ზვიადისტების სიცრუეთა გამო


2014 წლის აპრილში სტივენ ჯონსის წიგნზე კრიტკის დაწერა მთხოვა რედაქტორმა ლეილამ ცომაიამ, მას შემდეგ, რაც ჩემი წერილები მის გაზეთში ქვეყნდებოდა. სტივენ ჯონსის კრიტიკისას მთელი გულით დავიცავი ზვიად გამსახურდია. ჯონსის ჩემეულ კრიტიკას დიდი რეზონანსი ჰქონდა, რაც მე გვიან შევიტყვე სხვებისაგან.  ამ წერილის დაწერა შემდეგ ვინანე, რადგან ზვიადის დაცვის გამო საქვეყნოდ გამლანძღა და ცილი დამწამა კოკო გამსახურდიამ, ხოლო მისმა თანაპარტიელმა ნიკა მაჭუტაძემ ზვიადის ჩემეულ დაცვას უწოდა გიჟის ნაწერი.  კოკო გამსახურდია კი ამაზე სეირობდა. არ მინდოდა ამას დიდი დავიდარაბა მოჰყოლოდა და სხვათა თანდასწრებით ცომაიას ბინაზე, რომელიც ძალიან მთხოვდა მისვლას მის სახლში, ხედავდა და არ ამბობდა, რომ კოკო მაგრად ტყუოდა ჩემთან,  შევურიგდი გამსახურდიასაც და მაჭუტაძესაც. ეს შერიგებაც ვინანე, რადგან ლეილამ მოგვიანოდ მრავალგზის ყვედრება დამიწყო ამის გამო. თავად კოკომ კი ისევ ისე უკმეხი და ღვარძლიანი ლაპარაკი დაიწყო ჩემთან. დავინახე, რომ საქმე მაქვს ყვირილის მოყვარულ, საქმის არმცოდნე ხალხთან, რომელნიც წლობით ატყუებენ ქვეყანას, რომ სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტი ეროვნული ძალა და ზნეობრივი პიროვნებანი. ისინი ლელოს გატანას და იოლას გასვლას სწორედ ასეთი ილეთებით ლამობენ. ლეილა ცომაიამ არც შემდეგ მოისვენა. გამლანძღა და ცილი დამწამა, როგორც ეს მას სჩვევია და შემდეგ გამარჯვებული ერისქალის იერით დაიარებოდა.  ცომაიამ ახლა მე მიწოდა კაგებეს აგენტი. მისთვის ისევ 1991 წელი დგას და სხვა წელი არც არასოდეს დადგება. ამ უტიფარმა დედაკაცმა ბრალი დამდო პოპულარობის ძიებაში, რახან ჩემი ბლოგი მაქვს. ისიც მითხრა, რომ ზვიადზე კეთილი სიტყვის თქმით თურმე სახელი მინდოდა მომეპოვებინა. ის მითვლის ფეისბუკზე ჩემი სტატუსების მოწონებებს. მე არ ვითვლი ამას, ცომაია ითვლის და მერე მყვედრის. რაა აქ დასათვლელი? თურმე გვარგადაკეთებული სომეხი ვარ და ვმალავ აქამდე, ლეილამ კი ეს აღმოაჩინა და ქვეყანას უმალ შეატყობინა. დადის ეს შლეგი ქალი და ჩემზე სიგლახეს ლაპარაკობს. ჩალითაა დახურული ეს ქვეყანა, თორემ ცილისწამებისათვის ცომაია ციხეში ჩასაყუდებია.

ამ წერილში ჩემი კრიტიკული სიტყვით  მოვთხრი და ცოცხლად დავმარხავ ზვიადისტების იმ ხროვას, რომელიც ლეილა ცომაიას გარშემო ირევა. როგორც აქამდე ვამბობდი და კეტით ვერვინ გადააბრუნებდა, ასევე ვიტყვი ახლაც. თავად კოკოსა და ზვიადზე კი ცალკე წერილებში ვიტყვი. ეს იქნება დამასამარებელი კრიტიკა. სულ  ჩამოვშორდი ეროვნულ მოძრაობას და ძალზე ვინანე, რომ ამდენი წელი ზვიადს ვიცავდი. არც ერთ პარტიაში არ შევსულვარ, რადგან ვხედავდი ყველა ეროვნული პარტიის ნაკლსა და უცოდინრობას, რომელიც მათი პატრიოტულ-რელიგიური  ყვირილით იფარებოდა, მაგრამ ქართულ იდეას ვერთგულებდი. ამის გამო ბევრი რამ  დავიკელი ცხოვრებაში და ყველგან დისკრიმინაციას განვიცდიდი ზვიადის დაცვის გამო, რის გამო ჩივილი და საგაზეთო კამათი არსად დამიწყია. ახლა ზვიადისტი იდიოტების  გასალანძღი გავხდი, არა?! ჩემზე ბევრად დაბლა მდგომი ხალხი მეფოხრიჯება, თავს მამეტებს, მიმითითებს და მავალებს, რომ მათ ილუზიებს მივდიო და მათ სისულელეს ვუკანტურო თავი. თუ სხვაგნებურად ვიტყვი, მყისვე ბრალს მდებენ პროვოკატორობაში, ამპარტავნებაში, აგენტობაში.  როდემდე ასე? სადამდე ვუთმინო ამ ბოღმისა და შლეგობის ჭურებს?

მე თქვენსას ვეღარაფერს ვწამობ და ვხედავ, რომ თქვენი ეროვნულობა არის ტყუილი, უმდაბიორესი, უმეცარი ადამიანების თავმოთნეობა და საკუთარი ზვიადისტობით ჭიის გახარება. ამის მეტი არც არაფერია თქვენი ეროვნულობა. თქვენ არ ხართ ეროვნული იდეის მოავანჩავანენი. თქვენ ხართ ზვიადისტები, ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით. თქვენ სახიობად და სამიტინგო მეძაობად აქციეთ ზვიადზე ლაპარაკი. ამის იქით არ მიდის თქვენი აზრი და არც წავა არასოდეს. თქვენ მოგიწყვიათ პოლიტიკური საყინტრაო და სათავმოთნოდ იჯღაბნებით.  თქვენ იდეური მონოპოლია გამოაცხადეთ მაშინ, როდესაც ხართ დამარცხებულნი, არ გაქვთ არც იდეა და არც პოლიტიკური პლატფორმა. ეს მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, რომ დამარცხებული  და შერცხვენილი პოლიტიკური ძალა იდეურ მონოპოლიას აცხადებდეს, ყველას მოღალატეობასა და კაგებეს აგენტობაში სდებდეს ბრალს.  ვერ იტანთ კრიტიკას და თვითკრიტიკის ნასახი არსადაა თქვენში, თავმოთნეობა და ერთურთის მაამებლობა კი რამდენიც გინდა! აჩუმებთ ყველას, ვინც ეჭვს შეიტანს თქვენს ნათქვამში, მივარდებით და მის თრევას იწყებთ. ზვიადის ხსენება თქვენ საფარველად გაიხადეთ და რას ერეკებით, თავადაც ვერ გაგიგიათ. ის, რომ იდევნებოდით 1992 – 4 წლებში, სამუდამო ალიბიდ გაიხადეთ და თავს ყველაფრის ნებას აძლევთ. ამდენი წლის გასვლის მიუხედავად არც განათლებით წარემატეთ, არც რა ცოდნა შეგიძენიათ რომელიმე საგანზე და ჩარჩით 90-იან წლებში. თქვენ ხართ ცოცხალი მუმიები და ქვეყნის მბილწავნი. რა არ მოხდა ამ 25 წელიწადში და მაინც არაფერი გეყურებათ, არა რა ცოდნა არ გაქვავიათ.

ლეილა ცომაია, ჩამყაყებულო ზვიადისტო! იცი რატომ გამოიდე თავი ჩემს გალანძღვასა და ცილისწამებაში და მერე გამარჯვებულის იერით დადიოდი?  იმიტომ, რომ ახლოდან დავინახე ზვიადისტების აფერისტობა და სიმდაბლე. ახლოდან დაგინახეთ, რა შვილებიც ხართ და ამან გაგამწარათ. ამის შემდეგ მოიწადინეთ ჩემი გათათხვა, ითათბირეთ შენ და ალექსანდრე სანდუხაძემ. ეს ემიგრანტი, შლეგი ზვიადისტი დიდხანს და გამალებით იჩიჩქნებოდა ჩემ ბლოგში, რომ რაიმე ეპოვა სამიზეზო.  შემდეგ შენ, პოლიტიკურო მაკივარო, ლეილა ცომაია, ამოგეფარა ეს სანდუხაძე და შენ გიჩიჩხინა, შენ აგაგდო, რომ მე გაგეთათხე საქვეყნოდ. თავად კი ჩუმად დაძვრებოდა ჩემს ფეისბუკზე და  ხითხითებდა. არა, ხითხითებდი არა, სანდუხაძის კაცო? ჰოდა, ახლა მე მიყურე, რა გიყო აქ, ამ წერილში. შენ მე რას მომატყუებ და გამომაპარებ?  ვის ლანძღავ? მე მიწოდებ ლეილას პირით გვარგადაკეთებულ სომეხს და კაგებეს აგენტს? მიწასთან გაგასწორებ და გული გეყოს, რომ ეს ბოლომდე წაიკითხო. მერე თითხნეთ მჩხავანა სტატიები, რომ პროვოკაცია მოგიწყვეს, რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ჩანს და დახეთ, ხალხნო, როგორ გვებრძვიან-თქო!

რა იპოვე ჩემ ბლოგში, სანდუხაძე? ჩემთვის გეთქვა, როდესმე აზრი. განა არ გკითხე? გკითხე, დადუმდი და დაიმალე. რას ეძებდი მანდ? მეტისმეტი პრიმიტიულობა არის ფუძე თქვენი მეტისმეტი პრეტენზიულობისა. იდეურად და მორალურად გაკოტრებულნიი და ცხოვრებისაგან გარიყული ხალხი ხართ. არა, თქვენ მსაჯულობთ? რატომ ხართ ყველგან არამკითხე მოამბეები?

სანდუხაძე, არ ხარ კაი კაცი და აი რატომ: ადრე შეგეკითხე ჩემს ნაშრომებზე და პასუხი არ გამეცი. ჩემი მონაწერი ნახე, რაც გამოჩნდა ფეისბუკის ინბოქსში და გაჩუმებული იყავი. გელოდი, გავიდა დრო და მეგობრებიდან წაგშალე. ეს გეწყინა და ცომაიასთან ისისინე, რომ წამშალაო. ის კი არ გითქვამს, რატომ. გამებუტე  ამხელა კაცი და სამეგობრო რომ გამოგიგზავნე, ისევ არ მიპასუხე. რას ჯიბრიანობ, ერთი გამაგებინე? ესკაიპები ცომაიას და ღდინის გაცლამდე ჭორიკანობთ ჩემზე. კარგი გულის კაცი რომ იყო, ცომაიას კი არ ააგდებდი ჩემს გასალანძღად, არამედ გააჩერებდი მას. შური და ჯიბრი გაკეთებინებს ამას. ეგ სურვილი გკლავს, რომ დამამცირო და გამთათხო, რადგან ყველა ჩემი ნაწერი შენი ზვიადისტური სიგიჟეების გამაცამტვერებელია. კაი კაცი არ ხარ, რადგან შენ ააგდე გიჟქალა ცომაია ზუსტად იმ დღეს, როცა ის კომენტებს მწერდა და ილანძღებოდა. იქ იყავი განაბული, კითხულობდი მის სიგიჟეებს, ქირქილებდი და ხარობდი. გინდა, რომ შენს გულში ნაგროვები მძღნერი მე შემცხო და მერე გაიცინო, შე ფეკალა კაცო! შენ მიაწოდე იმ დღეს ცომაიას ჩემი ბლოგის ლინკი, რადგან იმ დღეს ავსტრიის ერთი ნახვა გაჩნდა. მანამდე ჩემ ბლოგს დიდი ხანი აღარ ნახულობდი. იმ მომენტში შენ უსისინებდი ცომაიას, როგორ გაველანძღე.

კიდევ იმიტომ არ ხარ კაი კაცი, რომ შენ ხედავდი, რასაც მე კოკო მეუბნებოდა და არ შეუძახე, ვერ გააჩერე. სეირობდი, არა? რაღაც წამოიკნავლე და ეგ იყო. ხომ დაინახე, რომ კოკოს უპატიებელი რამ ვაპატიე, იმიტომ რომ სუსტი კაცია და თავის ნათქვამზე ეგ არაა პასუხის გამცემი. სკაიპი ჩართული იყო და შენს თვალწინ მოხდა ეგ შერიგება. ისმენდი და ხედავდი ყველაფერს.  მივუტევებელი მივუტევე და ერთი გულისმიერი სიტყვა არ მითხარი. პირიქით, ბაყლი იგროვე გულში და ცომაიას პირით გამთათხე. ვაპატიე კოკოს, თქვენ კი ისევ ავარდით და ამ შერიგებასაც მე მყვედრით.  ჩერჩეტო სანდუხაძე, შენ და ლეილას რომ ჭკუა გქონოდათ, მე გამაქცევდით და შემაძულებდით ზვიადს? სადაა ილიას, აკაკისა და ვაჟას დაცინვა ჩემ ბლოგში? ეს შენ ჩააწვეთე ცომაიას, თორემ ეგ რისი წამკითხველია ჩემ ბლოგში? სანდუხაძე, დედაკაცის ტრაკს ამოფარებული მგესლავ და ფიქრობ, რომ ეროვნული საქმე გააკეთე. მე ვერას მეუბნები, ყველაფერი კი გაქვს ნანახი ჩემ ბლოგში. ბლოგს 36 ქვეყანაში აქვს ნახვები. სანამ შენ გაიბუტებოდი, ავსტრიის ნახვები ყოველთვის იყო. ავსტრიის საერთო ნახვები იყო 467. აი, ასე გულმოდგინედ იქექებოდი მანდ,  ამდენი გიკითხია ჩემი ნაშრომები და ერთხელ არ თქვი, რა მოგეწონა და რა არა. ჭაბუა ამირეჯიბის გამო მოიწერე უბრალოზე უბრალო კომენტარი ბლოგში და ისიც იმიტომ, რომ მანდ ზვიადს ვიცავდი. ბოლოს იყო ავსტრიის ერთადერთი ნახვა (2014 წლის 28 ოქტ.), როცა შენ ჩემს ფეისბუკში მოგიჟარ ცომაიას მიაწოდე ჩემი ბლოგის ლინკი.  რას ცანცარებ? რა საქნარი გიქნია? წახვედი ემიგრაციაში და გაგიტკბა იქ ყოფნა?  ჩამო, თუ მართლა გტკივა ქართლის ჭირი! ამდენი წელი ევროპაში ხარ და რა მყრალი ზვიადისტიც იყავი, ისევ ის ხარ. ხომ ხედავ, რა ხდება მანდ და შენ შენსას ერეკები. უცოდინარი, მყვირალა ვიეთი ხარ. შენ რომ კაცობა გქნდეს, ხომ მკითხავდი, რატომ წავშალე ხელმეორედ კოკო მეგობრებიდან. ცომაიას კი არ ეჩურჩულებოდი ამაზე, მე მკითხავდი.

კიდევ იმიტომ არ ხარ კაი კაცი, რომ ადრე ჩემი კედელი აავსე ციტატებით, სადაც სომხების ცუდს ამბობენ მეფის მოხელე, ისტორიკოსი, მწერალი. რას მიმტკიცებ ამით? ჯერ ერთი, რა წესია სხვის გვერდზე ამდენი ციტატების დაყრა? შემდეგ ცომაიამ მოაყარა სომხებზე ციტატები. შენ მიაწვდიდი. ამოკრებილი და დამარაგებული გაქვს ესენი, ხან სად ჩაჩურთავ და ხან სად. შენი დაყრილი ის ადრინდელი ციტატები სომხებზე  წავშალე და დაასკვენი, რომ სომეხი ვარ. მერე ეს ამ შლეგ ცომაიას უჩურჩულე. ამასაც მეტი არ უნდა. რა, არ იცი, ეგ რაც არის? ავარდა და აღარ გაჩერდა.  სომხის ცუდის კითხვით, რა გულებს იფხანთ? ქართველზე დაცემული დღეს არის ვინმე? ცომაიამ მეუფე ანანია ჯაფარიძეზეც მომწერა, რომ ეგ სომეხი საფარიანცი არისო.

კიდევ იმიტომ არ ხარ კაი კაცი, სანდუხაძე, რომ შენი სახელით კი არ წერ ფეისბუკში რუსების გინებასა და კილვას, არამედ მოგონილი სახელით – Sigmund Wohltaeter. რაებს როშავ ამ შენს გვერდზე? რა დაგმართნიათ ერთ ხელ ქართველებს? შიზოფრენიისა და ინფანტილიზმისაკენ მიდრეკილხართ. რა არის ეს „სვინოსლავები“, „ღორსლავები“, „ღრუსეთი“, „ღორუსია“? რას აიკვიატეთ ასო -ღ-? განა მარტო ესაა. წერენ ასეც: „ღნაცები“, „ღოცნება“, „ღიძინა ივანიშვილი“, „ღირაკლი ღარიბაშვილი“. სუმთლად გამოსირდით? სანდუხაძის კაცო, რა მოგსვლია! ავად ხარ, შე საბრალო კაცო! შენი გვერდი არის ტიპური კლინიკური ფაქტი. არ ხარ შენ კეთილისმქმნელი (Wohltäter), არამედ ბოროტებას იქმ, მტრობას სთესავ. ამიტომაც იმალები, რომ ვინმემ არ მოგკითხოს და ღრანჭებში არ მოგდოს.  არა, თუ ღორსლავები არიან სლავები და რაღას ემხრობი უკრაინელ ნეონაცისტებს? განა უკრაინელები სლავები არ არიან?  ცომაიას გაზეთში ამ ფსევდონიმითაც წერ და შენი სახელითაც. ნაწერზე ეტყობა, რომ ერთი კაცის ნაგიჟარ-ნაცოდვილარია.

