კვლავ მერაბ მამარდაშვილზე


წერილი მეორე

            ჩემს ბლოგებში დადებული პირველი წერილი  მამარდაშვილზე  რამდენიმე მკითხველმა გააზიარა საკუთარ ფეისბუკში. იყო უამრავი კომენტარი, მაგრამ ერთი გულთამყოფელი სიტყვა არ თქმულა იმაზე, თუ რამდენად სწორი არის მამარდაშვილის მიერ გამოთქმული აზრი ჭეშმარიტების სამშობლოზე აღმატებულების გამო. კომენტარები არ შეხებია იმ ძირითად საკითხს, რაც ამ წერილში იყო განხილული. აშკარად ჩანდა ჯიბრიანობა, შური, უმეცართა ავტოფილია, ჩვეული ქართული ჩიტირეკიობა. არავის უხსენებია ამ ტექსტის ავტორი.  ერთს არ უთქვამს, რომ ამ წერილმა რაღაც საკითხს შუქი მოჰფინა და დაადგინა აქამდე სადავო რამ, რომელიც უნდა იყოს ამოსავალი ფილოსოფიურ მსჯელობაში.  ფილოსოფიური განსჯა ეთნიკურ კუთვნილებაზე მაღლა დგას და ამით იძენს ის საზრისს ადამიანთათვის. ეს წერილი მამარდაშვილზე  ევრისტიკული ტექსტია და მას ქართულ ფილოსოფიაში შემეცნებითი ღირებულება გააჩნია. ესაა ნიმუში, თუ როგორი უნდა იყოს მსჯელობა მამარდაშვილზე. წერილის დიდი ხინჯი კი არის ზვიადის დაცვა ჩემს მიერ და ამაზე ქვემოთ ვიტყვი.

მე ხომ ვუწყი, რომ წერილი დიდად მოეწონათ. ეგაა, რომ სიტყვა არ გაიმეტეს მისთვის. თავად ჩემ ბლოგში კომენტარი არავის დაუწერია. განზე განმდგარნი და შორიდან მაცქერალნი სადღაც სათავისოდ რაღაცას იმტკიცებოდნენ და სულ ეს იყო.  ეს წერილი მამარდაშვილზე ინტერნეტში ჩაბუდებული ჭკუანაკლული მასისათვის, ფეისბუკის მღილთათვის იყო მხოლოდ კიდევ ერთი გამაღიზიანებელი, ვითარც ჭიისთვის ძმარი დაგიწვეთებია.  ერთმანეთს შეეჯიბრნენ  ფრაზიორობაში.  ვერ გრძნობენ, რომ საქვეყნოდ წარმოაჩენენ თავის უცოდინრობას, გველაძუობასა და გულდამპლობას. არ ვარგანან ფილოსოფიური დისკურსისათვის და მაინც მას ეპოტინებიან. ოღონდ რაიმე მორალისტური და საკილავი წამოროშონ და გული ამით მოიოხონ!  უფრო სავაებო იყო ყიამყრალ ბანოვანთა ცხვირის აბზუება, უაზრო ლაპარაკი, მსაჯულობა და მქირდაობა. უცებ აუტყდათ მამარდაშვილი. ამათ ისე გამოიყვანეს, რომ თითქოს მე მათთან სამოწყალოდ გადმოგდებული კეთილი სიტყვის გულისათვის მივედი ჩემი ამ წერილით, თითქოს ისინი არიან ფილოსოფიის მეცოდინნი და მოავანჩავანენი. რატომ მიაჩნიათ საკუთარი თავი იმის მსინჯველად და გამგებად, რის გაგებაშიც ისინი არასოდეს არიან? ვერც თავისი გაუგიათ და არც სხვისი ესმით. წუთისოფელს ეხტუნავებიან და ენას ვერ აჩერებენ. ქართველი არ შეიცვლება არასოდეს! როგორ არ დაამცირე წუთისოფლის განგებავ და სვეო ქართველი და ის მაინც ისევ ისაა! ერთ გაძღომაზე, ერთი წიხლის გაქნევასა ერთ მოჩვენებითობაზეა  გაყიდული კაციც და ქალიც! ისევ ის ბითურობა და ჩანჩურობაა ყველგან, რაც იყო წლობით! შარახვეტია კაცებსა და ქალებს რა ამბავი დაუყენებიათ სოცქსელში! ყველაფერზე კამათობენ და იგესლებიან. მაგალითად, იმაზეც კი, თუ რატომ აქვს ფეისბუკს სმაილები და სხვა ნახატები. ისინი დასცინიან რომელიმე ცნობილ სატელეფონო ბრენდს ახალი მოდელის გამო. გამუდმებით ილანძღებიან და იზინტლებიან ეს გადაფურთხებული ადამიანები. განა მართლა სააკაშვილი ან ივანიშვილი, არამედ თავის უკურნებელ სიგიჟეს იხელებენ მათზე ლაპარაკით. ასე იყო სააკაშვილამდეც და ასე იქნება ივანიშვილის შემდეგაც.

ზვიადისტებმა  და მოეროვნულო ენაჭარტალებმა თქვეს, რომ ეს წერილი მამარდაშვილზე კრემლის მითითებით დავწერე და ამის დაწერა პირადად პუტინმა შემიკვეთა. მათ ვერ აიტანეს ის, რომ წარმოვაჩინე მერაბის ნათქვამის სისწორე ჭეშმარიტების სამშობლოზე მეტობის გამო. ქართველი ისაა, ვინც დაუწერელ ზნეობრივ კანონზე მაღლა დააყენა თავისი პატრიოტული საფხანავი და ჩმახი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გადავწყვიტე მერაბზე მეორე წერილის დაწერა.  აქ სხვა საკითხებსაც განვიხილავ. ამა წლის 15 სექტემბერს 85 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან.  რაც ახლა მამარდაშვილზე იწერება საქართველოში, არის მისი სახელით ჟონგლიორობა. ვითომ ახლაღა დაიწყეს მერაბის დაფასება, წუხან მისი სიკვდილის გამო. ვითომ შეისწავლიან და ზედმიწევნით ერკვევიან მის ნაშრომებში და ახლა დანანებით ჰყვებიან მათ მნიშვნელობაზე.

ჩემ თეთრ ბლოგში მამარდაშვილის გამო მომწერა ერთმა ანონიმმა (www.fateoftherion.blogspot.com/2013/10/blog-post.html).  ანონიმი კითხულობს, რატომ არაფერს გამოსცემდაო გურამ თევზაძე მამარდაშვილის შრომებიდან? არ იყო მის კათედრაზე ისე დაყენებული საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო. სათქმელია ისიც, რომ ლიბერალმა იდეოლოგებმა და შემდგომ ხელისუფლების ფილოსოფოსებმა (გია ნოდია, გიგი თევზაძე და სხვ.) გამოაცხადეს მონოპოლია მამარდაშვილის ფილოსოფიაზე.  ადრევე ვუთხარი გურამ თევზაძეს, რომ შერჩევით ვთარგმნიდი მამარდაშვილის შრომებს და თსუ-ს გამომცემლობას გადავცემდი. თევზაძემ გაგონებაც არ ისურვა. ის იყო ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი და მას არ სურდა, რომ სადმე გამოვჩენილიყავი და ვხსენებულიყავი. ყველაფერში ხელს მიშლიდა და მაყოვნებდა. ის ვერ იტანდა ნონკონფორმიზმს და ფილოსოფია გადააქცია ლიბერალიზმის აპოლოგიად.  მას ჰყავდა შემოკრებილი  ლიბერალი კარიერისტები, რომელთაც სულ მიქებდა და  არ სურდა, რომ მისი წრის გარეთ მდგარ ვიეთს რაიმე გაეკეთებინა. თავად ეს ლიბერალი კარიერისტები წლებს ანდომებდნენ თავისი საქმეების მოკვარახჭინებას. მამარდაშვილის ხსენება მათთვის იყო შირმა. ამიტომ არ გამოვიდა მისი ნაშრომები ქართულად  წლების განმავლობაში.

ანონიმი, რომელმაც მამარდაშვილის გამო მომწერა კომენტარი, თეოლოგოსი ყოფილა. არა, თეოლოგოსი ხარ და რას იმალები? აი ეს ანონიმი დაწერს ბევრს სახარებისეულ ეთიკაზე,  ქრისტესმიერ სიყვარულზე  და ექნება მას რაიმე ღირებულება? ჯობდა სულ არ ეხსენებინა ანონიმ კომენტატორს, რომ ის ღვთისმეტყველია. ამის აღნიშვნით ის მე მიწვევს და იშთა გებით მწერს, როგორც სტანდარტული ლიბერალი ინდივიდი. რა არის ქართველთა წესი ძველი დროიდანვე, ეს გამუდმებული მალვა-ფარვა და კანკალი!  რის გამო იმალება ეს ღვთისმეტყველი? ის კომენტარში მწერს თავის პიროვნულ პატიოსნებაზე და თან იმალება. ის წერს: „ტექსტის შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი“. რატომ ვერაფერს იტყვი, რახან თეოლოგოსი ხარ? რა, არ ვარგა ჩემი ნაწერი? ვინ გასწავლა, რომ თეოლოგია ფილოსოფიისაგან განმდგარია და სულ სხვა რამ არის? რატომ ვერ ბედავს ანონიმი დამეთანხმოს, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია? რისი ეშინია? პიროვნულ პატიოსნებას რომ ასე დაუმძიმებიხარ, რაღაც ხომ უნდა გეთქვა ამ წერილის ერთ საკითხზე მაინც.  კი მაგრამ, რას სწავლობდი აქამდე?  პატიოსნება ფილოსოფიაში იმას ნიშნავს, რომ არაფერი შეიმეცნო. ნებისმიერი კოგიტაცია და რეფლექსია არის ეჭვის შეტანა შესაქმის წესსა და რიგში. აქ საჭიროა ის sapere aude (გაბედე შეიცნო და მონაგრო სიბრძნე). ფილოსოფიას სჭირდება პრომეთეანული თავის შეწირვა, შემეცნებისათვის თავმიცემა. თქვენ, ლიბერალ ილუზიონისტებს ამას გურამ თევზაძე ვერ გასწავლით. მისგან შეიძლება ისწავლოთ მხოლოდ ლიბერალური ინდივიდუალიზმი და კონფორმიზმი, რომელიც კამუფლირებულია აკადემიური განსჯით ჰაიდეგერსა და სხვებზე.  ეს ანონიმი მამუნათებს, რომ ჩემ პირველ წერილში არ ვახსენე  მამარდაშვილის ქართულად გამოცემული შრომა „ცნობიერების ტოპოლოგია“ (2011), რომელიც მას კარგი რამ ჰგონია.  წერილის დაწერამდე პარლამენტის ბიბლიოთეკის კატალოგისტს ელექტრონულ კატალოგში მოვაძებნინე საცავში არსებული მამარდაშვილის  შრომები და და „ცნობიერების ტოპოლოგია“  კატალოგში არ ჩანდა. რომ მცოდნოდა, განა არ ვახსენებდი! უამრავი რამ გამოდის ქართულად და ძნელია ყველაფერს თვალი მიადევნო. მამარდაშვილის ამ წიგნის ელვერსია მომაწოდა კრიტიკოსმა ლევან ბებურიშვილმა, რისთვისაც მას მადლობას ვეტყვი. ეს წიგნი ძალზე ნაგვიანევია და მას არ მიუქცევია მკითხველთა ყურადღება, რაზეც ქვემოთ ვიტყვი.

საქართველოში ჩამოსულ მერაბ მამარდაშვილს ცხოვრება მოუხდა მეტად პათოგენურ გარემოში. 90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობას თავიდანვე აჰყვა თარსიანობა, ისტერიულობა და მეტისმეტი არტისტობა. მერაბს ჩამოსვლისთანავე ხმები დაუყარეს, რომ ის მოსკოვის უშიშროებამ განხეთქილების დასათესად გამოგზავნა. ეროვნული მოძრაობის ბევრი ლიდერისათვის მერაბ მამარდაშვილი თვალში ეკალი იყო. უკვე თავისი საქართველოში ყოფნით მერაბი წარმოაჩენდა ქართველი დისიდენტების მოუმზადებლობასა და უცოდინრობას.  მერაბი იყო „სახალხო ფრონტში“. ამ პარტიაში დასობდნენ მაშინდელი ქართველი ინტელექტუალები  – ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე, ისტორიკოსი გურამ ყორანაშვილი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი ნოდარ ნათაძე, ლანა ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია და სხვები. „სახალხო ფრონტმა“ შეკრიბა 90-იანი წლების საქართველოს ინტელექტუალური ნაღები. ისე ჩანდა, რომ დიდი გზა და მერმისის გეგმა ისახებოდა. ყველაფერი კი ქართულად დამთავრდა. ბევრი წავიდა „სახალხო ფრონტიდან“  1999 – 2002   წლებში. ნოდარ ნათაძის სიკოტრეს დუშმანსაც არ ვუსურვებ. რა ამბავში იყო ნათაძე, ბოლოს კი ნაცრის გროვა დარჩა ყველაფრისაგან. ნათაძესთან ვერც ერთ საკითხზე ვერ ისაუბრებ. მყისვე გაგაჩუმებს და თავად ლაპარაკობს. მას არ შეუძლია დიალოგი. დაგამცირებს, მოგშხამავს და თავის აჩემებას ჭეშმარიტებად წარმოაჩენს.  მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, რომ მთელი ცხოვრება ტყემალზე მსხდარი და ხელნაცარავი კაცები ერისკაცებად წარმოაჩინონ. ნათაძე ამბობდა წინა წლებში, რომ რუსეთმა მიიტაცა ბიზანტიური იმპერიული იდეა. ის კი არ თქვა, რომ რუსეთამდე საქართველო იყო ბიზანტიური საიმპერიო იდეის მცველი დავით IV-ის, გიორგი ბრწყინვალის დროს და ბიზანტიის დაცემის შემდეგ საქართველოში არ დაწერილა განსჯა, რომელი ქვეყანა უნდა ყოფილიყო ახალი რომი.  ნათაძე ვერ ერკვევა ვერც ისტორიაში, ვერც ფილოსოფიაში, ვერც პოლიტიკაში. მისი სატელევიზიო მორალიზმი იყო უცოდინრობის დასაფარი ხერხი. მან ვერ განმარტა მამარდაშვილის ნათქვამი, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია, რადგან არ ესმის ამ მაქსიმის აზრი და მნიშვნელობა.

მამარდაშვილი გამსახურდიას თავიდანვე მტრულად უცქერდა. ეს გამსახურდიას გარემოცვიდან დაუყარეს მერაბს ხმები, რომ ის აქ კრემლმა გამოგზავნა და მერაბი ადრიდანვე უშიშროების აგენტი იყო. გამსახურდია იმას არ იტყოდა, რომ მერაბი აქ კრემლმა კი არ გამოაგზავნა, არამედ თავად ჩამოვიდა და ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. ზვიადი პირიქით, იმას იტყოდა, რომ მერაბი კაგებეს აგენტია. განა ყველაზე ამას არ ამბობდა? ასეთი ცილისწამებით ცდილობდა ის ჯავრი ეყარა განურჩევლად ყველაზე თავისი დამსმენლობის გამო. მამარდაშვილს ვერ განსჯი იმის გამო, რომ მას სძულდა ზვიადი. გავიხსენებ გურამ ყორანაშვილის წერილს მამარდაშვილზე:  „ვინც არა ჰგავს კახაბერსა…“ (ჟურნ. „ჩვენი მწერლობა“,  20 სექტ., 2013, N 19, გვ. 3-6). უკვე ასეთი სათაური გაუგებრობაა. მამარდაშვილი დიახაც, რომ კახაბერი იყო 90-იანი წლების დამდეგს. აბა, გამსახურდია იყო კახაბერი? ამას სახალხო ფრონტის ძველ წევრს, გურამ ყორანაშვილს ვკითხავ.  კი იყვნენ ქართველი ფილოსოფოსები – ნიკო ჭავჭავაძე, თამაზ ბუაჩიძე, გივი მარგველაშვილი, გურამ თევზაძე, მიხეილ ნანეიშვილი, მაგრამ კახაბერი სწორედ მერაბი იყო მაშინ. რატომ ხდის სადავოდ ყორანაშვილი მერაბის კახაბერობას ფილოსოფიაში? ყორანაშვილის წერილის მიხედვით აგრე გამოდის, რომ მერაბი კახაბერობას ზვიადს ეცილებოდა და ზვიადი იყო ნამდვილი კახაბერი. ყორანაშვილი ცდილობს აამოს მკითხველს და არ ამბობს, რომ ზვიადი ბოლოს გადაიქცა მეგრელ ყრუანჩელად, რომელსაც არაფრის გაგონება აღარ სურდა მეგრული რევანშიზმის გარდა. ეს მან მოწამლა თავისი ლაპარაკით სამეგრელოს სოფლები და თბილისზე ლაშქრობა დააპირა.  სადამდე  გაჩათლახდა ბოლოს ზვიადი, რომ სინოდმა მისი გაგდება სატანის დამხობას შეადარა და სუფრა გაშალა. მაჯლაჯუნად დააწვა ზვიადი ქვეყანას და თავისი პრეზიდენტობა ყველას საშვილიშვილო ვალად დაადო.  და თუ ადრე მერაბმა თქვა, რომ გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ერის ნების წინააღმდეგ წავიდოდა, ეს მან თქვა გამსახურდიას ღვარძლისა და ბოღმის შემყურემ. მე, ზვიადის ძველმა დამცველმა,  ვნახე ზვიადისტური ჭაობი,  ზვიადის სახელს ამოფარებული მეგრული პროვინციალიზმი, დოყლაპია და მოლიქნე კაცების ფერხული ზვიადის გარშემო და ვამბობ ამას. ჩემ თავზე გამოვცადე ბევრჯერ ეროვნული ხალხის შლეგობა, უმეცრება და აფერისტობა, ბოღმა და შური. მათ ზვიადის დამხობა სამუდამო ალიბიდ გაიხადეს და არ მოეშვებიან მსაჯულობას სამარის კარამდე, რომ იყო პუტჩი და იყო ხუნტა. ზვიადის კეთილად წარმოჩენის გამო მივიღე ცილისწამება, საქვეყნოდ გალანძღვა ზვიადისტი ნაძირალებისაგან, უკანასკნელი ხალხისაგან, რომელნიც ქვეყანას თავისი ეროვნულობით ატყუებენ. ესენი კიდევ სხვებს ანამუსებენ და ეროვნულობას ითხოვენ? ანონიმმა დეგენერატებმა მირეკეს და მთათხეს, როგორც მათ მოსდგამთ. აქამდე სულ ვცდილობდი, რომ ზვიადის კარგი გამომეჩინა. ეროვნულ მოძრაობას მისი სახელი გადაეჭდო. ზვიადის კრიტიკა საქართველოს ხვდებოდა და ეროვნულ მოძრაობას კლავდა. აი, ამის გამო ვამბობდი კეთილს ზვიადზე.  მასზე ავის მთქმელი ისედაც ბევრი იყო. ქართული იდეისა და ეროვნული მოძრაობის გამო კეთილად წარმოვაჩენდი ზვიადს და არა ჩემი სახელისათვის. რომელ პარტიაში ვყოფილვარ და როდის რა მომიხვეჭია ზვიადზე კარგის თქმის გამო? სად რა ხეირი მინახია? განა წინა წლებში ზვიადზე ცუდის ლაპარაკი უფრო არ გამომადგებოდა? თუ ზვიადს კეთილად წარმოვაჩენდი და ეს შემყვედრეს,  მაშ რაღას ანამუსებენ წლობით ათას ვიეთს ეს ეროვნულები, რომ ზვიადი უარყვეს? თუ ეს ნაძირალა ზვიადისტები და ეროვნული აფერისტები ასე ფიქრობენ, რომ სწორედ ზვიადის დაცვით შეეძინება სახელი ჩემს ფილოსოფიას და ზვიადს საჩემოდ ვიყენებ, დიდად ცდებიან.  ჩემს სირცხვილად იყოს, რაც ზვიადზე საკეთილოდ მითქვამს! მძულს ეს კოლხური კოშკი და გამსახურდიები!  დღე არ გავა, რომ ზვიადი არ დავძრახო.  ვისაც თანამოაზრეებად მივიჩნევდი, იმათგან მივიღე ცილისწამება, რადგან დიდი შურის გამო ვეღარ აიტანეს, რომ ჩემი ნააზრევით გამოვჩნდი. თუ ზვიადი სახელის მოპოვებისთვის მინდოდა, ახლა საპირისპიროს დავწერ და ვინმემ მითხრას, რომ რაიმე სწორი არაა.

