სინანული იკა ქადაგიძის კადნიერების გამო


იკა ქადაგიძეს კარგად იცნობენ ქართველ მწერალთა შორის. მის შემოქმედებაზე  ადრე (ოქტ., 2014) დავწერე დიდი გამოხმაურება. მას სურდა, რომ მის წიგნებზე აზრი გამომეთქვა. თავად მოისურვა ჩემი გაცნობა და შემხვდა. ორ საათზე მეტი მელაყბა პირველივე შეხვედრისას. ღდინი გამაცალა! მთხოვა ისიც, რომ მისი წიგნის პრეზენტაციაზე მივსულიყავი თსუ-ში. დაჟინებით მთხოვა ისიც, რომ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვსულიყავი. არ მომეშვა, სანამ არ შემიპირა და გამოსვლაზე არ დამითანხმა. მერე ბიბლიოთეკაშიც შევხვდით და კინაღამ წავიქეცი, იმდენი იქაქანა. დავუდექი გვერდში ქადაგიძეს და პრეზენტაციაზე მის ოპონენტებს ვედავე. სხვებსაც ვატყობინებდი მის წიგნებზე და ვაკითხებდი. ახლა ყოველივე ამას ძალზე ვნანობ. ბევრი უმცროსი მწერლისა და ფილოლოგისათვის მითქვამს უარი გამოხმაურების ან რეცენზიის დაწერაზე. ბევრი მოვიმდურე. იკა ქადაგიძეს კი ვუხათრე და მაგრად შევცდი! ჩემი ბლოგიდან ავიღე მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოხმაურება. ისე შემძულდა ეს კადნიერი ქალი, რომ ნოუთბუკიდანაც წავშალე მასზე გამოხმაურების 18-გვერდიანი ფაილი.

            იკა ქადაგიძემ საჯარო კამათში გამიწვია იმის გამო, რომ მძულს ზვიად გამსახურდია და კოლხური კოშკი. არადა, მას ჩემს ბლოგში წაკითხული აქვს და იცის, რატომ შევიძულე ეს მეგრელი რევანშისტი. რახან ქადაგიძე მიჩვეულია არტისტულ მხილებას, პოლემიკურ გაფორმებას, უაზრო ლაპარაკს, ამიტომ ახლა ჩემთან მოინდომა ჯაჯგური და ღია დავა. მან ჰკითხა კოკო გამსახურდიას, თუ რა იყო მიზეზი ჩემგან მამამისის ასე შეძულებისა. მე არ მკითხა და ატყდა თავისი საყვედურებითა და მხილებით. ჯერ ჩემთვისაც გეკითხა იკა ქადაგიძევ რა იყო მიზეზი და მერე გაგეტია შენებურად! კოკოს ელაქუცები, არა? ყონყლოყინე ზ. ჩათლახურდიას კუდი გინდა იყო! დიდი განსხვავება არაა შენსა და ზვიადისტ ქალებს შორის. ერთნი ხართ, უჯიათნი, არშემსმენნი და ცრუნი. ჩემთან არ გაგივა ის, რაც სხვებთან გაგიდიოდა. კაპასობ და მანამუსებ საფეისბუკო მიმოწერაში. კოკო დაგენამუსებინა! ჩემთან მეგობრობა რომ გსურდეს, ხომ მკითხავდი რაიმეს ამაზე? ჩემზე კარგი დამცველი ვინ ჰყავდა მის მამას? მთელი გულით დავწერე სტივენ ჯონსის კრიტიკა და კოკომ ამის გამო საქვეყნოდ გამლანძღა. ცილი დამწამა, რომ ჩემი ნაშრომები სხვას მოვპარე. რატომ ვერაფერი უთხარი მას ამაზე? იმიტომ, რომ ეგ შენთვის მეორე ზვიადია! ახალდამეგობრებულ ადამიანს, ვინც შენ საუკეთესოდ გამოგაჩინა, ასე ექცევი და სხვებთან რაღას იზამ? შენი პრეზენტაციის შემდეგ იყო ჩემგან გამსახურდიების შეძულება. ვითომ ვერ ხედავ ამას. ეგეც  ვერ თქვი, რომ კოკო შენთან ასე საძაგლად არ უნდა მოქცეულიყო, რადგან შენც გამსახურდიების მოლიქნე ხარ.