აი ახლა, 2015 წლის აპრილის მიწურულს რაც ხდება უკრაინაში, ხომ აცამტვერებს შენს ყველა ნამსჯელს ამ ქვეყანაზე? გახსოვს, ომი რომ დაიწყო უკრაინელ რუსებსა და უკრაინელებს შორის, როგორ ცმუკავდი, რაებს პოსტავდი, როგორ ლაღობდი? ახლა ილაღე, აბა! ილაღე და ილაღლაღე შენს გვერდზე! აბა შენი ნაცუნდრუკალ-ნაზიგმუნდარი? ხმას ვერ იღებ იმაზე, რომ სააკაშვილი უკრაინის მთავრობის მრჩეველია და ამერიკელები სააკაშვილის მოხელეებს სხვადასხვა პოსტებზე ნიშნავენ კიევში. ეს ხომ საქართველოს გააბუჩებაა? ადეიშვილის საქმე შეაჩერეს უცხოეთში. არად აგდებენ საქართველოს. სავსეა კიევი და თბილისი ამერიკული აგენტურით და ფიქრობ, რომ ესაა თავისუფლებისათვის ბრძოლა? გამოვიდა ახლა ცომაიას გაზეთის აპრილის თვის ნომერი და კრინტი არსადაა დაძრული ამაზე, რადგან ნაციონალები ხართ. გაგიშანშალებიათ მანდ თარხან-მოურავის ტელევიზიის გმობა და ირაკლი შონია რომ მანდ დაძვრება, ეგ არაფერი! ეს შენ ზიგმუნდობდი, როცა წერდი შენს ფეისბუკში, რომ კანცლერი მერკელი პუტინის ბოზია და უკრაინას იმიტომ თურმე არ ეხმარება. რა რაინდობა აგიტეხია, სანდუხაძე? აბა შენი ნამდვილი სახელით დაწერე ის, რა საძაგლობებსაც წერ ზიგმუნდას გვერდზე.  ამის გარდა, შედიხარ აყროლებულ ქართულ აქაუნთებზე, იგინები ამ შენი მოგონილი სახელით. ცომაია კი კვერს გიკრავს და ორი სულელი ხარობთ.

რამდენი წელია ხარ ემიგრაციაში? 20 წელზე მეტი ხომ არის. რა ღირებული შექმენით მანდ პოლიტიკურმა ემიგრანტებმა? გაჭედილნი ხართ მოგონებებში, რომ 1992 წელს კიტოვანმა სიგუას ასე და ასე უთხრა, ჯაბა იოსელიანი ასე ამბობდა ზვიადზე და ა. შ.  წინ გაიხედეთ. რას ჩამყაყდით ამ 1992-ში?  რატომ არ ჩამოდიხარ აქ, სანდუხაძე? ვინ გიშლის და გდევნის? ადრე ცომაიამ შენზე მითხრა, რომ კაგებე დღემდე სდევნის მასო. დაიშალა საბჭოთა იმპერია, რა ხანია. რომელი კაგებე გდევნის? ვის ემალები? ვისი რა ტიკი-ტომარა ხარ, რომ კაგებეს შენს ძებნასა და დევნაში თავზე ათენდებოდეს? რატომ ცრუობ და საკუთარი სიგიჟიდან ქმნი დევნილი ერისკაცის ილუზიას? თუ ასეთი მაგარი მამულიშვილი ხარ, ჩამოდი აქ და შევხვდეთ.

კიდევ იმიტომ არ ხარ კაი კაცი, რომ ცომაიას უსისინე ჩემი ერთი ძველი წერილის (თებ., 2013 წ.)  გამო, რაც პოლიტიკურ სიტუაციაზე მიწერია. როგორ ყიჟინა დაეცი. რა იპოვე მანდ? გზირად მიზიხარ, არა?  მაგ წერილში თარხან-მოურავის პარტიის დაფუძნებაზე და ვთქვი, რომ შესაძლოა, ის გადაიქცეს სოლიდურ პოლიტიკურ ძალად-მეთქი. მერე? მერე ეს რა მისი ქებაა? თქვენ რა მოგელანდათ, ორო ბრიყვო ზვიადისტო, სანდუხაძე და ცომაია! რაიმე არის, რომ მრუდი და ცრუ არ იყოს ქართულ პოლიტიკაში?  სხვა არავინ ოპოზიციონერობს ახლა ისე, როგორც  თარხან-მოურავის პარტია.  ამიტომ აქვს მას შესაძლებლობა, რომ ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს. სხვა პარტიები დუმან. ეს წერილი არის ჩემი თარგმანი ჩემივე რუსული ტექსტისა, რაც უკვე წლებია  დევს ევრაზიის პორტალზე. მთხოვეს დამეწერა და დავწერე. შემდეგ ქართულად თარგმნა მთხოვეს და ესაა სიტყვასიტყვითი ნათარგმნი იმისა, რაც პირველად რუსულად დავწერე.  შენ ამ თარგმანიდან ციტატა ცომაიას მიაწოდე და ჩააგონე, რომ მე თარხან-მოურავის მომხრე და მისი პარტიის ფარული  წევრი ვიყავი. ცომაიამ ამაზეც  საზიზღრობები მითხრა და სხვას ეგ რას მეტყოდა?  ცანცარა სანდუხაძე, რუსეთში გამოსაქვეყნებ წერილში ხომ არ ვიტყოდი, რომ მოურავო და ინაშვილო-მეთქი. რად უნდათ ეს რუსებს? მათ სურდათ  6-გვერდიანი ანალიზი მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციისა.  ეს აქ, თარხან-მოურავზე  გამოსულ ცნობილ წერილში ვთქვი, მოურავო და ინაშვილო-მეთქი, რომელიც ცომაიამაც გადაბეჭდა. სანდუხაძე, შენგან აგდებულმა ცომაიამ ღვარძლით მითხრა, რო შედი თარხან-მოურავის პარტიაშიო. ეს თქვენს ამფსონს,  ირაკლი შონიას უთხარით. მაინც ხომ დაიარება მანდ და იმათთან მეგობრობს. თარხან-მოურავის პარტიამ შეძლო და რამდენიმე ათასი კაცი შემოიკრიბა. ეს პარტია ამბობს ოპოზიციურ სიტყვას. მე არ მიჭირს მისი კარგის თქმა, რახან ადრე იმ წერილში სასტიკად გავაკრიტიკე თარხან-მოურავი. განა ეგ ვთქვი თქვენებურად, რომ კრემლის აგენტია და პუტინი აფინანსებს-მეთქი. დავით თარხან-მოურავს არ უნდა დაემალა, რომ შევარდნაძის მოდასე და მოხელე იყო. თქვი ალალად, რომ აქა და აქ ვიყავი. შევარდნაძის დიდმა ხელნაცარავობამ ქნა ასე, რომ ერიდებათ ხოლმე მის ძველ მოდასეებს თავისი პოლიტიკურ წარსულზე ლაპარაკი. თქვი, რომ არ მიმაჩნდა მე ზვიადის პოლიტიკა სწორად და შევარდნაძეს მივემხრე. თარხან-მოურავის პარტია ოპოზიციურ სიტყვასაც ამბობს და ეროვნული იდეის გამოცოცხლებასაც ცდილობს, როგორც შეუძლია. სხვა პარტიები ვერ ამბობენ სათქმელს, თარხან-მოურავის პარტია კი ამბობს. ზვიადის ხსენება კი მის დასში არ სურთ და მესმის, რატომაცაა ასე.  არა, თქვენ? თქვენ რაღა ზვიადისტებო? თქვენ ვინ შემოიკრიბეთ? როგორც იყავით დაქსაქსულნი მცირე ხროვებად, ეგრევე დარჩით. ზვიადს რომ ვიცავდი, მიტომაც ვეტაკე და გავაკრიტიკე თარხან-მოურავი ასე. ზვიადს ვიცავდი ყველგან და ყველას წინაშე, ისე, რომ ზვიადისტების გვერდით არ ვმდგარვარ არასოდეს. მტერი დადგეს თქვენს გვერდით, სანდუხაძე და ცომაია! მოხდა ისე, რომ გამიცანით და ჩემი წერილების თქვენს გაზეთში გადაბეჭდვისას აგრე ჩანდა, რომ მეც ზვიადისტი ვიყავი. ზვიადის გამო ვეკვეთე და გავაცამტვერე აკაკი ბაქრაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და დავით თარხან-მოურავი. არავის არ ვრიდე. და აქ მხოლოდ ზვიადის დაცვა არაა. აქ უფრო დიდი ევრისტიკული საკითხებია წამოვარდნილი.  თქვენ ამას ვერ შესწვდით, ზვიადისტებო.  ვერ გაიგეთ და არც გსურთ გაგება. ამას დაჯდომა და განსჯა უნდა, თუ რა გზა უნდა შევიმჩნიოთ ცხოვრებისაგან უკვე მერამდენედ მოღორებულმა ქვეყნის შვილებმა.

მანდვე, მაგ წერილში მიწერია მედვედევის გაუბედაობაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.  ესეც ხომ უსისინე ცომაიას, სანდუხაძე? მე აქ რას მეთოთხმეტები?  ეს იყო ორი იმპერიის ომი და საქართველოს ძალიან მაგრად მოხვდა. ამერიკელებმა გააქეზეს სააკაშვილი და მიატოვეს იგი. მედვედევმა არ დაამხო სააკაშვილი, როცა მთელი მისი მთავრობა გასაქცევად გამზადებული იყო. მართალი რომ ყოფილიყო მთავრობა, გასაქცევად კი არა, არამედ ომში გასასვლელად ითადარიგებდა. მაშ რას ემზადებოდა მთავრობა დიდხანს ამ ომისთვის?  მაგრამ როცა მთავრობამ იცის, რომ მისგან სულამოხდილი ხალხი არ დაუდგება მას გვერდით, რომ ხალხს სძულს მარიონეტული, კორუმპირებული, მაფიოზური მთავრობა და მის დამხობას ნატრობს, მაშინ გაქცევის გარდა სხვა გზა ასეთ მთავრობას არა აქვს. ისე გაამწარა ხალხი სააკაშვილმა, რომ რუსის ჯარის შემოსვლა სურდათ, ოღონდ ნაციონალები აღარ დაენახათ. ძველი ნაჯალათარი უშლიდა ხელს სააკაშვილის მთავრობას და მას ხალხში გამოსაჩენი პირი არ ჰქონდა. მთავრობამ, რომელიც ომამდე ბაქიბუქობდა და ტუაფსემდე გასვლას იქადიდა, ომის პირველივე დღეს ჩაიჯვა და ქვეყანას ხელთ შერჩა ამდენი გაბუდაყებული ლაჩარი. ცომაია და სანდუხაძე,  ამ საკითხში რომ შემედავეთ უკვე სააკაშვილის გადავარდნიდან კარგა ხნის შემდეგ,  ესეც ადასტურებს, რომ თქვენ რჩებით ნაციონალებად და მისტირით სააკაშვილს. ეს მხოლოდ  საქართველოშია შესაძლებელი, რომ საზღვარს მიმწყდარი, გასაქცევად შემზადებული მთავრობის მოხელენი ისევ მობრუნდნენ და ტელევიზიით კაიკაცობა დაიწყეს. არ გადადგნენ ამ კიდევ ერთი სამხედრო კატასტროფის შემდეგ. პირიქით, ომში გამარჯვებაზე უბნობდნენ. სინდისი არა აქვს ქართველს და ეს გამოჩნდა 2008 წლის შემოდგომაზე,  2009 -12 წლებში.   სანდუხაძე და ცომაია, თქვენგან არ გამიგია გულიდან ამოსული აღშფოთების სიტყვა ნაციონალების მთავრობის გამო. მოსაჩვენებლად კი გითქვამთ რაღაც, მარა დღემდე რომ ხართ სააკაშვილის მხარდამჭერნი, ამიტომ მართალ სიტყვას ვერ იტყვით. თქვენ მტრობთ ახალ ხელისუფლებას და ნაციონალებთან ერთად ყიჟინას სცემთ, როცა ის სცდება და მრუდობს. ზვიადიზმის სიკოტრე და პარაზიტიზმი აქ გამოჩნდა. რახან სააკაშვილმა 2004 წელს კეთილი სიტყვა თქვა ზვიადზე, ეს თქვენ დიდი რაღაც გეგონათ და ნაციონალები ეროვნულ ძალად მიიჩნიეთ. ასე ფიქრობს დღემდე დოდონა კიზირია, რომელსაც მიმოწერით ვიცნობ. რამდენ ზვიადისტს მიაჩნდა, რომ სააკაშვილი ზვიადის საქმის გამგრძელებელია. ახლა ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ ივანიშვილი რუსეთის აგენტია.

სანდუხაძე და შონია, კაცობის ნატამალი რომ იდგეს თქვენში, ხომ გააჩერებდით ცომაიას, როცა ცილისწამება და გალანძღვა დამიწყო? შონია, ჩემთან ხომ მაგრად გაჭედა კოკომ და შერცხვა. შენ ხომ ხედავდი, რა შეუსაბამო ლაპარაკი დაიწყო კოკომ?  აი ასეთი კაცი შენ საქართველოს მომავალ პრეზიდენტად გესახება? განა კოკო არ ინატრე პრეზიდენტად?  ეს ხომ დაწერილი გქონდა შენ? მე ჩავძაღლდე ამ წამს, თუ შენ ეს არ გეთქვას! კოკო პრეზიდენტად? ღმერთმა დაიფაროს ისედაც შერისხული საქართველო ამისგან! ესაა შენი ნატვრა, შონია? სიმართლის კაცად ასაღებ თავს და ესაა შენი სიმართლე? შენ, აი ასეთი მოლიქნე და მოქლესავე, სხვებს ანამუსებ? ვთქვათ, კოკოსთან მაშინდელ დავაში მე ვყოფილიყავი მტყუანი. ჯერ მართალი როგორ გამთათხეთ და მტყუანს რაღას მიზამდით? მერე რაებსღა იტყოდა ცომაია ჩემზე? შონია, შენ რო ჩემდამი კარგი გული გქონოდა, რაღაცას ხომ მეტყოდი თუნდაც ცომაიას გაზეთში გამოქვეყნებულ ჩემს ნაწერებზე?

შონია, რატომ კადნიერობ ასე, რომ ვისაც ნატო არ სურს, იმას მოღალატეს უწოდებ? რა იცით ასეთი შენ, ცომაიამ და სანდუხაძემ, რომ ქვეყანას ბრძნობითა და მსაჯულობით იკლებთ? რატომ მიგაჩნია ნატო ქართული იდეის გარანტად? განა ახლა ისევ 1991 წელი დგას? რა ხდება დასავლეთში, ვერას ხედავთ? სულ არაფერი გეყურებათ, თქვე მამაცხონებულებო? შონია, გეთქვა ცომაიასთვის, რომ ნუ ბეჭდავ გაზეთში მოღალატე გოჩა გვასალიას ნაშრომებს, რადგან ეგ ნატოს არმოსურნეა-თქო?

შონია, როცა გაგიცანი, გეთქვა ჩემთვის, რომ თარხან-მოურავის ტელევიზიის ჟურნალისტების მეგობარი ხარ. მე რას მიმალავდი? რატომ ჩაიკმინდე ხმა? ხომ მაინც გამოჩნდა ეს ფეისბუკში.  აბა მე მემეგობრა ირმა ინაშვილთან, ბონდო მძინარაშვილთან და ხინკლის ჭამის სურათი მათთან გადამეღო. მერე ხომ ვნახავდი თქვენი გესლის ნთხევას! მერე სანდუხაძე რაებს უსისინებდა ცომაიას ჩემზე, თქმა უნდა ამას?  მისმინე შონია, ქვეყანას იმით ატყუებ, რომ 23 წელი შევარდნაძეს ამხელ და როგორ მეგობრობ მასთან, ვინც შევარდნაძის პრეს-მდივნის მოადგილე იყო და ზვიადზე რას ამბობდნენ მანდ, ჩემზე უკეთ იცი? აბა მე მემეგობრა კოკა ყანდიაშვილთან, მერაბ ბერაძესთან. აბა მე გამოვჩენილიყავი ერთი წამით  ტელეარხ „ობიექტივის“ ეთერში. მაშინვე იმას იტყოდა ცომაია, რომ აგერ, სად მისულა, ხომ ვამბობდი, რომ პუტინის აგენტიაო!  ჩემი წერილი თარხან-მოურავზე გადაბეჭდეთ თქვენს გაზეთში და შენ კიდევ მის ტელევიზიაში დადიხარ?  მაშ რაღაზე გადაბეჭდეთ ჩემი წერილი თარხან-მოურავზე?  მხოლოდ იმიტომ, რომ ზვიადი დავიცავი მანდ? ესე იგი აქაც მე მომატყუეთ და ქვეყანა ცალკე ატყუეთ ჩემი ამ წერილის გადაბეჭდვით.

ირაკლო შონია, რას იღებ ამდენ სურათებს და ყრი ფეისბუკში? მსახიობი ხარ, მოდელი, თუ მომღერალი? რის გამო გეწონება ასე თავი? რა საქნარი გიქნია?  მე რომ დამედო ამდენი ჩემი სურათი, ცომაიას ღვარძლი მერე გენახა!  შეხვედრისას ცომაიამ ორჯერ  მისაყვედურა, რომ თურმე სანდუხაძესთან და შენთან პოლემიკას ვერ ვუძლებ, თურმე მაგიტომ წაგშალეთ ფეისბუკის მეგობრებიდან და გავიქეცი. ჩემთან როდის რა პოლემიკა გაგიმართავთ? ცომაიამ ეს საიდან მოიგონა? პოლემიკა, აგერ, მე გაგიმართეთ აქ და ბდღვირიც აგადინეთ. გამოდით და მედავეთ! არა, ხომ დამამცირეთ, ცილი დამწამეთ და გამთათხეთ. ჰოდა, ახლა ჩემ პასუხს გაუძელით. გავაცამტვერებ და მიწაზე გავნართხავ ყველას, ვინც ამდენი წელი ქვეყანას ზვიადისტობით ატყუებს და ილუზიებს დასდევს.  მე მკილავთ და მათრევთ, არა? რა წილადობილა დაგიყენებიათ? რა ნაცარს აბუქებთ და ქვეყანას თვალში აყრით? ყველა თარსი საქართველოს დაეჭრა თავზე და საბჭოთა სისტემის დაშლის დღიდან სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან არავის არ დასთევია თავს ამდენი ავი, რამდენიც საქართველოს.

ასე გამინიორწყლოთ და წამიბილწოთ  ყველაფერი,  გამთათხოთ და წახვიდეთ? ეგრე სად არის? ჩემსკენ მოდექით, მოთ აქ, ყიჩარა ზვიადისტებო!  სიტყვით ისე გბეგვავთ, რომ არასოდეს დაივიწყებთ. გაგექეცით, არა? არა, თქვენს პოლემიკას ვერ გავუძელი, მე უწიგნურმა კაგებეს აგენტმა და სომეხმა? თქვენ არ გამექცეთ და გაუძელით ჩემ სიტყვას!

