრიტიკად იქცა. ვოლტერმა პოემაში `ლისაბონის დაღუპვის შესახებ~ (1756 წ.) უარი თქვა ლაიბნიცის მსოფლიო ჰარმონიის იდეაზე. მოთხრობაში `კანდიდი, ანუ ოპტიმიზმი~ (1758 წ.) ვოლტერმა შესაქმის გამამართლებელი ლაიბნიცისეული იდეა ირონიის საგნად აქცია. ამავე დროს, ვოლტერს სწამდა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტებისა და ადამიანის სრულყოფა სამყაროს უკეთესს გახდიდა. ვოლტერიც უტოპისტი იყო და მან აღწერა იდეალური სახელმწიფო – ელდორადო. ვოლტერმა უარყო ლაიბნიცის ოპტიმიზმი და მისი განაზრება ადამიანის სრულყოფის შესახებ საფუძვლად დაედო ევროპულ რევოლუციონიზმს. ლაიბნიცის თეოდიცეა კი ამ რევოლუციონიზმმა თავისთვის ხელისშემშლელად მიიჩნია. ვოლტერმა თავისი მებრძოლი ანტიკლერიკალიზმის გამო ყურადღება არ მიაქცია გნოსტიციზმსა და ალბიგოიზმს. გამოთქვა კი ვოლტერმა ბოლომდე ის, რასაც ფიქრობდა ღმერთსა და შესაქმეზე?
პლატონი უფრო ბნელია და ბუნდოვანი, ვიდრე დეკარტი. ეს შესამეცნებ საკითხთა სიძნელისაგან მომდინარეობს. ათეისტობა ვერ დაგვეხმარება ამ სიძნელისაგან თავის დახსნაში. ფრანგ ენციკლოპედისტებს, განსაკუთრებით დიდროს, ეს კარგად ესმოდათ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ფრანგ განმანათლებელთა იდეურ მემკვიდრეს – ნიცშეს ათეიზმის პრობლემურობა ღრმად ჰქონდა გააზრებული. ნაშრომში `ნება ძალაუფლებისაკენ~ ($421) ნიცშე ამბობს, რომ სურს შექმნას ფილოსოფოსის იდეალი, რომელიც ყველაზე ძნელი მისაღწევია.
სპექტაკლის საზოგადოებაში ასეთ იდეალზე არ ფიქრობენ. სპექტაკლისათვის სულ ერთია ქრისტიანობა და ათეიზმი, ყველა დიდი მოაზროვნე და მათ მიერ დასმული საკითხები. სპექტაკლის საზოგადოების არგუმენტირებული კრიტიკისგანაც სპექტაკლი იქმნება. აბსოლუტური რაციონალობის ასეთი გამოვლინება მაინც ვერ სწვდება და ვერ იპყრობს შეუცნობელ მომავალს. სპექტაკლის საზოგადოების აგრესიული აწმყო ვერ იცილებს შიშს მომავლის გამო. ჯერ კიდევ მდუმარე მომავალი კი ამ აწმყოს გაცამტვერებას უქადის.
წერილი მესამე
მედიაკრატია ხშირად აღნიშნავს ხოლმე სპეცსამსახურებისა და აგენტების შესახებ. ამის მიუხედავად, ძნელად სადმე მოიძებნება იმის საფუძვლიანი ანალიზი, რაც ხდება ჩვენს თანამედროვეობაში. ქვემოთ შევეცდებით გავარკვიოთ რეპრესიული ორგანოების, პირველ რიგში, უშიშროების როლი პოსტსაბჭოთა რეალიების ჩამოყალიბებაში. მიგვაჩნია, რომ ასეთი ანალიზი აუცილებელია მრავალი მოვლენის შემეცნებაში.
პოსტსაბჭოთა უახლოესი წარსული (1992-99 წლები) ყალიბდებოდა აგენტურული ამერიკულ-რუსული ინტერნაციონალის მრავალი ფარული შეთანხმებით, რომელნიც მთავრობათა შორის დოკუმენტურად გაფორმებულ ოფიციალურ შეთანხმებებზე მაღლა დგანან.
საბჭოთა იმპერიის ასეთი გაუგონარი დათმობები და სოციალისტუირი სისტემის დემონტაჟი გადაწყვეტილი იყო ГБ-ს გენერალიტეტის მიერ. ანტისაბჭოთა დისიდენტობა საბჭოთა კავშირის დაშლას ვერასოდეს შეძლებდა. უდიდესი სოციალისტური იმპერიის დაშლის დროიდან დაიდო მრავალი ფარული შეთანხმება ГБ -სა და CIA-ს შორის. იდეოლოგიური ბარიერების მოხსნამ, მარქსიზმ-ლენინიზმის გაუქმებამ უფრო დააახლოვა ეს ორი რეპრესიული ინსტიტუტი. როგორც ГБ -ს, ასევე CIA-ს ანალიტიკური ცენტრებისათვის, სისტემათა განსხვავებულობის მიუხედავად ყველა საკითხში ერთნაირი სიძნელეები იყო დასაძლევი.
ГБ -ს გენერალიტეტმა რუსული მედიაკრატიის საშუალებით ყველას დაუმტკიცა, რომ საბჭოთა ხალხის ენთუზიაზმი, თავგანწირვა და გმირული ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის სისულელე იყო. ამ მიზნით იქნა გამოყენებული რუსული ეკლესიაც. რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ 1992-93 წლებში სწრაფად აითვისა დასავლური PR-ტექნოლოგიები. ამ ელიტამ რამდენიმე წელიწადში ბოლო მოუღო იმას, რაც საბჭოთა ადამიანების რწმენითა და დისციპლინირებულობით იქმნებოდა. ГБ -სა და CIA-ს შორის დადებულ ფარულ შეთანხმებათა მიუხედავად, დასავლეთმა არ მიიღო რუსეთი თავის სრულუფლებიან წევრად, არ მოხდა რუსეთის უსწრაფესი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში. დასავლეთში მაინც თავი იჩინა რასისტულმა სიძულვილმა რუსების მიმართ, ასევე სიძულვილმა მთლიანად მართლმადიდებლობის მიმართ.
პოლიტიკური ელიტა, მედიაკრატია და მათთან ერთად ეკლესია უღვთოდ ცრუობენ. რუსული მსხვილი ბიზნესი და უშიშროება ერთი მთლიანობაა. იგი ლამის ყოვლისშემძლეა, მაგრამ რუსეთის მომავალთან დაკავშირებული ვერც ერთი საკითხი მან ვერ გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ განაცხადა საკუთარი ლიდერობის შესახებ.
