ხელოვნური ინტელექტი და ბიზნესი 

პირველად გამოქვეყნდა კვარტლეულ ჟურნალში „ბიზნესი და მენეჯმენტი“,  N 3 (56) 2018.  ჟურნალი გამოვიდა 2018 წლის 12 ნოემბერს.  

ანოტაცია: სტატიაში განხილულია AI-ს განვითარება, მისი დამკვიდრება სხვადასხვა დარგებში, ასევე რობოტული ტექნიკის მომავალი.  

საკვანძო ცნებები: BCI, HLAI, HCP, KM, კონექტომიკა, ტრანსჰუმანიზმი, ERP, OLAP, DARPA, ASKE. 

პერსონალიები: იეჰუდა ლივა ბენ ბეცალელი, პლატონი, რეიმონდ კურცვაილი, ნიკ ბოსტრომი, პოლ ალენი, ჰიროსი ისიგურო, იურგენ შმიდჰუბერი, იუვალ ნოე ჰარარი, მიტიო კაკუ, ჰანს მორავეკი, მარტინ ფორდი.  

ფაილის მოცულობა – 11 გვ. 

ხელოვნურ ინტელექტზე (AI – artificial intelligence) სულ უფრო ბევრი იწერება პროფილურ გამოცემებსა და მსოფლიო მედიაში. ტერმინი AI გაჩნდა 1956  წლიდან აშშ-ში. 1950-იანი წლების ბოლოს გამოეყო კიბერნეტიკას AI-ს კვლევა და ის ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა. დარგის პიონერები არიან ბრიტანელი ალან ტიურინგი (Turing, 1912 – 1954), კანადელი დონალდ ოლდინგ ჰები (Hebb, 1904 – 85), ამერიკელი რიჩარდ უესლი ჰემინგი (Hamming, 1915 – 85), ამერიკელი კლოდ ელვუდ შენონი (Shannon, 1916 – 2001)  და სხვ. სწორედ კიბერნეტიკის იდეაა პარალელიზმი მანქანასა და ადამიანს შორის. ძველი დროის ალქიმიკოსებიდან მომდინარეობს იდეა, რომ შექმნილიყო ადამიანის მსგავსი მოდელი, რომელიც უპასუხებდა კითხვებს. XVI საუკუნეში  ტიხო ბრაჰეს თანამედროვემ, პრაღელმა რაბინმა, მაჰარალი იეჰუდა ლივა ბენ ბეცალელმა (მიახლ. 1520 – 1609) შექმნა გოლემი (თიხის ცოცხალი არსება), რომელსაც გააჩნდა გონება.  AI-ს ქართული თარგმანი არის დამკვიდრებული ცუდი რუსული თარგმანის (искусственный интеллект) სიტყვასიტყვით გადმოღება. ასევე ტერმინი „ბიზნესის ინტელექტუალიზაცია“ არის business intelligence-ს მცდარი თარგმანი. Intelligence  ნიშნავს სწორად მსჯელობისა და გაგების უნარს და არა ინტელექტს. შესაბამისი ქართული თარგმანი უნდა შემუშავდეს. ასევე არასწორია „ჭკვიანი ტელეფონი“, „ჭკვიანი საათი“. უნდა ითარგმნოს – გონიერი ტელეფონი, გონიერი საათი. სიტყვა smart დივაისების შემთხვევაში უნდა ითარგმნოს როგორც გონიერი. AI-ს აკადემიური დეფინიცია მრავალგვარია. ერთი კი ცხადია: AI კომპიუტერული პროგრამისაგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლია კოგნიტიური და ლოგიკური ამოცანების გადაჭრა. სადღეისოდ ვითარდება ის AI, რომელიც იგება ბიოლოგიური ნეირონული ქსელების პრინციპის თანახმად. ახლოს არის დრო, როდესაც ნეიროინტერფეისების მეშვეობით ტვინი შეძლებს კომპიუტერთან და სხვადასხვა დივაისებთან ურთიერთობას. ნეიროინტერფეისების ტექნოლოგია დიდად წაადგება მედიცინას. როგორც პროფილურ ლიტერატურაში აღინიშნება, მიმდინარეობს მუშაობა ტვინის ელექტრონული ანალოგის შესაქმნელად (BlueBrain) და ინტერფეისის – ტვინი-კომპიუტერი (BCI – brain-computer interface) შესაქმნელად. ნეიროკომპიუტერული ინტერფეისების კვლევა ჯერჯერობით ვერ იძლევა ხელშესახებ შედეგებს მეტისმეტი სირთულის გამო.  

Continue reading “ხელოვნური ინტელექტი და ბიზნესი “

Judah Phenomenology

Chapter six of Fate of Therion

Foreword

            At the time when I started writing my work on Apostle Judah, I was convinced that it was a new word in a philosophical theology. I brought genuine, terrifying and mournful thought. This little essay is a major breakthrough in understanding of predestination and evil in the world. In this unusual and provocative work putting the question of consciousness is an upheaval. In the human race no one has ever  said  so terrific and startling word on the Apostle Judas. In this work Gnostic and Neo-platonic reminiscences are visible. Phenomenology of  Judah opens up the prospect for Judaism and Christianity in the philosophical understanding of the betrayal of Apostle Judah. In this essay on Judah the gates of knowledge are open to theists and atheists. Only from this chapter of Fate of Therion  a whole new teaching can be initiated. The purpose of this essay is to lay the foundations for the creation of phenomenology of evil and satanology.   

Continue reading “Judah Phenomenology”

წიგნიდან “თერიონის ვარდი”, ბოლო ჟამის გოლემი

ჩემს წი­ნა­შე მო­და­სე შე­მეც­ნე­ბის მძებრთ ვა­უწ­ყებ სხვა საჭ­მუ­ნავს: ვი­თარ ივა­ნებს უცან-უგებ აზ­ნა­ურ­თა და უაზ­ნო­თა შო­რის ღმერ­თი? ვი­თარ ჰგი­ეს ღმრთის სუ­ლი გო­ლემ­თა ხომ­ლე­ულ­ში? ვი­ეთ­ნი, რო­გორც ჩვე­ვას არი­ან, ისე გა­მო­იტ­ყვი­ან არა­ის­მთქმელ სიტ­ყვებს მად­ლის მო­ფე­ნა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე. შე­კით­ხვის გა­გე­ბის უნა­რის მქო­ნე კა­ცის პოვ­ნაც კი სა­ნატ­რე­ლი გამ­ხდა­რა და ვი­ე­თი მოყ­ვას­ნი ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს პა­სუ­ხი იმ­თა­ვით­ვე მზად აქვთ ყვე­ლა­ფერ­ზე.
ხორ­ცი­სა და ძვლე­ბი­სა­გან შე­ნივ­თულ ტი­კი­ნა­თა შო­რის ვი­თარ მი­მო­იძ­ვრის ღმრთის სუ­ლი? რო­დი­დან და რო­გორ იწ­ყე­ბა გო­ლემ­თა მა­სის გარ­და­სახ­ვა სუ­ლის მქო­ნე ერ­თო­ბად, რომ­ლის პი­რით თა­ვად ღმერ­თი გა­მო­იტ­ყვის? მოყ­ვა­სი მის­და­მი ჩემს სათ­ნო­ყო­ფას ხე­დავს რო­გორც მო­ლა­პარ­კე ტი­კი­ნა თუ რო­გორც  სუ­ლაზ­რა­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი? რო­გო­რი უნ­და იყოს მოყ­ვა­სი­სად­მი ჩე­მი სათ­ნო­მოქ­მე­დე­ბა, რომ ეს მას შე­ე­წი­ოს გო­ლე­მო­ბი­დან გა­მოს­ვლა­სა და შემ­მეც­ნედ გახ­დო­მა­ში? Continue reading “წიგნიდან “თერიონის ვარდი”, ბოლო ჟამის გოლემი”

თერიონის ვარდის ახალი გამოცემა

გამოსულია გოჩა გვასალიას “თერიონის ვარდი”-ს ახალი გამოცემა. დაინტერესებულ მკითხველსთვის წიგნი ბიბლუსისა და აქტის მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.

https://akti.ge/ka/book-read/257

გოჩა გვასალია – 1966-2019

გარდაიცვალა ფილოსოფოსი გოჩა გვასალია. ეს არის თითოეული ჩვენგანის დანაკარგი. პორფირე ფილოსოფოსი იყო და ფილოსოფიის ცეცხლს ინახავდა საქართველოში. გამჩენმა აკურთხოს მისი სული და წმინდა განსასვენებელი დაუმკვიდროს.

რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე  „ლიბერალიზმი და სხვა ფსიქიკური დარღვევები“

ფაილის მოცულობა – 8 გვ.

ანტილიბერალურ პოზიციაზე მდგარმა მკითხველმა იხილა გეგი კუხალეიშვილის მეორე, საკმაოდ მოზრდილი (ქსელური ვერსია – 166 გვ.) ნაშრომი, რომელიც მიწასთან ასწორებს ლიბერალიზმს. თავს კვლავ მოვალედ ვრაცხ გამოვეხმაურო და მხარი დავუჭირო ახალგაზრდა კოლეგას. მსურს გამოვთქვა ჩემი აზრი, რომელიც, ვფიქრობ, გეგის შემდგომ მუშაობაში და ლიბერალიზმის ობიექტურად შეფასებაში წაადგება. არაა გასაკვირი, რომ ავტორის მეტად ნეგატიური დამოკიდებულება ლიბერალიზმის მიმართ სულ უფრო მატულობს. მხოლოდ სამეცნიერო ეთოსის დარღვევა კი არა, არამედ უსინდისობა და ახალგაზრდა ავტორის გაბრიყვება იქნებოდა, რომ ამ რეცენზიაში კრიტიკული აზრი არ გამომეთქვა. Continue reading “რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე  „ლიბერალიზმი და სხვა ფსიქიკური დარღვევები“”

 აშშ-ს ეკონომიკა დიდი სავაჭრო ომის დროს

 

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ N 2 (230) 2019.

ანოტაცია: სტატიაში მიმოიხილება აშშ-ს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა ტრამპის რეფორმების შემდეგ.

საკვანძო სიტყვები: უფლის რჩეული ნაციის შეგნება, შრომის კულტი, გლობალიზაცია, სატარიფო ომი, აშშ-ს სახელმწიფო ვალი, საგადასახადო რეფორმა, ანტირუსული სანქციები, DASKA, ურთიერთგაგების მემორანდუმი აშშ-სა და ჩინეთს შორის.

პერსონალიები: ჯერომ პაუელი, ბენ ბერნანკე, ჯანეტ იელენი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, ელის სტეფანიკი, ნურიელ რუბინი, ენსონი სკარამუჩი.

ფაილის მოცულობა – 7 გვ.  Continue reading ” აშშ-ს ეკონომიკა დიდი სავაჭრო ომის დროს”

გია ეძგვერაძისა და  სხვა ლიბერალების კრიტიკისათვის

 

ფაილის მოცულობა – 3 გვ.

