ნაირა გელაშვილის სიყალბეთა გამო


 

აღარ შემრჩა მოთმინება ნაირა გელაშვილის თავგასულობისა და სიცრუის შემხედვარეს. შემაღონა მისმა ქედმაღლობამ, მენტორობამ და სექსიზმმა. ნარცისიზმით სნეული ქალი, ტელევიზიის მსახიობი ერისქალად აჩვენებს თავს ეროვნული მოძრაობის დროიდან და ვერ გრძნობს იმას, რომ სასაცილო გამხდარა.

ნაირა გელაშვილს 15 წელზე მეტია ვიცნობ. თავად მოისურვა ჩემი გაცნობა. ვყოფილვარ მის მიერ მოწყობილ პრეზენტაციებსა და თარგმანების განხილვაზე „კავკასიურ სახლში“. ისიც დიდი ხანია მიცნობს, როგორც ავტორს. 2010 წლის „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალზე გვერდიგვერდ ვისხედით, როგორც ნომინანტები. მას სურდა რაიმე დამეწერა ჟურნალ „აფრისათვის“ და გავუგზავნე ჩემს ბლოგში ადრე გამოქვეყნებული ქართული ენის მანიფესტი. ის სრულად გავიდა „აფრაში“ (ოქტ., N 19, 2013). ამის შემდეგ ნაირამ მოისურვა შემდეგი ნომრისთვისაც მომემზადებინა ტექსტი. მას მივაწოდე ვრცელი ნარკვევი ერნსტ ამადეუს ჰოფმანზე. ტექსტის პირველი ნახევარი (25 გვ.) გავიდა „აფრაში“ (N 20, 2014). მეორე ნახევარი, როგორც ნაირამ პირობა დათქვა ჟურნალის მაშინდელი რედაქტორის, გიორგი ლობჟანიძის დროს, უნდა გასულიყო მომდევნო ნომერში.

ნაირა გელაშვილს ისიც ვუთხარი, რომ შემეძლო ჟურნალი „აფრა“ მექცია ქართული მწერლობის ფლაგმანად, თუ ის მომცემდა შესაძლებლობას, რომ აქ მებეჭდა  ნაშრომები. კარგი იქნებოდა-მეთქი ყოველწლიური ჟურნალის კვარტალურ გამოცემად გადაკეთება. ვუთხარი ისიც, რომ ჟურნალში ბევრი სუსტი ტექსტი ქვეყნდებოდა. ნაირას ეს საწყენად და საბოღმავად დაურჩა. მას არ შეუძლია რჩევის მოსმენაც კი და კრიტიკის მოსმენაზე ხომ აღარაფერია სათქმელი.

ნაირა გელაშვილმა პირობა გატეხა და ჰოფმანის მეორე ნაწილი აღარ დაბეჭდა. ის არ ყოფილა სიტყვის ქალი და მომიგონა, რომ ჰოფმანის მეორე ნაწილი შეცდომებით სავსე იყო. პირველი ნახევრის გამოსვლიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 30 ნოემბერს დაგირეკე შენს მობილურზე ნაირა გელაშვილო და გკითხე, გავიდოდა თუ არა ჰოფმანის მეორე ნაწილი. შენ მყისვე მომიგე, რომ მეორე ნახევარი გაუმართაობებითა და უზუსტობებით იყო სავსე. გავშრი შენს ლაპარაკსა და ცილისწამებაზე. ასე აგდებულად და მედიდურად რატომ მელაპარაკე? რას გულდამპლობ? თუ მანდ შეცდომები იყო, მოგეწერა მეილზე, ან დაგერეკა და გეთქვა აქამდე. ავტორსა და ჟურნალის გამომცემელს შორის ასე ხდება ურთიერთობა. შენ ქვეყნის დასანახად ევროპულ წესსა და რიგს საკლისობ და ელემენტური ზრდილობა არ გაქვს. შენს ამპარტავნებას როგორ აკადრებდი ჩემთვის მეილზე მოწერას ან ტელეფონზე საუბარს! საშენოდ რაღაც რომ დაგჭირდა, მაშინ ხომ მირეკავდა შენი ხელქვეითი და სასწრაფოდ მოსვლას მთხოვდი. გამომაქციე და მომიყვანე მანდ.  მუდამ სხვებს უკიჟინებ ზნეობას და თავად კაი ცრუპენტელა ხარ. მოიცა, მე რომ არ დამერეკა შენთან და არ მეკითხა ჰოფმანის მეორე ნაწილის ჟურნალში გასვლაზე, შენ არც მეტყოდი, რომ მეორე ნაწილში უზუსტობები იპოვე და სულ მიაგდებდი ამ ნაშრომს, არა? თვეები გავიდა და პასუხი არ გინებებია. კიდევ აქამდე გელოდი, რომ ეგებ ნაირამ ინამუსოს და პასუხი მაღირსოს-მეთქი.