ГБ -სა და CIA-ს შორის ფარული შეთანხმების ძალით პუტინი პრეზიდენტად დაინიშნა ელცინის მშვიდობიანად გადაყენების შემდეგ. სახელმწიფო დამნაშავემ, თავის დროზე (1988-91 წლები) დისიდენტმა ელცინმა მიიღო ხელ­შე­უხებ­ლო­ბის ყველა გარანტია და მას ყველაფერი მართლაც რომ ხახვივით შერჩა. ელცინი თავისი პრეზიდენტობისას იყო დასავლური ნეოლიბერალიზმის ადგილობრივი ადეპტი და დასავლეთმა თავი მოვალედ მიიჩნია ის დაეცვა. ელცინის გადაყენებიდან მალევე გამოვიდა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული წიგნი, რომელშიც მოთხრობილია მის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის შესახებ. ასეთი სიცრუით წარმოჩნდა, რომ არანაირი განსხვავება კეთილსა და ბოროტს შორის არ ყოფილა. ორივე ღირებულია მხოლოდ როგორც მანიპულაციის საგანი. უშიშროებიდან მოსული გენერალი პუტინი მრავალმა ადამიანმა, ვისაც გული შესტკიოდა დამცირებულ და მოტყუებულ რუსეთზე, გონს მოსული პოლიტიკური ელიტისა და პატრიოტული წრეების წარმომადგენლად ჩათვალა. ადამიანთა ყველაზე მეტად მოსაფრთხილებელი გრძნობა რუსულმა PR-მანქანამ მანიპულაციის საგნად აქცია. გავიხსენოთ პუტინის პრეზიდენტად დანიშვნის წინ მიმდინარე პოლიტიკური კამპანია, როდესაც სიცრუეს თავი მიაჩნდა ჭეშმარიტებად. ამ დროს აღარ ისმოდა ცნობილი რუსი ანტისაბჭოთა დისიდენტების ხმა და თუ ვინმემ რამე თქვა, ის მედიაკრატიისათვის აღარ იყო რამენაირად ღირებული. სოლჟენიცინის მოთხოვნა Жить не по лжи გაიგებოდა ისე, რომ სიცრუე მხოლოდ საბჭოთა სისტემა იყო და მისი უარყოფა დისიდენტი მწერლის ამ მოთხოვნას უთუოდ განახორციელებდა. ასე კი არ მოხდა.
მეორე საპრეზიდენტო ვადას პუტინი ხელმოცარული ამთავრებს. ის არაა და ვერ იქნება რუსეთის პატრიოტი. ის ვერ იქნება ევრაზიელი პოლიტიკოსი და მისი მმართველობა PR – მენეჯმენტის რაფინირებულობის გამოხატულებაა. ГБ -ს კაპი­ტა­ლიზებულმა გენერალიტეტმა ვერანაირ იდეურ მოძრაობას ვერ ჩაუყარა საფუძველი. პუტინის მმართველობა არის სპექტაკლი, რომელშიც ძალზე უხვად გამოიყენება პატრიოტიზმის ელემენტები, რუსეთის იმპერიული წარსულის სიმბოლოები. ამ სპექტაკლით გენერალიტეტმა თავისი ქონების უსაფრთხოებისათვის მეტი გარანტიები მოიპოვა. ეს არის და ეს. ისიც გავიხსენოთ, რომ ელცინი თავისი პრეზიდენტობისას, კრიმინალური პრივატიზაციის გამო გამოთქმული აღშფოთებისათვის სამოქალაქო ომით დაიმუქრა.
პრეზიდენტურა ბანალური მანიპულაციის შემადგენელი ნაწილია. პრეზიდენტის სპექტაკლში მონაწილეობა ნამდვილობისა და ზნეობრიობის მოჩვენებითობას ერთიათად ზრდის.
პრეზიდენტის გადაყენების PR-ტექნოლოგიური ციკლი განხორციელდა საქართველოშიც. სახელმწიფო დამნაშავე შევარდნაძემ მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია. ვითომ რუსეთთან ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლი საქართველოს პოლიტიკური ელიტა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს სინამდვილეში შეთანხმებული იყო ГБ -ს გენერალიტეტთან, დღევანდელ ÔÑÁ – თან. ქართული მედიაკრატიის მიერ რუსეთის კილვა და მის ძრახვაში თავის გამოდება არის პოლიტიკური სინამდვილის უმნიშვნელო, პროფანული ქვედა დონე. ამავე დროს მედიაკრატიის ასეთი საქმიანობა არის ის კამუფლაჟი, რომელიც ქმნის საზოგადოებისა და განსაკუთრებით ჟურნალისტთა კორპუსის იდეურობისა და პატრიოტობის მოჩვენებითობას.
ელცინის მმართველობის დროს მოხდა კრიმინალური წრეების პოლიტიზაცია და პოლიტიკური ელიტის მაფიიზაცია. ამ მოვლენამ ისეთი მასშტაბი და ინტენსივობა შეიძინა, რომ რუსეთის არსებობის საფუძვლებს დაემუქრა. პუტინის მიერ პოლიტიკური ინსტიტუტების ოპტიმიზაცია, მისი ეფექტურობის მიუხედავად, მაინც უმნიშვნელო მოვლენად რჩება, რომელიც მძიმე სინამდვილეზე მცირე გავლენას ახდენს.
ელცინის რუსეთთან მებრძოლი შევარდნაძის საქართველო იყო მცირე დანამატი ГБ – ჩIა-ს გლობალურ ფარულ შეთანხმებაში. საქართველოში სამოქალაქო ომის (1991 -94 წლები) დროს, შევარდნაძე დაიცვა ელცინის რუსეთმა და არ გამართლდა გამსახურდიას მომხრეთა ვარაუდი, რომ აფხაზეთის ომის წაგება, სოხუმის დაცემა, შევარდნაძის ხელისუფლებას დაამხობდა და ამის შემდეგ აფხაზეთში კვლავ ქართველები შევიდოდნენ. შევარდნაძე რუსეთმა იარაღით დაიცვა, დასავლეთმა კი, სიტყვით. 1993 წელს შევარდნაძის შეშინებული გარემოცვა თბილისში გამსახურდიას მოღალატეობაზე ყვიროდა და ტელევიზიის საშუალებით ცდილობდა რაც შეიძლება მეტი თბილისელის პოლიტიკური და ტრაიბალური ისტერიით ინფიცირებას. მაშინ ლაპარაკობდნენ მეგრელთა გაჟლეტაზე (რ.მიმინოშვილი, ვ. ადვაძე და სხვ.). გამსახურდიას მომხრე მეგრელთა პოზიციების რუსთა მიერ საავიაციო დაბომბვით ყველამ დაინახა, რომ რუსეთი შევარდნაძისათვის იბრძოლებდა. მან მოიყვანა ის საქართველოში და ისვე კბილებით იცავდა მას. მედიაში ეს მოვლენა გაფორმდა ისე, რომ დემოკრატ შევარდნაძეს დემოკრატიული რუსეთი დაეხმარა და არა იმპერიული რუსეთი, რომელსაც დემოკრატი შევარდნაძე დემოკრატ რუსებთან ერთად ებრძოდა. მაშინ ბევრს ლაყბობდნენ ორ რუსეთზე, რაც მოვლენის არსის შენიღბვის მიზნით გაკეთდა. ქართული ეროვნული მოძრაობა სამოქალაქო ომის დაწყებამვე უმნიშვნელოდ აქცია. ქართველთა მოღალატური ზნის აწყვეტამ და არნახულმა გაქანებამ ქართული კულტურის ყველა საფუძველს დიდი დარტყმები მიაყენა.