შენ მიწვევ ღია კამათში? შენ მე საჯაროდ მეპაექრები? კეთილისმყოფელს ასე არ სწირავენ და ასე არ ასწავლიან ჭკუას. რაები მომწერე! ჩემი გაშავების და წიხლისკვრის ჟინი გკლავს. იმ წყენას ვერ ინელებ, რომ ტელეფონზე ჩემთან საუბარი აგიკრძალე.  გატყდი და თქვი, რომ სული ამომხადე ხაზის ტელეფონზე სამსაათიანი მონოლოგებით. გემალებოდი და მაინც მპოულობდი. ლაპარაკობდი და ვერ გაჩერებდი. რამოდენიმეჯერ მიამბე, რომ როსტომ ჩხეიძეს ცოლად უნდოდი და შენ არ გაჰყევი. ისიც ბევრჯერ მიამბე, რომ მავანი პოეტები ლექსებს გიძღვნიდნენ. რაღას არ მიამბობდი! ცუდად ვხდებოდი და გითხარი, რომ არასოდეს დაგერეკა ჩემთან. ამას ოდიოზური საქციელი უწოდე და ბოდიშის მოხდას მთხოვ. თურმე „უხეშად შეგაქციე ზურგი“.  კუდები გამოაბი იმას, რომ კარგახნის შემდეგ ფეისბუკში დაგიმეგობრდი და ფიქრობ, რომ შენი გადაბირება მინდოდა. დაკითხვა გამიმართე ფეისბუკში ამის გამო. სად გაგონილა ინბოქსში ამხელა წერილების მოწერა? დაგეყო მონაწერი. წიგნს წერდი ინბოქსში? ეს რა მოწერილობაა?  

საერთო მეგობარი გვყავს ცხოვრებაში. ესაა კრიტიკოსი ლევან ბებურიშვილი. დაგიმეგობრდი ფეისბუკში, როდესაც გავიგე, რომ  გვერდი გახსენი. ეს იყო და ეს. ლევანისგან ხომ იცოდი, რომ ავად ვიყავი და მძიმე ოპერაცია გადავიტანე. შენ რომ კარგი გულის ქალი იყო, ხომ მომიკითხავდი ერთხელ მაინც. გული რომ გულობდეს, ხომ მეტყოდი ორ სიტყვას ჩემს ბლოგში დადებულ ნაშრომებზე. ერთხელ მაინც გეთქვა, რომ აი ეს კარგია, ეს ცუდი. შეგატყობინე, რომ ესა და ეს ნაშრომი წაგეკითხა. შენ კი მომწერე, რომ ტაქტიკა შევცვალე და ავმოქმედდი შენს მისამხრობად. სიცეტე გაქვს მორეული და თავს ვერ მალავ.  

ისე გამოიყვანე, რომ როდესმე რაიმეს გთხოვდი და შენგან რაღაცას მოველოდი, რახან ფეისბუკში დაგიმეგობრდი. ლევან ბებურიშვილის  ხათრით დავწერე შენზე ასე მადლიანი გამოხმაურება. მე რა უნდა მსურდეს შენგან?  უმადური და ცილისმწამებელი ვინმე ყოფილხარ!  რაები მომწერე! რა ძალ-ღონე არ დაგიზოგავს, რომ ჩემი სტატიები ჟურნალში გამოგექვეყნებინა? როდის გთხოვე ჩემი ნაწერების სადმე გამოქვეყნება? ეს მე გეუბნებოდი, რომ კარგი იქნებოდა შენს შემოქმედებაზე დაწერილი ჩემი გამოხმაურება რომელიმე ჟურნალში გასულიყო. შენ ვინ რა გთხოვა? არ დამაგინებინო აქ მკვდარი და ცოცხალი! არარსებულ მადლს მამადლი? არგაკეთებულს მყვედრი? რაიმე რომ გაგეკეთებინა ჩემთვის, მერე რაღას იტყოდი, ტარაბუცა დიაცო?  ილია ჭავჭავაძეს თურმე აგრესიულად და მტრულად ვუყურებ. ამდენი ლაჩრობა და სიმდაბლე სად ვის გამოუვლენია, რაც აქ ვლინდება 1989 წლიდან? ვითომ არ ხედავ ამას და იმხილები ჩემი ნათქვამის გამო. ფრაზებს ისვრი და ერთი ამბავი გიდგას. ქურდებზე სტატიაში დავწერე ჯაბა იოსელიანზე, რომ პასიონარი იყო. ამასაც მყვედრი. ჯაბა აღარ ჯობდა ზვიადის გვერდით მყოფ მაყვირალ დოყლაპიებს? შენ მე მასწავლი ფიქრსა და წერას?  თუ არ მოგწონდა ჩემი ნაწერები, რაღას მთხოვდი შენზე გამოხმაურების დაწერას? გამომიყენე და მერე მხილება დამიწყე.    