როდის გაჩნდა ჰოფმანზე ნარკვევის მეორე ნახევარში გაუმართაობანი და უზუსტობანი? საიდან მოჩმახე? რაებს მიგონებ, ნაირა გელაშვილო? მანდ რომ შეცდომები ყოფილიყო, ხომ აქამდე მაჯახებდი ამას და დამგესლავდი? წელიწადზე მეტი შენ მოითმენდი და არ მეტყოდი ამას? მოიცა, პირველ ნახევარში, რაც უკვე გავიდა „აფრაში“, არ იყო შეცდომები და მეორე ნახევარში საიდან მოვიდა? ტექსტი ერთიანად გამოვაგზავნე და არა ნაწილ-ნაწილ. რას ჩმახავ და ხლართავ, „კავკასიური სახლის“ დიასახლისო? რას მიედ-მოედები? გინდა გადამაყოლო იმ საცოდავ ჰონორარს, რაც ქართული ენის მანიფესტსა და ჰოფმანის პირველ ნაწილში ავიღე? რატომ მამცირებ, ყველაფრის ყირაზე დამყენებელო ნაყირა გელაშვილო? შენი დასაცინი და საქირქილო გავხდი? შურის გამო გაქვს ჩემი დამცირების ასეთი ძლიერი სურვილი. შევქმნათ კომისია და მან გამოარკვიოს, სადაა მანდ შეცდომები. ახლა დავიჯერო, რომ ნაირა გელაშვილმა ჩემზე უკეთ იცის ჰოფმანი და ჩემს შეცდომებს ის კვნესითა და წუხილით გაასწორებს? შენ ის მატყუარა ხარ, ვინც ჰოფმანზე ჩემი ნარკვევის წაკითხვის შემდეგ აიჩემე, რომ არა მხოლოდ შენც იცი ჰოფმანი, არამედ ჩემზე უკეთ იცი.  შენ არ იცი და არც არასოდეს გცოდნია ჰოფმანი, მიუხედავად შენი გერმანისტობისა. შურის და ჯიბრის გამო მიგონებ რაღაცას. ჯიბრში ჩამიდექი იმის გამო, რომ ჩემი ნაშრომის სიძლიერემ გაგაცოფა და შურმა დაგცარა. ისე არსად არას გავაგზავნი, რომ შემოწმებული არ მქონდეს. აქამდე გაკვირვებული ჩურჩულებდი ჰოფმანზე ნაშრომის გამო, რაც „კავკასიური სახლის“ თანამშრომლებისგან ვიცი და ახლა გაუმართაობები და უზუსტობები აღმოაჩინე მანდ? რას მაბავშვებ, რას მავირებ და რაებს ცრუობ ამ ხნის დედაკაცი? ადრე თქვი, რომ წესის მიხედვით, “აფრაში” 10 გვერდზე მეტი საავტორო მასალა არ იბეჭდებოდა. ჰოფმანზე ნარკვევის 25 გვერდი კი დაბეჭდე გამონაკლისის სახით. ნარკვევის განსაკუთრებულობის გამო დაუშვი ეს გამონაკლისი. ესეც სხვებისგან გავიგე. კარგი რამ მითხარი, რაც მეკუთვნის და რაც ჩემს ნაშრომებს ეკუთვნის. ცუდის თქმას კი არ ახანებ. რატომ ცდილობ ჩემი სამეცნიერო რეპუტაციის შელახვას, გინდა გითხრა: ჩემს სალიტერატურო ავტორობასა და ავტორიტეტს ვერ იტან  და ყელში ძვალად გაგეჩხირა. გაუმართაობანი და უზუსტობანია თურმე ჩემს ნაშრომში, არა? კიდევ რაიმე ფრაზები გამოგრიხე და გამოჭყლიტე და შურით დაწყლულებული გული მოგეფხანება. რას მეშარები, რას მემართლები? ჩემი სიმართლე იმისთვის არ მომიტანია აქამდე, რომ ნაირა გელაშვილის გასააბუჩები გავხდე. არც იმიტომ დამიწერია ეს შედევრები, რომ ნაირას საჩმახავი გამხდარიყო. ჩემი აღარ დავიცვა? ჩემსაზე აღარაფერი ვთქვა ამდენი პარვის, ცილისწამების, არადჩაგდების შემდეგ? ეს შენი მოგონილი შეცდომები რომ გავასწორო, მერე დაბეჭდავ ჰოფმანის მეორე ნაწილს, არა? წაიღე და თავში იხალე ეგ შენი ჟურნალი „აფრა“.