ცომაია, ქალს პატივი გეცი და შენს თვალწინ შევურიგდი კოკოს. ბევრი არაფერი მითქვამს და გარჩევა აღარ დამიწყია. ღვთისა და ზვიადის გულისათვის ორჯერ გადავკოცნე კოკო და ნიკა მაჭუტაძეც გადავკოცნე. გულზე მოგეშვა ცომაია, ასე ადვილად რომ დავამთავრე ეს ამბავი. მარა თარსიანი რომ ხარ და ღრძო არ გასვენებს, ჯერ ერთხელ მყვედრე შეხვედრისას ეს ამბავი, მერე მეორედ, მესამედ. სულ გითმენდი. აზრი არ ჰქონდა ლაპარაკს და გავჩუმდი. კოკოს გამო მერე კიდევ ფეისბუკშიც მყვედრე, რომ ქვეყანას დაანახო შენი ერისქალობა.  რაღა გინდა? ხომ შევურიგდი და აღარას ვამბობდი ამაზე? მეტი რაღა? ჰოდა, რაღას მაყვედრი, შე კაპასო მატლო?  რაღას მეუბნები, რომ კოკოსთან და ნიკასთან პოლემიკას ვერ გაუძელი და გაიქეციო. სად გავიქეცი? პოლემიკა კი არა, ეს ჩათლახობა იყო, რაც კოკომ ჩემთან გააკეთა. როგორ ჭკუას გირევს სიტყვები და ფრაზები!   რატომ ხელახლა ატეხე ის ამბავი, რაც მე დავამთავრე? რატომ მყვედრი სათნოებას, შე უკუღმართო? რომ არ შევრიგებულიყავი კოკოს და იქ ჩხუბი დამეწყო, მერე რაღას შემყვედრიდი?   გსურს, რომ დამამცირო, გადამრიო  გამაცოფო! ზვიადისგან ისწავლეთ ეს ოინი. ასე გადარია და გააცოფა ზვიადმა თავისი უახლოესი თანამოაზრენი და გააქცია. შემდეგ მან ეს კაგებეს დააბრალა, მას ჩამოშორებულებს მოღალატეები უძახა და ბიბლიაზე მიუთითებდა. კოკომ შერიგების შემდეგ არ მოისვენა და კიდევ მყრალობა დაიწყო. ხომ გითხარი ეს ადრევე და მაინც ვერ ჩერდები, ენას არ აყენებ, კოკოს ამართლებ, შფოთი და აყალმაყალი გინდა. თქვენ აშალეთ ეს გიჟუა ზვიადისტები და მე მაგინებენ. ცომაია, მამათა სწავლათაებრ ვითავმდაბლე და ვითვინიერე. შევურიგდი კოკოს და გავჩუმდი. შენ კი გინდა თავზე დამაჯდე და სიკეთე ამომაშხამო, დაღარა დედაკაცო, ხიხოლა შმოაია!  შმორი გიდგას გულში და შმოაია ხარ!

ქვეყანამ დაინახა ფეისბუკში, რა საძაგლობაც ჩაიდინა კოკომ და ხმა არავინ ამოიღო. გასუსულნი იყვნენ. ყველა თავისთვისაა და არავის უნდა თავის შეწუხება. ესენი გამოდგებიან დიდ საქმეში? ესენი როდესმე შეიკრიბებიან და იდასებენ? მე რაღას დავშვერი ზვიადის დასაცავად? ან აქამდე რას ვიცავდი, თუკი ამასაც შემყვედრიდნენ და ცილს დამწამებდნენ კოკოები და ლეილები?

ადრე რომ მომწერე, ცომაია, რომ თურმე ვიმალები და ეროვნულ მოძრაობას სახელს ვუტეხ. ყველა ჩემ წერილს, რაც კი სადმე გამოსულა, ავტორის ვინაობა აწერია. პორფირე კი არის ჩემი პენ ნეიმი, და თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ მე ვარ თერიონის ვარდის ავტორი. ადრე რომ მითხარი, აქ ზვიადი ცუდად გყავს ნახსენებიო, რა უნდა მანდ ზვიადს? სად ხსენდება? წაკითხული კი გაქვს როდესმე თერიონის ვარდის ერთი თავი მაინც? ჩემ ბლოგს თავშივე აწერია ავტორის სახელ-გვარი. აქვეა ჩემი ტელეფონებიც და მეილიც. ვინ იმალება, შე დავთარარეულო დათარსულო დედაკაცო? უკუღმა ხედავ და უკუღმა სიტყვას ამბობ. ესეც თქვი, რომ  ქართველთა და ებრაელთა ძმობას ვარყევ და აქ სპეაცსამსახურების ხელწერა ჩანსო. ესეც წამოგცდა, რუსული ასე კარგად რომ იცი, კაგებეში გასწავლიდნენო. კაგებეს აგენტი რომ ვიყო, ამდენი წელი ზვიადს დავიცავდი? აღარ იცი, რაში შემედავო.  ესეც ხომ მითხარი, რომ გაზ. „ახალი 7 დღე“, „მერიდიანი 44“,  სადაც ადრე ჩემი წერილები იბეჭდებოდა,  დააფუძნეს სოროსმა და კაგებემ. სოროსი და კაგებე ერთი არისო. გავჩუმდი მაშინაც, რადგან აზრი არ ჰქონდა ლაპარაკს.  აკვიატებული გაქვს, რომ პუტინი ებრძვის ზვიადს. დამთავრდა ზვიადი! გაიგეთ ეს, ზვიადისტებო?  რად უნდა პუტინს ზვიადთან ბრძოლა? რად უნდა პუტინს ბესარიონ გუგუშვილის გადაბირება ზვიადთან საბრძოლველად, როგორც შენ ამტკიცებ? რაებს იგონებ? წარსულს ჩაბარდა ზვიადი და სხვა დროა ახლა.

ესეც ხომ მითხარი, რომ ნაირა გელაშვილმა გადაგიბირა და ზვიადის წინააღმდეგ საბრძოლველად გიყენებსო. ნაირას ეს უნდა, რომ შენც ჩაგითრიოს და „აფრა“ კაგებეს ჟურნალიაო.  ეს მას შემდეგ მითხარი, რაც მე გიამბე, რომ ნაირა გელაშვილმა ჟურნ. „აფრაში“ გამოაქვეყნა ჩემი ქართული ენის მანიფესტი და მალე დაბეჭდავს-მეთქი ნარკვევს ჰოფმანზე. განა მარტო ეს თქვი. იმაზე მომედავე, რომ ჰოფმანზე ნარკვევში ზვიადი რატომ არ ახსენეო? ზვიადს რა უნდა-მეთქი მაგ ნარკვევში?  შენ არ გაჩერდი, ხელი გაიშვირე წიგნების თაროსკენ, რომ ზვიადს ჰოფმანზე აქვს დაწერილი და შენ არ იციო. მე ამომხდეს სული ახლავე, თუ შენ ეს არ გეთქვას. არა, მე არ ვიცი ჰოფმანზე ვის რა აქვს დაწერილი და შენ იცი? ესეც მითხარი, რომ ნაირას ჩაგონებით შენ ზვიადი არ ახსენე და მის დამსახურებას ჩქმალავ, რაც კოკო გამსახურდიამაც აღნიშნაო.  ჩხუბი არ მინდოდა, რომ მეთქვა – გადმოიღე და მაჩვენე ის წიგნი, სადაც ზვიადს ჰოფმანზე უწერია-მეთქი. სად რა უწერია ზვიადს ჰოფმანზე? განა შენ ჩემგან არ გაიგე, ვინ იყო ჰოფმანი? რა, იცოდი ვინ იყო ჰოფმანი, შე ტუტუცო და ქოსატყუილა დედაკაცო!  წაკითხული კი გაქვს ეს ჩემი ნაშრომი ჰოფმანზე? თუ რომელიმე ზვიადისტმა ჩაგაგონა, რომ ზვიადი არ არის მანდ ნახსენებიო?  რომ დაფიქრებულიყავი ამ ნაშრომზე, თავად მასზე მეტყოდი რაღაცას და არა იმას, რომ ზვიადი მანდ რატომ არ ახსენეო. ნაშრომზე არაფერი თქვი შურის და ჯიბრის გამო და ზვიადიღა ნახე აქაც მოსადავებელი. ზვიადისტებო, უწყით თქვენ, რა ღირსების მქონე ნაშრომია ეს ნარკვევი ჰოფმანზე?

ცომაია, განა დავმალე, არამედ გაცნობისთანავე გითხარი, რომ ნაირა გელაშვილმა დამიბეჭდა ქართული ენის მანიფესტი მთლიანად, ჰონორარიც გამომიწერა და ჰოფმანის დაბეჭდვასაც აპირებს-მეთქი. ნაირამ მითხრა ადრე, რომ შენ რომ წერ, ასე არავინ წერსო. ნაირა გელაშვილმა, ზვიადის მოძულემ და არა მხოლოდ მისმა ოპოზიციონერმა, მე, ზვიადის დამცველს, მითხრა ასე. ნაირამ, რომელმაც იცოდა ჩემი ადრინდელი ნაწერები და იცოდა, რომ მისთვის საძულველ კაცს ვიცავდი,  მომცა ამ ორი ტექსტის გამოქვეყნების  შესაძლებლობა. მან დაინახა ამ ნაშრომების ღირებულება.  მოეროვნულო და მოზვიადისტო ჟურნალების რედაქტორებმა კი არც მომისმინეს, როცა ვეუბნებოდი, რისი გამოქვეყნება მსურდა. არ ვიყო ნაირას მადლიერი და არ ვთქვა ეს საქვეყნოდ? ხომ შეეძლო ნაირას უარი ეთქვა მათ გამოქვეყნებაზე, იმის გამო, რომ ლიბერალი არ ვარ?  სად ჩამითრია და გადამიბირა ნაირამ ზვიადთან საბრძოლველად, თავხედო ცომაია?   ზვიადისტებო, აზრზე ხართ რომელიმე, რა არის ჩემი ქართული ენის მანიფესტი? თუ ესეც კაგებეს დავალებით დავწერე? თავად გამიცნო ნაირა გელაშვილმა, კავკასიურ სახლში დამიძახა თავისთან. ეს იყო 2004 წელს. მითხრა, რომ არაჩვეულებრივად ვწერდი და ჩემი ნახვა სურდა. ვისაუბრეთ ლიტერატურაზე და არა ზვიადზე, როგორც შენ გგონია. მაჩუქა წიგნები და წამოვედი. შენ ეგრე ფიქრობ ცომაია, რომ ნაირას საგანგებოდ ვხვდები და ზვიადზე ლაპარაკობთ.  წელიწადში ორჯერ თუ  ვნახულობ ნაირას და სულ ესაა. დამთავრდა ზვიადი და დააყენეთ ახლა საფლავში!

ცომაია, თავიდან სანდუხაძემ გირჩია ჩემი ბლოგის ნახვისას, რომ აქედან გადაგებეჭდა ჩემი ტექსტები შენს ზვიადისტურ და არა ეროვნულ გაზეთში. არაა ეს გაზეთი ეროვნული. ეს არის სააკაშვილის მომხრე  და ამიტომ ნაციონალ-ზვიადისტური გამოცემა და ქვემოთ დაგისაბუთებ ამას. როდესაც ჩემი ტექსტები გადაბეჭდე და დიდი რეზონანსი მოჰყვა თითოეულ ჩემ წერილს, შემდეგ ჩემი გაცნობა მოისურვე. ეს იყო ორი წლის წინ. გამიცანი და ჩემთან სურათები გადაიღე და როცა ხედავდი რა ამბავი მოსდევდა ჩემი ნაშრომების გამოქვეყნებას შენს გაზეთში, მომწერე, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერი მე უნდა ვყოფილიყავი. ასე თქვი, რომ  აღარავინ დარჩა და შენ უნდა ითავო ლიდერობაო. სანდუხაძე და შენ სულ მთხოვდით გაზეთის მომდევნო ნომრისათვის რაიმე დამეწერა, რადგან მკითხველს გაზეთის ნომერი უკვე ვერ წარმოუდგენიაო შენს გარეშე. ისე წავიდა გაზეთის გასაღების საქმე, რომ პატარა ჰონორარიც გაჩნდა ჩემთვის. მე გითხარით, რომ აიღეთ ჩემი ბლოგიდან რაც გინდათ და გადაბეჭდეთ-მეთქი. ასეც ყოფილა, რომ   ჩემი წერილის გამოუსვლელობისას, მკითხველს რომ არ მოვესაკლისე,  ნომერში გადაბეჭდეთ ჩემი პოსტები ფეისბუკიდან და თან დაურთეთ გადიდებული  ჩემი სურათი, რაზეც მაშინ გამეცინა.

ცუდი ისაა, რომ თქვენ ჩემს წერილებში ვერაფერი დაინახეთ ზვიადის დაცვის გარდა, რადგან ძალად ბრმანი ხართ. აქ ბევრი რამ არის, რაც დიდად წაადგება ეროვნული მოძრაობის განახლებას და მისი იდეური საფუძვლის შემზადებას, მის ჩამოშორებას ზვიადიზმისაგან.  ჩემთვის დიდად სანაღვლოა, რომ ამას არავინ გამოეხმაურა აზრიანი სიტყვით. არ აფიქრებთ სინამდვილეში საკითხი, თუ რა გზით უნდა განახლდეს ეროვნული მოძრაობა. მხოლოდ მოგონებებს მისცემიან და ისევ იმეორებენ იმას, თუ როგორ დაიწყეს სროლა ოპოზიციის ბანაკიდან 1991 წლის მიწურულს, როგორ წააგეს აფხაზეთის ომი და ა. შ.

აკაკი ბაქრაძის ჩემეული კრიტიკა, რაც თქვენ დიდად მოიწონეთ და საიტ  „იბერიანაზეც“ დადეთ, არაა მხოლოდ ზვიადის დაცვა. ამ წერილს და ასევე სხვას ჰქონდა ბევრი გაზიარება. ეს ცოტას ნიშნავს. თუნდაც ათასი გაზიარება ყოფილიყო.  ასე ხდება ყველგან, რომ აზრიანი სიტყვის გამომთქმელს უსმენენ, იკრიბებიან და მსჯელობენ. დასი იქმნება და ერთობის სულისკვეთება ჩნდება. აქ შურითა და ჯიბრით გასენილი ხალხია.  არ დაინახეთ ბაქრაძის კრიტიკაში დასაბუთებული ის აზრი, რომ დასავლეთი არ ყოფილა და არ იქნება საქართველოს მეგობარი და  მოკავშირე. არ დაგაფიქრათ აქ გამოთქმულმა ჩემმა აზრმა, რომ ქართული მედასავლეთეობა თავიდანვე თვალმისატაცი მბრწყინავი ილუზია იყო და მეტი არაფერი. ამ წერილიდან თქვენ ვერაფერი იგულისყურეთ.  მაშ რატომღა აქვეყნებდით? მაშ რაღას კითხულობდა მას ამდენი ხალხი?  თქვენ ჩემი წერილები მხოლოდ ზვიადის დაცვის გამო გადაბეჭდეთ და სხვა არც არაფერი დაგინახავთ აქ. არც არაფერმა დაგაფიქრათ. აქედან ჩანს, თუ რა ზერელენი, უსმნი და უჯიათნი ხართ და მზად ხართ ზვიადის მსგავსად საკუთარ აჩემებას შესწიროთ ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ დარჩა და აქამდე მოაღწია. ჩემი ნაწერები თქვენი სიგიჟის გასახელებლად გინდოდათ. თქვენი ზვიადისტობისათვის გინდოდათ გამოგეყენებინათ ჩემი ტექსტები და არა ეროვნული საქმისა და კრიტიკული რეფლექსიისათვის. იმიტომ მეხვეწებოდით, რომ მეწერა და გაზეთისთვის წერილები არ მომეკლო. მე ხომ არ მოვსულვარ, მე ხომ არ გეხვეწეთ, რომ დამიბეჭდეთ-მეთქი?  ცრუპენტელა ცომაია, იმიტომ კი არ გადაბეჭდე ჩემი ნაშრომები, რომ მე მომეცი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, როგორც ეს სხვათა გასაგონად მითხარი, არამედ იმიტომ, რომ შენს გაზეთში პირველივე ჩემი ტექსტის გამოსვლიდან დიდი ამბავი დადგა. მერე მიჰყავი ხელი და ყოველ ნომერში ჩემი წერილები ბეჭდე. ჩემი გააბუჩებისა და დამცირების მიზნით საქვეყნოდ ცრუობ. აბა დაფიქრდი, მე ევრაზიელი და ანტინატოელი შენთან, რუსეთის მტერთან,  ნატოელთან, ზვიადისტ-ნაციონალთან მოვიტანდი როდესმე ჩემ ნაწერებს დასაბეჭდად?  თუ მე მომემცი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, როგორც შენ ამბობ, მაშინ დაუბეჭდე რაიმე ქართველ ევრაზიელებს.

ჩემი ნაშრომებით, რაც საქართველოს ეხებოდა, ვცდილობდი ხალხის შემოკრებას, ერთობლივ განსჯასა და  დასის შექმნას. სანამ თქვენ გადაბეჭდავდით, ამ წერილებს ჩემ ბლოგში ბევრი მკითხველი ჰყავდა და ეს ჯიუტი დუმილი იმის ნიშანია, რომ ქართველი არ ფიქრობს თავის მერმისზე და ეროვნული მოძრაობის განახლებაც სამუდამოდ დავიწყებია. ეს ჯიუტი დუმილი აი ასეთ ტექსტებზე მე აღმავსებს იმ განცდით, რაც ჰქონდათ ნიკოლო მიწიშვილსა და მანამდე ივანე ჯაბადარს, ოდესი ისინი ჭვრეტდნენ ქართველთა სინამდვილეს. ეს დუმილი მიჩვენებს, რომ ჯიბრით არ სურთ არაფრის თქმა.

აკაკი ბაქრაძის ჩემეულ გამაცამტვერებელ კრიტიკაში ის აზრია უმთავრესი, რომ ქართული მედასავლეთეობა დასრულდა და ჟამმა გამოაჩინა მისი ილუზიურობა. საქართველო არ იძმო დასავლეთმა, არამედ იგერა და ყმად გაიხადა. ქართველი თავის მამულშივე ქირის კაცად აქცია დასავლეთმა, ყელამდე ვალებით აავსო და ამას თავისუფლება ეწოდა.  შეგიძლიათ რომელიმეს ამაზე მსჯელობა და ამ აზრის გაგრძელება? რა აზრი ჰქონდა ჩემი ნაშრომების გადაბეჭდვას თქვენს გაზეთში, თუ ისევ იგივენი ხართ აზრითა და სიტყვით? თუ ისევ იმას ამტკიცებთ, რომ ნეოლიბერალიზმი და ქართველთა ეროვნული მოძრაობა ერთურთს ებმის და ერთიმეორიდან გამოდის?  გასაკვირი ისაა, რომ ცოდნა არ გაქვთ, არც გსურთ რომ შეიძინოთ, განსჯა არ შეგიძლიათ და მიდღემჩი სხვათა მსაჯულობას და უცთომელ საითმიმავლობას ჩემულობთ. დავით აღმაშენებლის მიმდევრობას რომ ეჩემებით, არ გესმით, რომ დავითი იმპერიალისტი იყო, არ გესმით, რომ თუ დავითიანი ხარ, მაშინ ვერ იქნები ნეოლიბერალი, მედასავლეთე და რუსეთის დამხობის გიჟურად მოსურნე. პლატონი და ქრისტე ერთად რომ დაგიყენოთ წინ, ის ვერას გაგაგებინებთ, რადგან ხვედრი თქვენი არის უვიცობა და ყვირილი. აი ამ ყვირილის ჩვევამ გათქმევინა შენ, შლეგო ცომაია, რომ მე მიწერია ვაჟას, ილიას, აკაკის დაცინვა. წაგიკითხავს კი ჩემი ის წერილები, სადაც მიწერია ვაჟაზე, ილიაზე? ასე არავის უთქვამს ილიაზე, თერგდალეულთა დასზე. ესაა ქართული აზრის დამამშვენებელი, შესასწავლი წერილი.  სანდუხაძემ თავად მე ვერაფერი მითხრა და შენი პირით შეაბრუნა და უკუღმართჰყო ჩემი ნაწერი, რათა მე გამთელოს და მერე იქირქილოს. სად მიწერია ვაჟას და ილიას დაცინვა, თქვე ტუტრუყო ზვიადისტებო? რაებს როშავთ, საცოდავო ხალხნო? თუ მე დავცინოდი ილიას და ვაჟას, მაშ რას მთხოვდით გაზეთისთვის დამეწერა რაიმე?  არ შეჰყავთ საქართველო ნატოში. რამდენჯერ უთხრეს უარი და მაინც თქვენსას იჩემებთ. თავიდან იშორებს დასავლეთი საქართველოს, როგორც აბეზარ ბუზს და ისევ იმას გაიძახით. არაფრის დანახვა არ გინდათ, გახდით სრულიად შეუსაბამონი და თქვენი უბადრუკი წარმოდგენის მიხედვით მუდამ ცუდად ბჭობთ.