ბატონი გია ეძგვერაძე ჩემთვის  ცნობილია, როგორც ტიპური ქართველი ლიბერალი. ვეცნობი ხოლმე მის ტექსტებს სხვადასხვა გამოცემებში. საკუთარი მრწამსის ასე მგზნებარედ ქადაგება არაა დასაძრახი. ჩანს, რომ ბ-ნ გიას მართლაც ასე სწამს. მისთვის ლიბერალიზმია საბოლოო ჭეშმარიტება და ისტორიის დასასრული. ის ყოველთვის მზადაა დაიცვას თავისი მრწამსი და ჩაებას პოლემიკაში. ამის დასტურია მისი შეკამათება საქართველოში მყოფ მიშელ უელბეკთან, რაზეც მე სხვათა მონაყოლით ვიცი. უელბეკმა ისაუბრა ლიბერალიზმის მარცხზე, რაც ბ-ნი გიასათვის მიუღებელი აღმოჩნდა. მავანთ ეს შეიძლება პროვინციალიზმად მოეჩვენოთ და ქირქილი ატეხონ. ეს მოკამათის მრწამსსაც ადასტურებს. ის არ თამაშობს და არ აჩვენებს თავს, როგორც ამას აკეთებს ქართველ ლიბერალთა უმრავლესობა გამორჩენისა და კარიერის გამო. დაინახო შენს იდეურ მოწინააღმდეგეში სიქველე და საქვეყნოდ თქვა ამაზე, იმის მიუხედავად, რომ ის ბევრ საკითხში ცდება, ყოველი ოპონენტის ვალად მიმაჩნია. Continue reading “გია ეძგვერაძისა და  სხვა ლიბერალების კრიტიკისათვის”

საომარი რობოტების მაღალრისკიანი ტრენდი

           

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „ბიზნესი და მენეჯმენტი“ N 4 (57) 2018.

ანოტაცია: განიხილება ლეტალური ავტონომიური სისტემების პრობლემა, ჰიპერბგერითი იარაღის დომინაცია, აბსოლუტური იარაღის მოპოვების შესაძლებლობა, მზარდი ესკალაცია ქვეყნებს შორის.

საკვანძო სიტყვები: LAWs, OODA, UAV, drone swarm, DARPA, PGS, Project Maven, Diamond Shield, COMPASS.

პერსონალიები: პიტერ უორენ სინგერი, სტიუარტ რასელი, ოგასტ კოული, ამირ ჰუსეინი, ლუის დელ მონტე, მუსტაფა სულეიმანი, ნოელ შარკი, ტიმ ბერნერს-ლი.

ფაილის მოცულობა – 11 გვ. Continue reading “საომარი რობოტების მაღალრისკიანი ტრენდი”

უილიამ ნორდჰაუსის და პოლ რომერის ეკონომიკური თეორია


პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ N 11 (227) 2018

ანოტაცია: სტატიაში განხილულია 2018 წლის ნობელიანტი ეკონომისტების თეორია და წარმოჩენილია მათი სამეცნიერო აქტუალობა.  

საკვანძო სიტყვები: მწვანე მშპ, DICE, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, R & D, learning-by-doing, knowledge based economy. 

პერსონალიები: საიმონ კუზნეცი, რობერტ სოლოუ, ფილიპ აგიიონი, ჰიროფუმი უძავა, ფრიც მახლუპი, თეოდორ შულცი, ელჰანან ჰელფმენი, ჯასტინ იფუ ლინი.

ფაილის მოცულობა – 9 გვ.

Continue reading “უილიამ ნორდჰაუსის და პოლ რომერის ეკონომიკური თეორია”

ისრაელის ეკონომიკა

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“, N 10 (226) 2018

ანოტაცია: სტატიაში ნაჩვენებია ისრაელის ეკონომიკის ორიენტაცია მაღალ ტექნოლოგიებზე, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის როლი ქვეყნის განვითარებაში. ჩამოთვლილია მიღწეული წარმატებები.

საკვანძო ცნებები: კიბუცები, მოშავები, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, Netafim, BioBee, Haifa Group, გაზის საბადოები, IMI, IAI, Elbit, Rafael, ისრაელის განათლების სისტემა.  

პერსონალიები: უზიელ გალი, დავიდ ლევი, ბენიამინ ნათანიაჰუ, მორდეხაი ვანუნუ

ფაილის მოცულობა- 8 გვ.

Continue reading “ისრაელის ეკონომიკა”

ხელოვნური ინტელექტი და ბიზნესი

პირველად გამოქვეყნდა კვარტლეულ ჟურნალში „ბიზნესი და მენეჯმენტი“ N 3 (56) 2018. ჟურნალი გამოვიდა 2018 წლის 12 ნოემბერს.
ანოტაცია: სტატიაში განხილულია AI-ს განვითარება, მისი დამკვიდრება სხვადასხვა დარგებში, ასევე რობოტული ტექნიკის მომავალი.
საკვანძო ცნებები: BCI, HLAI, HCP, KM, კონექტომიკა, ტრანსჰუმანიზმი, ERP, OLAP, DARPA, ASKE.
პერსონალიები: იეჰუდა ლივა ბენ ბეცალელი, პლატონი, რეიმონდ კურცვაილი, ნიკ ბოსტრომი, პოლ ალენი, ჰიროსი ისიგურო, იურგენ შმიდჰუბერი, იუვალ ნოე ჰარარი, მიტიო კაკუ, ჰანს მორავეკი, მარტინ ფორდი.
ფაილის მოცულობა – 11 გვ. Continue reading “ხელოვნური ინტელექტი და ბიზნესი”

ინდოეთის ეკონომიკის დინამიკა

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ N 9 (225) 2018.

ანოტაცია: სტატიაში განხილულია ინდოეთის ეკონომიკის წინსვლა და მისი პერსპექტივები.

საკვანძო ცნებები: პროგრამები MEIS და SEIS, ინდური ნაციონალიზმი, კასტური სეგრეგაცია, ოჯახის დაგეგმვის პროპაგანდა, NITI Aayog, მანმოჰანომიკა, ინოვაციების სახელმწიფო საბჭო, CSIR, NMITLI.

პერსონალიები: მაჰათმა განდი, ვინაიაკ დამოდარ სავარკარი, კოჩერილ რამან ნარაიანანი, ვალაბჰაი პატელი, ვირჯინია რომეტი, ჰარი კრიშან დუა, ნანდან ნილეკანი, ჯავაჰარლალ ნერუ, ნარენდრა მოდი, მანმოჰან სინგჰი, ინდირა განდი.

ფაილის მოცულობა – 12 გვ. Continue reading “ინდოეთის ეკონომიკის დინამიკა”

მ. სააკაშვილის პრეზიდენტობა

 

ფაილის მოცულობა – 4 გვ.

რაც არ უნდა ამხილონ და არტისტულად ისაუბრონ სააკაშვილზე, ვერ დაიფარება ის, რომ მან უმოკლეს დროში ამოათრია ქვეყანა შევარდნაძის ჭაობიდან. მან მიხედა წლობით მიუხედავ დედაქალაქს და შეეცადა მასში ევროპული ურბანული სტანდარტების დანერგვას. მან შექმნა ეკონომიკის ზრდის ისეთი დინამიკა საქართველოში, როგორიც ქვეყანამ არ იცოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ოპოზიცია ყვირილითა და ქილიკით ყველანაირად ცდილობდა ყოველივე ამის გაარაფრებას და თავს ისე წარმოაჩენდა, რომ მას უფრო მეტი შეეძლო. სინამდვილე კი ისაა, რომ სააკაშვილის ოპოზიციას 2005 – 2011 წლებში არაფერი არ შეეძლო თეატრალობისა და მიტინგებზე მიტყუებული ხალხის გაბითურების გარდა. მთელი ეს ოპოზიციური ალიანსი 2006 – 2011 წლებში არაფრით მეტი არ იყო სააკაშვილის პარტიაზე. იყო მხოლოდ მსახიობური მხილებები, ფრაზიორობა და ყვირილი, რაშიც ქართველს ვერვინ შეედრება. ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცადა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გამოეყენებინა ერთიანობის მისაღწევად და ხალხის ასაგდებად. საამისოდ მან რა როგორ არ შეხლართა და ჭირისუფლად მოაჩვენა თავი. Continue reading “მ. სააკაშვილის პრეზიდენტობა”

ზ. გამსახურდიას პრეზიდენტობა

 

ფაილის მოცულობა – 8 გვ.

ამ მცირე ნარკვევს ზვიადზე ვწერ არა იმიტომ, რომ ჩემზე უმცროს თაობას თავი დავანახო ძველი ამბების მცოდნე ერისკაცად. აქ ყველაფერს უკუღმა ხედავენ და ამის თქმა აუცილებლად მიმაჩნია. ახალგაზრდებიდან ვერავინ ვერასდროს შემაყვედრის, რომ მის მოძღვრობას ვცდილობდი და სადმე ტრიბუნაზე ვდგებოდი. ისედაც ჩემზე არიან ალესილები და ძვირის თქმას ცდილობენ. ზვიადის წყეული პრეზიდენტობა თავიდან ბოლომდე ვიხილე. მისი მომხრეობის გამო ბევრი დავკარგე. 9 აპრილის შემდეგ სამკურნალო გავხდი. უცხოელთა წინაშე პოლიტიკურ დევნილად არ წარმომიჩენია თავი თავშესაფრის მიღების მიზნით. რაც ძნელი და საფათერაკო იყო, იმას ვიცავდი. საქართველოში ვიყავი მთელი ეს უბედური წლები. ქვეყნის ჭირი ჩემს ჭირად მიმაჩნდა. ბოლოს რა? ბოლოს ის, რომ სრულიად უცხოდ ვგრძნობ თავს ჩემიანთა შორის და სამშობლოში ემიგრანტი ვარ. არაფრის დანახვა და გაგონება აღარ მინდა. ქართველ ხალხს არ შეუძლია პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეფერება. ის ყოველთვის უნდა იყოს სხვისი მსახური. ცრუა ქართველთა ღვარად მოდენილი მამხილებლობა ინტერნეტში. ესაა მხოლოდ ლაყაფი და ენის ფხანა. ქართველობა ილევა, დნება და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, რომ ამას წინ აღუდგე. ვერც ვერვისთან იუბნებ ამაზე. ირგვლივ გამანადგურებელი უცხოობა და სიყალბე სუფევს. Continue reading “ზ. გამსახურდიას პრეზიდენტობა”

ნიცშეს მოძღვრება ახალ ადამიანზე და თანამედროვეობა

*ეს მოხსენება მიწვევით წავიკითხე ფილოსოფიის ინსტიტუტში 2007 წლის 10 აპრილს. იქ იყო მაშინდელი ფილოსოფიის ინსტიტუტის მთელი შემადგენლობა. მოხსენება ვერ იქნა გაგებული და მის გარშემო ვერ გაიმართა დისკუსია. გამოვიდა შეაყარე კედელს ცერცვი. მოხსენება აქამდე არ გამომიქვეყნებია ჩემს ბლოგში. ის საკმაოდ შევამცირე. შვებას მგვრის ის, რომ ყველა ჩემი ანტილიბერალური ნამსჯელი, რასაც სხვადასხვა წლებში გამოვთქვამდი, სწორი აღმოჩნდა. (სექტ. 2018 წ.)