ჰოფმანზე ნაშრომის პირველი ნახევრის გამოსვლის შემდეგ ისიც გითხარი, რომ „კავკასიურ სახლს“ შეეძლო მცირეფორმატიანი წიგნის სახით გამოეცა ეს ნარკვევი. ყური მოიყრუე და გაჩუმდი. მაშინ არ გითქვამს, რომ მეორე ნახევარში გაუმართაობანი და უზუსტობანი იყო. ჰოფმანის მცირე ტირაჟით გამოცემაზე მეილზეც მოგწერე. ისევ დუმხარ. მე ერთი რამ ვერ გავიგე: ვინგინდავინ მელექსეების წიგნების გამოცემას არასოდეს დაზარებიხარ და გამოგიცია, რახან ისინი შენს მარაქაში ირევიან, ჩემს ჰოფმანზე კი ხმას არ იღებ.

ტელეფონზე შეკითხვის შემდეგ შენს მეილზე კვლავ გამოვაგზავნე წერილი, სადაც გეკითხები ამ შენს მოგონილ გაუმართაობებსა და უზუსტობებზე. პასუხის მოწერა ისევ არ იკადრე. ისევ ისე ქედმაღლობ და მედიდურობ. ამითაც გინდა, რომ დამამცირო და მერე გეცინება. იმიტომ არ მცემ პასუხს მეილზე, რომ აღარ გსურს მეორე ნაწილის დაბეჭდვა.

