ყონყლოყინე


ანოტაცია: წინამდებარე წერილში საუბარია ერთი პოლიტიკანსა და ცრუ ერისკაცზე. ფაილის მოცულობა – 7 გვერდი.
ყონყლოყინე ზ. ჩათლახურდიას საქართველო იცნობს, როგორც ხელმოცარულ, მეროჭიკე პოლიტიკოსს. ხალხი იცინის მის ერისკაცობაზე და ანეკდოტებს ჰყვება. ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ყონყლოყინე დავით თარხან-მოურავთან მიხოხდა და მას ეამხანაგებოდა პარლამენტში მოხვედრის მიზნით. არჩევნებამდე ის მიმტკიცებდა, რომ თარხან-მოურავი რუსეთის აგენტია და „პატრიოტთა ალიანსი“ კი რუსული პროექტი იყო. თარხან-მოურავთან მისვლით შენ კიდევ ერთხელ სცნობ შენი მამის დამამხობელთა სიმართლეს. თუ ასეა და მე რას ვირჯებოდი ზვიადის დასაცავად ამდენი წელი? შენი მამის მტრებთან სურათებს იღებ, კულტურულობ და დიპლომატობ. ადრე ყონყლოყინემ თარხან-მოურავის ჩემეული კრიტიკა თავის გვერდზე გააზიარა ფეისბუკში და ის მეთანხმებოდა იმაში, რაც მასზე დავწერე. 2007 წელს ყონყლოყინე ოპოზიციონერობდა, ბოლოს სააკაშვილს შეუთანხმდა, მისგან თანამდებობა მიიღო და უცხოეთში წავიდა. არჩევნების დრო კიდევ მოვა და სად მიფორთხდება ყონყლოყინე, ეშმაკმა უწყის. კარიერის გამო ის თავის მამის ძვლებს გაყიდის და ამავე დროს მისი საქმის გამგრძელებლად ასაღებს თავს, ხუნტას ამხელს და კანონიერი ხელისუფლების აღდგენაზე ბჭობს. როგორც მელა უტრიალებს საქათმეს, ეგრეც ყონყლოყინე უტრიალებს პარლამენტს. ფულისა და სახელოს შოვნაზეა დაგეშილი ყონყლოყინე. მეგრული პროვინციალიზმით დაბრმავებულთ კი ის ერისკაცად მიაჩნიათ. ის ყველგან ამას ამბობს, რომ მას გავლენიანი მტრები ებრძვიან. ვთქვათ, მოხვედრილიყო ყონყლოყინე პარლამენტში ან 2004 წელს, ან ახლა. რას გააკეთებდა? რას შეცვლიდა? რა აზრი აქვს საქართველოში ზვიადის დროის ხელისუფლების აღდგენას? რა სადმე გამოსაჩენი დასი ესაა?
დავუშვათ, 1992 – 3 წლებში შევარდნაძეს დაეტუსაღებინა ორი კვირით ეს ყონყლოყინე. რა ამბავს ატეხდა ზვიადისტებისა და ეროვნული თაღლითების ხროვა. ტანჯულ ერისკაცად წარმოაჩენდნენ მას და ყონყლოყინეც შეიფერებდა ამას. ივლიდნენ ღამით და კედლებზე დააწერდნენ: „თავისუფლება კოკოს!“. ლექსებს დაწერდნენ გაზეთებში გმირ მამა-შვილ გამსახურდიებზე, რომელნიც შევარდნაძის ხუნტას ებრძოდნენ.