ფაილის მოცულობა – 5 გვ. Continue reading “ნიცშეს მოძღვრება ახალ ადამიანზე და თანამედროვეობა”

ადამიანური რესურსების მენეჯმენტის პრობლემები

 

*პირველად გამოქვეყნდა კვარტლეულ ჟურნალში „ბიზნესი და მენეჯმენტი“  N 2 (55) 2018.

ანოტაცია: სტატიაში განხილულია ეიჩ არ მენეჯმენტის განვითარება, ღრუბლოვანი მენეჯმენტი, პერსონალის კომპეტენციის განსაზღვრის სიძნელენი, ცუდი მენეჯმენტის შედეგები, საკადრო ეკონომია და პერსონალის სელექცირება.

საკვანძო ცნებები: HRM, HCM, HRMS, LLL, MBA, EI, soft skill, EPM, ATS.

პერსონალიები: მანფრედ კეტს დე ვრისი, ნოამ ჩომსკი, იცხაკ ადიზესი, მარკ ეფრონი, ჯეფრი უესტი, ბერნი ებერსი, ჯოზეფ ნაჩო, ელ დანლეპი, ბოდო შეფერი, რასმუს ჰოგარდი.

ფაილის მოცულობა – 10 გვ. Continue reading “ადამიანური რესურსების მენეჯმენტის პრობლემები”

ამაგდარი ვიქტორ რცხილაძე

ბატონ ვიქტორზე, თვალსაჩინო ღვთისმეტყველსა და მთარგმნელზე, ისტორიკოსზე, რომანისტზე, უბადლო გერმანისტზე, უფროს კოლეგასა და ჩემს მასწავლებელზე, ვისგანაც ბევრი რამ შევიცანი ფილოსოფიასა და თეოლოგიაში, დიდი ხანია მქონდა განზრახული დამეწერა და ერთობ დამიგვიანდა მრავალი მიზეზის გამო. სირცხვილია, რომ დღემდე არ არსებობს გვერდი ვიქტორ რცხილაძეზე ქართულ ვიკიპედიაში.

ფილოსოფიური აზრის მაძიებელ უფროსი თაობის მკითხველთ შეუძლებელია არ ახსოვდეთ ერთი დაუჯერებელი მოვლენა. სამეცნიერო კრებულში „მიმომხილველი“ (თბ. 1972, N 6 – 9) გამოქვეყნდა მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომის „რა არის ეს – ფილოსოფია?“ ვიქტორ რცხილაძისეული თარგმანი. გორბაჩოვის გარდაქმნის დოქტრინის გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე ქართულ ენაზე ვიხილეთ ბოლშევიკთაგან შერისხული ჰაიდეგერის ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი. ბატონმა ვიქტორმა შეძლო დაერწმუნებინა საბჭოთა ცენზურა ამ ნაშრომის ქართული თარგმანის აუცილებლობაში. მის სიტყვას ჰქონდა დიდი წონა და მან დაძლია ცენზორთა წინააღმდეგობა. ეს თარგმანი შესანიშნავია და მან გვაზიარა ჰაიდეგერისეულ აზროვნების წესსა და კითხვების დაყენების მისეულ მეთოდს. ჯერ კიდევ მაშინ წარმოჩინდა, რომ ფილოსოფია არაა და ვერ იქნება მხოლოდ მარქსისა და ლენინის დამოწმება და დიალექტიკური მატერიალიზმი. ვიქტორ რცხილაძისეული ეს თარგმანი იყო მაცოცხლებელი სიოს შემოჭრა მაშინდელი საქართველოს მწირ ინტელექტუალურ გარემოში. ჰაიდეგერის ეს ნაშრომი რუსულად გამოვიდა მხოლოდ 1993 წელს (Вопросы философии, N 8, Что это такое –философия?). Continue reading “ამაგდარი ვიქტორ რცხილაძე”

ცნობიერების ექსტატიკურ მდგომარეობათათვის

წინასიტყვაობა: გადავწყვიტე ქართულად მეთარგმნა ჩემივე ადრინდელი ესსეს Голем последних времён-ის  ნაწყვეტი (ფაილის стр. 55 – 66) , რომელიც ეხება ჰალუცინაციებსა და ცნობიერების იმ ექსტაზურ მდგომარეობებს (სამადჰი, ნირვანა, სატორი, ფანა), რაზეც ხშირადაა საუბარი რელიგიურ ტექსტებში. ეს ნაწყვეტი ერთობ ევრისტიკულად მიმაჩნია და იმედი მაქვს, მას ახლა მაინც დაინახავენ ქართველი ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. ის მოიცავს ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და თეოლოგიის მომიჯნავე საკითხებს. ამ ნაწყვეტმა ბიძგი უნდა მისცეს პოზიტიურ და პროდუქტიულ სამეცნიერო პოლემიკას.

ფაილის მოცულობა – 16 გვ.

****************

აი სიძნელე, რომელიც უკავშირდება მაიასა (ხილული სამყარო ბრაჰმანიზმის მიხედვით) და ცნობიერებას: ეს სამყარო ილუზორული და ერთობ შეცდომაში შემყვანია, მაგრამ ჰალუცინანტი, რომელიც ხედავს სახებებს (образы), ხედავს ცრუ ევიდენტობის ფორმას (видимость видимости). ჰალუცინოგენური სოკოს შეჭმისას, მე ვხედავ მოჩვენებებს (призраки). მაიამ როგორც მოჩვენებათა სამყარომ დაბადა კიდევ სხვა მოჩვენებები, მაგრამ ჰალუცინაციურ ან ტრანსულ მდგომარეობაში ყოფნისას მე შემიძლია ზუსტად განვჭვრიტო ის, რაც უთუოდ მოხდება. აქედან გამომდინარეობს, რომ ჰალუცინაციას აქვს თავისი სინამდვილე, რაც მაიას ბურზე მაღლა დგას. სულის მქონე ადამიანი და ჰიულეტიკოსი (უცოდინარი, გნოსტიკოსთა თანახმად) ერთნაირად შედიან ჰალუცინაციებში? განა ერთნაირად ხედავენ ისინი მაიას ბურს? ის, რაც უცილობლად უნდა აღსრულდეს, მას მე ვხედავ ტრანსში, როგორც ჰალუცინაციას. ის, რასაც ვერ ვხედავ, როდესაც მაიას ხიბლით ვარ მოცული, მას ვხედავ ჰალუცინოზურ მდგომარეობაში, როგორც სხვა მოჩვენებას (призрак), რომელიც მაიას მოჩვენებისაგან განსხვავდება. ჩემს მიერ დანახული მოჩვენება შემოიჭრება სამყაროში, როგორც გარდაუვალი, როგორც წინასწარგანსაზღვრული, მაგრამ მე მას ყოველთვის ვხედავ მოჩვენების სახით. გარდაუვალი წარსდგება ჩემი მზერის წინაშე, როგორც ცრუ, როგორც მაიას კიდევ ერთი სახება, რომელიც ჩემი ცნობიერებისათვის მისაწვდომია მხოლოდ მის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. მაიას სხვა უცნაურეობებიც აქვს. აქ მართლაც რომ უნდა შევძახოთ: O, delirae hominum mentes! (ო, კაცის გონების შეშლილობავ!).