შენ რომ მართლა ჰუმანისტი, კოლეგიალობის უნარის მქონე, სუფთა გულის ქალი ყოფილიყავი, მაშინ აქამდე რაღაცას იტყოდი შენს ჟურნალში დაბეჭდილ ქართული ენის მანიფესტზე, მასში დაყენებულ ქართული სალიტერატურო ენის საკითხებზე. შენ არ გაფიქრებს ქართული ლიტერატურის, ქართული ენის ჭირნი. გაფიქრებს მხოლოდ დიდების მოხვეჭა. წლები გავიდა და ბოროტად დუმხარ ჩემს მანიფესტზე, რადგან ჩემი სახელის ხსენება არ გინდა. არ გაგაჩნია არც სოლიდარობა, არც ადამიანობა. დუმხარ ისეთი დიდი მნიშვნელობის ნაშრომზე, როგორიც ქართული ენის მანიფესტია. მაშ რას ბეჭდავდი მას შენს ჟურნალში? ვინ გეხვეწებოდა?  ნარცისიზმისა და სნობობის გამო დაბეჭდე ქართული ენის მანიფესტი. ჰაიჰარად რაღაც მითხარი მანიფესტზე, წაიბურტყუნე მასზე და სულ ეს იყო. წინ გეჯექი და ერთი არაფერი თქვი, რომ ამ მანიფესტს საქვეყნო განხილვა ესაჭიროება. შენ მიაჩუმათე ჩემი ენის მანიფესტი. შენ რომ გელმოდეს ქართული მწერლობის წყლულნი, მაშინ შეუძლებელია როდესმე რაღაც არ გეთქვა ქართული ენის მანიფესტზე. კრინტს არსად ძრავ. წლები გავიდა „აფრაში“ მანიფესტის გამოსვლიდან და ვითომც არაფერი. ჩემი ბლოგიც იცი და ჩემი წიგნებიც. ჩუმად კითხულობ ჩემს ნაწერებს და ყროლს ითუხთუხებ გულში. ვერ იტან, რომ ვინმე შეიძლება შენზე მეტი იყოს ან გერმანისტიკაში, ან სიტყვაკაზმულ მწერლობაში. ვერ მოხვალ ჩემამდე, ნაირა გელაშვილო! ნუ მეჯიბრები!  შენ არ გადარდებს არც ქართული მწერლობა, არც საქართველო. შენი საზრუნავი არის ნაირა გელაშვილის საქართველოს ტანჯულ მამიდად წარმოჩენა და საიუბილეო სამზადისი. არაფერში არგია ამ კრულ ქვეყანა კასინკიანი ნაირას ტელევიზიებში ჯდომა, რომელიც ხან თეოლოგიას, ხან ეკოლოგიას, ხან პოლიტიკას ეპოტინება. ამდენი წელი გავიდა და გაუგებარია, რა პოზიციაზე დგახარ, რა არის შენი კრედო. აკრიტიკებ ხან სააკაშვილს, ხან ივანიშვილს და ცრუ მოზარეობა და სიყალბეა ეს ყველაფერი. საცოდავი და სასაცილო ხარ. რა გალაპარაკებს? რას ამტკიცებ? ლიბერალი ხარ? პანკავკასისტი ხარ? ევრაზიელი ხარ? ეროვნული მოძრაობის მოავანჩავანე ხარ?  შენი არაფერი გაიგება. გინდა, რომ ლიბერალებშიც გედგეს ინახი, თან ეროვნულობ და კავკასიელობ. ასე ვერ იქნება! არასოდეს ყოფილხარ ნონკონფორმისტი მწერალი. იყავი და რჩები კონფორმიზმისა და მიმიკრიის ნიმუშად. რაებს ბუხუნებ და იჭაჭები? სულ როგორ იშხამები?

ჩამყაყდა შენს ხელში ეს „კავკასიური სახლი“. რაც წესით სინქ თანქი და კვლევითი დაწესებულება უნდა ყოფილიყო, ის იქცა ერთი თავგასული დედაკაცის საბოგინო ადგილად. შენ ასე გინდა, რომ შესაბრალისი პუეტები და ლიტარატორები შენს ფეხებთან ფორთხავდნენ თავისი ლექსებისა და მოთხრობების ბღუჯით ხელში და ნაირას ქებაში ხდებოდეთ სული. საქართველო წალეკა პუეზიამ და ლიტარატორების ტარატურმა. სიმდარე გამეფდა და გამედგრდა. ჭკუანაკლული ნაბიჭვრების სიცილი და რიხიანობა მუდამ ქართველთა თვითმყოფადობად საღდება. კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ის, რომ სააკაშვილის ბრალი არ ყოფილა ქართველთა სიმრუდე. ძველი ჩვევისამებრ, ყველამ მას შეაწმინდა ხელი. ქართველი ისევ ისაა. ქართველთა ქცევამ გაამართლა სააკაშვილი და ყველა მისი ავი გაცრიცა, რადგან ქართველნი თავად არიან პატარა სააკაშვილები.