მამარდაშვილი მართალს ამბობდა. ის ატყობდა ზვიადს, რაც იქნებოდა.  მერაბი ხედავდა იმ გარემოცვას, რაც ზვიადს გარს ეხვია.  გამსახურდიას არ უშველიდა არც წარამარა სანთლების დანთება და პირჯვრის წერა, არც სახარებაზე ამდენი ლაპარაკი. მან ღვარძლი დათესა საქართველოში. მან მოშხამა სამეგრელო და გაახელა მეგრული პროვინციალიზმი. მის შემდეგ არც გაცოცხლებულა ეროვნული მოძრაობა და ისე წავიდა საქმე, რომ ამის ხსენებაც უაზრობაა. ზვიადმა დათარსა საქართველო.  მისი კარგიც  ცუდად გამოაჩინა დრომ.  მერაბ კოსტავას გვერდზე დგომით ჰქონდა ზვიადს ის უდიდესი მორალური ავანსი ქართველ ხალხში, რისი ღირსიც იგი არ იყო. ეს ავანსი მან პრეზიდენტობის პირველსავე წელს მან სულ გაფლანგა და მოწამლა ქვეყანა თავისი ბიბლიური თაღლითობით.  რაც მას თავიდან კარგი ჰქონდა, თავადვე გააქრწყლა და შემდეგ სხვებს დააბრალა. მერაბ მამარდაშვილი ხედავდა, რომ ზვიადი იყო გულშავი და არა უბრალოდ გულნამცეცა კაცი. რაც მერაბ კოსტავამ ზვიადს აპატია,  ეს იყო ზვიადის მიერ დისიდენტური ქსელის გაცემა, ის არ აპატია მას მერაბ მამარდაშვილმა.  რუსი დისიდენტები ზვიადს იცნობდნენ როგორც стукач-ს და ასე მოიხსენიებენ მას დღემდე. ჩემ პირველ წერილში მამარდაშვილზე აღარ დავწერე, რომ ზვიადის მეტისმეტი ბოღმიანობის, უკუღმართი ზნის გამო, რამაც მას ბევრი მეგობარი მტრად უქცია, თქვა მამარდაშვილმა, რომ ის წინააღმდეგი იყო გამსახურდიას პრეზიდენტობისა.  ზვიადს არად ეპიტნავა მამარდაშვილის ჩამოსვლა საქართველოში და მისი ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმა. ზვიადს სძულდა მამარდაშვილი, რადგან მამარდაშვილს ჰქონდა ის პიროვნული ავტორიტეტი რუსეთში,  რაც არ ჰქონდა ზვიადს. Aliorum gloriae maxime invidere (ყველაზე მეტად შურთ სხვისი დიდება).  ზვიადი ვერ იტანდა თავის გვერდით ჭკვიან და განათლებულ ადამიანებს. მას თავის გარშემო სურდა მაამებლები, სამეგრელოდან ჩამოყვანილი ენაგრძელი ტეტიები, მელექსია მდაბიორები, გაზეთის მემრუშეები.  ზვიადს უხამდა მერაბზე კეთილად ეუბნა და ეხსენებინა მისი ნაშრომები. მან ეს არ ქნა შურისა და ჯიბრის გამო.  ამ შურსა და ჯიბრიანობას ის ფარავდა ეროვნულობასა და სახარებაზე ლაპარაკით. ზვიადი ფილოსოფიის გაგებაში არ იყო და არც არასდროს ცდილობდა გაგებას. აი, მაგალითისათვის, ხომ იყო ქართულად მისი ძველი თანამოაზრის, ვიქტორ რცხილაძის მშვენიერი თარგმანი ჰაიდეგერის ნაშრომისა „რა არის ეს – ფილოსოფია?“ („მიმომხილველი“, 1972, N 6 – 9). წაეკითხა ეს ზვიადს და დაფიქრებულიყო. ის ვერ შესწვდა ამ საკითხს. სამაგიეროდ, მას დიდად ეხერხებოდა მდაბიორთა აყოლიება, ქალებს ამოფარება, მეგობრების მტრად მოკიდება და წლობით მათი თათხვა. ზვიადს შეეძლო ასეთი რამ, რომ ის პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს გამოეკიდა რაღაც სტრიქონის გამო და ამაზე ატეხა საქვეყნოდ უაზრო კამათი. ზვიადის გატაცება რუდოლფ შტაინერით იყო მხოლოდ მაშინდელი მოდა და რა გულშავი კაციც იყო ზვიადი, შტაინერის რამდენიმე ნაშრომის წაკითხვის შემდეგაც იგივე დარჩა.  ფილოლოგიური ბანალობების იქით არ წასულა მისი ინტელექტი. ინგლისურის მცოდნე კაცი, რომელსაც თავი არასდროს შეუწუხებია ან დასავლელი ისტორიკოსების, ან გეოპოლიტიკის თეორეტიკოსების წაკითხვით. ის კითხულობდა პოეტებს. ცოტა იყო, რომ მან უცხოელი პოეტები თარგმნა და თავადაც პოეტობდა. მას გეოპოლიტიკისა და ისტორიის საკითხები არ ესმოდა. დეკლარაციებისა და ქარტიების იქით ის ვერაფერს ხედავდა და როცა საქართველოდან გაგდების შემდეგ დაინახა, უკვე გვიან იყო.  ზვიადს უხამდა განემარტა, რომ მამარდაშვილის ნათქვამი ჭეშმარიტების სამშობლოზე აღმატებულების შესახებ სწორი იყო. ის იმიტომ გაჩუმდა ამაზე, რომ სურდა ესმინა მამარდაშვილის ლანძღვა ამ ნათქვამის გამო. ზვიადს სურდა მერაბს ეს ნათქვამი დანაშაულად მისთვლოდა და შემდეგ ეს ყოფილიყო როგორც იმის უეჭველი დასტური, რომ მერაბი კრემლის გამოგზავნილი აგენტი იყო. ზვიადი ნეტარებდა, როცა სხვებს საქვეყნოდ თათხავდნენ. ამის გარეშე მას ცხოვრება არ შეეძლო. ზუსტად ასეთია მისი უფროსი შვილი. ვიცნობ და ვიცი. ჯერ ეს აღეზარდა ზვიადს და მერე დაემუნათებინა მთელი ქვეყანა, მერე შეეგდო ნამუსზე მთელი ერი, რომ მას მის ნაგიჟარ მიტინგებზე ევლო.

მამარდაშვილი ზვიადის მაამებელთა მარაქაში არ გაერეოდა. მერაბ კოსტავას სიცოცხლეში ზვიადი თავს მალავდა, რადგან კოსტავამ მოიყვანა ის ხელმეორედ ქართულ დისიდენტურაში. ზვიადი მოკვეთილი იყო მანამდე. კოსტავასთან ზვიადს არ გაუვიდოდა. მისი დაღუპვის შემდეგ კი მან თავი სრულად გამოავლინა. ვინმე დარჩა, რომ ზვიადს არ გაელანძღოს და ცილი არ დაეწამოს? მისი პრეზიდენტობის დროს რომ კოსტავა ცოცხალი ყოფილიყო, მასაც ცილს დასწამებდა ზვიადი და გაზეთებში ათრევინებდა. კოსტავაზეც იტყოდნენ ზვიადის მაამებელნი, რომ ის კრემლის აგენტია. რა, ჭკუა რომელიმეს დაუშლიდა? მამარდაშვილს სძულდა ზვიადი და ეს საპასუხო სიძულვილი იყო. მამარდაშვილს მოსკოველი ანტისაბჭოელი დისიდენტებისაგან  კარგი არაფერი ექნებოდა გაგონილი ზვიადზე. რა კარგს იტყოდნენ მასზე მისი მონანიების შემდეგ რუსი დისიდენტები, როდესაც მან გასცა ანტისაბჭოური ქსელი? გახდა ზვიადი პრეზიდენტი და მთელი ქვეყნის მსაჯულობა მოიპრიანა. თავად ამ დროს ქალების ჩვარი იყო.  ეროვნული მოღვაწიდან ზვიადი გარდაისახა საქართველოს მაოხრებლად, ქვეყნის მწამლავად და მეგრელ რევანშისტად. ბოლოს გამოჩნდა, რომ ის ქართველიც არ ყოფილა და გააგიჟა თავისი ლაპარაკით სამეგრელოს სოფლები. რუსებს აგინებდა მთელი ცხოვრება ზვიადი და ბოლოს მათგან გამოთხოვილი იარაღითა და მეგრელთა ჯარით  ცდილობდა თბილისზე გამოლაშქრებას. აი, ეს იყო ბოლოს პრეზიდენტი ჩათლახურდია!  ამ ყველაფრის გამოჩენას კი ხელს უშლიდა ის, რომ მას ებრძოდა პოპულისტი დისიდენტებისა და ძველი კომუნისტების ალიანსი შევარდნაძის მოთავეობით. ერთხელ არ გატყდა და არ თქვა გაგდებულმა ზვიადმა, რომ აი, ამა და ამ საკითხში უმსგავსად მოვიქეცი, ესა და ეს არ უნდა ჩამედინა. მან აიჩემა, რომ გინდა თუ არა პრეზიდენტი ვარ და ისევ უნდა დავბრუნდე!  ზვიადმა საკუთარი არაკაცობა ბიბლიას ამოაფარა. იმიტომაც იყო, რომ არც ერთ საქმეში მას განგება არ შეეწია. მის გავლილზე დარჩა სისხლი, თარსი და წყევლა. ეს დათარსულობა მოაქამდე მოსდევს საქართველოს.  ზვიადმა მონოპოლია გამოაცხადა ეროვნულ იდეაზე. ვერ იქნება ასე, რომ თუ ზვიადზე კარგს არ იტყვი, არ ხარ ეროვნული და კრემლის აგენტი ხარ. ჩათლაყურძიას ბიბლიური ტირადები ჩქმალავდა იმ საძაგ სინამდვილეს, რის შექმნაშიც პრეზიდენტს მიუძღოდა ბრალი. რამდენჯერ გამოვიდა სიტყვით მიტინგებზე და სინანულის ერთი სიტყვა არსად დასცდა, რომ აი, ეს არ უნდა მექნა. ყველაფერს სხვებს აბრალებდა. მას არ სურდა არავისთან შერიგება. მას სურდა სისხლი და შემდეგ ამ სისხლით სპეკულირება. ჯაბა იოსელიანი დიდსულოვნად არ გამოეკიდა მოსაკლავად სომხეთს მიმავალ ზვიადს. აქ არ ვარგოდა ზვიადი და ჩეჩნეთს ჩასულმა რუსეთს დაუწყო მტრობა. შემდეგ სამეგრელოში მობრუნდა და ავარდა, როგორც იცოდა. გაჩერდი, იყუჩე მცირე ხნით! რას აგიჟებ ამდენ ხალხს სამეგრელოში, რომ აი ცნობილი მეგრელი მწერლის შვილი, მეგრელი პრეზიდენტი მეგრელების დახმარებით უნდა დავბრუნდე თბილისში და ქორთუებზე ჯავრი უნდა ვიყარო?  რა იყო ეს აკვიატება? რაღა ნამუსით უნდა დამჯდარიყო ზვიადი პრეზიდენტად? გურამ ყორანაშვილს ვკითხავ: – ამას ჰქვია კახაბერობა?  ბ-ნმა გურამმა, რომელიც ჩემი ლექტორი იყო, შეხვედრისას მითხრა, რომ მან მამარდაშვილზე გამოაქვეყნა როსტომ ჩხეიძის ჟურნალში და სურდა, რომ მისი წერილი მენახა. ვნახე და აი, ვწერ ამაზე.

90-იანი წლების ეროვნულმა მოძრაობამ ერის დიდი სიმდაბლე და უმეცრება წარმოაჩინა. ქართველთა შლეგობისა და მზვაობრობის აპოთეოზი იდგა. ეს იყო ქართველთა მომსრავი, ამაოხრებელი მოძრაობა. სასწაული რომ მოხდეს და განახლდეს ეროვნული მოძრაობა, ერთ წელზე ნაკლებ დროში ისევ იგივე მოხდება.

გ. ყორანაშვილი წერს: „…მერაბ მამარდაშვილმა თავი დაგვამახსოვრა ზვიად გამსახურდიასადმი, ვიტყვით, პათოლოგიური სიძულვილით“.  ყორანაშვილი იხსენებს: „ დაპირისპირება გამოიხატა იმაშიც, რომ  შევიდა (იგულისხმება მამარდაშვილი გ. გ.) ე. წ. საქართველოს ეროვნულ კონგრესში და გახდა მისი საბჭოს წევრიც“ (გვ. 5).  ყორანაშვილი მერაბის სამუნათოდ ამბობს ამას, მაგრამ არ გაემტყუნება მერაბს არც ზვიადისადმი სიძულვილი და არც კონგრესის საბჭოში შესვლა. განა გამსახურდიას არ სძულდა მამარდაშვილი და ყველანი, ვინ მისი მოლიქნე და მაამებელი არ იყო? რატომ ცდილობს ყორანაშვილი მერაბის გაშავებას და ამ გზით გვიანდელი გამსახურდიას საქმეთა გათეთრებას?  მან ეს წერილი 2013 წელს გამოაქვეყნა, როდესაც ჟამის დენამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. საწუხია, რომ გურამ ყორანაშვილი, რომელმაც ისტორიის შესწავლის საქმეში ერთობ საყურადღებო სიტყვა თქვა და მიუთითა ქართული ისტორიოგრაფიის დიდ სისუსტეზე, აჰყოლია ახლანდელ ჟურნალისტურ მოდას და ზვიადის კახაბერობაზე წერას შეჰყენებია. კახაბერი ვერ იქნებოდა ის, ვინც თავისი ცოლისა და ცოლისდის კარნახით წყვეტდა საქვეყნო საკითხებს. ისინი იყვნენ მისი თანაპრეზიდენტები. რამდენჯერ შეუძახეს ზვიადს, რომ ამას მოშვებოდა და ის სხვების ჯიბრით მაინც ოჯახის წევრ ქალებს აბოგინებდა პოლიტიკაში. კაცობა აკლდა ზვიადს და კაცურად მოქცევა უმძიმდა. კი, ილექსინებოდა რაღაცას და იწერინებოდა, მარა ეს ვერაფერი თაბაუთი ვერ იყო. კაცობის არქონის გასამართლებლად კი ის გაგულისებით თათხავდა ყველას და უწოდებდა აგენტებს. რა არ მოსწონს გურამ ყორანაშვილს მამარდაშვილისა და რატომ ლამობს ზვიადისადმი სიძულვილი მამარდაშვილის დაძრახვას მოახმაროს?  ბ-ნო გურამ, საძულველი იყო ზვიადი და მიტომაც სძულდა ის მამარდაშვილს!  კი მაგრამ, აქამდე რატომ არ თქვით ეს მამარდაშვილზე, რაც 2013 წელს ერთი სალიტერატურო შულერის ჟურნალში დაწერეთ?  მაგ ჟურნალში  თქვენი გასათათხი, დიდად უსამართლო წერილიც გამოსულა. მოსათხრელია ის რედაქტორი და მწერალი, ვინც თქვენზე ასეთი რამ დაბეჭდა სიტყვის თავისუფლებაზე მითითებით.

ცუდი ისაა, რომ თავისმომჭრელი წარსულის მქონე მუდამ ხელმოცარულ და ზნედაცემულ ქართველებში ცდილობენ ახალ-ახალი ეროვნული ილუზიების შექმნას. ერთნი მამარდაშვილის სახელსა და ნაქნარს აყალბებენ, მეორენი – ზვიადისას. ქართველთა სამისხო უნამუსობამ ისევ ზვიადის სახელის მისტიფიცირებას შეუწყო ხელი. მას მიაკვდნენ ოლიგოფრენი და უმეცარი პატრიოტები.

რატომ ცდილობს ყორანაშვილი ზვიადის საქმეთა გათეთრებას და და მერაბის დუშმანად წარმოჩენას?  სააკაშვილის მოსვლიდან (2004 წ.) დამკვიდრდა ეს მოდა, რომ ზვიადზე საქებარის წერა დაიწყო. თავად სააკაშვილის პარტია არასოდეს ყოფილა ეროვნული და ზვიადის ხსენებით ის ქართველობას თვალში ნაცარს აყრიდა. ლიბერალიზმით მოღორებული ქართველნი ეროვნული საყრდენის მოძიებას ცდილობენ და ამისთვის იქმნება ახალი ფსევდოლოგია, სახელად ზვიადი.  ეს ვერ განაახლებს ეროვნულ მოძრაობას და ეროვნული კონსენსუსიც მიუღწეველი იქნება. შევარდნაძის მთავრობის უწყვეტმა მარცხიანობამ და უარესმა მარცხიანობამ სააკაშვილის დროს ისევ ზვიადის გამოჩენას შეუწყო ხელი. სხვა ორიენტირი ქართველებს არა აქვთ იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იპოვებიან ერისკაცები, ქართველთმოყვარე ეროვნული მოღვაწენი. მეფულე, მასხარა და მეძავი კაცები კი რამდენიც გინდა!

ერთი მისხალი არ დააკლდება მერაბ მამარდაშვილის სახელს იმით, რომ მას სძულდა ზვიადი. ეს არ ესმის გურამ ყორანაშვილს. მას თავის წერილში უნდა ეთქვა იმაზე, რომ ზვიადი ყველას მიმართ ჯიბრიანი იყო და უახლოეს მეგობრებსაც იმტერებდა იმ დროს, როცა მას ერის ერთიანობაზე უნდა ეზრუნა. მან მოიპარა ხალხის სიყვარული და ჯადოდ ექცა საკუთარ ხალხს.  განა „სახალხო ფრონტელი“ ყორანაშვილი 1991 წელს ზვიადის ოპოზიციის რიგებში არ იდგა?  დანაშაული იყო ზვიადის დამხობა, მაგრამ მისი პრეზიდენტობაც აღარ შეიძლებოდა.  მან გადააყოლა ქვეყანა და ქართველობა თავის პრეზიდენტობას, მწერალ კონსტანტინეს ძეობას და კოლხურ კოშკს!  ზვიადის დამხობის შემდეგ ეს კოლხური კოშკი მეგრული პროვინციალიზმის ბუდე იყო წლების მანძილზე.  საქართველოს დაწყევლილობისა და ქართველთა ზნის გამო მოხდა ასე საძაგლად ყველაფერი 1991 – 93 წლებში. ზვიადი 1991 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო შეურაცხადი თავის გარემოცვიანად. პარლამენტი იყო ქართული სიგიჟის ბუდე ამ დროს. რასაც მე ჩემდათავად მინახავს, იმას ვამბობ. იტყოდი რაიმეს და გიჟები მოგესეოდნენ ყვირილით. განზრახ შექმნა ზვიადმა ასეთი ვითარება თავის გარშემო. მან მოსპო კრიტიკის ნასახიც კი თავის მეგრულ კამარილიაში. ის გადაიქცა მეტისმეტად პათოგენურ, უსაზიზღრეს არსებად, რომელიც ჩაიკეტა პარლამენტის შენობაში. ასეთი მიდრეკილებანი მას თავიდანვე ჰქონდა და კოსტავას მის გვერდით დგომა ამის გამოვლენას უშლიდა. ჯერ ოჯახში უწევს კაცს თმენა და დიპლომატობა ცოლისა და შვილების წინაშე და შენ ვინ ხარ, რომ მთელ ქვეყანას ვალად აჰკიდე კონსტანტინეს შვილობა და შენი ცრუ რიგორიზმი, ცრუ ბიბლიურობა შენი პიროვნული სიმდაბლისა და მყრალობის დასაფარად გამოიყენე? გვიანდელმა პრეზიდენტმა გააბათილა ყველაფერი ის, რაც ჰქონდა პრეზიდენტობამდელ დისიდენტს.

გავიხსენებ მამარდაშვილის ცნობილ ნათქვამს ერთ ინტერვიუში (Le Nouvel Observateur, ივნისი, 1990 წ.), რომელიც შესულია ქართულად გამოცემულ „ცნობიერების ტოპოლოგიაში“. მერაბი ამბობს: „მაგალითად, ისეთი პიროვნება, როგორიცაა ზვიად გამსახურდია, არც საქართველოს წარმოადგენს და არც ქართული ოპოზიციის ძალთა რჩეულს. იგი პრიმიტიული აგრესიული ნაციონალიზმის წარმომადგენელია. მართალია, იგი ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფიდან მოდის, მაგრამ იყენებს დაუშვებელ მეთოდებს ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ, აცხადებს რა მათ „ქართველი ერის მოღალატეებად“ და ა.შ.  მე განსაკუთრებით გამაოგნა იმ სიძულვილმა და აგრესიამ, რაც ზოგიერთ მის ზეპირ თუ წერილობით გამოსვლებში ვლინდება“ („ცნობიერების ტოპოლოგია“, გვ. 211).

გამსახურდია მამარდაშვილთან კარგ ურთიერთობას კი არ შეეცდებოდა, არამედ ის თავისი გარემოცვიდან ტუტუც მდაბიორებს გააქეზებდა, რომ მერაბი განუწყვეტლივ ელანძღათ. ეს გამსახურდიას სადისტური ჩვევა იყო. მამარდაშვილი საუბრობდა ქართველი დისიდენტების ნამსჯელის უსაფუძვლობაზე,  ქართული მესიანიზმის ილუზიურობაზე.  ის ხედავდა, რომ დისიდენტები იყვნენ გროტესკულად არარელევანტურნი, ყველა ვითარებაში  ყოვლად შეუსაბამონი. მერაბი ხედავდა დისიდენტების უცოდინრობას, სიყალბეს და ეს ბევრჯერ აღნიშნა კიდეც. მამარდაშვილის დისკურსის ნეგატიური მხარე ისაა, რომ მის სიტყვას მეტისმეტად დაეტყო 90-იანი წლების აპოლოგეტური ლიბერალიზმისა და ტრიუმფატორული ლიბერტარიანული იდეოლოგემების დაღი, ასევე ანტისაბჭოელი დისიდენტების შაბლონიზებული, მანიქეიზებული დისკურსის გავლენა, რომ დასავლეთი სიკეთის სავანეა, საბჭოეთი კი ბოროტების იმპერია.

ფრანგი და რუსი დისიდენტები, ათეისტი და ნაროდნიკი ახალგაზრდები თავისი პრინციპების შესაბამისად ცხოვრობდნენ. ღარიბნი იყვნენ. ზოგი კერძო მასწავლებელი იყო, ზოგი ტიპოგრაფიაში მუშაობდა. მონარქიულ ტოტალიტარიზმს მათ გამოუთხარეს ძირი. ქართველ დისიდენტებს კი არ უცხოვრიათ პრინციპების შესაბამისად. მათ შექმნეს მრავალი პარტია და ეს იყო კერძო ბიზნესის სახეობა. პარტიული რეკეტი ჰყვაოდა ეროვნული მოძრაობის დროს. ცალკე რამკიანი ქურდების წილი იყო საწარმოებში და ცალკე ამ ეროვნული პარტიების წილი. ქართველი დისიდენტები ეთნიზმს არ გასცილებიან. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ისინი ჩაიკეტნენ ეთნიკურ ილუზიებში. მხოლოდ იმის გახელებით მტკიცება, რომ საბჭოთა იმპერია სატანურია და თავისუფალი ბაზარი კი ღვთიური, არაფერს ნიშნავდა. მათი დისიდენტობა საბჭოთა იმპერიის დაშლისთანავე დამთავრდა. ისინი ვერ იქცნენ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტად. მათ ვერ შეინარჩუნეს დისიდენტური ინტერნაციონალი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროს არსებობდა. მათ არც ახლანდელი გლობალური სიტუაცია ესმით და როგორც ჩვევას არიან, გამოდიან და ატყუებენ ქვეყანას თავისი ნაჩმახავით. მთავრობის კრიტიკას დაიწყებენ და მთავრობის წილადობილნი კი თავადვე არიან. უნივერსალიზმის ნატამალი არაა მათში. ისინი არიან ეთნორელიგიური ნარცისები. ადრე დისიდენტების წრეს ქმნიდნენ შარლ-ვიქტორ ჟაკლარი, პოლ ლაფარგი, კარლ მარქსი და სხვები. ისინი, ისევე როგორც ფრანგი განმანათლებელნი და პროტესტანტული რეფორმაციის მოღვაწენი, იყვნენ ინტერნაციონალისტი უნივერსალისტები, რაც იგივე კოსმოპოლიტიზმია. ევროპელმა სოციალისტმა დისიდენტებმა ეპოქა შექმნეს. ესაა სეკულარიზებული რეფორმაცია. ქართველმა დისიდენტებმა რაც შექმნეს, ყველა ხედავს. მათ, ვითომ თავისი ერთად დგომით რომ ატყუებდნენ ქვეყანას, ახლა ერთურთის დანახვა არ სურთ. სათითაოდ ატყუებენ ქვეყანას თავისი გამოსვლებით („მზადდება თავდასხმა პატრიარქზე“, „უახლოეს მომავალში ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმება“ და მისთანა ჩმახები).