ბიზნესმენებად და ბანკირებად გარდასახულ რუს გენერლებსა და CIA-ს აგენტურას შორის იყო შეთანხმება, რომ გამსახურდიას მომხრენი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაენდოთ. ამავე დროს ქართულ მედიაში დასავლეთზე მოიმედეობის კამპანია მიმდინარეობდა. სისხლიან და ღალატიან სინამდვილეში ფამილარობას ეძლეოდა გასაქანი. დღესაც, ბუშის საქართველოში ჩამოსვლა (ამა წლის 9-10 მაისი), მედიაში გაიგება როგორც დასავლეთის უეჭველი ზრუნვა დემოკრატიის განმტკიცებისათვის მსოფლიოში.
1992-94 წლებში, რამდენიმე ათეული კაცის პოლიტიკური კარიერისა და ზღაპრულად გამდიდრების გამო ათასობით ადამიანი ამოწყდა. მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა თავისი კარიერითა და კეთილდღეობით იყო და არის დავალებული რუსეთის მთავრობისაგან. მედიაკრატიაში გაშლილი რუსების რასისტული გმობა პოლიტიკური იმპროვიზაციისა და შეურაცხადი ადამიანის თავისუფლების გარდა არაფერია. წლობით მიმდინარე ანტირუსული საგაზეთო კამპანია არამც და არამც არაა ქართველობის რაღაც მიზნისათვის ბრძოლის დამადასტურებელი. მრავალ ქართველს უეჭველად სწამს, რომ საქართველო დასავლეთს `ორგანულად ეკუთვნის~ და ქართველების ევროპაში მისვლას ვინმე ელოდება. ვითომ იმპერიულ რუსეთს ებრძვიან, მოსკოვში კი დაიარებიან, დიდი ხნით ან სულ იქ რჩებიან. აქ კი ისევ ისე აგრძელებენ ყაყანს კრემლის შესახებ.
ერთობ დამაფიქრებელია ანტისაბჭოთა დისიდენტურის პოლიტიკური ხვედრი პოსტსაბჭოთა სინამდვილეში. ანტისაბჭოთა დისიდენტებმა თავისი ბრძოლა მარქსიზმ-ლენინიზმის წინააღმდეგ ცალკე არებულ მოვლენად წარმოიდგინეს. ეს გაუმართლებელი იყო. დეკოლონიზაციის პერიოდის დროინდელ (XX ს-ის 50-70-იანი წლები) აზიელ და აფრიკელ დისიდენტებთან და ნაციონალურ-განმათავისუფლებელ მოძრაობებთან, ასევე საკუთარ დისიდენტებთან ( XX ს-ის 60-70-იანი წლები) ბრძოლის დიდი გამოცდილება დასავლურ სისტემას ჰქონდა. მან ეს გამოცდილება ქმედით არსენალად აქცია საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დასავლეთი აზიელ და აფრიკელ დისიდენტებს ისეთივე რეპრესიული ხერხებით ებრძოდა, როგორც საბჭოთა ხელისუფლება თავის დისიდენტებს. საკუთარი თავის გლობალურ ისტორიულ კონტექსტში დანახვა ანტისაბჭოთა დისიდენტებმა არ მოისურვეს, რადგან ეს მათ ანტიკომუნისტურ რიტორიკას წყალს შეუყენებდა. ჩვენთვის ეს დისიდენტური მოძრაობის არსისა და მისი უსახელო თანამედროვეობის გასაგებად მეტად მნიშვნელოვანი ვითარებაა. თუ დასავლეთს საკუთარ დისიდენტებთან ბრძოლის ასეთი გამოცდილება ჰქონდა, შეუძლებელია მისთვის საBჭოთა ბანაკში არსებული დისიდენტობა რაიმე განსაკუთრებული მოვლენა ყოფილიყო. დასავლეთმა კარგად გამოიყენა სოლჟენიცინის, სახაროვის, გამსახურდიას, სლეპაკის, აგურსკის და სხვა ანტისაბჭოთა დისიდენტების პროტესტი საბჭოთა სისტემის დისკრედიტაციისათვის. საუბედუროდ, საბჭოთა ბანაკმა, პირველ რიგში, ГБ -ს ანალიტიკურმა ცენტრებმა ვერ შეძლეს XX ს-ის 60-70-იანი წლების ევროპელ დისიდენტთა პროტესტის კაპიტალის სისტემის დისკრედიტაციისათვის გამოყენება, იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლება მთელ მსოფლიოში სოციალიზმის ექსპორტს ეწეოდა. საბჭოთა ხელისუფლებას რომ ევროპელ დისიდენტთა პროტესტის გამოყენება შესძლებოდა, დღეს ევრაზიის პოლიტიკური სინამდვილე სხვაგვარი იქნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რფ-ს ერაყში ამერიკელთა შეჭრისათვის უთუოდ ხელი უნდა შეეშალა. მხედველობაში გვაქვს 2003 წლის მარტში დაწყებული ომი. რფ-ს ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა ხელთ ჰქონდა, რათა წინ აღDგომოდა ბრიტანულ-ამერიკული კოალიციის ერაყში შესვლას. მან ეს არ გააკეთა სწორედ იმიტომ, რომ არსებობდა ფარული შეთანხმებანი ГБ CIA-ს შორის. ერაყში შეჭრის წინა პერიოდი (2003 წლის იანვარ-თებერვალი და ასევე წინა, 2002 წელი) ისლამურ აღმოსავლეთში რუსეთის, როგორც უმთავრესი ევრაზიული ფაქტორის გამოცდის დრო იყო. საკითხი ამ დროს უფრო დიდ რაღაცას ეხებოდა, ვიდრე დემოკრატია და ადამიანის უფლებებია. ამერიკულმა პოლიტიკამ ღიად დაამტკიცა, რომ მისთვის არის უფრო მნიშვნელოვანი რაღაც, ვიდრე დემოკრატია, ვიდრე გაეროს სტატუტი.
ჩIა-სა და პენტაგონის ანალიტიკური ცენტრების განსჯათა საწინააღმდეგოდ ერაყში სიტუაცია სულ უფრო დამძიმდა. სასწორზე დაიდო ლიბერალიზმისა და ევროპეიზმის ბედი. ისლამური ფუნდამენტალიზმი კიდევ უფრო მძვინვარე გახდა. ერაყის კრიზისში ბრალი ამერიკელებზე უწინ რუსებს მიუძღვით. ამერიკელები ბევრ რამეს ვერ გაბედავდნენ, რომ არა ГБ-ს კოლაბორაციონისტული პოლიტიკა. ГБ-ს CIA-სთან შეთან­ხმე­ბა­თა მიუხედავად, ლევიათანი უკვე რფ-ს საზღვრებთანაა და იგი ახლა ცდილობს თავისი მიზნებისათვის გამოიყენოს ფედერაციის მუსულმანთა ექსტრემიზმი. ისლამის დოლარით მოთვინიერებას ამერიკელები ვერ ახერხებენ.
რუსეთის დათმობამ ერაყის საკითხში მძიმე წანამძღვრები წარმოშვა. ასეთი დათმობის ფაქტიდან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ГБ – ჩIა-ს ფარულ შეთანხმებებს ეკო­ნო­მი­კუ­რი ხასიათი უფრო აქვთ, ვიდრე გეოპოლიტიკური. ამ შეთანხმებებმა წყალს გაატანა მეორე მსოფლიო ომის უდიდესი მიღწევა – გაეროს შექმნა. აზრი დაეკარგა ნაციზმის წინააღმდეგ მილიონობით საბჭოელი და დასავლელი ჯარისკაცის ბრძოლასა და უდიდეს მსხვერპლს. ერაყის კრიზისმა დაგვანახა, რომ არ არსებობს ერთიანი კაცობრიობა და საკაცობრიო ცივილიზაცია. ამ კრიზისმა გააცამტვერა ერთიანობის ის განცდა, რაც ნაციზმთან საერთო ბრძოლის შემდეგ დამკვიდრდა ვესტერნიზებულ მსოფლიოში.