როდის გეხვეწებოდი ჩემი ნაშრომების დაბეჭდვას? 15 წელზე მეტია გიცნობ და ორად ორი შემთხვევაა, როცა შენს ჟურნალში ჩემი ტექსტები გავიდა. როგორც ავტორს, მაქვს ნება გკითხო ჩემი ნაშრომის მეორე ნახევრის ჟურნალში გასვლაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ვიხვეწები ჩემი ნაშრომის შენს გამოცემაში დაბეჭდვას. არც შენ გეხვეწები ჩემი ნაშრომების აღიარებას. სანამ ტელეფონით გკითხავდი ამაზე, ორჯერ მეილზე მოგწერე შეკითხვა და არ მიპასუხე. არ იკადრე პასუხის გაცემა. „კავკასიური სახლის“ ორ თანამშრომელს ვთხოვე შენთვის გადმოეცათ ჩემი შეკითხვა ჰოფმანის მეორე ნახევრის ჟურნალში გასვლაზე. ვერ გაბედეს შენთვის ჩემი შეკითხვის გადმოცემა, რადგან დაშინებული და დამონებული გყავს  თანამშრომლები. „კავკასიური სახლი“ მისი დიასახლისის საბუნაგედ და საბოგინოდაა გადაქცეული. შენ მუდამ სხვებს ამხელ დემოკრატიზმის, ჰუმანიზმის ნაკლებობაში და მაგ დაწესებულებაში თურმე რა წესი დაგიყენებია!

მატყუებ, რომ ინტერნეტით არ სარგებლობ და ვერ ხედავ დისპლეიზე. ამ დროს პოსტებს აშანშალებ ფეისბუკში. რაც გინდა, მხოლოდ იმას ხედავ? არ გაქვს ტაქტი და თავშეკავება, არ გაქვს შინაგანი კულტურა, არ გეტყობა აღზრდა. ბატონქალობ და მოძღვრობ. სხვისი დანამუსების, დამცირების და გააბუჩების სურვილი გაწვალებს. ოღონდ ვინმე დაძრახო და სხვის ძრახვაში თავი ზნეობრივ ადამიანად მოაჩვენო! კი ხარ გერმანისტი, უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი გამოიარე, მაგრამ მდაბიორის ზნე არ ამოიძირკვა შენში. შეუძლებელია შენთან საუბარი. მაშინვე ისე გამოგყავს, რომ ქართველი ქალი კაცისგან იჩაგრება. დრამატიზებასა და ტრაგიკულ პოზიორობას იწყებ. ამავე დროს ხარ სექსისტი და სულ კაცების დამცირებას ცდილობ. მერე კმაყოფილებით იცინი. გახასიათებს გაბმული, მომშხამავი მონოლოგი, ცინიკური ჩაცინებანი. მათ წინაშე ითაფლები, ვისაც აქვს ფული და მოხელეობა. გაქვს გამომწვევი დახვედრა, დამამცირებელი მიმართვა. შეხვედრაზე მოვდივარ და ან მზესუმზირის ჩენჩოს იფურთხები მაგიდაზე, ან ორცხობილას იღმურძლები და იფშვნიტები. ვითომ გულითადობ ჩემთან, ხელ-ფეხი და ყელ-კისერი გადმომიშალე და მიყვები, რომ ესა და ეს გტკივა. ავად ყოფნისა შენ რა გეტყობა? დიდი ბურთივით ხარ. გალაღებულხარ და ზვაობ მაგ შენს „კავკასიურ სახლში“. ებღაუჭები მის დიასახლისობას, რადგან სხვაგან ასე ვერსად გაიბოგინებ.

მაშინაც დამამცირე, როდესაც შემთავაზე გაზეთ «Кавказский акцент»-ისათვის რაღაც მეწერა და მეთარგმნა. ჰონორარსაც შემპირდი. ჩემი ხელმოკლეობით სეირობ? მანდ რომ კარგი რამ ყოფილიყო, საჩემოდ გაიმეტებდი და მე მეტყოდი? მაგ დონის ავტორად მიგაჩნივარ ნაირა გელაშვილო, რომ მაგ ქეციან, ჩაფლავებულ გაზეთში, რომლის აღდგენასაც აპირებდი, რაღაც მეწერა?  მჩუქნიდი „კავკასიურ სახლში“ გამოცემულ, ჩაწოლილ წიგნებს, რომელთაც არავინ ყიდულობდა. თან მირჩევდი, რომ ესა და ეს წამეკითხა. საჩემო წასაკითხი მანდ რა იყო? ვინ გგონივარ? მე ხომ ვიცავ ეთიკურ ნორმებს შენთან ურთიერთობაში. შენ რატომ არ იცავ და სულ ჩემს დამდაბლებას ცდილობ?