მამარდაშვილის ნააზრევის ლიბერალური დადაღულობით დღემდე სარგებლობენ ქართველი ლიბერალები, რომელნიც დაემსგავსნენ გვიანდელ საბჭოთა იდეოლოგებს და ეს ხდება სრული პლურალიზმის ვითარებაში. ლიბერალები იმეორებენ მერაბის ნათქვამს, რომ რუსულ ეკლესიასთან კავშირმა საქართველოს ავნო. ეს ნათქვამი 90-იანი წლების დამდეგს ერთობ იპყრობდა მცოდნისა და უცოდინარის გულს. დღეს ამის გამეორება და არგუმენტად მოყვანა სისულელეა და ლიბერალების ინდოქტრინაციას წარმოაჩენს. მათ არ შეუძლიათ ლიბერალიზმის კრიტიკულად გააზრება მისი მრავალგზისი კომპრომეტაციის შემდეგაც კი. ერთი ზვიადისტებისათვის დგას ისევ 1991 წელი და მეორე ამ ლიბერალებისათვის ისევ 90-იანი წლების დამდეგია.

მამარდაშვილი მეტად აჭარბებდა და ამუქებდა, როცა ის საქართველოს რუსულ ეკლესიასათან დამღუპველობაზე უბნობდა და აი, რატომ: საქართველოში თაობები ყოველთვის რელიგიური ინფანტილიზმით გამოირჩეოდნენ. აქ არ ყოფილან რელიგიური რეფორმატორები, რომელნიც გლეხთა აჯანყებას წარუძღვებოდნენ და ახალ გეზს მონიშნავდნენ. სხვაგან გლეხთა აჯანყება ყოველთვის ნიშნავდა ერეტიკულ მოძრაობას. ასე იყო არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიაშიც.  ერთადერთი ეს იყო, რომ კავკასიაში რუსეთის შემოსვლამდე ქართველები საუკუნეთა მანძილზე  მასობრივად გარბოდნენ საქართველოდან. ქართველობამ არც ძველად უწყოდა და არც ახლა უწყის, რა არის რელიგიური დისიდენტობა და დიდი ერესები, როგორც ეს იყო ევროპაში. ქართველი მეტად ზანტი, მხდალი და კონფორმისტი იყო. ის ბიბლიის წაკითხვითა და მასზე ფიქრით თავს არ შეიწუხებდა, მაშინაც კი, როცა ქართულმა ბატონყმობამ გაცალა და გაავერანა ქვეყანა. ქართველს ძველადაც და ახლაც რელიგიური რეფლექსიის სიმძიმე მღვდელზე ჰქონდა და აქვს მიგდებული. მერაბი ისე ამბობს რუსულ ეკლესიასთან კავშირის დამღუპველობაზე, თითქოს აქ რუსეთის შემოსვლამდე რელიგიური შური და გზნება დუღდა და ციდან ვარსკვლავებს წყვეტდნენ. მერაბის ეს ნათქვამი მხოლოდ და მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულის ანტისაბჭოელი მოსკოველი მედასავლეთეების სპეკულაციაა და მეტი არაფერი.  მამარდაშვილი აქ მეტად მოიკოჭლებს. საქართველო რომ ყოფილიყო ბრიტანეთის ან გერმანიის კოლონია, მერე რაღას იტყოდა მამარდაშვილი? რომ მოხვედრიყო საქართველოს ევროპული კოლონიალიზმის კეტი, მერე რას გააფორმებდნენ ეს დისიდენტი არტისტები? რა ჰქონდა საქართველოს რუსეთის აქ შემოსვლამდე? მამარდაშვილს შეუძლებელია არ სცოდნოდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომების დროს, XIX საუკუნეში ევროპა იმას ცდილობდა, რომ საქართველო ისევ თურქებს ჩავარდნოდათ ხელში და რომ არა რუსეთის გამარჯვება, ცოტაღა უკლდა, რომ საქართველო ისევ თურქეთისათვის მიეგდოთ ევროპელ დიპლომატებს. იგივე მეორდებოდა მე-20 საუკუნის დამდეგს, ჟორდანიას დროს.  მამარდაშვილი ისაა, ვინც აკაკი ბაქრაძესთან და სხვა მაშინდელ ინტელექტუალებთან თხზავდა ჩმახს საქართველოს ევროპასთან ნათესაობაზე.

აი დღეს, ოდეს ქართველი ლიბერალები ხშირად მიუთითებენ მამარდაშვილის ამ ნათქვამზე, რას გულისხმობენ? რა სურთ? რომ საქართველო გახდეს პროტესტანტული ან კათოლიკური? აქვთ მათ საიმისო გაბედულება, პიროვნული სიწმინდე და მრწამსი, რომ იყვნენ რელიგიური დისიდენტები?  ამას ვკითხავ ფილოსოფოს ნოდიას,  ღვთისმეტყველ ლადარიას და სხვებს. თქვენ ხართ იმის შემძლენი, რომ საქართველოს ეკლესიის კარზე მიაჭედოთ რჯულის განმხეთქელი, ერეტიკული თეზისები და თქვათ – აქ ვდგავართ და ესაა ჩვენი მრწამსი! შექმენით ერეტიკული აზრი, რომელიც იქნება ad populum (ხალხისათვის) და არა იმისთვის, რომ ჩაკეტილმა, პრივილეგირებულმა ჯგუფმა თავი შეიქციოს სინოდზე ქილიკით. თქვენ სპეკულირებთ იმ დიდი წყლულებით , რაც ქართულ ეკლესიას დააჩნდა და ოდნავაც არ გაღელვებთ არც ქრისტეს მოძღვრება და არც ქვეყნის ბედი. რელიგიური დისიდენტობა არაა ლიბერალიზმის სახელით ეკლესიაზე ქილიკი და ანგლობა. აი, შეძელით და ეკლესია თავად ბიბლიაზე დაყრდნობით გააკრიტიკეთ. ეს არ შეგიძლიათ და აქედან ჩანს, რომ  ყალბია თქვენი კრიტიკა. 1992 წლიდან ხართ ლიბერალები და რა შექმენით საქართველოს ამ უწყვეტი მარცხიანობის დროში? გადავარდება მალე დასავლური ლიბერალიზმი და დაავიწყდება ყველას ნოდიაც, ლადარიაც, მინდიაშვილიც და სხვა მათი მოდასენიც, დიდ ინტელექტუალებად რომ ჰყავს მედიას წარმოჩენილნი. ყველაფერი მათეული გარედან ჩაგონებითა და წაქეზებითაა. მხოლოდ იმის თქმა, რომ ეკლესია საბჭოთა უშიშროებას ექვემდებარებოდა, არაფერს ნიშნავს. განა ახლანდელი დასავლური დენომინაციები და რელიგიური მისიები აგენტურული ქსელის ნაწილი არ არიან?  თუ რუსულ ეკლესიასთან კავშირმა ავნო საქართველოს, დასავლეთთან კავშირმა ხომ ააშენა? სადაა ქართული აზრი და საერთოდ რაა გამოსაჩენი ამ ჭაობში, რასაც ახლანდელი საქართველო ჰქვია? რა ნაქნარით, რა ფილოსოფიური  აუთვორქით გაამართლეთ თქვენ საკუთარი პრივილეგირებულობა?  არც ისაა დასავლეთის ბრალი, რომ ქართველი არის წვრილბურჟუაზიული სტიქიის მონა და კონსიუმერიზმზე გასყიდული მოლაპარაკე ცხოველი. ქართველი საბჭოთა დროსვე ასეთი იყო და ეს იყო მისი უზური. ეგაა, რომ მას საბჭოთა იდეოლოგიის ლაგამი ჰქონდა ამოდებული და თავზე რუსი ადგა კეტით. ამიტომ ამ წვრილბურჟუაზიულობასა და თბილისურ მეშჩანობას გასაჭენები ადგილი არ ჰქონდა.

როცა წლობით თავი გაგაქვს ცქაფი ნათქვამებითა და მორალისტური ტაკიმასხრობით, ეს ადასტურებს, რომ არაფრობის მოციქული ხარ. ამას ვამბობ ინდოქტრინირებული ლიბერალების საგულისყუროდ. მართებული კრიტიკაც კი საქართველოში კრიტიკანობად იქცევა, რადგან ირგვლივ სიყალბე და სიმხდალეა. სააკაშვილის შემდეგაც საქართველო ისევ ისაა. რამდენი დაიქადნეს, მჭახე ლაპარაკით ატყუეს ერთმანეთი. ამის ნაყოფი ისევ ის ძველი ბითურობაა. რაც სააკაშვილის ბრალი არ იყო და არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, ისიც მას დააბრალეს. ამით იფხანებიან და ენას არ აყენებენ.

საკუთარ ნიადაგზე ქართველი ვერაფერს ქმნის და მუდამ უცხოთა შემყურეა. მისთვის მხოლოდ გარმიანელთაგან მოწოდებული ადაპტირებული იდეოლოგიაა მიმზიდველი. ამავე დროს მას აქვს დიდი პრეტენზია ფილოსოფიურობაზე. ითარგმნა ბევრი რამ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფიიდან, მაგრამ  ქართველი ვერაა თავისი ფიქრით ძალოვანი. მისი გული არ განათდა და ის ვერ იქმნა ფილოსოფოსად. ის მხოლოდ მოსაჩვენებლად საკლისობდა იმ წიგნებს, რომელიც ახლა დასტებად აწყვია თაროებზე.  ეფრემ მცირის სიტყვით რომ ვთქვა, ისევ ისეა სიჩჩოებანი ჩუენისა ნათესავისა და ნათესავი ქართველთა კვლავ შთება ლიტონ და ჩჩვილ. ვერ ხერხდება ქართლის ათენად ქმნა, იმის მიუხედავად, რომ  90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში  ქართველი დისიდენტების ნახევარი ფილოსოფოსები იყვნენ. ფილოსოფოსები იყვნენ შევარდნაძისა და სააკაშვილის გარემოცვაში. რა შეიქმნა ეპიგონობისა და პლაგიატის გარდა? ეთნიკური არასრულფასოვნების გამო არაა ქართველებში ელინური აგონისტური პრინციპი და არც ანგლოსაქსური პრინციპი – distinction (აღიარება). იცვლება მთავრობები, ტარდება კიდევ ერთი არჩევნები და მაინც ჭაობია ყველგან. გვიანდელმა ფსევდოლიბერალმა ქართველმა ფილისტერმა, ნარცისმა თბილისელმა  ბურჟუინმა ადრეული ლიბერალი მამარდაშვილი თავისი სიმდაბლისა და უღონობის შესანიღბად გამოიყენა.

ფილოსოფოსნი ბევრ უცხოელ ავტორს თარგმნიან, მაგრამ თავად ისინი ფილოსოფიის გარეთ შთებიან. კი, ურთავენ წინასიტყვაობასა და კომენტარებს ამ თარგმანებს, მაგრამ ოდნავაც არ არიან შემსჭვალულნი თარგმნილი წიგნის პრობლემატიკით. ასევეა ფილოსოფიის ისტორიის  ბევრი ლექტორი. ისინი გადმოსცემენ ფილოსოფოსთა მატიანეს, მაგრამ თავად არ შეეღწევიან ფილოსოფიაში და ვერ იმსჭვალებიან დიდი საკითხებით გულის უღონობისა და ცნობამცირეობის გამო.

თავის გამოსვლებში მამარდაშვილი გამოდის ლიბერალიზმის პროვინციელ აპოლოგეტად და ეს ვნებს მის სახელს. მამარდაშვილი ერთდროულად ისწავლება სოკრატიზმსა და ლიბერალიზმის ერთადერთობას. ეს მისი დიდი ცდომილებაა. ჭეშმარიტი სოკრატისტი ვერ იქნება ლიბერალიზმის ჭეშმარიტების მამტკიცებელი.  მერაბი ყველგან ისე აგებს თავის განსჯას, რომ დასავლეთში ყველგან თავისუფლებაა, აქ კი სრული მონობა. მას ისე სურს წარმოჩენა, რომ საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ ab hodierno (დღევანდელი დღიდან) დაიწყება ჭეშმარიტი სოკრატულობა და თავისუფალი კოგიტირება. მერაბი სპეკულირებს საბჭოთა იდეოლოგიის აკრძალვებით და ამაზე აგებს თავის იმპროვიზაციულ მსჯელობას. ესაა მისი დიდი ნაკლი და მისი ფილოსოფიური დისკურსის დამაკნინებელი. ის განზრახ უშვებდა ამ ცდომილებას, რათა ხელი არ შეშლოდა ლიბერალიზმის აპოლოგიაში.

მამარდაშვილი ჩქმალავს იმ ფაქტს, რომ ევროპაში ფრანკფურტის სკოლის დროიდან  (XX  ს.-ის 40 – 50-იანი წლები) არსებობდა ძლიერი კრიტიცისტული დინება, რომელიც საპოლემიკოდ ხდიდა არა მხოლოდ სოციალიზმს, არამედ ლიბერალ-კაპიტალიზმსაც. ეს კრიტიციზმი მოგვიანოდ მასობრივი სახით გამოვლინდა 60 – 70-იანი წლების ანტიბურჟუაზიულ კონტრკულტურულ მოძრაობებში.  შეუძლებელია მერაბს ეს ყოველივე არ სცოდნოდა. ის არსად ახსენებს, მაგალითად, ჰერბერტ მარკუზეს, რეჟი დებრეს გი დებორს და სხვებს. ის არსად ახსენებს სარტრის ანტიბურჟუაზიულ ნაწერებს. მერაბი ფრანგული ფილოსოფიით სუნთქავდა და შეუძლებელია მას არ სცოდნოდა ის მძლავრი ანტილიბერალური მიმართულება, რაც არსებობდა ფრანგულ ფილოსოფიაში 70 – 80-იან წლებში.

ადორნო და სხვა ფრანკფურტელები  XX ს.-ის 50-იან  წლებში აკრიტიკებდნენ დასავლეთს, „გვიანკაპიტალისტურ საზოგადოებას“  მასობრივი კულტურის რეპრესიული ბუნების, საყოველთაო სტანდარტიზაციის გამო. ადორნო დასავლეთის უშეღავათო კრიტიკოსი იყო. აქ კი ანტისაბჭოელი დისიდენტები იმას იმტკიცებოდნენ, რომ სტანდარტული აზროვნება, ნიველირება და уравниловка მხოლოდ საბჭოთა სისტემის ნაკლი იყო. ფილოსოფოსმა ქართველმა დისიდენტებმა ან არ უწყოდნენ დასავლელი კრიტიკოსების ნათქვამი, ან ეს დამალეს, რათა ხელი არ შეშლოდათ ლიბერალიზმის აპოლოგიაში.

რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ქართულად გამოსულ საიუბილეო კრებულზე  „ცნობიერების ტოპოლოგია“ (2011 წ.). აქ შესულია მერაბის მოხსენებები, ლექციები, ინტერვიუები.  ესაა მეტად ნაგვიანევად გადმოქართულებული იდეოლოგიური მიზნით გამოცემული წიგნი, რომლის მიზანდასახულობა ისაა, რომ გადაარჩინოს გაკოტრებული ქართული მედასავლეთეობა და ლიბერალიზმი. ეს წიგნი მარწმუნებს, რომ საქმე მაქვს ქართული ლიბერალიზმის კიდევ ერთ ნახიმანკლართან. ასეთი კრებულები, იცოცხლე, მრავლად გამოდიოდა 1995 წლიდან.  არავინაა მათი წამკითხველი. ერთი ესაა, რომ ლიბერალმა ლექტორმა სტუდენტებს კოლოკვიუმისათვის დაავალოს ამ კრებულების წაკითხვა.  სტუდენტებიც ამ დავალების გადაგორებას შეეცდებიან და არა მერაბის ნაწერში ჩაძიებას. ქართული ლიბერალური ჯამბაზობა კლავს იმ დადებითს, რაც დასავლურ ლიბერალიზმს აქვს. ლიბერალიზმი საქართველოში იქცა სახაზინო აფერისტობად და ნებადართულ ფალსიფიკატად.

საქართველოში ლიბერალიზმის იდეა დაღუპა ქართველ ლიბერალთა საიგავო გულდამპლობამ და აროგანტიზმმა. საკუთარი უსინდისობის დასაფარ საშუალებად ქცეული ლიბერალიზმი ბოროტების მეტს არას მოიტანს. სააკაშვილის წასვლის შემდეგ ლიბერალებმა წლები გალიეს ძველი მთავრობის იდიოტურ აპოლოგიაში. ეს იყო ქართული მედასავლეთეობის დიდი ცდომილება, რომ ქართველმა ლიბერალებმა სააკაშვილის გარეშე და მისგან მოწყვეტით  ლიბერალიზმის მოაზრება ვერ შეძლეს. რაც ყველაზე იოლი და პარაზიტული იყო, იმას მიეწება ქართველი ლიბერალი და შაბლონების აპოლოგიისა და ბანალობათა გამეორების იქით ვერ წავიდა. რასაც დასავლეთიდან ჩასძახებენ, იმას ამოიძახებენ. ლიბერალებმა მეტისმეტი კონფორმიზმის გამო ვერ შეძლეს ლიბერალიზმის იდეის სააკაშვილისაგან განყენება.  ამიტომაა, რომ ლიბერალიზმი საქართველოში ნიშნავს სააკაშვილისა და მისი პარტიის დაცვას. წლები გადის და მაინც ასეა. ლიბერალთა დასს არ ჰყავს ისეთი ავტორიტეტი, რომელსაც ხალთან მისასვლელი პირი ექნება. ნოდიებისა და ლადარიების ნათაღლითარის იქით არ წასულა ქართული ლიბერალიზმი. ვისაც ამერიკელებმა ლიბერალიზმის იდეის დანერგვა მიანდეს, სწორედ მათ მოახდინეს ამ იდეის დისკრედიტაცია.

ამ საიუბილეო კრებულში სათარგმნი ტექსტები ვერაა კარგად შერჩეული. წიგნის პირველი ნაწილი შედგება ლექციებისაგან მარსელ პრუსტზე. მეორე ნაწილში შესულია უცხოეთში წაკითხული ლექციები. მესამე ნაწილი არის თარგმანი წიგნისა «Как я понимаю философию» (1992).  ამ კრებულს ძალზე ასდის მიმდინარე ლიბერალური კონიუნქტურის სუნი და ამის გამო ის ღირებულებას კარგავს. ამ წიგნში მამარდაშვილი წარმოდგენილია უფრო ლიბერალიზმის იდეოლოგად,  ვიდრე მაძიებელ ფილოსოფოსად.  ქართული ლიბერალიზმის არასაკუთრივობასა და მეტისმეტ კონფორმიზმს ისიც ადასტურებს, რომ ეს საიუბილეო კრებული ასეთი   სახით გამოვიდა 2011 წელს, როდესაც უკვე მოხდა 2008 – 9 წლების დიდი დეპრესია დასავლეთში, ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა თეორიამ კრახი განიცადა და ნეოკონების გეგმა ახლო აღმოსავლეთის ლიბერალიზაციისა ჩაიფუშა.  ეს საკითხები საგანგებოდ მიჩქმალული რჩება საქართველოში. ამ კრებულში არ ჩანს დროის შესატყვისი კრიტიკული დისკურსი.   ის ნაგვიანევია. კრებული ასეთი სახით უნდა გამოსულიყო 1995- 7 წლებში და არა 2011 წელს. ის არის ანაქრონისტული და ყოვლად არარელევანტური. თაღლითობაა ამ კრებულში ასე დაჟინებით საბჭოთა სისტემის გაკრიტიკება ლიბერალიზმის გლობალური თვითკომპრომეტაციისა  და საქართველოში სააკაშვილისეული ლიბერტარიზმის მარცხის შემდეგ.  ეს საიუბილეო კრებული წიგნად გამოსული პოლიტიკური ბროშურაა.  მასში შეტანილია მამარდაშვილისეული საბჭოთა სისტემის ის კრიტიკა, რაც მრავალი წელია ისმის ყველა ტრიბუნიდან და რაც უკვე მეტისმეტად დაიძონძა. კრებულის შემდგენლებს ვერ უგრძვნიათ მიმდინარე ისტორიის პულსი და გამოიხედებიან 90-იანი წლების გადმოსახედიდან.

მამარდაშვილმა ვერ გაუძლო დროს და ბევრზე ბევრი რამ მისი ნათქვამიდან დღეისობას უკვე უმნიშვნელო და უსაზრისოა. ძალიანაც რო შევეცადოთ, მერაბის ბევრ ტექსტს ვერანაირად ვერ წარმოვაჩენთ იმად, რაც არ არის. მერაბის ბევრ მსჯელობას საზრისი ენიჭებოდა სწორედ იმით, რომ ეს ანტისაბჭოური უფრო იყო და არა ფილოსოფიური. დრომ ეს დაადასტურა. მერაბმა გაბედა და თქვა ისე, როგორც საქართველოში ვერ თქვეს მისმა კოლეგებმა – ნიკო ჭავჭავაძემ, გურამ თევზაძემ, თამაზ ბუაჩიძემ, ვახტანგ ერქომაიშვილმა, ჯანსუღ კორძაიამ, ანზორ ტყემალაძემ, მიხეილ მახარაძემ და სხვებმა.

ამ კრებულს წინ უძღვის მერაბის რუსი კოლეგის, ალექსანდრ პიატიგორსკის  წინასიტყვაობა. ქართული კრებულისათვის წინასიტყვაობა ქართველ ფილოსოფოსს უნდა დაეწერა, სადაც გამოჩნდებოდა თუ როგორ ერკვევიან მერაბის ნააზრევში ქართველი ფილოსოფოსნი ამდენი წლის გასვლის შემდეგ. რატომ ვერვინ დაწერა წინასიტყვაობა? იმიტომ, რომ არ იციან რა თქვან, არ ჩაძიებულან მამარდაშვილის ტექსტებს და არც კრიტიკული სიტყვის თმა ძალუძთ. თავის შეწუხება არავის უნდა, თორემ გაზეთებში კი ყველა ჭკოსნობს და ოხრავს მერაბის სიკვდილის გამო. დაეწერა რომელიმე ქართველ ფილოსოფოსს სქოლიოში ან წიგნის ბოლოში, თუ რატომ სძულდა მერაბს ასე ძლიერ გამსახურდია. დაეწერა რომელიმეს, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტების სამშობლოზე მეტობა.  ეს აქ უთუოდ უნდა თქმულიყო.