ფსიქიატრიაში არსებობს ფსევდოჰალუცინოზის ცნება. ფსევდოჰალუცინოზს იკვლევდა ფსიქიატრი ვიქტორ ხრისანფოვიჩ კანდინსკი (1848 – 89). ერთია ჰალუცინანტი, ვისაც ნამდვილად ეჩვენება მოჩვენება (мерещится призрак), მაგრამ ის ჰალუცინანტი პაციენტი, რომელსაც ჰგონია, რომ ის ხედავს მოჩვენებებს (коему кажется, что ему мерешится призрак), უკვე განსაკუთრებული რამ არის. ჩანს, რომ ექიმმა კანდინსკიმ იკვლია მრავალი პაციენტის დელირიული მდგომარეობა, რათა დარწმუნებით დაედგინა, რომ მავან ავადმყოფს კი არ ეჩვენება რაღაც, არამედ ვითომ  ეჩვენება (ჰგონია, რომ ეჩვენება) (какому-то больному не чудится что-то, а будто чудится). კანდინსკიმ დაადგინა ცრუ ჰალუცინოზი, შეცდომაში შემყვანი ჰალუცინატორული მდგომარეობა. კანდინსკის ჰქონდა მეთოდი, როდესაც ის განასხვავებდა ფსევდოჰალუცინაციას ნამდვილი ჰალუცინაციისაგან. მაგრამ რამდენად სარწმუნოა კანდინსკის მეთოდი და შესაძლებელია თუ არა მცირედ სახეცვლილი ეს მეთოდი გამოვიყენოთ ფილოსოფიაში? ის, რომ ჭეშმარიტ ჰალუცინანტს რაღაც ელანდება მაიას ზმანებაში (что-то грезится в грёзах Майи), არის კლინიკური შემთხვევა და ეს შემთხვევა ნამდვილია. ამაზე მრავალი სამედიცინო გამოკვლევაა დაწერილი. ძალზე განსაკვირი ისაა, რომ მოლანდებანი, (ზმანებანი) (грёзы) და მოჩვენებითი ეიდოსები (призрачные эйдосы) თავის მხრივ ჰბადებენ სხვა მოჩვენებებს. კანდინსკი შეისწავლიდა მოჩვენების მოჩვენებას (აჩრდილის აჩრდილს) (призрак призрака). მის წინაშე იდგა დაუჯერებელი სირთულის ამოცანა. აღმოჩნდა, რომ ფსევდოჰალუცინანტი არაა ავად ზმანებებით (მოლანდებებით) (не болен грёзами). მას ეჩვენება, რომ ის ხედავს ლანდებს. მისი ცნობიერება ბოდავს, მაგრამ ეს ცრუ ბოდვაა. ამას ადგენს არა ავადმყოფი, არამედ ექიმი. ესე იგი, პაციენტს არ ძალუძს დამოუკიდებლად დაადგინოს ის, რომ მას ცრუ ბოდვა აქვს. აქ კიდევ გასარკვევია ინტერსუბიექტურობის ხარისხი ავადმყოფსა და ექიმს შორის, ასევე საკვლევ სნეულებაში ექიმის შთაგრძნობის სიღრმე, როდესაც შეისწავლება ეს არა მხოლოდ კლინიკური, არამედ ფილოსოფიური მოვლენა. ჰუსერლს რომ ამ დელირიისათვის ყურადღება მიექცია, ის სხვაგვარად დააყენებდა  ფსიქოლოგიზმის პრობლემას თავის ფენომენოლოგიურ გნოსეოლოგიაში. არაა მართებული, რომ  ხელის ერთი დაკვრით დავამცროთ კანდინსკის მიერ ნაკვლევი საგნის მნიშვნელობა, რახან ეს შეშლილობა ფსიქიატრიიდან არის ცნობილი. ფსიქიატრიის ეს კლინიკური შემთხვევა ფანტასტიკური და მრავალშრიანი ფრენოლოგიური და გნოსეოლოგიური არტეფაქტია და ის აქამდე არ გამხდარა განხილვის საგანი ფილოსოფოსთათვის. აუცილებელია მოძიებულ იქნეს ფსიქიატრიულ ფენომენთა ფილოსოფიური განმარტება. რას შეიძლება ეს ფენომენები შევადაროთ, რათა უკეთ ჩავწვდეთ განსახილველი მოვლენის არსს და ხატოვნად რომ ვთქვათ, მოვიხელთოთ მისი ძარღვი? ეს არის როგორც სიზმრის ნახვა სიზმარში. აქ მართებული იქნება მივმართოთ სემანტიკას. ბერძნული სიტყვა oneiros აღნიშნავს სიზმრის ხილვას, ხოლო გამოთქმა on eirein ნიშნავს ჭეშმარიტების გახმიანებას. აქვე გასახსენებია ისიც, რომ ახალი აღთქმის ბერძნულ ენაში pnevma აღნიშნავს როგორც სულიწმინდასა და კაცის სულს, ასევე აჩრდილსა და მოჩვენებას. ეს სემანტიკა მაიასთან სრულ თანხმობაშია. რუსულ ენაში სიტყვა «сон»-ს (სიზმარი) მრჩობლი სემანტიკა აქვს. სიზმარი (сон) არის ზმანების, ოცნების სინონიმი და ასევე წინასწარგანმჭვრეტი ხილვის  (вещее видение) სინონიმი. (ყველა ინდოევროპული ენიდან რუსული ენა ყველაზე ახლოსაა სანსკრიტთან). ჰოფმანს მოჰყავს გერმანული ანდაზა – Träume sind Schäume (სიზმარს თან ქაფი ახლავს). გერმანულ ენაში Tagtraum აღნიშნავს დღის ოცნებას (ზმანებას),  Schlaftraum – სიზმრის ზმანებას, Nachtraum -ღამის ხილვას. დაძინების დროს ადამიანს  ესმის ხმები. ეს არის აკოაზმი (ხმების მოჩვენებითობა), მაგრამ ის ჯერ კიდევ არაა კლინიკური შემთხვევა. როდის გვეზმანება ჩვენ სიზმარში (когда мы сновидим) მერმისი და მოსაწევნი სიზმრის ხატებებში და როდის გვეზმანება ჩვენ სიზმარში მხოლოდ დაღლილი ცნობიერების თამაში? ენის ფილოსოფია სხვა არა არის რა, თუ არა ონტოლოგია. მან უნდა მოსინჯოს და დაკითხოს მაია, როგორც ყველა უბედურების სათავე. სიზმარი ნიშნავს ეიდოსების ჰერმენევტიკას და ეს ეიდოსები შეიძლება იყოს როგორც ცრუ, ასევე ჭეშმარიტი. როგორც წინასწარ განმჭვრეტი, ასევე უსაზრისო სიზმართხილვები არის ჰალუცინოზური. ძილისშორისში დანახული შეიძლება იყოს როგორც მოსაწევნის მოსწავება, ასევე ძილად მივარდნილი ცნობიერების უნებური წარმოსახვა. შემმეცნებელს უხამს იცოდეს, რომ ზიგმუნდ ფროიდის ქვეცნობიერის ცნებას შეცდომაში შევყავართ. ბნელი ლტოლვანი, სექსუალური პერვერსიები და ა.შ. არ მომდინარეობს ქვეცნობიერის სფეროდან. ისინი ცნობიერიდან მომდინარეა. ეს სამყარო სიზმრის მსგავსია, მაგრამ ის საშინელი ძალით დაზიდავს ადამიანს. ის არაქათგამომცლელია და ადამიანს მიაქედებს მატერიისა და დროის უღელს. აქ წარმოიშობა კითხვა: როგორ ეუწყება ჭეშმარიტება სიზმრის გავლით ძილში მყოფს? სიზმარი და სიზმართხილვა ბევრად მოჩვენებითია, ვიდრე მაიას ბური და ცხოვრების სინამდვილე. მაგრამ ჭეშმარიტება როგორც წინასწარგანსაზღვრულობა, როგორც გარდაუვალი, უპირატესობას ანიჭებს სწორედ ძილად მყოფს, სიზმართმხილველს და არა მოფხიზლარს. წერილში კი უფალი მოუწოდებს: „იფხიზლეთ!“, „დღე უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა, ეგრეთ მოიწევის“. უფალი სამსჯავრო ჟამს მოევლინება. იუდეველთა თანახმად, ჭეშმარიტი გეულა (ხსნა) უცაბედი იქნება და მოაწევს იმ დროს, როდესაც მას არავინ მოელის. საშინელი სამსჯავრო როგორც ამაია (მაიას საწინააღმდეგო) აღსრულდება მაიას სამეფოში. უფლის მოწყალე ნება გამოვლინდება მაიას გავლით. საკუთარი ცნობიერებიდან მაიას ბურის გარდაგდებას მოკვდავი ახერხებს წინასწარ განმჭვრეტ სიზმარში. ის, ვინც ხედავს სიზმარში მერმისსა და მოსაწევნს, არის მისანი (вещун), ან გრძნეული (ведун). მან უწყის წინასწარგანსაზღვრულობასა და ბედზე. სიტყვა გრძნეული (ведун) დაკავშირებულია სანსკრიტულ ეტიმონთან – veda.

მაიას უცნაურობიდან გამომდინარე საკითხები დგანან  ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის და თეოლოგიის პირაპირზე. ყოველივე ეს ერთიანდება ცნობიერების ონტოლოგიაში. ამ მოვლენების გააზრებისას კაცი შეიძლება ჭკვაზე შესცდეს. მეცნიერება ცდილობს მოაწესრიგოს ადამიანის გონებაში გაჩენილი ეს არეულობა, რომელიც ამ საკითხების ძალით წარმოიშობა. სადამდე შეიძლება ამ კითხვებს უპასუხოს ნეიროთეოლოგიამ? ამ სამყაროში ცხოვრება სავსეა უბედურებებითა და ცდომილებებით. კაცი ქედდადრეკილი და ეული წანწალებს ამ საწუთროში. ყოველი მოკვდავი ავადაა მაია-დევის ხიბლით. დაბადებიდან სამარის კარამდე კაცს ეჩვენება. ეს არის ყოველდღიურობის ჰალუცინაცია, რასაც იკვლევენ ფილოსოფია და თეოლოგია, მაგრამ არა ფსიქიატრია. ცნობილი პლატონისეული იგავი გამოქვაბულზე ამას ადასტურებს. ამის გარდა, ის, რაც კაცს მცდარად ეჩვენება და ელანდება, ცალკე უბედურებაა. მაიას მოჩვენებითობა (видимость) ჰბადებს სხვა მოჩვენებითობას. როდესაც ექსტატიკურ მდგომარეობებს გავიაზრებთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თუ ამ სამყაროში არ იქნება სიცრუე და ბოროტება, ის გაქრება.  როგორ შეგვიძლია გავიგოთ ძველი აზრი იმაზე, რომ ადამიანი ღვთის თანაძალოვანი და თანამარადიულია? (человек сомогущ и совечен Богу).

თუ მე მივიღებ მესკალინს, ლიზერგინის მჟავას, ბანგს კაქტუს პეიოტლისაგან, შინნამზად წამალს შხამასოკოსაგან (мухомор), გავხდები ჰალუცინანტი. აი, მეჩვენება, რომ ვლივლივებ ღრუბლებში და ჩემთან უბნობს რომელიმე ცისმიერი არსება. მაგრამ როგორ შეიტყობს ექიმი იმას, რომ ჩემი მოჩვენება (призрак) ნამდვილია? დავუშვათ, მე ვარ ვიზიონერი და შთავვარდები ტრანსში მოსაწევნის შესაცნობად. როგორ შემიძლია დავრწმუნდე ჩემი ხილვის ნამდვილობაში, რომ ჩემს მიერ განჭვრეტილი მერმისი, რომელიც ჩემს წინაშე წარსდგა აჩრდილის სახით, არის ჭეშმარიტი და მე შემიძლია გაბედულად ვაუწყო ამაზე გარშემომყოფთ? როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მე კი არ მომეჩვენა რაღაც, არამედ ვიხილე გარდაუვალი მოსაწევნი? როგორ არის შესაძლებელი ხელთ მოვიგდოთ ამ ურთულესი საკითხის დვრიტა და დავძლიოთ საუკუნოვანი შებრკოლება ეიდეტურ სამყაროთა შემეცნებაში? ვითარ ძალუძს მოკვდავს ებარებოდეს ბედისწერას და უშფოთველად აყურადებდეს უფსკრულთა ხმობას? ძალზე ბევრია დაწერილი ვიზიონერთა ხილვებზე, მაგრამ ეს დაწერილია დაუდევრად და მდარედ. ფილოლოგიური თავნებობა აქ დაუშვებელია. რაში მდგომარეობს კანდინსკის მეთოდის არსი, როდესაც მან განსაზღვრა, რომ პაციენტის მოჩვენებანი ცრუა? კანდინსკიმ სავარაუდოდ ზედმიწევნით იცოდა ნამდვილი ჰალუცინანტების მიერ აღწერილი მოვლენები და მათი ფრენიული მდგომარეობა. როდესაც ექიმის წინაშე იჯდა ფსევდოჰალუცინანტი, განა მის მიერ მონათხრობი განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ნამდვილი ჰალუცინანტები მოუთხრობდნენ ექიმს? თუ მათ შორის განსხვავება ძალზე მცირეა, მაშინ როგორაა შესაძლებელი დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ ადამიანს მართლაც ეჩვენება (ელანდება), სხვას კი მხოლოდ ასე ჰგონია და მას აკვიატებული, თავში შემჯდარი აქვს და ის თავგზას უბნევს ექიმს? კანდინსკიმ ფსევდოჰალუცინაციის განსაზღვრისას დაასკვნა, რომ ეს ბოდვითი მდგომარეობა არაა საკმარისი ნამდვილი ჰალუცინაციისათვის. ამ სიძნელის მეტად გულისხმიერი გააზრებისას ისეთი რამ ხდება, რომ შესაძლოა კაცი ჭკუიდან შეიშალოს და თავად შთავარდეს ბოდვაში. გავიმეორებ, რომ ეს საკითხი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფსიქიატრიული ფენომენი. ჰალუცინაციას ვერ ესადაგება ჭეშმარიტების ცნება და ჭეშმარიტების კრიტერიუმი, მაგრამ ამის მიუხედავად ფსევდოჰალუცინაცია გულისხმობს სწორედ იმას, რომ არსებობს ჭეშმარიტი ჰალუცინაცია. და აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ყოველი მოკვდავი ყრმობიდანვე არის ჰალუცინანტი როგორც სიფხიზლის ჟამს, ასევე ძილისშორისში, მაგრამ ზღვარი, როდესაც ზმანებანი და ოცნებანი გადადის შეშლილობაში, ძალზე ვიწრო და აჩრდილისებრია. ამ მიმართებით ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი იყო გენიალური თავის პროზაულ თხზულებებში. მასში იყო მცირეოდენი ჰალუცინოზი. ჰოფმანი იყო შემოქმედებითად სნეული და არა უბრალოდ მაიას ხიბლისაგან სნეული. ესვე შეიძლება ითქვას დოსტოევსკიზე.