ГБ – ჩIა-ს ფარულმა შეთანხმებებმა ჩამოწერა ყველაფერი და გადაიყვანა სპექტაკლის კატეგორიაში. წარსულის სპექტაკლი მედიაკრატიამ თანამედროვე სპექტაკლით შეცვალა.
რუსეთს მიუძღვის ბრალი იმაშიც, რომ ავღანეთში დღეისათვის მძიმე სიტუაციაა. გორბაჩოვის მმართველობის დროს ავღანეთიდან რუსეთის უკანმოუხედავად წამოსვლა (1989 წ.) გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ავღანეთიდან საზეიმო გამოსვლის შემდეგ რუსეთს ამ ქვეყანაში არ ჰქონია არანაირი პოლიტიკა. მრავალი წლის მანძილზე ეს ქვეყანა რუსეთს მივიწყებული ჰყავდა. დიდი მსხვერპლის ფასად, ავღანეთში რუსეთს შექმნილი ჰქონდა ის საფუძველი, რაზეც უნდა აგებულიყო სამერმისო ევრაზიული პოლიტიკა. რუსეთმა აზრი დაუკარგა საბჭოთა ჯარისკაცების ნაბრძოლსა და მსხვერპლს ისევე, როგორც მან ეს გააკეთა აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც მან უპასუხისმგებლოდ გამოიყვანა ჯარები ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებიდან. ისტორიაში ძნელია სხვა ისეთი ფაქტის მოძიება, როდესაც გამარჯვებული ქვეყანა საკუთარ მსხვერპლს აზრს ისე უკარგავდა, როგორც ეს რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპასა და ავღანეთში გააკეთა. ყოვლად მიუტევებელი სენტიმენტალური ნაბიჯი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა II ყრილობაზე დადგენილების მიღება, რომლის მიხედვითაც მორალურად და პოლიტიკურად დაიგმო საბჭოთა ჯარის ავღანეთში შეყვანა 1979 წლის დეკემბერში. ამას თან დაერთო ავღანეთის თემაზე საგაზეთო არტისტობათა ციკლი.
რუსეთში დაწყებული საჯარო თვითგვემისა და არტისტული მონანიების პანდემია საბჭოთა იმპერიისათვის დამღუპველი იყო. გორბაჩოვისეული გარდაქმნის დროიდან ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა სინამდვილის დასავლურ სპექტაკლიზაციას. სპექტაკლად იქცა სოლჟენიცინის ლიტერატურული მოღვაწეობა, სახაროვის რადიკალური პროტესტი.
მსოფლიომ და ,პირველ რიგში, დასავლეთმა, არად ჩააგდო რუსების მიერ ჯვარზე მითითებით ბოლშევიზმის დაგმობა. პირიქით, დასავლეთმა ეს ისევ რუსთა სამტროდ გამოიყენა. ძალზე ბევრი რამ, რაც უკვე დაწყებული იყო, გაბათილდა რუსთა სენტიმენტალიზმის გამო და თავიდან დასაწყები გახდა. რუსულმა ლიბერალურმა სპექტაკლმა 1992-93 წლებში, ასევე ელცინის დემაგოგიამ დაღუპა ის, რის შექმნასაც საბჭოთა პოლიტიკური ელიტის ხანგრძლივი ძალისხმევა მოხმარდა. სპექტაკლი გაცილებით მიმზიდველი და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა რუსი ლიბერალებისა და რეფორმატორებისათვის, ვიდრე პროზაული პოლიტიკური სინამდვილე ევრაზიასა და მთელ მსოფლიოში.
არ დაგვავიწყდეს, რომ კოლონიალიზმის დროს უცხოეთში დაღUპული თითოეული ინგლისელი ჯარისკაცი ბრიტანეთის იმპერიისათვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ევროპულ პრესაში ატეხილი ანტიბრიტანული ხმაური და ლამაზი ფრაზები. არც ის დაგვავიწყდეს, რომ დღეს, ყველაფრის მიუხედავად, ინგლისს ჩრდილოეთ ირლანდია რკინის მუშტით უჭირავს. ნურც გიბრალტარის სრუტისა და ფოლკლენდის კუნძულების საკითხებს დავივიწყებთ. ინგლისი არასოდეს დაიწყებს საკუთარი იმპერიული წარსულის მორალურ გმობას. ის მას პატივს მიაგებს ყოველთვის.
რუსეთსავე მიუძღვის ბრალი, რომ შუა აზიის ქვეყნებში ამერიკელთა პოლიტიკური გავლენა იზრდება. შუა აზიის ქვეყნებშიც, ისევე როგორც ავღანეთში, რუსეთს მრავალი წელი არ ჰქონია საკუთარი პოლიტიკა. პუტინის ხშირი მითითებანი რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ფარავს ამ ვითარებას.
რუსეთშიც და ამერიკაშიც სულ უფრო იზრდება უშიშროების სამსახურების როლი პოლიტიკაში. უშიშროებას ახლა ტერორიზმთან ბრძოლის სახელით შეუძლია გაამართლოს ყოვლისმომცველი კონტროლი, ახალი საიდენტიფიკაციო სისტემების სხვადასხვა სტრუქტურებში დანერგვა.
აგენტურულ ინტერნაციონალს თავისი ყოვლისშემძლეობის მიუხედავად, არ ძალუძს ანტიტერორისტული საერთაშორისო ფრონტის შექმნა. ამას დიდი კონტრიდეა ესაჭიროება. იდეები კი დასავლეთს და მასთან ერთად რუსეთს არა აქვს. ГБ – CIA-ს შეთანხმებამ იოლად შექმნა და განამტკიცა ანტიმუშური, შრომის საწინააღმდეგო ფრონტი, რისთვისაც ეკლესიაც იქნა გამოყენებული. მისი შექმნა ნგრევასთან და დემორა­ლი­ზა­ცი­ას­თან იყო დაკავშირებული.
დღეისათვის დასავლური პოლიტიკური ელიტები, ასევე ცნობილი მეცნიერნი (მაგალითად, ამერიკელი პოლიტოლოგი ამიტაი ეტციონი) მიუთითებენ, რომ აუცილებელია შეიქმნას ანტიტერორისტული ინტერნაციონალური კოალიცია. ეს მსჯელობა როგორც იდეა, ისე წარმოჩინდება დასავლურ და რუსულ მედიაკრატიაში. იდეური ადამიანების არარსებობა დასავლურ და რუსულ პოლიტიკურ ელიტებში, გლობალური ანტიტერორისტული ფრონტის შექმნის საქმეს გაჭიანურებულ ფორმალობად აქცევს. სპექტაკლის საზოგადოება ვერ შეებრძოლება იმას, ვინც იდეას ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა აყენებს. მხედველობაში გვაქვს ისლამური ფუნდამენტალიზმი.