ზვიადს ადრევე აკვიატებული ჰქონდა, რომ შვილს კაგებე დასდევდა და მის მოწამვლას ლამობდა. სამოქალაქო ომის დროს ზვიადს ყონყლოყინე გადამალული ჰყავდა და თავის სიგიჟეს სხვისი შვილები შესწირა. ტყეში გახვეწილ ზვიადის მომხრე მეგრელებს იმედი ჰქონდათ, რომ ყონყლოყინე მათ გვერდით დაუდგებოდა. ის გაიპარა უცხოეთში და ამდენი წლის მანძილზე ხმა არ ამოუღია არაფერზე. შეშინებული და მოყუჩებული იყო შვეიცარიაში. ის იფერებდა, როდესაც საქართველოში მას პოლიტიკურ დევნილად წარმოაჩენდნენ. საქართველოში ყონყლოყინე გამოჩნდა მხოლოდ შევარდნაძის გადაყენების შემდეგ და გამზადებულზე პარლამენტში შესვლა მოუნდა. ჩამოვიდა და დაიწყო პოზიორობა, ვითომ ეროვნული მოძრაობის განმაახლებელი იყო. ზვიადის შვილობა და კონსტანტინეს შვილიშვილობა მას თამასუქად მიაჩნია და სურს, რომ ყველგან გაუდიოდეს. კოლხური კოშკის უფლისწულად მიაჩნია თავი ამ შვეიცარიელ გლახას. მან სააკაშვილსაც არ შეაწია სიტყვა, როცა ის შევარდნაძეს ამხელდა და მის გადადგომას მოითხოვდა. არც ამით შეიწუხა თავი. შვეიცარიიდან უცქერდა სეირს ეს ჩვარი. 9 აპრილის რბევის დროს ყონყლოყინე, რა თქმა უნდა, დამალული იყო. ოპოზიცია რომ ზვიადის დასამხობად ემზადებოდა, მაშინაც დამალული იყო ეს მედროვე და მთხლე.
პოლიტიკოსობის გარდა მეცნიერადაც მოაქვს თავი ყონყლოყინეს. დადის ტელევიზიებში, რადიოსტუდიებში, ინტერვიუებს არიგებს გაზეთებში. ამდენი წელი უცხოეთში წამოწოლილი რომ იყავი, ან სამეცნიერო ნაშრომი დაგეწერა, ან რომელიმე ევროპულ გამოცემაში გამხდარიყავი კოლუმნისტი. აგეღო სადისერტაციო თემა, გევლო ბიბლიოთეკებში და დაგეწერა რაღაც. ორი წიგნუკა დაგიწერია და გინდა ამის საფუძველზე საქართველოში სამეცნიერო ხარისხი მოგენიჭოს. შენვე მითხარი ადრე, რომ ასე გსურს. ფეისბუკის კომენტები წიგნად გინდა გამოსცე. ამას ეძახი შენ მეცნიერობას? ან ემიგრანტთა დასი შეგეკრიბა. ემიგრანტები არიან და ძვირს ამბობენ შენზე. ხომ ვერ იტყვი, რომ თავზე გაწვიმდა და პურის ყუა გენატრებოდა. ცუდად არ ყოფილხარ შვეიცარიაში. მე მანამუსებ, რატომ არ დამიცავიო. რა დაცვა გინდოდა? ვინმე მოგდევდა? საქვეყნო საქმეს იწყებდი ემიგრაციაში და ვინმე გიშლიდა? უცხოეთს ეტარებოდი ამდენი წელი. რას იქმოდი? ჩამოხვედი აქ უცხოეთს ნატარი, ევროპელობ და გალანტურობ, ყინჩობ და ბრძენკაცობ. ამ დროს კაი ვირისთავი და ბოღმით გატენილი არსება ხარ. კოწიას შვილიშვილი კოკო, თორემ შენც ახლა მთვარეზე ლეღვი არ დარგო!
არც მაშინ გამოდექი, როცა შენი მამის სიკვდილის მიზეზებს იძიებდნენ. ვერ გაბედე მოგეთხოვა შევარდნაძის დაკითხვა. ახლა ფეისბუკში იჯღაბნები და ისევ ამ საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვ. გადაჰკიდებიხარ ბესარიონ გუგუშვილს და დაკითხვას უწყობ. ხუთი ათასი ფრენდი გყავს ფეისბუკში და მსახიობობ მათ წინაშე. პოლიტიკის გაგებაში არ ხარ შენ, ყ. ზ. ჩათლახურდია! ელცინის მოსვლისას რუსეთი და ამერიკა შეთანხმდნენ და მათი გაქნეული წიხლი ისევ საქართველოს მოხვდა. ამდენი წელი შუაგულ ევროპაში ცხოვრობდი. როგორიც აქედან წახვედი, ისევ ისეთი ჩამოხვედი. არაფერი არ გისწავლია. არაფრით არ შეგიწუხებია თავი. ცხოვრობდი თბილისში, გაიზარდე ცნობილ ოჯახში და ქართველი მაინც ვერ გახდი. ისევ ის მეგრელი მაქცია ხარ. როგორია, საქორთუოში დაიბადო, დაიმარხო და მაინც არ ქართველობდე. დაგისაჭიროვებია ხარფუხელ-სეიდაბადელი კინტუას ზნე და ამით გადიხარ იოლას. შენმა მეძაობამ, სიმხდალემ და მეტისმეტმა ბოღმიანობამ კიდევ ერთხელ გაამართლა შენი მამის დამამხობლები. გვიან გავიგე, რად სძულხართ ძველ თბილისურ ოჯახებს გამსახურდიები. საათობით მისაუბრია თამაზ ჩხენკელთან, რომელიც იცნობდა კოწიას, ზვიადს და შენც. ვიცნობდი ჯაბა იოსელიანს და მისი მონაყოლიც მახსოვს. ვიცნობდი ბაჩანა ბრეგვაძეს და ბევრიც გვისაუბრია. ვიცნობ თენგიზ სიგუას და მისგანაც ვიცი ბევრი რამ. არა, ყველა კაგებეს აგენტი როგორ იყო და არის? ეროვნული მოძრაობის მონოპოლიზებით ზვიადმა დაღუპა ქართული იდეა.