აი, ამ კრებულშიცაა მოყვანილი მამარდაშვილის  1990 წლის ივლისში ნათქვამი: „…მაგრამ რუსულმა აზროვნებამაც და მართლმადიდებელმა ქრისტიანობამაც ჩვენ უფსკრულში გადაგვჩეხა“ (გვ. 190). მერაბი აქ იმეორებს ჯერ კიდევ XIX საუკუნის რუსი მედასავლეეების ნათქვამს რუსეთის ეკლესიაზე.  უფსკრულში კი არა, ქერის ორმოში იყო საქართველო საბჭოთა დროს. თუ დღევანდელივით ყველა არ პოლიტიკოსობდა და იმოძღვრებოდა, ეს არ ნიშნავს, რომ იმ დროს საერთოდ არ იყო კრიტიკა და აზრი. როდესაც მოკამათეს არც თუ ისე ბევრი კონტრარგუმენტი აქვს, მაშინ ის ან უტრირებას იწყებს, ან სიყალბეს ამბობს. ასე ახდენს მერაბი რუსული ეკლესიის ფაქტორის უტრირებას. ასე იგონებდა და ჩმახავდა სოლჟენიცინი ბევრზე ბევრს თავის „გულაგის არქიპელაგში“.  მერაბი რომ ამას ამბობს მართლმადიდებლობაზე, მაშინ მას ეთქვა სადმე, რომ საქართველო უნდა გადასულიყო ლუთერიზმზე ან კალვინიზმზე. მერაბის მსჯელობიდან გამომდინარეობს იმის აუცილებლობა, რომ მას ეთქვა რაღაც დასავლურ ქრისტიანობაზე.  რუსული ეკლესია ცარიზმის დროს თვითნებობდა საქართველოში. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ კი ეკლესია ათეისტურ რეჟიმს ემორჩილებოდა.  რა აზრით გადაჩეხა რუსულმა აზროვნებამ საქართველო უფსკრულში?  რახან ლიბერალური სალაყბოები არ იყო?

მწერლები და სუსტი ისტორიკოსები ერთურთს ეჯიბრებოდნენ რუსეთზე ძვირის თქმაში („ჩვენ დაგვაავადმყოფა რუსულ ჭაობში ორსაუკუნოვანმა ყოფნამ“, „არც სპარსელებს, არც არაბებს, არც მონგოლებს, არც თურქებს არ უქნიათ საქართველოსათვის ის, რაც მას რუსეთის 200-წლიანმა ბატონობამ უყო“ და სხვა მისთანა აფრაკობანი).  მამარდაშვილის მიერ მართლმადიდებლობაზე ძვირის თქმა განამტკიცებს იმ ილუზიას, რომ ქართველები ევროპელები არიან და აქაც ეჯიბრებოდნენ ენაცქაფობაში („საქართველო ოდითგანვე ევროპის ნაწილი იყო გენეტიკურად, ფსიქოლოგიურად, სარწმუნოებრივად, ტრადიციულად“).  აქვე გავიხსენებ აკაკი ბაქრაძის ნათქვამს. 1996 წლის ნოემბრით დათარიღებულ წერილში „Urbi et orbi“: „თუ ჩვენ მართლა გვინდა დამოუკიდებლობა-თავისუფლება, მაშინ ევროპულ-ამერიკული ორიენტაციის გზას უნდა დავადგეთ მტკიცედ და განუხრელად. პოლიტიკურ ორიენტაციასთან ერთად რელიგიური ორიენტაციაც უნდა შეიცვალოს. … ეკლესიის რეფორმაც ისევე აუცილებელია, როგორც ყველა სხვა რეფორმა. სხვაგვარად რეალური დამოუკიდებლობა-თავისუფლების მოპოვება შეუძლებელია“.

რას გულისხმობდა აკაკი ბაქრაძე ეკლესიის რეფორმაში? ეკლესიის რეფორმაციას? კი მაგრამ როდის ჰქონდა ყველა დროში ბურჟუინული სულის მქონე კონფორმისტ ქართველს სარწმუნოებრივი გზნება და შური, რომ ის რეფორმაციის დამწყებად გამოდგეს? როდის რა ისაკლისა ამ ჭამპურამ რჯულში, რომ დამჯდარიყო და ბიბლიის შესწავლას შეჰყენებოდა? ქრისტიანობს ქართველი და თავის ცხოვრებას ისე გალევს, რომ სახარებაც არ ექნება მთლიანად წაკითხული. ინგლისელი პურიტანები რწმენის გამო სახლ-კარს ტოვებდნენ და უცხო ადგილებში მიდიოდნენ. მათმა რწმენამ შექმნა აშშ. ქართველი სად წამსვლელია? წავიდა და ბოზისა და ბანდიტის სახელი დაიგდო ყველგან. პურიტანობა ესაა ბიბლიის ინდივიდუალური ინტერპრეტაციის კალვინისტური პრინციპი და ბედისწერის რწმენა. კალვინისტი პრედესტინაციონისტი მღვდლის შუამავლობის გარეშე მიმართავს ღმერთს და შრომის საკრალიზებას ახდენს. ქართველი როდესმე შეძლებს ამას? როდესმე ყოფილა ქართველი ისეთი ლიბერალი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომ ის თავისი რჯულის რეფორმაციის აუცილებლობამდე მისულიყო?  აი ამას პირველ რიგში ვკითხავ გია ნოდიას, თეოლოგოს ნოდარ ლადარიას, თეოლოგოს ბექა მინდიაშვილს და ქართული ლიბერალიზმის სხვა იდეოლოგებს, რომელნიც აქეზებენ გოგო-ბიჭებს ქართული ეკლესიის გასაკილად და ამაში მათ დიდად ეხმარება ყანდურთა სიმრავლე, ასევე დიდი სიმრუდენი ეკლესიასა შინა. ეკლესიის რეფორმაციას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა მრევლს შეუძლია ერეტიკოსობა. ქართველი ყველა დროში ეტალონური კონფორმისტი იყო. რეფორმაციის მოთხოვნა სნობობაა. ერთი არ შეეკითხება თავის თავს – შემიძლია კი მე ვიყო ერეტიკოსი?  ვიყო ერეტიკოსი მაშინ მაინც, როცა არავინ დამიწყებს დევნას და ისევ დავრჩები პრივილეგირებულ ლიბერალურ დასში?  რახან კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი კაპიტალისტიფიცირდნენ, ამიტომ ლიბერალებში არაა მიღებული მათი კრიტიკა. კათოლიციზმი დღემდე ლიბერალიზმის მოწინააღმდეგე ყოფილიყო, მაშინ ლიბერალ მაყვირალებს დაევალებოდათ ვატიკანის ისტორიაში ჩიჩქნა და ინკვიზიციაზე მორალისტური ლაპარაკი, პაპებისა და პაპესების უმსგავსობათა ჩამოთვლა. ახლა ისინი მართლმადიდებლობის ისტორიაში იჩიჩქნებიან და იჩხრიკებიან. ეს ხდება ბოროტი განზრახვით, რაც იფარება ობიექტურობისა და თავისუფლების სახელით. ეს უნდა სცოდნოდა მერაბ მამარდაშვილს, რომ კათოლიციზმი მაშინ შეირიგა ლიბერალიზმმა, როდესაც მისი კაპიტალისტიფიცირება და ნეოლიბერალურ განაკვალში ჩაყენება მოხდა. ეს იყო უმთავრესი. ხოლო შაბლონები ქრისტიანულ სიყვარულსა და მადლის მოფენაზე არაფრით განსხვავდება კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმში. ლიბერალიზმმა ბოლო მოუღო ქრისტიანობას. ლოგიკურად ხომ ასეა, რომ მართლმადიდებლობის ესოდენი მხილებისა და კილვის შემდეგ რომელიმე ლიბერალი ოფიციალურად უნდა გადასულიყო კალვინიზმზე, ლუთერიზმზე, კვაკერობაზე, მეთოდისტობაზე და ა. შ. თუ ასე არ ხდება, მაშინ რა აზრი აქვს ამდენ ქილიკს ქართულ ეკლესიაზე? ამ ქილიკით ქმნით საკუთარი ზნეკეთილობისა და სულიერების ილუზიას და ატყუებთ მოცანცარე მედასავლეთე სტუდენტებს. თვითკმაყოფილნი თრთით და ნეტარებთ, როდესაც პატრიარქისა და სინოდის დასაცინ ფოტოკოლაჟებს ხედავთ. ეს ლიბერალთა მხილების გარეშეც ჩანს, რომ ეკლესია დიდ ცოდვებში შთავარდა. მერედა, რა არის აქ სიხარულით საავენაო? სავაებოა, რომ ეკლესია, რომელიც ქვეყანას არწმუნებდა სიწმინდის მცველობაში, აღმოჩნდა მედღეურთა ბუნაგი. სავაებოა, რომ  ანაფორიანმა მატყუარებმა ბოლშევიზმის ძაგება შირმად გაიხადეს. მე დიდი ხნის გამოქცეული მრევლი ვარ და იშთა გებით არ ვუბნობ ეკლესიაზე, არ დავცინი სინოდს, არ მაცინებს ქართველ მღვდელთა უმეცრება და არ ვქილიკობ მონაზვნებზე.

ლიბერალებმა შევარდნაძის დროიდან აიტაცეს აზრი, რომ მართლმადიდებლური რუსეთის ევროპასთან მტრობის მიზეზი თურმე სქიზმაში უნდა ვეძებოთ, როცა ერთიანი ეკლესია გაიყო კათოლიკურად და მართლმადიდებლურად. ლიბერალი გულისხმობს, რომ სქიზმა მართლმადიდებლობის დანაშაულია და მისმა სპეციფიკამ მოგვიანოდ წარმოშვა ბოლშევიზმი და ტოტალიტარიზმი.  ეს მცდარი მსჯელობაა. ბოლშევიზმი წარმოშვა ფრანგულმა რევოლუციონიზმმა და გერმანულმა ჰეგელიანურ-მარქსისტულმა ფილოსოფიამ. განა კათოლიციზმი ნაპოლეონის შემდეგ,  საღვთო კავშირის დროიდან და უფრო ადრე სულ რევოლუციებს არ ებრძოდა? განა კოლექტიური ხსნის იდეა ერთნაირად არაა ორივე ქრისტიანობაში? განა კათოლიციზმს არ შეებრძოლა პროტესტანტიზმი და გაიმარჯვა კიდეც? კათოლიციზმი რომ ტოტალიტარული იყო პროტესტანტებთან ბრძოლაში და უფრო ადრე ერეტიკოსებთან ბრძოლაში, სხვა რა იყო ასე? სულ მცირე მიზეზის გამო ცეცხლში წვავდნენ ეჭვმიტანილს. აკრძალული იყო პროტესტანტული ბიბლიის კითხვა.  ვთქვათ, ვლადიმირის, ნოვგოროდის, მოსკოვის სათავადოები კათოლიციზმს შესდგომოდნენ. განა ეს აღმოფხვრიდა ოდინდელ მტრობას ევროპასა და რუსეთს შორის?

XIX – XX საუკუნეებში აზიას რომ მიეღწია განვითარებისათვის და მას შეექმნა განმანათლებლობის გენერალური კონცეპტი, მაშინ აქ ასევე თავგამოდებით დაიწყებდნენ იმის მტკიცებას, რომ საქართველო აღმოსავლეთს ენათესავება. რასაც მამარდაშვილი ამბობს მართლმადიდებლობაზე, განა ამასვე არ ამბობდნენ ცნობილი ევროპელი ავტორები კათოლიციზმსა და მოგვიანოდ პროტესტანტიზმზე. საზოგადოდ ქრისტიანობაზე განა ევროპაში არ დაიწერა დიდად საგმობი ტექსტები?  ბლეზ პასკალმა ინკვიზიციას და იეზუიტთა ორდენს ჭეშმარიტების ორი ჯალათი უწოდა. ნიცშემ მოთხარა პროტესტანტი პასტორები და მთლიანად ქრისტიანობა.  მან დაწყევლა ქრისტესა და მოციქულთა რელიგია. ნიცშემდე ფრანგმა ათეისტებმა ქრისტიანობას ბდღვირი ადინეს და აიკლეს. მამარდაშვილის ნათქვამის მიხედვით აგრე გამოდის, რომ მართლმადიდებლობა ბნელეთი იყო და დასავლური ქრისტიანობა კი ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა. მოსკოველმა დისიდენტებმა ესეც თქვეს, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ნაცისტურ გერმანიას მოეხდინა საბჭოეთის ოკუპაცია. ახლა ევროპულად ვიცხოვრებდითო. შემდეგ ამას ქართველი დისიდენტები იმეორებდნენ სიცილით. ისიც თქვეს, რომ პოლონელი რეზიდენტი რომ არ ჩამოეგდოთ მოსკოვის ტახტიდან, რუსეთი ევროპას დაუახლოვდებოდაო (იგულისხმება პოლონეთის ჯარის მოსკოვში შესვლა 1610 წელს და რუსეთის მეფის ტახტზე პოლონელი უფლისწულის ასვლა).  ეს ხომ სისულელებია?  რამდენი დაიწერა რუსეთში, რომ რუსეთი არაა ევროპული ქვეყანა და აქ ეს ნაწერები არგუმენტად მოჰყავთ. კი მაგრამ, თუ რუსეთი არაა ევროპული ქვეყანა, საქართველო როგორღაა? განა ევროპეიზმი აქ რუსეთმა არ შემოიტანა? ამ კითხვას გაურბიან ქართველი მედასავლეთენი. სად ვის დარჩომია საქართველო? რისი „ცივილიზებული ქვეყნების ოჯახი“? ვის დაჰკარგვია და სად ვინ მოისაკლისა? აი, ქვეყნის უახლოესი წარსული და დასკვნების გამოტანა ახლა არაა ძნელი, როგორც ეს იყო 90-იან წლებში.

სოციალიზმზე მსჯელობისას მერაბს აქეთ-იქით უნდა მიეხედ-მოეხედა, რათა დაენახა, რომ სოციალიზმი ევროპული მოძღვრება იყო და არა რუსული. ტოინბი კომუნიზმს ქრისტიანობიდან გამომავალ მოძღვრებად მიიჩნევდა. ეს სრული ჭეშმარიტებაა. კომუნიზმის წყარო სახარებაა. სოციალისტური კოლექტივიზმი არის ბიბლიური თემისა და ანაბაპტისტური ქილიაზმის  ექსტრემისტულ-ლაიცისტური ვერსია. მარქსის იდეები სათავეს იღებს ქილიასტური სწავლებიდან.  მერაბს რომ ეს ყოველივე მხედველობაში მიეღო, მაშინ მას ძალზე გაუჭირდებოდა სოციალიზმის იდეის (არა 80-იანი წლების საბჭოთა სოციალიზმის) კრიტიკა.

„ფეხზე მდგომი გვამების უღრანი“, რასაც მერაბი საბჭოთა სინამდვილეზე ამბობს, მუდმივი პრობლემაა ყველა წყობილებისათვის. ეს ვიცით თუნდაც XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და  XX საუკუნის დამდეგის ევროპული კლასიკური ლიტერატურიდან.  ფეხზე მდგომი გვამები, ცოცხალი მკვდრები გაცილებით ბევრობენ ლიბერალიზმის დროს. ცოცხალი მკვდრები, გოლემები არც ათეიზმის გამო ყოფილან ასე მრავლად. არასწორი იყო იმის მტკიცება, რომ რელიგიის მოძალება აღმოფხვრიდა ცოცხალი მკვდრების პრობლემას. ახლა, რელიგიური პროპაგანდის შეუზღუდაობის დროს უფრო გროტესკულია ცოცხალი მკვდრების, მილიონი გოლემის არსებობა. გოლემი და ადამიანი-მანქანა ერთნაირ ფილოსოფიურ პრობლემას წარმოადგენს ბოლშევიკისა და ლიბერალისათვის, ათეისტისა და თეისტისათვის. მამარდაშვილის დისკურსის მიხედვით ასე გამოდის, რომ ლიბერალიზმის დროს, როდესაც დეკლარირებულია ფრაივესის უზენაესობა,  ყოველი ინდივიდი სოკრატული ნაპერწკლის მქონე და ლოგოსის მოყურადეა. ასე კი არ არის. ფილოსოფია და ფილოსოფიურობა პლურალიზმის დროსაც ისევ მცირეთა ხვედრია. არაა ისე, რომ საბჭოთა იდეოლოგია ზღუდავდა სოკრატული უნარის მქონე ინდივიდებს, რომელთაც თან ფილოსოფოსობა სურდათ და თან თავისუფალი ბაზარი. ეს ნონსენსი ისტორიაში შევიდა, როგორც ანტისაბჭოელი დისიდენტების შემარცხვენელი. მამარდაშვილის კრიტიციზმი არის უახლოესი საბჭოთა წარსულის უტრირება და აბერაცია. მერაბი განზრახ არ ხედავს, რა იყო ისტორიაში ბოლშევიზმამდე. აი ამ განზრახ თვალის დაბრმავებამ ათქმევინა მას, რომ რუსულმა აზროვნებამ და მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველო უფსკრულში გადაჩეხა. საქართველოს რომ შეხებოდა 30-წლიანი რელიგიური ომი პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის, მაშინ მერაბი ან კათოლიციზმზე, ან პროტესტანტიზმზე ისევე მჭახედ არ იტყოდა?

რა აუგსაც მერაბი ამბობს რუსულ აზროვნებასა და მართლმადიდებლობაზე, ეს მოსკოველი ანტისაბჭოელების მიერაც ითქმოდა 80-იან წლებში. მაშინ იყო, რომ გამოთქმა „ღია საზოგადოება“ მაგიურ ჩათქმად და უწმინდეს მანტრად მიიჩნეოდა.  ჩვენ ყველამ დიდი ხანია ვნახეთ ეს ღია საზოგადოება და ვუწყით, რა არის ის.  კვლავ გავიმეორებ, რომ მერაბთან ბევრია იდეოლოგიური მომენტი, როდესაც ფილოსოფიური დისკურსით შენიღბულია იდეოლოგიური ტრუიზმები. ეს კი უკვე აღარაა ფილოსოფია.

რამდენიმე სიტყვას ვიტყვი მერაბის სხვა ნაშრომებზეც.  მოსკოვში 1993 წელს გამოვიდა მამარდაშვილის წიგნი «Картезианские размышления». ამ ზერელედ დაწერილ წიგნში დეკარტით აღტაცებულ მერაბს ჰუსერლის ფენომენოლოგიით თავი არ შეუწუხებია. არადა, არ გამოდის ასე გაკვრით ახსენო ჰუსერლი იქ, სადაც დეკარტის კოგიტაციაზე ნაშრომს წერ და იქვე ჰუსერლსაც ახსენებ. ჰუსერლმა ახალი ინტერპრეტაცია მისცა დეკარტის cogito-ს პრინციპს და ამაზე უნდა თქმულიყო ამ წიგნში. უფრო დაწვრილებით ეპისტემოლოგიური საკითხები განხილულია წიგნში: «Стрела познания», М., 1997.  მამარდაშვილის «Лекции по античной философии», «Аграф», М., 1999, 310 стр. (ესაა 12 ლექცია)  და «Кантианские вариации», «Аграф», М., 2000, 310 стр. ადრე გამოსული ტექსტების ხელახალი გამოცემებია. ძალზე ბევრი იმპროვიზაციაა მერაბის წიგნში: «Мой опыт нетипичен», «Азбука», СПб., 2000, 400 стр. ადრე გამოსული ტექსტები გაერთიანდა წიგნში: «Сознание и цивилизация», СПб., 2010. ამ წიგნს დასახელება მიეცა მერაბის ადრინდელი ნარკვევის მიხედვით: «Сознание и цивилизация» // «Человек в системе наук», «Наука», М., 1989, стр. 317 – 32). ამ წიგნების ხსენებისას ვრწმუნდებით, რომ ბევრი რამ მამარდაშვილის ფილოსოფიიდან ჟამის ქროლამ წარხვეტა და განაქარვა. სათქმელია ისიც, რომ მერაბი ფრანგებს ჰბაძავდა და მასთან არის много говорильни и игры словами, а мыслей мало. მერაბის მთელი შემოქმედება რომ გავცხრილოთ, ძალზე მცირე residuum-ი დარჩება, რომელიც გამოსაცემად ძლივს შეიკრიბება ერთ წიგნში. ამიტომ აღარ შევჩერდები ამ წიგნების გამოწვლილვით განხილვაზე. აღარ დავშვრები საიმისოდ, რომ გავარჩიო მერაბის ნაშრომების ხაო და ნაყიში. მერაბის ფილოსოფიას დიდად ავნო ლიბერალურმა იდეოლოგიურობამ , 90–ანი წლების დამდეგის ანგაჟირებულობამ და ყოვლად გაუმართლებელმა რწმენამ, რომ დასავლეთი ეს ცივილიზაციის საბოლოო სიტყვაა. იმ დროს ოღონდ ვინმეს რაიმე ეთქვა და ეს უკვე ფილოსოფიურობად მიიჩნეოდა. რაც მერაბს „ლექციებში ანტიკურ ფილოსოფიაზე“ უწერია,  ეს ჩანდა სწორედ იმ 90-იანი წლების დამდეგს.  1999 წელს გამოსული ეს ლექციები ლიბერალიზმის იდეოლოგიით მოტყუებულ მასობრივ მკითხველზე იყო მიმიზნული და ჯერ კიდევ არსებობდა ჟურნალისტური  აფერისტობით ნასულდგმულები ინერცია, რომ  ლიბერალიზმი მანამდე უნახავი საკაცობრიო ხვითო იყო, ხოლო მამარდაშვილი მის ერთადერთობას ისწავლებოდა. რაც ამ წიგნში მერაბს ნათქვამი აქვს ანტიკურ ფილოსოფიაზე, ის დღეს ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოებში წერია. ეს წიგნი ანტიკურ ფილოსოფიაზე და ასევე „კანტიანური ვარიაციები“  წლობით გადაუშლელია ფონდ „ღია საზოგადოების“ წიგნსაცავში. ასევე გადაუშლელია მამარდაშვილის შრომები იჭუ-ს (ილიაუნის) ბიბლიოთეკაში.  ამას არ ვწერ დრამატიზების გულისათვის. დავდივარ ბიბლიოთეკებში და  ჩემი თვალით ვხედავ, რომ მერაბის ნაშრომების ხელში ამღებიც არავინაა და წიგნებს დიდი ხნის მტვერი ადევს. წიგნები ჯენდერის ფილოსოფიაში კი გაცვეთილი და გაქექილია.  2014 და 2015 წლებში ქართულად ხელახლა გამოიცა მამარდაშვილის ადრე გამოცემული საუბრები გია ნოდიას ადრინდელი წინასიტყვაობით. ხელახალი გამოცემებისთვის ნოდია ვეღარ დაწერს ახალ წინასიტყვაობას. 90-იან წლებში ნოდია კონიუნქტურის ტალღას თავზე მოექცა და ქვეყანას ბოლშევიზმის კრიტიკით ატყუებდა. ნოდია არაა ლიბერალი და არც არასოდეს იქნება. ის არის ამ ცხოვრების მეროჭიკე კაცი, რომლის იდეოლოგიური გზნებანი დღემდე ხმარდება სააკაშვილის ხოტბას. ფილოსოფიური ეთოსის ნატამალი არაა ამ ადამიანში. არ მესმის ოლიგარქატს ამხელდნენ ისინი, ვინც იყვნენ და არიან ლიბერტარიანელები. მათ არ უწყიან და ვერასოდეს შეიგნებენ, რომ თავისუფალი ბაზრის უზენაესობა ფიქციად აქცევს დემოკრატიას.  ნეოლიბერალიზმის ბოლო კი ყოველთვის  ოლიგარქატია.  აი ამიტომ უღონო და უაზროა მათეული კრიტიკა, როდესაც ისინი ამხელენ ბიძინა ივანიშვილს. მათ არ ესმით, რომ ოლიგარქატი თავად ლიბერალიზმს მოსდევს და შეუძლებელია საბაზრო თავისუფლებას დაყრდნობილი ლიბერალიზმი სხვაგვარი იყოს.