დავუბრუნდეთ კანდინსკის. შესაძლოა, კანდინსკიმ იჩქარა დასკვნების დროს, რადგან მოცემული ფენომენი ძალზე დახლართულია. არც ფსიქიატრიას, არც ფსიქოლოგიას არ ძალუძთ შეიმეცნონ და დესკრიფციულად გააანალიზონ ცნობიერების გაჭრითი მდგომარეობანი ამ მოვლენის ძალზე ძნელადმისაწვდომობის გამო.

ის, რომ ძველი დროის დიდი იოგინი იუნჯებს საშინელი ძალის ტაპასს (სანსკრ. – მაგიური ძალა), ხდება ზეადამიანი და განიცდის სამადჰის, უკვე არაა მაია. იოგინური ტაპასის მფლობელი ჯერ კიდევ მაიას სამეფოში ჰგია. იოგინის ტაპასი თანაარსებობს მაიასთან. კეთილზნიანი ზეკაცი იღვწის მაიას გარემოში. ინდური მითოსი იუწყება მრავალ ზეკაცზე. მათ დაძლიეს თავისი ადამიანობა, დაძლიეს საკუთარი გოლემი და თოჯინა თავის თავში. ისინი საკუთარ თავს აღემატებოდნენ და იყვნენ შემოქმედნი მაიას სამყაროში.

თუ ადამიანი განიცდის ზეშთაგონებას და მასზე ღვთის მადლი გადმოდის, როგორ ხვდება ეს მადლი ადამიანში მის გოლემს, მის თოჯინურ ბუნებას? როგორაა შესაძლებელი ფენომენოლოგიური მეთოდით შევისწავლოთ ზეგარდმო გაბრწყინება? რამდენად არის შესაძლებელი ზეშთაგონებისა (наитие) და ღვთის იდუმალმჭვრეტელის (тайнозритель Божий) განცდების ფენომენოლოგიური რედუცირება? როგორაა შესაძლებელი განვასხვავოთ ჭეშმარიტი გონების  გაბრწყინება (прозрение) აკოაზმისაგან (ჰალუცინაციური ხმები)? ღვთიური ვლინდება როგორც შეშლილობაში, ასევე ზმანებებსა და უსაზრისობაში. სიზმარი არის როგორც შებრკოლება, წინაღობა ცნობიერებისათვის, როდესაც ის ცდილობს ეიდოსების სამყაროში გაჭრას. სიზმარი ასევე არის ბჭენი იმიერსოფელში გასასვლელად.

მეფედ ცხებული საული, ძე კისისა ქადაგებდა წინასწარმეტყველთა ხომლეულში. ღვთის სული გარდამოვიდა მასზე (I მეფეთა, 10, 10). აქ უნდა დავაყენოთ კითხვა: თავის ზეგარდმო გაბრწყინებაში ღვთის რჩეულმა საულმა დაინახა და განიცადა იმაზე მეტი, ვიდრე ხედავდნენ და განიცდიდნენ სხვა წინასწარმეტყველნი? არის თუ არა დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანზე იმის ვერბალიზაცია, რაც მასზე ზეციდან გარდამოდის? თუ ღვთის ცხებულმა საულმა ვერ შეძლო ზეშთაგონების მთლიანად განცდა საკუთარი გონების სისუსტის გამო, განრისხდება თუ არა უფალი მასზე? თუ უფალი იდუმებს იმის გამო, რომ მან უწყის მოკვდავის უღონობა და სისუსტე? შეეძლო კი საულს რჯულის მცნებებზე მითითებით უარი ეთქვა მეფობაზე, უარეყო უფლის ნება და ეთქვა, რომ მეფის ტახტზე დასმის სურვილით იუდეველებმა შეურაცხყვეს უფალი, რადგან ის არის ისრაელის ჭეშმარიტი მეფე და  და მომავალშიც მან უნდა განაგოს იაკობის სახლეულობა?

წინასწარმეტყველთა წიგნებში ნაუწყებია, რომ იყო ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი. მაგრამ როგორაა შესაძლებელი ბოლომდე დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ესა თუ ის კაცი ექსტაზისში შთაღრმობისას მართლაც იძენს წინასწარმეტყველის ნიჭს? იაკობ მოციქულის წერილში ნათქვამია: „ეს არ არის ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული“ (იაკობი, 3: 15).

რატომაა, რომ უხილავ სამყაროებს სხვადასხვაგვარად ხედავენ სვედენბორგი, ბოემე, ვივეკანანდა, დანიილ ანდრეევი და სხვა ვიზიონერები? ეს ერთობ ამიზეზებს მაძიებლის შეეჭვებას, რომ იქნებ სხვა სამყაროები მხოლოდ მაიას ბურით შემოქმედებითად სნეული ცალკეული მგრძნობიარე და გულმტკივანი ადამიანების წარმოსახვის თამაში და ილუზიაა?  რატომაა, რომ ხილვები ასე სუბიექტურია და არ ექვემდებარება შემმეცნებლის ძიებას?

ჰეგელს რომ ეხილა ის, რასაც ჭვრეტდა იაკობ ბოემე, აისახებოდა თუ არა ეს ჰეგელის დიალექტიკაზე? დეკარტს რომ ჰქონოდა ისეთივე ხილვები, როგორიც სვედენბორგს ჰქონდა, დააჩნევდა თუ არა ეს ნაჭდევს დეკარტის კოგიტირებას? როგორაა ეს შესაძლებელი, რომ სუბიექტური განცდა ზეგარდმო გაბრწყინებაში მხოლოდ ხანდახან ხდება ობიექტური ცოდნა მაიას სამყაროში? როგორი იქნებოდა ნიცშეს მსჯელობა, მას რომ უფალი ეხილა? ქრისტეს რომ ეუწყებინა ნიცშესათვის, რომ ის ამაოდ ებრძვის მოციქულ პავლეს თავის „ანტიქრისტეში“, შეძლებდა კი ამის შემდეგ ნიცშე დამშთარიყო ისეთივე მოჯანყედ ფილოსოფიაში? ჰაიდეგერს რომ იმ თემშარაზე, რაზეც ასე წარმტაცად წერდა, ეხილა ღმრთის მიერ მისთვის წარგზავნილი ანგელოზნი, როგორი იქნებოდა მისი აზრი? რას ფიქრობდა ნიკოლაუს კოპერნიკი ღმერთზე, როდესაც დარწმუნდა, რომ პლანეტა დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი? ეს კითხვები იმისთვისაა, რომ ფილოსოფოსმა შეჰკითხოს თავის თავს: როგორი იქნებოდა მისი ფილოსოფია, მას რომ ღმერთი ეხილა? როგორ დარწმუნდებოდა ის, რომ მის წინაშე მდგარი ღმერთი არის სწორედ ის, რომელზეც იუწყება წმინდა წერილი? აზროვნება ეს ტკივილი, შეძრწუნება და ტრაგედიაა. აზროვნება არის სამუდამო უღელი მეძიებლისათვის. აზროვნება ეს ნებაყოფლობითი ძალადობაა საკუთარ თავზე. წარმოდგენა, რომ ადამიანი არის homo sapiens-ი, მხოლოდ მეტაფორაა. აზროვნება ერთეულთა ხვედრია. მეფის გვირგვინი მძიმეა, მაგრამ ფილოსოფოსის გვირგვინი უმძიმესია. ადამმა იხმია შემეცნების ხისაგან, მაგრამ თვით ისიც კი სუსტი იყო შემეცნებაში მტილთაგან განდევნის შემდეგ. დიდი ხნით მცხოვრები ადამი იყო უბრალო კაცი და არა ბრძენი. აკრძალული ნაყოფის ხმევამ კაცთა მოდგმის მამამთავარი ვერ აქცია კეთილისა და ბოროტის გამრჩევად. მოკვდავთა ბევრეული თავის ცხოვრებას უსაზრისობაში განლევს და არა უწყის რა არც კეთილზე, არც ბოროტზე. კაცთა დამღუპველი მაიას მეუფებისაგან მომდინარე განცხრომა და დათენთილობა სულაც არ შეამზადებს კაცს აზროვნებისათვის. მაიას მორევსა და გრძნეულებაში აღესრულება ამაღელვებელი საიდუმლო, რომელზეც ფიქრს მოკვდავი მთელი ცხოვრება ჯიუტად გაურბის. კაცში სიცრუისადმი ლტოლვა უფრო ძლიერია, ვიდრე ხორციელი ლტოლვა. სულმოკლეობაში დაშთება კაცი და სიცრუეში შთაეფლობა, ოღონდ მან თავი არ დაიმძიმოს აზროვნებით!  მაია არის აზროვნების ფუნდამენტური არაგარანტირებულობა. მოკვდავს არ შეუძლია მიიღოს ღმერთებისაგან მხარდაჭერის უეჭველი გარანტია. ღმერთები არც ისე გულუხვნი და დიდსულოვანნი არიან, როგორც მათზე ნაუწყებია ძველ ეპოსსა და მითებში. ღმერთებს კიდევ უფრო მეტად უყვართ ადამიანის მოტყუება, ვიდრე უბრალოდ მისგან დამალვა.

იბნ არაბისთან არის ასეთი სიტყვები: „ყოველმა კაცმა ღმერთზე უწყის მხოლოდ ის, რასაც დაასკვნის საკუთარი თავიდან“. იბნ არაბის ამ ნათქვამიდან შეიძლება გამოვიყვანოთ დიდი მსჯელობა მოკვდავში გოლემურობისა და ღვთიურობის შეფარდებაზე.