ზვიადს სურდა, რომ მთელი საქართველო კოლხური კოშკის დანამატად ქცეულიყო და მთელი ინტელიგენცია მწერალი კოწიას მეხოტბედ მდგარიყო კოლხურ კოშკთან. მას მიაჩნდა, რომ მის მამას საბჭოთა დროში აკლდა აღიარება და სულ კოწიას წინ დაყენებას ცდილობდა. ზვიადის თქმით, ყველა წითელი ინტელიგენტი იყო და კოწია კი გამონაკლისად რჩებოდა. ყველაფერს ისე აკეთებდა ზვიადი, რომ მტრად იკიდებდა დიდსა და პატარას. უბედურება იყო ზვიადის დაჯდომა საქართველოს ტახტზე. ხალხი ენდო იმას, ვისი ნდობაც არასგზით არ შეიძლებოდა. ნუ გახდა პრეზიდენტი და ეს იმედიღა რჩებოდა, რომ ეგების ღმერთმა იპრიანოს და ნათელი ჩამდგარიყო მის ბოღმიან გულში. ასე არ მოხდა. არ უშველა ზვიადს არც ლოცვამ და არც სანთლების მონთებამ. მის გავლილზე ყველგან თარსი და უბედურება დარჩა. ქრისტეს ეყორჩებოდა ზვიადი და ნაცრის მქექავი გამოდგა. რა არამზადაც ერთხელ იბადება კაცი, ის რჩება ბოლომდე. სტეფანწმინდას ჩასული, აღზევებული ზვიადის სადილი ჩემს სახლში მზადდებოდა. ხალხმა დაივიწყა მისი წარსული და სათნოებას მოელოდა მისგან, ვისგანაც ბოროტების გარდა არა იყო რა გამოსალოდი. ხალხის სიყვარულს მოითხოვდა და მიიღო. რელიგიურ დოგმად აქცია მან პრეზიდენტის მომხრეობა. მალე მოლოქად იქცა ზვიადი და ათასობით ქართველი შეჭამა. არასოდეს არაფერი უთქვამს მას თავის არაკაცობაზე და არა მხოლოდ საპოლიტიკო შეცდომებზე. ცხოვრებამ უარყო და განგებამ სასტიკად გაწირა ზვიადი. რაც კარგი გააკეთა, თურმე იმიტომ, რომ შემდეგ ამით გაემართლებინა თავისი უგვანი პრეზიდენტობა. ჯერ ეს ყონყლოყინე აღეზარდა თავის მამას და მერე დაენამუსებინა სხვები.
ყონყლო, შენი მამის მესიანიზმს თუ მისდევხარ, როგორღა ხარ ლიბერალი, ატლანტისტი და ნატოს მეხოტბე? დავწერე ისტორიკოს სტივენ ჯონსის კრიტიკა შენი ოტებული და განაცრებული მამის დასაცავად. ამან გაგაგიჟა, ჭკუის სწავლება და თათხვა დამიწყე. ეს იყო 2014 წლის ზაფხულს. შენ დაგეწერა ჯონსის კრიტიკა თუ გული გერჩოდა. რისი დამწერი ხარ? საარაკო ქლესაობა დიპლომატიად გაგისაღებია. ვერ გაუბედე ამერიკელ მეცნიერს შეკამათება. ისევ მე დამიწყე მყრალობა და კილვა.