მერაბი თავისი აზროვნებისა და განსჯის წესითა და მანერით უფრო ახლოს დგას პოსტმოდერნიზმთან და ის არის პოსტმოდერნიზმამდელი პოსტმოდერნისტი ფილოსოფიაში. მერაბთან არაა პლატონიზმი იმ აზრით, რომ მასთან ცოტაა წარუვალი საკითხები. მის მიერ შემოტანილი თემები პოლიტიკური უფროა, ვიდრე ფილოსოფიური და მერაბმა ფილოსოფია აქცია პოლიტიკური კონიუნქტურის მსახურად. მერაბის ნამსჯელი არის ფილოსოფიური სანქცია ბოლშევიზმის გმობისათვის. მერაბის განსჯა მიკერძოებული და აბერაციულია. ფილოსოფოსს ეს არანაირად არ მიეტევება. მისმა მზერამ ვერ შეამჩნია, რომ საბჭოეთის დაშლას და სოციალიზმის კრახს დასავლეთის დაისიც მოჰყვებოდა. ფილოსოფოსი იყო  დისიდენტი გრიგორი პომერანცი (1918 – 2013), მაგრამ მას, მერაბისგან განსხვავებით, არ სწამდა ლიბერალური უტოპიისა. პომერანცის თვალსაწიერი და ნაწერები სხვაა და მამარდაშვილისა სხვა. პომერანცი იყო დისიდენტი, რომელიც სხვა დისიდენტებისაგან განსხვავდებოდა ცოდნითა და ერუდიციით.

მერაბი ის ქართველია, ვინც დაანახა უცხოელებს, რომ ქართველიც შეიძლება იყოს ფილოსოფოსი.  უფრო ადრე ანდრია რაზმაძემ (1889 – 1929) დაანახა უცხოელებს, რომ ქართველიც შეიძლება ყოფილიყო მათემატიკოსი. ცარისტულ რუსეთში ქართველთა შემყურე რუსებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რომ ქართველი გამოსულიყო მათემატიკოსი. განა ვერ ხედავდა ომებში გამოკვერილი გერმანულ-რუსულ-თათრულ-მონგოლური წარმოშობის რუსეთის პოლიტიკური ელიტა რა შვილიც იყო ან ქართველი თავადი და ან ქართველი გლეხი.

ქართველნი სულაც არ ცდილობენ, რომ ქართულ ფუძეზე რაიმე მოძღვრება შეიქმნას. ქართველის უზური იყო და არის ანგარება და გამორჩენა. ამიტომ ვერ მოირგო მან ვერც ასე ნაქები დასავლური ლიბერალიზმი და ვერ მოირგებს ვერც ერთ იდეას.  გავიხსენებ „ალეთოლოგიის“ წინასიტყვაობაში  შალვა ნუცუბიძის თქმულს: „დასავლეთისათვის ინტელექტუალურ დამონებას ბოლო უნდა მოეღოს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლო გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შიგნიდან დავძლევთ დასავლურ აზროვნებას“ (შ. ნუცუბიძე. შრომები. ტ. I, თბ., 1973, გვ. 195).

ის, რომ საქართველოში ბევრი პროფესორი იწონებდა თავს მამარდაშვილის ნათქვამის განქიქებით, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია, დაგვანახებს ქართველთა მეტისმეტ ეთნონარცისიზმს. დაგვანახებს იმას, რომ ქართველს არ ესმის რელიგიური იმპეროგენეზის არსი, არ ესმის ქრისტიანობის იდეა და არ უწყის რაა ეკლესიის მამათა სწავლების ღერძი. მას არ ესმის, რომ იმპერიული იდეის სეკულარიზება მოხდა რევოლუციების შემდეგ და იმპერიული ნომოსი ოდნავაც ვერ შეაბრკოლა ყველა ხალხის სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებამ სახელმწიფოთაშორის  უნივერსულ დოკუმენტებში.  მოვიწოდებ მიგელ დე უნამუნოს ნათქვამს. იგი თავისი „ქრისტიანობის აგონიის“ დასაწყისშივე ამბობს: „… თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი შესაძლებელია სამოქალაქო ცხოვრების სფეროში, ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა, უნდა დადგეს, განიხილოს და გადაწყდეს მარადიული ცხონების იდეის შესაბამისად და მარადიულობის გათვალისწინებით. მაგრამ თუ იღუპება სამშობლო? ქრისტიანის სამშობლო არა ამა სოფლისაგან არს. ქრისტიანს უხამს ჭეშმარიტებისათვის სამშობლო შესწიროს“ (Мигель де Унамуно. «О трагическом чувстве жизни», Символ, 1997, стр. 306).

ფილოსოფოსობა კოსმოპოლიტიზმს გულისხმობს, რადგან ფილოსოფიური საკითხები ზეეროვნულია. თვით ძველებრაულ ტექსტებშიც კი (იობის წიგნი, ეკლესიასტე, წინასწარმეტყველთა წიგნები) დიდი საკითხების დაყენება სცილდება იუდაიზმის ფარგლებს. ფილოსოფოსობა არაა ქვეყნის დამოუკიდებლობის გაფეტიშება და საგაზეთო პატრიოტიზმი. ამით მოხერხებულად იფარება ფილოსოფიას შეპოტინებულ მრავალთა უცოდინრობა და ცნობამცირეობა. ეს მანკიერ წესად დადებულა ქართულ ჰუმანიტარისტიკაში, რომ პატრიოტული ყვირილით იფარება ფილოსოფოსად ყოფნის უუნარობა. ფილოსოფოსი ასევე ვერ იქნება თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიის მეხოტბე.  ელემენტური საკითხები არ უწყიან და ტელესტუდიებში მისვლას კი ვერვინ დაასწრებთ!  აი მათ დაამკვიდრეს მცდარი აზრი, რომ სამშობლო ერთია ისევე, როგორც ღმერთია ერთი. დანტემ თქვა, რომ „ჩვენ ისინი ვართ, ვისთვისაც სამშობლო მსოფლიოა“.  ფილოსოფოსია ასეთი და ეს მისი დიდი ღირსებაა და არა ნაკლი, როგორც აზრით სუსტ პატრიოტებს ჰგონიათ. სამშობლოს ზეცა არ ნიშნავს, რომ ზეცამ სამშობლო იცის. მერაბი არაა პირველი, ვინც ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დააყენა. ჯერ კიდევ სოკრატესთან არის ეს აზრი. დიოგენე ლაერტელი აღნიშნავს, რომ ფილოსოფოსი დიოგენე უსამშობლო კაცად (აპოლის) მიიჩნევდა თავს და მას ეს ეთნებოდა. სოფისტი და სკეპტიკოსი ელადაში უსამშობლონი იყვნენ. XV საუკუნის იტალიაში, ოდეს იქ ანტიკურობა შეისწავლებოდა ბიზანტიიდან მოდენილი ბერძნების (ანდრონიკოს კალისტოსი (? – 1475/87), მანუილ ქრისოლორა (მიახლ. 1350 – 1415), გეორგიოს ტრაპეზუნდელი (1395 – 1486), დიმიტრიოს ქალკოკონდილი (1423 – 1511), რომელიც პიკო დელა მირანდოლას ასწავლიდა, იოანე არგიროპულოსი (მიახლ. 1415 – 1487), რომელიც ფლორენციის თავადის, ლორენცო მედიჩის მოძღვარი იყო, კონსტანტინე ლასკარისი (1434 – 1501), ჯორჯო ვალას მასწავლებელი)) მოძღვრობით ეზიარებოდნენ პლატონურ პაიდეიას.  იმ დროის იტალიაში იდეალი იყო l’uomo universale  (ყოვლით სრული კაცი). მოგვიანოდ ასეთივე იდეალი იყო გერმანულ რომანტიზმში. ბიზანტიელთაგან განსწავლულმა კოსმოპოლიტმა იტალიელმა ჰუმანისტებმა შექმნეს ის რენესანსის ეპოქა, რაც შემდეგ გამოიყენეს და გადაასხვაფერეს ლოკალურმა პატრიოტებმა. სრულყოფილი კაცის სამშობლო კი მთელი მსოფლიოა. სტოელების სიტყვით mundus est nobis patria (მსოფლიოა ჭეშმარიტი სამშობლო). ელინური პაიდეია არა მხოლოდ სრულყოფილი კაცის, არამედ ზეკაცის იდეას შეიცავს. ეს პაიდეია მითოსური და მითოგენურია. ელინებამდე ასე იყო ძველ ჩინეთსა და მესოპოტამიაში. ძველი დროის ჩინეთის იმპერატორები შუნი და იაო ზეკაცებრივი ნიჭების მქონენი არიან. ეს იმპერატორები კონფუცისათვის მისაბაძნი იყვნენ. ისინი ინტეგრალური ზეადამიანები არიან. გილგამეშის ეპოსში სრულყოფის მოწადე და ამისთვის ქვესკნელს შთამხდარი გილგამეში „ორი მესამედი ღმერთია, ერთი მესამედი კაცი“. ასევეა ქრისტეც. ისაა სრულყოფილი კაცი, ზეკაცი და ღმერთი. შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგის მიზანი ყოვლისმომცველი სრულყოფილი კაცის დადგინებაა. სტოიციზმში არის კაციდან ღმერთად ქცევის იდეა. სრულქმნის საღვაწოში დადგრომილი კაცი იქცევა ღმერთად. რაც ყველაზე ძნელია, ისაა მიზნად დასახული ძველთა კაცთა პაიდეიასა და პედაგოგიაში. ბერძნული აღზრდის მიზანი იყო კალოკაგათია (კაცის ჰარმონიული დადგინება). იმპერიული საზრუნავით დამძიმებული რომაული აღზრდის (cultura) მიზანი იყო utile et honestum (სარგებელი და პატიოსნება).  ახლანდელი ლიბერალური განათლება კი მიზნად ისახავს სისტემის ფუნქციონერისა და იდეალური კონფორმისტის  აღზრდას.  უნივერსული, ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი კაცი (omnis homo) უდიდესი მიზანია და ამ მიზანზე სწორებით შეიქმნა ის წარუვალი მნიშვნელობის ბერძნულ-რომაული ფილოსოფია, რასაც ვერასოდეს მოერევა პირონისტი და პოსტმოდერნისტი, ლიბერალი მასხარების მიერ შექმნილი ტექსტები.  პოსტმოდერნი მოჩვენებითი აკადემიურობით ფარავს თავის ბრბოსმიერობას, შიზოფრენიულ სპეციფიკას და შინაგან ბილწობას. განა მხოლოდ მითოსსა და რელიგიაში, არამედ წმინდა ფილოსოფიაშიც ჰგიეს სრულყოფილი კაცის იდეა. ჰუსერლის ტრანსცენდენტალური სუბიექტი, რომელიც დეკარტის cogito-დან გამოეტევა, არის კოსმოპოლიტი, საყოველთაო ფილოსოფოსი და ყოვლისმომცველი ფენომენოლოგოსი კაცი. ტომები უძღვნა ჰუსერლმა ამ საკითხს. მათემატიკიდან ამოზრდილი ჰუსერლის ფენომენოლოგია არის ის ბჭენი, რომლის გავლით იწყება ირაციონალიზმი. იმსოფლიური სინამდვილის წინაკარია ჰუსერლის მოძღვრება. ფენომენოლოგიის ბჭენი რომ ალგორითმულად გაიარო, ამისთვის ეგვიპტური შრომაა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ყოველთა გებადთა ინტეგრალური ინტერპრეტაცია.

ახლა ასეთ კითხვას ვაჯახებ პატრიოტიზმს ამოფარებულ სუსტ ფილოსოფოსებს: თუ ლიბერალიზმი, ფრაივესის პრინციპი და საბაზრო ეკონომიკა სრულ თანხმობაშია პროტესტანტიზმთან, კათოლიციზმთან, მართლმადიდებლობასთან, მაშინ რაღაა ეროვნება და სამშობლო? თუ 90-იანი წლებიდან მართლმადიდებლობის შესაბამის წყობილებად მიიჩნიეს დასავლური ლიბერალიზმი, მაშ რაღაა ქართული პატრიოტიზმი და რა თავის განსაკუთრებულობასა და ზეპურობაზე  კამათობს ის ამდენი წელი?

ახლა იმაზე ვიტყვი, რომ მამარდაშვილზე ბევრი აუგი თქვეს, რახან ის ბილინგვი იყო, წერდა რუსულად და ქართულად („რუსეთუმე გორელი ფილოსოფოსი“, „კრემლის გამოგზავნილი მანქურთი გორელი, რომელმაც დაივიწყა ვისი გორისა იყო“, „გორელი ტეტია და მისი რუსეთუმე ფილოსოფია“ და მისთანები). ეს რა საყვედრებია? აქედანაც ჩანს ქართველის მგზნებარე პროვინციალიზმი. ის მამარდაშვილს ააბობღდა და მორალზე ყვირის. ქართული პატრიოტული რეზონები ის საძაგლობაა, რომელიც წამლავს ისედაც ცნობამცირე ქართველს. სიტყვა „საქართველოს“ გაგონებაც აუტანელი გახდა. არსად იქნება ამდენი ჰაიჰარაზე მოლაპარაკე  ყვირო-ფილოსოფოსი და ყვირო-ისტორიკოსი. განა მხოლოდ ესაა, რომ არ უწყიან ისტორია, არამედ ის, რომ ჯიუტად არ სურთ უწყოდნენ და იფიქრონ იმაზე, რაც ქართული კუთხე-კუნჭულის თვალსაწიერს აღემატება. ელემენტური ქრესტომათიული ცოდნა არ გააჩნიათ, ტრიბუნაზე მიძვრებიან და ჩამოსვლას ვეღარ იგებენ. შემზარავია ამათი სატელევიზიო ღრიჯინები.

მოვიწოდებ ფაქტებს სხვადასხვა ხალხების წარსულიდან. იმპერატორი მარკუს ავრელიუსი თავის „ფიქრებს“ ბერძნულად წერდა. ოფიციალურ მიმოწერაში ის ლათინურს იყენებდა. ბერძნულად განისწავლა ავრელიუსი ფილოსოფიასაც ბერძნული ენით ეზიარა. ეს დიდი რომაელი იდეურად ელინი იყო. ელინობა არ იყო ეთნიკური აქეველობა (ბერძნობა). ელინობაა ის, როცა პაიდეიურად, იდეურად ხარ ელინი და პლატონებრივ წესს ხარ მიმთხვეული, გესმის ლოგოსი და შეგიძლია ფილოსოფოსობა. აი ესაა ელინობა!  ასეთი იყო ავრელიუსი. შუა საუკუნეებში მუსლიმი პოეტები სამენოვანნი იყვნენ (არაბული, სპარსული, თურქული ენები). ამ დროს პოეტი არც არაბი იყო, არც სპარსელი, არც თურქი. მაგალითისათვის, გაზი ბურჰან ად-დინი (1334 – 98) აზერბაიჯანელი სამენოვანი პოეტი იყო. აქვე დავასახელებ კიდევ ორ სამენოვან აზერბაიჯანელ პოეტს: იმად ად-დინ ნასიმი (? – 1417) და მუჰამად ფიზული (1499 – 1556). სპარსელი ალ ღაზალი არაბულად წერდა. სპარსელი მეცნიერი აბუ რეიჰან ალ-ბირუნი არაბულენოვანი იყო. ბიზანტიელი გიორგი ტრაპიზონელი (1395 – 1472/3) უფრო ლათინურად წერდა და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა კვატროჩენტოს ეპოქაში. ეს ავტორიტეტი მან შეინარჩუნა XVII – XVIII საუკუნეების ევროპის სასწავლებლებშიც. რაინერ მარია რილკეს ლექსების ციკლი აქვს ფრანგულად დაწერილი. ჯოზეფ კონრადი ინგლისურენოვანი პოლონელი მწერალი იყო. ინგლისურენოვანი ირლანდიელი პოეტი იყო უილიამ იიტსი. ირლანდიელი იყო ჯეიმს ჯოისიც.  ჟან პარვულესკო რუმინელი ფრანგულენოვანი მწერალი იყო. მიგელ დე უნამუნო ბასკი იყო, მაგრამ თავს ესპანელად მიიჩნევდა და ესპანურად წერდა. რაბინდრანათ თაგორის 103 ლექსისაგან შემდგარი „გიტანჯალი“ (1912) მსოფლიომ ინგლისური თარგმანებით გაიცნო. ანგლოფილი იყო თაგორი და უყვარდა ინგლისური პოეზია. ინდოეთს საკმაოდ ჰყავდა ინგლისურენოვანი ავტორები – პოეტესა საროჯინი ნაიდუ, ნაგეშ ვიშვანატჰ პაი, ჰენრი დეროზიო, ჰარინდრანატ ჩატოპადჰაია, მულქ რაჯ ანანდი, ბჰაბანი ბჰატაჩარია, რაზიპურამ კრიშნასვამი, ძმები მანმოჰან და აურობინდო გჰოშები.  ბრიტანეთის იმპერიამ მოიტანა ინდოეთში რაციონალიზმი, მოდერნი, მანქანური ინდუსტრია. რამმოჰან რაიმ გააცნო ინგლისს ინდოეთი, როდესაც ის 1830 წელს ჩავიდა ინგლისში. რამმოჰან რაის შემდეგ რამდენი იყო, რომ ინდოეთის ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწენიც იყვნენ და ინგლისურენოვანი ინდური ლიტერატურის წარმომადგენელნიც.  რამდენიმე სიტყვით შევჩერდები შრი აურობინდო გჰოშზე. ჩემის ხედვით, ინდოეთს არ ჰყოლია უფრო დიდი ნაციონალისტი და პატრიოტი, ვიდრე ბენგალიელი აურობინდო გჰოში (1872 – 1950). უპანიშადების კომენტატორი, ფილოსოფოსი, ინგლისურენოვანი პოეტი შრი აურობინდო 7 წლისა გაგზავნეს ბრიტანეთში და 22 წლისა დაბრუნდა. ინდოეთის არც ერთი ენა მან არ იცოდა. დაბრუნებისას მან შეისწავლა ბენგალი, მარათჰი, გუჯარათი და რა თქმა უნდა, სანსკრიტი. ჭეშმარიტი აჩარია და პანდიტი დადგა ამ ჭაბუკისაგან. მან შექმნა ინტეგრალური ვედანტა. შრი აურობინდომ გაგარძელა ის გეზი, რაც VIII საუკუნეში მონიშნა ინდოეთიდან ბუდიზმის განმდევნელმა, დიდმა რებრაჰმანიზატორმა შანკარაჩარიამ.  შრი აურობინდო იყო ბრიტანული კოლონიალისტური მთავრობისაგან დევნილი დისიდენტი. ის არ ეთანხმებოდა მაჰათმა განდის სატიაგრაჰას პრინციპს და მისი თქმით, უსისხლოდ დიდი საქმე ვერ აღსრულდებოდა. თქვას ვინმემ, რომ შრი აურობინდო ბრიტანულმა აგენტურამ გაგზავნა ინდოეთში, როგორც აქ მამარდაშვილზე თქვეს, რომ ის აქ კრემლმა გამოგზავნა. გერმანულად მწერი ებრაელი ედმუნდ ჰუსერლი ევროპული ფილოსოფიის საკუთრებაა. ასევე თეოდორ ადორნო, ერიხ ფრომი და სხვა აშქენაზი გერმანულენოვანი ფილოსოფოსნი ევროპას უფრო ეკუთვნიან, ვიდრე ისრაელს. ჰუსერლი ევროპელად თვლიდა თავს და რომელი რაბინი იტყვის ამის გამო ძვირს ამ დიდ ფილოსოფოსზე?  ნიკო მარი რუსულად და ქართულად წერდა. გავიხსენოთ რაოდენი ცუდი თქვეს ქართველებმა ამის გამო ნიკო მარზე. ასევე ორენოვანნი იყვნენ ცარისტულ პეტერბურგში მცხოვრები ქართველი მეცნიერები. ამგვარი დიგლოსიის (ორენოვნების) გამო ჩამოთვლილ პერსონათა დაცინვა ვის მოუვა აზრად? ვინმე იტყვის, რომ აურობინდო და სხვა ბილინგვისტები გაორებული პიროვნებანი და მანქურთები იყვნენ, როგორც აქ მამარდაშვილზე თქვეს? საქართველოს იმპერიაში რომ ყოფილიყო ქართულენოვანი ჩეჩენი, ოსი, ლეკი, თურქი, სპარსელი ჰიმნოგრაფი ან ჰაგიოგრაფი, ხომ ყოველთვის სასახელოდ იქნებოდა ეს წარმოჩენილი? თუ ეს ასეა და რაღაა დასაძრახი იმაში, რომ მამარდაშვილი რუსულენოვანიც იყო?

ახლა მამარდაშვილის ბილინგვიზმის დამძრახველთ მივმართავ: თქვენ რა დაგიწერიათ ან ქართულად, ან რომელიმე ენაზე? ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა. ეს რა გამოსაჩენია, რომ წლობით გაზეთებს აყროლებთ პატრიოტული სტატიებით?  რაა ამ ეროვნულობის შედეგი უბედურების გარდა? იცოდნენ კი რაიმე ქართველმა დისიდენტებმა აღმოსავლეთზე? დიდად მაკვირვებს, რომ ამხელა ცივილიზაციები, ასეთი მოაზროვნენი, ესევითარ დიდი გამოცდილება და ქართველმა ეს ყოველივე არად ჩაგდო.  მან ადამიანობის დაუწერელ კანონზე მაღლა დააყენა თავისი ქართველობა. ამიტომ ვერ შეუგნია მას, რატომაა ჭეშმარიტება სამშობლოს უმეტესი. არ შეიძლება, რახან ქართველი ხარ, ყველას და ყველაფერს მიაქაქო. არ შეიძლება გულის მოსაფხანად ყველაფერი გააქილიკო და გააარაფრო.  ქართული საწყაოთი არ აიწყვება ეს ცხოვრება. ქართველი გულსრულად ვერასოდეს მსჯელობს უცოდინრობისა და სულის დისციპლინის არქონის გამო. ქართველი შეუდარებელია, როდესაც საკუთარი სიწამხდრიდან გმირულ ეპოსს ქმნის და სხვებს არწმუნებს. სიგიჟის ანთოლოგია და ღორული ცხოვრება თავისუფლებისათვის გმირულ ბრძოლად საღდება. ქართველებმა დაძრახეს მარქსი და ეკლესიას მიაშურეს. მალევე მოიწყინეს ეკლესია და ისევ მასხრობას შეუდგნენ. ქართველებში ფული მგზნებარებს, ფული მჩქეფარებს და არა დაუწერელი ზნეობრივი კანონი. ქართული ქრისტიანობა კიდევ ერთი ბლეფია და უარესი ბლეფი ქართველ ლიბერალთა მიერ ეკლესიის კრიტიკაა.