ან რომელიმე ზვიადისტს, ან ზვიადის დროის პარლამენტარს, ან ზვიადის მთავრობის მოხელეს, ან რომელიმე ეროვნულ კაცს რომ აფიქრებდეს ის საკითხები, რაც თქვენს გაზეთსა და თქვენს საიტზე გამოქვეყნებულ ჩემ წერილებშია დაყენებული, ხომ ვინმე მოერეოდა თავის თავს და ხმას ამოიღებდა? მე ქება კი არ მინდა, რადგან ჩემზე უკეთ ვინ უწყის ჩემი ტექსტების მნიშვნელობა, არამედ საკითხთა განხილვაში მხარის აბმას მოველი. ჩემს ნაწერებზე სრული დუმილია, ჩურჩული და თვალის ბოროტად ჭუტვა კი ბევრი.

ცომაია, გაგეშვა შენს გაზეთში იკა ქადაგიძეზე ჩემი გამოხმაურება. ხომ ელოდი ამ გამოხმაურებას? აქ პოლიტიკური განცხადებებია და მე ამას არ დავბეჭდავო. კი მაგრამ, განა სულ პოლიტიკურ განცხადებებს არ ბეჭდავ გაზეთში? განა ჩემი ყველა ტექსტი, რაც ადრე გადაბეჭდე ჩემი ბლოგიდან,  ნონკონფორმისტულად პოლიტიკური არაა? მაშ რაღაა? ეროვნული მოძრაობის კრიტიკაა გამოხმაურებაში იკა ქადაგიძეზე. ზვიადსაც ხვდებოდა ეს კრიტიკა. იმიტომაც არ დაბეჭდე. ასე ვწერ მანდ, რომ ეროვნულიმოძრაობა ბოლოს ლიბერალიზმის მაჩანჩალად იქცა-მეთქი. განა ასე არაა?

ახლა თავად ლეილა ცომაიას რედაქტორობით გამომავალ გაზეთს შევეხები: რატომ ეწოდება მას „განმათავისუფლებელი“? ვის ათავისუფლებ და რისგან? თუ ზვიადს უწოდებ განმათავისუფლებელს და პარტიასაც ასე ჰქვია, მაშინ გაზეთს რატომღა ჰქვია ეს სახელი? გაზეთი არის ზვიად განმათავისუფლებელი?  რა წესია, როცა გაზეთის პირველ გვერდზე სულ ერთი და იგივე სურათია? ეკლესია და ჩოხიანი ბავშვები. აქვე ქვემოთ თავად რედაქტორის სურათი არის ხოლმე. რას ნიშნავს წარწერა პირველ გვერდზე:  „საქართველო მართლმადიდებელი სახელმწიფოა“. ეს საეკლესიო გაზეთია? გაზეთს არა აქვს მასალები, არა ჰყავს ავტორები, რომელნიც მოიზიდავდენ მკიხველს და ამ გამოცემას ეროვნული აზრის, ქართული იდეის ფლაგმანად აქცევდნენ. მე ვცდილობდი ამას და დავინახე სრული გულგრილობა ჩემი შრომის მიმართ. ეგაა, რომ ცოტა ხნით ერთობიან ჩემი ნაწერებით, გულს იოხებებენ და შემდეგ ავიწყდებათ ყველაფერი. ამ ნაწერებში დაყენებული საკითხები მათ არ აფიქრებთ და არც სურთ თავის შეწუხება. ყველაფერზე წელს იწყვეტენ. თუ ეს ასეა და მე რაღას ვირჯები და რაღად მელმის ის, რაც სხვებს ფეხებზე ჰკიდიათ და თავს კი აჩვენებენ ეროვნულ კაცებად?

გაზეთში უმეტესწილად იბეჭდება 1990 – 92 წლების შაბლონები, რომ ეს კაგებეს აგენტია, ის მოსყიდული პროვოკატორი და ა.შ. ზვიადმა დააყენა ეს ფინთი წესი, რომ მისთვის ყველანი აგენტები და პროვოკატორები იყვნენ. არავინ ისე არ გაამასხრა ზვიადი, არავინ ისე კარიკატურულად არ წარმოაჩინა ზვიადი, როგორც ამ ზვიადისტებმა. არავინ ისე არ გაუუცხოვა ქართველი ხალხი ეროვნულ მოძრაობას, როგორც ეს ზვიადისტებმა ქნეს. ეროვნული მოძრაობა გადაიქცა ზვიადიზმად. ზვიადიზმმა გადაფარა ეროვნული მოძრაობა. ზვიადიზმის გარეშე შეუძლებელი გახდა ეროვნულ მოძრაობაში მომავლის გააზრება. ზვიადიზმი იქცა ეროვნული მოძრაობის  მაჯლაჯუნად. მან გაამრავლა ილუზიები და გაამართლა ზვიადისტების ოპორტუნიზმი, რენეგატობა,  უვიცობა და ყოვლად საძაგი ზნე. ზვიადისტებმა გააქციეს ხალხი ეროვნული მოძრაობიდან თავისი სიგიჟით, გამუდმებული კილვითა და ცილისწამებით.  თავად ზვიადისტები დაიყვნენ ერთურთის მოძულე მცირე ჯგუფებად და თითოეული მათგანი თავისას ყვირის, თავისას ერეკება. ასე გავიდა მრავალი წელი და ასე იქნება.  ამის აღიარება დღემდე არ გინდათ ცომაიებო, სანდუხაძეებო, შონიებო და ყველაფერს კაგებეს აბრალებთ.  თქვენ ოდნავაც არ ხართ დაინტერესებულნი ეროვნული მოძრაობის განახლებით და დღემდე სააკაშვილის  ფარული მხარდამჭერნი ხართ. თავლაფდასხმულნი და გაფუყულნი ისე დაიარებით, თითქოს გამარჯვებულნი ხართ.

თქვენ საგანგებოდ მალავთ, რომ ხართ სააკაშვილის მომხრეები. ყველასგან უარყოფილნი და თავად ცხოვრებისაგან ჭიტლაყნაკრავნი იმასღა ახერხებთ, რომ მიხოხდით აწ გადავარდნილ სააკაშვილის პარტიასთან და მას იცავთ. თქვენ ატყუებთ ქვეყანას საკუთარი ზვიადისტობით და გადაიქეცით ნაციონალების დუბლად. თქვენ ამხელთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთუმეობაში, ერთმანეთს გასჯიბრებიხართ მყვირალა ფრაზების წამოძახებაში და სააკაშვილს მისტირით. თქვენ ხართ ლიბერტარიანელ-ნაციონალ-ზვიადისტები. თქვენი ლექსიკა ისეთივე ლიბერალური გახდა, როგორიცაა სააკაშვილის მიმდევართა ლექსიკა. ამაყად წარმოთქვამთ მჭახე ტრაფარეტებს და ფეისბუკში თავს აჩვენებთ ერისკაცებად. საკუთარი არგუმენტაცია არ გაქვთ და არც რომ გსურთ, რომ გქონდეთ. ერთადერთი ისაა, რომ 20 წელზე მეტი გაიძახით კანონიერი ხელისუფლებისა და უზენაესი საბჭოს აღდგენას. ეს სისულელეა! განა ერთიანი დასი ხართ, რომ ამას მოითხოვთ? თუ კანონიერი მთავრობის აღდგენა მხოლოდ ილეთია საკუთარი სიკოტრისა და უიდეობის მისაჩქმალად?  ზვიდიზმი გაკოტრებულია უკვე მრავალი წელი და აი ესღა გაქვთ ხელმოსაჭიდი, რომ გახდით ნაციონალები ცომაიებო, სანდუხაძეებო, შონიებო. შენ, ლეილა ცომაია, თვალთმაქცო დედაკაცო, მე რომ არტისტულად მეუბნებოდი, რომ  თურმე სიძულვილის ენით  ვლაპარაკობ, არ მძულდეს ქვეყნის ამომგდები? როდის აქეთ დაიბეჯითე ნაციონალების ლექსიკა? რატომ იმეორებ მათ ნათქვამს და ამას ეროვნულ აზრად ასაღებ? არაფერი გაქვთ სათქმელი ზვიადისტებო. თქვენს გაზეთში აზრიანი წერილის დამწერნიც არ გეპოვებათ. ამიტომ გადაბეჭდე შენ, რედაქტორო ცომაია, სააკაშვილის მოდასე ნეოლიბერალური ჟურნალის „ტაბულას“ მასალა (გაზ. „განმათავისუფლებელი“, N 42, სექტ., 2014 წ.). აქ ამხელ და  განაქიქებ სააკაშვილის ჟურნალის პირით ივანიშვილსა და პრემიერ ღარიბაშვილს. აქედან ჩანს, რომ ხარ ზვიადისტი-ნაციონალი და ლიბერტარიანელი. ამხელ ივანიშვილსა და ღარიბაშვილს არა როგორც ეროვნული ძალა, არამედ როგორც ნაციონალი. ნუ რაც ეწერება „ტაბულაში“ ივანიშვილსა და ღარიბაშვილზე, ხომ აღარ უნდა ამას თქმა? ამის შემდეგ იმდენი თავხედობა გაქვს კიდევ, რომ სხვებს უძახო მოღალატე და აგენტი. ცომაია, არ გინდოდა სააკაშვილის გადავარდნა და ახალი მთავრობის მოსვლა? რატომ არავინ გითხრა, რომ ამის გადაბეჭდვა იმ გაზეთში, რომელიც თავს დებს ეროვნულობაზე და „დამოუკიდებელი ეროვნული გაზეთი“ ეწოდება, არის იდეური კატასტროფა. აი აქამდე მივიდა ბოლოს ზვიადიზმი. მთქმელი კი იმიტომ არავინ გყავს, რომ თქვენ ზვიადისტები ხართ ერთურთის მაამებელნი, მოლიქნენი და მეცრუენი. მე ხომ მანამდეც დაგინახეთ, რანიც ხართ. ვერვინ ვერაფერი გითხრა ამაზე, რენეგატო ცომაია. არას შეისმენ და აქეთ სხვებს დალანძღავ გიჟურად. ჩემთან კი არ გაგივათ ეს ხრიკი არც შენ, არც კოკო გამსახურდიას, არც ირაკლი შონიას და არც ალ. სანდუხაძეს. ქვეყანა იცინის თქვენზე და ვერ გრძნობთ. თავმოთნეობა და დიდგულობა გაბრმავებთ და გაყრუებთ. ყველაზე აღმატებულად მიგაჩნიათ თავი, რახან წარამარა ზვიადს ახსენებთ. ისტერიული ცილისმწამებელნი ხართ და ვინმემ რომ გითხრათ კრიტიკული სიტყვა, ყვირილს იწყებთ, რომ აი, როგორ გვებრძვიანო საქართველოს მტრები.

ირაკლი შონია, ხომ ჟურნალისტობ და რატომ ვერ ეუბნები ცომაიას, რომ გაზეთის ასეთი წესით გამოშვება სასაცილოა? რატომ უწოდებ მოღალატეებს იმათ, ვისაც არ სურს ნატო და ევროკავშირი? მე რატომ არ მიწოდე მოღალატე ჩემი წერილების თქვენს გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ? ხომ დაინახე, რომ, არ ვარ ნეოლიბერალი და ნატოს მომხრე. შონია, რას დაიარები თარხან-მოურავის ტელევიზიაში? რატომ არ გერცხვინება? განა ცომაია ყველგან არ ამბობს, რომ ტელეარხი „ობიექტივი“ კრემლის აგენტებისაა. მაშ როგორღაა, რომ შენ მანდ საეთერო დროს გითმობენ? ამაზე ვკითხე ცომაიას და მითხრა, რომ ირაკლი შონია დიდი ხანია მეგობრობსო „ობიექტივის“ ჟურნალისტებთან. თუ ეს ასეა, მაშ რაღას მსაჯულობს ცომაია, რომ ეგ ტელეარხი რუსეთის აგენტებისა არისო?  საკუთარ თავს იტყუებთ და ქვეყანას ხომ ატყუებთ და ატყუებთ.  ამავე არხზე გამოსულ სხვა ხალხზე შენ, ირაკლი შონია, ამბობ, რომ ისინი მოღალატეები და რუსეთის აგენტები არიან. აშკარად დავთრები გაქვთ არეული და ღობე-ყორეს ედებით.  აი ასეთები ხართ და ქვეყანას კი მორალისტური კლოუნობით ატყუებთ.  შონია, შენ არ გესმის მრავალი საგანი, არც სწავლობ არაფერს და ყოველთვის გაქვს იმდენი კადნიერება, რომ სხვებს დასდო ბრალი და დამოძღვრო.

ჩემი წერილებიდან ამ გაზეთში სულ ბოლოს გავიდა გამოხმაურება ფილოლოგოს  ლევან ბებურიშვილის წიგნზე. აქ არის ეროვნული მოძრაობისა და დისიდენტების ჩემეული კრიტიკაა.  ლეილა ცომაია, იცი, რატომ დაბეჭდე ეს წერილი? თუ მე ვარ გაზეთში, ტირაჟს გარანტირებული აქვს მყისიერი გასაღება. არაფერი გაქვს, რომ გაზეთის გვერდები შეავსო. ამდენი ზვიადისტები ხართ და ერთი ვერ დაწერს კარგ ანალიტიკურ წერილს. ან გალიბერალებული ეროვნულების ლექსებს ტყიპავთ მანდ, ან უბრალო რამერუმეებს. გეზის დამდგენი და გამაერთიანებელი სიტყვის თქმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. სათითაოდ თავს აჩვენებთ ქვეყანას, რომ აი რა ეროვნულები ხართ და სინამდვილეში ეს არის წამხდარ და გულნამცეცა კაცთა ფაფხური.

ხალხი იცინის ამ გაზეთის მასალებზე. რაებს ჰროტავთ? რა დაგმართნიათ? ალ. სანდუხაძემ კი მთლად გარეკა. ის რუსულ საიტებზე ეძებს რუსი ლიბერალების ნაჯღაბნებს პუტინზე, რუსეთზე. სანდუხაძე ამ გაზეთში ბეჭდავს ცილისმწამებლურ მასალებს პუტინის პედოფილობაზე და სხვ. ის ვერ ხედავს, რომ ეს არის რუსეთში მყოფი ამერიკანისტული წრეების დივერსია. გაზეთის N42-ში (სექტ., 2014, გვ. 15) გამოქვეყნდა სანდუხაძის მიმართვა ანგელა მერკელისადმი უკრაინის ომის გამო. ეს არის ქართველი კაცის პროვინციული ამპარტავნების წარმომჩენი საბუთი. ვის ეკამათები, სანდუხაძე? ვის რას უმტკიცებ? აქ მერკელს მიმართავ და შენს ფეისბუკზე მასვე პუტინის ბოზს უწოდებ.  სადამდე კადნიერი და უმეცარი უნდა იყო შენ, სანდუხაძე, რომ აი ასეთი წერილით მიმართო კანცლერ მერკელს! ჯერ ხომ რუსებს შეაჩვიეთ პირი შარახვეტია და ჩიტირეკია ზვიადისტებო და ახლა ევროპელებს გადასწვდით?  სად გაგონილა, რომ საჯარო წერილში უცხო ქვეყნის უმაღლეს პირს ვიღაც უცხოელი ემიგრანტი  სანდუხაძე ამხელდეს აგენტობაში?  თუ მერკელი დღემდე გდრ-ს პოლიციის  აგენტია, როგორც სანდუხაძე ეუბნება მერკელს, მაშ რაღას მოუწოდებ მას დასახმარებლად?  სანდუხაძე მიმართავს მერკელს: „ჩვენ … გვეგონა, რომ დასავლური ცივილიზაცია დაფუძნებული იყო საერთაშორისო სამართალზე, ზოგადსაკაცობრიო მორალსა და სამართლიანობაზე, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ მრავალჯერ გავწბილდით!“

არა, თუ მრავალჯერ გაწბილდით, რატომღა გაქვთ იმედი გაწბილებულებს?  არ შეჰყავხართ ევროკავშირსა და ნატოში და გაჩერდით. ხომ დღის ნათელზე უფრო ნათელია, რომ არ შეჰყავთ საქართველო ამ ორგანიზაციებში. ჰოდა, ახლა სხვაგვარი ფიქრი გქონდეთ. ისევ იმ ილუზიებს რატომ მისდვხართ?  ვინ ხართ თქვენ ზვიადისტებო, რომ სანდუხაძის ასეთ ბრიყვობას ბეჭდავთ გაზეთში და ამით თავი მოგაქვთ? სადამდე იდიოტი უნდა იყოს ზვიადისტი სანდუხაძე, რომ მერკელს ასეთი წერილი მისწეროს! აქვე სანდუხაძე ამუნათებს მერკელს, რომ  ვერასდროს გახდებითო მარგარეტ ტეტჩერი. ტეტჩერად გახდომა რა სასახელო გგონია შტერო ლიბერტარიანელ-ზვიადისტო და ახლა ბანდერელ-ზვიადისტო, უკრაინული ნაციზმის დამცველო სანდუხაძე? იმპერიალისტი იყო ტეტჩერი და ბრიტანეთის იმპერიის შერჩენილ დავლას იცავდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ფოლკლენდის კუნძულებზე. ლიბერტარიანელი იყო ტეტჩერი და თავის ქვეყანაში პრესა დევნა, მუშათა კლასის რეპრესირებას არ მოერიდა საბაზრო თავისუფლების სახელით. ირლანდიელი მოშიმშილეები მის დროს დაიხოცნენ და ყური არ უგდო მათ მოთხოვნებს ტეტჩერმა. და შენ, დავთრებარეულო სანდუხაძე, ეს სანაქებო გგონია და ამას უკავშირებ შენს ზვიადისტობას?  ამით მოგაქვთ თავი ზვიადისტებს და იმდენი უტიფრობაც გყოფნით, რომ სულ სხვების დასამოძღვრად და სამხელად იქაჩებით.