აღარ მაცლიდი შენზე გამოხმაურების დამთავრებას. ცმუკავდი და ერთი ამბავი გედგა. დასამთავრებელი ფაილი გამომაგზავნინე და სული მიგდიოდა, რომ წაგეკითხა, რას ვწერდი შენზე. ლევანსაც ეკითხებოდი. მერე შენიშვნები მომწერე. ეს და ეს აქა და აქ ჩაამატეო. მამარდაშვილზე ჩამატება მთხოვე. არ მოისვენე, სანამ ტელეფონზე არ წაგიკითხე, რა ჩავამატე მამარდაშვილზე.  ტაქტი რომ გქონდეს, გაზრდილობა რომ გეტყობოდეს, ამდენს გაბედავდი? როდის იყო, რომ გამოხმაურების წერისას სარეცენზიო პირი რეცენზენტს ასე ეჩრებოდეს საქმეში? იცი, რის გამო მოგითმინე? თითზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ საქართველოში ქართული შეგნების კაცები და ქალები. ლევანის სახელით მოხვედი ჩემთან და მას ვცემ პატივს. ლევანმა მითხრა შენზე კარგი ჩვენს შეხვედრამდე. ამიტომ არ შევიმჩნიე წყენა შენი ტუტუცობის გამო. განა მარტო ეს იყო. შენზე გამოხმაურების წერისას მირეკავდი და მეკითხებოდი, როდის დავამთავრებდი, როცა მე ნათქვამი მქონდა გამოხმაურების შენთვის ხელში გადმოცემის ბოლო ვადა. გითხარი, რომ 20-გვერდიან გამოხმაურებას გიწერდი და არ დამაცალე. 18-გვერდიანი გამოხმაურება ხელიდან წამგლიჯე. ეს უზრდელობა და გათავხედებაა.   

თვალი მოვხუჭე იმაზე, რომ შენს წიგნებში უამრავი გამეორება, გაწელილი მსჯელობა და ნალაყბევი ადგილია. სიკეთის გამო, ქართული მწერლობისა და ქართული იდეის გამო ვიცრუე და დაგიწერე ისეთი გამოხმაურება, რისი ღირსიც არ იყავი. თურმე წინასწარ გამაფრთხილე, რომ შენზე კარგის დაწერით მტრებს მოვიმრავლებდი? რაებს მიჰქარავ, ქადაგიძის ქალო! ვინ მტერი აღმიჩნდა შენზე კარგის დაწერის გამო? რად მარგია შენი მოკავშირეობა, ამას რომ მწერ ფეისბუკში ჩემს შესაყვედრებლად? მოიცა, მე მოვედი შენთან გასაცნობად და შენს წიგნებზე გამოხმაურების დასაწერად?  ყველანაირად დაგიდასტურე ჩემი პატივისცემა. ბარათაშვილის მუზეუმში პოეტთა შეკრება რომ იყო, შენის მუდარით იქაც გამოვედი. ვერ ისვენებ, რომ ვინმეს მორალისტობა არ დაუწყო. ვერავინ ვერას შეგასმენს. მაინც შენსას ერეკები! ეგ რამ გათქმევინა, რომ ზვიადზე კარგს ვამბობდი გამორჩენის და კარიერის გამო? რა კარიერა მქონდა? გამოიყენე ჩემი სახელი და ახლა მწიხლავ?  აი ამიტომ შეგიძულე და უარს ვამბობ შენს შემოქმედებაზე დაწერილ გამოხმაურებაზე.   

                                                               სექტემბერი, 2016

        

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s