დავუბრუნდეთ საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეს. საქართველოში ხორციელდება რუსულ-ამერიკული ფინანსური კოიმპერიუმი. ამის ყველა ნიშანი ცხადლივ გამოკვეთილია. რუსულ-ქართული აგენტურული შეთანხმების მაგალითია ის, რომ რუსული კომპანიები ყიდულობენ ქართულ საწარმოებს, საბანკო კაპიტალს. სისულელეა ამ დროს მედიაკრატიის ყვირილი სუვერენიტეტზე, ან კიდევ საუბარი პროქართული ლობის გააქტიურებაზე დასავლეთში.
გლობალურმა კაპიტალმა დაასრულა სუვერენიტეტების ეპოქა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმპერიათა გარდაუვალი ჟამი დგება. იმპერიის ცნებამ გლობალური კაპიტალის პირობებში ახალი შინაარსი შეიძინა. ნეოკონსერვატიული ფინანსური იმპერია გეოგრაფიულად ანომალიურია.. იგი ვირტუალურ კონსტრუქციებს ეყრდნობა. მას არა აქვს იდეოკრატიული მისწრაფება. ამავე დროს ის ძველი დროის, იმპერიათა მსგავსად, მესიანისტურია, რაც მონოიდეიზმს გულისხმობს. ასეთი ორსახოვნება პოლიტიკურ ანალიზს, რა თქმა უნდა, ართულებს. ძნელდება იმპერიულობის მომენტის გამოვლენა გლობალურ ფინანსურ პანკოსმიონში. ძნელდება იმპერიული ევიდენტობის დანახვა მიმდინარე ისტორიაში იმიტომ, რომ საიმპერიო სტრუქტურა იგება მონოიდეიზმის გარეშე. ამავე დროს, ყველგან იგრძნობა ახალი ტიპის იმპერიის კოლოსური ძალა. ეს იმპერიული ევიდენტობა გაბნეულია მრავალი ათეული ქვეყნის სუვერენიტეტში. იმპერიულად არსებობის აუცილებლობა გლობალურ კაპიტალს აიძUლებს რაღაც აიღოს გარდასულ იმპერიათა დანატოვარიდან და თავი მათ მემკვიდრედ გამოაცხადოს. ეს აუცილებლობა მრავალ ძალისხმევათა შედეგად თავსდება სპექტაკლის ფარგლებში, მიეწოდება როგორც სპექტაკლი, ამავე დროს, როგორც ყველაზე ბუნებრივი და ადამიანური რამ, რომლის გაკრიტიკება არა მხოლოდ ბოლშევიკური წარსულის ოდიოზური რეციდივია, არამედ მკრეხელობაა.
სუვერენიტეტზე, ქვეყნის ინფრასტრუქტურებზე, ინვესტიციებზე, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე გამუდმებით ლაპარაკი, რაც ყველას ყოველდღე გვესმის, არის ის ქვედა დონეები, რომლითაც მედიაკრატია კომპრადორულ ელიტებთან ერთად მანიპულირებს. ადამიანებს სთხოვენ აზრი გამოთქვან, შეაფასონ. ГБ -CIAშეთანხმდნენ, რომ მედიაკრატიას მისცემოდა სრული თავისუფლება. 1989 -93 წლებში ჟUრნალისტთა უმრავლესობამ ეს არ იცოდა. სათავეში რომ დადგინდა, სამომავლოდ რა როგორ ყოფილიყო, შემდეგ ყველაფერი თავისთავად აეწყო.
დასავლეთში წესი ასეთია, რომ სახაზინო თანამდებობაზე მოსული ბიზნესმენი საკუთარ ბიზნესში აღარ უნდა მონაწი­ლეობდეს. დასავლეთში დიდი მეწარმეები და კომერსანტები არ მიისწრაფიან დეპუტატობისა და მინისტრობისაკენ. საქართველოში და ასევე რუსეთში კი პირიქითაა. ბიზნესმენი პარლამენტსა და მთავრობაში საკუთარი კომერციული ინტერესების დაცვის მიზნით მოდის. საქართველოს რეფორმატორ ხელისუფლებას ეკონომიკის მინისტრად ჰყავდა რუსეთში მცხო­ვრები მულტიმილიონერი ბენდუქიძე. იგი რუსეთის ეკონომიკური რეზიდენტია საქართველოში. ამას მამხილებლური მსჯელობა სულაც არ სჭირდება. დღევანდელ გლობალურ სიტუაციაში ეს ბუნებრივია. ბენდუქიძის რუსეთიდან ჩამოყვანა და მისი ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ზიარების ფაქტი ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმულ მსჯელობათა სისწორის დადასტურებად მიგვაჩნია.
როგორ უძღვება თავის ბიზნესს რუსეთში საქართველოში მყოფი სახ.მინისტრი ბენდუქიძე? მას ან მიბარებული აქვს ბიზნესი, ან თავად დადის რუსეთში საქმის გასაძღოლად. საქართველოს ხელისუფლება ვითომ რუსეთს ებრძვის და ამ ქვეყნის ბიზნესელიტის წარმომადგენელს მინისტრად ნიშნავს. ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის დღიდან დაიწყო პოზიტიური PR-კამპანია და მისი სახელი სპექტაკლად იქცა. ბენდუქიძე უნდა დახმარებოდა ქართველებს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლაში იმით, რომ უმოკლეს დროში აღედგინა ქვეყნის ეკონომიკა. ასეთი ქრესტომათიული სისულელეები გამოითქმოდა პერიოდულ გამოცემებსა და ტელეეთერში. ბენდუქიძეს უნდა მოეზიდა ინვესტორები უცხოეთიდან, განევითარებინა ბანალობად ქცეული მცირე და საშუალო მეწარმეობა. აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს უშიშროების მინისტრად იგორ გიორგაძის დანიშვნა. შემდეგ კი მისი საქვეყნო მხილება, რომ ის რუსეთის აგენტი არის. მედიაკრატია ასეთ ფაქტებს ბიზნესად აქცევს ხოლმე.
ბენდუქიძისეული მკაცრად მონეტარისტული ეკონომიკური ბლიცკრიგი ვერ განხორციელდა. ქართული წარმოშობის ეს ცნობილი ბიზნესმენი არა მხოლოდ რუსული ბიზნეს-ნომენკლატურის, არამედ გლობალური კაპიტალის წარმომადგენელია. შეუძლებელია, მას რაიმე სახის ემოციური და მორალური დამოკიდებულება გააჩნდეს საქართველოსადმი. შეუძლებელია, ის საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენებით იყოს დაინტერესებული. შეუძლებელია, მას გააჩნდეს ორიგინალური ეკონომიკური გეგმა. ყოველივე ამის მიუხედავად, სპექტაკლი გრძელდება.
საქართველოს ხელისუფლება რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის ГБ-სთან იყო შეთანხმებული, ჩანს შემდეგი ფაქტებიდანაც: გენერალMა ყარყარაშვილმა 1992 წელს სეპარატისტული ცხინვალი რომ აიღო, შევარდნაძემ რუსეთის ხელისუფლების მითითებით, იქიდან ქართველთა ჯარი გამოიყვანა. აფხაზეთის ომი ასევე ღალატით დასრულდა და დღემდე არაა გამოძიებული სოხუმის დაცემის მიზეზები და არც არავინ გასამართლებულა. ახალ ხელისუფლებაში არც ერთხელ დასმულა საკითხი შევარდნაძის პარტიის პასუხისმგებლობისა და გასამართლების შესახებ.
2000 წლის 24-25 იანვრის დსთ-ს ქვეყნების მოსკოვის სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ პუტინის საპრეზიდენტო კამპანიასა და არჩევნებში მის უეჭველ გამარჯვებაზე ილაპარაკა. მას არაფერი უთქვამს აფხაზეთის საკითხის შესახებ. ამ სამიტის ჩატარების წინ ქართული მედიაკრატია კვლავ განზრახ ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას, რომ სამიტზე აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში რაღაც ნაბიჯები გადაიდგმებოდა. სამიტიდან გამოსულმა შევარდნაძემ, იმხანად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პუტინის შექება დაიწყო. შევარდნაძემ თქვა, რომ პუტინი ცუდად იცნობდა აფხაზეთის პრობლემას და ამით გაამართლა მან ის, რომ სამიტზე აფხაზეთის შესახებ მას პუტინისათვის არაფერი უთქვამს. საუბარი იყო `ახალ მიდგომათა ჩამოყალიბებაზე~. შევარდნაძე და პუტინი შეთანხმდნენ მხოლოდ არჩევნებზე. 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შევარდნაძის საარჩევნო კამპანია იწყებოდა. შევარდნაძემ პუტინს თავისი მხარდაჭერა დაანახა და მისგანაც იგივეს ელოდა. შევარდნაძემ, როგორც ყოველთვის, რუსეთის მიმართ კვლავ კაპიტულანტური პოზიცია დაიკავა. ამავე დროს, მისი მომხრე ქართული მედია შევარდნაძის პოლიტიკურ სიბრძნესა და გამჭრიახობაზე ლაპარაკობდა და სატანური იმპერიის აგონიაზე ყვიროდა. ირონიას ისიც აძლიერებდა, რომ მედროვეებით გავსილი ხელისუფლება შევარდნაძის შეურიგებელ მოწინააღმდეგეებს ბრალს სდებდა სამშობლოს ღალატსა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. დაქსაქსული და ერთმანეთს გადაკიდებული პოლიტიკური ორგანიზაციები ოპონენტებს ბრალს სდებდნენ სპექტაკლების მოწყობაში. ამ დროს ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლი იყო, რომელმაც მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მედია, რომელსაც შევარდნაძე მესიად ჰყავდა დასახული, ამბობდა, რომ: `შევარდნაძემ კარგად იცის რუსეთის იმპერიის ბუნება და ის თავისი უნიკალური პოლიტიკური გამოცდილებით დაგვეხმარება, რომ ამ იმპერიის კლანჭებს დავუსხლტეთ.~ ახლა კი, ვითომ არაფერი, ისე იქცევიან და კვლავ სხვათა მხილებას აგრძელებენ.
კომპრადორული ელიტები აქაც და რუსეთშიც ერთი მეთოდით ჩამოყალიბდა. კომკავშირის ცკ-ს მდივნები, პარტმუშაკები მოვიდნენ პარლამენტსა და მთავრობაში. გაუგებარია, რისთვისღა იყო ამდენი ანტისაბჭოთა დისიდენტი, ბოლშევიზმის მამხილებელი მრავალი ათეული გაზეთი. ეს ელიტები უცხოეთში განსწავლულ თავისსავე შვილებს ამზადებენ თავის შემცვლელად. ასგზის დაწიხლული ეროვნული მოძრაობა სად გდია, არავინ იცის და არც არავის აფიქრებს. რისთვის იყო ეროვნული მოძრაობა და დისიდენტური ბრძოლა და ჰქონდა კი მას დამოუკიდებელი ღირებულება? დღეს რატომ ვერ ყალიბდება ახალი დისიდენტური მოძრაობა?
სულაც არაა აუცილებელი, რომ დასავლეთში განსწავლული მომავალი პოლიტიკური ელიტა რომელიმე რეზიდენტურიდან იღებდეს ინსტრუქციებს. ეს მხოლოდ ერთეულთა საქმეა. უმრავლესობა კი კომპრადორიზმის კალაპოტში თავისთავადაა ჩამდგარი. თანამდებობის მოპოვების ყველა გზა მასზე გადის.
საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდანვე, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, იყო აგენტურული ინტერნაციონალის და სხვადასხვა რეზიდენტურათა აქტიური პოლიგონი. ეს დღემდე ასეა ქართველთა მოდგმის მოღალატური ბუნების გამო. ბევრისმთქმელია, რომ საქართველოში, მრავალი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, არ მოხდა საჯარო მოხელეთა ლუსტრირება, არ გაიხსნა არქივები. ამის გაკეთება ვერც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა.
ახლანდელ ხელისუფლებას წინამორბედის მსგავსად, კვლავ ამხელენ რუსეთის აგენტობაში, რაც ქართUლ სინამდვილეში მეტად ბანალურ ბრალდებად ქცეულა. დავუშვათ, საზოგადოებამ დაწვრილებით შეიტყო ფარულ მოლაპარაკებათა და არაოფიციალურ პოლიტიკურ გარიგებათა შესახებ. გახდება კი საზოგადოება ამის შემდეგ ისეთი ზნეობრივი უნარის მქონე, რომ აღარ დაუშვას ამდენი გაუგონარი ღალატი და ასეთი დაცემა?
ქართული სინამდვილის ყოველი დღე და წელი ამ კითხვაზე მხოლოდ უარყოფით პასუხს გვაძლევს. თუ ეს ასეა და ამას ყველა ხედავს, მაშინ მთელი ეს მედიაკრატიული ალიაქოთი სამშობლოზე, სინდის-ნამუსზე, ღმერთზე, შეგნებული თავის მოტყუება, სავალდებულო დემოკრატიული იმპროვიზაცია და თვითსპექტაკლი ყოფილა. დიდი პოლიტიკის სულ უფრო მეტ ცინიზმს მედიაკრატია სულ უფრო მეტი სიცრიუთ ფარავს.
ქართულმა პარლამენტარიზმმა და რესპუბლიკანიზმმა, როგორც ეს იყო მოსალოდნელი, უსახელოდ დაასრულა პირველი პოსტსაბჭოთა ათწლეული. იგივე გრძელდება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც.
საქართველოში პოლიტიკური სინამდვილის შემადგენელი ნაწილი სწრაფად გახდა ადამიანი, რომელსაც დასავლეთში ფლოატერ (მერყევი ამომრჩეველი, რომლის მოსყიდვა შესაძ­ლე­ბე­ლია.) ეწოდება, ილეთები, რომელთაც გერრყმანდერ (წინასაარჩევნო მაქინაციები.) ჰქვიათ. მაგრამ დასავლეთში ასეთი მასობრივი სახე არა აქვს პარტიულ რენეგატობას, პარტიულ ბანდიტიზმს, პოლიტიკურ მეგიჟეობას, ნაკაცართა მეროჭიკეობას.
მედიაკრატიული სპექტაკლი ისაა, რომ ასეთი დაცემის შემდეგ კვლავ ამტკიცებენ დემოკრატიის, როგორც ერთადერთი ეთიკური წყობილების შესახებ. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ახდენს მედიაკრატია ეთიკის უზურპაციას? რატომ მიაჩნია მას საკუთარი სპექტაკლი უეჭველ სინამდვილედ?