გაზეთის ამავე ნომერში არის „სექსუალური ქცევის კოდექსი 1924 წლის რედაქციით“.  ვფიქრობ, რომ ესეც სანდუხაძის გამოისობითაა. ეს რა მოსატანია? რა გიხარიათ? ვითომ თქვენის ჭკუით რუსეთი გააშავეთ და გაატრიზავეთ ამის დაბეჭდვით.  სექსუალური ემანსიპაცია ბოლშევიკების მოგონილი კი არაა, არამედ ის მოდის საფრანგეთის რევოლუციებიდან. თქვენ რა სახითხითო ნახეთ ამაში? რა გაცინებთ, თქვე საცოდავებო?  სასაცილოდ გაქვთ საქმე?  წაკითხული როდესმე გაქვთ ევროპელი ემანსიპატორების ნაშრომები?  საერთოდ ამ ცხოვრების აზრზე ხართ? ეს თქვენ არ ხართ, რომ სულ საკუთარ მართლმადიდებლობას იმტკიცებით? მისხალიც არაფერია თქვენში ქრისტიანული. არას ნიშნავს სანდუხაძე ეს შენი ისტერიული პრეტენზიულობა. ცხოვრებას თავისი ტიპიკონი აქვს და ზვიადისტების არშინით გაზომილსა და ნათარგავს ის არ მოირგებს. იმ ზნეობას სთხოვ სხვებს, რაც შენ არ გაგაჩნია, სანდუხაძე და მხოლოდ გაზეთსა და საკუთარ ფეისბუკს აყროლებ.

კიდევ იცით რატომ გადაბეჭდეთ ჟურნ. „ტაბულას“ მასალა? იმიტომ, რომ ზვიადიზმი მიაბით ნეოლიბერალობას, სწორედ იმ გლობალურ ანგლოსაქსურ მოძრაობას, რომელმაც დაამხო ზვიადი და მოიყვანა ედუარდი.  ეს თქვენი რენეგატობაა და არა მხოლოდ უვიცობით გამოწვეული გაუგებრობა, როცა ეროვნული იდეა გვერდზე დაუყენეთ ანგლოსაქსურ ლიბერტარიანელობას (იგივე ნეოლიბერალიზმს). ეს არის ქართველთა იდეური კატასტროფის კიდევ ერთი მაჩვენებელი. ამაზე კრინტს არ ძრავს არც ერთი თქვენგანი, ზვიადისტებო,  რადგან რუსეთის გალანძღვის, რუსი ეთნოსის კაცთმოძულებრივი გმობის შესაძლებლობა არ მოგესპოთ. თქვენ არ ხედავთ, რომ რუსეთს თავისუფალი სამყარო კი არა, არამედ დასავლეთის იმპერიული იდეა ებრძვის. ორი იმპერიული იდეა იბრძვის და თქვენ კი რას ატყუებთ ქვეყანას?

გაზ. „განმათავისუფლებელი“ მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტია ეროვნული მოძრაობის გადაგვარებისა ზვიადიზმად. ეს გაზეთი ერთ-ერთი წყალგაუვალი საბუთია იმისა, თუ რა მოუმზადებელნი იყვნენ ქართველნი 90-იანი წლების დამდეგს და ამ მოუმზადებლობას ისინი ფარავდნენ გაბმული პატრიოტული ყვირილით. ეს გაზეთი დასტურია იმისა, თუ როგორ შთება ესოდენ მრავალი ქართველი ეთნიკური ფსევდოლოგიისა და ილუზიების ტყვედ. რა არ მოხდა და ქართველი იგივე დარჩა.

რატომ არ ჰყავს გაზეთს რედკოლეგია? რატომ არ ხდება მასალების კრიტიკული  შერჩევა?  ამდენი ხალხიდან, ვინც ეროვნულობას ჩემულობს, არავინ მოიძებნა რედკოლეგიაში შესაყვანად? თუ ცომაიას და სანდუხაძეს არ სურთ რედკოლეგიის შექმნა? გაზეთის ყველა ნომერში ცომაიას სურათი რატომაა?

დავრწმუნდი იმაში, რომ რაც არ უნდა აზრიანი სიტყვა ვთქვა იმათ შორის, ვისაც თანამოაზრედ მივიჩნევდი, მაინც არავინ გაიგონებს ჯიბრიანობის, შურის და თავაშვებულობის გამო. ათჯერ ვთქვი, რომ აუცილებელია ეროვნულ ძალთა შეკრება და რიგი საკითხების ერთობლივი განხილვის დაწყება. ეს უნდა იყოს მართლა განხილვა და არა გაზეთში თავის მოსაჩვენებელი პატრიოტული ყიყინი.  მერედა, ვინ გაიგონა ჩემი ნათქვამი? თუ არ სურთ შეკრება და განხილვა, მაშ რას დაუჩემებიათ კანონიერი მთავრობის და სამართლის აღდგენა?  ამათ ეგრე უნდათ, რომ ვინმემ ლანგარზე დადებულ ჩაროზად მიართვათ სამართალი.  როცა შეკრების აუცილებლობაზე ვამბობდი, ასე მომიგეს, რომ შენ აზრს რატომ გვახვევ თავზეო? აი ასეთი დახვანჯულნი და უკუღმართნი არიან და სულ რაღაცას კი საკლისობენ სხვათა გასაცურებლად, ყასიდად წუხან და მოთქვამენ ინტერვიუებში. ასე გადის მრავალი წელი და ეროვნულობა უკუღმართი ქართველებისათვის იქცა საკუთარი უმეცრების, ხელნაცარავობისა და თავნებობის მისაჩქმალავ ოინად.

მაქვს განათლებაც და გამოცდილებაც. მწადდა, რომ სწორედ ეროვნული იდეისათვის, ეროვნული მოძრაობისათვის მომეხმარებინა ის, რაც ჩემი შრომით მოვიპოვე. წლობით უცხოეთში მიმალული კოკო გამსახურდიას,  შლეგი ცომაიას და შტერი სანდუხაძის გასალანძღი არ უნდა გავმხდარიყავი იმის გამო, რომ არ ვარ ნეოლიბერალი და სააკაშვილის დამცველი. და თუ მე სომეხი და კაგებეს აგენტი ვყოფილვარ, რატომღა იყო, რომ სწორედ მე მთხოვდნენ გაზეთისთვის მასალებს და როგორ მოხდა, რომ კაგებეს აგენტმა, სომეხმა გვასალიამ ასე გამოაცოცხლა ერთი მივარდნილი ზვიადისტური გაზეთი?  ამდენი დაფიქრება კი ჩემს მკილავთ არ აქვთ. ამათ მარტო ვინმე გალანძღონ საქვეყნოდ ეშმაკსაც წაუღია საერთო საქმე!

მეცინება იმაზე, როცა პოლიტიკური ემიგრანტები წლობით იქადიან აქ ჩამოსვლას და მოძრაობის დაწყებას. უკვე 20 წელზე მეტია ისინი უცხოეთში არიან და იქაც იგივე ქართული გაუტანლობა და თავმოთნეობაა. თუ ჩამომსვლელნი ხართ და ჩამოდით! კრიზისულია საქართველოს პოლიტიკური სინამდვილე და ყურს არ იბერტყავენ ეს ეროვნული ძალები. სათითაოდ აქუხებენ ინტერვიუებსა და სტატიებს გაზეთებში და სულ ესაა.

ცომაია და სანდუხაძე, ერთი ვინმე მიჩვენეთ თქვენ განათლებული ახალგაზრდებიდან, ვინც შორიახლოს მაინც დგას ეროვნულ იდეასთან. ხსენება არავის უნდა არც ზვიადისა და არც ეროვნული მოძრაობისა. ახალგაზრდათაგან თუ ვინმეს გაახსენდება ზვიადი, მხოლოდ იმიტომ, რომ აუგი თქვას მასზე. აი ესაა სასტიკი სინამდვილე. წესით ხომ ასე უნდა იყოს, რომ ამდენი სიცრუის შემდეგ, რაც ნეოლიბერალიზმმა დაამკვიდრა, ახალგაზრდობა მასობრივად უნდა მოდიოდეს ეროვნულ მოძრაობაში. ვინ მოდის? გამომხედავიც არავინაა.  მერედა, ეს რუსეთის ბრალია? ეს თქვენ გინდათ ასე წარმოაჩინოთ. რუსებმა კი არ გამოზარდეს შევარდნაძის პარტიის – „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდობა, არამედ ამერიკელებმა. მათ წაიყვანეს 1992-4 წლებში ახალგაზრდები, დაამთავრებინეს სახელდახელო სასერტიფიკატო კურსები, მიაღებინეს ფორმალური მონაწილეობა რაღაც პროექტებში და გამოუშვეს უკან ქვეყნის ამოსაგდებად. ესვე გაგრძელდა სააკაშვილის დროს. ვინც დასავლეთში სრული უმაღლესი განათლება მიიღო, განა აქ ჩამოსვლისას მან ისაკლისა ეროვნულობა? ეს ადრე იყო, რომ უცხოეთში განსწავლული ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე და სხვები, აქ ჩამოსვლისას ეროვნულ საქმეს იწყებდნენ. ახლა ასე აღარ ხდება. ნასწავლი ახალგაზრდობა სათოფეზე არ ეკარება მიტოვებულ ეროვნულ საკითხებს.

ცომაია, დადიხარ 20-30 -კაციან მიტინგებზე, სადაც ნამუსზე შეგდებით წელისწყვეტით მოდის ხალხი, იღებ სურათებს, შემდეგ დებ ფეისბუკში და ამას ეძახი ეროვნულ ბრძოლას. თვით ზვიადისტები არ ეკარებით ერთურთს და სხვებზე რაღაა სათქმელი. ახლა საყდრისის მაღაროს აფეთქების ფაქტზე (2014 წლის დეკემბერი)  პარაზიტობ და არტისტობ. საყდრისის გამო აღარ განახლდება ეროვნული მოძრაობა, როგორც ეს იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გამო 80-იან წლებში. 20 კაციც არ გაერთიანდება, თუნდაც მთელი კაზრეთი ააფეთქონ და გადათხარონ. ნამუსზე შეგდებითაც არ გამოვა ხალხი საპროტესტოდ. არავის აღარაფრის გაგონება არ უნდა. აქ მახსენდება 1991 წელი. დადიოდნენ დაწესებულებებში,  უნივერსიტეტებში და დაიგინებოდნენ, ვინც მიტინგზე არ წამოვიდეს, იმის დედაცო. დაგინებულ მიტინგებზეც აღარ მიდიოდნენ, რადგან პროტესტის ამ ფორმამ უაზრო სახე მიიღო თავიდანვე.  ამა წლის მარტში ითქვა, რომ ერთ ათეულზე მეტი პარტია ერთიანდება საყდრისის დასაცავად. არავინ არაფრის დამცველი არაა. ხელისუფლება როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. ფული ბატონობს ქართველთა გულებში და ფულისთვის ცხოვრობენ ქართველები. ეს 80-იან წლებში იყო, რომ ქართველთ ნებადართული ეროვნულ-დისიდენტური მოძრაობა საკუთარი მონაპოვარი ეგონათ და შეაწყდნენ იმას, რაც არ საჭიროებდა ასეთ მსხვერპლს. ცომაია, ადრე რომ მითხარი, რომ ჩვენ შტაბი გვაქვსო, ზვიადისტების შტაბი რა უნდა იყოს? პოლიტიკური გიჟიერების შესაკრებელსა და მაკივარ ლეშთა გამოფენას შტაბს უწოდებ?  რამდენჯერ მითხარი, რომ ამას და იმას არ ენდობი. ესა და ეს კაგებეს აგენტი მგონიაო. იმათზაც გითქვამს ეს, ვის ნაწერებსაც შენს გაზეთში აქვეყნებ. დავით არაბიძეზე, გელა სალუაშვილზე, ელიზბარ ჯაველიძეზე, ბესარიონ გუგუშვილზე, გოჩა კელენჯერიძესა და სხვებზე გითქვამს აუგი.  რას აკეთებ ისეთს, რომ სხვებს არ ენდობი? არა, თავად შენ ვინ ხარ? შენ და შენს გარშემო მყოფთ გინდათ, რომ საკუთარი სიგიჟე კაგებეზე ლაპარაკით დაფაროთ, მთელი ცხოვრება იგიჟოთ და ბოლოს გახდეთ სააკაშვილის პარტიის კუდები?  ეს გამოჩნდა თქვენს მიერ უკრაინის გამო ატეხილი ყვირილიდან. სად ეჩრებით? ვის ომში ბრძნობთ?  უკრაინის მთავრობას არა აქვს იდეა, არგუმენტები და მან მიმართა ნეონაციზმს. ეს თავად დასავლურ გამოცემებში წერია და არაა რუსეთის მონაგონი. სანდუხაძე შუაგულ ევროპაშია, გერმანულად კითხულობს. შეუძლებელია ის არ ხედავდეს, რა ხდება იქ, მაგრამ მის პოსტებში არ ჩანს ეს დაფიქრება. ის თავის ფეისბუკში აზიარებს მდარე საიტებს, ან რუსი ლოთების სურათებს და ესაა მისთვის არგუმენტი. სანდუხაძე ამ საკითხში ისევე ცრუობს, როგორც სააკაშვილის პოლიტოლოგები და ექსპერტებად წოდებული პოლიტიკური ფელეტონისტები.

თქვენ ხართ მილიტარიზებული კაპიტალიზმისა და ტოტალიტარულ იდეოლოგიად ქცეული, სიკოტრეში წასული ნეოლიბერალიზმის დამცველნი. არასოდეს არ დაგიყენებიათ ერთი სოციალური საკითხი მაინც (მუშათა კლასის მდგომარეობა, მზარდი სიღატაკე საქართველოში და სხვ.). მხოლოდ ყვირილი და სხვათა მოღალატეებად დასახვა გეხერხებათ. მწყრალად ხართ მეცნიერებასთან, ლოგიკასთან, ზნეობასთან.  რა ამბავიც თქვენ ატეხეთ უკრაინის გამო, ეს წარმოაჩენს თქვენს სრულ უვიცობას. ეს არის ისტერიული, მხდალი კაცების, ფსიქოპათი ქალების აყალმაყალი. თქვენ იმდენი მოახერხეთ, რომ ზვიადიზმი დაუკავშირეთ ბანდერას მოძრაობას და ფრაზების კორიანტელი დააყენეთ. ძალად იბრმავებთ თვალს და ხმას არ იღებთ იმაზე, რომ სააკაშვილის მთავრობის მოხელენი უკრაინის მთავრობაში გადაიყვანეს. არ ამბობთ, რომ საქართველოს არად აგდებენ და ყველა მცდელობა აქაური მთავრობისა, რათა სამართალს პური ეჭამოს, დასავლეთმა ან ჩაფუშა და ან სულ თავად განაგებს, ვინ და როგორ გასამართლდეს. საქართველო არის აშშ-ს არაოფიციალური შტატი. რატომ არას ამბობთ ამაზე, ზვიადისტო ცოფიანო ტურებო? რატომაა თქვენთან ეს საკითხი ტაბუირებული? ხედავთ, რომ არ შეჰყავთ საქართველო ნატოში და მაშინ სათითაოდ შედით თქვენ მანდ, ცომაია, შონია, სანდუხაძე, გამსახურდია.  როგორ ცანცარებთ მხოლოდ იმიტომ, რომ დაგიფრინათ და გაგააბდლათ ცხოვრებამ, თავში ჩაგარტყათ და გაგრიყათ. თქვენ რომ რაიმე საქვეყნო საქმე გამოგსვლოდათ, მერე ხომ მეშვიდე ცას მისწვდებოდა თქვენი დიდგულობა. არაფრობით, მარცხიანობით, უვიცობით მოგაქვთ თავი. სადამდე ყეყეჩი უნდა იყო ცომაია, რომ მე მიწოდო ლიბერალიც, რუსეთუმეც, სოროსელი მასონიც, პუტინის აგენტიც , სომეხიც და ნაირა გელაშვილის გადაბირებულიც! ეს გიხარია, თავი გეწონება და ამით სულდგმულობ მთელი შენი ცხოვრება. სანდუხაძე და შონია კი შემოგციცინებენ და კვერს გიკრავენ. ცოცხალო მკვდრებო, ჩემი სიტყვის შემდეგ ბუნდღაც არ დარჩება თქვენგან. მერე ამტკიცეთ, რომ კრემლიდან დაგეგმილი დიდი პროვოკაცია მოგვიწყვესო. თქვენი ეროვნულობა პარაზიტობა და პოზიორობაა. არასოდეს არაფერ სახეიროს არ იზამს თქვენი ზვიადისტური ნადურდნი.

რას აგიჩემებიათ ზვიადის დროის მთავრობისა და პარლამენტის აღდგენა? რა აზრი აქვს ამას? დაფიქრებულხართ როდესმე, რას მოითხოვთ? არა, რომ აღდგეს მაშინდელი პარლამენტი და მთავრობა, დაუძახებ, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს, აკაკი ასათიანს და ისევ პარლამენტში გამოჭიმავ? ხომ იყვნენ ზვიადისდროინდელი ხალხი ედუარდის პარლამენტში? სანიკიძე და სხვები ხომ ახლაც არიან დეპუტატები? არიან და რა? თქვენ იმას ფიქრობთ, რომ ზვიადის დროის ხელისუფლება რომ აღდგება, აი მერე ეროვნული მოძრაობა გაცხოველდება?

როგორ გამეცადინდით საეკლესიო არტისტობაში. ყოველ წუთას საკუთარ მართლადიდებლობაზე მიუთითებთ. ზვიადისტთა შორის ისიც თქმულა, რომ ზვიადი იყო პირველი მართლმადიდებელი. ბარემ ეგ თქვან, რომ ზვიადი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ხსენდება და წინასწარმეტყველებმა თქვეს, რომ ის გახდებოდა პრეზიდენტი.

სულ თავს აჩვენებთ, რომ რაღაცას იწყებთ. 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის დამდეგს სად აღარ აწერდნენ კედლებზე, რომ ამა და ამ დღეს იქნებოდა ეროვნულ ძალთა შეკრება. არაფერიც არ მომხდარა. საკუთარ უილაჯობას გამუდმებით კაგებეს აბრალებენ. სწორია განგების მსჯავრი, რომ სწორედ ასე უნდა დასრულებულიყო ეროვნული მოძრაობა, როგორც ის მალევე დასრულდა. უკვე 1989 წლის ზაფხულში ასეთი პირი უჩანდა. შიგნიდან ვხედავდი. დავდიოდი შეკრებებზე და ვუჭვრეტდი ამდენ ზვაობასა და კვეხნას. ერთბაშად ამოდუღდა ყოველივე ფინთობა, რაც ადრეც ღუპავდა ქართლს. უმეცართა მედიდურობამ დაღუპა საქმე. პლურალიზმის დროს ეროვნული მოძრაობის განახლება ძნელია. მისთვის სწორედ ბოლშევიკური მონიზმი იყო საფუარი. პლურალიზმის დროს ცხოვრება უფრო მეტ ცოდნას და ორგანიზებულობას გთხოვს. ახლა მეტად მცირეა ეროვნული იმპროვიზაციისა და სიმულაციის შესაძლებლობა. ასე ისიმულანტა სააკაშვილის ოპოზიციამ 2006 – 7, 2009 – 10 წლებში და რა ჩიტიც დაიჭირა, ყველამ დაინახა. ბოლშევიკების დროს ეროვნული სიმულაცია ადვილი იყო. ყველა მოდისიდენტო გიჟის ნათქვამი ქვეყანას მართალი ეგონა. მაშინ ეროვნულ მოძრაობას მიტინგის არტისტები და საეკლესიო ჯამბაზები ესაჭიროებოდა. ახლა ასე ვერ იქნება. ეროვნული მოძრაობა მხოლოდ თავის ნათქვამზე თავით პასუხისმგებელმა ხალხმა უნდა დაიწყოს. ქართველებს კი ეს არ შეუძლიათ.