გამოვიღე კარადიდან და გადავყარე „კავკასიურ სახლში“ გამოცემული შენი თხზულებათა სრული კრებულის რამდენიმე ტომი და ნაშრომი ჰოლდერლინზე, ადრე გამოცემული „ტრაგიკული გრადაცია“. აქამდე კოლეგიალობის გამო შინ მქონდა შენი ნაშრომები. გულს მირევს ეს სურათებიანი წიგნები. ჯერ ადამიანობა უნდა გაგაჩნდეს და მერე იყოს ეს შენი თრაკლები, რილკეები და ჰიოლდერლინები, მერე იყოს შენი მემუარისტული გაჭინთვები, ეროტიკული რომანები, იდუმალი სპაზმები. Papier ist geduldig.

ხალხი იცინის და იგინება შენს საჯარო გამოსვლებზე. მთქმელი არავინ გყავს, რომ თავი მოთოკო და მოეშვა ამ სახიობას. 70 წლისა მოიყარე ამ ოინბაზობაში. აქამდე არავის შეუძახნია შენთვის. ამპარტავნება და დიდებისმოყვარება არ გასვენებს და ტრიბუნაზე ეკერები. რა დაგიჟინებია? ვის რას უმტკიცებ? არ ხარ და არ იქნები ერისქალი. არ გელმის შენ ქართველთა თახსირობა და დამდაბლება. წელებზე ფეხს იდგამ, რომ საკუთარი თავის მუდმივ რეპრეზენტირებას ახდენდე. გარს იხვევ მწერლობაში ხელნაცარავ მლიქვნელებს, აბდალ და აფრაკ ხალხს, რომელთაც ჰგონიათ, რომ საქმე აქვთ თანამედროვეობის თვალსაჩინო მწერალ ქალთან, ქართველების სიმონა დე ბოვუართან, ცოცხალ კლასიკოსთან, გენიალურ ნაირა გელაშვილთან. ჯერ წლობით ნახუთარ-ნადუღარი ბალღამის ფუფხი დაიყრევინე გულიდან და მერე იუბნე სხვებზე ამდენი ძვირი. 25 წელი პოლიტიკას ეპოტინები და პოლიტიკის გაგებაში არ ხარ. რა არის ასე თავს გასვლა და გამუდმებული რიოშობა? რა უბედურებაა დედაკაცის ასე გაბუდაყება? რა არის ასეთი საქვეყნო თვითტკბობა? ეს ეროვნული მოძრაობის დროს ჭრიდა ასეთი ფანდები, ასეთი გამოსვლები. დღეს ყველამ დაინახა, რომ ერისკაცებად და ერისქალებად მიჩნეული მწერლები ჩვეულებრივი ყალბისმქმნელები ყოფილან. ესენი არ დაეხსნებიან ქვეყანას და ჰკიდებენ მას თავიანთ ათტომეულებს. ამდენი ნადურდნი და ნაშხამავი ფერადოვანი წიგნი დაგროვდა საწიგნეებში! ლიტერატურაში მოთოხარიკე ცოცხალი მუმიები გაბევრდნენ. ქართული ჰუმანიტარისტიკა დიდი ხანია გადაიქცა ფალსიფიკატორებისა და მწამლავების თავშესაფრად. გაჩნდა უამრავი წიგნისმტყუვარი და ინტერვიუს კლოუნი. კიდევ ერთხელ სამადლობელი დასავლურ ლიბერალიზმს იმისთვის, რომ მან წარმოაჩინა ქართველთა ნამდვილი სახე და გააცამტვერა ამდენი ნატყუარი და ნაკვეხნი. საქართველოში სულ ასეა: განა მხოლოდ ინტელექტუალობის პრეტენზია, არამედ ქვეყნის ინტელექტუალური წინამძღოლობის პრეტენზია აქვთ, თავი ელიტარებად მიაჩნიათ და ამ დროს არიან  კონფორმისტი ფრაზიორები. უღონო და უზნეო ხალხს ეწოდებათ პროფესიონალები. უფროსი თაობის მწერლები ვითომ იმას დასწუხთ, რომ აღარ იწერება კარგი თხზულებები. ვითომ ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებთ და სინამდვილეში საკუთარი თავის გარდა არაფერი გადარდებთ. ქვეყნის ჭირად იქცა გასული საუკუნის 80 – 90 წლებში ჩარჩენილი ამდენი რელიქტური ტიპი. ამათ მარაქაში დრო გაჩერდა. არაფრის გაგებაში არ არიან და ფილოლოგიას შეჰფარებიან. თურმე როგორია მრავალგზის დამძიმებული ხვედრის მქონე, ყველანაირად კრულ ქვეყანაში ცხოვრება!