აუცილებელია ყურადღება მიექცეს კიდევ ერთ შემაბრკოლებელ გარემოებას, როდესაც ვიმეცნებთ მაიას მეუფებას და გოლემს ადამიანში. თუ ვინმე ნიჭიერი შემსრულებელი მშვენივრად უკრავს  მუსიკალურ ინსტრუმენტზე და იოლად ასრულებს რთულ კომპოზიციებს, ეს არ მომდინარეობს შემსრულებლის სულიერებიდან. ეს მხოლოდ და მხოლოდ დამკვიდრებული ტექნიკური ჩვევაა. აქ ბგერათაწყობის გრძელი ალგორითმი სწრაფად გათამაშდება მუსიკოსის გაწვრთნილ მახსოვრობაში. ეს მენტალური მაშინალობაა. შემსრულებლის მსმენელნი ზეცას შეღავათს აძლევენ და მსჯელობენ მუსიკოსის ღვთისაგან ნიჭებულობაზე. ეს კი ასე არ არის. უბადლოდ შემსრულებელი მუსიკოსი ცხოვრებაში ძალზე ხშირად უმეცარი, ან კიდევ მდაბალი ზნის კაცი აღმოჩნდება ხოლმე. უფალი არ შეიწყნარებდა იმის უმეცრებას, ვისაც ზეცა აჯილდოებს შემსრულებლის ტალანტითა და საოცარი მუზიცირების უნარით. დაე, ჩემო მეძიებელო ძმანო, ესეც იყოს საზარელი აღმოჩენა თქვენთვის, რომ მშვენიერების შემქმნელი, მაგალითად, მხატვრული ტილოს, ან აღმაფრთოვანებელი ხეზე კვეთილობის შემქმნელი, არაა კაცი, რომელსაც გაბრწყინებული სული აქვს. ხელთქმნილი ჩინებულობა არ აქცევს ადამიანს ლამაზი სულის მქონედ. მშვენიერების შემქმნელი უფრო ხორციელი ავტომატია, რომელიც ასრულებს შესანიშნავად ათვისებულ ტექნიკურ ილეთებს. ასეთ შემთხვევაში მშვენიერება არ გადაარჩენს სამყაროს. ეს მშვენიერება უფრო მეტად გვატყუებს და აძლიერებს მაიას ხიბლს. ეს მშვენიერება მხოლოდ გვეპირფერება ჩვენ, დამცირებულ და უცანობაში მყოფიარე მოკვდავთ. ის ამიზეზებს კაცის ამპარტავნებას და აძლიერებს შეცდომაში შემყვან იმედს. აქვე უნდა ითქვას, რომ მაშინალური რეაქცია და საზოგადოდ მანქანურობა ხშირად საღდება სულიერებად და გონივრულობად. ეს მანქანურობა დეტერმინირებულია ორფეხა არსების ფიზიოლოგიური ორგანიზაციით, მისი უბედური და გაჭიანურებული ევოლუციით. ჯერ კიდევ გენომის გაშიფრვამდე ჩანდა რომ მანძილი ცხოველსა და ადამიანს შორის ძალზე მოკლეა. ადამიანს თავის ყოყოჩობასა და გულზვაობაში, რაც მას შესძინა რაციონალიზმის ფილოსოფიამ და წინამორბედმა ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებამ, საუკუნეთა განმავლობაში ჯიუტად არ სურდა ამის აღიარება. გენეტიკის უკანასკნელმა მიღწევებმა მხოლოდ კონტრასტულად გამოკვეთა, რომ კაცსა და ცხოველს შორის ძალზე მცირე მანძილია და ამ მიღწევებმა უფრო მეტად გაართულა საქმე ღვთისმეტყველთათვის.  ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში ადამიანის დესკრიფციის დროს ხშირად ითქმის, რომ „გარკვეულ ვითარებებში ირთვება ადამიანის მექანიზმები…“  როდესაც მიუთითებენ ადამიანურ მექანიზმებზე, რომლებიც ჩაირთება, ეს მიზნად ისახავს ხაზი გაესვას ადამიანის უაღრეს განსხავებას ცხოველისა და მისი ქცევისაგან.  ჩვენთვის მეცნიერებაში უფრო ახლო და გასაგებია ადამიანის მანქანასთან არაპირდაპირი შედარება, როდესაც აღვწერთ ადამიანის ქცევებს. ამავე დროს, მიუხედავად მეტად დამაჯერებელი სამეცნიერო-კვლევითი მასალისა, ჩვენ გადაჭრით უარს ვამბობთ მივიჩნიოთ საკუთარი თავი მანქანებად და მექანიზმებად.

გავაგრძელებ მსჯელობას ექსტაზისსა და ცნობიერების ტრანსულ მდგომარეობაზე. ბრაჰმანები ისწავლებიან როგორ უნდა მივაღწიოთ სამადჰის. ბუდა, ვინც ყოველთვის არიდებდა თავს ბრაჰმანებთან კამათს, ვისაც არასდროს განუცდია სამადჰი და არც უცდია მიეღწია მისთვის, იწყებს სწავლებას ნირვანის მიღწევაზე. ამით ბუდამ არაფრად ჩააგდო ვედები და ინდუსთა სხვა წმინდა წერილები. ბუდამ აუცილებლად მიიჩნია შეექმნა ახალი მოძღვრება მაიას დაძლევაზე. განა სამადჰი ასე არადამაჯერებელი იყო ბუდასათვის? განა ბუდა ხარვეზსა და viduitas-ს (რაღაცის არარსებობა) პოულობდა ბრაჰმანთა სწავლებაში? რაზე დაყრდნობით მსჯელობდა ბუდა ნირვანის უფრო მეტ მნიშვნელობაზე, ვიდრე სამადჰი იყო? შოპენჰაუერი ნირვანას ეთიკურ იდეალად მიიჩნევდა. ამანაც განამტკიცა დასავლეთში აზრი, რომ ნირვანა შეუვალი ჭეშმარიტებაა. შემდეგ ჰერმან ჰესე თავის რომანში “სიდჰარტჰა” ერთობ მაცდუნებლად წერდა ვიზიონებზე. რატომაა, რომ თავის ქადაგებებში ბუდამ ერთი სიტყვაც კი არ თქვა იმაზე, რითი განსხვავდება ნირვანა სამადჰისაგან? მან არ იცოდა რა იყო სამადჰი და არ შეეძლო ის შეედარებინა ნირვანასათვის.  აი ეს გვაძლევს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ შევეჭვდეთ ნირვანაში და საზოგადოდ ბუდიზმის ავტარკიულობაში. ბუდა გადის გზას ანამაიადან (საკვებით კმაყოფილება) ანანდამაიამდე, სამადჰიმდე ანუ ბრაჰმა-ბჰუტამდე (ცნობიერების ამაღლება ღმერთამდე). თუ ნირვანა არის სამადჰი, რატომღა გახდა აუცილებელი გვერწმუნა ბუდასი, რათა გვქონოდა შესაძლებლობა განგვეცადა ნირვანა? შესაძლოა, ბუდამ განიცადა სამადჰის მდგომარეობა და მას ნირვანა უწოდა, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თავისი განდგომისათვიის ბრაჰმანიზმისაგან? მაგრამ თუ განდგომა იყო, მაშინ ომით უნდა ყოფილიყო, როგორც ქრისტე განუდგა მოსეს რჯულს. იესუ ქრისტე ძალზე მკვახედ კამათობდა სოლომონის ტაძრის მსახურებთან და სახალხოდ კრულავდა მათ. რისხვით სავსე ქრისტეს ქადაგებანი ნიმუშებად რჩება. ქრისტე დიდი დავითა და მუქარით ისწავლებოდა იმიერსოფელზე. ადამიანის მოდგმის ყველა დიდმა მოძღვარმა სახელი მოინაგრა სწორედ იმით, რომ ისინი ეძებდნენ მაიას კირთებისაგან დახსნის გზებს და უხილავი სამყაროს ალაგთა  დახელთების წესს მოკვდავთათვის. მე რომ მეკითხა შესახელებული იოგინისათვის ვივეკანანდასათვის, რითი განსხვავდება ნირვანა სამადჰისაგან, შეეძლო კი მას ამაზე ეპასუხა? ინტეგრალური იოგის შემქმნელი შრი აურობინდო ამაზე რას იტყოდა? და ყველაზე უმთავრესი აქ ისაა, რას იტყოდა ნირვანაზე და მის განსხვავებაზე სამადჰისაგან დიდად სახელშეძენილი რებრაჰმანიზატორი, ადვაიტა-ვედანტის დამფუძნებელი, ბუდაიზმის შემავიწროებელი ინდოეთში, წმინდა ბრძენი შანკარა? რას გვიმტკიცებს ჩვენ ბუდაიზმი? გვიმტკიცებს იმას, რომ სიდჰარტჰა გაუტამას მოღვაწებამდე ბრაჰმანები ბნელსა შინა ვიდოდნენ და ვედები და უპანიშადები უკანა პლანზე უნდა ყოფილიყო გადატანილი. ბუდა აუქმებს სამადჰის, როგორც ბრაჰმანთა სიბრძნის გულისგულს. ტიბეტურმა ბუდიზმმა, რაზეც ასე აღტაცებითა და დამაინტრიგებლად წერენ მრავალი წლის მანძილზე, როგორც ორიენტალისტები, ასევე რელიგიის ისტორიკოსები, არ მისცა მსოფლიოს არც ცნობილი ბუნებისმეტყველნი, არც დიდი ფილოსოფოსნი. რაში ვლინდება ტიბეტელი ბუდისტების მეთოდიკათა დამაჯერებლობა? ტიბეტელი ბერების მედიტირების მეთოდების სიმრავლე და უჩვეულობა არ უწყობს ხელს ინტელექტუალურ გარღვევას ფილოსოფიურ და სამეცნიერო ასპარეზზე. ჰიმალაის მთებში მცხოვრები უცნობი ვიეთნი ტიბეტურ განდეგილობას ერთობ იდუმალ სახეს აძლევენ. ბევრი რამ ტიბეტური მოძღვრებიდან მხოლოდ ძველისძველი ინდუისტური მეთოდიკების ინტერპრეტაციაა. მაგალითისათვის, ტუმოს გენერაცია უკვე იყო ინდუიზმში.

ბუდა ყოველთვის გაურბოდა პოლემიკას ვედებისა და უპანიშადების ქურუმებთან. რჯულისაგან განდგომილნი გზნებით მონაწილეობენ საღვთისმეტყველო პოლემიკაში, მაგრამ ბუდა აქ გამონაკლისია. ის ისე განვიდა ამა სოფლიდან, რომ არაფერი არსებითი არ უთქვამს ნირვანის სამადჰისაგან განსხვავებაზე. შესაძლოა, ბუდას ესმოდა, რომ ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო კამათში ბრაჰმანებთან ის ვერ გაიმარჯვებდა. ბუდისტური გადმოცემის თანახმად, ბრაჰმანმა სუმედჰამ ბუდა დიპანკარას წინაშე თავისი თმა დააფინა, რათა ბუდას დაუბრკოლებლივ გაევლო ჭაობში. ეს გადმოცემა არის ინდუიზმის სრული კაპიტულაცია ბუდაიზმის წინაშე.