სირცხვილი თქვენ, ეროვნულ იდეაზე მონოპოლიის გამომცხადებელო ზვიადისტებო! ამდენმა მარცხმა და ბითურობამ ვერ გაიძულათ რაიმე შეგესწავლათ. თქვენს შორის არც თეორეტიკოსი გაჩენილა, არც ანალიზირება შეგიძლიათ და უბრალო რამერუმეებით გაგაქვთ თავი. ჯიუტად არ გსურთ 90-იანი წლებიდან გამოსვლა, რადგან მერე ვეღარ ისიმულანტებთ. თქვენ შექმენით ცოცხალი ბომონი ზვიად II-ის – კოკო გამსახურდიას სახით. მისი გაპრეზიდენტება გაქვთ უზურში და შეუძლებელია აქ აზრიან მკითხველს ჰომერული სიცილი არ აუტყდეს. კაცი, რომელიც არასოდეს ყოფილა ეროვნული სულის მქონე, იყო მედროვე კარიერისტი, უცხოეთში ლაჩრულად გახვეწილი, რომელიც დღემდე იმტკიცება, რომ მას ისევ დევნიან  და ებრძვიან კაგებედან. თქვენ აიკვიატეთ, რომ ეროვნულ საქმეს კოკო გამსახურდია აგრძელებს. არ გინდათ იმის გაფიქრებაც კი, რომ ის გაქცეული და დამალული იყო, მაშინ როცა ზვიადის მომხრენი მას იმედით შეჰყურებდნენ და მის მამას იცავდნენ. ის თავიდანვე დაიხაფრა საქართველოდან და წამოწოლილი შორიდან შესცქეროდა იმას, რაც აქ 1992 წელს ხდებოდა. შორიდანაც ვერ გაბედა ხმის ამოღება. მან უგანა ევროპაში მყოფ სხვა პოლიტიკურ ემიგრანტებს და გამზადებულზე ჩამოვიდა 2004 წლის არჩევნებისათვის. ის სააკაშვილსაც არ ედგა გვერდით, როცა ის ედუარდის დამხობას იწყებდა. სწორი იყო სააკაშვილი იმაში, რომ კოკო არ გააკარა პარლამენტს.

1993 წლის ბოლოს ზვიადიზმს ჯერ კიდევ ჰქონდა ეროვნული მოძრაობიდან შემორჩენილი ავანსი და ეს ავანსი მან უნამუსოდ გამოჭამა. ზვიადმა თავის გაგდებამდევე  შეუწყო ხელი ეროვნული მოძრაობის ზვიადიზმად გადაგვარებას. ზვიადისტობა და ეროვნულობა სხვადასხვა რამ არის.  ბევრი ამას კიდევ დიდხანს ვერ ხედავდა, რადგან ედუარდის ენითაუწერელი უსინდისობა, მისი მთავრობის ლაგამაწყვეტილი კორუფცია ხელის შემშლელი იყო ამის დანახვაში. ზვიადიზმი არაა ეროვნულობა და ეროვნულობა არ შეიძლება იყოს ზვიადიზმი!  ზვიადიზმმა ნულამდე დაიყვანა ეროვნული მოძრაობის განახლების შესაძლებლობა და იქცა დიდად ხელისშემშლელ ფაქტორად. ზვიადიზმი იქცა ქიმერად. ზვიადისტებო, თქვენ ხელს უშლით ეროვნული მოძრაობის განახლებას. თქვენ მისი მტრები ხართ, ჩანჩურა მონოპოლისტებო! ნეოლიბერალიზმზე უარესი მტერი ამ დარჩენილი საქართველოსათვის არის ზვიადიზმი. ქართლის მტრები არიან ეს ცომაიები, სანდუხაძეები, შონიები, გამსახურდიები და მათთანები.

სამტროდ ხართ ქართლში მოსულნი ეს ერთი ხელი რევანშისტი კოლხები. როგორ დაგწამლათ ზვიადმა! ცოფის დასათესად დადიხართ თბილისში. ზვიადს ამოაფარეთ თქვენ საკუთარი ნაძირლობა და უვიცობა. კი არ ქართველობთ, არამედ მეგრელობთ და საქართლოდ არ ხართ თქვენ. არ გინდათ ქართლი?  გადადით ლიხზე და სამაგრელოში იზვიადისტეთ.  კისერიმც გიტეხიათ! ვინ ხართ თქვენ, ქართულენოვანო მაქციებო? ეს  ნაპრეზიდენტალი ზვიადის დათესილი ღვარძლია, რომ აი, ნაბიჭვარმა ქორთუებმა მეგრელი პრეზიდენტი გააგდეს. სამეგრელოს ტყეებში გაფირალებული ზვიადი ისე წარმოაჩენდა, რომ ქართველებმა დაამხეს მეგრელი პრეზიდენტი. აი ამან საბოლოოდ გააკოტრა ის, ვინც მერაბ კოსტავას სიცოცხლეში დიდ ქართველად ჩანდა. არა, გაგაგდეს? გაგაგდეს და ცოტა ხანს გაჩერდი! ომია აფხაზეთში და რაღა დროს შენი რევანშისტობაა? რას აკოწიწებ ამ მეგრელთა ჯარს და თბილისზე გამოლაშქრებას ლამობ? ქართლში გაზრდილი ხარ, თბილისელი კაცი ხარ, სრულიად ქართველი ხარ უკვე და შენ ისევ მეგრულ პროვინციალიზმს მიუბრუნდი, ოღონდ ისევ პრეზიდენტად დამჯდარიყავი!   ზვიადს რომ მოეთმინა, ის ისევ შეიძენდა ავტორიტეტს არა იმიტომ, რომ კარგი პოლიტიკოსი იყო, არამედ ედუარდის უცუდესი მმართველობის გამო ისევ მისი სახელი ამაღლდებოდა.  ეგ გინდათ თქვენ, ცომაიებო, რომ ჯიბრით ისევ მეგრელი ზვიადისტი მოვიდეს პრეზიდენტად და კოკო აიჩინეთ ასეთად? ლეილა ცომაია, მეძავზე უარესი ხარ, რადგან მეძავი ეგეთს არას შვრება, შენ კი ქვეყანას ბილწავ შენი ზვიადისტობით. გახსოვს საქვეყნოდ, რომ თავი ფეხებისკენ მოგაბა ელიზბარ ჯაველიძემ თავის გაზეთში? მართალი იყო ელიზბარი ამაში. მაინც ვერ ჩერდები, არ შეგიძლია, რომ გესლი არ ანთხიო და ვინმე არ შეურაცხყო ზვიადის სახელით. შენი გაზეთის გამოცემაში ადრე ფული შეგაწიეს ემიგრანტებმა და ყველა დალანძღე. ყველასთან ნაჩხუბარი და დაუბრებული ხარ. რომელი ერთი გითხრა?!

ზვიადისტებო, როგორ მოხდა, რომ რუსეთმა, რომელიც თქვენი თავგამოდებული მტკიცებით იშლებოდა, ასე ავნო საქართველოს? რუსეთის დაშლაზე წლობით ყვირილმა თავად საქართველო დაშალა. ზვიადის სიბეცემ გადაჰკიდა საქართველო რუსეთს. თუ ზვიადს კარგი რამ გაუკეთებია, ბოლოს იმდენი ცუდი გააკეთა, რომ მის კარგი აღარაფრად გამოჩნდა. საპოლიტიკოდ ზვიადი სუსტი იყო. კაცი, რომელმაც თავის ქვეყანაში ყველანი დალანძღა, გარეთ კი ეთიკურობას მოითხოვდა უცხოელ პოლიტიკოსთაგან. კაცი, რომელიც ცილისწამების დიდოსტატი იყო,  უახლოესი თანამოაზრენიც კი მტრად გაიხადა, გარს შემოიკრიბა მდაბიორი, თავხედი ხალხი, მაამებელნი და მოლიქნენი.  უცხოელებს კი ზვიადი ზნეობის დაცვას სთხოვდა მსოფლიო პოლიტიკაში.  კაცი, რომელიც ბოლოს იქცა დედაკაცების მეფუკად, ბუკულა კაცების ყაენად და ნეტარებდა, როცა ისინი ყველას წყევლიდნენ და თათხავდნენ.

ცომაიებო და სანდუხაძეებო, მიწა დაგეყრებათ ჩემი სიტყვის შემდეგ, თქვე ცოცხალო ნამარხებო! იცოდეს ქართლმა, რა მწამლავნიც ხართ. ზვიადიზმი ფსიქიატრიის ცნობარში უნდა შევიდეს და ითქვას, რომ ეს სნეულება არასგზით არ იკურნება. დამარცხებულნი, ჩამყაყებულნი და გარიყულნი ასე ცმუკავთ და იმოძღვრებით. რომ გაგემარჯვათ, მერე რაღა ჭირი გეტაკებოდათ?  თავი წასჭამეთ ყველას თქვენი ზვიადისტობით.  ქვეყანა გაგინებთ და თქვენ ისევ ისე კაგებეს აგენტობას აბრალებთ ყველას.

ცომაია, მე რას მიზუსტებ, როდის ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში? ჩემი მანდ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ზვიადისტების მიტინგებზე მეარა სურათით ხელში, ან კოლხურ კოშკთან დავმდგარიყავი და „ზვიადი, ზვიადი!“ მეძახა. არ გავკარებივარ ამ შეკრებებს და არ მიმაჩნდა ეს ეროვნული ბრძოლის გაგრძელებად, არამედ მის დასრულებად მიმაჩნდა. გულით ვიყავი ეროვნულ მოძრაობასთან. მჯეროდა, რომ ქართველობა ჭკუას მოუხმობდა და წესს დააყენებდა. შენ თუ დადიოდი ზვიადის სურათით აქა-იქ და თემურ მღებრიშვილი ყარაულად გადგა თავზე, ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნულ მოძრაობაში იყავი, ცომაია. მე რას მიზუსტებ, სად ვიყავი და სად არა? ან კოკომ რა საირონიოდ გაიხადა ჩემი მხარდაჭერა ეროვნული იდეისადმი?  აქედანაც ჩანს, რომ ეროვნული მოძრაობა შენ ზვიადისტობა გგონია. ყიჩარა დედაკაცები და ჯანდღი კაცები, ჭკუა რომ ენაზე უდევთ და სიტყვა წინ მიურბით, რა ეროვნულები იყვნენ? დაიჭერდნენ ხელში სურათს და დადიოდნენ. თუ ამას ბრძოლა ერქვა, მაშინ მისი შედეგი სადაა? თუ ამას წინააღმდეგობა ერქვა, მაშინ იდეა, თეორია და პოლიტიკური პლატფორმა სადაა?   რატომ ვერაფერი შეიქმნა თქვენს შორის, ზვიადისტებო?

შლეგო ცომაია, განა მე არ შემეძლო რომელიმე პარტიაში მოკალათება, სოროსის ფონდში მისვლა, ედუარდის გარემოცვაში გარევა და კარგი კარიერის შექმნა. მთელი ეს უბედურების წლები აქ ვიყავი. ქართულ იდეას ვიცავდი და მას მივდევდი ამდენი წელი. კარიერისტმა და ღრუბლების ექსპერტმა კოკომ როგორ უნდა მითხრას ირონიულად , რომ „შესაძლოა, შენ იყავიო ეროვნულ მოძრაობაში“? კოკო თავად სად იყო? თუნდაც სულ ბოლო დროს კოკო სად იყო? და აბა უთხარი მას რამე ამაზე, ცრუპენტელა ცომაია.  ზვიადს ვამართლებდი იდეის გამო და ყველაფერს ვიკლებდი. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ასე ვიყავი. ამის გამო ბევრი დავკარგე. არსად დავმჯდარვარ ტელევიზიაში და არ დამიწყია ლაპარაკი ზვიადისტებად გადაგვარებულ ეროვნულებს შორის. რა აზრი ჰქონდა? ვის რას გავაგებინებდი? ვინ მიგდებდა ყურს? 25-26 წლისა ვიყავი მაშინ და ტრიბუნაზე მე არ ავიდოდი. ვინც ადიოდა და ქვეყანას თავს ანახვებდა, იმისგან რა ხეირი დადგა?  ცომაია, შენ რას მსაჯულობ მაგ გაცამტვერებულ ეროვნულ მოძრაობაში?  ვინ ხარ? რა გიქნია? აი, ხომ შენი პარტია შექმენი დიდი ხნის წინ და რა?  სამიტინგო ხიხინი მიგაჩნია ეროვნულ მოძრაობად? ამდენი წლის გასვლისას რატომ არავინ დგას თქვენს გვერდით, თუ ეროვნული ძალა ხართ? სანდუხაძეს უკიჟინე აფერისტო ცომაია, გადაკარგული რომ არის და მისი სიტყვა არის შეშინებული კაცის ენაგრძელობა. კოკოს უკიჟინე ცომაია, გადაკარგული რომ იყო და საკარიეროდ ჩამოვიდა აქ.

კოკომ რაც ჩემთან გააკეთა, ხმა ვერ ამოიღეთ ამაზე, რადგან ახლა ეგ არის ზვიადისტების ღმერთი. ერთი სიტყვა ვერ თქვით, რომ კოკო საძაგლად მოიქცა და შურმა გააგიჟა. გაიყურსეთ და კანკალით შესცქერდით მას. ახლოდან დაგინახეთ, რანიც ხართ და მერე ეს მოიგონე, ცომაია, რომ თურმე კაგებემ მომაგზავნა იდიოტ ზვიადისტებთან, რათა საქმე აგირიოთ. არეულები არ ხართ 1992 წლიდან? თქვენი დალაგებული ვის უნახავს? ერთ კითხვაზეც რომ ვერ გამცემ პასუხს, ზვიადისტების დედუფალო ცომაია. ჩემთან არ გაგივათ თქვენი ოინები. მუდამ სხვების თათხვითა და ცილისწამებით გაგაქვთ თავი და ახლა მე მომადექით, არა? თავს ფეხებისკენ მოგაბამთ! ისე გამოგყავთ, რომ ზვიადისტებს ანდვიათ საქვეყნო საქმე და მხოლოდ მათ უწყიან, რა სწორია და რა მრუდი. 20 წელზე მეტი თახსირობთ და ბილწობთ.  ზვიადიზმი უფრო დიდი მტერია ქართველთათვის, ვიდრე ეს გვიანდელი მილიტარიზებული ლიბერტარიზმი და ოლიგარქატი ერთად აღებულნი. ზვიადიზმი ქმნის ეროვნულობის მოჩვენებას და წამლავს ქართველებს. ზვიადიზმი უნდა ამოიშანთოს ერთხელ და სამუდამოდ! ზვიადისტები აუბრალოებენ დიდ საკითხებს და თავისი ბრიყვობის დონემდე დაჰყავთ. ისინი ნაციონალების წამხედურობით ჩქმალავენ სინამდვილეს. ცოცხალო მუმიებო, თქვენ შექმენით ზვიადიზმად წოდებული სიგიჟის სათბური! გიმეორებთ, რომ თქვენ ხართ თბილისში ჩაბუდებული ქართულად მოლაპარაკე მეგრელი მაქციები, მეგრელი რევანშისტები, უაზრო და გზაარეული ხალხი, რომელიც ვერ გახდა ქართველი და თუ აქამდე ვერ გახდა, ვერც გახდება. თქვენ ხართ ტრაგიკოსი ატრაკუნეები და ატრაკუნე ტრაგიკოსები.  სამეგრელოსაც დაჰკარგვიხართ და არც ქართლს გამოადგებით.

ქართული პატრიოტიზმი, ქართული იდეა სულაც არაა ზვიადიზმის სინონიმური ცნებანი და სისულელეა ზვიადის დაყენება ილია ჭავჭავაძის გვერდით!  ზვიადიზმი ქართული იდეის ანტაგონისტია. ზვიადიზმი ჭირია და ჭირი ხართ თქვენ, ცომაიებო, სანდუხაძეებო, შონიებო! ქვეწარმავალ და ცრუ ხალხს დუნიის მსაჯულობა მოუწადინებია! თქვენ განგებამ დაგცათ შევარდნაძის ხელით. არაფერში ხელი არ მოგემართათ ამ 23 წლის განმავლობაში. თქვენზე მოგდებულმა საქმემ როგორ უნდა გაიხაროს? ამდენი ხანი გავიდა და თქვენი არგუმენტი ისევ ისაა: „ზვიადი, ზვიადი!“. თქვენ რა ეროვნულები ხართ, როცა სააკაშვილის იდეოლოგიას ეროვნულ იდეად ასაღებთ?

შევარდნაძის ხელისუფლების საარაკო სიმდაბლემ დაფარა თქვენი ჩათლახობა, სიმდაბლე და უმეცრება. რა გინდათ, თავადაც ვერ გაგიგიათ ამდენი წელი. თქვენ ეგრე გინდოდათ, რომ ჩემი ნაწერები თქვენი მეგრული პროვინციალიზმის, თქვენი ზვიადისტობის გასახელებლად და გასამიზეზებლად, ქვეყნის მოსატყუებლად  გამოგეყენებინათ. ვერაფერიც ვერ გაიგეთ ჩემი ნაწერებიდან. აი აქედან ჩანს, რა ჭკუის მქონენიც ხართ. ერთმანეთსაც ვერასოდეს იტანდით დასანახად. ხროვა-ხროვად განცალკევებულნი ხართ. ოდნავაც არ გაქვთ ერთობის მისწრაფება და რომც შეიკრიბოთ, ისევ ერთურთს დალანძღავთ და დაიფანტებით.  განა სულ ასე არ იყო 1993 – 2001 წლებში?  ვინმემ რომც მოგიყვანოს თქვენ ხელისუფლებაში, ვერაფერს გააკეთებთ. ყვირილისა და სხვათა აუგზე ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლიათ.