შენ მოისურვე ჩემი გაცნობა და შეხვედრა მთხოვე. პირველივე შეხვედრისას მარწმუნებდი, რომ გავლენიანი მტრები ხელს გიშლიან და გდევნიან. ვინ გდევნის? რა სადევნი ხარ? ვის დაჰკარგვიხარ ან აქ და ან სხვაგან? რა საქვეყნო საქმე განიზრახე და ვერ გააკეთე? მიმტკიცებდი, რომ კაგებემ ხალხი შემოგიგზავნა შენს პარტიაში და დივერსია მოგიწყო. ვითომ ისევ გასული საუკუნის 80-იანი წლები იდგა. შენს არაკაცობას კაგებეს რას აბრალებ? რაღა დროს კაგებეა? კაცს რომ ეტყვი – თუმნიანი მეგონე და შაურიანიც არ ყოფილხარ! აი ეს ხარ. პარტია შეაკოწიწე და ხელში შემოგეფშვნა. ხალხი გაგექცა, რადგან დაინახეს, რაც ხარ. 2004 წელს ქართულ იდეას მოწყურებული ხალხი მოვიდა შენს პარტიაში ამიტომ დაივიწყეს რაც ხარ. როგორც ადრე შენი მამის წარსული დაივიწყეს და მას მიენდნენ, ეგრეც შენი დაივიწყეს. ბოლოს ხომ საჩინოვდება ყოველივე და გაიქცა შენი შემყურე ხალხი. შანიძის N 13-ში გქონდა პარტიის ოფისი. 2009 წელს შეკრება იყო და ინტერესის გამო შემოვიხედე.
პირველივე შეხვედრისას გითხარი, რომ ევრაზიელობა საქართველოსთვის გამოსადეგი იყო და მას ვემხრობოდი. შენი წიგნი („დინების საწინააღმდეგოდ“, 1997) წამოაცუხცუხე და მომაჩეჩე დასარედაქტირებლად. ასე მითხარი, რომ მისი მეორედ გამოცემა გსურდა. როცა ამას მთხოვდი, მაშინ პუტინის აგენტი არ ვიყავი. ჯერ მე მთხოვეთ სტივენ ჯონსისათვის პასუხის გაცემა და ზვიადის დაცვა. შემდეგ სომხობა, ოსობა და კაგებეს აგენტობა შემწამეთ („სომეხა ხარ“, „დაშნაკელო სუნდუკიანცო“, „შე გევორქიანო“, „ფუხაევი ხარ და არა გვასალია“, „ოსი ხარ და მალავ“, „პუტინი გაწერინებს“). თუ სუნდუკიანცი და ფუხაევი ვარ, მაშინ შენთვის ეთხოვათ სტივენ ჯონსის კრიტკის დაწერა, ყონყლოყინე. შენ გიხამდა ამის გაკეთება. მაგდენიც არ იცი, რომ პუტინი არ ყოფილა და არ იქნება ევრაზიელი. ოღონდ მე გამაშავო და გამთათხო. ისიც იცრუე, რომ შენ ჩემთვის შენი წიგნის რედაქტირება არ გითხოვია. საშენწიგნოდ რომ გამომიყენე, მაშინ რატომ არ აზუსტებდი საქვეყნოდ, პუტინს პირადად ვიცნობდი თუ არა? ისიც მყვედრე, რომ ალ. დუგინთან მიმოწერა მქონდა, რაც მე გითხარი თავიდანვე. ყველაფერში შენი მამის ჩათლახური ზნე გაქვს გამოყოლილი. მე არ წავსულვარ უცხოეთში და ქვეყნის უბედურებისათვის შორიდან არ დამიწყია ცქერა. შენ რა უნდა მყვედრო, შვეიცარიელო ქათამო! ყველაფერი გავიწყვიტე და ყველაფერს გამოვაკლდი ეროვნული იდეის გამო და ახლა ამ სიტყვის გაგონებაც მზარავს. ქალიან-კაციანად თითსაღირები სალახანები ხართ ეს ეროვნულები. წლობით იგესლებით და ამის მეტი არაფერი შეგიძლიათ. სულ გადაილეკეთ სინდისი და უმეცრებას სხვათა კილვით ფარავთ. ვითომ ჭირს ირიდებდით და ჭირის დედ-მამა თავად ხართ. თქვენგან გამოჭრელდა ამდენი ავი და ედუარდის სიავე მერე დაემატა. დაღამდით უმეცრებაში. რა დაგიჩემებიათ და რა დაგიარავებიათ, თქვენდათავად დღემდე არ უწყით. ასო-ასო აქნა ცხოვრებამ თქვენი ეროვნულობა. კანონიერი ხელისუფლების აღდგენას იქადით, არა? ტელევიზიებს ტილივით ჰყავხართ მოდებული. ურცხვინო ქალები და კაცები, რომელნიც მთელი ცხოვრება წყალივით სვამენ ბრიყვობას. რაც ეროვნულებმა თავისი მტკაველითა და არშინით აზომეს, მისგან მხოლოდ ჩანჩურას სამოსი შეიკერა. ეროვნულების დაცემული კალოდან ბზის გარდა არა დადგა რა. წამოქელა ცხოვრებამ ქართველი და დიდი სისხლიც გაადინა. განგების მსჯავრი სასტიკი იყო. არც რჯული დაჰყვა გამმარჯვედ საქართველოს. რამდენჯერაც დიდი ხატები გამოაბრძანეს და ატარეს, იმდენჯერ საქვეყნო უბედურება ატყდა. ესაა ქართული ეროვნულობის ბოლო. ერთმა ეროვნულმა ჩიტირეკიამ დაწერა გაზეთში, რომ სანამ პუტინი მალავს ზვიადის თავის ქალის იმ ფრაგმენტს, რომელშიც ტყვია შევიდა, მანამ პრეზიდენტის სიკვდილის საქმეს ნათელი არ მოეფინებაო. ტრაგიკოსმა კლოუნებმა გახადეთ სამასხროდ და სასაცილოდ ზვიადის სიკვდილიც, ეროვნული მოძრაობაც და ქართველთა მოდგმაც. ეროვნული კლოუნესა, პოეტი ყიკა ქადაგიძეც მე მთხოვდა მის შემოქმედებაზე გამოხმაურების დაწერას. დავუწერე და მერე კილვა დამიწყო. ყონყლოყინე, ჩვენი შეხვედრისას, შენი უმსგავსობის შემსწრეთ და შემცქერთ, ეთქვათ რაღაც ან გურამ პეტრიაშვილს, ან ნუგზარ მგალობლიშვილს, ან სხვებს. დავმსხდარიყავით ერთხელ მაინც და ქვეყნის საჭირველზე გვემსჯელა. წლები გავიდა და გადის. ესეც არ გინდათ და რაღა გალაპარაკებთ?
თუ ასე გაღელვებდა სტივენ ჯონსის მიერ შენს მამაზე გამოთქმული კრიტიკა, შენ აგეტეხა პოლემიკა. მე დავიწყე ეს პოლემიკა და ერთი სამადლობელი სიტყვა არ დაგცდა. შურმა დაგრია ხელი. რას მასწავლი და მიზუსტებ? იმ ავადმყოფ მაჭუტაძესაც ვერ უთხარი, რომ ჩემი მამის ასეთ დამცველს შენ რას ეუბნები? იმიტომ ვერ უთხარი, რომ სააკაშვილისგან კვლავ გამორჩენას ელოდი. დამიმალე, რომ მაჭუტაძე ნაციონალია. გამორჩენის გამო დოსტობდი მასთან. როსტომ ჩხეიძემ თავის ჟურნალში სტივენ ჯონსის წიგნზე დადებითი აზრი დაბეჭდა. ამავე დროს ჩხეიძე ზვიადს ჭირისუფლობს და დოკუმენტური რომანიც კი დაწერა მასზე. ყონყლოყინე, შენ ვერას ეტყვი ამის გამო ჩხეიძეს, რადგან ფულია მასთან და სადაც ფულია, შენ იქ მოკაკვული დგახარ. ჩხეიძე შენს ნაცოდვილარებსა და ნათაღლითარებს თავის ჟურნალში გიბეჭდავდა და ხმას როგორ ამოიღებდი?