ვერ დამამცირებ ნაირა გელაშვილო და ვერ მოერევა შენი ღვარძლი ჩემს ჰოფმანს! ეს ნაშრომი შედევრია. ეს გაცილებით მეტი რამ არის, ვიდრე ლიტმცოდნეობითი კრიტიკა. ესაა ფილოსოფოსის დაწერილი ნარკვევი და ის ვერ იქნება ნაირა გელაშვილის საწუნელი და განსასჯელი. ისე შესული ვარ ჰოფმანის ტექსტებში, რომ ცოცხალ არსებასავით ვხედავ მათ. ერთი არ გითქვამს ალალად, რომ ამ ნაშრომს აქვს ესა და ეს ღირსებანი. შენს ღვარძლსა და შურს ვერ ერევი და მიტომაც ვერ ამბობ. ოღონდ ცუდი და საკილავი რაღაც თქვა! ვერ იმეტებ სიტყვას და შურით აღძრული კიდევ ცილს მწამებ, ჭკუას მარიგებ. კომისიამ გაარჩიოს წერტილ-წერტილ, მანდ სად რა შეცდომებია, რა უზუსტობებია.  ჩემი გულის სისხლით ვწერე ჩემი ნაშრომები, რომელნიც შენ ჩუმად წაიკითხე და არ მოგცემ იმის ნებას, რომ ნამუშაკევი გამიარაფრო, ცილი დამწამო და მერე სიამოვნებისაგან ჩაიცინო, როგორც ხარ ნაჩვევი. როგორ იტევ ამდენ ბაყლსა და ბალღამს გულში? ერთი სული გაქვს, რომ გადმოანთხიო და ვინმე მოწამლო. ვითომ წყალსატევებზე წუხხარ, ვითომ სტუდენტებს და მწვანეებს უბამ მხარს, ვითომ ციხეში ნაწამებ პატიმრებს ესარჩლები და ჟურნალისტს ეთიკის არქონაში ამხელ. შემზარავია ეს გაბმული რეზონერობა და მორალისტობა. ჯერ შენი თავისა იკითხე! ძალიან უარყოფითი გავლენა, პათოგენურობა გამოსჩქეფს შენგან. მეტისმეტად ნეგატიური ვინმე ხარ. სათნოება და სიკეთე კი არა, არამედ მეტიმეტი გაკაპასება და რესენტიმენტულობა მოდის შენგან. თან პოსტმოდერნის დებულებებს საშენოდ იყენებ და შემდეგ სხვებისგან მოითხოვ იმ ზნეობას, რაც პოსტმოდერნული რელატივიზმის საწინააღმდეგოა.

ასეც მოგიტყუებია ჩემთვის ორწუთიანი საუბრის შემდეგ, რომ ახლა სადღაც მივდივარო. ამითაც დამამცირე. სინამდვილეში არსად მიდიოდი. რომ გამოვედი შენი კაბინეტიდან, შენს თანამშრომლებს ვკითხე და მითხრეს, რომ ნაირა ახლახანს მოვიდა და თქვა, რომ მთელი დღე აქ ვიქნებიო. მე რას მატყუებ? ჩემთან რას დედუფლობ? სადაც გინდა წადი და რაც გინდა თქვი. ვინ რას გიშლის?