ხომ არ შეიძლება წლობით ლაყაფი, რომ ეს აგენტი და ის პროვოკატორია? ახლა თავიდან დაიწყეთ საქმე. ხომ ჩანს, ვინ ვინ არის. რა გიშლით ხელს საკუთარი შლეგობისა და ბოღმიანობის გარდა, რომ საქმე დაიწყოთ?  რატომ ვერ იქმნება ეროვნული პოლიტიკური ძალა? ამდენი ბითურობის შემდეგ რატომ ვერ იქმება ერთიანი ქართული ფრონტი? ჭორიკანობის მოხელეებო, წლობით ერთი და იგივე უაზრობის მღეჭავნო, არ აღდგება უზენაესი საბჭო და კანონიერი ხელისუფლება, რადგან ბევრი მაშინდელი კაცი გალიბერალდა, ახალ ყაიდაზე გაცუღლუტდა, თეთრიც იშოვა და ახლა ისევ ესენი გინდათ მოაბრუნოთ? უბედურების გარდა არაფერს მოიტანს ზვიადისტი აფრაკების სამუდამო მონოპოლია ყველა ცნებაზე, მართლმადიდებლური ჯამბაზობა და კრიტიკული აზრის მოსპობა. ლიბერალ-კაპიტალიზმს როგორ მიიჩნევთ ეროვნული მოძრაობის გარანტად და მემკვიდრედ? შეიშალეთ ყველანი? ბოლო დროს სააკაშვილის პარტიის ყრილობაზე ითქვა – ჩვენ უნდა განვაახლოთო ეროვნული მოძრაობა. ეს ვანო მერაბიშვილმა თქვა. ჰოდა, შეუერთდით მათ, ზვიადისტებო! მაინც ხომ მათი დუბლები ხართ და მათ ნათქვამს იმეორებთ! აბა სხვას ეთქვა ეროვნული მოძრაობის განახლებაზე. ქოქოლას დააყრიდით მაშინვე.

მაჩვენეთ, რა წაიკითხეთ ბოლო დროს ან ისტორიოგრაფიაში, ან პოლიტიკის მეცნიერებაში, ან ეკონომიკის თეორიაში. რატომ არას კითხულობთ? ელემენტური საკითხები არ გესმით და საწყისები მაღალ აბსტრაქციად მიგაჩნიათ. მარტივ სილოგიზმებსაც ვერ ერევით. არ აყურადებთ რა ხდება დასავლეთში, რას ამბობენ იქაური ცნობილი მეცნიერნი. ხსენებაც არ გინდათ მათი, რადგან მათი სიტყვა ანგრევს თქვენი მედასავლეთეობის ილუზიებსა და ზვიადისტურ ქოხმახებს.  ცამდე მართალს რომ ამბობდეთ, ისეთები ხართ, რომ ეს სიმართლეც უაზრობად იქცევა თქვენივე უკეთური ზნის გამო. მერე კაგებეს აბრალებთ ყველაფერს. თქვენ აქციეთ ეროვნული მოძრაობა ბალაგანად და ფეხისალაგად. ჩემს თვალწინ ხდებოდა 1993 – 2002  წლების ამბები და გუშინდელივით მახსოვს. საქვეყნო საქმე თავიდანვე ბოსლის ამბავად იქცა და შეიმურდლა ქართველთავე ბრალით.  და ვინ რას ამტკიცებდა, არ გაიგებოდა.  1989 წლის 23 ნოემბერს ზემელზე იყო შეკრება. ავტობუსები მოაყენეს. იქ ვიყავი და არ იყო სწორი ამდენი ხალხის ცხინვალში წასვლა მიტინგის გასამართად. ეს იქ ვთქვი და ვინ გაიგონებდა? იქ უნდა წასულიყო 5-7 კაციანი დელეგაცია. ცხინვალში იყო ქართველთა პატივისმცემელი ხალხი და ამას გამოყენება უნდოდა. არ იყო სწორი ოსი ეთნოსის გალანძღვა, ოსი ქალების მეძავებად და ოსი კაცების არაკაცებად დასახვა. ამის საბუთად მოჰყავდათ ალ. ყაზბეგის ნაწერები.  პოლიტიკა სულ სხვა რამ არის და ბრიტანეთის იმპერია იმიტომ იყო ხალხთა მწყემსი XIX საუკუნეში, რომ ანგლოსაქსებმა იცოდნენ პოლიტიკის წესი. ამ იმპერიამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან კიდევ კაიხანს გაატანაა. 1993 – 2002 წლები იყო ეროვნულ ძალთა განუწყვეტელი მარცხი. 2002 წლის ნოემბრის დამდეგს ზვიადისტების ნაწილი მანანა არჩვაძის მოთავეობით გაერთიანდა ჯაბა იოსელიანის „მხედრიონთან“.  მანადეც რამდენი მცდელობა იყო, მაგრამ ეროვნულ მოძრაობას აღარაფერი ეშველა.  1994 წელსვე დავინახე, რომ ევრაზიელობა აღდგებოდა რუსეთში და რუსეთის ელიტა იძულებული გახდებოდა ჩამოშორებოდა იმ დასავლეთს, რომელსაც ლოთი ელცინი თავის მარიონეტად ეჯდა კრემლში. მაშინვე დავინახე, რომ თუ საქართველო კიდევ გააგრძელებდა რუსეთთან მტრობას, უარესი დაემართებოდა. ორი საიმპერიო იდეის დაჯახება იყო დაწყებული და საქართველოს ამ ჯახში მაგრად მოხვდა.

ცომაიებო, თქვენ ამბობთ, რომ ხართ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ჯგუფი.  ერთ-ერთი ჯგუფი, ერთი მცირე ხროვა აღარ უნდა იყოთ ამდენი წელი. რატომ იჩემებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელს? განა თქვენვე არ ჩააფლავეთ ეს მოძრაობა? დღეს ვის რისგან ათავისუფლებთ? კაგებე კი არ გებრძვით, არამედ თქვენ არ გსურთ ერთობა. რასაც აქ ვამბობ, ეხება არა მხოლოდ ცომაიას, არამედ ყველა ზვიადისტს, ყველა ეროვნულ პარტიას. ქალო გეუბნები და რძალო გაიგონეო.

ცომაია და სანდუხაძე, გაზეთს გამოსცემთ და ეს გყოფნით სადიდგულოდ და კუდის ყავარზე გასადებად. თქვენ როდესმე მოგანიჭებთ განგება დიდ სვიანობას? მცირე რამ გაგიჟებთ ისედაც გიჟებს და ფრაზების ჭახჭახი ჭკუას გაკარგვინებთ. ზვიადისტებო, თქვენ ხართ მკვლელები, ვისაც მახვილით მოკვლა არ შეუძლია სიმხდალისა და სასუფევლის მათხოვრობის გამო. ამიტომ კლავთ ლანძღვა-გინებითა და ცილისწამებით. ბევრი საძაგლობა თქვენის გამოისობით მოხდა 1992 – 99 წლებში. ედუარდისა კიდევ სხვა იყო და თქვენსას მას ნუ აბრალებთ. ცომაია, მე ჯიბრით იმას მეუბნები, რომ ეროვნული მოძრაობის ოქროს ხანა დგას და ეს ჩემში იწვევს სიძულვილსა და აგრესიას. ასე თქვი, რომ ახლა ახალი ეტაპი უდგას ეროვნულ მოძრაობას. შენს გაზეთში (N 42,  სექტ., 2014 წ., გვ. 4) კი იმას სწერ, რომ უზენაესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მთავრობის წევრები და ეროვნული მოძრაობის არმია დუმან, როდესაც ზვიადზე ცუდი ითქმისო ფეისბუკში. მათი უდიდესი ნაწილი გადავიდაო შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის ბანაკში. ცომაია, თუ ამას ამბობ, მაშ მე რაღა ტრიუმფზე, რომელ ახალ ეტაპზე მელაპარაკები?

დიდად მწადდა, რომ ჩემი ცოდნა და უნარი, შემეხმარებინა ეროვნული იდეისათვის. განა მე ვერ მივაშურებდი უცხოეთს და გავერიდებოდი აქ დატრიალებულ ამდენ უბედურებას.  მსურდა, რომ დავმსხდარიყავით, გვემსჯელა. ეს არ გსურთ. ერთმანეთის კარგს ვერ იტანთ. შეკრება იმიტომ არ გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდება თქვენი უცოდინრობა, სიმდაბლე და საძაგელი ზნე. არ იცით, როგორ იმსჯელოთ, რა გზა შეიმჩნიოთ.

ვერ შეგიგნიათ, რომ ეროვნული იდეის დაკავშირება ლიბერტარიანელობასთან, საბაზრო ფუნდამენტალიზმთან და  დასავლურ კოსმოპოლიტიზმთან არის ეროვნული მოძრაობის სიკვდილზე ხელის მოწერა. ქართველთა ეროვნული იდეა ვერ დაეშენება ლიბერტარიზმსა და საბაზრო ფუნდამენტალიზმს.  ეს ჯიუტად არ გინდათ გაიგოთ, უკეთრო კეთროვანნო, მფშვინავო მძორნო! ფული გამხდარა თქვენი იდეა და ვისაც ფული აქვს, იმის პოლიტიკურ ფუნას ესავთ. წადით ზვიადისტებო და სადაც აქამდე გიძოვიათ იქ ძოვეთ სამარის კარამდე!  ქრისტე რომ მოვიდეს, ის ვერას შეგასმენთ. ქრისტესაც კაგებეს აგენტობაში დასდებთ ბრალს. საეკლესიო მსახიობებო, ჭამეთ ნაკურთხი კოლიო, ზედ ნაკურთხი წყალი აყოლეთ და თვალი აჭყიტეთ, იქნებ სადმე კაგებეს აგენტები გაშიფროთ!

სანქცირებული ეროვნული მოძრაობა დასაწყისშივე წააგეთ და სულ სხვებს აბრალებთ. ლეილა ცომაია, განა თავიდანვე არ გითხარი, რომ დასავლეთის მოიმედეობა არაფრის მომცემია საქართველოსათვის? განა თავიდანვე არ გითხარი ჩემს ევრაზიელობაზე?  გაგლეჯენ ამ დარჩენილ საქართველოს და სამადლოდ თუღა შეიძლება მისი ნაფლეთი შეიფაროს რუსეთმა. არავინაა მსოფლიოში საქართველოს მიმხედავი. ნეიტრალიტეტზე ახლა ზედმეტია ლაპარაკი. ომებია ყველგან და ეს ომები დიდხანს გაგრძელდება. ამაოდ იმედეულობთ ზვიადისტებო, რომ რუსეთის დაშლა საქართველოს სვეს მოუტანს და ქართლი დავით აღმაშენებლის დროის საზღვრებში აღდგება. ეს მეზღაპრეობაა. რუსეთის დაშლა ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოკავკასიური ექსტრემიზმი, თურქული ისლამიზმი და არაბული სალაფიზმი საქართველოს დაანაწევრებენ და აქ ისევ თათრის დრო დადგება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ნატო მოვა და დაიცავს ქართლს? ადრევე გეუბნებოდით ამას და თავაშვებულობის გამო არ გაიგონეთ. XIX  საუკუნის მეორე ნახევარში აჭარა და ახალციხის საფაშო რუსეთისათვის რაღაცას ნიშნავდა და მან დაუბრუნა ეს მხარეები საქართველოს.  დღეს რუსეთისათვის აღარას ნიშნავს ის, რომ აჭარა ისევ თურქულ ორბიტაში გადადის. რუსეთისათვის ასევე არას ნიშნავს ქვემო ქართლი, იგივე ბორჩალო,  ახალციხის მხარე. რუსი აღარ იბრძოლებს საქართველოს დაკარგული მიწების დასაბრუნებლად.  დღეისთვის საქართველო რუსეთის მტერია.

ზვიადისტებო, არანაირი ზნეობრივი უპირატესობა თქვენ არ გაქვთ არც შევარდნაძის მოდასეებთან, არც სააკაშვილის მომხრეებთან შედარებით. დროთა მანძილზე თქვენმა უმეცრებამ და სიმდაბლემ გაამართლა ზვიადის ოპოზიციის ნაქნარი და თქვენ  ეს ვერ იგრძენით, ვერ იმწვავეთ. ამდენი წელი ასე გემოს ჩატანებით უბნობთ იმაზე, როგორ დაამხო ჯაბა იოსელიანმა გამსახურდია. რასაც ახლა ამ წერილში თქვენს უმსგავსობაზე ვამბობ, ეს გადაიქცა არა მხოლოდ ზვიადის ოპოზიციის გამართლებად, არამედ იმ სინამდვილის გამართლებად, რაც იყო სააკაშვილის დროს და რაც არის ახლა. თქვენ საკუთარი უმსგავსობიდან ტანჯული ერისკაცების ყალბი სახე შექმენით.

თავის თავთან ტყუის რუსეთის ელიტა და მისი ოლიგარქატი, მაგრამ ქართველი იმდენად ჩაფლულია წუმპეში, რომ მტყუან რუსეთთანაც ვერ მართლობს. საქართველო ტყუის რუსეთთან. აი ესაა თავი და თავი. რუსეთი ხომ ტყუის საქართველოსთან, მაგრამ დასავლეთისგან გაქეზებული საქართველო კიდევ უფრო ტყუის მასთან. ამ ტყუილმა მოჰკვეთა მას აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი. პოლიტიკა სულ სხვა რამ არის და ის ცომაიების საგაზეთო და საფეისბუკო ნაყროლავით არ გაისინჯება.  ასე უნდა ყოფილიყო აქამდე ეროვნულ მოძრაობაში, რომ ევრაზიანიზმთან დაკავშირებული ეროვნული იდეა და დასავლეთთან დაკავშირებული ეროვნული იდეა ერთმანეთთან სამეცნიერო პოლემიკაში უნდა წრთობილიყვნენ. თეორია უნდა წარმოშობილიყო. ნასახიც რომ არსადაა. არის მხოლოდ პლაგიატი და ეპიგონიზმი, რომ ნეოლიბერალზმი ერთადერთი ჭეშმარიტებაა და საქართველო ნატოში უნდა შევიდეს. არსად დაწერილა ეროვნულთაგან ლიბერალიზმის იდეურ და სისტემურ კრიზისზე.  არსად დაწერილა, რომ ბოლშევიკური სოციალიზმის კრახის შემდეგ ლიბერალიზმის კრახიც დაიწყო და საჭიროა მესამე გზის, ახალი საისტორიო პერსპექტივის მოძიება, რომელშიც ქართული ეროვნული იდეა ორგანულად მოთავსდებოდა. სრული პლურალიზმის დროს მაინც ჭაობი დგას და არ ეძებენ იმას, რაც საძებნია. და ერთიც: სოციალიზმის იდეა არ უნდა ყოფილიყო ასე განდევნილი და შეჩვენებული ეროვნული მოძრაობიდან. წლები გავიდა და ერთი თეორეტიკოსი არ გამოსულა ეროვნულთაგან. ინტერვიუებს კი სარეკლამო ქაღალდებივით არიგებენ.

ცომაია, განა ვმალავდი ჩემს ევრაზიელობას?  განა ეს ჩემს გაცნობამდევე არ იცოდი? მე, ევრაზიელმა დავიცავი ზვიადი ისე, როგორც არავის დაუცავს. მე, სომეხმა და სოროსის აგენტმა, როგორც შენ ბევრჯერ მითხარი, დიდად გამოვაცოცხლე ერთი მივარდნილი ზვიადისტური გაზეთი. კრიტიკული სიტყვით გავაცამტვერე აკაკი ბაქრაძე და ჭაბუა ამირეჯიბი. მე დავწერე ზვიადის დაცვა სტივენ ჯონსის წიგნის გარჩევისას და ყოველივე ეს ისეა დაწერილი, რომ წერტილს ვერავინ დაძრავს მანდ. განა ეს ვთქვი ჯონსზე კრიტიკაში, რომ „ძირს პუტჩისტები და ხუნტა!“, „ძირს მოღალატე სიგუა!“, „შევარდნაძე იუდა!“.  აქ სულ სხვა საუბარია. თქვენ შურმა შეგჭამათ და ელეთმელეთი მოგივიდათ იმაზე, რომ მანდ, ჯონსზე კრიტიკაში სააკაშვილის მთავრობაცაა აუგად  ნახსენები. ამიტომ გაუჩუმდით თქვენ ცომაია, შონია და სანდუხაძე კოკო გამსახურდიას, როცა მან თავისი არაკაცობა გამოავლინა, მისი მამის დაცვის გამო რომ გამლანძღა და ცილი დამწამა. თქვენ ყველანი 2004 წლიდან ნაციონალები ხართ და სტივ ჯონსის წიგნის ჩემი განხილვის გაზეთში დაბეჭდვით მოატყუეთ ხალხი, რომ ვითომ ეროვნულები ხართ.  ნაციონალების მომხრეა იჭუ- დამთავრებული ნიკა მაჭუტაძე, კოკოს ამხანაგი და თანამოაზრე. აი ამ ბიჭმა დაგაფრთხოთ და მას ერიდებით ზვიადისტებო. მას თქვენ ვერაფერი უთხარით, როცა მე მიწოდა გიჟი და სტივ ჯონსზე კრიტიკას კი უწოდა გიჟის ნაწერი. მან ვერ აიტანა აქ გამოთქმული ნაციონალების კრიტიკა.  ცომაია კი მარწმუნებდა, რომ მაჭუტაძე ეროვნული ბიჭია და ზვიადს ემხრობა. იმას კი არ ხედავს ცომაია, რომ იჭუ-დან არასოდეს გამოვა რაიმე ეროვნული. ეს არის ნეოლიბერალიზმის ბუდე და სააკაშვილის უნივერსიტეტი.