ნეოლიბერალიზმის პრინციპი profits before people (მოგება უწინარეს ადამიანისა) საქართველოში არის ძირითადი პოსტულატი და მის პოსტულირებას ახდენს მედია და მთავრობა. ამის შემდეგ კიდევ იმდენი უტიფრობა შეუძლიათ, რომ მამარდაშვილს კილავენ, რახან მან ჭეშმარიტება სამშობლოს უმეტესად სცნო. თან მერაბს კილავდე და თან უსამშობლო ტრანსნაციონალური კაპიტალის მეხოტბე იყო? აგრე ვერ იქნება!  ეროვნული მოძრაობისას დისიდენტები ხშირად ამბობდნენ: „ქრისტესმიერი სიყვარულით“. მაგრამ სადაც ბაზრის უზენაესობას ამტკიცებ, იქ ქრისტესმიერობა და სამშობლოს იდეა ვერ გაიხარებს. ქართველთა აპოსტასია იყო, როდესაც თავისუფალი ბაზარი, კაპიტალიზმის აპოლოგია და ქრისტეს სწავლება ერთმანეთისაგან გამომავალნი ეგონათ და ამას წლობით იმტკიცებოდნენ.  90-იანი წლებიდან ბაზრის აპოლოგეტი ამავე დროს ქრისტოლოგიც იყო და ტრიადოლოგიც. ეს იყო ლიბერალი სნობის დიდი იდიოტობა. რა დღეში იყვნენ ეროვნული მოძრაობის დროს ინტერვიუს მოქუხარი ყაპუზუნა  კაცები! აბა, დღეს გამოვიდეს რომელიმე და წარმოთქვას საგულდაგულოდ დავიწყებული გამოთქმა  „ქრისტესმიერი სიყვარულით“.  ცხოვრებამ ბევრი რამ თავის ადგილას დააყენა. გარდავიდა პოსტმოდერნიც და მისგან მიფუჩეჩებული მკაცრი პლატონური რეალიები და პლატონური მიზნები ისევ დადგა კაცთა წინაშე.

საქართველოს წარსულში თემურ ლენგის ლაშქრობების შემდეგ ძალიან დიდი წყვეტა მოხდა. არავინ ცდილა გაეაზრებინა, რომ დაემხო კავკასიური ქართული ცივილიზაცია. თერგდალეულთა დროიდან საქართველოში შემოაღწია ევროპულმა სააზროვნო შაბლონებმა და ისინი გავრცელდა კიდევ უფრო გამარტივებული სახით. აი, ამ ნიშნულს ვერ გასცდა დღემდე ქართველი. ილიაზე, აკაკიზე, ვაჟაზე ამდენი ლაპარაკით მოხდა უარსებითესი საკითხების გაუბრალოება და ათასი ვიგინდარა დღემდე პატრიოტიზმის ქიმერას აფარებს თავს.  ისტორიიდან ცნობილია, რომ ძველმა ქართველმა მოღვაწეებმა ექვთიმემ და გიორგიმ თვით ბიზანტიელები აიძულეს ეღიარებინათ: „დაღაცათუ ნათესავი ხართ ქართველნი, სხუათა ყოვლითა სწავლულებითა სრულად ბერძენი ხართ“. სრულად ბერძენი ბიზანტიაში ნიშნავდა იმპერიულ ქრისტიანს, ჭეშმარიტ ბიზანტიელს.  X –XI საუკუნეებში სრული ბერძენი ეწოდებოდა ჭეშმარიტ მართლმადიდებელს. ბერძენი აღნიშნავდა სარწმუნოებრივ კუთვნილებას და მას იმპერიული სემანტიკა ჰქონდა. და თუ ექვთიმე და გიორგი იყვნენ სრულად ბერძენნი, ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია. ვისი გორისაც არ უნდა იყო, ეს უნივერსული წესია. Unus mundus (ერთიანი, ერთი მსოფლიო) ადამიანის ისტორიაში არის perpetuitas, უწყვეტი, მარადიული იდეა. დიდი წმინდანი, დიდი ფილოსოფოსი და დიდი ხელოვანი უკვე კარგავს ეთნიკურ კუთვნილებას. რომი ნიშნავდა და ნიშნავს იმპერიას. ეს პლინიუს უფროსის თქმით არის una cunctarum in toto orbe patria (ერთი სამშობლო მთელი მსოფლიოს ხალხთათვის). იმპერატორ ავრელიუსის დროს რომაელი რომ გამხდარიყავი, უნდა გეუბნა და გეწერა ბერძნულად. რომაელები აღიარებდნენ ბერძენთა კულტურულ აღმატებულებას. რომაელები ცდილობდნენ მიმთხვეოდნენ ელინურ პაიდეიასა და პლატონურ ტრადიციას. თავად ბერძნები კიდევაც სცნობდნენ რომაელებს თავისი პაიდეიის ნაწილად და ამავე დროს იყო ჯანყის მომენტებიც, რადგან ემძიმებოდათ რომაული პოლიტიკური დომინაცია და საკუთარი დამდაბლება. რაც თავად ბერძნებმა ვეღარ შეძლეს, ის შეძლეს რომაელებმა. რომაული იმპერიალიზმის სათავე ელინობაა. ბიზანტიური ოიკუმენის (იმპერიის) სათავე კი ბერძნულ-რომაული იმპერიული სინთეზია. ეს იმპერია უნდა ყოფილიყო per saecula saeculorum (სამარადისოდ). ბერძნულ-რომაული იმპერიალიზმი იყო ის დიდი terminus ad quem (დასაბამი რაიმესი), საიდანაც პაიდეიური კაცობრიობის ერთიანი ისტორიის შექმნა იწყებოდა. იმპერიის ხალხთა ღმერთები აქ ერთად იქნებოდნენ და ოიკუმენურ პანთეონში შევიდოდნენ (პანთეონი ყველა ღმერთის სავანეს ნიშნავს და მოგვიანოდ ამ სიტყვამ რჩეულთა სასაფლაოს მნიშვნელობა შეიძინა). აი ამითაა უნიკალური homo antiquus (ანტიკური დროის კაცი). განათლებული კაცობრიობის იდეა მოგვიანოდ გადავიდა იტალიელ ჰუმანისტებსა და ფრანგ განმანათლებლებთან. ფილოსოფოსმა იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა დაანახა ბერძნებს, რომ მათი სამშობლო ახლა რომია და ბერძნებმა ეს იყაბულეს.  ფრანგი კომუნისტები ამბობდნენ, რომ „ჩვენი ქვეყანა საფრანგეთია, მაგრამ ჩვენი სამშობლო საბჭოთა კავშირია“. ასევე შეეძლოთ ეთქვათ ბიზანტიაზე  ქართველ საეკლესიო მოღვაწეთ. სიტყვა humanitas-ში დავანებული უნივერსალიზმის იდეა მარადიულია და მისი გადასხვაფერების ან მიფუჩეჩების მცდელობანი, რაც გრძელდება 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დროიდან დღესინდელ დღემდე, ამაოა. სხვაა ის, რაც წერია ისტორიის სახელმძღვანელოებში და სხვაა ის, რასაც წარმოაჩენს პირუთვნელი საისტორიო გამოკვლევანი. ძალზე ბევრი კრიტიკანი სახელმძღვანელოებში ამოკითხულს ან გაზეთებში ნაჯღაბნს ეყრდნობა და არასოდეს კითხულობს გამოკვლევებს. ლათინური სიტყვა humanitas, რომელიც მოგვიანოდ გადავიდა ევროპულ ენებში, ბერძნული პაიდეიის შესატყვისია. ის ასევე ნიშნავს სათნოებასა და ქველობას, კაცის ზნებუნებას, ღირსებასა და კაცთმოყვარებას, კულტურასა და ცივილიზაციას. კაცობრიობა ამ სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობა იყო და არა ერთადერთი, როგორც ეს დღეისობასაა. Humanitas-ს იმპერიული სემანტიკაც აქვს, რადგან რომაელნი ცდილობდნენ  განათლების გავრცელებას მთელს იმპერიაში. მოგვიანოდ გავრცელდა სიტყვა „ჰუმანიზმი“ და დაიკარგა ამ სიტყვის პოლისემანტიზმი. იტალიელი ჰუმანისტები იყვნენ ფრანგ განმანათლებელთა და მანამდე დიდ ევროპელ ერესიარქთა წინამორბედნი. რეფორმაციის ბელადები ჰუმანისტებიც იყვნენ. ფრანგ განმანათლებელთა ჰუმანიზმი იყო ჰუმანიზმი იმპერიალიზმის გარეშე. განმანათლებელთა ჰუმანიზმი იყო ინტერნაციონალური ლიტერატურულ-ფილოსოფიური სენტიმენტი, რომელსაც ბოლოს მაინც იმპერიალიზმი მოჰყვა. განმანათლებლობა იყო ფილოსოფიური მიმართულება XVIII საუკუნეში, რომელიც შეიჭრა პოლიტიკაში და იქცა მრავალი ქვეყნის იდეოლოგიურ ორიენტირად. ასე შეიქმნა Siècle des Lumières (განმანათლებლობის საუკუნე). განმანათლებელი (Enlightener) ცდილობდა გაევრცელებინა სამეცნიერო ცოდნა და ის ქმნიდა ციკლოპაიდეიას (ყოვლისმომცველი შესწავლა). აი ამიტომ იყვნენ განმანათლებელნი ენციკლოპედისტები. ლათინური ენა განდევნა ფრანგულმა ენამ. ციკლოპაიდეია (ციკლოპედია), ენციკლოპედიზმი ისევ ის ძველი humanitas არის, რომლის გენეზისში ისევ თავი იჩინა ძველმა იმპერიალიზმმა. განმანათლებლობის მისიონერი დიდი ევროპული ქვეყნები – ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია და ასევე რუსეთი და აშშ იმპერიების შექმნას ცდილობდნენ. არ არსებობს პაიდეია იმპერიალიზმის გარეშე. პლატონური პაიდეიის ლიბოზე აღზარდა არისტოტელემ დიდი იმპერიალისტი ალექსანდრე მაკედონელი. 1806 წლამდე ევროპაში იმპერია ნიშნავდა რომის იმპერიიდან წარმომავლობას და მის გაგრძელებას. შემდეგ ისევ ახალი იმპერიები იწყება. აშშ თავის ძირებს მოიაზრებს წარმართულ რომის იმპერიაში. აი ასეთი საუკუნეებს გადაწვდენილი იდეა შექმნა ბერძნულ-რომაულმა პაიდეიამ და ჰუმანიტასმა.

მსოფლიო რელიგიათა სიდიადე მათ კოსმოპოლიტურობასა და იმპერიულ პოტენციაშია. ასევეა ფილოსოფიური მოძღვრებანი. რამდენი რამ აიღო ქრისტიანობამ სტოიციზმისა და პლატონიზმისაგან, რათა შეექმნა ქრისტიანული ფილოსოფია. პლატონი არის უდიდესი პაიდაგოგოსი (პედაგოგი). პლატონი არის მზე, რომლის გარშემო 25 საუკუნეა  მიმოიძვრის ფილოსოფია და რომლის გარშემო სრბიან ყოველნი დიდნი ფილოსოფოსნი.  მარკუს ავრელიუსი თავის „ფიქრებში“  წერდა: „კაცი მთელი კაცობრიობის ნათესავია, მაგრამ არა სისხლით და ხორცით, არამედ სულსა და ღმრთეებასთან თანაზიარების წყალობით…“ (წიგნი მე-12, 26). სტოელთაგან აიღო ქრისტიანობამ კაცთა ერთობისა და საყოველთაო ძმობის იდეა. იმპერია ნიშნავს ახალ საფეხურს ცოდნის სხვადასხვა დარგებში, წარმოების ორგანიზებაში, საომარ ხელოვნებაში. ასეა კაცის ხვედრი, რომ ისტორიული ხნული მხოლოდ იმპერიებში გაივლება და არა პატრიოტული გაზეთებით აშმორებულ, ჭაობად ქცეულ ქვეყანაში. ეს ყოველივე ქართველთა შეგნებამდე რომ მივიდეს, საჭიროა დიდი ხნის მასწავლებლობა და ჩიჩინი, რადგან ერის ცნობა მოწამლა ამ ეთნონარცისულმა მიაზმებმა. ეს ის საკითხებია, როდესაც ethnical considerations count for nothing (ეთნიკური მოსაზრებანი არას ნიშნავს). განა ახლანდელი ნეოლიბერალიზმი იმპერიული და კოსმოპოლიტური არაა? ქართველი კი მაინც ბრმა და უსმია. განა დისიდენტები 1993 – 4 წლებში იმაზე არ კამათობდნენ, რომ დემოკრატია სამშობლოზე უწინარესია? დემოკრატია (ლიბერალ-კაპიტალიზმი) კი კოსმოპოლიტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. საქართველოში ულევ ჭირთა ჩენას შესაფერისი სიტყვით ვერ ეგებებიან. ქართველთა სიტყვაცქაფობამ და ენით მეძაობამ დააქცია საქართველო. როცა ერს ჰყავს სიბრიყვისა და იდიოტიზმის ამდენი კანონიზატორი, ის მცირე საქმეშიც ვერასოდეს გაიმარჯვებს. იდიოტიზმის ნიმუშია, როდესაც ჯერ კიდევ 1989 – 91 წლებში სამშობლო და ღმერთი გააიგივეს. დაიწყო სამშობლოს და სამების საერთო ეტიმოლოგიაზე ლაპარაკი. იმდენი ქართულიც არ იცოდნენ, რომ სამშობლო და სამება სხვადასხვა რამ არის და სამშობლო შეუძლებელია ყოფილიყო სამების მონათესავე სიტყვა. სამებასა და სამშობლოს ყოვლად უაზროდ მიაბეს ილიასეული ტრიადა „ენა, მამული, სარწმუნოება“ (ასე ითქმოდა 90-იანი წლების დამდეგს). მამარდაშვილის ნათქვამის უარსაყოფად გაიძახოდნენ: „ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“. ამას მოაყოლებდნენ ხოლმე უბადრუკ ფილოსოფიურ და თეოლოგიურ განმარტებებს. იმას კი არ ხედავენ, რომ ეს მხოლოდ ლამაზი პოეტური ნათქვამია და სხვა არაფერი.

ისიც მტკიცდებოდა, რომ ეროვნული იდეის გარდა ყველა სხვა იდეა წარმავალი და ფუჭია. თუ ქართველი ასეთი მოშურნე იყო, რაღაზე ჩაფლავდა 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა?  თქვენ შიზოთიმიური სიჯიუტით ირწმუნებით, რომ ეროვნული იდეა ქრისტედან მომდინარეობს? თუ ეს ასეა, რად უარყო ქრისტემ ისრაელი? თუ ქართველი იმტკიცება, რომ ჭეშმარიტება არაა სამშობლოზე მეტი, მაშინ უჩვენოს მან ქვეყანას რაიმე ხელშესახები თავისი ცხოვრებიდან. ქართველმა სამშობლო მრავალგზის გაყიდა და ის წარბშეუხრელად ისევ ისე პატრიოტობს და ზღაპრობს გაზეთებში. ცუდი წარსული ასეთსავე აწმყოს ჰბადებს. ულმობელია კარმიული კანონი და მისთვის არას ნიშნავს ის, ვინ ჭეშმარტი რჯულის მიმდევარია და ვინ მწვალებელი. ილიას თანამოაზრე, გაზეთ „დროების“ რედაქტორი, სერგეი მესხი წერდა 1872 წელს, რომ „ჩვენი ნასწავლი კაცები თავის სწავლას მხოლოდ იმაში ხმარობენ, რომ რაც შეიძლება მომეტებული საკვები შესძინონ თავიანთ მუცელსა და ჯიბეს“ (ს. მესხი. ტ. I, (1868 – 74), თბ., 1962, გვ. 236). იგივეს ამბობს მესხი 270-ე გვერდზე. აქვე მესხი წერს, რომ 7 – 10 წლის ქართველი ყმაწვილი „თითქმის ყოველთვის გაფუჭებულია ზნეობითა და ხასიათით, რადგან თავის გარშემო უზნეობის, ცრუ მორწმუნეობის და უმეცრების მეტს ვერას ჰხედავს“ (გვ. 237).

ახლა რას ჰხედავს ახალგაზრდობა საქართველოში სიმდაბლის, იდიოტიზმის და კაცთმოძულების გარდა?  აი, გურჯისტანი თავის live-ში! დღიდან დღემდე ჩათლახობა და მტარვალობა ისმის ყველგან. იწურება 2015 წელი და ისევ ისაა საქართველო, რაც აქამდე იყო. ისევ ისე რა არ მოიგონეს, რა და როგორ არ თქვეს და რა? გარდასულ მთავრობას და სააკაშვილს დააბრალეს ის, რაც სინამდვილეში ქართველთა ენდოგენური თვისებაა საუკუნეთა მანძილზე. ერი სახელგატეხილია  ყველგან და ყველაფერში. ზუსტად ასევე აბრალებდნენ შევარდნაძის მთავრობას. სააკაშვილის შემდეგაც ხელახლა აყროლდა ქვეყანა. ერის მურდლობისა და უვიცობის გალაყბებით  ქართული მედია ხეირს ნახულობს.  ამის მეტი ქართველს არ შეუძლია. იმდენად ბოროტად გამოიყენა ქართველმა ჟურნალისტმა მედიის თავისუფლების პრინციპი, რომ ქართული გაზეთის ხელში აღებას აზრი არ აქვს. გაზეთები წამლავენ ქვეყანას. ქართული მედია დაკანონებული სალახანობაა. არაფერს ნიშნავს გულგასახეთქი ლიდების ბეჭდვა პირველ გვერდებზე, გულამოხვინჩვა და ჭირისუფლობა. ქართულმა გაზეთმა განიცადა დისკრედიტაცია.

ვინ აღარ იყო დასავლეთში. ხომ მოისუნთქეს იქაური ჰაერი ქართველმა ჯეილებმა. ისწავლეს და ჩამოვიდნენ. შეუძლიათ მათ დასობა და იდეური მოძრაობის შექმნა? თუ შეიმსჭვალნენ რომელიმე დასავლური ან აღმოსავლური იდეით?  რომელიმეს თუ მიაქვს გულთან ქვეყნის ჭირი? ერთურთისგან სრულად გაუცხოებულნი არიან ეს ახალგაზრდები და ყველა ერთად კი ფეისბუკში ჭკუის კოლოფობს და იგინება. ერთადერთი მათი საწუხარი არის კარიერა და ფული. ჩამოდიან უცხოეთიდან და ჩაებმებიან ვირთაგვებისა და მაჩვების მარათონში.