გესლს ანთხევ ფეისბუკში. სხვაგვარად არ შეგიძლია. მთელი ქვეყნის მსაჯულობა ჯერ შენს მამას სურდა და ახლა შენ დამჯდარხარ სოფლის ნათლიად. სისხლი გწყურია და ამიტომ დაუჭირე მხარი ჩეჩენ სალაფიტებს შენს პოსტში (4 დეკ., 2014) , როდესაც ისინი გროზნოში შეჭრისას ახმად კადიროვის დამხობას ლამობდნენ. შენ წერდი ჩეჩენი მებრძოლების თავგანწირულ წინააღმდეგობაზე. ერთი ჩეჩნეთს გახვეწილი შენი მამა ვარგოდა რუსებთან საომრად და მეორე შენ! როგორ ფიქრობ, სალაფიტებმა რომ დაამხონ ფედერალური ხელისუფლება ჩრდილო კავკასიაში, საქართველოსთვის უბედურების გარდა რაიმე იქნება?
ყონყლოყინე, ჩემთვის რაიმეს ნიშნავს ზვიადისტი და ეროვნული ცრუპენტელების აღიარება? ჩემი ბლოგი გადაქექილი გაქვს. კი არ გაიხარე და თქვი, რომ ასეთი ავტორი განა სოროსის ფონდში, განა შევარდნაძის დასში, განა სააკაშვილის დასში, არამედ ეროვნულ ბანაკში დგას. ჩემი გაშავების ჟინი გკლავს. როგორ თავი გამოიდეს ჩემს გათათხვაში ყველამ, ვისაც შენ ერისკაცად მიაჩნიხარ. რაები მითხრეს! ასეთი შტერი და მორალისტი მასხარების ხელში რა ეროვნული მოძრაობა გაიხარებდა?
იმ ჩხუბის შემდეგ რომ შეგხვდი, ფერი არ გედო, ისეთი მოხვედი. გეშინოდა და კაი გვარიანად დაიგვიანე. ადამიანობის გამო უპატიებელი გაპატიე. წახვედი, თავი სამშვიდობოს დაიგულე და ისევ ენამყრალობა დაიწყე ფეისბუკში. ჰოფმანზე დაწერილმა ჩემმა ესსემ გაგაგიჟა. განა გაგეხარდა, რომ ასეთი ნაშრომი შეემატა ქართულ ლიტერატურას. თურმე ყროლს იგროვებდი გულში. სიტყვა ვერ გაიმეტე და ესღა მოახერხე, რომ დავა დამიწყე, რატომ დაიბეჭდა ეს ნაირა გელაშვილის ჟურნალში. განა ადრევე არ გითხარი, რომ ნარკვევი ჰოფმანზე ნაირა გელაშვილის ჟურნალში გავიდა? მაშინ რატომ არაფერი თქვი? შემომითვალე, რომ ვისთვისაც შენი პაპა მაღალი დონის მწერალი არ იყო, ის ან უკიდურესი ლიბერალია, ან დუგინის, პუტინის, FSB-ს (ასე მომწერე) წარმომადგენელი. შემდეგ თქვი, რომ მათი ფლაგმანია სუკის ცოფიანი კახპა, შევარდნაძის ნათრევი და ნაბოზარი ნაირა გელაშვილი. მანამდე ის მომწერე, რომ გავლენიანი მტრები გებრძვიან. ვინ გებრძვის? რას იგონებ? შენს ნებაზე ხარ მიშვებული და გესლავ ქვეყანას. პუტინს და დუგინს რაღად უნდათ კოწიასთან ბრძოლა? შენ რომ დაგიჯეროს კაცმა, სხედან ახლა კრემლში რუსი ელიტარები და იმას ფიქრობენ, როგორ გააქიაქონ კოწიას რომანები. ნაირაზე რომ ასე მწერ, ესე იგი, მე მამხელ და მაგინებ. ზუსტად ასე მსჯელობდა შენი მამა და რა ჩიტიც დაიჭირა ბოლოს, ყველამ დაინახა. არ გატყდა შენი მამა და ერთხელ არ თქვა, რომ ესა და ეს არასწორად გავაკეთე. ყველა ტყუოდა და ერთი ზვიადი იყო მართალი? მამა-შვილმა მთელ ქვეყანას სამუდამო ვალად დაადეთ მწერალი კოწიას რომანები! თავი წასჭამეთ მთელ საქართველოს კოწიას რომანების