როგორ დავადგინოთ, რომ ნირვანა, რომელიც პირველად ბუდამ განიცადა, უფრო მაღალი, უფრო ღრმა და მეტის შემცველია, ვიდრე სამადჰი, რომელსაც აღწევდნენ ბრაჰმანები და იოგინები? ეს ყველაფერი არაა. ძენ-ბუდიზმის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი დაისეცუ ტეიტარო სუძუკი (1870 – 1966) ისწავლება ძენის ადეპტის ცნობიერების  უმაღლეს მდომარეობაზე, რასაც ეწოდება სატორი ან კენსიო. არის ასევე ცნება – შიქანთაზა. სატორი ასევე არის ადამიანის გაჭრა მაიადან ამაიაში. რატომ უწოდებენ ძენ-ბუდიზმის მიმდევარნი ამ გაჭრას სატორის? განა ძენ-ბუდიზმის მიმდევარნი აღემატნენ ბუდას, როდესაც ისინი არ კმარისობენ ნირვანას და თავის პარადოქსულ მდგომარეობას უწოდეს ახალი სახელი – სატორი? ძენ-ბუდისტები ხაზს უსვამენ, რომ მათი მასწავლებლების მიერ მიღწეულ იქნა აქამდე გაუგონარი რამ. იგულისხმება, რომ ეს ნირვანა არაა, არამედ მასზე მეტია. იოგინი, რომელმაც მიაღწია სამადჰის, ძენ-ბუდისტური მონასტრის მოძღვარს შეგირდად დაუდგა და ჟამთა გამოხდომის შემდეგ ამ იოგინმა  მიაღწია სატორის, როგორ განმარტავდა ამას? იტყოდა კი ამაზე ვედური იოგინი, რომ სატორი ჯერ კიდევ არაა სამადჰი, ან იმას თუ იტყოდა, რომ სატორი სამადჰის უმეტესი და უფრო შინაარსიანია? ძენის ადეპტი, რომელმაც სატორი განიცადა, რატომ ვერ ხდება გაბრწყინებული, ესე იგი ბუდა? ის ბუდას შორეული მინამგვანიც ვერ ხდება. ის გამოდის განცდილი მდგომარეობიდან და ისევ ის კაცია. ის ისევ იმ უსვეო ცხოვრებას მიათრევს. მის სახეზე არა ცათა ანაბეჭდი და არამიწიერი ნათელის კვალი. მის ბაგეთაგან არ წარმოითქმის არაფერი მანამდე გაუგონარი. ის არ მოინაგრებს სარწმუნო და ეჭვშეუტანელ ზებუნებრივ ცოდნას (scientia sanctorum). საუბედუროდ ისევ რჩება მეჭველობისა და ვარაუდების უფართოესი შესაძლებლობა. რჩება არა მხოლოდ თავისუფალი ინტერპრეტაციის, არამედ იმპროვიზაციისა და ტლანქი გამონაგონის შესაძლებლობანი. ასე კი აღარ უნდა იყოს განცდილი ექსტატიკური მდგომარეობის შემდეგ. ადამიანი ექსტაზისის (სატორი) შემდეგ არ თავისუფლდება შეკითხვისა და შემეცნების აუცილებლობის ტვირთისაგან. უმაღლეს სავანეთა ხატებების ხილვა არ გარდაქმნის ადეპტს, რომელმაც სატორი განიცადა. ის არ მუტირებს და მისი გაგების უნარი არ იძენს ძალმოსილებას. ის, რომ ძენის ადეპტი მყისიერად სწვდება ყველა ძველი და ახალი კოანების (ძენის ალოგიკური დიალოგები) დაფარულ საზრისს, ცოტას ნიშნავს. კოანების გაგება არ ადასტურებს მისი გამგების სიბრძნეს. სატორი მცირედ დამარწმუნებელია მისთვის, ვინც ძალთა დაძაბვით ფიქრობს ბოლოვად საკითხებზე და არ აძლევს არანაირ შეღავათს არც ღმერთებს, არც თავის თავს. თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ რისთვისღა იყო მთელი მსოფლიოსათვის ანონსირებული ძენ-ბუდიზმი, როგორც რაღაც უჩვეულო? თუ სატორი უმაღლესი ჭეშმარიტება და ძენის უთვალსაჩინოესი მონაპოვარია, მაშინ რატომ არ შეუძლიათ ძენ-ბუდისტებს დაარწმუნონ სხვა მიმდინარეობათა ბუდისტები, მაგალითად, ტიბეტელი ლამაისტები? გამოდის, რომ სხვა ყაიდის ბუდისტებს სრულებითაც არ აღელვებთ და მათზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, რომ ვიეთი ბოდჰისატვები აღწევენ სატორის მდგომარეობას. სხვა ყაიდის ბუდისტებს აქვთ ექსტატიკურ მდგომარეობათა მიღწევის საკუთარი მეთოდები. და საერთოდ რისთვისაა ეს სიჭრელე და სიმრავლე ბუდას მოძღვრების განმარტებაში? რისთვის იქმნება საუკუნეთა მანძილზე ამდენი კეთილი ტყუილი? ბუდიზმის მიმართულებები ავითარებენ ინდუიზმის ფიზიოლოგიურ ასპექტებს და არაფერ სხვას. რახან სიტყვა ჩამოვარდა ტიბეტელ ლამაისტებზე, უნდა დავაყენოთ მეტად მაპროვოცირებელი კითხვა: თუ ნაცისტებმა მხარდასაჭერად შეიპირეს წინამორბედი ლამები და დარწმუნდნენ, რომ მათ მფარველობდნენ არამიწიერი ძალები მთელი ევროპის დაპყრობაში, ბოლოს კი მაინც დამარცხდნენ ათეისტურ მუშურ-გლეხურ წითელ არმიასთან ომში, ეს ნიშნავს თუ არა ლამაისტური ბუდიზმის დამარცხებას? ღვთისმგმობმა ბოლშევიკებმა, მძვინვარე მკრეხელმა რევოლუციონერებმა და არა უბრალოდ მებრძოლმა ათეისტებმა დაამარცხეს არმია, რომლის უძლეველობაზე წინასწარმეტყველებდნენ მაშინდელი ლამები.

თუნდაც სანახევროდ რომ იყოს შესაძლებელი განსხვავების დადგენა ნირვანასა და სატორის შორის, მაშინ ყოველივე თქმული მოძღვარი სუძუკისა და და მის მიმდევართა მიერ ნოლამდე დავა. არა მხოლოდ ესაა. თუ შესაძლებელი გახდა დადგინდეს განსხვავება სამადჰისა და ნირვანას შორის, მაშინ აღმოჩნდება, რომ ბუდა ამაოდ იღვწოდა და ევნებოდა, ხოლო წმინდა შანკარა იყო სავსებით მართალი, როდესაც დავობდა ინდოელ ბუდისტებთან. და თუ სატორი იგივეა, რაც არის სამადჰი, რატომაა, რომ სატორიმდე მიღწეულნი არასოდეს არ ჭვრეტენ ვედურ ღმერთებს? თუ მართლმადიდებელი და კათოლიკე მისტიკოსები ექსტაზისში ჭვრეტენ მარადქალწულ მარიამს, თუ ბუდისტი განდეგილი თავის ექსტაზისში ჭვრეტს არქატებს, ხოლო ვედური იოგინი კი ჭვრეტს შუქმოიეფე აშვინებს, მაშინ აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ყოველ ექსტაზისს თავისი წინასწარგანწყობა (თავიდანვე მიდრეკილება), წინასწარდადგენილება და წინასწარ შექმნილი მიკერძოებული აზრი (предрасположенность, предустановка и предубеждённость) გააჩნია. რატომაა, რომ ქრისტიანი მოწესე თავის ექსტაზისში არ დაინახავს ბუდას, არამედ ყოველთვის ხედავს იესუ ქრისტეს, ქალწულ მარიამს, ან რომელიმე ქრისტიან წმინდანს? რატომაა, რომ ექსტატიკურ მდგომარეობებში გაწაფული იოგინი არასოდეს დაინახავს ღვთისმშობელს, არამედ ყოველთვის ჭვრეტს რომელიმე ვედური ღმერთის ან ქალღმერთის დიდებას? ყველა ეს კითხვა პირდაპირ დაკავშირებულია მაიას შემეცნებასთან. ამ კითხვებზე ფიქრი ჰხამს არაადამიანური მოთმინებით, როდესაც კაცი კვნესის და წყევლის ამა სოფელს. თუ მე, მაგალითისათვის, ვარ მგზნებარე ბჰაქტი (ვიშნუიტი ან შივაიტი), მაშინ ჩემს ხილვებში ყოველთვის ვჭვრეტ ვიშნუს ან შივას და არასოდეს ბუდას. ნაღველის მომგვრელია ისიც, რომ ბუდას სტატუები დიზაინის ნაწილად იქცა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სასტუმროებსა და ბარებში. ამა სოფლის გოლემები თავს იქცევენ და ორიგინალობენ ამ სტატუებით. არავინ უფიქრდება ბუდისტური მოძღვრების სათავეებსა და არსს, როდესაც იხილავენ ამ მწოლიარე თუ მჯდარ დიდ და მცირე სტატუებს ამა თუ იმ ალაგას.

ისლამში სუფისტის ექსტატიკური გასვლის მდგომარეობას ეწოდება ფანა. ხასიდებთან მას ეწოდება ჰიტლაჰავუტი. სუფისტი თავის გაჭრაში ჭვრეტს ალაჰის შუქს ან ხედავს ჰიდრს და ასე რწმუნდება ის თავისი ხილვის ჭეშმარიტებაში. აქ აღარ შეიძლება იყოს არანაირი მეჭველობა და უსიტყვო გვემა. შეუძლია თუ არა ექსტაზში მყოფს განსაზღვროს, რომ ყოველი ხილვა ერთი ღმერთისაგანაა? მაგრამ თუ ყოველი ხილვა ერთი ღმერთისაგანაა, მაშინ რისთვის სჭირდება უფალს ეს დამაბნეველი მრავალსახოვნება? რატომაა, რომ იმიერსოფლის ნათელი, რომელიც ერთი წყაროდან არის მომავალი, ნაწევრდება ცალკეულ გამონათებებად მაიას სამყარომდე მოღწევისას?