უსაზღვროა შენი თავმოთნეობა. ისე აჩვენებდი, რომ ეკლესიური ცხოვრებისაკენ მიიდრიკე. სად რა ისულიერე? სადაა შენში ქრისტიანული გულისმიერობა? ეს რა ახალი სათავმოთნო გიპოვია? რა სულიერი საგანძური მოინაგრე? რაში დაგეტყო სულის დისციპლინა? არ გაქვს საკუთარი შინაგანობა, არ გაქვს ეს Innerlichkeit და პერსონული ლიბო. გერმანულმა განათლებამ ვერ გაანათლა შენი ბნელი გული. არც შინაგანი გამოცდილება გაქვს. არ გაგაჩნია თვითრეფლექსიის ძალა. არ გაქვს ინტერსუბიექტურობისა და თანამოსაუბრის პოვნის ნიჭი. სამაგიეროდ შეუდარებელი ხარ ფრაზების დახვავებასა და სახიობაში, ნარიოშალის მოამაგეობად გასაღებაში. მე ამას ვხედავ დიდი ხანია და ვდუმვარ, რადგან აზრი არ აქვს შენთან საუბარს, რადგან მყისვე იმას იტყვი, რომ აი, როგორ იჩაგრება ქალი საქართველოში. არაა შენთან აზრის ძალუმობა, სიალალე, არაა ავტორის ინტენცია, ნამდვილობა და სიხალასე, არაა კაცთმოყვარება შენს ნაქცეურში.

წერ ფროიდიანულ საკითხებზე, ათამაშებ კოიტუსისა და თესლნთხევის საკითხს. ამით გეწონება თავი და სხვებს ამეტებ თავს. შენი ეროტიზმი არაა ჰუმანიზმი. ესაა მწამლავი, ატატყანებული დედაკაცის კიდევ ერთი ოინბაზობა. ესაა პროვინციელი ფემინისტის პრეტენზია თანამედროვეობაზე, ემანსიპირებულ სექსუალობაზე. ესაა XX საუკუნის 60-70 წლების  ავსტრიელი და პრუსიელი ფროიდიანელი მწერლების თემის ქართულ ენაზე გადმოცოდვილება.  გქონდეს ციკლოპური პრეტენზიები ყველაფერში და ამავე დროს შეღავათს შეღავათზე მოითხოვდე, რახან ქალი ხარ? მაშ რაღას პრეტენზიობ? რას იმოძღვრები?

შენი ნაწერები აპარპალებული ჩალაა და არა ის ცეცხლი, რომელიც გაათბობს, რომელიც გაანათებს. აქაა მრავალი არათანმიმდევრულობა, სნობობა და რიოშობა. შენ არ ხარ არც სიკვდილს თავმიცემული მწერალი და პოეტი, არც ბედისწერის ხმის გაგონების ნიჭი გაქვს. ფალსიფიკაციაა შენი ნაწერი სიკვდილის და ბედისწერის პოეტებზე – თრაკლზე, რილკესა და ჰოლდერლინზე.  არ ხარ შენ ბედისწერის ჩქამის შემტყობიც კი. მე თუ მივყავი ხელი შენს ნაწერებს, ისე გავაცამტვერებ, რომ მათი გადაყრა მოგინდება. რა არის ამდენი პოზიორობა და ტყლარჭვა? ათობით წელია გრძელდება ნაირას ფემინისტური დრამა და ლიბერალური ბალაგანი. რის გამო ამხელა პრეტენზიები? საიდან ასეთი დიდებისმოყვარება? რა ნაქნარი გაქვს ასეთი და რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ნაირა გელაშვილო? ბრძენის გამომეტყველებით დაიარები ტელევიზიებში და იმის მოზრუნავობას ჩემულობ, რის მიმართაც ყოველთვის გულარძნილი იყავი. კარგზე კარგის თქმა გიჭირს და სხვათა მოყივნებას კი ვერვინ დაგასწრებს.

კი ნუ მიიყურსები, გამოდი და პასუხი მომიგე, რაიმე თუ ვთქვი აქ შენზე ტყუილი და რაიმე თუ არის ნაჭარბი.

მარტი, 2016 წ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s