მრავალი წლის მანძილზე შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის საინფორმაციო საშუალებები ერთმანეთს ლანძღავდნენ. ეს მრავალ ადამიანს სინამდვილე ეგონა. 2003 წლის ნოემბერში, როდესაც თბილისში საპროტესტო მიტინგები მიმდინარეობდა, შევარდნაძე აბაშიძესთან ბათUმში ჩავიდა როგორც მოკავშირესთან. ერთიც და მეორეც რუსეთის პროტეჟეები იყვნენ. შევარდნაძის ბათუმში ჩასვლით გაქარწყლდა ამდენი გაზეთის მიერ აბაშიძის მრავალწლიანი გაკილვა. მედიაკრატიის უახლოეს წარსულში ასეთი ფაქტები უამრავია. გაზეთები, რომელნიც სააკაშვილს დასცინოდნენ, მისი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მეხოტბეებად იქცნენ და რა გამოთქმები, რა ფრაზები დაახვავეს მის საქებრად.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ამერიკულ-რუსული აგენტურული ინტერნაციონალის შეთანხმების ძალით მოხდა. აქაც ძალზე მოხერხებულად იქნა გამოყენებული ბიჰევიორულ-ნეომექანიცისტური მეთოდოლოგია, ფართო მასების, როგორც საექსპერიმენტო დიდი თაგვის მონაწილეობით. ცხადია, ეს შეინიღბა მორალური პოზიორობით, ერთიმეორეზე ფამილარული ტელესიუჟეტების სიმრავლით. ნოემბრის რევოლუციის შემდეგ ადამიანთა შორის ისევ ის გაუცხოებაა, რომელიც სანთლების ციმციმითა და სამრეკლოებიდან დარისხებული ზარებით ვერ დაიძლევა. ამ რევოლუციით ქართველმა ისევ თავისი გულისა მიიღო. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. სპექტაკლი გაგრძელდა და მან უფრო ცინიკური სახე შეიძინა. მართალ, ნამდვილ ცხოვრებას სულ სხვა ძალისხმევა სჭირდება, რაც ქართველთათვის მიუწვდომელია.
საქართველომ საკუთარი რელიგია დიდი ხანია დაუჯერებელი პოლიტიკური მანიპულაციისა და PR-მენეჯმენტის საგნად აქცია. თუ რელიგიასთან ასეთი მოპყრობა შესაძლებელია, მაშინ ამას ისევ მებრძოლი ათეიზმი სჯობს. ლიბერალიზმის დამკვიდრების საქმეში დიდი მარცხი რუსეთშიც და საქართველოშიც მართლდება ეკლესიისადმი უხშირესი აპელაციებით.
რუსეთთან აგენტურულ შეთანხმებაზე ისიც მეტყველებს, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ 1992-2003 წლებში სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პოლიტიკური კრიმინალიტეტის ჩამოყალიბების ყველა ის საფეხური და თავისებურება, რაც რუსეთში იყო. ოღონდ საქართველოში ამას უფრო გამომწვევი და ტრაიბალური სახე მიეცა.
ელცინიც და შევარდნაძეც ხელშეუხებელნი არიან, რადგან მათი დამსახურებაა გაპარტახება, დატაცება და ნეოლიბერალ გლობალისტთა გეგმის პირველი ნაწილის, როგორც პრელუდიის განხორციელება. მედიაკრატია კი კრიჭაში უდგას სინამდვილეს და პოლიტიკური ელიტის გარეწართა ფოტოებს ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე აქვეყნებს, მათი ცოლებისაგან ინტერვიუებს იღებს. დგას ერთი ღლაბუცი და სიცილი. ამაში პერიოდულ გამოცემათა რედაქციები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ყველანი ერთმანეთს ეცრუებიან და ეცუღლუტებიან. ყველაზე უკეთ თვითსპექტაკლს შეუძლია გაამართლოს უამრავი ადამიანის სულიერი ხეიბრობა და აყვირებული სიბილწე.
პოლიტიკური და მედიაკრატიული სპექტაკლის კიდევ ერთ მახასიათებელ ფაქტს მოვიყვანთ: რამდენიმე წლის წინათ რუსულმა კომპანიამ `რაო ეეს~-მა ამერიკელებისაგან საქართველოში იყიდა ენერგეტიკის სფერო. ამ გაყიდვას წინ უძღოდა პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ამერიკული კომპანია აეშ-ის უარყოფითი შეფასებანი დენის ცუდი მოწოდების გამო. პრეზიდენტის შეფასებები იმას ნიშნავდა, რომ რაღაც მზადდებოდა. აეშ – თან დადებული კონტრაქტის პირობები გასაიდუმლოებული იყო და ისე წავიდა ეს კომპანია საქართველოდან, რომ ვერ გაირკვა, რა როგორ იყო შეთანხმებული. ქონების მართვის ყოფილ მინისტრს მიხეილ უკლებას ნათქვამი ჰქონდა, რომ აეშ – თან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან ერთად არსებობდა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც სად იყო, არავინ იცოდა.
თქმა არ უნდა იმას, რომ გასაიდუმლოებულია ამერიკულ და რუსულ კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების ტექსტი და პირობები, მისი ღირებულება.
მრავალი გაზეთი და პოლიტიკოსი აყვირდა და ითქვა, რომ სტრატეგიული დარგების რუსეთისათვის გადაცემას ქართველი ხალხი უნდა შეეწინააღმდეგოს, რადგან ასეთი ყიდვა-გაყიდვა ქვეყნის სუვერენიტეტს ბღალავს. კი, მაგრამ რუსულ კომპანიას საქართველოში შემოსვლის უფლება ქვეყნის პრეზიდენტმა არ მისცა? ტელეარხებმა ინტერაქციები მოაწყვეს, მოხელეები მოიწვიეს სტუდიაში. სპეციალური გადაცემები მიეძღვნა ენერგეტიკის საკითხებს. შეშფოთებული მინისტრები, დეპუტატები, ტელეჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი შეიბღალა. ზიზღისმომგვრელი იყო ეს საყოველთაო თვალთმაქცობა. ვითომ სულ რუსებს ებრძვიან დასავლურ ორიენტაციაზე მითითებით. რუსული კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ მათი მიზანი არის დენის შეუფერხებელი მიწოდება მოსახლეობისათვის. შემდეგ ამას ქართული მედიის დადებითი კომენტარები მოჰყვა.
ამერიკელებმა ენერგეტიკის საკუთარი წილის გაყიდვა რომ მოისურვეს, საქართველოში რატომ მოითხოვენ და მიაჩნიათ, რომ ამის შესახებ ისინი ქვეყნის მთავრობას დაეკითხებოდნენ? საკუთარი კომერციული მიზნები აეშ -მა საქართველოს სუვერენიტეტზე მაღლა დააყენა. კაპიტალის ძალაუფლება სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა. საქმე ასეულ მილიონობით დოლარს ეხება. რაში სჭირდებოდა აეშ -ს საქართველოს ინტერესების დაცვა ან რატომ სჯეროდათ, რომ ის ქვეყნის ინტერესებს დაიცავდა? ვერ ამოიძირკვა საქართველოში ეს სულელური მოიმედეობა, რომ მავანი უცხოელი ინვესტორი ქართველებით მოიხიბლება და იმაზე ფიქრს დაიწყებს, თუ როგორ დაეხმაროს საქართველოს.