მოვიყვან ქართული უვიცობისა და თავქარიანობის ორ მაგალითს: „არც ერთი იმპერია ჯერ არავისი სამშობლო არ ყოფილა“, „იმპერიად ქცეული სამშობლო აღარაა სამშობლო“. როცა ამას გაზეთში ან ტელეეთერში ამბობს სამეცნიერო ცენზის მქონე პირი ან მღვდელი, ეს წარმოაჩენს თუ სადამდე არევიათ დავთრები ქართველთ. იყრევინება მღვდელი ფსკვნილს და ჩამოილოცება, იმას კი არ განუმარტავს უბირ და მოყელყელავე მრევლს,თუ რატომაა რჯულის გული ბიზანტიური ოიკუმენიზმი და ბასილეიური უნივერსალიზმი. თუ იმპერია სამშობლო არაა, მაშ დავით აღმაშენებლის იმპერია ქართველთა სამშობლო აღარ იყო და მხოლოდ ყივჩაყთა სამშობლო იყო? თამარ მეფის იმპერია ქართველთა სამშობლო არ იყო და ოსთა, ღლიღვთა, დიდოელთა და ყივჩაყთა სამშობლო იყო? გიორგი ბრწყინვალის დროს, რომელმანცა უომრად აღადგინა იმპერია, საქართველო ქართველთა სამშობლო არ იყო? მაშინ ქართული სახმელეთო ცივილიზაცია შეიქმნა, რომელმაც მოიცვა კავკასია და მან იარსება თემურ ლენგის პირველ შემოსევებამდე. ასეთი მასშტაბის ინკულტურაცია მეტად არ ყოფილა საქართველოში და იმდენად დაჩიავდა ქართველი, რომ საკუთარი იმპერიული წარსულის გააზრებაც უჭირს. რას ნიშნავს ქართული ცივილიზაცია? იმას, რომ ბიზანტიის იმპერიის პარალელურად, ბიზანტიური ოიკუმენის ჩრდილო-აღმოსავლეთ  ნაწილში გაჩნდა კიდევ ერთი ქრისტეს იმპერია, სადაც იდეურ ქართველად მოიაზრებოდა ოსიც, აფხაზიც, ჩერქეზიც,  ყივჩაყ-პაჭანიკიც, სომეხიც, ქურთიც, სპარსელიც, თურქიც, დიდოელიც, ღლიღვიც. პანკავკასიური ოიკუმენა და ბასილეია გაჩნდა, რომლის გულისგული იყო ქართლი. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია და ის ოიკუმენასთან დგას. ქრისტიანი მეტია, ვიდრე ქართველი, ბერძენი, რუსი, ბულგარელი. მუსლიმი მეტია, ვიდრე არაბი, თურქი, სპარსელი. ესაა წუთისოფლის უნივერსული და მარადიული წესი. იუდაიზმი ხომ მხოლოდ ებრაელთა რჯულია და თვით იუდაურ საღვთო ტექსტებში არის ეს იდეა, რომ იერუსალიმი დუნიის ხალხების ქალაქი იქნება და შეკრებს ცაბაოთ უფალი ხალხებს წმინდა ქალაქში. ქართველთ უჭირთ ამის გაგება. ბოლო დროს მათი ცნობა და გული ეროვნული მოძრაობის ილუზიებმა დაბანგა. ბიზანტიური წესის ქრისტიანთათვის სამშობლო კონსტანტინოპოლია, რომელიც აღარ არსებობს. პატრიარქი კონსტანტინოპოლისა-ახლისა რომისა ბართლომეოს I კი არის ყოველთა მართლმადიდებელთა მეუფე და მოძღვარი. მას ოიკუმენის პატრიარქი ეწოდება და აქ ჩანს ქრისტიანული უნივერსალიზმი და კოსმოპოლიტიზმი.  ქართველი დაეჩვია ძრომასა და თრევას, ჩანჩურობას და ნამცეცობას, თვალს მოფარებასა და მოყუჩებას. ამიტომ არ უმძიმს მას ის, თუ სადამდე მივიდა რჯულის ფილეტიზაცია (გაეროვნულება) საქართველოში. ეს ფილეტიზაცია აპოსტასიამდე მივიდა („განკითხვის დღეს ყველა მოკვდება და მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლები გადავრჩებით“).  საეკლესიო გამოცემებში ხშირად გამოითქმის წუხილი კონსტანტინოპოლის დაკარგვის გამო და მის დაბრუნებაზე წერენ. XV საუკუნის მეორე ნახევრიდან XVIII  საუკუნის ბოლომდე ერთი გოდება მაინც დაწერილიყო ქართველი ბერების მიერ წმინდა ქალაქის დაკარგვის გამო. ერთი არაფერია დაწერილი ვინ უნდა ყოფილიყო ქრისტეს იმპერიის მედროშე ბიზანტიის დაცემის შემდეგ. ქრისტეს დედის კვართი ხომ საქართველოში დაასვენეს და არც დასავლეთ საქართველოში დაწერილა რაიმე ამაზე. აზრზე არავინ იყო!  ვერ გრძნობდნენ და ვერას საკლისობდნენ. ისევ რუსმა ბერმა დაწერა, რომ ბიზანტიის შემდეგ ახალი რომი რუსეთი უნდა ყოფილიყო.  ეს კი არა და, დავით აღმაშენებლის მიერ ფუძეყრილი ქართველ-ყივჩაყთა იმპერიის დაღუპვაზეც არაფერია დაწერილი. სისულელე წერია ქართულ მატიანეში მონგოლებზე და შემდეგ თემურ ლენგზე. გამაოგნებელია ქართველი მწიგნობარი მეფეებისა და თავადების, ასევე ბერების გულგრილობა, როდესაც მათ ნახსენებიც არსად ჰყავთ თავის ნაწერებში  დავით მეფე და საქმენი მისნი. ერთი შესხმა არსადაა დაწერილი. კონსტანტინოპოლი რომ ეცემოდა, იქ ისევ იმ გენუელთა და ვენეციელთა შთამომავალნი ჩავიდნენ ბიზანტიელთა საშველად, ვისი მამებიც მთელი ცხოვრება მტრობდნენ ბიზანტიის ბასილევსებს. ქართველნი იქ არ ჩასულან. საქართველო ამ დროისთვის წელში გადატეხილი იყო თემურ ლენგის შემოსევებით და შემდეგ თურქმანული სათავადოების თავდასხმებით. გვიან გაიგეს წმინდა ქალაქის დაცემა საქართველოში. ესეც უთუოდ სათქმელია აქ: ბიზანტიას რომ დღემდე მოეღწია, ქართველები იმპერიის პირველი მაყივნებელნი და მესაბოტაჟენი იქნებოდნენ. ქართველები ივლიდნენ ევროპაში ბიზანტიის ამოსაგდებად. არაა ქართველი არც მართლმადიდებელი, არც ევროპელი. განვლილი 25 წელი ესაა ერის სრული თვითკომპრომეტაცია.

დიდი ხანია, რაც საქართველო კაცთმოძულებისა და შლეგობის ბუნაგად იქცა. ამის დასაფარად მოუგონიათ ათასგვარი ფამილარობანი („კვართზე დაწინდული ერი“, „უფლის რჩეული თანამოივერიენი“, ერთჯიშოვანი ხალხის კურთხეული გენოფონდი“, „იბერიელთა ღვთიური გენეტიკური კოდი“, „ღვთივკურთხეული ქართული სისხლი“, „ჩვენ შოთას, ილიას, აკაკის ბოკვერები ვართ“).  ეს ყოველივე ითქმის აბსოლუტური ურთიერთუცხოობის,  წვრილბურჟუაზიულობის და მოჩვენებითობის გარემოში.  ისმის უაზრო მოწოდება: „წინ ილიასაკენ!“. ვერ შეუგნიათ, რომ ილია დამთავრდა. ილია არის წარსული და არა მერმისი.  რასისტი რომ ხარ და ამდენს უბნობ გენსა და სისხლზე, ან ომები უნდა გქონდეს მოგებული, ან სახელმწიფოს შექმნაში უნდა იჩაუქო, ან აზროვნებაში უნდა დაადგინო თამასა. ქართული რასიზმი არის უჩმახესი ჩმახი. არსადაა უფრო მეტად მეტისი ხალხი, ვიდრე ქართველები. რისი ერთჯიშოვნება და სუფთა სისხლი?  ეს გამუდმებული ეთნიკური მითომანია და ფსევდოლოგია ავადმყოფი ცნობის ნაყოფია. 25 წელია ქართველთა ბასტარდიზაცია (ნაბიჭვარიზაცია) მიმდინარეობს. რისი რჩეული რასა?  რაებს იგონებენ?

არაფერში არ აქვს საქართველოს საბაზისო მეგატექსტები. პლატონის ჩანაფიქრი საქართველოში უკუღმა ასრულდა. პლატონს სურდა, რომ იდეალური სახელმწიფოს ელიტა ფილოსოფოსებისაგან ყოფილიყო შემდგარი. ეროვნული მოძრაობის დროიდან ვიდრე დღემდე უამრავი ფილოსოფოსია ხელისუფლებაში. ისინი სააკაშვილის გვერდითაც იყვნენ და დღემდე მას ამართლებენ. ახლა პრეზიდენტიც ფილოსოფოსია. მერედა რა შეიქმნა ქართულ ფილოსოფიაში გამოსაჩენი? ტელევიზიებში ჯდომით ჩამყაყდა ბევრი ქართველი ფილოსოფოსი. სულ ესაა და სხვ არც არაფერი იქნება. თავად ქართველ ფილოსოფოსთა შორის არაა სოკრატიზმის ნასახიც კი. არ ყოფილა არასოდეს ფილოსოფიური კოინონია (ინტერსუბიექტივიზმი). კი, რაღა არ გამოდის წიგნისა და ონლაინ ტექსტის სახით, მაგრამ არსადაა სოკრატულ-პლატონური სიმფილოსოფეინი (ერთად ფილოსოფოსობა). საქართველოში ხომ სისულელეა ფილოსოფიურ ეთოსზე უბნობა. ყალბია ქართველ ფილოსოფოსთა გამოსვლები და არარაობად აქცია ქართული ფილოსოფია ლიბერალიზმს გამოდევნებამ. განა მხოლოდ ისაა, რომ ფილოსოფია საქართველოში კაცთმოყვარებასა და ეთოსს სრულიად მოკლებულია, არამედ ის, რომ ფილოსოფია კაპიტალისტურ საქართველოში დიდი ხანია ტრაკობაა. ეს არ დაიმალება სამეცნიერო ფრაზების ტრიალით. შეუძლებელია ქართველ ფილოსოფოსთა შორის დაიწყოს უბნობა და გასინჯვა იმისა, ვის რა გზა გაუვლია, ვის რა მოუტოვებია უკან და რა კიდევ წინ უძევს. ვის რაში არგია ეს მყვირალა სახელებით დასათაურებული პროექტები?  საუბარია ადამიანის განვითარების ინსტიტუტის შექმნაზე, სადაც ჰუმანიზმის ნატამალი არაა. ვინ განვითარდა პიროვნულად? ვის შეუძლია ამაზე ისაუბროს, რომ ის განვთარდა და მოცნების საღვაწოში წარემატა?  ადგეს ვინმე ფილოსოფოსთაგანი და ალალად თქვას, რა გაუკეთებია საკუთარი სრულყოფილების მისაღწევად? რა აღასრულა შემეცნებისათვის, რა სატანჯველი და რა სიწბილე გამოსცადა? როგორ ესმის მას ღმერთის საკითხი? ათეიზმს რა პერსპექტივა აქვს ხელოვნური (მანქანური) ცნობიერების ეპოქის დამდეგს? რა ხარ შენდათავად, როდესაც სხვებისგან მუდამ  უმწიკვლობასა და ზნეობრიობას მოითხოვ? თუ ვინმე მისდევს ზნეობის გზას, განა ხარ შენ მისი დამნახავი? რომელიმეს რაიმე გაბადიათ, რასაც თვითშემეცნების საკუთარი გამოცდილება ჰქვია? თუ არა და რა აზრი აქვს ფილოსოფიური წიგნების კითხვას? ესაა უმთავრესი და არა ის, რომ საააქტო დარბაზებში შეიყრებიან და ფრაზებს არახუნებენ, ახსენებენ ჰაიდეგერს, ნიცშეს, წმინდა მამებს. აქ რომ ზურგვა იციან, ეგრე ვინ იცის! პერფექციონიზმი (ადამიანის სრულყოფის მოძღვრება) საქართველოში უაზრობაა. სადაა კოლეგიალობა მაინც ქართველ ფილოსოფოსებში?  საქართველოში პიროვნული ზრდა ნიშნავს ზრდას სალახანობასა და მეძაობაში. საქართველოში მოხდა არა მხოლოდ ფილოსოფიის ჟურნალიზაცია.  ჟურნალისტმა დააწესა უსუნდისობის თავისუფლებად და პროფესიონალიზმად გასაღება. ეს გავრცელდა ყველგან. ვინ ვითარდება სრული პლურალიზმისა და რელიგიური პროპაგანდის  დროს? ვინ იქმნა ფილოსოფოსად? რა ყაზილარიც არის კაცი 17 – 20 წლის ასაკში, იგივე რჩება 70 წლის ასაკშიც. კი, დადის და დადის ეკლესიაში და რა? განა საბჭოთა სისტემის ბრალი იყო, რომ ვინც თავიდანვე არ ვარგოდა, ის არასოდეს ივარგებდა?  სადაა ქართველებში ერთობის შექმნის ნიშატი? აზრი დაკარგა პარტიამ, მიტინგმა, გაზეთმა, ტელედებატებმა. მაჩანჩალების ოპოზიციონერობა და კრიტიკანობა რას გააწყობს?

ჰიპერაქტივობის სინდრომი, ყურადღების დეფიციტი (ADHS)  6 – 10 წლის მოწრიალე ბავშვების ავაფმყოფობაა. ესაა შეუსაბამო ქცევა და მეტყველება, იმპულსურობა, არამოტივირებული მოტორული მოძრაობანი. საქართველოში ეს სინდრომი კაცებსაც სჭირთ მასობრივად. ინფანტილიზმი (ბავშვისებურობა) ქართველთა ეროვნული ნიშანია. საქართველოს ტელეარხები ამ ADHS-ს უფრო განაცხოველებენ. ყველგან ჩანს გამუდმებული ცანცარი და სიცილი, ტელეეთერს გამოკერებული იდიოტების ლაყაფი და მორალისტობა, რაიმე აკვიატებულობას მიკვდომა, მეტისმეტი ზერელეობა. კი, სამეცნიერო ცენზი აქვთ და წიგნებსაც წერენ, მაგრამ რაც არ უქნია ბედსა და სვეს კაცისას, იმას არა ეშველება რა. ამათ თუნდაც მარჯვნივ ქრისტე ამოუყენე და მარცხნივ პლატონი. მაინც იგივენი დარჩებიან უგულისყუროდ და უხედველად ნაშობნი. მათ ვერასოდეს ვერა რას შეაგონებ. როგორც არ უნდა მიძრა-მოძრა ისინი. როგორც არ უნდა უჩიჩინო და შეაგონო, მაინც არას შეისმენენ. ათასი თვალი რომ გამოებათ, მაინც უხედველნი იქნებიან. ათასი ყური რომ გამოებათ, მაინც უსმენელნი დაშთებიან. მუდამ სისტემას და რეჟიმს აბრალებენ ისინი საკუთარ უმსგავსობასა და უხამსობას. ქართველი კაცი არის მუდამ ჩასვრილი საძაგელი ბავშვი, რომელიც ფერებასა და წამებული გმირის ფანტომის შექმნასა მოითხოვს. ქართველის ქცევა არის იმბეცილის აროგანტიზმი და ნაცარქექიას მორალიზმი.

აი, ხომ რეფორმირებულია  ქართული დაწესებულებები და ადამიანურ კაპიტალზეც ბევრზე ბევრი დაიწერა. თუ შემიძლია მე მივიდე სადმე და რომელიმე ინსტიტუციამ დაინახოს ჩემი უნარი და ნასარჯი?  ფილოსოფოს კოლეგებს, რომელთაც მრავალი წელია ვიცნობ, თუ შეუძლიათ გაიაზრონ ის, რა აღმისრულებია შემეცნებისა და საკუთარი სრულყოფისათვის? თუ ყველა დაწესებულებაში მოჩვენებითობა და კაცთმოძულებაა, აბა რაღა აზრი აქვს ამდენ ლაპარაკს ჰუმანიზმსა და ადამიანურ კაპიტალზე? ან რისი რეფორმირება გრძელდება აქამდე და ვეღარ დამთავრდა?

მხოლოდ იდიოტს შეუძლია, რომ ერთდროულად იყოს ილუზიათა მალემრწმენი და აბსოლუტური პირონისტი. ქართველი გიჟურად ირწმუნება იმას, რისი მიმდევარი თავადაც არაა და ამავე დროს ის ყველაფერს პირონისტულად აქიაქებს და დასცინის. ინდივიდის დისკრეტულობის მიჩნევა სამოქალაქო ღია საზოგადოების საფუძვლად ნიშნავს ერთიანი ისტორიული დროის ილუზიონისტურ გაქრობას ლიბერტარიანელთა მიერ. ეს ქმნის ტვირთისაგან თავის დახსნის, გათავისუფლების მოჩვენებითობას. ამის შემდეგ კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ყოველ ადამიანს თავისი აზრი აქვს. შეუძლებელია, რომ ყოველ ადამიანს თავისი აზრი ჰქონდეს! თუ საქართველოში მაინც ამას ამტკიცებენ, რომ ყოველ ადამიანს თავისი აზრი აქვს, მაჩვენოს ვინმემ  ამისი შედეგი და მინაღწევარი განვლილ 25 წელში. ფრაივესის უზენაესობის ქადაგება ნიშნავს იმას, რომ ქრისტე არა ყველასთვის მოვიდა და არა ყველას მაცხოვარია იგი. და თუ ის მოვიდა, ლიბერალური დისკურსის მიხედვით, ეს მხოლოდ მისი საქმეა. ამდენი კი აღარ ესმის ლიბერალიზმის აპოლოგეტს, რომელიც ბოლშევიზმს ქრისტეს სახელით გმობს. ღმერთის იდეა ნიშნავს საყოველთაო, ერთიან დროს. ფრაივესი კი ამ ერთიან დროს აუქმებს და მას შლის ინდივიდის კონსიუმერული და ჰედონისტური ცხოვრების მცირე მონაკვეთებად. შემდეგ ის ამტკიცებს, რომ სწორედ ესაა თავისუფლება. ეს არაა თავისუფლება!  ეს ვერ იქნება თავისუფლება! ისტორია დღეს სწორედ ამას ადასტურებს. ისტორიას დღეისათვის ახალი დისიდენტები ესაჭიროება. ისტორიას დღეს ახალი ჰოლიზმი და ინტეგრალიზმი ესაჭიროება.

რელიგიური დისიდენტი იყო ბარუხ სპინოზა. ეს დიდი რამ არის, რომ შეგიძლია დაასაბუთო და დაამკვიდრო ნონკონფორმისტობა. დასცინოს ვინმემ სარტრს, რომ ის ათეისტი იყო ფილოსოფიაში, პოლიტიკურ არჩევანში კი კომუნისტი იყო. დასცინოს ვინმემ ასეთსავე ათეისტს კამიუს, რომელიც თავის დროზე კომუნისტი იყო. ბერტრან რასელს ან რიჩარდ დოუკინზს შეაყვედროს ვინმემ  ათეისტობა. ფილოსოფიის ისტორიის ნაწილია ათეიზმი და მას ესაჭიროება შესაწავლა. ამისი თავიც არა აქვთ და მეტაფიზიკას ეპოტინებიან. ანდრე ჟიდი ბურჟუაზიის რადიკალური კრიტიკოსი იყო. ჟიდიც ათეისტი იყო, მაგრამ ადამიანს მიზნად ღვთის ძიებას უსახავდა. რამდენი ასეთი დასავლელი ავტორის ჩამოთვლა შეიძლება! საქართველოში ვინაა ან მართლა ათეისტი და ან მართლა თეისტი?

პლურალიზმსა და ბიბლიას საკლისობდა ქართველი ფილოსოფოსი. ეს ხომ უკვე დიდი ხანია არის და ის მაინც საიგავო კონფორმისტია.   იგი ვერაფერ სამერმისოს ვერ ქმნის. წლობით ქირქილებენ მართლმადიდებლობაზე ლიბერალები, რაც საკუთარი დასავლურობის დასამოწმებლად სჭირდებათ. მათ სადა აქვთ ჭეშმარიტი რელიგიური დისიდენტობისა და ერეტიკოსობის თავი? მრწამსი არა აქვთ. საკუთარ თავს მუდამ სადემპინგო ფასად ჰყიდიან, ოღონდ მაძღარნი იყვნენ და ტელევიზიებში იარონ. ქართველებმა ბურჟუაზიულობა და კონსიუმერიზმი აიყვანეს აბსოლუტის რანგში. ბიბლია რომ ერეტიკულად განმარტო, მრწამსთან ერთად ფილოსოფიური ფესვიც უნდა გქონდეს გადგმული. ამდენი წელი ქილიკობენ ქართველი ლიბერალები ეკლესიაზე. მათ შექმნეს ბერმონაზონთა დასაცინი რამდენიმე გვერდი ფეისბუკში. თუ შეგიძლიათ, ერეტიკული აზრი დაბადეთ და დაარწმუნეთ ვინმე, რომ ეს ბიბლიის სწორი განმარტებაა. ის მაინც შეძელით, რომ იმსჯელოთ კალვინის თეოლოგიაზე, ახლანდელ პროტესტანტ თეოლოგოსებზე. მხოლოდ კარიკატურებისა და ფოტოკოლაჟების შედგენა მღვდლებზე წარმოაჩენს, რომ მეტად სუსტნი და მხდალნი ხართ. ეს კრიტიკანობაც არაა საკუთარი და ის ამერიკული კალვინისტური ელიტის ჩაგონებითაა წარმოშობილი. საუკუნის მეოთხედია თქვენ გაქეზებენ ამერიკელი კალვინისტი ლიბერტარიანელები, რომ გაამასხროთ მართლმადიდებლობა. მათი დახმარებითაც კი ვერაფერ ერეტიკულს ვერ ქმნით. ვიეთმა თქვენმა მოდასეთაგანმა რომ მართლა შექმნას პროტესტანტული ერესი, თქვენ ვერ გაბედავთ მას გვერდით დაუდგეთ. მყისვე დაფრთხებით და შემოეცლებით მას. საკუთარ სიმხდალეს კი ლიბერალური ფრაზების კასკადებით დაფარავთ. ასევე ყალბია ის, როდესაც მავანნი გარდასულ და ახლანდელ მთავრობებს ამხელენ და კილავენ. ეს ენის მოსაფხანი რამ არის მათთვის, ვინც არასოდეს იცის, რა სურს და რა ალაპარაკებს.

რეფორმაცია გერმანიაში ერთბაშად არ დაწყებულა. გერმანელ ჰუმანისტებზე ზეგავლენა მოახდინეს იტალიელმა ჰუმანისტებმა და იტალიაში აღორძინებულმა ანტიკურობამ. ჰუმანისტი ნეოპლატონიკოსი ბერი, უნივერსიტეტში მოღვაწე მუციან რუფუსი (1470 – 1526) რეფორმაციის წინამორბედი იყო. იოჰანეს როიხლინის (1455 – 1522) ბიბლიურმა შტუდიებმა და დავამ ებრაული ტექსტების გამო ხელი შეუწყო ახალი, ნონკონფორმისტული აზრის დამკვიდრებას. სიტყვას დიდი ძალა აქვს და საქართველოში ეს აღარ ესმით ენით მეძაობის გამო. იდეური რადიაცია, იდეისაგან მომდინარე მსჭვალვა ბედისწერასავით ძალოვანია. თუ რამე მოხდება სამერმისოდ საქართველოში, ისევ უცხოეთიდან შემოსული იდეების გავლენით. ამის გარეშე აქ იქნება ისევ ის ჭაობი, რაც იყო. დამოუკიდებლად ქართველნი ვერას შექმნიან. რას იჭაჭება და იხევა შუაზე ამდენი ქართველი? არაფრის თავი არა აქვთ და ერთურთის გინებაში გაჰყავთ თავისი ცხოვრება. ფსიქიატრიაში უნდა შევიდეს სნეულება სახელით – პოლიტიკოსი და ითქვას, რომ საქართველოში ის მასობრივი დელირანტობის გამოხატულებაა. ქართული მასმედია კი არის კატათიმიური დელირია (მუდმივი აჟიოტაჟი და აკვიატებულობა, ეპატაჟურ-პატრიოტული განცდები და შეუსაბამო მორალისტური ლაპარაკი).  მამარდაშვილი მრავალგზის აფრთხილებდა ეროვნულ მოძრაობას და მაინც სიგიჟე აღზევდა. ამდენი გაქიაქების ფანატიკოსი, ამდენი მოარული კურკლი და მასხარბოზი სხვაგან სადაა? ქართველი ჯალათი, მეძავი და მასხარაა ერთდროულად. ეს იქცა ტიპურ მოვლენად ლიბერალურ საქართველოში. როცა ერი ასეთია, მისთვის ოპტიმუმი არის უსისხლო ავტოგენოციდი, რაც შევარდნაძის დროს დაიწყო და რასაც ერი კარგად შეეგუა სადისტური ზნისა და უწყვეტი ურთიერთსიძულვილის გამო. სულ ყუყზეა მისული საქმე, რომ ქართველები ერთურთს დაერიონ საჟლეტად. ეს ვერ დაბრალდება რეჟიმსა და სისტემას. მაშინაც კი, თუ ქართველთა საერთო რაოდენობა იქნება მხოლოდ 100 ათასი, ზუსტად იგივე ვითარება იქნება, რაც ახლაა. თბილისიც რომ აიღოს მტერმა, მაინც არ გაერთიანდება ქართველობა. ყველაფერი კონფორმიზმისა და სიცრუის ჭაობშია დაფლული. ყოვლად საძაგმა აწმყომ კიდევ ერთხელ პასუხი გასცა იმას, რატომ არის საქართველოს ისტორია ასეთი ბილწი. აქამდე კიდევ არ ჩანდა რამდენი ჯალათი ჰყოლია საქართველოს! რასაც არავინ ჩაიდენს მსოფლიოში, იმ საძაგლობას ქართველი ჩაიდენს და ამას მასობრივ რეციდივად აქცევს. ფუი, ასეთ ჯიშსა და ჯილაგს! წყეულია ერი, ის კი სიცილსა და ბუქნას ვერ რჩება. ეს რა სამისხო ცოდვა აჰკიდეს სამეგრელოს სააკაშვილის მეგრელებმა! ამდენი მეგრელი ასეთი მტარვალი როგორაა?!  რატომ სამეგრელოდან ამოვიდა ამდენი ჩათლახობა? საქართველოს მტრები არიან ეს ატლანტისტი მეგრელები, მომაკვდავი ნეოლიბერალიზმის აპოლოგეტები, ცინიზმითა და ღვარძლით სავსე სნობი იდეოლოგები, ქართლის მწამლავები.  არც ერთი სხვა ხალხის ისტორიაში ამდენი წყეულობა არ ყოფილა, რამდენიც კოლხ-იბერთა ისტორიაშია. გაამტყუნოს ვინმემ ან აფხაზები, ან ოსები, რომ ქართველთა გვერდით ცხოვრება არ სურთ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ საქართველოს. როდესაც კავკასიის ხალხები შეიტყობდნენ ქართველთა  მასობრივ გამბახებლობასა და სადიზმზე, რას იტყოდნენ საქართველოზე, თქმა აღარ უნდა.