ექსტატიკური მდგომარეობა არა მხოლოდ რელიგიებშია ცენტრული საკითხი. პორფირე თავის შრომაში „პლოტინის ცხოვრება“ აღწერს პლოტინის მიერ განცდილ ექსტაზისს. იეზუიტებისაგან გამოქცეული, მათი დაუმორჩილებელი აღზრდილი, პლატონის უახლესი ინტერპრეტატორი, გერმანელი ელინი ჰაიდეგერი, შთება რა ევროპული აკადემიური ფილოსოფიის საზღვრებში, საფუძვლიანად განიხილავს ექსტაზისისა და მაიას საზღვრების გარღვევის საკითხს. ჰაიდეგერი შეუპოვრად ეძიებს ზაინის საზრისს (Sinn von Sein). თავის ნაშრომში Die Grundprobleme der Phänomenologie (1927) (ფენომენოლოგიის ძირითადი საკითხები) ჰაიდეგერი უბნობს სულზე, რომელსაც შეუძლია განასხვავოს  Sein-ი  Saiende-საგან. ჰაიდეგერის თანახმად, ასეთი სული ცხოველის სულზე მაღლა დგება და გარდაისახება ადამიანის სულად. ჰაიდეგერის ცნება das man დასავლეთის გოლემია. როდესაც ადამიანი ეგზისტირებს ჰაიდეგერის მოძღვრებასა და ძენ-ბუდიზმში, ისიც უნდა იქნეს გარკვეული, რამდენად მონაწილეობს ამ ეგზისტირებაში ღმერთი?

მდგომარეობა, რომელსაც სხვადასხვა ენებზე ეწოდება სამადჰი, ნირვანა, სატორი, ფანა, ჰიტლაჰავუტი, არის შიზოფრენია, მაგრამ არა ფსიქიატრიული აზრით. ამ მდგომარეობაში ცნობიერება თვითიხლიჩება და იწყებს მაიას დაძლევას. ცნობიერების გახლეჩა იმიერსოფლიდან მომდინარე არამიწიერ სინათლეს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აქ გამოვლინდეს. ამ სინათლის ნაპერწკალი ყოველთვის დაუნჯებულია მოკვდავში და მას შეუძლია იქცეს დაფიონად. ის, რაც გვგონია ზეციდან გარდამოვლენილ ნათელად, უმეტეს შემთხვევაში არის ადამიანის დაფარული უნარის, ღმრთის მსგავსი შინაგანი კაცის (ო ეზო ანთროპოს) და მისი შინაგანი სიტყვის (verbum intimum)  გამოვლენა, რაზეც ნაუწყებია მოციქულებთან და უფრო ადრე წარმართ ფილოსოფოსებთან. საკითხი, თუ რითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზემოთ ჩამოთვლილი ექსტატიკური მდგომარეობანი, არის უფრო მეტი, ვიდრე საუკუნოვანი კამათი პრედესტინაციონისტებსა და პელაგიანელებს შორის, დაწყებული ავგუსტინედან და პელაგიუსიდან და დამთავრებული თანამედროვე კალვინისტებითა და ნეოთომისტებით.

და კიდევ აქ ეს საკითხი უთუოდ უნდა დავაყენოთ: როგორ იძენს სალოსი, ღვთის ფარული მსახური, მასხრობის მქმნელი ქრისტეში, შეშლილი მოთამაშე და წმინდა თავის მომჩვენებელი წინასწარხილვის ნიჭს?  როგორაა ეს შესაძლებელი, რომ შეშლილად თავის მომჩვენებელი იყოს წინასწარმჭვრეტი და თაუმატურგი (სასწაულთა მქმნელი) ღვთის სადიდებლად? როგორ ხდება, რომ უფლის სადიდებლად სალოსობის ტვირთის გამწევს, იესუ ქრისტეს შეშლილს შეეძინება წინასწარმჭვრეტელური ნიჭი და ისიც არა ყოველთვის?

კაცი განსაკვირი მოვლენაა მაიას სამყაროში. ის თოჯინა და მანქანაა. მასვე შეუძლია გაიაზროს წარუვალი და ამაღლდეს ამაიას მწვერვალამდე. ეს ძალზე წინააღმდეგობრივი რამ არის. როგორ შეუძლია ორფეხა მანქანას იაზროვნოს იმაზე, რაც მასზე მაღალია და რაც მას არასოდეს უხილავს? მაგრამ მას ყოველთვის ახსოვს ის თავისი ბუნდოვანი და სუსტი მომხსოვნელობით. როგორაა, რომ ვარაუდებსა და შორეულ ბუნდოვან მოგონებებზე დაეშენება შუქმდინარე სიკვდილის პაიდეია? სწორედ ისაა ყოველი შემდგომი კულტურის მშობი წიაღი.  და უფალი კი ეგუება იმას, რომ კაცნი ცხოვრობენ და იღუპებიან უგებ-უცანობასა და გულის შემამძიმებელ თოჯინურობაში. ერთი და იგივე მეორდება მაიას სამყაროში საუკუნიდან საუკუნემდე და არ იშფოთვის უფალი, როდესაც ის მდუმარებასა და გულცივობაში  ჭვრეტს მილიარდობით ორფეხა არსების წაწყმედას.

ივლისი, 2018 წ.

2018 წლის 30 ოქტომბრის მინაწერი: ამ ტექსტს ბლოგში ბევრი ნახვები აქვს ( 2018 წლის 29 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე). გამოხმაურება და კომენტარი არაა. ბუდიზმზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. საქართველოში არიან ბუდას მიმდევარნი პოეტთა, მსახიობთა და მხატვართა შორის. ისინი აცდუნა ბუდისტური და ბუდოლოგიური წიგნების კითხვამ და ჰგონებენ, რომ ეს-ესაა ნირვანას მიაღწევენ ზეციერ არსებათა ჭვრეტას დაიწყებენ. ბუდიზმი მათთვის არის საკუთარი ნარცისიზმისა და სნობურ გზნებათა გასახელები რამ. ბუდისტური თხზულებები უამრავია და ისინი ევროპულ და რუსულ ენებზეც საკმაოდაა თარგმნილი (ვასუბანდჰუს „აბჰიდჰარმაკოშა“ და სხვ.). ვისაც უკითხია ბუდისტური ტესტები, შეუძლებელია არ დამეთანხმოს, რომ ისინი მეტად დამაბნეველია და ვერა რა ცოდნას ვერ იძლევა.

ინდოეთის სუბკონტინენტის სახელმწიფო რელიგიად მეფე აშოკა მაურიას (273 – 232 ძვ. წ.) დროს ბუდიზმი გამოცხადდა. აშოკას მომდევნო მეფეების ბუდას შემდგარნი იყვნენ. ბრაჰმანიზმი და ვედიზმი თითქოს საბოლოოდ დამარცხდა. გამოხდა ხანი და დამარცხებული ბრაჰმანიზმი აღდგა. მან გააძევა ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინენტიდან. ბუდიზმი ინდოეთში შემორჩა ჩანაწინწკლების სახით. ბუდაიზმი ესაა პროზელიტური ინდუიზმი. ის გავრცელდა ინდოეთიდან აღმოსავლეთით ვიდრე იაპონიამდე.

გადმოცემის თანახმად, სიბრძნის მეძიებელი პრინცი გაუტამა, რომელსაც ბუდად გახდომა ეწერა, შეგირდად დაუდგა ბრაჰმან კალაპას. მასთან გაუტამამ ვერაფერი საგულისხმო ვერ ჰპოვა და გახდა ბრაჰმან უდრაკა სამაპუტრას მოწაფე. ვერც მასთან იპოვა ხსნის გზა პრინცმა გაუტამამ. ამ გადმოცემაში ბრაჰმანიზმი კვლავ ტრეტირებული და გაუქმებულია. გამოდის, რომ გაუტამა შაკიამუნიმდე ბრაჰმანთა შორის არავინ არა უწყოდა რა ხსნის გზაზე. გამოდის, რომ არაფერი ყოფილა ვედები და მათი თანამდევი სამღთო ტექსტების კორპუსი. გამოდის, რომ არაფერი ყოფილა ვედური ღმერთების დასი. თავად ბუდა ამაზე არსად არას ამბობს. მისი მოღვაწეობა არის ვედების უარყოფა და ამავე დროს მათი თავისებური გაგრძელება. ბუდა მაინც ბრაჰმანთა მხრებზე დგას. ბრაჰმანები არ უშლიდნენ ხელს ბუდას, როდესაც იგი 45 წელი ასწავლიდა მდინარე განგის მიდამოებში. ბუდამ ქრისტემდე თქვა, რომ სიძულვილი სიყვარულით იძლევა, მაგრამ თავად ბუდას ვინ და რა უყვარდა? მან გააუქმა ვედური ვარნაშრამა დჰარმა (კასტური წყობა). მასთან არაა ღმერთების ხსენება. ეს მისი სიკვდილის შემდეგ გაჩნდა ცის მობინადრეთა ბუდისტური იერარქია. შეუძლებელია რელიგია არსებობდეს ნუმინოზურისა და ნუმენის გარეშე.

აქვე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ბრაჰმან შანკარაზე (VIII ს.). მის სახელს უკავშირდება ინდოეთის დებუდაიზაცია. 21 – 27 წლისა იყო შანკარა და მან არად მიიჩნია ბუდასეული სულიერი გამოცდილება და მის მიერ დასახული გზა. შანკარამ მიუთითა ვედებთან და უპანიშადებთან დაბრუნების აუცილებლობაზე. თავად შანკარასთან დღემდე კამათობენ ვიშნუიტები ინდუისტურ დებულებათა ინტერპრეტირებისას. ვიშნუიტები ბუდას მოსვლას ვედური ღმერთების მიერ მოწყობილ საცდურად მიიჩნევენ. შანკარაჩარია რომ ყოფილიყო ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს (XV ს.) დროს, არ დაეთანხმებოდა მას და შანკარა ადვაიტა-ვედანტას პრინციპებს დაიცავდა.

 

საბერძნეთის ეკონომიკა პოსტრეცესიულ პერიოდში

*სრული სახით პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ , N 5 (221) 2018

ანოტაცია: სტატიაში განხილულია საბერძნეთის ეკონომიკის მდგომარეობა 2010 წლის კრიზისის შემდეგ. საუბარია იმაზე, თუ რამდენად შეძლო საბერძნეთმა კრიზისის მძიმე შედეგების დაძლევა ევროზონიდან მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტების მიღების შემდეგ.

საკვანძო ცნებები: PIGS, Grexit, ЕАЭС, პასოკი, სირიზა, შავი პოლკოვნიკები, ESM, ფინანსური დახმარების პაკეტები, საბერძნეთის სამოქალაქო ფლოტი, სატრანზიტო პროექტები, პოსტპროგრამული მონიტორინგი.

პერსონალიები: ანგელა მერკელი, ალან გრინსპენი, იასონ მანოლოპულოსი, იანის ვარუფაკისი, ლუკას პაპადიმოსი, პიერ მოსკოვისი, კრისტიან ლაგარდი, ალექსის ციპრასი, ჟან-კლოდ იუნკერი.

ფაილის მოცულობა – 10 გვ.

Continue reading “საბერძნეთის ეკონომიკა პოსტრეცესიულ პერიოდში”