მოვიდა რუსული ბიზნესი, რუსული კაპიტალი საქართველოში და, ცხადია, მას თან მოჰყვება პოლიტიკური მიზნები. უცხოურ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები და მათი პირობები გასაიდუმლოებულია. მათ შესახებ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმაც არ უწყიან, რაც არაერთხელ წარმოჩნდა. `რაო ეეს~-ის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ქართულ გაზეთებში ანატოლი ჩუბაისის საქებარიც დაიწერა. ქართული ბიზნესწრეების რუსულ კაპიტალთან სიახლოვე აქ კარგად წარმოჩნდა. ამავე დროს, ქართულ მედიაში რუსების რასისტული ძაგება არ წყდებოდა. ჩუბაისი ტიპური კრიმინალური პრივატიზატორია და პრეზიდენტ ელცინის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა. იგი ეგორ გაიდართან ერთად რუსეთის ეკონომიკის რეფორმატორად მოიაზრებოდა. რუსულმა მედიაკრატიამ ზღვა მელანი მოახმარა ჩUბაისისა და გაიდარის პოზიტიურად წარმოჩენის საქმეს. მილიარდერმა ჩუბაისმა გაიდარისაგან განსხვავებით, მრავალ სახელისუფლო ცვლილებას გაუძლო. ჩუბაისის კაპიტალის წინაშე დადგომისას მყისვე გაქარწყლდა ქართულ მედიაში წლობით მიმდინარე საუბრები კრემლზე, იმპერიულ ნოსტალგიაზე, წითელ-ყავისფერ ძალებზე. მაგრამ რახან ასეთი საუბრები მტკიცე ჩვეულებად ქცეულა და იოლია, რახან ასეთი საუბრები ურთიერთობათა ნამდვილობისა და ზნეობრივი ცხოვრების მოჩვენებითობას ქმნის, ამიტომ ისინი არ წყდება. უთვალავი სიმულანტი პატრიოტი ცდილობს ფონს გავიდეს გამოთქმებით `დიდი შოთა~, `სულკურთხეული ილია~, `ტანჯული ზვიადი~, რადგან მათ არ ძალუძთ პოლიტიკურ ვითარებათა ანალიზი.
ევროპული პოლიტეკონომიის გენეზისსა და მის თანამედროვეობაში გაურკვევლობა იფარება ისეთი ფანდით, როგორიცაა 1937 წელს რეპრესირებულთა შესახებ დაუსრულებელი თეატრალური განსჯა. ქვეყნის სინამდვილემ კი ის დაგვანახა, რომ რეპრესირებულთა სახელები მხოლოდ მანიპულაციის მიზნებისათვის იქნა გამოყენებული. რეპრესირებულნი დავიწყებას არიან მიცემულნი. სპექტაკლით მცხოვრებ ადამიანებს ორი-სამი წლის მახსოვრობაც არა აქვთ.
ევროპული ისტორიის განვითარების მაგისტრალური გეზისაგან საქართველო შორს დგას. ეს სიშორე დრომ სულ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. თავისი სულიერი წყობითა და ეთნიკური თვისებებით ქართველი ევროპისათვის უცხო არის. ეს დაუძლეველი შინაგანი სიბილწე, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალში საცემია, ვერ იფარება მჭახე საეთერო პარადიზით, ყოვლისმომცველი სპექტაკლურობით. შესაძლებელთაგან ყველაზე უარესი საქართველოს ბედისწერაა.
ქართველობა ვერ ჩამოყალიბდა ნაციად. ერთმანეთის გამომრიცხავი ტრაიბალიზმი და რასიზმი საქართველოში გვერდიგვერდ არასებობენ. უმჯობესი იქნებოდა ქართველობა ყოფილიყო პოლიტიკური ნაცია და მას არ ჰქონოდა ეს პოლიფონია, ცეკვა, კულინარია, დიდი სიმულანტური და იმიტატორული ნიჭი, არ ყოფილიყო უცხოელთა გამრთობი. ამ ცეკვა-სიმღერით ხდება ნაციად ჩამოყალიბების ვერშეძლების, უკულტურობის, მუდმივი ხელმოცარულობის თვალთმაქცური კომპენსირება. ეს ცეკვა-სიმღერა მორიგი საქვეყნო მარცხისა და ახალი ღალატის პირობებში PR-იზებულ რელიგიასთან ერთად გამოდის ხოლმე როგორც შეუვალი საყოველთაო ალიბი. სხვა ხალხების ცხოვრებაში ცეკვა-სიღერასა და კულინარიას ასეთი როლი არ აკისრია. ქართველში არტისტული მათხოვრობა და დიდი ამპარტავნება ერთმანეთს უთავსდება. ქართული სპექტაკლი უნიკალურია და ვულგარული.
XXI საუკუნეში საქართველო შევიდა როგორც ტომების კონგლომერატი, როგორც ტრაიბალური ქვეყანა, რომელიც მუდმივად ანარქიისა და დანაწევრებისაკენ არის მიდრეკილი, რომელშიც ყოველთვის ათასობით გამცემია.
ქართველთა ზნეს აგენტურული ინტერნაციონალი უკვე კარგად იცნობს და იყენებს. საქართველოს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ თითქოს რაღაც იდეების გამო არის ტრივიალური ბლეფი, მედიაკრატიული პოლიშინელი.
რუსულ-ამერიკული აგენტურული ინტერნაციონალის ფარულ შეთანხმებათა მიზეზითაა, რომ რუსეთის პოლიტიკა ასეთი ორსახოვანი, მერყევი და კოლაბორაციონისტულია. ეს კარგად ჩანს თუნდაც რუსეთ-ჩეჩნეთის გაჭიანურებული ომიდან. პრეზიდენტ პუტინს საშინაო, სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში კვლავ ნავთობდოლარები დაეხმარა. მისი მმართველობა მარცხიანი, უიდეო და უსამართლოა, რასაც ვერ დაფარავს კრემლში მყოფ PR-ტექნოლოგთა ცუღლუტობა. ერაყის საკითხში დათმობით რუსეთმა არაბულ სამყაროში ძველი ავტორიტეტი დაკარგა. ამაზე უარესი კიდევ ისაა, რომ რუსეთი ტერორისტულ ინტერნაციონალთან ბრძოლის სახელით პრინციპულ საკითხებს თმობს და დაუფარავად უთანხმდება ამერიკელებს. ამით, რუსეთის უნებურად და მისდა სავალალოდ, წინ წამოიწევს ცივილიზაციური იდენტურობის ფაქტორი, რაც ზრდის მტრობას რფ-ს მუსულმანებთან. ასეთი გაუმართლებელი დათმობებით რუსეთი უარს ამბობს თავის დიდ ევრაზიულ მისიაზე და ახალი რეგიონული კონფლიქტების წანამძღვრებს ქმნის. ამ დროს მსჯელობას ატლანტიზმსა და ევრაზიელობაზე დამაჯერებლობა აკლდება. უსაფუძვლოა იმის მოლოდინი, რომ პუტინის პრეზიდენტობისას რუსეთი დიდ მოძრაობას დაიწყებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s