2015 წლის ნოემბრის მიწურულს ვასრულებ ამ წერილს. ისევ ბაყლისა და ბალღამის მორევი ტრიალებს საქართველოში ამ დროისათვის. ერი უკურნებელი სნეულია და მის დაცემას ზღვარი აღარ დაედო. ერის თვითამოწყვეტა მიმდინარეობს გაბმული კონცერტების თანხლებით. ესაა ეთნოდელირიუმი და იმბეცილების შაბაში. ავადმყოფები გამოჰყავთ საკონკურსო ტელეგადაცემებში, ამღერებენ, აცეკვებენ და მათ დასცინიან დარბაზში მყოფი ასეთივე ავადმყოფები. რა დღეში არიან ჟიურის წევრი ნამარდი ქალები! შეხედეთ ამათ ხელების სავსავს, სახის ჩმახვასა და თვალის ჭყეტას! აი ესაა ქართველის ზნე! ესაა თარსიანი ნარცისების დიდი გამოფენა. სადამდე ბილწია ქართული ტელეეთერი! ეს ის მომენტია, როცა ერი თავისი ეთნიკური არასრულფასოვნებისა და სახელგატეხილობის კომპენსირებას ცდილობს ავადმყოფობის სანახაობად გადაქცევით. სატელევიზიო პრეტენზიულობისა და მსაჯულად დამჯდარი სალახანა ქალების გამუდმებული ტირაჟირება და ეტალონიზება  მიმდინარეობს.  ყველაფერი სკანდალურია ქართველთა შორის. საქართველო არის ბოროტების ბუდე და ადამიანის მოდგმის მტერი. ქართველი თავის სამშობლოში არის homo turisticus. ტურისტია ის საკუთარ ასგზის გაყიდულ ქვეყანაში. ოღონდ გაძღეს და გაერთოს როგორმე. მერე დაჰკრავს ფეხს და დაიკარგება. ინდივიდუალიზებულ და ატომიზებულ საქართველოში ყველა თავისი წვრილმანი ცხოვრებით ცხოვრობს. ყველას მოსწონს ასეთი ანონიმურობა, ხოხვა და ძრომა. თიმოსის არმქონე პატარა ადამიანები და ფილისტერები, ბედნიერი აკაკი აკაკიევიჩები. გოგოლისეული აკაკი აკაკიევიჩი უბედურია. მაშინ პატარა ადამიანის თემა იყო ლიტერატურაში. ახლა პატარა ადამიანები ბედნიერნი არიან და ყველა აკაკიევიჩს ახალი შინელი მოსავს. აკაკიევიჩების ფეისბუკინგი სიმწრის ცრემლს მოჰგვრის იმას, ვინც ოდნავ ღრმად იხედება. ქართული ფეისბუკი არის ყველაფრის პაროდია და მასობრივი სიგიჟის ადგილი. უკანასკნელი კაცებისა და ქალების გამუდმებული პრეტენზიულობა აზროვნების სუროგატია და მეტი არაფერი. ქართველი კაცის დეკლარაციული რიგორიზმი მისი არაკაცობისა და უთავბოლობის დასაფარი ილეთია. საქართველოში ყველაფერი სიყალბით, დაუნდობლობით, სპეციფიკური ქართული ბრუტალიზმითა და იდიოტიზმით არის მოცული. ჰიპერტროფირებული ქართული ბურჟუაზიულობა ამართლებს ყოველივე ამას. ყველაფერი სიმართლის გარდა! აი, ესაა საქართველოსათვის ერთადერთი დევიზი.

ფრანგული განმანათლებლობიდან მომდინარეობს აზრი, რომ თუ ხელისუფლება უზნეოა, ხალხი მაინც ინარჩუნებს ზნეობას და მას შეუძლია აჯანყდეს. იმაზე კი არაფერია ნათქვამი, რომ ხალხი თავის მთავრობაზე უარესი შეიძლება იყოს. ასეა დღეს საქართველოში. აი ამიტომ ეკარგება აზრი ამდენი პოლიტიკური მაიმუნის მიერ გამოთქმულ ყოველგვარ რადიკალურ კრიტიკასა და პროტესტაციას. ყველა მთავრობის შეცვლა გარედან ხდება საქართველოში, რაც ქართველთა ზნედაცემულობისა და ურთიერთუცხოობის წარმომჩენია.   დღევანდელობამ დაადასტურა ყოველივე იმის სისწორე, რაც ადრე ვთქვი წერილების ციკლში „რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?“ (აპრილი, 2011 – ივლისი, 2012). აქ არაფერია გადამეტებული. ასეთია ქართველთა მოდგმა ძველი დროიდანვე. მამარდაშვილზე დიდი ფილოსოფოსი რომ ყოფილიყო ქართველთა შორის, იმაზეც ათას სიმყრალეს იტყოდნენ და ამავე დროს მისი ხსენება იქცეოდა კიდევ ერთ აფერისტულ ნორმად. მეტისმეტად არაფილოსოფიური და ჭამპურაა ეს მოდგმა. ვინ იგულისყურა ის, რაც მამარდაშვილმა საგულისყურო თქვა?  ქართველი ფილოსოფოსნი არიან უსამართლობის, სიცრუის, სიბილწის დამცველნი. ტელევიზიებში დაობებული, გაზეთის მარჩიელი რომელიმე ქართველი ფილოსოფოსისგან გაგონილა სირცხვილისა და სინანულის სიტყვა ამდენი ჯალათობის გამო? ახლა კრიზისული დროა მსოფლიოში. რაღაცის თქმა უნდა შეძლონ ფილოსოფოსებმა, რაც მიესადაგება დროს. ეთნიკური კნინობის კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ ქართველი გამუდმებით ყვირის ზნეობაზე და ამავე დროს მზადაა მიჩქმალოს ყველა სიმდაბლე, თავგამოდებით გაამართლოს ყველა უსამართლობა. ის შემართულია მოიგონოს და შეხლართოს ახალი სიცრუე და სულ ყალბობდეს. ამდენი მოარული კარიკატურა, ამდენი უვიცი თავს ნებას აძლევს საქვეყნოდ გალანძღოს ვინმე უმაღლესი ზნეობის სახელით და თავად კი არის ქვემძრომი. სახლი და კერა შეგინებული გქონდეს, მამული შენიანთაგან გასყიდული და კიდევ სხვა ხალხებს დასცინოდე, როგორც ეს საქართველოში წესად დადებულია?  სამუდამო წყევლითაა შემოალყული ერი და ის ამ დაწყევლილ წრეს უვლის თაობიდან თაობაში. ქართველთა შემცქერს ადამიანად დაბადება შეგძულდება! დიდმა ცოდვიანობამ რა უყო მთელ მოდგმას და როგორ დაჭმუჭნა! მღვდელნი ვერ ღვაწლობენ და არ აქვთ მათ საიმისო სულიერი ძალა, რომ ეს მუდმივი თარსიანობა და წყეულობა დაძლიონ.

ქვეყნიერებაზე სადმე ყოფილა მთავრობა, რომ ის კაცების მასობრივად გამბახებელი ყოფილიყოს, ეს დისკებზე ჩაეწეროს და საიდუმლო საცავებში დაემალოს? ეს ხდებოდა დაწესებულებებში, სადაც ქალები იყვნენ ხელმძღვანელები. სადამდე მიდის ამის შემდეგ ქართველი ქალების შინაგანი სიბილწე, რომ ბაყვებდაპრიალებულნი და ყელდაძაგრულნი სხდებოდნენ ტელესტუდიებში და თავს იმტკნარებდნენ. თავის ბილწ წარმოსახვაში თვალს ნაბავენ და ეცინებათ. იმასაც აღარა აქვს აზრი, რომ ამ დედაკაცებს აგინო და დაიფრინო კეტით. თავის ნებაზე უნდა მიუშვა ეს ფეკალა ქალები. ადრე ვთქვი და გავიმეორებ: კულტურა არაა საქართველოში, ყულტურა რამდენიც გინდა. მოდგმა რომ უკურნებელი სნეულია, იქიდანაც ჩანს, რომ ფეისბუკში წლობით ერთმანეთს ემუქრებიან ქართველი კაცები ნაწლავში გაბახებით და სიცილი დგას ამაზე. ესაა გალიბერალებული ძველისძველი ჩანჩურას თავი და ბოლო, რომელსაც ჰგონია, რომ ევროპელია. სახელი გაიტეხა კავკასიაშიც და მთელ მსოფლიოშიც ქართველობამ. ქართველი კაცის აღსანიშნად დარჩა ერთადერთი სიტყვა – ტრაკი. ენით მეძაობასა და ლაყაფს ქართველმა ყველაფერი ანაცვალა. ეს როგორ იქადის სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებას?  რა არ თქვეს, როგორ არ დაიქადნეს და კოჰაბიტაცია კი დღემდე გრძელდება. სამართალმა პური ვერ ჭამა. თუ ეს ასეა, რაღა აზრი აქვს სააკაშვილის ასე გაწელილ და დრამატიზებულ მხილებას? რასაც ქართველთა უმეტესობა საკუთარი აზრის გამოთქმას უწოდებს, არის უცოდინარი, მაიმუნი კაცებისა და ქალების ბოღმიანობა. არა აქვს მნიშვნელობა ვინ გარდასული მთავრობის მომხრეა და ვინ დღესინდელისა. ეროვნული მოძრაობის დროიდან ერთი და იგივე იდიოტიზმის რეციდივირება ხდება. ასეა თაობიდან თაობაში. ახლანდელი მთავრობა რომ თავის ყავლობას გაასრულებს, ქართველნი მაინც ისევ იმ ჭკუაზე იქნებიან. რატომ ახვავებენ ამდენ სიტყვებს და მორალურ კონსტრუქციებს, როცა არაფრის თავი არა აქვთ და თითს თითზე არ დაკარებენ საერთო საქმისათვის? ბიძინაზე აქვთ მიგდებული ქართველებს თავისი ცხოვრება და თან სულ მისი აუგის თქმაზე მისდით სული. ამათ უნდა უთხრა: როგორც ახლა თავისუფალნი ხართ, ასე ყოფილიყავით სამარის კარამდე!  ქართველი კაცის თავისუფლება ესაა თავისუფლება მისი თახსირობისათვის. ქართველის თავისუფლება ეს მისი უკანასკნელობის და იმბეცილიზმის ხელშეუხებლობაა.  აი ესაა ქართული ლიბერალიზმის ძირითადი აზრი. 25 წელი წანწალი, უაზროდ დაღვრილი სისხლი და  გაპარტახება დასჭირდა იმას, რომ ეს მთელ ქვეყანას დაენახა. ქართველმა ვერც ლიბერალიზმის იდეა შეითვისა. 1989 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა ხუთი ათას პარტიაზე, საზოგადოებაზე, მოძრაობაზე, ალიანსზე, არასამთავრობო ორგანიზაციაზე მეტი. რაა ამის შედეგი?  ამ ასე დიდად მოსაკლისებულ სიმრავლეში დადასტურდა ერის არასრულფასოვნება. თურმე არაფრის თავი არ ჰქონია ქართველობას ყვირილის, გინების, ცილისწამების და ჭორიკანობის გარდა.

ქართული ლიბერალიზმი გადაიქცა ადამიანის ფსიქიკური დასნეულებისა და კაცთმოძულების სისტემად. სხვაგვარად ქართველს არ შეუძლია, თუ არა დაამციროს, აწამოს, მოკლას და მერე იტაშფანდუროს. მახვილით უნდა ამოიშანთოს ქართველთა მოდგმიდან ეს გამუდმებული სადომაზოხიზმი და სუიციდარული ჩვევები. ეს ურყევი ქართული ტრადიციაა, როცა მოდგმას თავი მოაქვს იმით, რომ არის დეგენერატი და უკურნებელი სნეული. საქართველოში მისაბაძი და სასახელოა იყო საქვეყნო გიჟი და სოფლის ნათლია. წლების წინაც ამას ვამბობდი. საქართველოში ხდება მატერიის უფრო გამკვრივება და დამძიმება. ამიტომა აქ ასეთი სპეციფიკურად პათოგენური გარემო და უცუდესი აურა. ამიტომაა, რომ სნეულებათა სტატისტიკა გეომეტრიული პროგრესიით მზარდია. საქართველოში ცხოვრება ქანცგამცლელი და დამასნეულებელია.

ყველა არგუმენტზე უძლიერესი ხალხის მიერ მართალი საქმისათვის დაღვრილი სისხლია. ყველა კაპიტალის უმეტესი ხალხის ერთობაა. ქართველებს არც ეს არგუმენტი აქვთ და არც ერთობის ნასახი არაა მათში. ერს არ სურს იმის შეგნება, რომ ამდენი მწიკვლი პოლიტტექნოლოგიებით არასოდეს მოიწმინდება. უახლოესი წარსული ამის დასტურია. რატომაა სახალხო მოძრაობა შეუძლებელი? ერს არ ჰყავს ქვეყნის მოყვარე, მოთავე კაცების ელიტა. ტომობრივი სიძულვილი, აქამდე ამოუშანთავი ტრაიბალიზმი სახალხო მოძრაობას დიდად უშლის ხელს. სახალხო მოძრაობას თან აჰყვება დიდი კრიმინალი და ქვეყანას ძარცვა-გლეჯა წალეკავს. ჯერ ახლა ძლივს იჭერს პოლიცია კრიმინალის ტალღას და მერე რაღა იქნება?  არავის აქვს საიმისო ნება, რომ სახალხო მოძრაობის დროს გაჩენილი კრიმინალი ძირშივე ამოშანთოს და გამოაცხადოს ერის ღალატად. ახლანდელი ქართველი ფილოსოფოსნი ვერასოდეს შეძლებენ იტვირთონ ერის წინამძღოლის ტვირთი და სიცოცხლის ბოლომდე იქნებიან ისეთივენი, როგორნიც იყვნენ.

თავის ნებაზე მიშვებამ ქართველი ერი დეგენერატად აქცია. 24 საათი სახრე უნდა უცხუნო ქართველს და 25-ე საათიც უნდა გამონახო მის გასაჯოხად, რომ იძულებით უმკურნალო ამ ავადმყოფს და ის მთლად არ გადაშენდეს. საქართველოში სახელმწიფოს შექმნა უნდა იწყებოდეს საპყრობილეებისა და ფსიქიატრიული კომპლექსების შენებით. საუკუნის მეოთხედი გავიდა ბილწობაში და კიდევ ვინმეს სჯერა რომ საქართველოში როდესმე ლიბერალ-დემოკრატია იქნება?  რას აუჩემებიათ ეს გამოთქმა „სამართლებრივ სივრცეში ყოფნა“? სადაა სამართალი საქართველოში? ქართული ლიბერალური უტოპიზმი უზნეობისა და უღონობის დასაფარადაა მოგონილი. 25 წელი რაა? საუკუნეები უცხოვრია ქართველთა მოდგმას მწვირესა და ბილწობაში. ერიც და ბერიც ამას შეგუებული იყო და სხვაგვარი ცხოვრება ვერ წარმოედგინათ. პირიქით, ერი ოხუნჯობდა თავის დაცემაზე, ტყვეთასყიდვასა და მონურ ცხოვრებაზე. სხვა მას არაფერი შეეძლო თავის თავაშვებულობასა და უნიათობაში. დღესაც ასეა. უსინდისობის იუმორიზება ხდება ყველგან. იცინიან იმაზე, რაც სავაებოა და მახვილით ამოსაკვეთი.  ქართველი ერთობა თავისი საქვეყნო შერცხვენით. მისი ეს უცუდესი თვისება საბჭოთა დროში განმანათლებლობის კონცეპტებმა და ბოლშევიკურმა რეჟიმმა დაფარა. ახლა მისი ეს თვისება სრულად ვლინდება. ერთურთს ეჯიბრებიან ქართველნი, ვინ უფრო სასაცილოდ იტყვის ერის საარაკო ზნედაცემულობასა და მის წყეულობაზე. ამიტომაა ტრაგიკომიკური ქართველთა წუხილი სოხუმის და ცხინვალის სამუდამოდ დაკარგვის გამო. ქართველნი ამას დიდი ხანია შეგუებულნი არიან. მართალი საქმისათვის ბრძოლისა და სისხლის გაღების თავი ქართველს არა აქვს. ჰოდა, იმეძაოს ენით მან და თავზე დაიმხოს ისიც, რაც აქამდე კიდევ მოღწეულა! როცა ერმა არჩევნები თავის მოტყუების ილეთად და პოლიტიკურ ფეტიშად გაიხადა, როცა ის იქადის, რომ არჩევნების შემდეგ ის თავის ცხოვრებას შეცვლის, მას უნდა დაჰყაბულდე და საქებარიც უთხრა, რადგან ის მუდამ ემალება სიმართლეს. გაუშვი, ეთრიოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და ასე გადაშენდეს! ბილწობის ინსტიტუციონალიზება მოხდა და ყველა დაარწმუნეს, რომ მხოლოდ ასე ცხოვრებაა შესაძლებელი. ყველაფერი მიმართულია სრული ჩაფარცხვისა და მიჩქმალვისაკენ.  ქართული დასი კი არა, არამედ სმარტმობიც (მასობრივი ონლაინ ორგანიზაცია) კი შეუძლებელია ქართველთა შორის. სათითაოდ ყველა ჭკუას აფრქვევს ფეისბუკში. ქართული მობინგი ცხოვრებაშიც და ონლაინშიც შლეგობის ექსპოზიციაა. სხვაგან სადაა ამდენი ტელევიზორის თლუფო და გაზეთის ჩლიფინა? სხვაგან სად იქნება, რომ ტელევიზიების გახსნა-დახურვაზე ამდანი მიეთმოეთი იდგეს?

ფილმმა „მონანიებამ“ კატეგორიულად დააყენა ქართველთა კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი. ამაზე 20 წელზე მეტი ილაყბეს. სინამდვილეში ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს ატყუებენ. ესაა ლიბერალური ინდივიდუალიზმის აბსოლუტიზება. ქართული ინდივიდუალიზმი ბევრად წინ უსწრებს ევროპულ ლიბერალურ ინდივიდუალიზმს. ქართული ინდივიდუალიზმის შედეგი ადრეც და ახლაც იყო და არის ავტოგენოციდი და ასიათასობით ქართველის გადაკარგვა. გარედან ჩარევის გარეშე საქართველოდ წოდებულ მუდმივ ჭაობში არაფერი ხდება. მუდამ ერთი და იგივე მეორდება საქართველოში. მთავრობა კი არა, არამედ თაობა მიდის, თაობა მოდის და ისევ ისეა ყველაფერი. ამდენი ცოდვის ერთი მისხალიც არ დაიკარგება და განგება აზღვევინებს ერს ყველაფრისთვის. ყველა მხრიდან მიწას ედავებიან საქართველოს მისი მეზობლები. ქვეყნის დაშლის პროცესი გრძელდება. ასე გაჭიანურებული ლაპარაკი ბოლშევიკებზე არის ალიბი საიმისოდ, რომ ქართველი არის ყოვლად საძაგი არსება, ენით მრუში და პოლიტიკის უბადლო მარჩიელი. ერი, რომელმაც ამდენი მარცხისა და ბითურობის შემდეგ მაინც ვერ შეძლო საკუთარი ინფანტილიზმის დაძლევა, უფრო მეტის ღირსია! სააკაშვილის წასვლის შემდეგაც ვერაფერი ისწავლა ქართველობამ. არ უქნია ღმერთს ეს ხალხი!

ეს გორბაჩოვის დროს ჩანდა, რომ ქართველებს რაღაც შეუძლიათ, როდესაც საქართველო პირველი იყო ანტისაბჭოელი დისიდენტურის აქტიურობით. სინამდვილეში გორბაჩოვის დოქტრინას მოყოლილმა ეროვნულმა მოძრაობამ დაადასტურა ქართველთა სიმდაბლე და უუნარობა. ქართველი ხალხი ვერასოდეს იქნება პოლიტიკის სუბიექტი. ქართველთა შორის არ იშვება ქართული პოლიტიკური ელიტა. ქართველი ხალხი გააგრძელებს თავისი თავის ამოჭმას. უძაღლო ქვეყანაში კატების ყეფა გაგრძელდება. ქვეყანა, სადაც ქალები ამდენ უტიფრობას გაბედავენ, მეტის ღირსია! ესეც განმეორდება, რომ მთავრობა უცხოეთში გაიქცევა მთელი თავისი გარემოცვით. საქართველოს გაქრობა დროში გაიწელა. მანამდე კი ლიბერალიზმი და ოლიგარქატი შიგნიდან დახრავს ქვეყანას.  სანამ საქართველოს მახვილი შეჭამს, მანამ ქართველმა რაც შეიძლება მეტის მოხვეჭა და მეტი ტაშ-ფანდური უნდა მოასწროს. ახალი წელი მოდის და გაჩაღდება დიდი ჭამა-ყლაპვა. აქ გინდ ძველი წელი იყოს, გინდ ახალი. ლხინზე გაიცვლება სიმართლე.  მხოლოდ კიდევ ერთი დიდი კატასტროფის შემდეგ თუ გამოჭიატდება სხვა პერსპექტივა.

ოქტომბერი-ნოემბერი, 2015 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s