დამხობილმა და გაგდებულმა ზვიადმა რომ იმსჯელა ევროამერიკულ იმპერიალიზმზე გაზ. «Народная правда» -სთვის მიცემულ ინტერვიუში (N 41, 1992 წ.) და ეს ვახსენე ჯონსის წიგნზე კრიტიკაში, თქვენ კოკოსთან ერთად დაიწყეთ ამის გადასხვაფერება, აფერისტო ზვიადისტებო, რადგანაც ნეოლიობერალ-ამერიკანისტები ხართ. კოკომ ჩემი ჯიბრით  თქვა, რომ ეს ინტერვიუ რუსების მოგონილიაო. კოკოს სიტყვა თქვენთვის კანონია და ვერ აიტანეთ იმ სიმართლის გამოჩენა ამ ჩემს ნაწერში, რაც თქვენი ილუზიის ხუხულას ერთი სულის შებერვით ფუშავდა. ევროამერიკულ იმპერიალიზმზე ზვიადმა თქვა და ეს რუსებს არ მოუგონიათ. აქამდე არავის გაგხსენებიათ მისი ეს ინტერვიუ და მხოლოდ ჩემს შემდეგ დაიწყეთ დაზუსტება და ფაციფუცი. რომც არ ეთქვა ეს ზვიდს, განა ეგრე არ ჩანს ყველგან ეს დასავლური იმპერიალიზმი? ვერ ხედავთ? ფუი თქვენს ეროვნულობას, ცომაიებო, სანდუხაძეებო, შონიებო!  ფუი შენს სიტყვას, კოკო გამსახურდია!  კოკომ ამ ინტერვიუს გამო დაიწყო კამათი, როცა ესვე მას ნახსენები აქვს 1997 წელს გამოცემულ თავის წიგნში „დინების საწინააღმდეგოდ“, რომლის რედაქტირება მე მთხოვა ხელახლა გამოსაცემად. მას ამ ინტერვიუზე არაფერი უთქვამს ჩემთვის. თვალთმაქცი და კარიერისტი კაცისგან სხვა რა იყო მოსალოდნელი?  თუ კოკოს თავისი მამის  ეს 1992 წლის ინტერვიუ საეჭვოდ მიაჩნდა, რატომღა შეიტანა ის თავის წიგნში 1997 წელს? აქამდე რატომ არაფერი თქვა და ჩემთან კი ავარდა ამაზე, რაც მან შურის  და ჯიბრის გამო გააკეთა.  მამა დაუმხეს კოკოს ატლანტისტებმა, მთელ მსოფლიოში მთავრობათა დამხობის უსტაბაშებმა. ეს კოკო კიდევ იმათ აფარებს ხელს და მათ საამებლად რუსეთს აგინებს. არა, დაეწერა კოკოს სტივენ ჯონსზე რაიმე და დაეცვა თავისი მამა. ვერ დაწერს, რადგან ის პირველი გასროლისთანავე გაიქცა საქართველოდან. ის კონფორმისტია და ასეთ კრიტიკას ვერ დაწერდა. ის ელაქუცება დასავლეთს და სათავისო გამორჩენას ელის.   კოკოს მსგავსი მსახიობები ხართ თქვენც, ზვიადისტებო. იმიტომაც გაუყუჩდით კოკოს, როცა მე მთათხავდა. ერთმა ვერაფერი უთხარით მას. მე რა მრჯის ზვიადის დასაცავად, როცა მისი შვილი ნაციონალია და მათგან გამოელის სათავისო ხეირს?

დასავლეთმა დასცა ძირს და ამოძირკვა სამოდამოდ ეროვნული მოძრაობა. კრემლმა და კაგებემ კი არა, არამედ 90-იანი წლების ანგლოსაქსურმა უნილატერალიზმმა მოაშთო ეროვნული მოძრაობა. გარეგნულად ჩანს, რომ რუსეთმა მოაშთო ერვნული მოძრაობა და ის ებრძოდა ზვიადს 1992 – 3 წლებში.  სიცრუე ბუდობს თქვენში ზვიადისტებო და ამის აღიარება არ გინდათ. კაგებეს შეთითხნილი არაა ზვიადის ზემოთხსენებული ინტერვიუ. გვიან გაიგო ზვიადმა, თუ ვინ ებრძოდა მას და ვინ დაამხო იგი. იმ დროს, 1992 – 3 წლებში, მთელი რუსული პოლიტიკური ელიტა დასავლეთს მიეყიდა და მის დაკრულზე ბუქნავდა. ამიტომ ჩანდა, რომ ზვიადს და ეროვნულ მოძრაობას კრემლი და კაგებე ებრძოდა. 9 აპრილს დარბევის სანქცია გასცა იმ ძალამ კრემლში, რომელსაც საბჭოთა სისტემის დისკრედიტაცია და ბოლშევიკური იმპერიის დაშლა ჰქონდა განზრახული ჯერ კიდევ 80-იან წლებში. 1991 წლიდან დასავლეთი დგას საქართველოს თავს დათეულ ყველა ბოროტების სათავეში.

გახსოვს ცომაია, გითხარი, რომ ორი იმპერია ებრძვის ერთმანეთს და საქართველოს რუსეთთან მტრობის გაგრძელება კიდევ უბედურებას მოუტანს-მეთქი. შენ ეს თქვი, რომ რუსეთიც დაეცემა, ამერიკაც დაეცემა და ივერია კი გაბრწყინდებაო. მეხი დამეცეს, თუ ასე არ გეთქვას. ნუ არ გესმის საკითხი და მსჯელობა არ შეგიძლია. ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე. რა გაბრწყინდება? ესაა საფიქრალი, რომ სულ არ გაქრეს საქართველო! გადარჩენაზეა მიმდგარი საქმე და არა იმაზე, რომ საქართველო თავისუფალი გახდება. ასეთი ლაპარაკი დღეს აღარ ეგების. ფულმა გააბრწყინა ივერია. ფულია ივერიის საესავი. თუ დასავლეთი დაეცემა, რატომღა უკმევთ მას საკმეველს და ნატოს პროპაგანდას ეწევით ? ან რუსეთის დაცემა რად უნდა გიხაროდეთ?  რუსეთი არის ფედერაცია და არა ხალხთა საპყრობილე. ეს ძველი, ადრეული ლენინის დროის შაბლონია. ბოლშევიკები რევოლუციამდე ამბობდნენ, რომ ცარისტული რუსეთი ხალხთა საპყრობილეა. უფრო ადრე ამას ამბობდნენ რევოლუციონერები ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. რუსეთი არაა ხალხთა საპყრობილე. ეს ცილისწამებაა!  ზვიადის დიდი შეცდომა იყო თათარსტანის დამოუკიდებლობის აღიარება. ამას თქვენ საგანგებოდ ჩქმალავთ. ნუ მტრობთ რუსეთს და ნუ გსურთ მისი დაშლა! წინ გაიხედეთ!  სომხები გამოირჩნენ რუსეთის ხალხებში. მოსკოვსა და მთელ რუსეთში სომხები არიან მაღალი რანგის მოხელენი, მულტიმილიონერი მეწარმენი, მეცნიერები.  ქართველნი უნდა ყოფილიყვნენ ასე. ქართველნი უნდა ყოფილიყვნენ რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. რუსეთის იმპერია დავით აღმაშენებლის იმპერიის ფესვიდან გამოვიდა. საქართველო მანამდე იყო იმპერია, სანამ რუსეთში იმპერიის იდეა გაჩნდებოდა. ჩვენ რუსთა კერძო უნდა გვეპყროს. ქართული ლობი სწორედ რუსეთში უნდა იყოს. საქართველოში უნდა არსებობდეს ორგანიზებული ევრაზიული მოძრაობა. ჩვენია ეს ევრაზიელობა.  ეს უნდა ვიგულსვიდგინოთ. არა ოკეანის იქით, არამედ სწორედ ევრაზიაში, დიდი მიწის სივრცეში უნდა დაადასტურონ ქართველებმა, რომ მთლად ხელიდან არ წასულან, ეგრე არ გატიალებულან და მათგანაც გამოვა დიდი საქმე და დიდი აზრი. საქართველოს გადარჩენის გზა ევრაზიელობაზე გადის.  სისულელეა ლაპარაკი, რომ „ისევ რუსეთს უნდა ჩავეხუტოთ“, „არ გვინდა პუტინის მონობა“ და მისთანები. პოლიტიკა სხვაგვარად იფიქრება და არა ასეთი სიტყვებით. რუსეთში გაიხარებს ქართველი ისე, როგორც ვერსად სხვაგან. ქართველს არ გაახარებენ არც ამერიკაში, არც ევროპაში. ის იმათთვის უცხოა. წლები გავიდა და ამას ვხედავთ ყველანი. ქართველი წლობით ამტკიცებს, რომ ის ევროპელია და ამასობაში მას ქვეყანა თავზე დაემხო. სომხებმა აჯობეს ქართველთ ჭკუით, ცოდნით, ორგანიზებულობით და აქ კი მყვირალა გაზეთების გამოცემისა და სატელევიზიო პოლიტიკური მაკვირიობისა და ტაკიმასხრობის იქით საქმე არ მიდის. სომხებს ძლიერი დიასპორა ჰყავთ ამერიკაშიც და ევროპაშიც. ათობით სომეხი მულტიმილიონერია დასავლეთში და ეს მათ არ აგიჟებთ, არ ცანცარებენ. არ ლაპარაკობენ ამდენს ნატოზე.  მათ შეუძლიათ დიდი სიმდიდრის შეფერება და მოხმარება და ღმერთმა მოახმაროთ! ქართველს კი მცირე სვიანობაც აგიჟებს. ქართველისა რა ნახულა უცხოეთში? ჩავა იქ და ან ქირის კაცია, ან ქურდობს, ან მეძაობს. თუ ქართველმა სადმე იხეირა, ისევ რუსეთში. სომხები უცხოელს ასე არ აბოგინებენ სომხეთში, როგორც ეს საქართველოშია.

აქ 1993 წლიდანვე ატყდა ბლეფი, რომ დასავლეთი გამოიძიებდა ქართველთა გენოციდს აფხაზეთში. შევარდნაძე ისე წავიდა, რომ ეს საქმე არ დაძრულა. ეს ბლეფი თავიდან ააგორეს სააკაშვილის მოსვლიდან. დასავლეთმა არაფერიც არ გამოიძია. ასეთივე ბლეფი განმეორდა ჩრდილო ქართლიდან გამოყრილ ქართველთა გამო. ამ ამაო მოლოდინში ქართველთ წლები დაეთოვათ თავზე და ისევ დასავლეთს შეჰყურებენ, რაღაც დეკლარაციებისა და კონვენციების იმედი აქვთ. მთელი მსოფლიოს ისტორია არის საზღვრების გამუდმებული ცვლა, იმპერიების  წარმოშობა-გაქრობის უწყვეტი ჯაჭვედი. აქ კი საზღვრების ურღვევობის დეკლარაციის პრინციპისა სწამთ. ისტორიის ცოდნა თუ არ სურთ და საკუთარ წარსულს შეხედონ. რამდენი სახელმწიფოს საზღვარი შეიცვალა 1991 წლიდან დღემდე. რამდენი ახალი გაეროს წევრი გაჩნდა.

ცომაია, მე მთხოვე სტივენ ჯონსზე კრიტიკის დაწერა და ზვიადის დაცვა, რადგან ზვიადისტებმა იცოდით ჩემი წერილების თქვენს გაზეთში გამოსვლის შემდეგ, რომ სხვა ვერვინ დაწერდა ასეთ კრიტიკას, სხვა ვერვინ დაიცავდა ასე ზვიადს. ხედავდით, რომ ყოველ ჩემ წერილს თქვენს გაზეთში ერთი ამბავი მოსდევდა. კრიტიკას ჯონსზე რაც მოჰყვა, ჩემზე უკეთ იცით. მე დავიცავი ზვიადი, განვადიდე იგი და გავაჩუმე მისი მქირდავნი. არ დავერიდე არც პოლიტიკურ კონიუნქტურას, არც ამერიკელი მეცნიერის სახელს. ჩემი მიწის გამო დავიცავი ზვიადი და შემიმძიმდა, რომ ამერიკელი ლიბერალი ისტორიკოსი მასზე ასე თამაშ-თამაშით ჰყვებოდა. შემიმძიმდა ის, რომ ჯონსი აგრე იოლად ჩემულობს მსოფლიოს მოძღვრობას, როგორც ეს დასავლელ მეცნიერთ სჩვევიათ. ცეცხლი დავანთე, ისე დავიცავი ზვიადი. მის გამო ბერივით ვიცხოვრე მთელი ჩემი ახალგაზრდობა და ამაზე არავისთვის მითქვამს. ზვიადი, რომელიც საბედისწეროდ გადაეწნა ეროვნულ მოძრაობას და ქართულ იდეას დიდ თარსად ექცა, თავგამოდებით დავიცავი ამერიკელი ლიბერალის წინაშე, რადგან სხვაგვარად არ ეგებოდა ჯონსის წიგნის განხილვისას.

ცილისწამებაში  დაოსტატებულო შტერო ცომაია, მე, ევრაზიელმა და არალიბერალმა დავიცავი ზვიადი და მისი გარემოცვის ხალხმა, დღეს რომ გალიბერალებულან და ნატოს დაღირებულან, ამოეღოთ ხმა სტივენ ჯონსის წიგნზე. მათგან მხარდაჭერის სიტყვაც არავის უთქვამს ჩემთვის ჯონსზე კრიტიკის გამოქვეყნების შემდეგ. თავისთვის ყოფნა უნდათ და ეგაა. კრინტი არავის დაუძრავს და თუ ეს ასეა მე რაღა გულს ვუხურებ?

ცომაია,  მე, „სისხლაღრეულმა რუსეთუმე მენტალურმა მონამ“, „გვარგადაკეთებულმა ქართველთმოძულე სომეხმა“, როგორც შენ მიწოდე, ეროვნულობისა და ნონკონფორმიზმის  კოცონი დავაგზე შენს გაზეთში და ვისაც შენ ხელს აფარებ, ვერც ჩემამდე და ვეც ჩემს შემდეგ ვერას დასწერენ ისეთს, რომ ეს კოცონი არ მიინავლოს. თავისას ვერას შეჰმატებენ ამ კოცონს, რადგან გულში არა აქვთ ცეცხლი. ტრიბუნაზე თავის გამოჩენა კი ფრიად ეხერხებათ. თუკი მე ასე ვწერ, თუკი ასეთ ძალუმ სიტყვას ვამბობ და ქართველის შური, მისი ჯიბრიანობა ყოველივეს ბოროტი დუმილით ხვდება, მაშ რაღა მრჯის? არა, იქცევა თავისივე ბრალით ერი და ქვეყანა? დაე, წაიქცეს!  მერე თუ შეძლებს ადგომას და განწმენდას, ესაა საკითხავი.

ჩემ ბლოგს ქვეყანა იცნობს. ერთმა ეროვნულმა კაცმა არ გაიმეტა სიტყვა ჩემს ნაწერებზე. რამდენს შევატყობინე, რამდენთან დავრეკე. ამონაბეჭდებიც დავარიგე. წლები გავიდა და სრული დუმილია მათი მხრიდან. მე, ზვიადის დამცველი, სწორედ ისევ იმათ დამინახეს და გამოთქვეს აზრი ჩემს ნაშრომებზე, ვინც ზვიადის წინააღმდეგი იყო 1991 წელს. ესენი არიან, რისმაგ გორდეზიანი, თამაზ გამყრელიძე, ზურაბ კიკნაძე, ბაჩანა ბრეგვაძე, თამაზ ჩხენკელი, მიხეილ ქურდიანი და სხვები. ჩემთვის ამის დავიწყება ეგების? ხომ შეეძლოთ ეთქვათ მათ, ვისაც ზვიადი წითელ ინტელიგენციას და სუკის აგენტებს უწოდებდა, რომ წადი შვილოსან, და ზვიადის მომხრეებმა თქვან რაიმე შენს ნაშრომებზე?  ისევ ზვიადის მტრებმა და ედუარდის მომხრებმა დაინახეს ჩემი ნაშრომების ძალა და ღირებულება, ხოლო ვისაც ჩემს თანამოაზრედ ვთვლიდი, მათ არ მიკადრეს.  აი, ბოლო დროს, სანამ ჩემსა და კოკოს შორის ჩხუბი იქნებოდა, ხომ კითხულობდა ის ჩემ ბლოგს და ერთი სიტყვა კი როდესმე დაძრა? ან მასთან ჩემი შერიგების შემდეგ თუ ამოუღია ხმა? ან კოკოს ამხანაგმა, ნიკა მაჭუტაძემ, რომელსაც ასევე მივუტევე, ხმა ამოიღო? ხომ ვუმოყვასე და ვექრისტესმიერე?  რომ სურდეთ მათ ჩემთან ურთიერთობა, ასე იზამდნენ? შური რას უშვრება ხალხს! ამათ ვთვლიდი მე თანამოაზრეებად?!

აი ეს იყოს ზვიადის საკეთილოდ თქმული ჩემი ბოლო სიტყვა, რაც ჯონსის წიგნის გამო ვთქვი. რა ჩათლახობაც ჩემთან ჯერ კოკომ გააკეთა და მერე ცომაიამ, ამის შემდეგ აზრი არ აქვს ჩემგან ზვიადის დაცვას. ცომაია, ბევრი გყავდა მანდ ჩემი დარი ავტორი? თუ შენსავით ნაციონალი რომ არ ვარ, ეს მოღალატეობა და აგენტობაა?  იქნებ რომელიმე თქვენგანი ფიქრობდა, რომ სიტყვას მომიგებდით და რახან მგესლავი მყვირალები ხართ, გაგიჩუმდებოდით და მოგერიდებოდით. თავზე დაგახევთ თქვენს ნაჯღაბნებს! 90-იანი წლების თარსიანო აჩრდილებო, ხომ ცხვირში ძმრად ამოგადინეთ თქვენი საზიზღრობა? დასხედით ახლა და ჭორები გააბით ჩემზე. ეს ჩემი სიტყვა თქვენდამი ქვად დაიდება და ქვეყანა შეიტყობს, რანი ხართ ზვიადისტები. თქვენი დანდობა თურმე არ შეიძლება! რამ შეგყარათ ეს ბოყლიძარი დედაკაცები და გამოსირებული კაცები? აიჩემებთ მავანს და იკლებთ ლანძღვა-გინებით!

ცომაია, კიდევ იმიტომ  გამთათხე ასე და მომიგონე რაღაცრუღაცეები, რომ გაცნობიდანვე ძალიან მოგწონდი. მე გავთავდე ამ წამს, თუ ეს ტყუილი მეთქვას! ყური რომ არ გიგდე, მერე ავარდი და აღარ გაჩერდი. შენთან დავიწყებდი აშიყობას? მისხალს ვერაფერს გამომაპარებ. ვერ გამაცურებ, რაც არ უნდა მოიგონო. ჩემ თვალს ააცდენ რაიმეს? როცა გკითხავენ შენი გაზეთის მკითხველები, რატომ აღარ ჩანსო გოჩა გვასალია, ასე უთხარი, რომ ეგ სომეხი და კაგებეს აგენტი პუტინის დავალებით შორს გამიზნულ პროვოკაციას გვიწყობდა და ადრევე გავშიფრეთ-თქო.  ასე თქვი, რომ მისი ნამდვილი სახელ-გვარი არის პარუირ კალტახჩიანი. უფრო ადრე ეგ ჰაიკაზ პოღოსიანი იყო და კვალის ასარევად ორი სახელი აქვს, რაც თვალსაჩინო ეროვნულმა მოღვაწეებმა, კოკო გამსახურდიამ და ირაკლი შონიამ დაადგინეს-თქო.

ზვიადისტებო, რამდენი ხანია ანონიმური ზარებითა და მოგონილი მეილებით  მაგინებთ, მკვდარს და ცოცხალს მილანძღავთ უშვერი პირით და მოკვლით მემუქრებით! ყეყეჩო ზვიადისტებო, შლეგობას არ მოიშლით! მე მაგინებთ და სიკვდილს მიქადით, არა, თქვე ტრაკის ჭიებო! აქ ხომ მიიღეთ. ახლა ეს ნახეთ, როგორ მოვთხრი ცალ-ცალკე წერილებში კოკოს და შემდეგ ზვიადს. წერტილს ვერვინ დაძრავს. მერე ეძებეთ სპეცსამსახურების ხელწერა და კვალი. საცოხნი გაგიჩნდებათ და ცოხნეთ! გააკვირვეთ ქვეყანა ჩემზე მყრალი სტატიების წერით.

აპრილი, 2015 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s