გამო! არასოდეს ჰკლებია კოწიას აღიარება. სწორედ კომპარტიამ შეასახელა ის პირველ მწერლად. მას წიხლით შეუღია გამომცემლობის კარი და თავისი რომანების დიდი ტირაჟით გამოცემა მოუთხოვია. სულ დიდ ტირაჟებს აძლევდნენ. რაღა გინდათ? რად ვერ გაძეღით ეს მამა-შვილი! აღარ გამოვა დღეს კოწიას რომანების მრავალათასიანი ტირაჟით გამოცემა. შენ ეს გინდა, ყონყლო, რომ კოწიას წიგნები ისევ ისე დიდი ტირაჟებით გამოდიოდეს და ჰონორარებს იჯიბავდე. ეს გინდა, რომ ტელევიზია კოწიაზე, ზვიადზე, კოლხურ კოშკზე ლაპარაკს ვერ რჩებოდეს. ზვიადისგან დაშხამულმა ქალებმა გაიტანეს და დაწვეს იმ მწერლების წიგნები, ვინც მისი მოწინააღმდეგე იყო. კოწიას რომანები და ზვიადის წიგნებია გასატანი და დასაწვავი! ჭირად და სამსალად ექცა ეს წიგნები საქართველოს. მე გადავყარე საბჭოთა დროს გამოცემული კოწიას წიგნები, ასევე გადავყარე სოსო სიგუას რედაქტირებული წითელყდიანი „მთვარის მოტაცება“ და პოსტსაბჭოთა დროში გამოსული კოწიას ტომეულები, ასევე ზვიადის ნაწერები. გადავაგდე ასევე შენგან ნაჩუქარი წიგნი ზვიადის სიკვდილის მიზეზებზე. დანახვა მძულდა უკვე. ამდენი ჭირი გამოვიდა კოლხური კოშკიდან! როგორ ვნანობ, რომ ზვიადს ვემხრობოდი! ახლა მე ვარ პირველი პუტჩისტი და ხუნტარი.
გულმა რეჩხი როგორ არ გიყო, როცა შენმა ამფსონმა ნიკა მაჭუტაძემ, რომელიც ახლა ნაცმოძრაობის ლიდერთაგანია, ცილი დამწამა, რომ ჩემი ნაშრომები სხვას მოვპარე. ხმა არ ამოგიღია. ვინც არ დამიმტკიცოს, რომ ჩემი ნაშრომები სხვას მოვპარე, იმას სისხლი მძღნერად ექცეს და მკვდარი მიწამ ამოუფურთხოს! ჩემთან არ გაგივა შენი შემწამებლობა. ბარემ ეს მითხარით, რომ ზვიადს და კოწიას მოვპარე ნაწერები. ყონყლო, ავადმყოფი ხარ, მაგრამ არა ისეთი, რომ შენს ნათქვამზე პასუხი არ მოგკითხო. რკინის კეტით საცემი ხარ, მაგრამ ეს არა. შენ უნდა ეგდო რაც შეიძლება დიდხანს და ეწამო გესლით! ბალღამში უნდა იპოხებოდე სამარის კარამდე, ჭიტლაყსაჭერო კაცო! მორიელის ჯიში, ნაბოზარი და ნაჩათლახარი კოლხურ კოშკში მოიკითხე. შენზე იყოს 1992 – 3 წლებში დახოცილი მეგრელების სისხლი, მანამდე თბილისში დახოცილი ახალგაზრდების სისხლი, რომელნიც შენი მამის სიგიჟემ და თარსიანობამ შეიწირა. გამოიყრონჭე ახლა ჰალსტუხსა და კოსტუმში, დაჯექი სადმე ტელევიზიაში და გამოგონჯე, როგორ გებრძვიან კრემლის აგენტები. ამოიქციე ბოღმიანი სული და შური შეანავარდე. მიტინგი გამართე, ჩმახი დააყენე და ყიჟინა დაეცი. პოეტი ქალები კი გვერდით დაიყენე და კუდად დაიმოწმე.
17 აპრილი, 2017 წ.

Advertisements

One thought on “ყონყლოყინე

  1. კოკა გამსახურდიაზე არასდროს ვყოფილვარ კარგი წარმოდგენის. მაგრამ ამ წერილში ბევრი სხვა რამ არის, რაც არ ვიცოდი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s